ნიუ ორკდან თბილისში (თავი1)
-ლილე მზად ხარრ?უკვე გვაგვიანდება თვითმფრინავზე-ოთახის კარი შემომიღო დედამ -მზად ვარ მზად -ტაქსი უკვე გამოვიზახე და მალე მოვა,გამოდი დროზე-ოთახი დატოვა და გზაში მომაძახა ჩემს ოთახს ბოლოჯერ მოვავლე თვალი და კარები გამოვიხურე.რამდენი კარგი მოგონება მაკავშირებს აქაურობასთან და ახლა მიწევს აქედან ძალიან შორს წასვლა.ყველაფერი მახსენდებოდა და თვალზე ცრემლი მომადგა.როგორ არ მინდოდა ჩემი მეგობრების დატოვება და წასვლა,მაგრამ ახლა უკვე გვიანი იყო ამაზე ფიქრი. -ლილე ტაქსი უკვე მოვიდა დროზე ჩანთების ჩატანაში დამეხმარე -მოვდივარ -შენ რა იტირე-ჩემთან მოვიდა დედა და მომეხვია -არა უბრალოდ... -ხომ იცი რომ ახლა ასე ჯობია არაა -ვიცი ვიცი,წამოდი ჩავიტანოთ ჩანთები თორემ ვაგვიანებთ დე -ხო ხო წამოდი სახლი და ვტოვეთ და აიროპორტისკენ ავიღეთ გეზი.მალევე მივედით და ტაქსიდან გადმოსვლისთანავე ჩემს მეგობრებს მოვკარი თვალი. -ლილეე-დამიყვირა ლუსიმ და ჩემსკენ გამოექანა მას ქეითი,ტომი და მაიკი აედევნენ -ბავშვებო ვერც წარმოიდგენთ როგორ დამაკლდებით-ტირილი დავიწყე -კარგი დამშვიდდი ლილ,ყოველდღე დაგირეკვთ,მოგწერთ საღამოობით სკაიპში შემოვალთ ნუ შენთან დილა ქნება ამ დროს,მერე ან შენ ჩაოხვალ ან ჩვენ დაგადგებით,თავს არ მოგანატრებთ ხო იცი არაა?-დამაიმედეს ბავშვებმა და ყველა ერთად მომეხვია -ვიცი მაგრამ თქვენთან ერთად რომ ვეღარ გავერთობი,სკოლას ხომ ვერ ავაწიოკებთ და დირექტორს ხომ ვეღარ გადავიყვან ჭკუიდან.გაკვეთილებიდან თქვენთან ერთად ხომ ვეღარ გავიპარები და მთელ დღეს გართობაში ხომ ვეღარ გავატარებ-უფრო ძლიერად ჩავეხუტე მეგობრებს -ლილე უკვე წასვლის დროაა-მკაცრი ტონი შეეპარა დედას ხმაში -მოვდივარ მოვდივარ-ბავშვებს უკვე ბოლოჯერ გადავეხვიე და დედასთან ერთად აეროპორტში შევედი,რეგისტრაცია გავიარეთ და რამდენიმე წუთში უკვე თვითმფრინავში ვიჯექით *** გამარჯობათ მე ლილე არაბული ვარ 16 წლის,მყავს დედა ნინა არაბული.მამა არასდროს მნახავს დედა არასდროს საუბრობს მასზე.დავიბადე ნიუ ორკში.საქართველოში ბევრი ნათესავები მყავს დედას მხრიდან მაგრამ არავის ვიცნობ.ამერიკაში მყავს ოთხი საუკეთესო მეგობარი ლუსი,ქეითი,ტომი და მაიკი ჩემი სკოლის მეგობრები არიან პირველ კლასში რაღაც ცეხვას ვდგავდით ჩვენ ხუთი და მაშინ დავმეგობრდით,ოთხივე ჩემნაირი გიჟები არიან,სკოლაში მასწავლებლებს და დირექტორს სისხლს ვუშრობდით,ყველას ვაწიოკებდით გაკვეთილებს ვშლიდით,სწავლა არ მიყვარდა,ბავშვობიდან კარგად ვმღერი ცეკვაც მეხერხება და მსახიობრი ნიჭიც მაქვს,რამდენიმე სპექტაკლში და მიუზიკლშიც მაქვს მონაწილეობა მინაღები სამომავლოდ კი თეატრალურზე ჩაბარებას ვაპირებ.ჩემი ოცნებაა ნიუ ორკის კინო აკადემიაში ჩაბარება.ძალიან ხალისიანი ადამიანი ვარ სულ ვიცინი,ხალხის გამხიარულება და კარგ ხასიათზე დაყენება მიყვარს.ძალიან ჯიუტიც ვარ თუ რამეს ვიტყვი ვეღარ გადამაფიქრებინებს ვერავინ,მკვირს როგორ მოახერხა დედამ ჩემი დაყოლიება საქართველოში საცხოვრებლად გადასვლაზე.ისე ძალიან მაინტერესებს როგორი ქვეყანა საქართველო,ნათესავების გაცნობაც მინდა,მაგრამ ვიცი რომ ნიუ ორკი ძალიან მომენატრება ოლოს და ბოლოს მთელი ჩემი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული. *** -ლილე უკვე ჩავედით,გაიღვიძე-დედამ შემაღვიძა -ასე უცებბ?მე ვერაფერი გავიგე-გავიკვირვე -ხო შენ რას გაიგებდი მთელი გზა გეძინა-გაეცინა დედას და კარებისკენ მიბიძგა -დედა ვინმე დაგვხვდებაა-კითხვისნიშნიანი თვალები მივაბყარი ნინას -კი ჩემი მშობლები,სახლშ კი ნათესავები გველოდებიან ყველას შენი გაცნობა აინტერესებს -აჰ გასაგებია თვითმფრინავიდან ჩამოვედით და უკვე აეროპორტში ვიყავით,ბარგი ავიღეთ და გასსვლელისკენ წავედით,დედა უცებ მოწყვეტით გაიქცა ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანებისკენ(არც სკაიპში და არც ისე მათ არასდროს არ დავლაპარაკებივარ,დედაც ბევრს არ საუბრობდა მათზე,როგორც ვიცი გაბრაზებულები იყვნენ დედაჩემზე კარგა ხანი)მე კი ინტერესით ვაკვირდებოდი ამ სცენას და მეღიმებოდა,მალე ჩემთვისაც მოიცალეს და ახლა მე მეხვეოდნენ დედამ მათი თავები გამაცნო -ლილე გიცანი ეს არის დედაჩემი ეკა და მამაჩემი ერეკლე,ესენე ჩემიუფროსი და ლიკა და უმვროსი ძმა თოკა არან-დედა ბედნიერი სახით მაცნობდა მისი ოჯახის წევრებს -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-ღიმილი ავიკარი სახეზე.ჩემთვის ეს ყვეაფერი უჩვეულო იყო,ყველა მეხვეოდა მეფერებოდნენ. სადღაც ერთ საათში უკვე სახლში ვიყავით და დიდ სუფრასთან ვისხედით ყველა.დედამ გამაცნო მისი დეიდები,მამიდები,ბიძიები მათი ოჯახები,იმდენი ნათესავები ყოლია,ყველა თბილად მექცეოდა მიღიმოდნენ მკოცნიდნენ ისე თითქოს დიდი ხანია ვიცნობდეთ ერთმანეთს.საკმაოდ გვიანობამდე იყვენა ჩვენთან,მერე ნელ ნელა დაიწყეს წასვლა და სახლშ მხოლოდ მე დედა და დედას ოჯახის წევრები დავრჩით.თოკა ძალიან საყვარელი ბიჭი იყო,ასაკობრივად ჩვენ შორის დიდი განსხვავება არ იყო თოკა სულ რაღაც 20წლის გახლდათ ამოტომ კარგად გავუგეთ ერთმანეთს,ლიკას უკვე თითქმის ჩემხელა შვლები ყავდა ელენე უკვე 12წლის იყო,ლუკა 9ის და ყველაზე პატარა გიო კი 5ტწლისაც არ იქნებოდა.ლიკას ქმარი ლევანიც კარგი ადამიანი ჩანდა.ბებია და ბაბუაც ძალიან მოსიყვარულები იყვნენ,ახალგაზრდულად გამოიყურებოდა ორივე.დედას სახე ურწყინავდა ისეთი ბედნიერი იყო. -მე დასაძინებად ავალ-განვაცხადე და ფეხზე წამოვიჭერი -წამო ბებო შენს ოთახს გაჩვენებ იმედია მოგეწონება-ფეხზე წამოდგა ეკაც დაოთახისკენ წავიდა მეც უკან გავედევნე ჩემი ოთახი ძალიან მყუდრო და ლამაზი იყო,ძირითადად თეთრ და ღია ნაცრისფერ ფერებში გადაეწყვიტათ,პატრა აივანიც მქონდა ულამაზესი ხედით მთელი თბილისი მოჩანდა ხელისგულივით.ოთახის დათვალიერებას რომ მოვრჩი პლედი ავიღე და აივაზე მდგომ სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი.აიპადი ავიღე და გადავწყვიტემეგობრები მომეკითხა.საუბარმა დიდხანს გასტანა ბავშვებს მოვუყევი ჩემი შთაბეჭდილებები,ხედიც ვაჩვენე და ისე აღფრთოვანდნენ,იძახდნენ ხვალვე მოვდივართო,მერე თვითონაც მომიყვნენ სკოლის ამბები და ერთ საათიანი ლაპარაკის შემდეგ დამშვიდობება გადავწყვიტეთ.ძილი ისევ არ მეკარებოდა ჯერ ისევ ამერიკის დროზე ვიყავი აწყობილი თან თვითმფრინავში იმდენ ხანს მეძინა მგონი მთელი ერთ კვირა მეყოფოდა,ამიტომ ოთახიდან ყურსასმენები და ტელეფონი ავიღე ჩემი საყვარელი სიმღერა ჩავრთე ვუსმენდი და თან ვყვებოდი ალბად ბოლო ხმაზე,თვალ დახუჭული მქონდა და ჩემს სტიქიაში ვიყავი,სანამ ტაშის დაკვრის და სიცილის ხმა არ მომესმა,ჩემს გვერდით აივანზე მდგომი საკმაოდ სიმპატიური აღნაგობის ბიჭი არ დავინახე. -კარგად მღერი-გადმომძახა და გაიღიმა ირონიურად -კომპლიმენტად მივიღოო?-ირონია არც მე დავაკელი -როგრც გინდაა-ჩაიცინა -დიდხანს აპირებ ასე ყურებასს-შევუბღვირე მე -სანამ არ მომბეზრდება კიი,ისსე მე დემეტრე ვარ -სასიამოვნოათქო,რომ გითხრა მოგატყუებ -მაგაზე არ მადარდო ახლაა?შენ სახელს მიმალავ თუ რა ხდება ლამაზოო?-ირონია არ დააკლო დემეტრემ -რა საჭიროა ყველა ვიგინდარას ვუთხრა ჩემი სახელი -ვაიმე რა სწერვა ხარ,შენს ადგილზე ნებისმერი სხვა გოგო ფეხებში ჩამივარდებოდა ოღონდ ერთი სიტყვა მაინც მეთქვა -ვავა რა წარმოდგენები გვაქვს საკუთარ თავზე-გამეცინა მე -მართლა ვერ მიცანიი ვინ ვარრ?-გაკვირვება დაეტყო სახეზე -რას წარმოადგენ რომ გიცნობდეე -ჭურში ზიხარ ლამაზოო -ეგ რაღა ჯანდაბააა-გავიკვირვე -უცხოპლანეტელი ხარ? -კიი თუ გჯერა უცხოპლანეტელების ამხელა კაცცსს -კი მჯერა აბაა არ უნდა მჯეროდესს? -რავიცი რავიცი -ამ შუა ღამეს აივანზე რას აკეთებდი,ჯერ პატარა ხარ და ბავშვებს ამ დროს უნდა ეძინოთ-ვითომ მზრუნველი ხმით მითხრა -ბავშვი თვითონ ხარ რა და საერთოდ ვინ გეკითხება შენ-გავბრაზდი და აგრესიულად ვუპასუხე -ვაიმე ოღონდ არ მომკლა დაა-ირონიულად ჩაეღიმე-ისე არაბულების ვინ ხარ?მთელ ოჯახს ვიცნობ და შენ პირვლეად გხედავ -რა შენი საქმეაა -ისე გკითხე რა იყო პასუხი აღარ დამიბრუნებია და ჩემს ოთახში შევედი,სააბაზანოში შხაპი მივიღე პიჟამოები მოვირგე და ლოგინში შევწექი. *** დილით ოთახშ შემოსულმა მზის სხივებმა გამაღვიძა,ლოგინშ ვეღარ გავჩერდი ამიტომ სწრაფად წამოვდექი ფეხზე კომპუტერში მუსიკები ჩავრთე,საბაზანოში თვი მოვიწესრიგე და ჩემოდნების ამოლაგება დავიწყე,სადღაც ერთი საათი მოვანდომე,საკმაოდ ბევრი ტანსაცმელი მაქვს და გარდერობისთვის განკუთვნილ ოთახში ძლისვს დავატიე.საქმეს რომ მოვრჩი უკვე 12 ხდებოდა,შხაპი მივიღე,კარადაში ჩემი საყვარელი კომბინიზონი,მაისური და კეტები გადმოვიღე თმა კოსად შევიკარი ტელეფონი და ნაუშნიკები ავიღე და ოთახი დავტოვე,სამზარეულოში გასულსბებია დამხვდა ბლნებს აკეთედა,მვესალმე დამისაღები ოთახისკენ ავიღე გეზი სადაც დედა,ლიკა,ლევანი,ბაბუა და ლიკას ბავშვები ისხდნენ,ყველას მივესალმე და ელენეს გვერდით დავიკავე ადგილი. -როგორ გეძინა ლილე?-ინტერესით შემომხედა ბაბუმ -კარგად-გავუღიმე -ოთახი როგორ მოგეწონა სპეციალურად შენთვის მოვაწყვეთ-მკითხა ლიკამ და პასუხს დაელოდა -ძალიან ლამაზი და მყუდრო ოთახია,ხედია არაჩვეულებრივი,ჩემს მეგობრებს ვაჩვენე და ძალიან მოეწონათ,გუშინ გვიანობამდე ვიჯექი აივანე და მუსიკებს ვუსმენდი კარგი ჰაერი იყო. -ბავშვებო მოდით საუზმე უკვე მზადააა-სამზარეულოდან გამოგვძახა ეკამ -მოვდივართ დეე-დედამაც არ დააყოვნაპასუხი და ყველანი საზარეულოსკენ გაეშურეთ -ელენე ადი თოკას დაუძახე გამოვიდეს-დავალება მისცა ეკამ ელეს -თოკას ამ დრომდე ძინავსს?-გავიკვრვე -არა დილას ადრე ადგა სავარჯშოდ იყო წასული,მერე ძმაკაცი მოუვიდა სტუმრად და თავის ოთახშია-ეკა თან ლაპარაკობდა თან ბლინებს შოკოლადს ასხამდა თავზე -აუ როგორ მიყვარს ბლინებიიი-ბლინიან თეფშს ხელი ვსტაცე და ჭამა დავიწყე თან ტელეფონში ვიყავი ჩამძვრალი -დილამშვიდობის-თოკამ ყველას მოგვასალმა,მე ტელეფონიდან თავი არ ამიწევია ისე მივესალმე და ჭამა გავაგრძელე -დილამშვიდობის-გაისმა ჩემთვის ნაცნობი მაგრამ თან უცნობი ბარიტონი თავის აწევა ვიკადრე და ხელში მომღიმარი დემეტრე შემრჩა,გაკვირვეისგან წვენი გადამცდა და ლამის დავიხჩვი -ლილე ხომ კარგად ხაარ?-ყველამ ჩემზე მოაბყრო ყურადღება,დემეტრე კი იცინოდა -კი კი კარგად ვარ უბრალოდ წვენიი გადამცდა ტელეფნოში ჩემმა მეგობარმა რაღაც მომწერა და-ვიცრუეე -რა მოგწერა ასეთი-გამომესარჩლა თოკა -მოდი დემეტრე ისაუზმე ჩვენთან ერთად-სუფრაზე დაპატიჟა ეკამ -არა დიდი მადლობა,მაგრამ მეჩქარებაა უნდა გავიდე-დემეტრემ მოიბოდიშა და გასასვლელისკენ წავიდა ეკამაც გააცილა და სუფრასთან დაბრუნდა საუზმემ მშვიდობით ჩაიარა ბევრი ვიცინეთ,ბებიამ და ბაბუამ გადაწყვიტეს რომ ქალაქი უნდა დამეთვალერებინა და თორნიკეს დაავალეს ეს საქმე.რახან კვირა იყო გადაწყვიტეს ორშაბათს წავსულიყავით სკოლაში და საბუთები მიგვეტანა.მთელი დღე თორნიკესთან ერთად დავდიოდი და ვათვალიერებდი თბილისს ბევრი ფოტო გადავიღე ჩემმ მეგობრებს ვუგზავნიდი.ძალიან ვიხალისეთ სახლში გვიან დავბრუნდით და მისვლისთანავე ოთახში შევიკეტე.დაღლილობა გრილმა შხაპმა მომიხსნა,აბაზანიდან,რომ გამოვედი პიჟამოები მოვირგე და კომპიუტერი მოვიმარჯვე.ქეითს ველაპარაკე სხვები სკოლაში იყვნენ წასულები უკვე.მერე ისეთი დაღლილი ვიყავი ისე ჩამეძინა ვერც კი გავიგე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.