შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეორია პირველი სიყვარულის არ/ვერ დავიწყების შესახებ


15-06-2016, 13:05
ავტორი daniella
ნანახია 1 987

იცით, როგორ იყო? მთელი სხეული სასტიკად ჰქონდა დაჭრილი და დასერილიი. შემხმარი სისხლის სქელი ფენა მიხმობოდა მხრებზე. საშინელი სანახავი იყო. შეიძლება გეფიქრათ, რომ დასჯილი ანგელოზი იყო, რომელმაც საკუთარ ვალდებულებას გადააბიჯა და ღვთის რისხვა დაიმსახურა. ეს იყო არაამქვეყნიური ნაჭრილობევი, ხალხო! არაამქვეყნიური დაღი ჰქონდა დასმული და არაამქვეყნიური ძალის მიერ იყო იგი შებილწული. დიახ, შებილწული იყო, მას არ გააჩნდა არაფერი ქალური, ქალური კიარა, ადამიანური იერი არ ჰქონდა. იყურებოდა უცხოპლანეტელივით, რომელიც იქ, უცხოპლანეტელებისთვისაც საზარელი რამ იქნებოდა ალბათ. ჰოდა, ვუყურებდი ჩემს საყვარელ ქალს და ვიღაც თითოს მჩურჩულებდა: - აი საიდან მოდის სიყვარული. ხედავ? შენი სიყვარული იყო ფიზიკური, თვალიერი, სხეულიერი... შენ გიყვარდა მისი თმა, ტანი, ფეხები, მკერდი... გიყვარდა ისინი და იმდენად გაგიჟებდა, რომ, გეგონა ჰაერი იყო შენთვის ეს ქალი.. ჰორიზონტი იყო შენი, მშობელი დედაც, მზის მცხუნვარებაც, წვიმის ტყაპუნიც და ფიფქის სინაზეც... გეგონა, მის იქეთ აღარაფერი იყო და ამ ექვსმილიარდიან პლანეტაზე იპოვე შენი გულისცემა, შენი კოსმოსი, შენი გაფრენა, გაგიჟება, მუზა, სიშიშვლე, სიველურე... (სიყვარულში არის რაღაც, ველური) მერე გაფრინდა ეგ შენი ნეტარება და თითქოს ახლიდან დაიბადე. (უფროსწორად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს შენ გინდა ახლიდან დაიბადო ამ ყველაფრის შემდეგ და თვალს არიდებ ყველაფერ დანარჩენს)
მერე, თავიდან გიყვარდება ზღვა, ჰორიზნოტი, წვიმა, ქარი და სეტყვაც, თავისებურად.( ესეც ფსიქოლოგიური მოვლენაა, გინდა ასე იყოს და შენი ორგანიზმი ფარხმალს არ ყრის და ებრძვის „უბედობას“. შესაბამისად, ტვინს მთელი ძალით აწვდის მცდარ ინფორმაციას ახლად დაბადებისა და კვლავინდებურად შეყვარების შესახებ...)
გოგონა რათქმაუნდა მიატოვა. რათმაუნდა არაკაცივით მოექცა..!
მერე კვლავინდებურად გიყვარდება, მაგრამ უკვე აღარ ხარ არიფი. ცოტას ფრთხილობ კიდეც და იცი, ის, რაც წინათ არ იცოდი. მერე აკვირდები თეძოებზე, მკერდზე, ფეხებზე, მხრებზე, საჯდომზე და აანალიზებ, რომ ამ ყვეალფრისთვის ეშმაკსაც მიყიდდი სულს. თითქოს ისინი არ გავს ძველს, აწ დაგემოვნებულს. მერე ორიენტირება მიმართული გაქვს მიზნის მისაღწევად და რათქმაუნდა ანხორციელებ. ფიქრობ, ეს ნამდვილად მიყვარს. ეჭვიანობ კიდეც, როგორც ადრე.. ვერ იტან მოწყენილს როცა ხედავ, როგორც მაშინ, გიჟდები მის ღიმილზე, როგორც უწინ.. მაგრამ თავს ისევ ატან ძალას და ბოლოს გწამს კიდეც, რომ ეს განცდა ბევრად მძაფრია და ეს ნამდვილადაა სიყვარული. მერე იცით რაიწყება? პირველი, ჯერ კიდევ არიფობის დროინდელი სიყვარულის თავბრუსხვევა და ზრიალ-წრიალი. შეხება, შეხება, შეხება.. თვალებს ხუჭავ და მექანიკურად წარმოიდგენ პირველ სიყვარულს. ეხები, ვნებით, მთელი სისზლი გიდუღს, ადრენალინი გაწვება და გაგიჟებით, გაშმაგებით ეძგერები მონატრებულს... როცა თვალს ახელ, როცა მხედველობა გიბრუნდება, როცა თვალები აზრზე მოდიან და მწყობრში ლაგდებიან, შენ ხედავ საწოლში სრულიად უცხოს, შეუცნობელს და შეცდომით, უდანაშაულოდ შებილწულს შენს მიერ. თავი გეზზიზღება. ის ხომ ვიღაცის იყო? შენ. შენი ვერ დააფასე დაიქნებ ის შენიც სხვასთნაა? იქნებ ის შენი იმასთანაა ახლა. ვის გოგოსთანაც ახლა ხარ შენ?! ნერვები იშლება, აზროვნების უნარი წყდება და შენც შურისმაძიებელივით აგრზელებ ავხორცობას. შენ, სხვისასთან, სხვა შენსასთან... გრძელდება უსასრულოდ. მისი სიცილი, მისი მანერები, მისი ქცევა, თვისება, ხასიათი, ლაპარაკი, ტირილი, ჩახუტება, ალერსი, სიყვარულის გამოხატვა გენატრება... და 1 000 გოგოსთან რომ დაწვე, ის ერთი უძრავად შეინარჩუნებს პირველ ადგილს შენს სხეულში, სულში, სადღაც, სიღმეში.
თურმე, ფეხები, , მკერდი, თეძო კიარა, შენივე ხელით დასერილი ქალი გყვარებია.



№1 სტუმარი Aslani

biwi xar Tu gogo xar ra magrad wer

 


№2 სტუმარი Mehidos achrdili

Meamayebi..oh marsheil,marsheil..

 


№3  offline წევრი daniella

მადლობა
გაიხარეთ

 


№4  offline ახალბედა მწერალი -venus-

მომეწონა კარგად არის დაწერილი.. გოგო ხარ? :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent