შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფრის სუნო, მე შენ მიყვარხარ(3)


18-06-2016, 00:08
ავტორი Green Happines
ნანახია 1 909

საქმე იმაში იყო, რომ დიდი ხანია ვატყობ, რომ საბას სესილი შეყვარებია. თან უტყდება, ვერ მეუბნება, ალბათ ჩემი რეაქციის ეშინია. მე კი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მითუმეტეს, რომ ცოტახნის წინ სესილიც გამომიტყდა საბასადმი გრძნობებში. ზუსტად ვიცი, რომ ერთად ბედნიერები იქნებიან. საბას ისე ვენდობი, როგორც ჩემს თავს და ზუსტად ვიცი სესილის გულს არ ატკენს, არაფერს დაუშავებს და სულ დაიცავს.
უცებ მშვენიერი იდეა მომაფიქრდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და დაზეპირებული ნომერი სწრაფად ავკრიფე. არასასურველმა ხმამ მიპასუხა, ლამის გადავიფიქრე, მაგრამ ძმაკაცის და დის სიყვარულმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი.
-სესილი სად არის - სწრაფად და როგორც შემეძლო უხეშად ვკითხე მაკას(დედაჩემს)
-იოანე შენ ხარ?
-ხო მაკა, მე ვარ. სესილი სად არის თქო
-თავის ოთახშია.
-მერე მისი ტელეფონი მასთან რატომ არ არის
-არვიცი ალბათ დარჩა. ავუტან ეხლავე.
-მალე.
როგორ მაღიზიანებდა ეს ხმა! როგორ მეზიზღება ეს ქალი!
-იოანე, შენ? როგორ გამახარე - ჩემი პატარას ხმამ გადაფარა გაბრაზება.
-როგორ ხარ ჩემო ფერია?
-მოვიწყინე ძაან
-რატო რამოხდა?
რავი არავის სცალია ჩემთვის. ერთი შენ გახსენდებოდი და შენც 3 დღეა არ დაგირეკავს. საზიზღარო! - მაგიჟებდა ამ ადამიანის ბუზღუნი!
-ჩემო ფერია ხოიცი მე შენ სულ მახსოვხარ, უბრალოდ რაღაც საქმეები მქონდა. ისე შენ რო მოგეკითხე რავიცი, იქნებ მოკვდა შენი ძმა. - სულ დამავიწყდა, სესილი ასეთ რაღაცეებზე ხუმრობას ვერ იტანს. იმის შემდეგ, რაც ავარიაში მოვყევი, საშინლად ეშინია კიდევ რამე არ დამემართოს. ხოდა ჩემი სკლეროზის შესაბამისი პასუხიც მივიღე
-სუ! გაჩუმდი! ეგ აღარ გაიმეორო! მაგ თემაზე ხუმრობა აღარ გაბედო იოანე ჭელიძევ თორემ ცხოვრებაში ხმას აღარ გაგცემ! - მის ხმაში ერთიანად ირეოდა წყენა, შიში და სიყვარული.
-არა პატარავ ვიხუმრე, შენს მარტო დატოვებას აღარ ვაპირებ არავითარ შემთხვევაში. სულ მალე მაქდანაც წამოგიყვან გპირდები. მისმინე, ეხლა შენს მოწყენას მივხედოთ. მისი სწრაფად მოემზადე და კლუბში მოდი. ბიჭები ვართ, თან სოფოც აქაა და გაერთობი.
-ბიჭები? საბაც მანდაა?
-კი საბაც აქაა.
-მოვდ... - სიტყვა უცებ გაწყვიტა და მხიარული ხმაც შეეცვალა. იოანე ვერ წამოვალ.
-რატომ რამოხდა?
-მაკა და კოტე არ გამომიშვებენ ხომ იცი...
-მაგათ ვინ ეკითხება ჰა? - სიბრაზისგან ვენები დამეჭიმა და ტვინში სისხლი ჩამექცა. - რა მაგათი საქმეა მე ჩემს დას როდის და სად წავიყვან! ეგ **რები თვითონ ხო არ იკლებენ არაფერს და შენ დღე და ღამე ოთახში გამოკეტილი უნდა იჯდე? - უკვე ყვირილზე გადავდიოდი, თავს ვერ ვაკონტროლებდი.
-იოანე დაწყნარდი!
-ეხლავე ჩაიცვი და წამოდი არაფერი უთხრა მაგათ!
-კარგი. მიყვარხარ.
არ მიპასუხია ისე გავთიშე.
ფუ ამის დედაშე***ი! მაკა და კოტე! გული მერევა! მეზიზღებიან! ყოველთვის ვატყობდი რომ მაკას მამაჩემი არ უყვარდა. თითქოს გზა გაეხსნა მისი გარდაცვალებით, მაშინვე სხვის მკლავებში აღმოჩნდა. მათ რომ ერთად წარმოვიდგენ...
-მეზიზღება! მეზიზღეებბაა! მაკა აბესაძევ და კოტე ადეიშვილო ყველაზე მეტად მეზიზღებით! მძულხართ მთელი არსებით! - ვყვიროდი ბოლო ხმაზე და მუშტს მთელი ძალით ვურტყამდი კედელს. არვიცი ასე რამდენი ხანი ვიყავი. სავარაუდოდ დიდი, იმიტომ რომ უკნიდან თბილი ჩახუტება ვიგრძენი. ვიცანი, ჩემი ფერია იყო.
-სეეესსსს- მობრუნდი, მონატრებული და ხელში ავიყვანე და ვაბზრიალებდი. ეხლაღა ვიგრძენი, რომ ხელი საშინლად მეწვოდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. სესილი ნელა დავსვი და ჩავეხუტე.
-მომენატრე ფერია.
-მეც ძალიან იო!
სესის შუბლზე ვაკოცე და კლუბში შევუყვანე. თვალებით მაშინვე საბას ძებნა დავიწყე. თან სახე მეჭმუხნებოდა, ხელი საშინლად მეწვოდა და დიდი რაოდენობით სისხლი მომდიოდა. მკრთალი განათება მინიმალურ შანსებს უტოვებდა სესილის ჩემს ხელზე სისხლის შესამჩნევად.
აჰა, საბაც დავინახე. ბართან იჯდა თავჩაქინდრული. როგორც ჩანს სესილიმ ჩემზე ადრე შეამჩნია და იდაყვი გამკრა. კითხვის ნიშნის სახით გავხედე, მან კი გაბრწყინებული თვალებით საბასკენ მანიშნა. გამეღიმა, მომწონდა ეს 2 ადამიანი ერთად.
საბას უკნიდან მივუახლოვდით. სესილიმ ხელები თვალებზე ააფარა და შეცვლილი ხმით იკითხა აბა ვინ ვარო. საბას პირისკენ გაქანებული ვისკიანი ხელი ჰაერში დარჩა.
ვსო, მეტი აღარ მაინტერესებდა. სესილის ვანიშნე ცოტახნით გავალ თქო და საპირფარეშოში შევედი. ხელები ონკანს დავადე და საკუთარ თავს სარკეში ქვემოდან ამოვხედე. ჭარხალივით წითელი ვიყავი. ხელი იმდენად მეწვოდა უკვე თავბრუსხვევას ვგრძნობდი. სინათლის შუქზე უკეთესად შევხედე ჭრილობას. ამის დედაც! მთლიანად გადატყავებული მქონდა.სასწრაფოდ ტელეფონი ამოვიღე და ბექას დავურეკე.
-დროზე არაყი ითრიე ერთი ბოთლი და ტუალეტში ვარ მალე მოდი!
პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავთიშე. ნუ გავთიშე რა, ხელიდან გამივარდა. წყალი მოვუშვი და ხელი შევუშვირე. მესიამოვნა სიცივე, ცოტა დამამშვიდა. დაახლოებით 3 წუთი ვიყავი ასე. მერე ბექამ შემოაღო კარები და ხელზე შემომხედა.
-რა ჯანდაბაა ბიჭო ეს!
-დროზე დამასხი! - ლამის ვუღრიალე.
ბექამ ჭრილობაზე არაყი დამასხა. საშინლად ამეწვა, ვიღრიალე მაგრამ ცოტახანში ტკივილი გაქრა.
-ბოლო ბოლო იტყვი რამოხდა?
-მაკა და კოტე ბექა. მაკა და კოტე მოხდა.



№1  offline წევრი isterichka123

ვაიმე მაგარია გაგრდზელე

 


№2  offline წევრი Hickie

დადადა... მაოცებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent