შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Different. (თავი მესამე)


17-06-2016, 14:09
ავტორი მარიამი.
ნანახია 2 551

დილით სასიამოვნოდ გავიღვიძე. გუშინდელ სიამოვნებას დღესაც ვგრძნობდი. არ ვიცი რა აქვს ასეთი ამ ბიჭს, მაგრამ გუშინ ჭკუიდან გადანიყვანა. ოთახს თვალი მოვავლე. არავინ არ იყო. ნელა წამოვდექი. ტანსაცმელები მოვძებნე რომელიც ირგვლივ იყო მიმოფანტული. ჩავიცვი და ქვევით ჩავედი.
-ჰარი?-ვიკითხე როდესაც ვერც მისაღებში და ვერც ჰოლში ვერავინ დავინახე. არვინ მიპასუხა. ისევ მიმოვიხედე ირგვლივ. სამზარეულოსკენ გავიხედე. რაღაც ხმები გამოდიოდა, ამიტომ მეც იქეთ წავედი. ნელა მივუახლოვდი კარებს და შევაღე. ჰარი ჩემგან ზურგით იდგა და ტაფაზე დაწყობილ ბლინებს თეფშზე დებდა.
არც კი ვიცი აქ რატომ ვარ. ალბათ სხვა სიტუაციაში, უცნობს არც გამოველაპარაკებოდი ისე დავტოვებდი აქაურობას და წავიდოდი. არ ვიცი, რატომ ვდგავარ ახლა ჰარის უკან და მის ესეთ საქციელზე მეღიმება. ჩემი ერთი მე მეუბნება, რომ სასწრაფოდ წავიდე აქედან და აღარასოდეს ვნახო ეს ბიჭი, მაგრამ მეორე მე მეტად ძლიერია და ის აქ დარჩენას მთხოვს. მეც ვერ ვეწინააღმდეგები. ჩემი ფეხები არ მემორჩილება, რომ აქედან წავიდე და აღარ დავბრუნდე.
ჰარიმ შემამჩნია და ჩემსკენ შემობრუნდა. ღმერთო მისი თვალები. ჯანდაბა. ეველინ! გამოფხიზლდი ახლავე.
-როდის ადექი?-ჰარიმ ბოლო ბლინი თეფშზე დადო და ჩემსკენ მობრუნდა.
-არც ისე დიდი ხანია-უჯრიდან ორი თეფში გადმოიღო. ერთი თავისთვის დაიდგა და თან ზედ ბლინი დადო და მეორე მე გამომიწოდა. მასზეც ბლინი იყო. მაგიდას მივუახლოვდი და სკამზე ჩამოვჯექი.
-წვენს დალევ?-წვენზე მიმითითა, რომელიც ხელში ეჭირა. ნელა დავუქნიე თავი და მანაც ჭიქაში ჩაასხა. მაგიდას მოუჯდა და ჩემთან ერთად დაიწყო ჭამა. მართლაც ძალინ გემრიელი ბლინები იყო.
-გუშინ არაჩვეულებრივი იყავი- საჭმლიანი პირით მითხრა. ლუკმა მძიმედ გადავყლაპე და წვენი მოვსვი, რომ არ გადამცდენოდა. ღმერთო რა ჯანდაბა მემართება.
-მე ყოველთვის არაჩვეულებრივი ვარ-გამომწვევად გავუღიმე. ისევ მე გამომხედა. მისი მწვანე თვალები შემომანათა. ჩემი მეობა არ დავკარგე და ისევ ისეთი ეველინი გავხდი როგორიც ადრე ვიყავი. არაფერი არ უთქვამს. უხმოდ გავატარეთ გარკვეული პერიოდი და მალევე საჭმელს მოვრჩით. ჩემი თეფში ნიჟარაში ჩავდე და წყალი მოვუსვი. მინდოდა გამერეხა. თეფში ხელში ავიღე და წყალი გადავავლე. უკნიდან ჰარი მომიახლოვდა და წელზე ხელი მომხვია. წყალი გადავკეტე. არ ვაპირებდი მისკენ მივბრუნებულიყავი, მაგრამ წელზე ხელი მომიჭირა და მისკენ მიმაბრუნა.
-არ გინდა ისევ გავიმეოროთ?-ხელი ბარძაყებზე ჩააცურა და მოუჭირა. მისი შეხებისას დამაჟრიალა, მაგრამ ის რაც გუშინ მოხდა, მხოლოდ დროებითი იყო. ასე რომ არ ვაპირებ ამ თამაშის გაგრძელებას.
-არც იოცნებო-ხელი ვკარი და მას მოვცილდი. სამზარეულოდან გამოვედი და პირდაპირ გასასვლელისკენ წავედი. ჰარიც უკან ამედევნა.
-ჰეი, სად მიდიხარ?-მომაძახა. მისი სიტყვები დავაიგნორე და კარისაკენ წავედი. მაგრამ ჰარი დამეწია და მაჯაში ხელი ჩამავლო. მისკენ მიმატრიალა და ჩვენს შორის მანძილიც შემცირდა. ტუჩები სულ რაღაც მილიმეტრებით გვქონდა დაშორებული.
-რამე გინდა?-ცივად წარმოვთქვი თითოეული სიტყვა. ჯანდაბა. მისი ასე ახლოს ყოფნა არ შეიძლება, რადგან მას მე ჭკუიდან გადავყავარ. ტუჩები მომიახლოვა და მაკოცა. წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. ძალიან კი მინდოდა არ მეკოცნა, მაგრამ მისი ტკბილი ტუჩების გასინჯვის შემდეგ თავი ვერ შევიკავე.
-უნდა წავიდე-როგორმე თავს ძალა დავატანე და ოდნავ ვკარი ხელი. უკან გადადგა ნაბიჯები. არ მინდოდა ისევ შევეჩერებინე და სასწრაფოდ წავედი გასასვლეისკენ.
-მალე შევხვდებით!-მომაძახა, როდესაც გარეთ გამოვედი და ტაქსს ხელი დავუქნიე. არ მიყვარს როდესაც ტაქსით ვმგზავრობ, მაგრამ ყველაზე ძალიან იმას ვერ ვიტან, რომ ვინმე ჩემზე მოქმედებს. ჰარიმ კი ეს შეძლო.
სახლში მალე მივედი.ცარიელ სახლში ყოფნა, ყველაზე მეტად მეზიზღება. საათს დავხედე. უკვე 5 საათია დაწყებული. რა ჯანდაბა ვაკეთო?. რა მინდა სახლში, რომელშიც ჩემ თავთან მარტო ვრჩები და მიწევს იმ ტკივილის გადატანა, რაც განვიცადე. მე კიდე არ ვარ სუსტი ადამიანი. ჩემი ცხოვრების დევიზი არ არის ვიყო სახლში გამოკეტილი და ვიგლოვო იმაზე რაც წარსულში იყო. იცხოვრე დღევანდელი დღით. არა საჭირო სულ შენი წარსული გედგას თვალწინ.
ჩემს ოთახში შევედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე. სასწრაფოდ შერს დავურეკე. ის ყოველთვის იშოვის გასართობს. ტელეფონზე მისი ნომერი ავკრიფე და დავრეკე.
-ეველინ! როგორ ხარ?-მხიარული ტონით მითხრა, როგორც მას ჩვევია ხოლმე.
-მითხარი დღეს რამე ხდება?-პირდაპირ საქმეზე გადავედი. არაა საჭირო ზედმეტი კომენტარები და ასე შემდეგ.
-წვეულება-სიცილით მითხრა. აი ზუსტად ამიტომ მიყვარს ეს გოგო. ყოველთვის იცის, რა გამამხიარულებს.
-სად და რომელ საათზე?-შერმა გაიცინა და მისამართი და დრო მითხრა. ტელეფონი გავთიშე და საწოლზე გადავწექი. დღეს საშინლად კარგად დაიწყო დღე. მიყვარს როცა კარგად იწყება ყველაფერი.
***
მე და შერი ერთ-ერთი დიდი შენობის წინ ვიდექით და უკვე მთვრალ ხალხს ვუყურებდით. მე ჩემი სპორტული მანქანით გამოვუარე შერს, როგორც ყოველთვის და უკვე წვეულებაზე ვართ. ეტყობა უკვე დიდი ხანია რაც დაიწყო წვეულება, რადგან ყველანი თითქმის გათიშულები იყვნენ. ყველას ქონდა დანალევი.
შენობაში შევედით და მე, როგორც ყოველთვის სასმლისკენ წავედი. არაყი მოვიყუდე და გადავკარი. შერმაც იგივე გააკეთა. სიამოვნებამ მთელ ტანში დამიარა.
შერი ხალხის ჯგუფისკენ წავიდა. მეც მას გავყევი. ახლა მასთან ახლოს ყოფნა მირჩევნია. მისაღებ ოთახში გავედით და ნაცნობ სილუეტებს მოვკარით თვალი. ლუი, ლიამი, ზეინი, ნაილი ერთად იჯდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ჩვენც მათთან მივედით. ყველანი მოგვესალმნენ. გასაკვირია, რომ არავის არაფერი არ უთქვია გუშინდე რბოლაზე. მათ მეც მივესალმე და ლაპარაკი გავაგრძელეთ.
მალევე სემი და კიდევ ორი ბიჭი შემოგვიერთდა. კიდევ რამოდენიმე ხანი ვიყავით ყველა ერთად და ვსაუბრობდით, თან ძალიან მაგარი ადამიანები აღმოჩნდნენ ესენი. გვერდით გავიხედე და ნაცნობი სილუეტი დავინახე. ჯანდაბა. ამას აქ რა უნდა? ჯანდაბა! ჯანდაბა! ყველაფერი მე როგორ უნდა დამემართოს. ახლა გამახსენდა, რომ ის სხვა ბიჭებსაც იცნობს. ფუ ამის.
მას გავხედე. მის გვერდით ქერათმიანი, მაღალი გოგო მოდიოდა. სახეზევე ეტყობა როგორი ძ**ნაც უნდა იყოს. ძალიან მოკლე კაბა და ტოპი ეცვა, რომელიც თითქმის მთლიან მკერდს უჩენდა. ჰარის ხელი მის კისერზე ქონდა გადახვეული და ისე მოდიოდნენ.
არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ არ მესიამოვნა. არ მესიამოვნა.. რა ჯანდაბაა ეველინ. რაში გაინტერესებს ის? ის რაც თქვენს შორის მოხდა ნიძლავის გამო იყო და მორჩა. დამთავრდა ყველაფერი. ჰარი და ქერა ჩვენსკენ წამოვიდნენ და მალე მოვიდნენ. ჰარიმ სახე მაშინვე ჩემსკენ მომართა, როცა მოგვიახლოვდა. მას გავხედე. ეშმაკურად გაიცინა. თავალი მოვაშორე და განზე გავიხედე. ესღა მაკლდა.
-გამარჯობათ-წიკვინა ხმით თქვა ქერამ. უკვე მაღიზიანებს, ვერ ვიტან პირფერ ადამიანებს. ჰარის ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მოგვესალმა და მდივანზე მოკალათდა. ქერაც მას დაუჯდა კალთაში. ნაილი და ზეინი მიესალმა მარტო. დანარჩენებს ხმა არ ამოუღიათ. მას გავხედე. კარგად ავათვალიერე. მანაც გამომხედა და იგივე გააკეთა. არ ვიცი ეს გოგო საიდან მეცნობა. მაგრამ ის კი ვიცი, რომ სადღაც მყავს ნანახი.
-თქვენ ვინ ხართ?-ჩემზე და შერზე იკითხა.. ნერვები ამეშალა, რადგან ძალიან აგდებულად ლაპარაკობდა. ამ მომეწონა. შერმა ამოიოხრა და რაღაცის თქმა უნდოდა, მგრამ გავაწყვეტინე.
-ძალიან გაინტერესებს?-ალმაცერად გავხედე. გაკვირვებულად შემომხედა. არ მოელოდა, რომ რამეს ვკითხავდი. ის ჩვენგან პასუხს მოელოდა, მაგრამ ვერ მიიღო. ასეთი ვარ მე. მასზე არანაკლები.
-აქამდე არ მინახიხართ-თქვა ისევ ქერამ და სახეზე ღიმილი აიკრო. უკვე მაღიზიანებს, ისიც და ჰარიც რომელიც ესე დაჟინებით მიყურებს და მხოლოდ იცინის.
-მე შერი ვარ-შერმა ამოიღო ხმა. არ მინდოდა, ამ წუთას უმიზეზოდ ჩხუბი ამიტომ მას დავაცადე-ეს კი ეველინია-ჩემზე მიუთითა. გოგონამ კიდევ ერთხელ ამათვალიერად და დამცინავად გაიცინა.
-შენ ვინ ხარ?-ამჯერად მე ვკითხე. დანარჩენები ყურადღებას არ გვაქცევდნენ, თავისთვის იყვნენ, მხოლოდ ჰარი გვივდებდა ყურს.
-ფეი, მე ფეი ვარ- ისევ ისე, გაიღიმა და ჰარის გახედა. თუმცა ჰარი მე მიყურებდა მისთვის არც კი შეუხედავს. კარგია. გამწარებულმა გამომხედა მე. აღარაფერი არ მითქამს. ესეიგი ფეი არა? ისეთივე სახელი აქვს როგორიც თვითონაა.
-სიმართლე და მოქმედება გინდათ?-იკითხა ლუიმ და ყველას გადაგვავლო თვალი. რა სისულელეა. სერიოზულად? ამას ხომ პატარა ბავშვები თამაშობენ.
-კარგი აზრია-თქვა ფეიმ და ჰარის უფრო მეტად აეკრო. თვალები გადავატრიალე. სხვა გასართობს მაინც ვერ ვიპოვიდი ამიტომ მათ დავნებდი და მეც დავიწყე თამაში. რამოდენიმეჯერ დატრიალდა ბოთლი და სვლები გააკეთეს. ბევრი რამ გააკეთეს. ზოგმა წყალი შეისხა, ზოგმა მთელი ბოთლი არაყო დალია, ზოგმა კი ერთმანეთი კარგად ჩაკოცნეს.
ბოთლი კიდევ ერთხელ დატრიალდა და შერის და ფეის შორის გაჩერდა. ყველამ გაიცინა. ჩემს გარდა. შერმა ეშმაკურდ გახედა ფეის. დარწმუნებული ვარ მასაც არ მოსწონს ეს გოგო. როცა შერმა კითხა ფეის სიმართლე თუ მოქმედებაო. ფეიმ გამომწვევად სიმართლე უთხრა. შერმა ჰკითხა, თუ რა იყო მისი მოწოდება, და ფეიმაც მაშინვე უთხრა ადრენალინი ჩემი ცხოვრების ნაწილიაო. შერმა ერთი კარგად გაიცინა. ფეიმ გაღიზიანებულმა გახედა.
-მაინც რას აკეთებ ასეთს ადრენალიანი, რომ გიზიდავს?-სიცილით უთხრა შერმა. ფეი წარბები შეკრა და თქვა.
-მრბოლელი ვარ-შერმა მაშინვე შეწყვიტა სიცილი, რამაც ფეის სახეზე თვიტკმაყოფილი ღიმილი გამოიწვია. ამ სიტყვების გაგონებაზე, მაშინვე გაამახსენდა საიდან მეცნოა ეს გოგო. მაშინ ნიკოლთან ერთად ისიც იყო მოსული რბოლაზე, მაგარამ ის არ მონაწილეობდა.
ბოთლი კიდევ ერთხელ დაატრიალეს და ამჯერად ჩემსა და ფეის შორის გაჩერდა. ამ ხნის განმავლობაში ჰარი საერთოდ არ იღებდა ხმას. მხოლოდ გვაკვირდებოდა. ეშმაკურად გავხედე ფეის და ვკითხე თუ რომელს ირჩევდა მანაც მოქმედება აირჩია. მაშინვე მივხვდი რაც მინდოდა. მაშნვე მივხვდი, რით შემეძლო მისთვის რამე დამეშავებინა.
-დღესვე შემეჯიბრები-დინჯად წარმოვთქვი თითოეული სიტყვა. თავიდან ვერაფერი მიხვდა, მაგრამ მერე,სახეზე მიმიკებით მივხვდი, რომ მიხვდა. ყველა ჩვენ მოგვშტერებოდა. ყველას აინტერესებდა თუ რას იტყოდა ფეი. ჰარის გავხედე. ისიც მის პასუხს ელოდა.
-გაგანადგურებ-თვითკმაყოფილი ღიმილით მითხრა და ჰარის მუხლებიდან წამოდგა. გამეცინა. გულწრფელად გამეცინა.არანაირი შანსი არ აქვს, რომ დამამარცხოს. მეც წამოვდექი. დანარჩენები ყველა „უ“ „მაგარი იქნებას“ გაიძახოდნენ და იცინოდნენ. ფეის სახეზე კმაყოფილება ნამდვილად არ ეტყობოდა. ყველანი დავიძერით და ნაცნობი ადგილისკენ წავედით.
ნაცნობ ადგილას მალევე მივედით. ჯოსთან მივედი და ადგილი დავიკავე. მანქანა თავის ადგილას დავაყენე. მალე ფეიც მოვიდა და ზუსტად ჩემს გვერდით გააჩერა მანქანა. მას გავხედე. სახეზე ღიმიილი აეკრო და ისე მიყურებდა თითქოს უკვე გაემარჯვოს. როგორ ვერ ვიტან თავში ავარდნილ ნაბიჭვრებს. და იმასაც გეტყვით, რომ ეს გოგოც ზუსტად ეგეთია.
ფეის თვალი მოვაცილე და პირდაპირ გავიხედე. დანარჩენებიც აქ იყვნენ. სანამ რბოლა დაიწყებოდა გადავწყვიტე მანქანიდან გადავსულიყავი. ესეც მოვიქეცი. ბიჭები ფეისკენ წავიდნენ. ალბათ უკვე დიდი ხანია, რომ იცნობენ, რადგან მათან მივიდნენ და წარმატებები უსურვეს. ჰარიც მათთან იყო. თითქოს გული დამწყდა კიდეც, რომ ის არ მოვიდა და არაფერი მითხრა, მაგრამ ეს სისულელეა. მას არანაირი ვალდებულება არ აკისრია, რომ ჩემთან მოვიდეს. მეც იდიოტურ რაღაცეებზე ვლაპარაკობ. ჯანდაბა. გითხარით ხო უკვე, რომ ამ ბიჭმა ტვინი ამირია. მაინც ვერ ვხვდები რა გამიკეთა ასეთი.
მას გავხედე. რატომ მომშტერებია? ფეი რაღაცას ეუბნება და კისერზე ეკიდება, მაგრამ ის მე მომშტერებია და თვალს არ მწყვეტს. რა ჯანდაბა უნდა? თვალი ავარიდე, განზე გავიხედე. შერი ჩემსკენ მოდიოდა.
-როგორ ხარ?-მკითხა მხიარული ტონით. მიყვარს მისი პოზიტიური განწყობა.
-შენი აზრით?-გავიცინე. მანაც გამიცინა. ისევ ჰარის გავხედე. ისევ მომშტერებოდა.
-ხო იცი რაც უნდა გააკეთო?-მკითხა შერმა. მანაც იქით მიატრიალა თავი საითაც მე ვიყურებოდი. ჰარი ისევ მომშტერებოდა. ისევ შერს გავხედე.
-რატო გიყურებს?-მკითხა შერმა. სახეზე გაკვირვება ეტყობოდა. არაფერი მითქვია, უბრალოდ მხრები ავიჩეჩე. მართლა არ ვიცი რა ჯანდაბისთვის მიყურებს.
-ფეი მოგეწონა?-როცა ხმა აღარ ამოვიღე ისევ მკითხა.
-მეკაიფები?-სიცილით ვკითხე. მომეწონა კი არა საერთოდ არ დამეხატა გულზე.
-ხო იცი უნდა დაამარცხო-მითხრა შერმა და ხელი გამომიწოდა. მუშტი ორჯერ დავარტყით. ერთმანეთს გავუღიმეთ. არ ვიცი შერის გარეშე რა მეშველებოდა. მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. ბავშვობიდან ერთად ვართ და მის გარეშე არ შემიძლია...
კიდევ რამოდენიმე ხანი ვილაპარაკეთ მე და შერმა. მალე მალია ჩადგა მანქანებს შორის და ათვლა დაიწყო. მალია ერთ-ერთი ჯოს გოგოა, რომელიც დაწყებას გვაუწყებს.
მანქანაში ჩავჯექით. მალია წინ იდგა და ორივე ხელი ზემოთ აეშვირა. დავინახე ფეი, როგორ ჩაჯდა მანქანაში. მაგრამ სანამ ჩაჯდებოდა ჰარის აკოცა, ძალიან ვნებიანად და მანქანაში ჩაჯდა. ჰარის ჩემსკენ არც კი გამოუხედავს ისე მოცილდა იქაურობას. ჯანდაბა არ ვიცი რა მემართება.
ფეიმ მე გამომხედა. მისი ცისფერი თვალები ეშმაკურად კაშკაშებდა და ვშიშობ, მალე ეს ციმციმი ჩაქვრება. ძალიან მაგარი, რომ გონია თავი. ვნახავთ ახლა რას იზამს. ეს ქუჩა ჩემთვის ნაცნობია. ყველაზე ძალიან კი მ ქუჩაზე ხიდი მიყვარს. მიყვარს მაგ ხიდზე გადახტომა. თან არამარტო მანქანით, არამედ ბაიკითაც. მართლა ყველაზე მაგარი ადგილია.
ფეიმ მანქანა ააღმუილა. ხალხის კიჟინი ისმოდა. არასდროს არ ყოფილ ასეთი შემთხვევა, რომ მხოლოდ ორი გოგო მონაწილეობდეს რბოლაში. მხოლოდ მე და ფეი ვიყავით და იმედი მაქვს ჩემი მანქანა არ მიღალატებს. გაზისთვის ფეხი არ დამიდგამს. მხოლოდ მანქანა ავამუშავე.
მალიამ მინიშნებისთვის ორივეს შემოგვხედა. ჯერ მე გამომხედა მერე ფეის. ორივემ თავი დავუქნიეთ. მალიამ ჯერ ერთი ხელი ჩამოუშვა მერე მეორე და მანქანები ადგილს მოწყდნენ.
მთელი ძალით დავაწექი გაზს და მანქანა გავაქროლე. ფეი სულ რაღაც სანტიმეტრებით იყო ჩემგან დაშორებული. ვაღიარებ მაგრად მართავს მანქანას, მაგრამ ის ვერ მომიგებს. სიჩქარეს მოვუმატე და ახლა მე უფრო მეტად გავასწარი. პირველ მოსახვევში შევედით. მახსოვს, როდესაც მანქანები დავძარით როგორ კიჟინებდა ხალხი. ისიც გავიგონე ჩემ სახელს, რომ ყვრიროდნენ.
ფეი უკვე საკმაო მანძილით იყო დაშორებული ჩემგან. ასე, რომ იმის საშიშროება, რომ გამასწრებდა აღარ იყო. მეორე შესახვევშიც შევედი. მალე მივუახლოვდებოდი იმ დგილს, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. სარკეში გავიხედე და დავინახე ფეი როგორ ცდილობდა ჩემთან დაწევას. ჩემთვის ჩავიცინე და სიჩქარეს კიდევ მოვუმატე. მალევე მივუახლოვდი გახსნილ ხიდს და მანქანა აფრინდა. ისევ ისეთი უმაგრესი გრძნობა დამეუფლა. ადრენალინის დიდი რაოდენობა ვიგრძენი. მთელი სხეული ზეიმობდა იმას, რომ ისევ შევიგრძენი ეს გრძნობა. ძალიან მაგარია. ბოლო შესახვევსაც გავცდი და ფინიშთან პირველი მივედი.
სახეზე კმაყოფილებისაგან გაჩენილი ღიმილი არ მშორდებოდა. მალე ფეიც მოვიდა. აშკარად არ ეტყობოდა სახეზე კმაყოფილება. მას გავხედე და თვალი ჩავუკარი. გაცეცხლებული გადმოვიდა მანქანიდან და კარები იაჯახუნა. შერი ჩემთან მოვიდა.
-ვიცოდი, რომ გამოგივიდოდა-გამიცინა. მე კიდე ახლოს მივიზიდე და მაგრად მოვეხვიე. მალე მოვცილდი. ჰარის გავხედე, რომელიც ფეისთან იდგა. კმაყოფილი სახე მქონდა. ყველა დანაჩენებიც ფეისთან იდგნენ, მაგრამ ახლა მნისშვნელობა არ აქვს ვინ ვისთანაა. მე ვარ გამარჯვებული და ჩემი თავით ძალიან ვამაყობ. ეს მე მომწონს. მომწონს ეს გრძნობა. მომწონს როცა სხვას იმედებს არ უცრუებ, მაგრამ ფეიმ ყველას გაუცრუა იმედები.
ამ ერთადერთ რბოლაში სადაც გოგონები მონაწილეობდა, მე ვიყავი გამარჯვებული და ამით ვამაყობდი. ნელი და დინჯი ნაბიჯებით წავედი ფეისკენ. ახლა ყველაზე მაგარ ხასიათზე ვარ და ვაპირებ სხვა უფრო მეტად გავამწარო. ჰარი ისევ მე მომშტერებოდა. ფეის სახეზე გაბრაზება ეტყობოდა. დანარჩენებს კიდე ცალ ფეხზე ეკიდათ ყველაფერი, მაგრამ მაინც გაუცრუვდათ იმედები, რომ ფეიმ ვერ გაიმარჯვა.
მათთან მისვლისთანავე ყველას ყურადღება მე მივიქციე, რათქმაუნდა.ფეი გაცეცხლებული მიყურებდა.
-არც ისეთი მაგარი ხარ როგორიც მეგონე-სარკაზმით ვუთხარი. სახეზე ღიმილი არ მშორდებოდა. ვამაყობდი. ფეის უკან დამდგარმა ნაილმა ჩაიხითხითა. მას გავხედე. იცინოდა. ჰარი სერიოზული სახით მიყურებდა. მაგარია.
-ყველაფერი არ გინახავს-მითხრა ფეიმ. არ ტყდებოდა. არ ამობდა იმას, რომ ის სუსტია. არ შეუძლია იმდენად ატაროს, მანქანა, რომ მე მომიგოს. შეუძლებელია.
-არ მინახავს?-ჩავიხითხითე-ჩემი აზრით საკმარისზე მეტიც კი ვნახე-ისევ გავიცინე და უკან მოვბრუნდი. მანამდე დავინახე ფეიმ მუშტები როგორ შეკრა.
-ეს დასასრული არ არის - მითხრა თავდაჯერებულმა და სახეზე კმაყოფილება გამოესახა. ეს გამოწვევა იყო? მშვენიერია. უნდა, რომ კიდევ ერთხელ დავამარცხო? არ ვარ წინააღმდეგი.
-უკაცრავად?-ვკითხე სიცილით. ვიცი რომ ამით უფრო ვაღიზიანებ. ჰარის გავხედე. მშვიდად გვადევნებდა თვალს. რათქმაუნდა ის მე მიყურებს. არ ვიცი ფეი და ჰარი ვინ არიან ერთმანეთისთვის, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ასე თუ შეყვარებული მომექცევა მოვკლავ, მაგრამ ამათ არამგონია შეყვარებულები ერქვათ. ის მე თვალს არ მაშორებდა.
-კიდევ შევხვდებით ერთმანეთს-მითხრა და თავისი მანქანისკენ წავიდა. შიგნით ჩაჯდა და კარები მაგრად მოიჯახუნა. ისევ გამეცინა. მივბრუნდი და მეც ვაპირებდი წასვლას, როცა ჰარიმ დამიძახა. უკან მივბრუნდი და ჰარის მწვანე თვალებს შევეჩეხე. ღმერთო რა ლამაზია. მოკეტე შე იდიოტო. რეებს ლაპარაკობ.
-ეს მაგარი იყო-გულწრფელად გამიღიმა ჰარიმ. მეც გამეცინე. რათქმაუნდა კარგი იყო. რათქმაუნდა მე ფეიზე კარგად ვატარებ მანქანას და ეს დავამტკიცე კიდევაც.
-ვიცი-ეშმაკურად გავუღიმე და ფეის გავხედე. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა იმდენად გაბრაზებული იყო. ეს მომწონს
-იცი...-ჰარის რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ფეიმ მანქანიდან გამოყო თავი და მას დაუძახა. მეც ეს მინდოდა. არ მინდოდა მასთან ლაპარაკი, ამიტომ ახლა მექნება მიზეზი, რომ მას მოვცილდე. ჰარიმ ფეის გახედა და მერე ისევ მე გამომხედა. აშკარად არ აინტერესებს ფეის აზრი, მაგრამ მე არაფრის თქმა არ ვაცადე.
-ჯობია შენს ძ**ნას მიხედო-ამაყად ვუთხარი და ჩემი მანქანისკენ წავედი. მანქანაში ჩავჯექი. გავიგონე კიდევ ერთხელ, როგორ დაუძახა ფეიმ ჰარის. მაგრამ ამ უკანასკნელმა ყურად არ იგდო მისი დაძახილი და თავისი მანქანისკენ წავიდა. მიხარია. ჩემი სხეულის ერთ ნაწილს ძალიან გაეხარდა, რომ ჰარი ფეისთან არ წავიდა. ეს მართლა კარგი იყო, მაგრამ მეორე ნაწილი მეუბნება, რომ ჰარის რაც უნდა იმას გააკეთებს და ამას მე ვერ დავუშლი.
მეც ამ იდეას დავემორჩილე და მანქანა დავძარი. მთელი ძალით დავაწექი გაზს და სახლისკენ წავედი. მალე უკვე სახში ვიყავი. მანქანა გარჟში დავაყენე და სახლში შევედი. შხაპი მივიღე და ლოგინში შევწექი. საშინლად არ მიყვარს სახში ყოფნა. იმიტომ, რომ მე სულ ცუდად ვგრძნობ თავს მაშინ, როცა მარტო ვარ. მახსენდება ის რაც ყველაზე მეტად მტკენს გულს, მაგრამ მე უფრო მეტად ძლიერი ვარ.
ფიქრები გავფანტე და ლოგინში კარგად მოვკალათდი. დიდი ხანი დამჭირდა დასაძინებლად, მაგრამ ბოლოს დაღლილობამ მძლია და უსასრულობაში გადავეშვი.



ბავშვებო! პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა თოთოეულ თქვენგანს,რომ კითხულობთ და მაფასებთ. ეს ჩემთვის მართლაც დიდი სტიმულია.
მეორე კი ისაა,რომ როგორც უკვე ვთქვი,ეს ისტორია დაწერილია 2-3 წლის წინ. ამას ვეღარ დავწერ თავიდან, ვერ გადავაკეთებ.
რაღაცეებს ვარედაქტირებ, რომ არ გამომრჩეს გრამატიკული შეცდომები.
ასე რომ, მომიტევეთ თუ რამე შეცდომაა.
სიყვარულით, Lulu. ♥



№1  offline წევრი მოლურჯო

პროგრესი ჩანს
და ძალიან მიხარია
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი მარიამი.

სევდიანი გიჟი
პროგრესი ჩანს
და ძალიან მიხარია


მადლობა რომ კითხულობ. love

 


№3  offline წევრი Peoplefallformysmile

ძალიან მომწონს

 


№4  offline წევრი მარიამი.

Peoplefallformysmile
ძალიან მომწონს


გმადლობ! love

 


№5  offline მოდერი Amalthea

ეს მგონი სადღაც წამიკითხავს :დდ
მიუხედავად იმისა, რომ მსგავს რაღაცეებს იშვიათად ვითხულობ, ახლა მაინც შემომეკითხა lol lol
თუ დაწერილია არ ჯობია დიდი თავები დადო? feel
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№6  offline წევრი მარიამი.

Yvavi.
ეს მგონი სადღაც წამიკითხავს :დდ
მიუხედავად იმისა, რომ მსგავს რაღაცეებს იშვიათად ვითხულობ, ახლა მაინც შემომეკითხა lol lol
თუ დაწერილია არ ჯობია დიდი თავები დადო? feel



კი მედო სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდზე. ორ თავს ვაერთებ და ისე ვდებ. მაგრამ მომავალში შესაძლოა უფრო დიდი თავებიც დავდო.ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent