შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ამბავი (თავი პირველი)


16-06-2016, 22:12
ავტორი მავეკასტრა
ნანახია 1 461

უბრალო სამუშაო დღე გათენდა, ზანტად ავდექი ფეხზე და მზადებას შევუდექი, სამუშაო ადგილამდე დაახლოებით ერთი საათი მჭირდება ხოლმე რომ მივიდე, 10 -15 წუთი ავტობუს 30 წუთი მეტროს და 10-15 წუთიც ფეხით ავლას კიბეებისას, რომელიც ჩემს დანიშნულების ადგილს უძღვის წინ. ჩანთა უკვე გამზადებული მქონდა და მთელი აღჭურვილობით მზად ვიყავი მგზავრობისთვის, თუმცა ჯერ დრო მქონდა ავტობუსის მოსვლამდე და გულმა ლოცვანისკენ მიბიძგაბდა მეც დილის მოკლე ლოცვა წავიკითხე და ისე გავუდექი გზას, წესით ასე არ ვიქცეოდი ხოლმე. მგზავრობის დროს უმეტესად წიგნის კითხვით ვკლავ დროს მეტროში და მეც ამით ვიყავი მთელი გზა დაკავებული და ისეთი უცნაურსაც არ გადავყრილვარ რო მოგითხროთ, უკეთესი იქნება ის ვთქვა თუ რას ემსახურება ჩემი სამუშაო.
დაახლოებით ერთი წლისწინ ჩამოვედი პორტუგალიაში, სადაც დედაჩემი გაბადრული თვალებით დამხვდა, 15 წელი იმის ლოდინში იყო ქალი გვერძე როდის ვეყოლებოდი და შვილის ცქერით როდის დატკბებოდა. მისი მფარველობის ქვეშ აღვიზარდე მაგრამ ფიზიკურად 9წლიდან 23 წლამდე ნორმანული კონტაკტი არც გვქონია, ჩვენი დუხჭირი ცხოვრების გამოცაა ეს, რაც მთელი საქართველოს სენადაა ქცეული. 70 პროცენტი მინიმუმ დაცლილია ოჯახებისა და ზოგი სადაა გადავარდნილი ზოგი სად რო ის ერთი ლუკმა გაგზავნოს სახლში მშივრების დასაპურებლად, ამას იმიტომ ვამბობ რომ არიან ოჯახები რომელთაც მსგავსი სიტუაცია არ უგვრძნიათ და უცხოა მათი გონებიდად ეს მწარე რეალობა. ჩამოვედი ახალის და უკეთესის მოლოდინით, უამრავ პრობლემას გამოქცეული საქართველოდან და რა თქმა უნდა თითოეული პრობლემა თავადვე მქონდა შექმნილი, ქვეყანას ვერაფერს დავაბრალებ. მშობელმა დედამ ყველაფრის საშუალება მომცა მაგრამ მე ტვინგაყინულმა ზოგი სად გავანიავე ზოგი სად. სასმელით ცალკე ვკვდებოდი და ვიხრჩობოდი, ფულს ცალკე უაზრო თამაშებში და გასართობანში ვყრიდი, ვცხოვრობდი ერთი დღით და ვოცნებობდი მხოლოდ უდარდელ და აღმატებულ მომავალზე, როგორც ყველა სწორ გზას აცდენილი ახალგაზრდა. გაზრდით ბებოს თბილი კალთის ქვეშ გავიზარდე და ვერც მოვთვლი მის სიკეთეს ჩემს მიმართ, მაგრამ მე მხოლოდ უარყოფით ვპასუხობდი მის თითოელ სითბოს, ყოველი დღე გულში თითქოს ბოროტება ისადგურებდა და განდმონთხევას და მის გონებიდან მოშორებას კიდე ვერ ვახერხებდი, ვფიქრობდი სულ რომ ამ ყველაფრის წამალი უფალი და სწორი ცხოვრება იყო, ყოველი დილა იმაზე ფიქრით იწყებოდა როდის და როგორ დამეწყო კარგი ცხოვრება, შევადგენდი გეგმებს და ყოველი დაწყების დღეს იფუშებოდა, მხოლოდ ახლა ვაანალიზებ არავითარ გეგმებს აზრი არააქვს თუ რწმენით არ ცხოვრობ ადამიანი, რწმენა კიდევ ძალაა, უდიდესი ძალა რომელიც უბრალოდ არ მოდის, ეს უფლისგანაა და უფალი მაძლევს ახლაც ამ ძალას და ყველაფერს დავიწყო და მოვყვე რაც თავს გადამხვდა.
სამუშაოზე დავიწყე საუბარი და დიდად გადავუხვიე მისგან, მაგრამ საჭიროება მოითხოვდა. მოკლედ საქმე ჩემი სურათების გაყიდვას ეხება, მყიდველი უმეტესად პორტუგალიაში ჩამოსული ტურისტია, რომელთა რიცხვი როგორც გადავათვალიერე ყოველ წლიურად იზრდება. მიზეზი კიდე ქვეყნის სილამაზე და სიიაფე გახლავთ. ქართველი ტურისტი იშვიათად შეგხვდება აქ, მიზეზი ერთერთი მთავარი ისაცა რომ ნამეტანი შორს ვართ ერთმანეთისგან, დაახლოებით 8 ათასი კილომეტრი გვაშორებს ერთურთს. პორტუგალიაშია ევროპის ბოლო წერტილი, რომელსაც კაბო და რიკას უწოდებენ და შეგიძლიათ დამადასტურებელი დიპლომიც თუ როგორც ქვია აიღოთ რომ თქვენ იმყოფებოდით ევროპოს დასალიერში. ეს მოკლე გეოგრაფიული ცნობები ჩემგან იმედია გამოგადგებათ მომავალი ევროტურისთვის. სურათებს რაც შეეხება და მათ წარმოშობას, ბიცოლაჩემისგან და ბიძაჩემისგან მოდის. ორი ძირითადი ადგილი აქვთ, ერთი ბელემზე და ერთიც გრასაზე, ეს სახელები იმ ქუჩებისაა სადაც სურათების გაყიდვას ვახორციელებთ, მათ ინგლისური არ იციან და ერთ-ერთ თანამოვაჭრედ ამიყვანეს. მეც შეძლებისდაგვარად ვაკეთებ ჩემს საქმეს და ვაგრძელებ ცხოვრებას. ეს ადგილი მეხმარება რო თავისუფლად ვწერო და გადმოვცე ჩემი აზრები და მოსაზრებები ჩემი ამბის შესახებ.
როგორც იქნა მოვახწიე დანიშნილების წერრილამდე და ჩამოვჯექი სკამზე, რომელიც პირდაპირ გზას გაყურებდა საიდანაც ბიძაჩემი უნდა მოსულიყო თავისი მანქანით, ჩამოგვერტვითა სამუშაოსთვის განკუთვნილი საგნები და შემდეგ გაუყვებოდა გრასიდან ბელემისკენ, დიახ ამ დღეს მე გრასაზე მიწევდა მუშაობა რადგან ბიცოლაჩემი საქართველოში იყო წასული და მისი კუთვნილი ადგილი მე მქონდა დაკავებული. ხელისგულზე იშლება გრასიდან მთელი ლისაბონის ხედი, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია ნამდვილად, ხედის მთავარ ელემეტებს სან-ჟორჟის ციხე სიმაგრე და 25 მაისის ხიდი წარმოადგენენ, რომელიც ანალოგია კალიფორნიის ხიდისა რადგან ერთი და იგევე კომპანიისგანაა გადაჭიმული ერთი ბოლოდან მეორემდე, და მას ქვეშ მდინარე ტეჟო ჩამოუდის, რომელიც სათავეს ესპანეთში იღებს და სწორედ აქ ლისაბონში უერთდება ატლანტიკის ოკეანეს.
სანამ ბიძაჩემი მოვიდოდა, ტელეფონი გავხსენი და ავტომატურად youtube -ზე შევედი და არ ვიცი რატომ გალობანი ჩავრთე. მამაო ჩვენოს გალობას ვუსმენდი და დილის მყუდროებაში განსაკუთრებულ სიმშვიდეს განვიცდიდი, სასიამოვნოა ნამდვილად როცა ადამიანს უფალი გაძლევს მსგავსი რამით სიამოვნება მიიღო, განსაკუთრებულია და სულში ჩამწვდომია. ის 15 წუთი ლოდინში ბიძაჩემისა მსგავსი სიამოვნებით არასდროს დამილევია სიმართლეს ვიტყვი, ხოლო როდესაც ის მოვიდა, დაფები და სურათები ჩამოვცალეთ და ჩოულებრისამებრ შევუდექი მუშაობას, და სწორედ ამ დღეს ისწყება ჩემი მოკლე თავგადასავალი.



№1  offline წევრი im a crazy girl

Jobia pirvel tavsive shemoagdo intriga xolme mere agar mainteresebs magram meore tavsac gadavavleb tvals mainc

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent