ფსიქიატრიულში (დასასრული)
სამი მძიმე პაციენტიცაა ჩვენს საპყრობილეში, მათ ნამდვილად არ სჭირდებათ ეს კედლები. მხოლოდ და მხოლოდ სხვისი დახმარებით თუ გადაადგილდებიან და საკვებსაც ძლივს მიირთმევენ, ამაშიც მომსახურე პერსონალი ეხმარება. ერთ-ერთმა მათგანმა რომელსაც პედრო ქვია ძალიან მიიპყრო ჩემი ყურადღება, ზედმეტ სახელად უკვე რო მივედი დალაი ლამას ეძახდნენ, ცოტაოდენი კიარადა დიდი ფიზიკური მსგავსების გამო. მულატი მოხუცი, ცისფერი თვალებით დაეჯილდოებინა უფალს, რაც განსაკუთრებული მიზიდულობის ძალით მოქმედებს ადამიანზე. სიარული და გამართული საუბარი არ შეუძლია, მაგრამ ემოციებს ყველა მხრივ გამოხატავს, იგრძნობა იმ ძველი ახალგაზრდული ენერგიის დაუშრეტელი წყაროს ნარჩენები მის ძარღვებში და დიდი ბედნიერებას მგვრის მისი ყოველი მოძრაობა და თითქოს მეც მემატება რაღაც მისი შემხედვარე. ტკბილი სიბერე დალაი და გფარავდეს უფალი ჩემო ბებრუხანა მეგობარო. არ დანებდე და ეგეთი შემართებით განაგრძე ცხოვრება. ლამის დამავიწყდა ჩვენი რეპერი ამირი, კაი ტიპია, მხიარული და ენერგიული, “კავაზაკს” ეძახის ზედმეტსახელად საკუთარ თავს, ერთხელ მოვკარი ყური, როგორ ცდილობდა აეწყო ტექსტი და გაერითმა, დიახ საკუთარი აზრებით და გონებით ცდილობს შეადგინოს თითოეული მუსიკის ტექსტი, ერთხელ ტერასაზე როგორც იქნა დავითანხმეთ მე და ტიაგომ და გვაღირსა ნამდვილი რეპი, გავერთეთ და კარგად ვიხალისეთ, მადლობა ამირ გულახდილობისთვის და მოკლე კონცერტისთვის, როგორც შეგატყე თავდაჯერებულობა გაკლია და მიაწექ, ნურაფრის შეგეშინდება, სხვას თუ რამე გამოუვიდა შენც შეძლებ, წარმატებები და ღმერთმა ხელი მოგიმართოს. და ბოლოს ავგუსტინი, ასაკიანი და დიდაც ამოუცნობი მოძრაობების მქონე მამაკაცი, კავშირი დომინოთი დავამყარეთ, ერთადერთი რამ იყო რითაც ერთობოდა ამ მოწყენილობაში და მაგიტომაც მიმიწვია მესამე დღეს მაგიდასთან სათამაშოდ, ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, აშკარად პროფია. დომინო შევარქვი თავად კი თოგას მეძახდა როცა კი თამაში მოუნდებოდა, სხვა ვერაფერი შევიტყვე მასზე, პორტუგალიურსაც განსხვავებული აქცენტით საუბრობდა და მოკლედ.რომ ვთქვათ ბევრი ლაპარაკის გარეშე დავშორდით ერთმანეთს, მალე გამოჯანმრთელებულიყავ ჩემო უცნობო მეგობარო, დაგლოცოს ღმერთმა. ეს იყო მოკლე აღწერა ჩემი თანაგუნდელების ფსიქიატრიულიდან ვისთანაც ცოტა კონტაკტი დავამყარე. მომსახურე პერსონალზე ბევრს არ ვილაპარაკებ, სამმა გოგონამ მომხიბლა მხოლოდ თავიანთი კეთილი და გულახდილი ღიმილით. ერთადერთს დავუტოვე ჩემი მეილი , კლაუდიას, არ ვიცი რატომ ავირჩიე მაგრამ იმედია მომწერს, თუ არა არც მაგით დაშავდება რამე. მინდა ყველას ბედნიერება , მალე გამოჯანმრთელება და რეალური ცხოვრების შეგრძნების ჟინი ვუსურვო. ღმერთო დაეხმარე და გაუმართე ცხოვრების გზა ამ გაჭირვებულ ხალხს. აი მე კი ახლა ვიწყებ და როგორ და რანაირად ამას ნელნელა თუ დრო მექნა მოგითხრობთ. მინდა ის ფუჭად ნაფლანგი დღეები, წუთები და საათები ავანაზღაურო; პირველ რიგში ოჯახისკენ მივემართო და შემდეგ ჩემი სამშობლოსკენ და ხალხისკენ ვისაც რეალურად ესაჭიროება დახმარება. ღმერთო გამიძეხ წინ და მომეცი ძალა სწორი გზით ვიარო, შიში ბოროტებისა გამიქრე და დამაბედე ძალა ბრძოლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა. დიდება შენდა უფალო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.