'ღმერთი მყავს'
გამარჯობა. მე ალექსი ვარ 21 წლის. უნივერსიტეტში მესამე კურსზე ვარ და პარალელურად ერთ-ერთ კაფეში ვმუშაობ მიმტანად რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ოჯახში ფინანსურად ძალიან კარგი ვითარება გვაქვს მაგრამ მშობლების დამოუკიდებლად გადავწყვიტე ცხოვრება და ამის გამო მარტო გადავედი საცხოვრებლად. ერთ ჩვეულებრივ დღეს როდესაც გავიღვიძე, მოვემზადე და სამასხურში გავედი დავინახე ახალგაზრდა, მაღალი, გამხდარი გოგონა, წიათური თმებით(ნაწნავი ეკეთა), რომელოც ქუჩაში მყოფ ყველა გაჭირვებულს გამოელაპარაკა და დაეხმარა. შორიდან ვუყურებდი გოგონას რომელიც ერთ-ერთ მოხუცს ეხმარებოდა და შუბლზე კოცნიდა. გავვოცდი. პირველად ვნახე ქუჩაში ასეთი რამ. ახლოს მივედი გასაუბრება მინდოდა გოგონასთან თანაც სამსახურში არ მაგვიანდებოდა. მის ზურგს უკან რომ ავღმოვჩნდი საათს დახედა მოხუცს დაემშვიდობა და ჩემი კაფისკენ გაიქცა. ღმერთო, ის ზუსტად იმ კაფეში შევიდა სადაც ვმუშაობდი! ასე ადრე ხალხი არ მოდიოდა ხოლმე ჩვენთან და უამრავმა აზრმა გამიელვა თავში. მეც ჩქარი ნაბიჯებით მივყევი მას. კაფეში შევიდა და მეც შევედი. ღმერთოო მენეჯერს გაესაუბრა. ალბათ ისიც ჩემსავით მიმტანად უნდა აეყვანათ. ახლოს დავდექი და მათ საუბარს ვისმენდი. არაჩვეულებრივი გოგო იყო მხიარული, სულ იღიმოდა. ბოლოს საცდელად აიყვანეს ჩვენს კაფეში და მე დამავალეს მისთვის ღაღაცები მესწავლებინა. მეც ბედნიერი თვალებით ვუყურებდი მას და ყველაფერს ვუხსნიდი. მუქი, შავი თვალები ქონდა, თმაზზე ოდნავ მუქი წარბები, თხელი ცისფერი კაბა ეცვა და ოდნავ გაცვეთილი კეტები. ვუყურებდი და ვფიქრობდი,რომ ასეთი სრულყოფილება აქამდე არასდროს არ მინახავს. მისი ხმა, მოძრაობა, გავგიჟდი! სიზმრის გოგონას გავდა! არაფერი ზედმეტი და პირადული მისთვის არ მიკითხავს, ასაკიც კი! უბრალოდ ვუყურებდი და ვიცოდი რომ მისნაირი მეორე დედამიწაზე არ არსებობდა და ისიც ჩემთვის! ისეთი ნაზი იყო მეცოდებოდა ასეთი სამუშაოსთვის, რადგან აქ ძალიან ბევრი "არეული" ადამიანი დადიოდა. იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს. მასზე ვფიქრობდი, ხვალინდელ დღეზე, როცა ისევ შევხვდებოდი მას. ხვალ კი ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ცოტას ვღელავდი კიდეც. ადრე ასეთი რამ არცერთ გოგონაზე არ დამმართნია. ის კი ღმერთია! ანგელოზი! ვიცოდი რომ ღმერთმა ის ჩემთვის გამოგზავნა! მაღვიძარას ნელ ნელა წინ ვწევდი რომ ადრე გამღვიძებოდა და ადრე მივსულიყავი სამსახურში. ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა. *** გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.