შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

24 თვე (პირველი თავი)


17-06-2016, 23:39
ავტორი wripawripa123456
ნანახია 1 600

ერთმა ძვირფასმა ადამიანმა მითხრა:
მე ალბათ ადამიანი არ ვარო.
ის სულ სხვას გულისხმობდა, მაგრამ მე ჩემებურად გავიგე.
გაინტერესებთ რატომ?
იმიტომ, რომ არ შეუძლია არავის ჩემი გადარევა, გაგიჟება.
ალექსანდრემ კი მოახერხა.
თან ისე უცებ.
ამიტომ ვფიქრობ, რომ მართლა არ არის ადამიანი.
უცხოპლანეტელია ალბათ.
ყოველშემთხვევაში ამ ქვეყნიურ არსებად არ ვთვლი.
ან არ მინდა, რომ ჩავთვალო.
გარეგნობაც კი თავისებური აქვს.
მუქი შავი, არაფრის მთქმელი თვალები აქვს.
განიერი მხრები.
კალათბურთელია.
სიმაღლე ორი მეტრა.
ჩემი სიმაღლე და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაინც ვერაფერს მშველის.
ვერ ვეწევი ვერანაირად.
მგონია, რომ ნახევარ ქათამას ვგავარ.
ის კი თავის სიფრიფანას მეძახის.

ერთმანეთიც ძალიან სასაცილოდ გავიცანით.
მარჯანიშვილზე მივსეირნობდი დაქალებთან ერთად.
ამ დროს ყველაფერი მავიწყდება სიცილის გარდა!
ტირილამდე შემიძლია სიცილი.
-აუ ის გახსოვს? მეკითხება ლილიანა.-ბაღში ძალიან მაგრად რომ გცემეს.
სიცილისგან ვიგუდები. ეგ ახლა, თორემ მაშინ კატასტროფულად მეტირებოდა.
მთელი ბაღი ჩამოვიმხე თავზე.
რატომ მცემეს მეც არ ვიცი.
არა, გატყუებთ ვიცი!
ბიჭების ჩხუბში ჩავერიე გასაშველებლად და მეც შემომილაწუნეს ერთი-ორი.
ხომ გაგიგიათ გამშველებელს უფრო მეტი ხვდებაო.
ხოდა მომხვდა.
ამ ამბებს ვიხსენებდით, თან დაბლა ვიხედებოდი ვიღაცას, რომ შევასკდი.
თავი ავწიე და მუცლის გარდა ვერაფერი დავინახე.
შემდეგ ნელ-ნელა მაღლა ავიხედე და სასაცილო სახით შავთვალება ბიჭი მიყურებს.
ამ სიმაღლე ცხოვრებაში არავინ არ მინახავს.
-ბოდიში. ვეუბნები საცოდავი სახით.
-არაუშავს, ბავშვებს ხშირად ემართებათ ხოლმე.
ისე გავმწარდი, შემეძლო მთელი ქვეყანა დამემხო თავზე.
ძალიან გადავაჭარბე აშკარად.
არადა 21 წლის გოგო ვარ, ამ ხეპრემ კიდე ბავშვიო.
-ბატონო?
-რა არ ხარ ბავშვი?
-სიმაღლით მსჯელობ ადამიანზე? ვეუბნები მე და კისერი მაღლა ყურებისაგან მტკივა.
1.70 ვარ სიმაღლეში, მაგრამ რა ხეირი.
-არა, საქციელებით. მეუბნება ირონიული სახით უცნობი.
-სიცილი ბავშვურობაა? მოთმინების ფიალა მევსებოდა მე.
-არა, მაგრამ ბავშვური და საყვარელი სიცილი გაქვს.
-და ამიტომ ვარ ბავშვი? არ ვთმობდი მე.
გოგოები ძირს ხოხავდნენ.
-დამიმტკიცე, რომ არ ხარ.
-როგორ?
-დღეს რუსთავის იპოდრომზე დრიფტში შემეჯიბრე, საღამოს რვაზე. გაწყობს?.
და ახლა სიხარულისგან მეცხრე ცაზე დავფრინავ და მამაჩემს ვლოცავ, რომელმაც მანქანის ტარება პროფესიონალის დონეზე მასწავლა.
-რატომაც არა! თვალი ჩავუკარი და სასიამოვნოდ გაოცებული დავტოვე უცნობი.
გოგოები ისევ იცინოდნენ.
მე არა.
ხასიათი მეცვლება და ასე, რომ ვთვათ თინეიჯერის ენაზე ‘’ვიგრუზები’’.
ერთი სული მაქვს რვა საათი მოვიდეს.
მადლობა მამაჩემს, რომელიც მრბოლელია და სპორტული მანქანების ნაკლებობას არ განვიცდით ოჯახი.
თორემ სირბილით მომიწევდა შეჯიბრი.
გარაჟიდან ჩემი საყვარელი Ford Mustang-ი გამოვიყვანე და სიამოვნებისგან გამაკანკალა.
თავიდან საათებს, შემდეგ წუთებს, ბოლოს კი წამებს ვითვლიდი რუსთავის იპოდრომზე.
დაქალები მგულშემატკივრობდნენ.
ხომ იცი უეჭველი შენ გაიმარჯვებო.
გახდა რვა საათი და უცნობ-ნაცნობი არ ჩანს.
დაიწყო ცხრა..
უკვე ცხრის ნახევარია..
და მეც სადაცაა თმები ვიწეწო.
რამდენიმე წუთიც და წამოვალ, მაგრამ გვერდზე M5 მიდგება.
შუშას უწევს და წარმატებებს მისურვებს.
წინ ვიღაც ლამაზმანი დგას და ათვლაც იწყება.
თავიდან მისწრებს, მაგრამ ჩემი სიჩქარის გამაძლიერებელი ჯერ არ გამომიყენებია.
ფინიშამდე რამდენიმე მეტრია დარჩენილი, ბატონი უცნობი კი დამარცხებულია.
-აღფრთოვანებული ვარ ბავშვო! გადმოდის და ენას მიყოფს.
ამ დროს ისეთი სასაცილოა, მინდა გავბრაზდე, მაგრამ გაბრაზების მაგიერ მეცინება.
-აშკარად არ მოელოდი მრბოლელი, რომ შეგხვდებოდა ხო? ვაგრძელებ ისევ სიცილს.
-მართალი ხარ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი სიფრიფანა გოგონა მრბოლელი იქნებოდა.
ისევ სიცილი და შემდეგ გამოწვდილი ხელი.
-ალექსანდრე.
-ნუცა. ვუღიმი მეც და გოგოებს ვაცნობ.-ეს ნინეა ვანიშნე ქერათმიან გოგონაზე, ეს კი ლილიანა ცისფერთვალებაზე.
-სასიამოვნოა გოგოებო. ამბობს და უცებ ხელს ჰაერში სწევს.
-კიდევ რამე მოგაფიქრდა? ვეკითხები და ისევ დებილივით მეღიმება.
-კი, უნდა ავღნიშნოთ ჩვენი გაცნობა, ჩემს ძმაკაცებს ვეტყვი და სადმე გავგაზოთ რა.
მე უარზე ვარ.
გოგოები ყველგან მიჰყვებიან.
მოხიბლულები არიან ალექსანდრეთი.
ბოლოს მის მანქანაზე ნინა ჯდება, მე კი გვერდს ალექსანდრე მიმშვენებს და თავისი ბარის მისამართს მკარნახობს.
-დუბლინი შენია? ვეკითხები მე და ძლივს ვიკავებ თავს, რომ ძალიან მაგრად არ გადავიხარხარო.
-კი.
მეღიმება და ვერ ვიხსენებ რამდენჯერ მაქვს დამხობილი ეს ბარი.

***
იმდენი ისტორია გვაქვს გადახდენილი მე და ალექსანდრეს სათვალავი ამერევა დათვლა, რომ დავიწყო.
ყველა ჩვენი ერთად გატარებული წუთი საუკეთესოა.
ძმაკაცებიც არ ჰყავს დალაგებული.
მაგრამ მე ვის ძმაკაცებზე ვლაპარაკობ, როდესაც ორი შერეკილი დაქალი მყავს და ზემოდან დამატებული მე ვარ.
ჰამაკი.
ალექსანდრე.
მისი სურნელი
და
მთვარე.
რომელიც აშკარად გაღიმებული გვიყურებს ყოველ ღამე.
****
ბარი დახურა შვიდეულისთვის.
ჩემთვის, თავისთვის, ლილიანასთვის, ნინესთვის, ლუკასთვის, ბექასთვის და ვაკოსათვის.
რამდენიმე საათში უკვე კარგად მთვრალები აღმოვჩნდით.
-ბიჭო, დაიწყო ვაკომ.-მაგრად გაგიჩალიჩა ხო? ეკითხება სიცილით ალექსანდრეს.
-აუ კი , მგონია გოგოა მოვუგებ თქო და დამადებილა.
ისევ სიცილი.
ისევ არაყი.
ისევ გადარევა.
გაცვლილი ტელეფონის ნომრები
და ჭინკებ ათამაშებული ლილიანა და ლუკა.
არ შემჩნეული დანახვისთანავე გაჩენილი სიმპატიები
და გულის წასვლამდე სიცილი.
***
ვზივარ ფანჯრის რაფაზე ვისკის ბოთლით ხელში და მინდა ქვეყანა დავაქციო ყველას თავზე.
გავყურებ წვიმას და მეც ცრემლები მომდის.
ისევ მისი ღიმილი და ჩახუტება მახსენდება.
ტკივილი აძლიერებს ადამიანსო.
მე დამასუსტა.
დამაჩლუნგა.
ვვარსებობთ მხოლოდ მე, ვისკი და მოგონებები.
არაფერია მოგონებებზე უკეთესი და არც არაფერია მათზე უარესი.
მინდა ყველაფერი დავივიწყო.
ვითომ შევძლებ ის მოგონებები მივცე დავიწყებას, რომლებმაც ყველაზე დიდი ბედნიერება მაჩუქა?
24 განუმეორებელი თვე ერთად.
ბევრი სიყვარული.
ბევრი სიგიჟე,
დათრობა,
გადარევა.
და ისევ მოგონებები.


დავბრუნდი მეგობრებო ახალი ისტორიით.
ვცილობ კარგი გამომივიდეს, მაგრამ არ ვიცი რა იქნება.
ველოდები თვენს შეფასებას.



№1  offline წევრი wripawripa123456

okay
დამაჩლუნგა და დამადებილა აღარ დაწერო.
საერთო ჯამში ისტორიას არაუშავს.
წარმატებები

მადლობა, გავითვალისწინებ აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent