შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (16)


17-06-2016, 15:39
ავტორი Supreme
ნანახია 3 348

-რა გინდა?
-მაპატიე.-თამოსგან ეს სიტყვა ძალიან გამიკვირდა.
-დაიკიდე.-ვუპასუხე მშვიდად და წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ისევ გამაჩერა.
-სხვა რაღაცის გამო გიხდი ბოდიშს.
-მაინც?
-რასაც ახლა გეტყვი, არ მგონია ასეთი მარტივი დასაკიდებელი აღმოჩნდეს შენთვის.-ქვევიდან ავხედე და ეჭვის თვალით ავათვალიერე.
  თამომ ღრმად ჩაისუნთქა, მერე შემომხედა და ნაღვლიანად გაიღიმა.
-ფეხმძიმედ ვარ...ლუკასგან...
  ოდესმე განგიცდიათ რა არის გულის დაჩეხვა, დაქუცმაცება? მე ახლა განვიცადე, აი ამ მომენტში, როცა თამომ ეს მითხრა. ყველაზე დიდი საშინელება. ყველაზე აუტანელი რამ ჩემთვის.
  ავკანკალდი.
-ნინა, გთხოვ, დაწყნარდი.-თამომ ხელები მომკიდა.
-გამიშვი!-ვუყვირე და მისი ხელები მოვიშორე.
-ნინა, გთხოვ, მომისმინე.
-არ მინდა არაფრის მოსმენა. თავი დამანებე!-ისევ ვუყვიროდი.
-ნინა...-თამო ცოტა გამწარდა.-დაწყნარდი ახლავე!-მკაცრად მითხრა, მაგრამ მის ხმაში რატომღაც რაღაც მეგობრული ვიგრძენი.-შენ გგონია მე მინდოდა დაფეხმძიმება? აბა დაფიქრდი, რომელი უფრო ცუდ მდგომარეობაშია? შენ თუ მე? არ მინდოდა ასე ლაპარაკი, მაგრამ აშკარად ძალიან პანიკებში ჩავარდი. მესმის რომ აუტანელია და არ გინდა გჯეროდეს, მაგრამ ასეა და ამას ზედმეტი გაგიჟებები და შეტევები არ უნდა, მაინც არ გამოსწორდება, ამიტომ გთხოვ, დამშვიდდი და დაფიქრდი.
-რა გინდა ჩემგან?-ხმა ჩამიწყდა.
-ბოდიში, მაგრამ არ მინდა ბავშვი მამის გარეშე გაიზარდოს და დედამისზე იფიქროს რომ ასე გავლით დააფეხმძიმეს.
-ანუ...გინდა რომ ლუკა დაგითმო?
-შენ თვითონ დაფიქრდი რა ჯობია. რეალურად იცი შენ რაც მინდა, მაგრამ გადაწყვეტილება შენზეა. მე არ გავალდებულებ. ჩემი ცხოვრება ისედაც უკვე საკმარისად დაინგრა.-თამო გაბრუნდა და წავიდა.
  გაშტერებული ვიდექი. არ ვიცი. ვერც ვტიროდი, ვერც ვერაფერს ვაკეთებდი. ქანდაკებასავით გამოვიჭიმე და მხოლოდ ჩემი გულის მომაკვდავი გულისცემა მესმოდა.
  დიდხანს ვიდგებოდი ასე, ტელეფონს რომ არ დაერეკა. დაუფიქრებლად ავიღე ყურმილი.
-ნი, ჩემო პატარა, რას შვები?-სანდრო იყო.
-ა? არაფერს...შენ?
-არც მე. რა დაბნეული ხარ.-ჩაიცინა.
-მე? ხო ცოტა.-მეც ავყევი, მაგრამ მგონი ტირილს უფრო მივამსგავსე ჩემი ჩაცინება.
-სად ხარ?
-გარეთ.
-კონკრეტულად?
-სტადიონთან.
-გნახავ.
-ა...კარგი.
  ასე ვიდექი სანდროს მოლოდინში.
-სანდრო-
  აშკარად რაღაც მოხდა. არ არის ხოლმე ასეთი. დაბნეულია. ვერ ვხვდები, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ. რა მემართება. ასე როგორ მოასწრო ჩემთვის თავის შეყვარება. ან როდის დაიწყო ეს ყველაფერი.
  სწრაფად გავედი სახლიდან. ნინა სტადიონთან იდგა და მელოდებოდა.
-როგორ ხარ?-მივედი და გადავკოცნე.
-კარგად, შენ?-სუსტად გამიღიმა.
-მეც.-დაეჭვებულმა შევხედე.
  ნინა ხმას არ იღებდა, მე კი თვალს არ ვაშორებდი.
-რამე მოხდა?
-არა.-გამიღიმა.-საიდან მოიტანე?
-სახეზე გაწერია.
-გადაღლა?-ჩაიცინა.
-რისგან ხარ დაღლილი?
-ზოგადად, ყველაფრისგან.
-თუ გინდა დამელაპარაკე.
-არაფერია სალაპარაკო. რისთვის გამოხვედი?
-შენს სანახავად.
-ასე გენატრებოდი?-ჩაიცინა.
-კი, უზომოდ.-ვუთხარი მტკიცედ და შევამჩნიე როგორ დაუარა ჟრუანტელმა მთელ სხეულში.
-არ მოველოდი ამ პასუხს.-გაკვირვებულმა შემომხედა.
-მოულოდნელობებით სავსე ადამიანი ვარ.-გავუღიმა და თავზე გადავუსვი ხელი.
-პატარა ბავშვი კი არ ვარ, რას მეფერები.-მითხრა აღრენით.
-პატარა ხარ, აბა რა.-ჩავიცინე და ლოყაზე ვუჩქმიტე, მერე სახე მოვუჭმუჭნე.-პატარა ხარ.
-გამიშვი.-ძლივს ამოიბურტყუნა სახედაჭმუჭნულმა.
-სად წაგიყვანო?
-არსად.
-ნინა-
  მე ვინ მისმენს...
-ანუ...წამოდი.-ხელი მომკიდა და თავისი ეზოსკენ წამიყვანა.
-არსად არ მინდა წასვლა-მეთქი.-ვცდილობდი გავჩერებულიყავი.
-ნუ წუწუნებ.-სანდრომ მომღიმარი სახით გამომხედა.-ცოტა განტვირთვა არ გაწყენს.
  შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა, ამიტომ ხმა აღარ ამომიღია. რა სასაცილოა. თამომ ასეთი რაღაც მითხრა, მე კი ფიქრისთვის ნორმალურად დრო არც მქონია. რა პასუხი გავცე? აზრზე არ ვარ. რატომ ვარ ასე ცუდად? ცხოვრებაა. ცხოვრებაში კი ყველაფერი ხდება...მაგრამ...ხო შეიძლებოდა ეს მე არ დამმართნოდა? აუცილებელი იყო ჩემი ასეთი დილემის წინაშე დაყენება? არ ვიცი რა ვქნა. უბრალოდ არ ვიცი.
  მანქანაში ჩავსხედით.
-ნი, საერთოდ მისმენ?-აზრზე მოვედი.
-რამეს მეუბნებოდი?-გაკვირვებულმა შევხედე.
-მერე იტყვი არაფერი მოხდაო. თვალები რატომ აგიცრემლიანდა?
-მეძინება.
-არ მჯერა.
-მერე მე რა ვქნა?-ჩავიცინე.
-სიმართლე მითხარი.
-გითხარი უკვე, ახლა კიდე, მე კი ნუ მიყურებ, გზას მიაქციე ყურადღება.-სახე გავაბრუნებინე.
-ხო,ხო, ნუ ნერვიულობ. თვალდახუჭულსაც შემიძლია მანქანის ტარება. გინდა განახო?
-არა, მადლობა.
-ოო, საერთოდ არ ხარ ექსტრემალი.-ჩაიცინა.
  წყნეთში ამიყვანა. თავის აგარაკზე.
-აქ რა გვინდა?-ვკითხე და ეზოში დიდ ჰამაკში ჩავჯექი.
-დასვენება.-გამიღიმა.-1დღით დარჩი და ყველა და ყველაფერი დაიკიდე.
-ეგრე არ გამოვა. დედაჩემს მაინც უნდა ვუთხრა.
-ადრე არაფერს ეუბნებოდი. რატომღაც მეგონა რომ მეტყოდი, ლუკას უნდა ვუთხრაო.
-ლუკას? უნდა ვუთხრა?-თავი დავიდებილე.
-შეყვარებული ხო არაა?
-ხო...მართალი ხარ.-როგორ ვლაპარაკობ, რა იდიოტი გოგო ვარ.
-იჩხუბეთ?
-არა.-ტელეფონი ამოვიღე და ლუკას ნომერი ავკრიფე, მაგრამ ვერ დავრეკე.
-რა გჭირს?-სანდრო გაშტერებული მიყურებდა.
-არაფერი.-ცრემლები მომაწვა.
-არ ურეკავ?
-კი...უნდა ვუთხრა...ვუთხრა...
  ცრემლებმა ნელ-ნელა გამოიკვრიეს გზა ჩემი ლოყებისკენ, შემდეგ ნიკაპს დაეკიდნენ და გაქრნენ. აუჩქარებლად, თითო ცრემლი, ერთი მეორის მიყოლებით მისველებდა სახეს.
-ნინა, რა გჭირს?
-არ ვიცი.
  სანდრო მომიახლოვდა.
-მომიყევი.
-არ შემიძლია.
-რა გაგიკეთა ასეთი ლუკამ? იცოდე საფლავს გავუთხრი.
-არაფერი გაუკეთებია, დამშვიდდი.
-ანუ არ გინდა თქმა?
-არა და ძალიან გთხოვ, ნუ მეკითხები, კარგი?-სუსტად გავუღიმე.-მინდა რომ არ გადარდებდეს.
-ეგრე არ შემიძლია.
-რატომ?
-იმიტომ რომ...უბრალოდ არ შემიძლია...
-სანდრო-
  როგორ მინდოდა მეთქვა "იმიტომ რომ მიყვარხარ", მაგრამ ალბათ სწორად მოვიქეცი. ნინას მეორე ნახევარი ვერ ვიქნები. უკვე ყავს ის, ვინც უყვარს და ვისაც უყვარს. რა სასაცილო ვარ. თავი პატარა ბავშვი მგონია.
  ნინამ ტელეფონი გამორთო. ღრმდ ამოისუნთქა და ცრემლები მოიწმინდა. მაქსიმალურად ცდილობდა გამხიარულებას და მეც ვცდილობდი მხარი ამება.
  დაღამდა. ასე კარგად დრო რამდენი ხანია არ გამიტარებია. ალბათ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში, იმიტომ რომ ნინა გვერდით მყავს, ახლა და ამ წამს.
  რა ძნელი ყოფილა, როცა კოცნა გინდა, მაგრამ ვერ ეხები, იმიტომ რომ სხვისია. "ჩემი"...როგორ მინდა "ჩემი" დავუძახო, "ჩემი" იყოს...მაგრამ, სანამ ლუკასთან ბედნიერია, უბრალოდ როგორ ჩავდგე მათ შორის? თუმცა დღეს ვერ გავიგე რა ჭირდა...
  ლოგინისკენ გავიხედე. ნინას უკვე ტკბილად ეძინა. გვერდზე ჩამოვჯექი და თმაზე ვეფერებოდი.
-რა ლამაზი ხარ...რაღაც საოცრება...-ჩუმად ვჩურჩულებდი, თან მეშინოდა არ გაღვიძებოდა.-იცი...-გავაგრძელე ისევ ჩურჩულით.-მიყვარხარ!



№1  offline წევრი ალექსისი

აღარ დააგვიანო რა

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Sandrostan minda rom darches ragac dadebiti aura modis am nichisgan da ratomgac gumanit vxvdebi rom sandrostan darcheba sheni agar daigvianoooo!!!

 


№3 სტუმარი hipo

aauu :/ kargii raa raiyo es

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent