შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ადამიანები [8]


17-06-2016, 00:18
ავტორი მოი’ის’ფრო
ნანახია 1 689

მას მერე, რაც ჩვენი სახლის კარი გაიხურე, ყოველ დღე ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სამოთხესა და ჯოჯოხეთს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გავლებულ საცალფეხო ბილიკზე მივდივარ და არც ვიცი როდის დამიცდება ფეხი..
დამღალა საკუთარ ლანდებთან ბრძოლამ. დამღალა ჩემმა ანარეკლმა, რომელიც იძულებული ვარ მიყვარდეს..
ვცდილობ დავაბრუნო ის ვინც ასე ღრმად ჩავმარხე ჩემში და ვეღარ ვაბრუნებ. ჰო, მძულს ის, რომ არ ვარ ისეთი როგორიც მინდა რომ ვიყო. მინდა დავიბრუნო ის ფერები რაც ისე გამიქრა, თვალის მიდევნებაც ვერ შევძელი..
სიზრებსაც კი აღარ ვხედავ ფერადს..

ჩვენი შვილი ერთადერთი იყო, ვის გამოც ვიცოცხლებდი, ვის გამოც ღამეებს გავათენებდი და ვისაც სიცოცხლეს მივუძღვნიდი. წარმოდგენილი მქონდა როგორი იქნებოდა, ალბათ შენნაირი ლამაზი, შავი თვალები ექნებოდა, ჩემი ცხვირი და ტუჩები, შენი თითები და ჩემი თმა. ულამაზესი გოგო იქნებოდა, ალბათ.
ახალშობილს თეთრი, ბამბასავით კანი და ხახვის ფურცელივით თხელი ყურები ექნებოდა. ალბათ ბევრს ვიცინებდით, როცა მის წითურ თმას შევამჩნევდით.
”შენნაირი რიჟაა” - მეტყოდი შენ და თმაზე მაკოცებდი.
მე უბრალოდ გავიღიმებდი და განვაგრძობდი ჩვენი პატარა შვილის ფერებას.
ასე იქნებოდა ალბათ, საკუთარი შვილისთვის განაჩენი თავად რომ არ გამოგეტანა.

იმ დღეს, დილიდანვე უცნაურად ვგრძნობდი თავს. თითქოს განსაკუთრებულად განვიცდიდი ყველაფერს. თუნდაც იმას, რომ იმ ზამთარმა უთოვლოდ ჩაიარა და გაზაფხულიც ამის გამო გაიწირა უსიყვარულობისთვის. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ჩემმა აჩრდილმა დიდი ხნის წინ მოიკლა სარკეში თავი და მთელი ეს დრო ცარიელ სხეულს დავათრევდი.
ზუსტად 10- ჯერ ავკრიფე შენი ნომერი დილიდან, საღამოს იმ საბედისწერო წუთამდე.
დილის 9-ს 20 წუთს უჩვენებდა საათი. გაყინული ვიწექი საწოლზე, როგორც ჩანს, კითხვაში ჩამძინებია და აივნის კარიც ვერ დავკეტე. მაისის დასაწყისი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ციოდა. ფრთხილად გადავიფარე საბანი, საკუთარ თავზე გავიმარჯვე და მოვახერხე, რომ საწოლის იმ მხარეს არ გამეხედა, სადაც შენ იწექი- ხოლმე.
უკვე 39 დღე იყო რაც ამ სახლის კარი გაიხურე და მას შემდეგ აღარაფერი მსმენია შენზე. მიუხედავად იმისა, რომ მონატრება ცხვირის წვერს მიწვავდა და უკვე გაუსაძლისი ხდებოდა სევდა, რომელიც ამ კედლებში გამეფებულიყო, მაინც ვერ ვჯობნიდი სიამაყეს, ვერ გპატიობდი.
ცარიელმა კუჭმა თავისი ქნა და მაიძულა საბნიდან გამოვმძვრალიყავი. შემაჟრჟოლა, ჯერ თითის წვერებით შევეხე იატაკს, მაგრამ საშინელმა სიცივემ დამიარა და მაშინვე უკან შევხტი - საწოლში.
ოდნავ გამეღიმა ჩემს საქციელზე, ბავშვობაში ვიცოდი ასე. ჯერ თითის წვერებით "ვსინჯავდი" იატაკს და მერე ვდგებოდი - ხოლმე.
ჩემი თავი ვაიძულე გამოფიტული სხეული თუნდაც უკანასკნელი ძალის გამოყენებით ამეზიდა საწოლიდან.
ტერფებს არ ესიამოვნათ ცივი იატაკის შეგრძნება. ერთ ჩუსტს ლოგინის ფეხთან მივაგენი. მეორეს - საწოლის ქვეშ.
შხაპის მისაღებად რომ შევედი, უნებურად მოვკარი სარკეში თვალი ჩემ სხეულს და შევკრთი. მოჩვენებას ვგავდი. ჯერ ისედაც ნაზი ნაკვთები სულ გამცრეცოდა, თვალები ჩაშავებული მქონდა, ტუჩები - გამშრალი. 8 კილოგრამი მაინც მექნებოდა დაკლებული, ყველა ძვალი მკვეთრად მეტყობოდა სხეულზე. ჩემი თავი შემეცოდა და შემზიზღდა ამავდროულად. მეზიზღებოდა იმიტომ, რომ ვერ ვახერხებდი შენს შეძულებას, ეგ კი არა უფრო მეტად მიყვარდი იმ წამს, ვიდრე ოდესმე.
საშინლად ესიამოვნა ცხელი წყლის შეგრძნება გაყინულ სხეულს. მანამ არ გამოვედი აბაზანიდან, სანამ კანი არ "დამინაოჭდა".
ჩვენი ოთახი საოცრად ნაზი ფერი იყო.. ჩვენი სიყვარულის ფერი.
მოიისფრო შეგრძნებებმა შემიპყრო ისევ, ტელეფონს დავავლე ხელი და დილის 10 საათზე პირველად ავკრიფე შენი ნომერი ამდენი ხნის შემდეგ, თუმცა რაღაცამ არ მომცა უფლება დამერეკა.
არც კი ვიცი რას ვიზამდი წინასწარ რომ მცოდნოდა როგორ დასრულდებოდა ეს დღე. მოვიდოდი შენთან? გეტყოდი, როგორ მტკიოდი და მენატრებოდი? არ ვიცი.
ნაცნობმა არომატმა ის დღე გამახსენა პირველად რომ შეგხვდი მარჯანიშვილზე და ცხელი შოკოლადი გადაგასხი. ისეთი ლამაზი იყავი...
იცი, უკვე 39 დღეა წახვედი და მეც ამ 39 დღის მანძილზე ერთხელაც არ შევხებივარ წავსულვარ თეატრში. ალბათ, ძალიან გაბრაზდებოდი ეს რომ გაგეგო.. და აქ უკვე მეორედ ავკრიფე შენი ნომერი.
ზარიც არ გასულა, ისე გავთიშე.
რა მეთქვა შენთვის?
ერთ წერტილზე გამეყინა მზერა. გამახსენდა, როგორ
მეშინოდა შენთან ურთიერთობის და გამეცინა. ვიცოდი, თავიდანვე ვგრძნობდი.
ნინას დაბადების დღე
ამოტივტივდა გონებაში. ერთ კადრს მეორე ცვლიდა..
***
- ძალიან ხომ არ დავაგვიანეთ? ვთქვი, ნინას ჩავეხუტე და საჩუქარი გავუწოდე
- გილოცავ, ჩემო ლამაზო.
- აუცილებლად ჩემი დის დაბადების დღე უნდა იყოს, რომ ჩემ სახლში გიხილო? ჩაგვეჩარა აკო.
- აკაკი, გადი რა აქედან, მაცადე ნინასთან ყოფნა, მომენატრა. ვთქვი მოჩვენებითი გაბრაზებით.
- მე არ მოგენატრე, ჰო? და აკაკი დაუძახე შენ რეჟისორს!
- არ ქვია იმ კაცს აკაკი და როგორ დავუძახო?
- ეს შენ გააბლატავე ასე? მიუბრუნდა სანდროს.
- შემეშვი ერთი, თუ ძმა ხარ. ხელი აიქნია სანდრომ და ღვინის ბოთლის წვალება განაგრძო.
ცდილობდა გაეხსნა, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.
- არავის არ გიყვარვართ მე! თქვა აკომ და ტუჩები ვითომ სატირლად დაბრიცა.
- ვაააიმე, ჩემი ბიჭი, არ იტირო, რა!
ვყევი მეც.
- აღარ მჭირდები, შენ მე უკვე უარმყავი. აი, ნიკას ჩავეხუტები.
- მოდი ფისო ჩემთან.
გაინაზა ნიკაც, თუმცა აკო კალთაში რომ ჩაუხტა, მაშინვე შეეცვალა მხიარული მიმიკა გაბრაზებულით.
- დაანებე მაგ ჰომოფობს თავი, ჩემთან მოდი, მე გაგათბობ. დაუძახა ილომ.

ასეთი იყო ჩემი სამეგობრო, რომელიც საოცრად მიყვარდა.
საოცრად კარგი დრო გავატარეთ და უკვე გვიანი იყო დაშლა რომ გადავწყვიტეთ.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ციოდა, მაინც ფეხით გადავწყვიტეთ წასვლა მე და სანდრომ, გზად აკოს
სახლიდან წამოღებულ
კონიაკს ვსვამდით.
უკვე საკმაოდ მთვრალები ვიყავით წვიმამ რომ დაუშვა, ციოდა, თუმცა სიცივეს საერთოდ ვერ ვგრძნობდით.
ერთადერთი, რასაც ვგრძნობდი ის იყო, რომ ჩემმა შიშებმა ახლა უფრო მეტად შემომიტიეს, ვიდრე ოდესმე.
უცებ ძალიან შემეშნდა, რომ თუ ახლა არ დავუსვამდი წერტილს ამ ყველაფერს, მერე აუცილებლად დამანგრევდა.
ამიტომ, არც მეტი, არც ნაკლები, ურთიერთობის დამთავრება გადავწყვიტე.

ალბათ იმ დღეს შორიახლოს რომ მდგარიყო ვინმე, ასეთ სურათს დაინახავდა.
ძლიერად წვიმდა,ოდნავ შემთვრალები, კონიაკის ბოთლით ხელში მოდიოდნენ ქუჩაში. ბიჭი სიმპათიური იყო, სიფრიფანა გოგოზე გადაეხვია ხელი და ნელა მოსეირნობდნენ.
– რა ვქნათ?
ჩუმად თქვა გოგომ და კითხვით სავსე თვალებით ახედა ბიჭს.
– უკვე მერამდენე დღეა ამ კითხვას ვუსვამ ჩემ თავს,
პასუხი არ ვიცი.. უბრალოდ ვგრძნობ, როგორ შეგეჩვიე,
ვგრძნობ, როგორ ვკეტავ გრძნობებს ჩემში და როგორ არ ვაძლევ გარეთ გამოღწევის უფლებას, თორემ..
– თორემ, თუ ერთმანეთი შეგვიყვარდა, გააწყვეტინა გოგომ, მერე..
– მერე?
– მეშინია, ჩაიჩურჩულა, მეშინია, რომ თუ ერთხელ მივცემ თავს ბედნიერების უფლებას, მთელი სამყარო თავზე დამენგრევა..
აღარ მინდა.
თავი ჩაღუნა. ცოტაც და ცრემლები გადმოსცვივდებოდა
ალბათ.
– მე არ მინდა გტკიოდეს.
ნაღვლიანად დაურთო ბიჭმა.
მიდიოდნენ.
რაღაცნაირად, ვერმიღებული გადაწყვეტილება დაყვებოდათ თან თითქოს.
ორივემ იცოდა, რომ არ იქნებოდა მათი ურთიერთობა ადვილი, ორივემ იცოდა, რომ იმ პირველი კოცნის მერე ეთამაშებოდნენ ცეცხლს, რომელიც საბოლოოდ ორივეს დაწვავდა.
უცებ გოგომ თავი დააღწია ბიჭის ხელს, შედგა,
მაღლა აიხედა და რაღაც უხილავს შესცინა.
ფეხი ოდნავ დაკრა სველ მიწას,
ცალი ხელი თეძოზე შემოიდო, მეორე უდარდელად აიქნია
და ჰაერში უხილავი წრე მოხაზა. ბიჭი ჯერ გაკვირვებით უყურებდა, შემდეგ თვალებში დასადგურებული დაბნეულობა თბილმა სხივებმა შეცვალა. ბიჭი მიხვდა, რომ გოგო ცეკვავდა.
ცეკვავდა გრძნობით, წვიმის ხშირ წვეთებში გახვეული,
ცეკვავდა მისთვის, მათი ვერშემდგარი სიყვარულისთვის, ცეკვავდა გზნებით, მთელი არსებით ცეკვავდა.
ისევე უცებ შეწყვიტა, როგორც დაიწყო, ბიჭს მიუახლოვდა და თავი უღონოდ მიაყრდნო მკერდზე.
– იქნებ, ცოტა ადრე რომ შევხვედროდით ერთმანეთს..
ჩუმად დაიწყო გოგომ. – მაშინ, როცა ერთმანეთის გამო ყველაფრის ატანა შეგვეძლებოდა.. მოდი, დავმთავრდეთ, დავტოვოთ ყველაფერი ლამაზ მოგონებად,
თორემ თუ გრძნობები გაგვიღრმავდა, თუ ამოსავალ წერტილებად ვექეცით ერთმანეთს, მერე გაგვიჭირდება, გვეტკინება, არ გვინდა..
დავშორდეთ, სანამ ერთმანეთი შეგვყვარებია.
– გვიანია. მე ახლაც ყველაფრის გაკეთება შემიძლია შენთვის, ელენე. მინდა ჩემი ყოველდღიურობა იყო.. ჩემთან გადმოხვალ?
ძლივს გასაგონად იკითხა ბიჭმა.
გოგომ გაოცებულმა ახედა. ყველა სიტყვა, რაც იცოდა, უცებ დაავიწყდა. “ჩემთან გადმოხვალ”?
გავიქეცი.

მახსოვს, ამ წინადადებამ ისე შემაშინა, რომ იმ ”გაქცევის” შემდეგ სამი დღე ვემალებოდი
სანდროს. მესამე საღამოს, როცა პლედში გახვეული შოპენის Raindrop-ს ვუსმენდი, ფიქრებმა წამიღო.
ის დრო გამახსენდა, მამა რომ ცოცხალი იყო. როგორ ვნანობდი ყველა წუთს, რაც მასთან ვერ/არ გავატარე.
რამდენჯერ, მეგობრებთან ერთად წავსულვარ, მაგრამ მას არ წავყოლივარ სადღაც.
რატომღაც მეგონა, რომ ძალიან ბევრი დრო გვექნებოდა.
მეგონა, მასთან ყოფნას ყოველთვის მოვასწრებდი.
მას მერე, რაც ის დაიღუპა, აღარ ვყოფილვარ ნამდვილად ბედნიერი, არ გამიღიმია გულით.
ახლა, როცა სანდრო გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერს გულწრფელად ვაკეთებდი.
ყველა ემოცია შიშველი, გულწრფელი, ნამდვილი იყო, გულით ვიღიმოდი და სწორედ ამის მეშინოდა. მეშინოდა, რომ ის სიცარიელე, რაც მან შემივსო, მასვე შეეძლო ისევ სიცარიელედ ექცია.
თუმცა საბოლოოდ ამ შიშზე ძლიერი ის შეგრძნება აღმოჩნდა, რომ მე ჩემი სულის ადამიანი ვიპოვე და თუ მას გავუშვებდი, დავკარგავდი სულის ნაწილს, რომელიც ჩემს ყველა ფერს თან გაიყოლებდა და დამტოვებდა შავი და თეთრი ფერებისამარა.
ამიტომ, გადავწყვიტე მეცადა. მეცადა თუნდაც იმიტომ, რომ არ მქონოდა ის შეგრძნება, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანს ვკარი ხელი.
გაქცევიდან მე-4 დღეს სახლში მივადექი ჩემოდნებით ხელში.

შოკოლადის ბოლო ყლუპიც მოვსვი და მივხვდი, რომ სევდას იმდენად გაედგა ფესვები ჩემში, რომ ფილტვებიც კი ამ სევდით სუნთქავდა ჰაერის ნაცვლად. ერთი წამითაც ვეღარ გავჩერდებოდი სახლში, სადაც ადრე არაფერი მერჩივნა შენთან ერთად საღამოობით ბუხართან ჯდომას. უბრალოდ, ახლა იმდენად სევდისფერი იყო ყველაფერი, ყველა განცდას იმდენად ეტყობოდა უშენობა, ვერ გავჩერდებოდი ამ სიცარიელეში, ვეღარც ერთი წამით.

39 დღის წინ ჩვენს აივანზე ვიჯექი და შენს მოსვლას ველოდებოდი. 26 მარტი იყო, შენი დაბადების დღის მეორე დღე. მას მერე, რაც ბავშვის შესახებ გაიგე, 20 საათი იყო გასული. ვერასოდეს დავივიწყებ შენი მოსვლით გამოწვეულ სიხარულს. ჩამეხუტე და მითხარი, რომ წუხდი გუშინდელი რეაქციის გამო, რომ უბრალოდ
მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. მართალია, ცივი და ნაძალადევი მომეჩვენა
შენი ქმედება, მაგრამ არ მინდოდა დამეჯერებინა ის, რასაც ვფიქრობდი და ალბათ არც დავიჯერებდი, რომ
არა ბეჭედი, რომელიც
თითზე გამიკეთე.
”არ ვაპირებდი, მაგრამ რადგან დაორსულდი”...
ჰაერი არ მყოფნიდა. ნუთუ, ეს ის კაცი იყო, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა? ნუთუ, ეს დამფრთხალი სახე ის სახეა, რომელსაც ყოველ
დილას უზომო სიყვარულით ვუცქერდი?
არ ვიცოდი რას ვაკეთებდი.
ვყვიროდი, გირტყავდი...
როგორ გაბედე,
როგორ გა-მი-ბე-დე!!!
გონს სახლის კარის
გაჯახუნებამ მომიყვანა.
”არაუშავს, დე.
მე ხომ მიყვარხარ,
მამასაც უყვარხარ, უბრალოდ ჯერ ვერ ხვდება, დე”.
ჯერ არ დატყობილ მუცელს ვეფერებოდი და ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა.
იმ ღამეს გაუსაძლისმა ტკივილმა და შიშმა
წამომაგდო ფეხზე. სხეული კი არა, სისხლიც კი აუტანლად მტკიოდა. სისხლისფრად შეღებილმა თეთრეულმა მიმახვედრა, რომ ყველაფერი მორჩა.
ექიმებმა დიაგნოზი დასვეს - ნერვიულობას ვერ გაუძლო ნაყოფმა.

***

გაუაზრებლად მივეფერე ნახატებს და ასევე გაუაზრებლად დავავლე ხელი ბლოკნოტს, რომლის ფურცლებიც შენთვის დაწერილი წერილებით იყო სავსე, მაგრამ არასოდეს წაგიკითხავს ერთი მათგანიც კი. არა, შენ არაფერ შუაში ხარ, შენ ხომ არც იცოდი მათ შესახებ. სევდანარევი სიყვარულით მოვავლე სახლს თვალი და კარი გამოვიკეტე.
დიახ, მთელი დღე ქალაქში ვაპირებდი ბოდიალს



№1  offline წევრი natia-natia

Vaimesraari bavshvic Dakarga....veli shemdegs....dzaan Kaia Mara bavshvi:(

 


№2  offline წევრი მოი’ის’ფრო

okay
შენი ისტორიის მთავარი პლუსი ის არის, რომ არ არის ბანალური და გაცვეთილი ფრაზებით დაწერილი. არ ხარ ავტორი, რომელიც დიალოგებით გადაჭედილ სისულელეს წერს, რომელშიც ზღაპარს გავს ყველაფერი.
შევხვდით, შეგვიყვარდა, დავორსულდი, მორჩა.
არაა ასე და ამიტომ მომწონხარ ზუსტად.
წერ ნამდვილი ემოციით, რეალობასთან ახლოს, ამავდროულად მხატვრულად.
ძალიან მომწონხარ, აი ძალიან ♥


ალბათ იმიტომ, რომ თავად არ მიყვარს უაზრო დიალოგები, ვცდილობ არ დაგღალოთ.
ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ კითხულობ და აფასებ. რო რამე, მარტო იმიტომაც დავწერ, რომ ვიცი ელოდები ^_^

natia-natia
Vaimesraari bavshvic Dakarga....veli shemdegs....dzaan Kaia Mara bavshvi:(

სამწუხაროდ ასეც ხდება ხოლმე..
ეს ისტორია სანახევროდ ნამდვილია, სხვანაირად ვერ მოხდებოდა :(

 


№3  offline წევრი ketia

აუ გული დამეწვა. მალე დადე ახალი თავი გთხოვ

 


№4 სტუმარი mtvaro svani

vaime gavgijdebi.ar vici ras uzam sandros.ise zalian kargia.momcons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent