ერთადერთები (სრულიად)
ცხოვრებაში დგება მომენტი როცა ხვდები რომ მთელი ცხოვრება ამ დღისთვის გიცხოვრია, როცა ხვდები რომ შენში რაღაც ახალი იღვიძებს, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის იდეალური არ არის და არც ბუნების კანონი დაუშვებს ამგვარ უთანასწორობას. * * * უკვე რამდენი ხანია ბექასა და მარიამს ერთი გულით ცხოვრება უწევთ და როგორც იქნა დადგა მათი სანატრელი დღეც-ქორწილი... ამ დღეს ახალი ეტაპი იწყება არა მარტო შენ ცხოვრებაში არამედ ყველა გარშემომყოფის. საქორწინო მზადება რა თქმა უნდა ძალიან ადრე დაიწყო და სტუმრების სიას უამრავი ნაცნობი თუ უცნობი პირის სახელიც შეემატა. რა შესანიშნავი იქნებოდა იმ ემოციების გამოხატვა რომ შეძლებოდა ადამიანს რასაც განიცდის მაგრამ არა, ემოცია ემოციად უნდა დარჩეს და შენთვის ხილული მხოლოდ განცდისას უნდა გახდეს... სიძე-ბექა, როგორც ყველა დანარჩენი ძალიან ღელავს და უკანასკნელ დღეებს საქორწინო სამზადისის ფუსფუსში ატარებს... -გაგა! სად ხარ? -უთხრა ანერვიულებულმა ბექამ, ძმაკაცს რომელიც არანაკლებ ღელავდა ამ ქორწილზე. -ბიჭო დარბაზში ვარ დიზაინერთან ერთად, რაღაც ვერ მოაგვარეს და. -გამო ჩემთან და სმოკინგზე გამყევი რაა. -უეჭველი მე უნდა გაგყვე ? -ხო რა, მიდი ძმურად. -კაი მოვდივარ... გაგა როგორც ყველაფრის თავი და ორგანიზატორი, დიზაინერს დაემშვიდობა მითითებები მისცა, მის შავ პაჯეროში ჩაჯდა, შავი რეიბანები გაიკეთა და გაგას სახლისკენ წავიდა... მისულს დიდხანს ლოდინი არ მოუწია, ბექაც მალევე გამოჩნდა და გაგას გვერდით დაიკავა ადგილი. -რას შვრები სიძე ? -უთხრა და მხარზე ხელი დაკრა გაგამ, თან მანქანა დაქოქა. -ბიჭო რავიცი, მარიმ შენ ისეთი ხარ ბოლოს სპორტულებით მოხვალ ქორწილში, წადი სმოკინგი იყიდეო. -ბიჭო შენი ქორწილია და გკიდია ?! -რა ბიჭო, ლამის ვიტირო ისეთ დღეში ვარ... -მე რა ვქნა, რა ჩავიცვა ? -ჩემ მეჯვარეობაზე უარი რო არ გეთქვა ხო იცი გეტყოდი მაგრამ... -თქვა ბექამ და უკმაყოფილო მზერა ქუჩისკენ გადაიტანა. გაგამ მანქანა მოულოდნელად დაატორმუზა ბექას შეხედა და უთხრა -ე-ე ბიჭო, ხო გითხარი რატომაც ვერ ვიქნები, არ მინდა რა ეს მეჯვარეობა და რაღაც, ბიჭს მოგინათლავ 9 თვეში ბიჭს... -უთხრა და ისევ გააგრძელა გზა. -და იმ გოგოს ამბავი რა ვქნათ ?! -ერთხელ კიდევ მიხსენებ მაგ ვიღაც პროვინციელ გოგოს და ვაფშე არ წამოვალ შენ ქორწილში -უთხრა უკვე გაბრაზებული და ნაწყენი ხმით გაგამ. -ბიჭო რა გინდა, მშვენიერი გოგოა, თან არც სვამს, არც ეწევა, არც ყირაზე გადადის ! -რა მემაჭანკლები ბიჭო, არ მინდა და მორჩა ვაა ! -მარიც რო დაგიწყებს კიკინს მერე ნახე შენ... -თქვა ბექამ და თან თავისთის ჩაიფხუკუნა, ისე რომ უფრო გაეღიზიანებინა გაგა. -ჩაგსვამ ახლა ძირს და მოგიწევს მარტო წასვლა სმოკინგზე -თქვა წარბეშკრულმა გაგამ და თან სვლა შეანელა. -კაი ბიჭო ნუ ტირიხარ, არ გინდა ნუ გინდა. ვინ გეხვეწება ?! -თქვა ბექამ და წარბები მაღლა აზიდა. * * * -მარიი, დე ჩამოდი ქვევით შენი მეგობარი მოვიდა. -უთხარი რა დე ამოვიდეს, ზომებს მიღებს ვაკო -მუდარით თხოვა მარიმ დედას. კიბეზე ბრახა-ბრუხით ავიდა გოგო, რომელიც მარის დედამ მის მეგობრად მოიხსენია. ვაკო რომელიც ჩამუხლულიყო და მარის კაბისთვის ზომებს იღებდა, მისი დანახვისას წამოხტა, საჩვენებელი თითი ნიკაპზე მიიდო და ინტერესიანად შეავლო თვალი, მისი დაჟინებული მზერით გაოგნებული გოგო ერთ ადგილას გაქვავებულიყო და მის ინტერესიან მზერას თვალს არიდებდა, ვაკომ წრე დაარტყა მის სხეულს და ბოლოს მარის უთხრა -მარი ეს გოგონა მჭირდება ახალი კოლექციისთვის. მარის ჩაეცინა და მერე თქვა -მე რას მეუბნები ვაკო, თავად მას უთხარი... -გამარჯობა, მე ვაკო. -მე ელი. -თქვა და ვაკოს გამოწვდილ ხელს თავაზიანად უპასუხა. -ესეც ასე, უკვე ვიცნობთ ერთმანეთს, იქნები ჩემი მოდელი ახალ კოლექციაში? ელი ამჩნევდა მარის ღიმილიან სახეს, რაც უფრო აღიზიანებდა. -იცი, არ მინდა. -უთხრა და თვალი ჩაუკრა. -ვაკოო, ცოტა ხანი გადი რაა და მერე შემოდი, დედაჩემს მოუფიქრე მანამ რაიმე. -უთხრა მარიმ ვაკოს და შემაღლებული ადგილიდან ჩამოვიდა რომ მეგობარი მოეკითხა, ვაკოც ნაზი ტანის რხევით გავიდა ოთახიდან და კარი გაიხურა. -გოგო ეს პიდარასტი სად იშოვე ? -უთხრა ელიმ და თან წამოხურებულ ლოყებზე ცივი თითები მიიდო. -გოგო -ვეღარ იკავებდა სიცილს მარი-იცი რა საყვარელია ?! -უთხარი ნუ მათვალიერებს ისე თორე იმ ცისფერ თვალებს დავთხრი. -გაბრაზებული ელი სკამზე მოწყვეტით დაეშვა. -რა ქენი კაბა ? -აზრზე არ ვარ რა ჩავიცვა, ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. -მეჯვარეობაზე რო უარი მითხარი მეტის ღირსიც ხარ. -ე კაი რა მარი ხო იცი არ მიყვარს ეს თავის გამოდებები, ხო დაგპირდი სხვა რაღაცებს მოვაგვარებ-თქო. ნუ იბუტები !! -კაი კაი, რა ქენი მოაგვარე ის საქმე ? -კი დღეს ვიყავი ქორეოგრაფთან, ვუთხარი 7 8 წყვილზე რაიმე ცეკვა მინდა 8 წუთამდე-მეთქი და კი რა პრობლემაა როცა მოიცლით დამირეკეთ მე მანამ რაიმეს მოვიფიქრებო -კაი ქორეოგრაფია ? -გოგო სუხიშვილია -თქვა ამაყად ელიმ... -აუ ერთი კაი ცეკვა არ დამიდგას ?! -მენდე რაა. -შენი მეწყვილე ვინ იქნება ელი ? -უთხრა მარიმ ელის და თან თავის საქორწინო ბეჭედს ჩააშტერდა. -ვინ იქნება და სკამი. არავინაც არ იქნება. -ის ბიჭ... -სიტყვა აღარ დაასრულებინა ისე ჩაეჭრა -კიდევ ერთხელ მიხსენებ იმ ბიჭს და როგორც ჩამოვედი ბერლინიდან ისევე დავბრუნდები უკან. -თქვა ელიმ და მაგიდაზე დადებულ წყალს ეცა -კაი რაა, ნუ იცი ეს დაპრანჭვები, ძაან კაი ბიჭია, თან ბექას ძმაკაცია, თბილისში გაჩითული როჟაა, ნახევარი თბილისი მაგის "გოგოობაზე" ოცნებობს და შენ რა გჭირს ვერ გავიგე ?! -ხოდა მე მაგ ნახევარ თბილისში არ შევდივარ და შემეშვი თორე საერთოდ არ მოვალ შენ ქორწილში. -როგორც გინდა. ბევრს დაკარგავ იცოდე. -უკეთესებიც დამიკარგავს-უთხრა ნიშნისმოგებით ელიმ და თან წყალი მოსვა -ხო მაგალითად დემე არა ?! -მარიმ უკვე ვეღარ შეიკავა თავი და გულიანად გადაიხარხარა -მაგ ლოთს ნუღარ მიხსენებ თორე არ ვიცი რას გიზამ. -სიბრაზე გამომეტყველებაში გაერია ელის. -არადა რა ღადო ტიპი იყო, გინდა თუ არა ცოლად გამომყევიო. -შენც კიდე რაა, 3 წლის წინანდელ ამბავს რატო მახსენებ ? თუ მეც გავიხსენო ლაშაები და გიორგები -თქვა ელიმ და თან თვალები ნაზად დაარხია ისე რომ მარი გამოეწვია. -ჩუმად შე იდიოტო არ გაიგოს არავინ. გოგონები საქორწინო მზადებას შეუდგნენ და ასე მოიტოვეს დღე... -გოგო აი როგორი ქორწილი მინდა იცი ?! მთელი თბილისი რომ 1 თვე მინიმუმ ამაზე ლაპარაკობდეს, შოუებით სავსე, მხიარული, კაი პონტიც რო იყოს რა ყველასთვის. -იქნება, იქნება ნუ ღელავ. -ელიმ თან ჯიბიდან მობილური ამოიღო და ვიღაცის ზარს უპასუხა... -გისმენთ -ელენე ბრძანდებით არა ? -დიახ დიახ. -ლევანი ვარ სუხიშვილებიდან. -ა-ა, გისმენთ -დარბაზის ნახვა გვინდა მე და მაკოს და შეგიძლიათ რო გვაჩვენოთ. 1 კვირა რჩება და მაინც გათვლილი რო გვქონდეს ყველაფერი. -კი კი "........." მოდით და მე დაგათვალიერებინებთ და გაგაცნობთ ყველაფერს. -კარგით 1 საათში მოვალთ. -ვინ იყო ?-იკითხა მარიმ -ქორეოგრაფი, ნახვა მინდა დარბაზისო. -მიდი მიდი გაიქეცი, არ დაგაგვიანდეს -უთხრა აფორიაქებულმა მარიმ -რა გჭირს გოგო რა განერვიულებს, 1 საათში მოდიო. -რავიცი, არ დაგაგვიანდეს. -ამ დროს კარი ვაკომაც შემოაღო და ისევ ისეთი ტანის რხევით შემოვიდა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა ელი და თავის ადგილს დაუბრუნდა, მარის ისევ ისე ჩაეცინა და ელიც ბღვერით გავიდა ოთახიდან, მარის დედას ლალის გამოემშვიდობა და წავიდა... * * * ადრენალინის და სიჩქარის მოყვარულ გაგას არც ახლა გამოუდია თავი გამონაკლისით და თავის ჯიპს მერანივით მიაქროლებდა, თავის მაღაზიასთან როგორც ყოველთვის ცარიელი ხვდებოდა მისი ადგილი გასაჩერებლად მაგრამ დღეს გამონაკლისის სახით მის ადგილას დაბალი შავი ბეემვე იდგა, ცოტა არ იყოს გაბრაზდა გაგა და ისევე როგორც სპილო ჭიანჭველას გასრესს ხოლმე თავისი ჯიპით ოდნავ გაკრა ბეემვეს საბურავი... ჩაირთო სიგნალიზაცია და რა თქმა უნდა ყველას ყურადღება მაშინვე მიიპყრო, მაღაზიიდანაც გამოვარდა გაბრაზებული გოგო და დაელოდა გაგას რომ მანქანიდან გადმოსულიყო. გაგასაც ბევრი არ უცდია და მანქანიდან ჩამოვიდა, გოგო უკვე გამწარებული ილანძღებოდა რომ ეს უზრდელობა იყო და მეტი არაფერი. -დიდი ამბავი თუ შენ ადგილას 2 წუთით დავაყენე მანქანა. -ნუ ყვირიხარ რაა. თუ იცოდი რომ ჩემი ადგილი იყო რაღატო აჩერებდი. -ჯერ ერთი ახლა მითხრეს და მეორეც ნაყიდი არ გაქვს. -მაქვს.- გოგო მოემზადა შესაბღვერად მაგრამ სიტყვა პირზევე შეეყინა და მანქანაში ცოფებდაყრილი ჩაჯდა. გაგა კიდევ კმაყოფილი და ღიმილიანი სახით უყურებდა გოგოს და თავისი საქციელით ამაყობდა. (2) იდიოტი. როგორ თქვა "ნაყიდი მაქვსო", რა ტუტუცები არიან, ეთქვა წესიერად, "ზუაჩკაც" აღარ მაყიდინონ, პურის საყიდლად რომ შევსულიყავი შეიძლება აღარც დამხვედროდა მანქანა, უუხ როგორ მეშლება ნერვები, დებილი დეგენერატი. -ილანძღებოდა გოგონა ბეემვეთი და თან გიჟივით მიაქროლებდა მანქანას, კიდევ კარგი გზა თავისუფალი იყო თორემ იმსხვერპლებდა კიდეც ვიღაცას. დანიშნულების ადგილას მალევე მივიდა, როგორც ჩანს მაკო და ლევანი უკვე მისულები იყვნენ და მას ელოდნენ. -გამარჯობათ, დავაგვიანე ?-იკითხა მორიდებით ელიმ. -არა არა, ჩვენ მოვედით ადრე. -კარგი. შევიდეთ ხო ? -კი კი შევიდეთ. დარბაზში ფუსფუსი არ წყდებოდა, დღეს მარისთან მყოფი ვაკო ახლა დარბაზში წყვილის კუთხის დიზაინზე ფორიაქობდა, ხან რას უწუნებდა, ხან რას. დატანჯა საცოდავი მომსახურე პერსონალი, ხან მაგიდის საფარს დაუწუნებდა რის გამოც ხან სად გზავნიდა ხან სად. ოფლად იღვრებოდნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები და ჭიანჭველებივით ირეოდნენ ერთმანეთში. ელი გაოგნებული უყურებდა დარბაზში შექმნილ ვითარებას, მერე ასეთი არეულობისთვის ბოდიში მოუხადა მაკოსა და ლევანს და ვაკოსკენ წავიდა. -ვაკო არა ?! -კითხა და წარბშეკრულმა მხარზე ხელი დაკრა ბიჭს. -ვაა ელი ?! რა კარგი მაისური გაცვიაა ! -თქვა ვაკომ და თითებით მაისურის ხარისხი გასინჯა და კმაყოფილიც დარჩა. -დარბაზი ჩვენ გვჭირდება ვაკო 1 საათით და იქნებ დაიშალნონ ესენი. -კაი არ არის პრობლემა, დღეს მაინც ვათენებთ და 1 საათი დაგითმობთ. -ათენებთ ?! -ხო აბა 1 კვირაში იმდენი რამეა მოსასწრები მხოლოდ დღეები არ გვეყოფა. -და ასე ვირებივით უნდა იმუშაოთ ? -შენც ჩათრეული თუ ხარ მასე მოგიწევს. -თქვა ვაკომ, ტაშის კვრით დაშალა ყველა და ერთი საათის შემდეგ ისევ დაიბარა, თვითონ კი სავარძელში ჩაჯდა ფეხები მის წინ პატარა სკამზე შემოაწყო და ჟურნალის თვალიერება დაიწყო, ელი შეტრიალდა და ლევანს და მაკოს თხოვა მოსულიყვნენ... -ესე იგი ელენე, ჩვენ 10 კაცი მოგვყავს ანსამბლიდან, პროგრამას შეარჩევთ თუ როგორ იქნება ? -არა არა პროგრამა თქვენზეა, ოღონდ რაც შეიძლება მაგარი უნდა იყოს, აი ისეთი რო ხალხი არც ელოდეს და შოკში ჩავარდეს -ლევანი და მაკო აფორიაქებულ ელის უსმენდნენ რომელიც ნერვიულობისგან ბოლთას სცემდა და თან ხელების ქნევით ცდილობდა ყველაფერი აეხსნა მათთვის, მარის ნერვიულობა გადამდები აღმოჩნდა, ელიც აღელდა და უკვე ვეღარც ხვდებოდა რას აკეთებდა, ისე ჩაითრია ამ საქორწილო საქმეებმა თითქოს მისი ქორწილი ყოფილიყოს. -მაგრამ რაღაც მინდა რომ გთხოვოთ -თითქოს ეხლაღა გაახსენდაო ისე თქვა ელიმ -რა იყო ? -უთხრეს ლევანმა და მაკომ და ერთდროულად შეხედეს თვალებში. ელი ახლოს მიიწია მათთან თან ისე რომ ვაკოსკენ თვალებს აპარებდა, არ უნდოდა გაეგონა რაიმე. -მოკლედ, თქვენი დახმარება მჭირდება. 7წელი ვცეკვავდი, მაგრამ მერე რაღაც ტრავმის გამო მომიწია თავის დანებება, სხვათა შორის მეც სუხიშვილებში ვცეკვავდი, აღარაფერი აღარ მახსოვს მაგრამ ძალიან ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ და ერთი ცეკვა მასწავლეთ რაა, მინდა რო სიურპრიზად გავუკეთო. -კი რა პრობლემაა, ხვალ მოდი ჩვენთან სარეპეტიციოში და რაღაც მონახაზი გავაკეთოთ. ნუ თუ დადიოდი მითუმეტეს აითვისებ. -ხო რა, თავს არ ვიქებ მაგრამ ფეხი მოქნილი მაქვს. ამიტომ რავიცი რა გამომივა მგონი რამე. -შპაგატში ჯდები ? -კითხა მაკომ. -რა თქმა უნდა. -უთხრა ელიმ და მარტივი მოძრაობითვე ჩაჯდა იატაკზე შპაგატში. -ყოჩაღ. -თქვა ლევანმა და წამოდგომისთვის ხელი შეაშველა ელის. ამ დროს სუხიშვილებიც მოვიდნენ დაახლოებით 10 გოგო ბიჭამდე და ლევანთან ერთად რაღაცაზე საუბარს შეუდგნენ, ელისთან მაკო მივიდა და კითხა -რა ტრავმა მიიღე ? -მუხლი ვიტკინე -ვინ გასწავლიდა ? -ლელა. -ძალიან კარგი ფორმა გაქვს და თან გეტყობა რომ მოქნილიც ხარ. -ლელას დამსახურებაა. -ხვალ 12 გელოდებით სარეპეტიციოში. -კაი აუცილებლად მოვალ. მაკოც შეუერთდა მოცეკვავეებს და მათთან ერთად შეუდგა გეგმის დაწყობას. ღელვამ იმატა, მათი შემყურე ელი უფრო და უფრო ნერვიულობდა, ვაი თუ ყველაფერი ისე არ გამოსულიყო როგორც სურდათ, ვაი თუ იმედები გაეცრუებინათ, მისი მობილურიც აწკრიალდა -ხო მარი -კიდე დარბაზში ხარ ? -ხო გოგო მოვიდნენ მოცეკვავეები და რაღაცებს გეგმავენ, შენ რას შვრები. -რავიცი მე და ბექა სტუმრების სიას ვავლებთ კიდევ ერთხელ თვალს და იმდენი ვიღაც აკლია რო 1000 კაცზე გავდივართ. -კაი რა ამბავია გოგო, ხალხი ერთმანეთზე უნდა დასვათ ? -გოგო დარბაზი კი დაიტევს მაგრამ 1000 რა ამბავია რაა, მეც მაგას ვწუწუნებ ძაან ბევრია მეთქი მაგრამ რავიცი... -შეამცირეთ ცოტა თქვენაც. თქვენი ქორწილია ვიღაცის ხო არაა. -ხო რა, კაი მიდი მიხედე შენ მაგათ და ხვალ გამო ჩემთან. -კაი კარგად. ყურმილი დაკიდა და მის წინ ლევანიც გაჩნდა. -11 ცეკვა გაწყობთ ? 8 მასის და 3 სოლო. -საკმარისი იქნება ვითომ ? -თუ გინდათ დავამატებთ არ არის პრობლემა. -არა დამატებით არა მგონია საჭირო იყოს იმიტო რო სამეჯლისოებიც იქნებიან და ქართული მგონი საკმარისია. -კაი ელენე, წავედით მაშინ ჩვენ და ხვალ გელოდებით სარეპეტიციოში. -დიდი მადლობა ლევან. ელიმ მოცეკვავეები გააცილა თვითონ თავის ბეემვეში ჩაჯდა და დიდი სიჩქარით მოწყდა ადგილს. მუსიკა ხმამაღალზე ჩაერთო, მინა ბოლომდე ჩამოეწია და თან მუსიკას აყოლებდა თავს. ივნისის სიცხე მაინც თავისას შვრება, ყველაფერი ჩახუთულია ქალაქში, მტვერი, უჰაერობა, სიცხე... საშინელებაა ერთი სიტყვით. ელიც მოუხერხებლად აწებებული მანქანის სავარძელზე სიცხისაგან აწითლებულ სახეს გაყინული ბოთლით იგერიებდა... გზას თამამად მიიკვლევდა რომ მოპირდაპირე მხარეს შავ პაჯეროს მოკრა თვალი, არც პაჯეროს დარჩა შეუმჩნეველი, იმ განსხვავებით რომ პაჯერო სიგნალითა და ღიმილით შეხვდა, ბეემვე კი წარბაწეული და გაბრაზებული. არც ერთს შეუწუხებია თავი ზედმეტი ხლართვისაგან, ის მის გზას დაადგა, ელი მისას... ნერვები კიდევ ეშლებოდა და თან ფიქრობდა მიბრუნებულიყო თუ არა უკან და ეთქვა თუ არა იმ თავხედისთვის რაიმე, მაგრამ მაინც თავის შეკავება არჩია და სახლში მივიდა. (3) * * * -აბა ბიჭებო რა ქენით ?! -იკითხა დარბაზში მისულმა გაგამ, რომელიც თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა თითქოს ვიღაცას ეძებსო. -ბექა სად არის, არ მოსულა ? -არა ბატონო გაგა. -ბატონო იქნება, გაგა და ვსო. -კარგი გაგა. მოიცა ერთი დავურეკო, სად წავიდა ამდენი ხანი, ხომ მომწერა მიდი და მოვალ მეცო. რას მომათრია თუ არ მოდიოდა-ფიქრობდა და ბურტყუნებდა თავისთვის გაგა თან მობილურში ბექას ნომერს ეძებდა. -ბიჭო ბექუშ სად ხარ? -ა-ა 2 წუთში მანდ ვარ, ბენზინი გამითავდა და ნუ მოვალ უკვე რა. -კაი მიდი. ყურმილი დაკიდა და დარბაზს დააკვირდა -რატომ არ არის არაფერი შეცვლილი ? ხომ გითხარით მაგიდები მიალაგეთ-მეთქი ! ისე ბრაზდებოდა და უწევდა ნელ-ნელა ხმას რომ კედლები ლამის დაშლილიყვნენ მისი შიშით. -ხომ ვთქვი არა ?! არ მისმენთ რო ვლაპარაკობ ? -იმეორებდა ყვირილით გაგა, იქ მყოფი მომსახურე პერსონალი კი ადგილზე გაქავავებულები უსმენდნენ. ისევ მოემზადა გაგა სიტყვის სათქმელად მაგრამ ბექამ შეაწყვეტინა რომელიც ახლახან შემოვიდა დარბაზში. მივიდა გაგასთან ახლოს და უთხრა -კაი შე*ემა რა გაყვირებს ?! -ბიჭო 2 დღეა ვყვირი მაგიდები მიალაგეთ-მეთქი და ტრა*ი ვერ გავაქანებინე რაა, გადამრიეს ბიჭო, რა ზანტი ხალხია. -მერე ასე ყვირილით შეაგნებინებ რამეს ? -ვერც ისე ვერ შევაგნებინე ვერაფერი. -კაი აბა ბიჭებო საქმეს მიხედეთ, სანამ აქ ვარ -თქვა ბექამ და მომსახურე პერსონალი გამოაფხიზლა, თვითონ კი ერთ-ერთს თხოვა ლუდი მოეტანა და გაგასთან ერთად სკამზე ჩამოჯდა... გაგა მოყვა დღევანდელ ინციდენტს სიცილით და ბექაც გაახალისა, ისე ბჟირდებოდა იმ გოგოს სახეზე რო იკრუნჩხებოდა და სულს ძლივს ითქვამდა. იმის აღნიშვნას კი მოერიდა რომ გოგო საკმაოდ კარგი იყო. ბექაც გაახალისა გაგას ამბავმა. -ბიჭო თვალი ეცათ თუ რა დაემართათ წამში მიალაგეს მაგიდები -თქვა გაგამ. -ეს მე ვარ ჯინი. -იყავი ძმაო იყავი. დარბაზში ისევ მომსახურე პერსონალი და ვაკო დარჩა, ბექა და გაგა კი სახლში დაბრუნდნენ.... * * * ასე ფუსფუსში მიილია შემდეგი 4 დღე, ელიმ მთელი ეს დღეები თითქმის სარეპეტიციოში გაატარა, მშვენივრად ითვისებდა ყველაფერს და მოცეკვავეებსაც გაცვიფრებულს ტოვებდა... მარის ნახვას ფიზიკურად ვერ ახერხებდა და როცა მოცეკვავეები დარბაზში მიდიოდნენ ის მაინც სარეპეტიციოში რჩებდა და თავგადაკლულად ვარჯიშობდა რომ თავისი სიურპრიზით ყველა გაეკვირვებინა. გაგა და ბექა კი საქმეებს თავს ძლივს უყრიდნენ, ერთი რაღაც რომ გაკეთდებოდა მეორე ფუჭდებოდა, მეორე რომ გაკეთდებოდა მესამე და ასე ეწებებოდა პრობლემა პრობლემას... გადაწყვიტეს რომ დარბაზში ნეფე-დედოფალი ფაიტონით მისულიყო, რადგან უფრო ეფექტური ყოფილიყო... გაგა აჟიტირებული ყვებოდა ყველაფერს რაც დაგეგმილი იყო, რაც შეიძლება მოყოლოდა ემოციად ამ ქორწილს და ბექაც სიამოვნებით უსმენდა ხოლმე მის იდეებს. ნერვიულობა პიკს აღწევდა, ვერავინ ისვენებდა, მარის დაქალები გამონაკლისის ელის სახით მუდამ მარისთან იყვნენ, ბექა გაგასთან ერთად ყველა პრობლემის გადაჭრას ცდილობდა და სახლში მისვლასაც კი ვერ ახერხებდა. მოკლედ გაგას ბექას და ელის ასე ვთქვათ 24 საათიანი რეჟიმი ჰქონდათ, დანარჩენნი კი უბრალოდ შედეგს ელოდნენ. * * * -ყოჩაღ ელენე,შედეგით გაცვიფრებული ვარ. -თქვა ლევანმა და ტაში დაუკრა, ლევანის ტაშს ანსამბლის ტაშიც მოყვა და ასე აიყოლიეს მთელი ოთახი...ელი კი ჯერ კიდევ ძირს იყო გათხლარშული დაღლილობისგან გათიშული და ტაშს მხოლოდ ღიმილით პასუხობდა. -დღეს ხო თავისუფალი ვარ ?-იკითხა ძლივს წამომდგარმა ელიმ. -კი დღეს თავისუფალი ხარ, ხვალ შემოიარე ფორმას მოგცემთ და ეგარის. -კაი. კარგად აბა -თქვა ყველას გასაგონად ხმამაღლა და ყველას დაემშვიდობა. დღეს ბოლო დღეა, ხვალ ქორწილია, რა მეშველება მე ჯერ კიდევ არაფერი მიყიდია. -ფიქრობდა თავისთვის ელი და თან მობილურში ანუკას ნომერს ეძებდა. -სად ხარ ანუკა ? -გოგო კაბის საყიდლად გავდივარ შენ ? -მეც მაგას ვაპირებდი და უნდა მეთქვა გამყევი თქო. გამოგივლი 10 წუთში და წავიდეთ -კაი ქვემოთ დაგელოდები. ყურმილი დაკიდა მანქანაში ჩაჯდა და ანუკას სახლისკენ გასწია. "ფეხით მოვიარე მთელი ქალაქიო" ხომ გაგიგიათ ?! ხოდა ანუკამ და ელიმაც მთელი ქალაქი მოიარეს ფეხით რომ შესაფერისი კაბა ეპოვნათ და არც დარჩენილან იმედგაუცრუებულები... ბოლოს ერთ ერთ მაღაზიაში ბექას მოკრეს თვალი და იქაც შეიარეს. -ვაა ბექა ?! მარტო რატო დადიხარ "საშოპინგოდ" ? -იკითხა ანუკამ -არა რა მარტო ანუკ, გაგასთან ერთად ვარ უბრალოდ იცვლის და იქითაა. -თქვა ბექამ შებრუნდა გასახდელისკენ და დაიღრიალა -გაგაა მალე გამოხვალ ?! -მაცადე შე*ემა ტიტველი ხო არ გამოვალ -როგორც ჩანს გაგამ არ იცოდა რომ გოგონები იყვნენ შემოსულები... -კაი ჩვენ წავედით თორე ხვალ ცოცხლები ვერ ავდგებით. -კაი გოგოები კარგად. გოგონები გავიდნენ გარეთ და მხოლოდ ახლა მოკრა თვალი ელიმ შავ პაჯეროს რომელიც მაღაზიის წინ მოპირდაპირე მხარეს იდგა. იფიქრა უბრალოდ დამთხვევაა თბილისში ასეთი რამდენი შემხვდებაო და გზა ხალისიანად განაგრძო. ამ დროს გაგაც გამოვიდა და ბექამ უთხრა -რატო არ გამოხვედი ბიჭო ამდენი ხანი ?! იმ გოგომ შემოიარა. -ვინ გოგომ ? -შენ რო უნდა გაგაცნო -თქვა ბექამ და ჩაიფხუკუნა -ბექაა!! უკვე გითხარი, სულ არ მოვალ შენ ქორწილში. -მერე პერანგის ღილების შეკვრას შეუდგა და თან თქვა -კიდე კარგი არ გამოვედი თორე რა გაუძლებდა მერე შენ იდიოტურ რეპლიკებს. ამ დღეს ასე ვთქვათ "ქორწილური ამბები" დავარქვათ. რადგან ტანსაცმლის მეტი მათ წინ არაფერი ტრიალებდა... საღამოს დივანზე უგონოდ მიგდებულ ელის მობილურმა დარეკა მაგრამ დაღლილს იმის თავიც არ ჰქონდა რომ ყურმილი აიღო. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ როცა წყლის დასალევად წამოდგა, გამოტოვებულ ზარს რომელიც მარისგან იყო იმ წამსვე გადაურეკა. -ხო მარი. -გოგო მოკვდი ?! რამდენი ხანია არც გამოჩენილხარ და ზარებზეც იშვიათად თუ მპასუხობ. -ხო რავიცი რაა. -ხო რაიცი კი არა გამო ეხლა ჩემთან, ბიჭების არიან მოსულები მიდიან უკვე და გოგოები რჩებიან ჩემთან, თან კაბაც წამოიღე, ხვალ დილით მოვა აქ ვიზაჟისტი და მოგვხედავს ყველას. -კაი მოვდივარ. ელი მიუხედავად დიდი დაღლილობისა, თავისი მორთულობითურთ თავის ბეემვეში ჩაჯდა და მარისთან წავიდა... იქ მისულს შეუმჩნევლად არ დარჩენია სახლის წინ მდგარი შავი პაჯერო, ესეც უბრალოდ შემთხვევითობას დააბრალა და ლიფტის ჩამოსვლას დაელოდა... ლიფტში შევიდა და მე-12 ღილაკს მიაჭირა. * * * მე-12 სართულზე ლიფტთან მდგომი ბექა გაგა და გიორგი უკვე ვეღარ ელოდნენ ლიფტს რადგან დარბაზში რაღაც პრობლემა შეიქმნა და სწრაგად უნდა მისულიყვნენ ამიტომ სანამ ლიფტი ამოვიდოდა ისინი ფეხით ჩავიდნენ. (4) * * * -აუ ელი რა ზანტი ხარ რაა, ახლა გაგასწრეს ბიჭებმა. თორე ხო გაგაცნობდი იმ ბიჭს -თქვა მარიმ და ცხვირი დაჭმუჭნა -უი შემახსენე, ხვალ არის ხო შენი ქორწილი ?! -ღადაობ ხო ელი ? -ხვალ არ მცალია -თქვა და ცინიკურად გაუღიმა. -ე-ე რა გჭირს, სულ აღარ გიხსენებ მაგ ბიჭს. -მეც ეგ არ გითხარი ?! -თქვა კმაყოფილმა ელიმ და გოგონებთან ერთად დივანზე დაჯდა... -ჰა ახლა რა ქენი ცეკვები თქვი ?! -რა ვქენი და ხვალ მოვლენ, კაი პროგრამა გამოაქვთ და რავიცი რა ცეკვები მოგვარებულია. -აუ ისე ვღელავ რო ვერც კი წარმოიდგენთ. -წარმოდგენილი მაქვს -თქვა უკვე გათხოვილმა დაქალმა სალომემ და თან ისეთი საცოდავი სახით რომ ყველას სიცილი აუვარდა. მოკლედ ის ღამე თითქმის ჭორაობაში და სიცილ-ხარხარში გაათენეს, მაგრამ ბოლოს მაინც ძილი არჩიეს რომ შემდეგი დღე თვალებდალურჯებულებს არ გაეტარებინათ. ელის განსაკუთრებით უნდოდა ძილი, რადგან იცოდა ხვალ მძიმე დღე ელოდა... სხვებისგან განსსხვავებით მას უამრავი საქმე ჰქონდა... დილას პირველი ელი წამოხტა და სააბაზანოში შევარდა, სახლში უკვე მოსულიყო ვიზაჟისტი და ერთი დავიდარაბა იყო შექმნილი... ვინ რას ეძებდა, ვის რა უნდოდა. რა სად იყო, მოკლედ, სხვისთვის არავის ეცალა, ყველა თავისთვის ზრუნავდა. იქიდან გამომდინარე რომ ჯვარს ჯერ არ იწერდნენ 4 საათამდე დრო ჰქონდათ, მაგრამ 2 საათი ისე მალე მოვიდა რომ კაბაც კი არ ჰქონდა ჯერ არავის ჩაცმული... ელის რა თქმა უნდა მანამ საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი ამიტომ მაკიაჟი პირველმა გაიკეთა, გოგონებს გამოემშვიდობა უთხრა გავდივარო და სარეპეტიციოში წავიდა... ერთხელ კიდევ შეასრულა თავისი სოლო ნაწილი მეწყვილესთან ერთად და ფორმის მოსარგებად წავიდა... ყველა წავიდა... დარბაზში... მხოლოდ ლევანი მაკო ელის მეწყვილე და ელი დარჩნენ "გარდერობში", ელისთვის ფორმის შერჩევა ძნელი არ ყოფილა... ისინიც მოემზადნენ და დარბაზისაკენ წავიდნენ, მაგრამ იმ განსხვავებით რომ 4 უკვე შესრულებულიყო, ისინი კი მინიმუმ 30 წუთს იქ ვერ მივიდოდნე, ელი კი კიდევ 1 საათამდე ვერ გამოჩნდებოდა დარბაზში სანამ თავისი ცეკვის დრო არ დადგებოდა... დარბაზში რომ მივიდნენ მეორე სართულზე პატარა ოთახში დაიკავეს ადგილი, მაკოს დამხარებით ელიმ ფორმა გადაიცვა და პატარა ფანჯრიდან ადევნებდა თვალს. ნეფე-დედოფალს უკვე დაეკავებინათ თავიანთი ადგილი... * * * -გოგო ელი სად ჯანდაბაშია ? -იკითხა ჩურჩულით მარიმ რომელიც ბექას გვერდით იმშვენებდა სადედოფლო კაბით ადგილს... -არ ვიცი წესით აქ უნდა მოსულიყო...-თქვა მარის მეჯვარემ და ელის დაქალმა ანუკამ. -მიდი რა კითხე გოგოებს. მოვკლავ მაგ იდიოტს. მარიმ თითით ანიშნა ერთ-ერთს მოსვლა, ისიც გაკვირვებული სახით მიუახლოვდა და შეუმჩნევლად დაუწყო საუბარი. -გოგო ელი სადაა? -მე რავიცი, აქ უნდა იყოს სადმე. -მოძებნე მიდი. -კაი... გოგონა ღიმილიანი სახით დაუბრუნდა მაგიდას სადაც მხოლოდ ნეფესა და დედოფლის მეგობრები ისხდნენ... მაგიდას წრეზე მალევე მოედო ამბავი რომ ელი აქ არიყო და ყველა ეძებდა თვალებით. ბიჭები რა თქმა უნდა არ იცნობდნენ ელის მაგრამ მაინც ცდილობდნენ როგორმე გაერკვიათ მისი ადგილსამყოფელი... მერე რამოდენიმემ შეხედა მარის და ანუკას და ხელების გადაჯვარედინებით ანიშნეს რომ აქ არ იყო. მარი უკვე ისე ცოფდებოდა რომ სახე სულ მთლად მოეკუშტა. უნდოდა წამომხტარიყო და ხმამაღლა დაეყვვირა ელისთვის თუ სადმე იყო მაგრამ თავს იკავებდა... მოუსვენრობისგან აქეთ იქით წრიალებდა. მათი ყურადღება კი ცოტა ხნით სუხიშვილების შესრულებულმა ჯუთამ მიიპყრო... დარბაზი ქუხდა აპლოდისმენტებით... ისინიც მადლობას იხდიდნენ თავის კვრით და უღიმოდნენ... უკვე 6 სრულდებოდა და ელი მაინც არ ჩანდა... დარბაზის უმრავლესობამ შეიტყო დედოფლის შფოთვა რომ ელი დარბაზში არ იყო ამიტომ უმეტესობის მზერა შემოსასვლელისკენ იყო მიბჯენილი მათ შორის გაგასიც რომელმაც სულაც არ იცოდა რომ ეს ის ელი იყო: 1. რომლის გაცნობასაც უპირებდნენ 2. რომელმაც მისი ადგილი წაართვა მაღაზიასთან. წყვილს დაისის შესრულება მოუწიათ და ქვევით ჩამოვიდნენ, ელის გამოსვლის დროც ახლოვდებოდა და უფრო და უფრო ღელავდა... დაისი მშვენივრად შეასრულეს და სანამ ზევით ავიდოდნე თამადამ შეაყოვნა, დაიწყო მათ დღეგრძელობა თავგადაკლული სიტყვით და გრძნობებით რომ მასთან ერთი ახალგაზრდა მივიდა და რაღაც ჩასჩურჩულა. თამადა გასწორდა, მხრები განზე გაშალა, ჩაეღიმა და ხმამაღლა გამოაცხადა. -სპეციალურად მარისა და ბექას, ელისაგან. ხალხური ტრადიციული ინსტრუმენტებით გაჟღერებულ დარბაზში შემოვარდა ბიჭი რომელიც თავისი მოძრაობებით თავ-ბრუს ახვევდა ყველას... მარი მაინც ბრაზდებოდა იმაზე რომ ელი არ ჩანდა, განა კი რა იცოდა რომ ელის უნდა შეესრულებინა ეს ცეკვა... მალევე გამოჩნდა ელი, რომელიც არცერთ სუხიშვილს არ ჩამოუვარდებოდა ცეკვით ამიტომ ვერც ვერავინ იფიქრებდა რომ ელი იქნებოდა... მოქნილად ხმარობდა ფეხს და ჰაერში დაბზრიალდებდა, ფაფახი რომელიც თავზე ეხურა და ლამის ცხვირამდე ფარავდა ხელს უწყობდა იმაში რომ ვერავის დაენახა... ყველა გაცვიფრებულები უყურებდნენ წყვილს და ღიმილი დასთამაშებდათ, მეგობრების მაგიდაზე ამბობდნენ კიდეც :მის გაკეთებულ საჩუქარს თავად არ უყურაო და მსგავსი ტექსტები... ტაშს აქა იქ აყოლებდნენ რიტმულად მაყურებლები... ბოლოს როცა ცეკვა დასასრულს მიუახლოვდა და ელიმაც ბოლო ილეთი დიდი ენთუზიაზმით შეასრულა, ადგილზე გაჩერებულმა ფაფახი თავიდან მოიხსნა და თავისი წაბლისფერი თმა ძირს ჩამოეშალა... -რაააა?! ელიი ?! -გაკვირვებული სახით თქვა მარიმ. -ბექა, ბექა შეხედე, ეს ხომ ელია. -გაოცებული და აჟიტირებული იძახდა მარი. -ელი ?! -ბექაც არანაკლებ გაოცდა.. მეგობრების მაგიდიდან გოგოების განწირულ კივილსა და გაოცებას ბიჭები თავიდან ვერ არჩევდნენ, ვერც კი ხვდებოდნენ რა ხდებოდა, როცა ერთ-ერთმა დალაგებულა უთხრა თ რა ხდებოდა ყველა გაცვიფრდა. ყველაზე მეტად კი მაინც გაგა გააკვირვა ნაცნობმა სილუეტმა რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა... მქუხარე ტაში არ წყდებოდა და ელის გახარებული უხდიდა თავის კვრით მადლობას... ბოლოს კუთხისკენ წავიდა ორ პარკს მოკიდა ხელი და წყვილისკენ წავიდა, აპლოდისმენტები ჯერ კიდევ არ წყდებოდა. -ბიჭო ვინ არის ეს გოგო ?-იკითხა გაგამ -აზრზე არ ვარ ვინააა. -უპასუხა გიომ ელი მარისთან მივიდა თბილად ჩაეხუტა და პარკი გადასცა, ანალოგიურად ბექასაც. ცოტა ხნით შეაყეა მარიმ ელი. -გოგო ეს შენ იყავი ?! -ისე გაცვიფრებული ეკითხებოდა, ჯერ კიდევ დაბნეული სიტყვებს თავს ვერ უყრიდა და ეხუტებოდა. -კაი მარი გამიშვი ახლა გამოვიცვალო და მოვალ... ელიმ მეგობრების მაგიდასთან ახლოს ჩაიარა , გაუღიმა ნაცნობებს და გამოსაცვლელად წავიდა... ქეიფი უკვე ეშხში იყო შესული რომ შემოსასვლელში უკვე შავ კოჭამდე ღრმად ზურგამოღებულ კაბაში გამოწყობილი ელი შემოვიდა და მაშინვე მიიპყრო ნაცნობის თუ უცნობის ყურადღება. მაშნვე ტაშით შეხვდნენ მას, ვინ მიხვდა რომ ეს გოგონა რამდენიმე წუთის წინ ცეკვავდა ისინიც ვინს ვერ მიხვდნენ... ელი კი გახარებული იმით რომ ძალიან კარგი საჩუქარი გამოუვიდა მეგობრების მაგიდისაკენ წამოვიდა... ბიჭები ინტერესით ათვალიერებდნენ კიდევ ერთ ლამაზმანს რომელიც მის მშვენიერ ტანს ნაზად მოარხევდა. (5) * * * -ელი! -გაისმა ერთ-ერთი მაგიდიდან ხმა და ელიც იქით წავიდა... -ვაა თიკუნაა ?! რატო არ ხარ იქით ? -გოგო რავიცი აქეთ კლასელები დავსხედით მარტო, დაჯექი რა შენც აქ. -კაი, რა მნიშვნელობა აქვს სად დავჯდები. -თქვა ელიმ და თიკუნას გვერდით დაიკავა ადგილი. მეგობრების მაგიდიდან გოგოების გაკვივრვებული მზერა გამოსჭვიოდა, ბიჭებმა მოეფარა თუ არა თვალს ელი თავი ანებეს და ქეიფი გააგრძელეს... რამდენიმე გოგო მივიდა ელისთან და თხოვეს მათ მაგიდასთან გადასულიყო, მაგრამ ელიმ იუარა "უხერხულიაო" და კლასელებთან ერთად გააგრძელა მოლხენა... გაგას აღარც კი გახსენებია, ნასვამს ელი, რომელიც მის თვალებს ღრმად ჩაწვდა... ქორწილი როგორც იმედოვნებდნენ შესანისშნავი გამოვიდა, ყველა კმაყოფილი და აღფრთოვანებული იყო, ნეფე დედოფალი კვლავ ფაიტონით წავიდა, გალეწილ ბიჭებს კი რამდენიმე ფხიზელმა მოუარა. ელიმ რომელიც ღიმილიანი სახით გამოდიოდა დარბაზიდან ანუკასთან ერთად, კვლავ შავ პაჯეროს თვალი, უცებვე დასერიოზულდა მაგრამ იფიქრა რომ ის მისი აქილევსის ქუსლი იყო და გზა ისევ ღიმილიანად განაგრძო... ანუკასთან ერთად შავ პაჯეროში ჩაჯდა და სახლისკენ წავიდა. -ანუკ დარჩი რა დღეს ჩემთან. -ძალიან მთხოვ ? -კი ძალიან. -კაი, სახლში გამატარე მეორე დღისთვის ავიღო ტანსაცმელი და წამოვალ. -კაი. გოგონები იმდენად დაღლილები იყვნენ, სახლში ავიდნენ თუ არა გათიშულები მიესვენნენ, ცოტა ხანი ანუკა მოჰყვა ელის ქებას რომელიც მშვენივრად ცეკვავდა მერე კი ლაპარაკშივე ჩაეძინა... დილით ორივეს გვიან გაეღვიძა... არც მარის ზარებს გაუღვიძებიათ არც ბექას და არც უამრავი მეგობრის ზარს, უბრალოდ მეზობლის ჩართული ელექტრო დრელი მათ ძილს არ ესიამოვნა და ორივე გამოაფხიზლა... -აუ დრო არ იციან შენმა მეზობლებმა ? -კითხა თვალების ფშვნეტით ანუკამ. -რავიცი რაა, საათი რომელია ? -მოიცა ვნახო -თქვა ანუკამ და გვერდით კომოდზე ხელის ფათურით მობილურის ძებნა დაიწყო-რააა? 2 სააათია. ელი უცებვე წამოხტა, თავის მობილურზეც გადაამოწმა და გიჟივით წამოფრინდა ლოგინიდან. -მარი მოგვკლავს გოგო, კაი მე არაფერი, შენ მეჯვარე ხარ, როგორ ჩაგვეძინა... -აუ რავიცი რა ბოთეები ვართ. -სიტყვის თქმას არ აცლიდნენ ერთმანეთს ისე ეძებდნენ გამწარებულები ტანსაცმელს... როგორც იქნა გამოეწყვნენ და სალონში წავიდნენ... -ელი სიჩქარეს მოუმატე რაა ! -გოგო საცობია და რანაირად მოვუმატო... როგორც იქნა სალონამდეც მიაღწიეს, ბეემვედან გადმოსულ ელის თვალში კიდევ ერთხელ მოხვდა შავი პაჯერო რომელიც სალონის წინ იდგა... შიგნით შესულებს ბექაც იქ დაგხვდათ? -ოჰ სიძე კაცო, შენ აქ რა გინდა მეორე დღეზე რატო არ ხარ. -უთხრა ელიმ და თან მაკიაჟის გასაკეთებლად მოიკალათა თავი. -3ზე უნდა ვიყოთ იქ ამიტომ ვასწრებთ. მე და ჩემი ძმაკაცი ვართ, თმა უნდა დაიდაბლოს და... -კაი კაი გალამაზდით, მე არ მცალია უნდა თვალები დავხუჭო. -თქვა ელიმ და თვალები დახუჭა... ამ დროს ადგა სკამიდან გაგაც და ბექას შორიდანვე დაუძახა -გავედით ბექუშ. ისე აუარა გვერდი მაღალ სკამს რომელიც ელის მთლიანად ფარავდა რომ გვერდით არც კი მოუხედავს, ელის კი აღარც კი ესმოდა მათი... დიდი ხნის პრანჭვის მერე ძლივს გამოაღწიეს გოგონებმა სალონიდან, მანქანაში ჩასხდნენ და დარბაზში წავიდნენ, ისეთი სიცხე იყო ლამის ტანზე შემოეგლიჯათ ყველაფერი. ანუკა ელაპარაკა მარის და შეთანხმდნენ რომ დარბაზთან ახლოს შეხვედროდნენ ერთმანეთს და ანუკა დედოფალთან ერთად დამჯდარიყო და ისე მისულიყვნენ დარბაზში. დანიშნულების ადგილას მალევე მივიდნენ, ელიმ კიდევ ერთხელ მოკრა თვალი შავ პაჯეროს, რომელშიც როგორც ჩანს წყვილი იჯდა... მძღოლი კი არ ჩანდა, ეტყობა მაღაზიაში გადასულიყო, ანუკა გადასკუპდა შავ პაჯეროში, ელი კი მაშინვე მოწყდა ადგილს და დარბაზში წავიდა. მეგობრებში გარეულმა ელიმ ვეღარც კი შენიშნა წყვილი როგორ შემოვიდა დარბაზში. ისე აერივნენ ერთმანეთს მარის მხოლოდ ერთხელღა მოკრა თვალი. რა თქმა უნდა მეორე დღემაც მშვენივრად ჩაიარა და სახლში არც ისე გვიან წავიდნენ... საღამოს მარიმ თხოვა გოგონებს რომ მასთან გასულიყვნენ. -ისეთო კმაყოფილი ვარ გოგოებო რო არვიცი რაა- ამბობდა ბედნიერი სახით მარი. -ხო ძააან მაგარი გამოვიდა-დააყოლა ანუკამ -აუ ელი ?! ელიმ რა ქნა, ნუ ეგ იყო შოკი, მოდი ჩემო სუხიშვილო ჩაგეხუტო -უთხრა მარიმ ელის და კიდევ ერთხელ მადლობის ნიშნად ჩაეხუტა -გოგო იცი დარჩენა შემომთავაზეს ანსამბლში -მერე -მერე არ ვრჩები, მაგის თავი სად მაქვს. რაღაც ამბების მოყოლა დაიწყეს გოგონებმა რომ სახლში ბექას ძმაკაცებიც მოვიდნენ. მალევე ახმაურდნენ და უცხო სუნის შეგრძნებისთანავე მარი გარეთ გავარდა. -რას შვრებით ბიჭებო წვაავთ ყველაფერს ?! -ბოდიში მარი, პლასმასი დავწვით. -რა ქენით ? -პლასმასი დავადნეთ რა. -რატომ ? -აბა თქვენი ყურადღება ვერ მივიქციეთ და. -უბრალოდ რომ დაგეძახა არა ?! -კაი ნუ ბრაზდები -უთხრა ბექამ და მარის მოეხვია... -ბათუმში მივდივართ. -რა ?! -თქვა მარიმ და ბექას შეხედა. -ხო ბათუმში ვაპირებთ წასვლას, ხვალ ივლისი იწყება, ადუღდება ქალაქი. ჯერ ბათუმში წავიდეთ და მერეე -თქვა მარი დააბზრიალა და დააყოლა -ვენეციაში... მარი სიხარულისგან კიოდა წიოდა და თან ბექას ეხუტებოდა. -ბათუმში მარტო მივდივართ ? -იკითხა ოდნავ დამშვიდებულმა -რავიცი ჩვენ ხო და ჩემი ბიჭები ცალკე მოდიან ისე. -ჩემ გოგოებსაც ვეტყვი -უთხრა მარიმ ბექას, ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს და ისევ ოთახებში დაბრუნდნენ. მარიმ მაშინვე ახარა, გოგონებს ვენეციის ამბავი და გოგონებიც დიდი აჟიოტაჟით შეხვდნენ ამ ამბავს. -გოგონებო ბათუმში არ წამოხვალთ ათი დღით ? ანუკა მაშინვე დათანხმდა, სალომეც და თამოც... ელი კი აწუწუნდა რაღაც არ მინდა ბათუმშიო მაგრამ ადვილადვე დაიყოლიეს და დაითანხმეს წამოსვლაზე. თანაც ანუკას ბათუმში ბებია ჰყავდა და სახლის პრობლემა მოხსნილი ექნებოდათ. -როდის წავიდეთ ?-იკითხა სალომ. -რავიცი როცა გადავყვეტთ. -აუ ზეგ წავიდეთ რაა. თან მაგარი კონცერტია ბათუმში. -ოო ზეგ და ხვალვე წავიდეთ ბარემ -თქვა ელიმ რომელსაც დიდად არც უნდოდა ბათუმში წასვლა. -ნუ ხარ შენ კუ, რო გამოყოფს ხოლმე ფეხს. წავიდეთ ზეგ - დაეთანხმა მარი და მხიარულობა გააგრძელა. (6) ბათუმში წასვლის დღეც დადგა... გადაწყდა რომ წყვილი და ბიჭები გაგას პაჯეროთი წავიდოდნენ, გოგონები კი ელის ბეემვეთი... მოხდა ისე რომ, დროის საკმაოდ დიდი შუალედით ჩამორჩებოდნენ ერთმანეთს ამიტომ ბეემვესა და პაჯეროს შეხვედრა ვერ მოხერხდა... -აუ ელენეე, გააჩერე რა მანქანა რაღაცები ვიყიდო.. -ამ ტიალ მინდორზე რო მთხოვ გაჩერებას სადმე ცენტრთან მაინც ითხოვე. გზა იმდენად გაიწელა რომ გოგონებს დაღლილობისგან ჩაეძინათ კიდეც, ელი კი ძლივს იფხიზლებდა თავს რომ არ ჩაძინებოდა. -გაიღვიძეთ რა გოგოებო, თორე ჩამეძინება მეც. ყურადღება არც ერთს არ მიუქცევია, ელიმ მუსიკა ჩართო გამოფხიზლების მიზნით ხმამაღლა აყვა სიმღერას. გოგოებსაც მალევე გამოევიძათ ელის სიმღერაზე და ისინიც აყვნენ. მხიარულება ისევ გაცხოველდა, რომ ელის მობილურმაც დარეკა... -გოგო სად ხართ ? -კითხა მარიმ -მგონი ქობულეთს ვუახლოვდებით თქვენ ? -ჩვენ ბათუმში ვართ უკვე. -კაი საღამოს გამოვალთ და გნახავთ, მანამ დავლაგდებით. -კაი. -რაო სად ვართო ?-იკითხა თამომ. -ჩავედითო უკვეო.. -ჩვენ რამდენ ხანში ჩავალთ -იკითხა დაღლილობისგან თითქმის მკვდარმა ანუკამ -ნახევარ საათში. -მართლაა ?! რა მაგარია.. ანუკამ მობილურის ამოიღო და ბებოს დაურეკა. -ბებო მალე ვიქნებით და საჭმელი დაგვილაგე რაა, ძალიან გვშია. -კარგი ბები. ნახევარმა საათმაც მალევე განვლო და გოგონები ბათუმში ჩავიდნენ, უკვე სავსე ქალაქიც დუღდა, ტურისტები ლამის საცურაო კოსტუმებით დადიოდნენ ქუჩაში. ბევრი თბილისელიც ჩამოსულა უკვე. -გოგო დღეს იქნება ხო ნიკოლას ჯაარი ? -იკითხა სალომ -ხო და წავიდეთ უეჭველი -თქვა ანუკამ.. გოგონების და მონატრებული შვილიშვილის ნახვით გახარებული მანანა ბებო დაფაცფაცებდა ოთახში, ხან რას შემოამატებდა მაგიდას ხან რას. -ბები, აბა რახდება ბათუმში ? -რავიცი ჩამოვიდნენ ეს ტურისტები და ააჭრელეს ქალაქი. -ჩვენ რო გარეთ გავიდეთ საღამოს ხო არ გეწყინება ? -არა ბები, რა სისულელეა. მანამ თქვენ ოთახებში დალაგდით. მანანა ბებოს ოთხ ოთახიან ბინაში გადაწყდა რომ ანუკა და ელი ერთად დაწვებოდნენ ერთ ოთახში სალო და თამო კი ერთად... მალევე მოსაღამოვდა, ელი და ანუკა როგორც ყოველთვის განსაკუთრებულად და განსხვავებულად გამოიპრანჭნენ და გარეთ გასასვლელად მოემზადნენ. -გოგო მარიც გამოვა ? -იკითხა ელიმ -მგონი კი, არ ვიცი. * * * ბიჭები რომლებიც სახლში გათიშულები ლოგინზე ეყარნენ, სულაც არ აპირებდნენ დღეს სადმე წასვლას მაგრამ ბექას თხოვნით მაინც წავიდნენ კლუბში. მივიდნენ თუ არა იქ უკვე დახვდნენ გოგონები... გაგა ყველაზე გვიან შევიდა კლუბში და ამ დროს ანუკა და ელი გავიდნენ საპირფარეშოში... -გოგო პონტი მოკვდა და აღარ წავიდეთ, ახლა აქ დაიწყება ღრიანცელობები ? -მეც მინდა წასვლა, დავიღალე აქ. წამო გავიპაროთ. -კაი გავიდეთ. გოგონები შეუმჩნევლად გავიდნენ კლუბიდან და მანქანაში ჩახტნენ, მარის ესემესი მიწერეს რომ ვითომ ანუკა ცუდად გახდა და მაგიტომ წავიდნენ. სახლში მისულებს, მანანა ბებოს ცხელი ჩაი დახვდათ, აივანზე გავიდნენ ცხელი ჩაი დალიეს და მერე დასაძინებლად დაწვენენ... -ხვალ ზღვაზე გავიდეთ ? -მე და შენ ? -ვუთხრათ გოგოებს -თუ ავდექი დილით კი... ცოტა ხნის ლამაპარკის შემდეგ გოგონებს მალევე ჩაეძინათ. გოგონები როგორც ჩანს სახლში ძალიან გვიან დაბრუნდნენ რადგან მათი ხმაურიანი შემოსვლა ანუკასა და ელის შეუმჩნევლად არ დარჩენიათ. ბარბაცით წამოდგნენ ორივენი და მისაღებში გავიდნენ -ჩუმად გოგო ბებო არ გააღვიძოთ. -უი უი ბოდიში. -თქვეს გოგონებმა და თან იქვე დივანზე დაეყარნენ... ეტყობოდათ ნასვამები იყვნენ. უკვე 6 ხდებოდა საათი და მზეც ნელ-ნელა ამოსვლას იწყებდა... თამოს და სალოს გათიშულებს მიეძინათ, ელი და ანუკა კი ისევ აივანზე გავიდნენ და სავარძლებზე დასხდნენ. -ესენი ზღვაზე წამომსვლელები არ არიან -თქვა ანუკამ და ზღვას გადახედა, რომელიც არც ისე შორს იყო. -აბა ჩვენ გავიდეთ მარტო ? -ხო რა მოხდა, დიდი ამბავი.. მერე საჭმელად დავსხდეთ სადმე და შუა დღისკენ მოვიდეთ. -კაი... დაახლოებით 9 ხდებოდა საათი რომ ელი და ანუკა ზღვაზე წასასვლელად მოემზადნენ, პლიაჟი გადაჭრელებულიყო უკვე ამიტომ ძლივს მოძებნეს მათთვის ადგილი... არც მარი შეხმიანებიათ. მონატრებულ ზღვასთან რომ გული იჯერეს სასაუზმოდ წავიდნენ... ელიმ როგორც ყოველთვის დილა ყავით დაიწყო და შეკვეთის მოტანას დაელოდა... ამ დროს ანუკას მობილურიც აწრკიალდა. -ხო მარი. -სად ხარ გოგო ? -ზღვაზე ვიყავით და ახლა საჭმელად ვართ. -აუ გამო რაა, ამდენ ბიჭში მარტო ვარ, დავიღალეეე. -გაგიჟდი გოგო დავიწვები ამდენი ხანი ზღვაზე ყოფნით ! -მიდი რა ჩემ თავს გაფიცებ და ელისაც უთხარი... ანუკამ ყურმილი დაკიდა და ელის მიუბრუნდა, მოახსენა მარის ამბავი და თხოვა რომ წასულიყო მაგრამ ელიმ საშინლად იუარა და კაფეშივე დარჩა, გაბუსხულ ანუკას კი მარტო მოუწია ზღვაზე წასვლას... ელი მადიანად მიირთმევდა საუზმეს რომ კაფის წინ შავი პაჯერო გამოჩნდა... თავიდან თვალი არ მოუშორებია და ფიქრობდა რომ ეს უკვე დამთხვევას აღარ გავდა მაგრამ ვერაფერსაც ვერ იტყოდა ამიტომ ისევ საუზმე განაგრძო. დიდი ხანი არც დაყოვნებულა და სახლში წასვლის დროც რომ დადგა, ბარიდან გავიდა. პაჯერო ისევ იქ იდგა. ელის მანქანა მოშორებით იდგა ამიტომ სანამ მანქანამდე მივიდოდა საკმაო (7) მანქანასთან მისულმა მხოლოდ მაშინღა აღმოაჩინა რომ ჩანთაში გასაღები არ ქონდა და მერეღა გაახსენდა რომ მაგიდაზე დარჩა, მიბრუნდა ბუზღუნით კაფეში და სანამ თავის მაგიდასთან მივიდოდა მიმტანს კითხა გასაღების შესახებ, მან კი უთხრა რომ იმ მაგიდას არავინ გაკარებია... ელი მაგიდისკენ წავიდა და თვალი მოკრა უცნობ სხეულს, რომელიც ზურგით იჯდა და მობილურში რაღაცას ეძებდა... -უკაცრავად ?! -თქვა ელიმ რომ უცნობს ხელი გაეწია და გასაღები აეღო... უცნობი არც კი შერხეულა ისე უთხრა -ყავა და ტირამისუ. -ბატონო ?! -გაკვირვება დაეტყო ელის ხმაში. ამის შემდეგ ამოხედა ქვემოდან უცნობმა და ერთმანეთის დანახვისთანავე ორივეს ერთი და იმავე რეაქცია ქონდათ. -შეეენ ?! -იკითხეს თითქმის ერთდროულად და მერე ორივეს ბრაზი დაეტყოთ სახეზე. -შენ ხარ ესე იგი ის შავი პაჯერო ?! -თქვა ელიმ -და შენ ის ბეემვე რომლის გასაღებიც აქ დევს. -უცნობი როგორც მიხვდით გაგა იყო. გაგამ ხელში აიღო ელის მანქანის გასაღები და აათამაშა. -დამიბრუნე გასაღები. -ჯერ მთხოვე. -ეგღა მაკლია გთხოვო. დამიბრუნე -და სანამ რაიმეს ეტყოდა გაგა ხელში წვდა და გამოართვა... ელის სახეზე სიწითლე უკვე დატყობოდა, გაგა კი ცინიკურად იღიმოდა და მობილურში ჩხრეკვას განაგრძობდა... გაბრაზებული გამოვარდა ელი კაფიდან და სწრაფი ნაბიჯით განაგრძო გზა... ბრაზობდა რომ უფრო მწარედ არ უთხრა არაფერი და ჩვეულებრივად გასცა პასუხი, ცოფებს ყრიდა და თან მწარდებოდა. სახლში მისულს გოგონები უკვე გამოფხიზლებულები დახვდნენ და ელიც ცოტა გახალისდა, მერე გოგონებიც ზღვაზე გავიდნენ და ელი მანანა ბებოსთან დარჩა... დრო შეუმჩნევლად გავიდა კონდინციონერის წინ მწოლიარე ელისთვის. სახლში დაბრუნებული გოგონები შებრაწულები იყვნენ, ისე დაეწვა მზეს... მანანა ბებოს და ელის სიცილი აუტყდათ თავიდან მათი დანახვისას, მაგრამ მათი ცრემლების დანახვისთანავე მოჰყვნენ ხან მაწონის წასმას ხან რაღაც კრემის და ა.შ. საღამო მალევე გავიდა და მარიმაც დარეკა -ელი, არ გამოდიხართ გარეთ ? -გოგო რავიცი ისე დაიფუფქნენ ესენი არც ერთს არ აქვს მაგის თავი. -შენ გამოდი რაა. ესენი მიდიან და მარტო ხო არ წავყვები. -კაი სად გამოვიდე. გოგონები მაშინვე აწუწუნდნენ რომ ელი მარტო ტოვებდა და გასართობად მიდიოდა. -ასეა, მეგობარი ჭირში უნდა გამოსცადო ჭირშიი.. -ამბობდა ომახიანად ანუკა რომელიც ზურგს კონდინციონერს უშვერდა და ცდილობდა გაგრილებას.. -კაი კაი ნუ წუწუნებთ ცოდოა მარი, მარტოა იმდენ ბიჭებში. მალე მოვალ... ელი სახლიდან გავიდა და თავის მანქანაში ჩაჯდა... დანიშნულების ადგილას მისულს, იქაც შავი პაჯერო დახვდა მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია... შიგნით შევიდა და მარის დაუწყო თვალებით ძებნა. მალევე მიაგნო და მის გვერდით დაჯდა. -ელი გაიცანი ეს გაგაა! -გაგა ეს ელია. -თქვეს ბექამ და მარიმ. ის იყო ერთმანეთისთვის ხელი უნდა ჩამოერთვათ და გაცვეთილი ფრაზა "სასიამოვნოა" ეთქვათ რომ კლუბის განათებიდან ერთი ნათელი შუქი მათ ადგილსაც დაანათდა და სახეების დანახვისას კვლავ ერთდროულად დაიყვირეს -შეეენ ?! -აუ ეს უკან დამსდევს მგონი -თქვა ელიმ -ეს ამეკიდა რაა -თქვა გაგამ. -რაა? -თქვეს გაურკვევლობაში მყოფმა ბექამ და მარიმ. მერე გაგამ შეახსენა ბექას ის ამბავი რომელსაც სიცილ ხარხარით უყვებოდა მეგობარს დარბაზში.. ელიმ მარის მოუყვა მაშინდელი ამბავი... როცა მიხვდნენ რომ მარი და ბექა მათ უპირებდათ ერთმანეთის გაცნობას და ვითომ "დაწყვილებას" ჯერ ელიმ თქვა -აა, ესე იგი ეს უზრდელი ის ბიჭია არა ? -ეს თავხედი კიდევ ის გოგო ხო ბექუშ? -დაუმატა გაგამ მარის და ბექას სიცილი აუტყდათ ასეთ კომედიურ გაცნობაზე... მთელი 2 საათი ერთმანეთს უბღვერდნენ გაგა და ელი და შეხედავდნენ თუ არა ერთმანეთს თვალებით ჭამდნენ. როცა გაგამ გაიგო რომ ელის ის გოგო იყო რომელმაც ქორწილში შესანიშნავად იცეკვა კმაყოფილი დარჩა... მაგრამ მაინც კბენდნენ და ჭამდნენ სიტყვებითა და მზერით ერთმანეთს. (8) სახლში დაბრუნებული ელი იმდენად გაბრაზებული იყო რომ ოთახში შევარდა და პირდაპირ ლოგინზე დაემხო. -ა-ა ნელა გოგო ნუ მაქანებ მეწვის ზურგი -თქვა ანუკამ და უხერხულად შეიჭმუხნა. -ბოდიში. -ამ ერთ სიტყვაშიც მიხვდა ანუკა რომ ელი ისე ვერ იყო როგორც უნდა ყოფილიყო და ყველაფერი მოაყოლა... ანუკა თვალებგაფართოებული უსმენდა ელის და ვერც კი იჯერებდა ასეთ უჩვეულო დამთხვევა დაუმთხვევლობას. ვერ წარმოედგინა რომ შეიძლებოდა ყველაფერი მომხდარიყო ისე როგორც ელიმ თქვა, ამიტომ მას შემდეგ რაც ელიმ თხრობა დაასრულა ხმა კარგა ხანს არ ამოუღია და ბოლოს ისევ თვალებგაფართოებულმა და პირდაღებულმა თქვა -აზრზე ხარ ?! -ნეტა არ ვიყო. იდიოტი მეტიჩარა ბიჭი, ვინ გონია მისი თავი. -ე-ე არადა რა მაგარი ბიჭია. -როგორიც გინდა ისეთი იყოს, საშინლად მიშლის ნერვებს. გოგონებს დიალოგი დიდხანს არ გაუგრძელებიათ, მალევე ჩაეძინათ... ელი კი იმდენად ნერვებ მოშლილი იყო ლამის ეყვირა ეწივლა და მთელი ბათუმი შეეძრა მისი ასეთი ამბით. დილას ამდგარ ელის, რომელიც გაბრუებული ბარბაცებდა კიდევ, გოგონებმა თხოვეს რომ მაწონი მოეტანათ დამწვარი ზურგისთვის. ელისაც უარი არ უთქვამს და მაღაზიაში წავიდა.. რადგანაც მაღაზია შედარებით შორს იყო დიდი მანძილის გავლა მოუხდა... შესულს კიდე არანაკლებ დიდი რიგი რომელსაც ბოლო არ უჩანდა... რა უნდა ექნა ბოლო მოხუც ქალს ზურგში ამოუდგა და თავის რიგს დაელოდა რომ უკნიდან ხმა მოესმა -ვაა, ბეემვეც აქ ყოფილა... ელი სწრაფადვე მიტრიალდა და მის უკან კიდევ 2 ადამიანის იქით მდგომ გაგას რომ მოკრა თვალი მაშინვე დალულა თვალები. "ოღონდ ეს არა" თქვა თავისთვის და მერე გასძახა -ვაა პაჯერო ?! ელის ერჩივნა ახლა მიწა გასკდომოდა ოღონდაც მასთან ერთად რიგში დგომა არ მოწეოდა მაგრამ რაც არ ეწერა არც აუხდა... -როგორ გიკითხოთ ქალბატონო ელენე ? -მშვენივრად. -მეც. -არ მიკითხავს. -არც იყო საჭირო... ოცი წუთი ისე გავიდა რომ ერთმანეთს მოკლე და უხერხულ რეპლიკებს ესროდნენ, აქა იქ ხალხიც ჩაიფხუკუნებდა ხოლმე, რაზეც ელის ნერვები ეშლებოდა, გაგას კი ეცინებოდა... სიამოვნებდა გაგას ელის გაღიზიანება და ყოველ მის გამწარებულ პასუხზე ყურებამდე იღიმოდა. როგორც იქნა ელის ჯერიც დადგა სწრაფად იყიდა რაც უნდოდა და მაღაზიიდან გავიდა მაგრამ მას მალევე მიეწია შავი პაჯერო რომელიც სვლას ნელ ნელა ანელებდა და ელის სვლას უტოლდებოდა... -არ გინდა ელენე მანქანით გაგიყვანო ?! -არა. -ამაყი გოგო ხარ. -შენ მეტიჩარა.. -ოჰოჰო, თქვა ტუჩები მოკუმა და ჩაიცინა. ელიმ დამანჭული მზერით ანიშნა რომ ამაზრზენი ხარო მაგრამ ამას არ შეუშლია გაგასთვის ხელი. -ელენიკო წამო გაგიყვან -არა-მეთქი. -ე ნუ ბავშვობ ახლა, ჩაჯექი გაგიყვან -დასერიოზულება შეეტყო ხმაში გაგას. -არ მინდა აქვე ვცხოვრობ... ელიმ მალევე შეუხვია იქვე ქუჩაზე და იმ იმედით რომ გაგა გზას განაგრძობდა ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ მალევე გამოჩნდა მოსახვევში პაჯერო და ისევ გაუსწორდა მას. -ელენეე -წაუღიღინა და ისევ კარიდან გამოყო თავი. -ცალმხრივია იდიოტო აქ. -არ მაინტერესებს. -და რა გაინტერესებს. -ძალიან მკაცრად უთხრა ელიმ. -კაი არ დამარტყა -ინსტიქტურად შეყო თავი მანქანაში გაგამ. ელის გაეღიმა და კორპუსისკენ შეუხვია და გაგას სიტყვებიც თან წაიყოლა -მალე შეგხვდები ! ძრავის ხმამ აახმაურა ცალმხრივი ქუჩა და პაჯეროც ადგილს მოწყდა... ელიმ კვლავ ანუკას მოუყვა ყველაფერი. ანუკა კიდე ასეთი კარგი და უცნაური დამთხვევით ყურებამდე გაღიმებული იჯდა ფანჯარასთან. ბედნიერი იყო ელის მაგივრად და ლოყები უწითლდებოდა... -არ გიხარია მაინც გოგო ?! -უთხრა ანუკამ. -არა. -მოუჭრა ელიმ -დებილი ხარ რაა. მთელი დღე ელი ხან რომლის ზურგს აგრილებდა ხან რომლის.. მათ წუწუნსაც ისმენდა და ერთობოდა კიდეც მათი წვალებით... ცოტა შეღავათიანად რომ იგრძნეს თავი და ზურგიც ისე აღარ ეწვოდათ გადაწყვიტეს რომ საღამოს კლუბში წასულიყვნენ, მაგრამ მარისთვის და ბიჭებისთვის არაფერი უთქვამთ. ელი არ იყო ისეთი გოგო რომ დეპრესიაში ჩავარდნილიყო ასეთი დამთხვევით და ყველაფერზე უარი ეთქვა. პირიქით, გოგონებთან ერთად კლუბშიც წავიდა და კარგადაც ერთობოდა... -ელი უკვე მე-9 ჭიქაა, მოკვდები. -უთხრა ანუკამ და თვითონ მე-10 ჭიქას ჩაუძახა კუჭში. -ღორმა ღორს უთხრა... -დაიწყო ელიმ მაგრამ ვეღარ დაასრულა, სიცილი აუტყდა და კიდევ ერთი ჭიქა გადაკრა... თამოც და სალოც არ დარჩნენ ვალში... მოკლედ გოგონები იმ დონემდე მივიდნენ რომ სკამიდან ვეღარ დგებოდნენ, სასმელს კი მაინც შეუწყვეტლივ სვამდნენ... კლუბში ნაცნობი სახეები გამოჩნდნენ მაგრამ არა გოგონებისთვის, ისინი იმდენად იყვნენ ნასვამნი რომ ვერაფერს ხედავდნენ ამიტომ არც იყო გასაკვირი მათი მიუხვედრელობა... ანუკამ მკლავში ნაზი ჭიდილი იგრძნო... თამომაც იგრძნონ ლუკას ხელი რომელიც ლამის გიჟდებოდა ისე უყვარდა თამო, თამოს კი სიმპათიაც არ გააჩნდა მის მიმართ. -სად მიგყავთ ჩემი გოგოები ? -იკითხა ელიმ და მაგიდაზე თავი უგონოდ დადო... არც ელი დარჩენილა უპატრონოდ, მასაც წვდა მხარში ძლიერი ხელი რომელმაც ხელში მსუბუქად აიყვანა და რამდენიმე წუთში მანქანის სავარძელში ჩასვა... ელის ყურს რა თქმა უნდა არ გამოპარვია სიმშვიდე, რომელიც მანქანაში იყო... მხოლოდ ისღა გაიგონა მისმა ჟანსაღმა გონებამ "ამას მე მოვუვლიო" და სპირტიანი სასმელით გაჟღენთილი სულ მთლად გაითიშა... უკვე თენდებოდა, ელი რო აზრზე მოვიდა, საწოლიდან სწრაფადვე წამოიწია, მაგრამ ისევ დადო თავი რადგან თავზე "მძიმე აგურები" ეკიდა.. უსკდებოდა თავი ისე ტკიოდა... ძლივს ამოილუღლუღა -ვაიმე თავი... სიცილი მოესმა არც ისე შორს. თავი მძიმედ მიატრიალა გვერდით და ლეპტოპთან მჯდარ ელის მოკრა თვალი... მერე საკუთარ თავს დახედა და როცა მიხვდა რომ საწოლში იწვა გიჟივით დაიწყო ლაპარაკი -სად ვარ ? რა გავაკეთე ? რა მიქენი შე მოძალადე ? -თვალებს აქეთ იქეთ აცეცებდა და პასუხს ეძებდა... გაგას ეცინებოდა მის პასუხზე ლეპტოპს თვალს მაინც არ აშორებდა. -ასეა ჩემო ელენე, ისე არ უნდა გაილეწო რო სისულელეები ჩაიდინო. -მეღადავები არა ? -აბა ჩემ საწოლში რა გინდა ? -თქვა და კიდევ ჩაიფხუკუნა, მერე გაიზმორა და შუბლი მოისრისა. ელი ისევ აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და ვერც კი ხვდებოდა რა მოხდა. მეორე ოთახიდან ფლოსტების ტყლაშუნის ხმა მოესმა და იმ ოთახშიც მალევე გამოჩნდა მარი... რომელსაც თმა გაეკოსა და ხელში ნაბეღლავით ელისკენ მიიწევდა. ელი მაშინვე მიხვდა რომ მარის სახლში იყო და გაგამ უბრალოდ დასცინა ამიტომ დამშვიდებულმა უთხრა გაგას -ა-ა გაგა, ახლა გამახსენდა, მადლობა წუხანდელი ღამისთვის -ეშმაკურად გაუღიმა, მარის თვალი ჩაუკრა და ნაბეღლავი მოსვა -არაფრის ჩემო ელენე, შეგვიძლია გავიმეოროთ. -გაგა ნუ ხარ იდიოტი. -თქვა მარიმ და ლოგინზე დაგდებული ბალიში გაგას ესროლა. -ე-ე მარი გატყდა ლეპტოპი -თქვა და ისევ სიცილი დაიწყო... -შენ თუ ლოთი დაქალი გყავს მე რა. -და შენ თუ მოძალადე ხარ რა ვქნა -თქვა ისევ ელიმ და ნაბეღლავის ბოთლს თავსახური მაგრამ მოუჭირა -სამაგიეროდ მე ბიჭი ვარ. -მე -უნდა ეთქვა ელის "მე გოგოო" მაგრამ როცა მიხვდა რა მოყვებოდა ამ პასუხს გაჩერდა. -ხო, შენ რა ?-ისევ იკითხა გაგამ და სიცილი განაგრძო. -გაგა გადი რაა. -თქვა მარიმ... გაგაც წამოდგა, ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა... მარიმ ელის სუფთა ტანსაცმელი მიაწოდა და უთხრა გამოეცვალა, ელის ჯერ კიდევ საშინლად ტკიოდა თავი, ბარბაცით წამოდგა თავზე ხელი იტაცა და ტანსაცმელი ჩაიცვა, თან მარის საყვედურებს ისმენდა რომ ასე არ შეიძლება, რომ იქ რომ შემთხვევით არ მისულიყვნენ შეიძლებოდა ახლა მართლაც ვიღაცის ლოგინში გაეღვიძა ან რაიმე მსგავსი. ელი კიდევ დამყოლი ბავშივით ისმენდა ყოველივეს და არ ეწინააღმდეგებოდა "აღმზრდელ მარის" რომელიც ტუქსავდა თავის "შვილს" -გასაგებია ყველაფერი, შეიძლება წავიდე ? -თქვა ელიმ და კარისკენ წავიდა, გააღო და მისაღებში რომ იმდენ ბიჭს მოკრა თვალი იუხერხულა. -დატუქსვას მორჩააა. -თქვა გაგამ და კარტში ჩაიჭყიტა, -ბოლო სამი ჩემია ბრატცი და კარტი მაგიდაზე დაყარა. -ე-ე ჩუმად ბიჭო. -ანიშნა ბექამ გაგას და ელის მიესალმა... ელიც მშვიდობიანი დილით შემოიფარგლა და კარისკენ წავიდა... მარიმ მიაძახა გაგა გაგიყვანსო და გაგაც მაშინვე აწუწუნდა. -მე რატო უნდა გავიყვანო, ფეხები არ აქვს? -ნუ ტირიხარ ბიჭო, მიდი გაიყვანე -უთხრა ბექამ. -არ მინდა მე თვითონ წავალ -თქვა ელიმ და კარი გაიხურა... გაგა ზლაზვნით წამოდგა და სადარბაზოში მალევე დაეწია ელის. -ჰა დამელოდე ახლა, ასე უნდა გსდიო ? ელის ბავშვობა არ დაუწყია პაჯეროსთან გაჩერდა და გაგასთან ერთად ჩაჯდა. ხმა არ ამოუღია არც მას და არც გაგას... (9) * * * გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და მოხდა ისე რომ გარეგნული სიუხეშე ცოტაოდენ სიმპათიებში გადაიზარდა, რასაც ყველა ამჩნევდა მაგრამ არც ერთი არ აღიარებდა, გაგა სიამაყეს არ ძლევდა არც ელი ჩამოუვარდებოდა. მაინც ისევე იკბინებოდნენ როგორც პირველი შეხვედრისას და სულ კამათობდნენ, რამდენჯერმე ისეც ყოფილა რომ გაგას მსუბუქად წამოურტყამს თავში ხელი, მერე ელის და დაუწყიათ ჩხუბი. ზღვაზე ბანანიდან გადაუგდია გაგას ელი და დაუტოვებია "ბუიოკს" იქით. კაფეში, მისთვის მოტანილი ყავა თავად დაულევია და ნამცხვარი შეუჭამია, ზღვიდან მისი ტანსაცმელი წაუღია, მზის საზინააღმდეგო კრემის ნაცვლად პირიქით მიუწოდებია და დაუწვია საწყალი ელი... მანქანით თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს მის ჭიანჭველა ბეემვეს თავის სპილოს გაკრავდა და ასე... მაგრამ როგორ აიხსნება ეს ყველაფერი თუ არა სიმპათია ?! რა მიხვედრა უნდოდა იმას რომ ბექასა და მარის არჩევანმა გაამართლა... ბათუმში ყოფნის მეცხრე დღე იწურებოდა და კიდევ გადაწყვიტეს დარჩენა რამდენიმე კვირით რადგან ბათუმში ყველაფერი ახლა იწყებოდა... გაგა განაგრძნობდა მის წვალებას და მუდამ ამწარებდა... არც ელი უვარდებოდა... რამდენიმეჯერ სადღაც წასულებს მისთვის საბურავები დაუშვია და ისე დაუტოვებია. მოკლედ ყველაფერი ისე ხდებოდა რომ მათი ურთიერთობა საზაფხულო კურიოზად იქცა... ბოლოს უკვე ეს გაურკვეველი ურთიერთობა ორთავეს მოწყინდა და გადაწყვიტეს მისთვის სახელი დაერქვათ... ზღვაზე როცა ყველა წყალში იყო და მხოლოდ ელი და გაგა დარჩენილიყვნენ შეზლონგზე გაგამ იკითხა -ელენეე ?! -ხო. -ჩვენ რა გვქვია? -ელი და გაგა. -არა ეგრე არა. -აბა როგორ ? -ისეთ პონტში რაა. -იმაზე ხო არ გიფიქრია რომ ზედმეტად უხერხული კითხვაა. -თქვა ელიმ და მზის სათვალეები მოიხსნა. -აბა ახლა ღამეებს ვერ გავათენებ მაგაზე ფიქრში. ორივეს გაეცინათ. -და სავალდებულოა გვერქვას რამე ? -იკითხა ელიმ -არა რავიცი. -ხოდა არ გვინდა. გვერქვას არაფერი. -არაფერი როგორ ? -როგორ და ასე, რო გვკითხავენ ერთმანეთის ვინ ხართო ვუთხრათ არაფერიო, ჩვენ არაფრები ვართ. -კაი სახელია ხო იცი. -თქვა გაგამ და ელის გასაბრაზებლად თმა აუჩეჩა. -გაგა ! -გისმენ. პასუხი აღარ გაუცია, ელიმ მზის სათვალეები გაიკეთა და ისევ მზეს მიეფიცხა... მალევე ამოვიდნენ წყლიდან და მათი სიმყუდროვეც დაარღვიეს. ყველამ შესანიშნავად იცოდა რომ გაგას და ელის ერთმანეთი მოწონდათ მაგრამ მათ ურთიერთობაში არავინ ერეოდა... ყველა იმაზე იყო გადართული რომ თამოსთვის და ლუკასთვის მიეხედათ ამიტომ გაგასა და ელის ურთიერთობის მოგვარება თავად მიანდეს... * * * გავიდა კიდევ 10 დღე. გაგა და ელი უკვე შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს, ეს რა თქმა უნდა ზოგადად. ისინი ისევ ისე ჭამდნენ ერთმანეთს, კინკლაობდნენ მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც გაგას ჩახუტებით მთავრდებოდა, რასაც ელი ვერ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ეკალმა თავი წამოყო და გაგას მამამაც დარეკა. -გაგა, სამსახურში უნდა დაბრუნდე. -ღადაობ გელა ? -ვღადაობ იქნება... ვერ შვრებიან ეს იდიოტები ვერაფერს. -კაი რა გელა. ახლა ვერ ჩამოვალ... -კაი რა გაგაა, 1 თვეა უკვე შვებულებაში ხარ... მაგრამ... -რამდენიმე წამით გელას ხმა მიწყდა...- ანდაც მანდ მიდი ოფისსში და მაქ იმუშავე. -აუჰ გელა რა მაგარია, შვებულებაში მუშაობა. -არა გაგა თუ ასე ძალიან გინდა დაბრუნდი თბილისში. -არა არა აქ მივალ. გაგამ დიდი ბრაზით გათიშა მობილური და ლოგინზე დაახეთქა.. -რა იყო შეჩ რა გჭირს? -კითხა ბექამ -გელამ დარეკა ოფისში მიდი მაქო, ან აქეთ ჩამოდიო... -ბექას მაშინვე სიცილი აუტყდა, რაზეც გაგა ძალიან გაბრაზდა და კინაღამ მოკლა ბექა, ისევ მარიმ დაანდობინა.. -როდის უნდა გამოცხადდე სამსახურში -კითხა ბექამ და თან სახეზე ხელი აიფარა რომ გაგას ხელი არ მოხვედროდა. -აუჰ ეხლა ეგღა მაკლია ყოველდღე ვიარო, გავუვლი ცოტა ხნით დავხედავ და წამოვალ -ოპოპ მოინდომა ბიჭმა, გელა რო დაგირეკავს რა ჩემ ფეხებს იზამ დაგინახავ. -სუ, თორე მიგახრჩობ, მარი არ იყოს აუ რას გიზამდი -თქვა გაბრაზებულმა გაგამ და თვალები მოჭუტა... ამ დღის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა ისე რომ სამსახურში დაკავებული გაგა ბიჭებს მხოლოდ საღამოს ნახულობდა, ისიც სახლში მისული რომ გაეგდებოდა ლოგინზე -ბიჭო რაღაც მგონია რო ვკვდები. -თქვა გაგამ და თან ჩაიცინა . -ხო ბრატ, კვდები აბა რაა, ასე თუ უნდა იმუშავო ყოველ დღე.. -თქვა ლუკამ და გაგას ზემოდან დააწვა. -ადე ბიჭო მძიმე ხარ... ელი და გაგა არც ისე ხშირად მაგრამ მაინც ნახულობდნენ ერთმანეთს, რამდენიმე წუთიც კი ყოფნიდათ იმისთვის რომ ერთმანეთს ჩახუტებოდნენ და ისევ წასულიყვნენ... გაგა ხშირად ხმარობდა ტერმინს "მალე მოვკვდები" და ყველას ამხიარულებდა... ეს ტერმინი ადრეც ჰქონდა დაჩემებული ამიტომ არავინ ყურადღებას არ აქცევდა... (10) * * * ერთ დღეს როცა სამსახურში მყოფმა გაგამ ცოტა ხნით მოიცალა, სკაიპში შევიდა და ელის მიწერა. -კუნკულ რას შვრები ? -რავიცი ვისვენებ. შენ ? -რამ დაგღალა, ბავშვებს აჭმევდი თუ რას შვრებოდი ? -ჰა ჰა ჰა, რა სასაცილოა გაგა ! -დაეტყო სერიოზულობა ელის. -ჰე ახლა ნუ ბრაზდები. -გეშლება. -გაბრაზდი ? -არა. -კი ხო ? -არა-მეთქი. -მაშინ მითხარი თბილად რამე -არა. -ესე იგი გაბრაზდი. -..... -მოდი ჩქარა და მაკოცე. -ო ო -მოდი მეთქი. -არა. -მოდი თორე მალე მოვკვდები. -ნუ ხარ სულელი. -ჩქარა მოდი მაკოცე, ვკვდები. -მოვდივარ, იდიოტო. გაგამ კმაყოფილებით სავსემ ყურებამდე გაიღიმა და ელის მოსვლას დაელოდა, მალევე შემოაბიჯა ოფისის ზღურბლს ელიმ, იქ მყოფთ მიესალმა და გაგასკენ წავიდა. გაგამ ხელები განზე გაშალა და უთხრა -ჩემი ოქრო ჩემთან ! -თქვა თუ არა ეს, ელის მის სიტყვებზე გაეცინა, ხასიათი გამოუკეთდა და მის წინ მოექცა ისე რომ სახით სახეს ედებოდა. -ფუფ, გარყვნილი -თქვა გაგამ და ელის ხელები მაგრად მოხვია. -წავა ეს გარყვნილი გოგო ახლა. -უთრა ელიმ და წამოიწია. -ე-ე იჯექი. -ამის თქმა და კარში მდივნის შემოსვლა ერთი იყო -ბატონო გაგა ! -თქვა მან ელი მაშინვე წამოხტა, სამივემ ერთმანეთს გადახედეს და სამივეს გაეცინათ. -ბოდიში ხელი შეგიშალეთ, თქვა მდივანმა და უკანვე გაბრუნდა თან კარი გაიხურა... გაგამ და ელიმ კი ისტერიული სიცილი განაგრძეს. უხაროდათ ერთმანეთის დანახვა და უფრო მეტად ერთად ყოფნა. -აუ როგორ მევასები -უთხრა გაგამ ელის და ისევ მუხლებში ჩაისვა. -წავედი ეხლა მე, გოგოებს უნდა გავუარო. -იყავი რაა. -ხო მოვედი და გაკოცე, წავედი ახლა. -რამდენი გადაგიხადოთ. ? -გაგა ! კიდევ ერთხელ აკოცა ელიმ გაგას და ოფისი დატოვა. მალევე მოუვიდა მობილურზე ესემესი. -მომენატრე. მოდი ჩემთან. -ელიმ წაიკითხა თუ არა ჩაეღიმა, მუცელი მოფარფატე პეპლებით მალევე აევსო და არც ისე შორს მყოფი გაგას ოფისისკენ მიბრუნდა, ოფისში ფეხაჩქარებული შევიდა კარი დაუკაკუნებლად შეაღო, გაგას მაგრად ჩაეხუტა აკოცა და ისე რომ სიტყვის თქმა არც კი დააცადა წამოვიდა... მანქანაში ჩაჯდა და გოგოებთან წავიდა... ისევ ესემესი, ისევ გაგასი. -შენ რომ იცოდე რა გემრიელი ხარ. ნეტა სიკვდილამდე მეყოფოდე და არ დადნებოდე. -რატო ილექსები გაგა ? -მომინდი და იმიტო. -ნუ ხარ სულელი ! -მთავარია შენი ვიყო... გაგას ასეთი სიმშვიდე, სისერიოზულე და რომანტიზმი ყველას აცვიფრებდა მათ შორის ელისაც. სულ ელის ახსენებდა, მაგრამ არც ერთჯერ "ელის" სულ "ელენეს"... მისთვის ამასაც დიდი მნიშვნელობა ქონდა... დაინახავდა თუ არა თვალები უბრწყინდებოდა, ელისგან განსხვავებით მშვენივრად გამოხატავდა, სიტყვით, ქცევით, საჩუქრებით, ყველაფრით... მაგრამ ყველაფერი ეს ისე მალე მოხდა რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოესწრო ზოგს. 1 თვე არც ისე დიდი დროა ასეთი გრძნობისთვის, მაგრამ თუ ერთი დანახვით შეყვარება მითი არ არის, ეს რატომ უნდა გამხდარიყო წარმოუდგენელი, ან კიდევ დაუჯერებელი. ყველაფერი ხომ შესანიშნავია, მითუმეტეს შეყვარებული ადამიანისთვის. * * * -თბილისში აღარ წავიდეთ ? -იკითხა ბათუმში შეწუხებულმა მარიმ -ხო რა მეც მომბეზრდა, თან ამინდები გაფუჭდა რაღა უნდა ვაკეთოთ. -თქვა ბექამ -წავიდეთ ხო -დაეთანხმნენ გაგაც და ლუკაც. ზედმეტი გართობა მოსაბეზრებელი აღმოჩნდა როგორც ბექას, მარის, გაგას და ლუკასთვის, ასევე ანუკას, სალოს, თამოს და ელისთვისაც... მსგავსად ბიჭებისა და მარისა მათაც გადაწყვიტეს თბილისში წასვლა, რადგან საშინელი და მოსაბეზრებელი ამინდები, უკვე ყელში ამოუვიდათ და აქ ასე ყოფნას ისევ თბილისი ერჩივნათ... რა თქმა უნდა გადაწყდა რომ მეორე დღესვე წავიდოდნენ... ბარგს მთელი დღე ალაგებდნენ და სხვა არაფრისთვისაც ეცალათ, მანანა ბებო უყურებდა გოგონებს და თან ჩუმჩუმად ტიროდა კიდეც. ანუკა მივიდოდა ბებოსთან და ამშვიდებდა რომ სამუდამოდ არ მიდიოდა ან უკანასკნელად ხომ არ ხედავდა. მოკლედ მანანა ბებოს დამშვიდება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. საღამოს დაღლილ გოგონებს უგონოდ დაყრილებს ლოგინზე მალევე ჩაეძინათ. ელი კი ესემესმა გამოაფხიზლა -ძილინებისა -შენც. და ისევ ძილს შეუბრუნდა. დილით გაღვიძებულები უკვე ბარგის მოწესრიგებას შეუდგნენ, ჩაჰქონდათ და მანქანაში ალაგებდნენ, 1 საათში ყველაფერი ჩაალაგეს და მანანა ბებოსაც გამოემშიდობნენ... თბილისის გზაზე დამდგართ უკან შავი პაჯეროც ამოუდგათ რომელმაც მალევე გაუსწრო და წინ ჩაუდგა... არც ელი დარჩენია ვალში, სწრაფი მანევრით ისევ პაჯეროს წინ მოექცა. რამდენიმეჯერ გაიმეორეს კიდევ ასე, გოგონები ერთობოდნენ ამ სანახაობით და ელის აქეზებდნენ, ელის ბეემვეს რომელიც პაჯეროს წინ მიდიოდა გვერდით ძალიან შეუმჩნევლად ამოუდგა პაჯერომ მინა ჩამოწია და ხელით რაღაც ანიშნა, ელის ჩაეღიმა, ტუჩები მოკუმა ისე რომ არც შეტრიალებულა ანუკას უთხრა ღვედი შეიკარიო და გაზს ძლიერად დააჭირა ფეხი... ისე მოწყდა ბეემვე ადგილს, გოგონებს თავბრუ დაეხვათ, ბზიკივით მიქროდა თავისუფალ ტრასაზე ბარგით დამძიმებული მანქანა, პაჯერო ამისთვის ძალიან სუსტი აღმოჩნდა ამიტომ მალევე დანებდა და საკმაოდ დიდი მანძილით ჩამორჩა. ელიმ კმაყოფილებით სავსემ სვლა შეანელა და დაელოდა. მალევე დაეწია პაჯერო და ტაშის კვრით შეეგებნენ მათ ბიჭები და მარი... ელიც თავს აქნევდა და ამაყობდა... გზა ისე გაიწელა როგორც არასდროს, შიგადაშიგ ეხმიანებოდნენ გაგა და ელი ერთმანეთს. -მენატრები, ამის დედაც. -მოითმინე, ჩავალთ. -გავჩერდეთ რა. -მეზარება. -არ გიყვარვარ ხო ? -ჰაჰ. -რა საყვარლად იცინი. ელის და გაგას ასეთი ურთიერთებოა უკვე რაღაც სერიოზულისკენ მიდიოდა მაგრამ თავადაც ვერ ხვდებოდნენ რისკენ. არც უნდოდათ ამაზე ფიქრი, ის რაც დრომ ასე ლამაზად მოიტანა არც იმასდატოვებდა ჰაერში... 5 საათიც გავიდა და თბილისშიც შევიდნენ... დაღლილობით გაჟღენთილი სხეული უკვე დაშლის პირას მისულიყო... მთქნარება მთქნარებით ძლივს იბრუნებდნენ ამქვეყანას პირს. უხაროდათ დედაქალაქში დაბრუნება და მტვრით გაჯერებული ჰაერის ხარბად შეყნოსვა... ანუკა როგორც დამოუკიდებელი გოგო ელის მსგავსად მარტო ცხოვრობდა ამიტომ სახლში დალაგების მერე, ელისთან წავიდა... ერჩივნათ სულ ერთად გაეტარებინათ დრო... ელის ტელეფონი აწკრიალდა.. გაგა რეკავდა. -ელენე გამოდი რა გარეთ. -ანუკაა ჩემთან შენ ამოდი. -რამე წამოგიღოთ? -კი წვენი... დაახლოებით ნახევარ საათში გაგა ელის სახლში გაჩნდა... ელის ისე მოეხვია გეგონებოდათ საუკუნეა ერთმანეთი არ უნახავთო, ანუკა მათი შემხედვარე იღიმოდა და მათ მაგივრად ბედნიერობდა... -ერთადერთი მყავხარ. -უთხრა გაგამ ელის და უფრო მაგრად მოუჭირა ხელები. -და განუმეორებელი ხო ? -ხო. -შენც. ერთმანეთის მოსიყვარულებას რომ მორჩნენ, დივანზე დასხდნენ და საუბარი დაიწყეს, მალევე მოვიდნენ მერე ბიჭები, გოგონები და სახლი შეავსეს, ბიჭებმა პოკერის თამაში დაიწყეს ამიტომ გოგონები ოთახში გავიდნენ იქ განაგრძეს "ჭორაობა". ის საღამო ასე გადააგორეს და სახლში დარჩენილ ელის და ანუკას მოუწიათ არეული სახლის მილაგება... ისევ ესემესი. -შენ რომ იცოდე როგორ უყვარხარ ერთ ბიჭს ახლა ქვევით ჩახვიდოდი და მაგრად ჩაეხუტებოდი. -ჩამოვდივარ. ელიმ სწრაფადვე ჩაირბინა კიბე და ქვევით შავ პაჯეროსთან მდგარ გაგას რომელიც სიგარეტს აბოლებდა მაგრად ჩაეხუტა. -უხ არ ვკვდებოდე, ცოლად მოგიყვანდი. -ნასვამი ხარ ხო ? -უთხრა ელიმ გაგას და ალკოჰოლისგან გაჟღენთილ მაისურს უსიამოვნოდ დაყნოსა. -ხო შენ დამათვრე. -სულელი ხარ. -მაკოცე რაა. ელისაც წინააღმდეგობა არ გაუწევია და აკოცა... მერე დაემშვიდობა და სახლში აბრუნდა. -ანუკაა ?! -ჰაა -გამოსძახა სამზარეულოდან ანუკამ -მგონი შეყვარებული ვარ იცი ?! -ამას თუ აქამდე ვერ ხვდებოდი და საღოლ. -უპასუხა და თავზე წაკრული, ფართუკით გამოვიდა სამზარეულოდან. მის შემხედვარეს გაეცინა და უთხრა -ნეტა იცოდე რას გავხარ. -არა ახლა ეგ შენი სიყვარული დაგილაგებს სახლს. ელიც სასიყვარულო ფიქრებიდან გამოერკვია და სახლის დალაგებას შეუდგა. (11) დრო ჩვეულებრივად აგრძელებდა სვლას, არაფერი უჩვეულო არ ხდებოდა გარდა იმისა რომ გაგასა და ელის ერთმანეთი გაგიჟებით უყვარდებოდათ. არ გადიოდა წამი რომ ერთმანეთზე არ ეფიქრათ. გაგა სულ იმას იძახდა რომ დღეში 3 ჯერ რომ არ ენახა ელი, მოკვდებოდა, ელი კი სულ დასცინოდა ამაზე. სოციალურ ქსელში აჭრელებული იყო გაგას თბილი კომენტარებით ყველაფერი... -ჩემო სიცოცხლე (ელი) -ცოტაც მიცოცხლე ! (გაგა) ელის აბრაზებდა გაგას ასეთი დამოკიდებულება, ამბობდა რომ წყინდა მისი ასეთი საუბარი და რომ მეტჯერ აღარ გაემეორებინა მაგრამ გაგა არ ეშვებოდა, იუმორნარევი სიტყვებით ცდილობდა ელის გაბრაზებას... რა თქმა უნდა აგრძელებდნენ კამათს და კბენას მაგრამ უკვე სიყვარულით. -ელენე. -რა გინდა ? ვიღაც ბიჭზე ეჭვიანობით გაბერილი გაგა ელის გვერდით მიუჯდა. -შენი სისხლი დამალევინე რა. -ფუ რა იდიოტი ხარ. -ნუ ბრაზდები, იცოდე მოგიკვდები მალე და მერე ინანებ. -აბა რად გინდა ჩემი სისხლი ? -მომინდა. -სულელი ხარ. -შენსავით. * * * უკვე იმ ზომამდე იყო გაგა რომ ლამის გაგიჟებულიყო ელის სიყვარულით, ყოველ წამს ან ტელეფონზე ჩამოკიდებული ატარებდა ან მასთან ერთად იყო... რაც ელის უკვე ფანატიკურ ქცევაში ერეოდა... მასაც უყვარდა მაგრამ ვერ გამოხატავდა. -რატომ ხარ ცივი ? -შენ თბილი ? -ასეთი ვარ. -მეც. -მე ასეთიც მიყვარხარ. რამდენჯერაც სიტყვა მიყვარხარზე მიდგებოდა საქმე ელი ხმას არ იღებდა. ცდილობდა როგორმე აერიდებინა თავი ამ სიტყვისგან, განა იმიტომ რომ არ უყვარდა, პირიქით, მაგრამ ერიდებოდა აბსტრაქტულ ცნებებს. არასდროს უყვარდა ამ ფაქიზ გრძნობასთან თამაში და არც ახლა აწუხებდა ზედმეტად. იკავდება თავს, მხოლოდ იმ ზომამდე სანამდეც საჭირო იყო. უყვარდა საზღვარს იქეთ მაგრამ გამოხატავადა საზღვრამდე... ეს არის მგონი სიყვარული რომელიც ასეთ ასაკში ყველას ეწვევა, როცა ყველაფრით გიყვარს, სხეულით, სულით, გულით გონებით, გრძნობით, ფიქრით... მოკლედ, ყველაფრით... * * * ერთ დღეს როცა ელი უნივერსიტეტის ბავშვებთან ერთად ბანკეტზე აპირებდა წასვლას, გაგას ამასთან დაკავშირებით კამათი მოუწია, ალბათ ასე იცის ფანატიკურმა სიყვარულმა... -გაგა ხო იცი დღეს მივდივარ და ვერ გამოვალ. -სად მიდიხარ ? -არ გახსოვს? -არა. -ბანკეტზე, -მეწყვილე? იცოდა რომ გაგა იეჭვიანებდა მაგრამ ისიც არ უნდოდა რომ მოეტყუებინა, თანაც რა აზრი ქონდა მოტყუებას ყველას მეწყვილე ისევ მათი ჯგუფელი უნდა ყოფილიყო. -ჩემი ჯგუფელი. -არ წახვალ. -უკაცრავად ?! -რაც გაიგე. -ძალიან ხო არ მკაცრობ ? -არა. არ მინდა ჩემი გოგო ჯგუფელთან ერთად მივიდეს. -ძალიან ხო არ ეჭვიანობ გაგა ? არ მაინტერესებს წავალ. -არა-მეთქი. ელის აღარაფერი უპასუხია, გაგასთვის, მისი ოფისიდან ადგა და ისე რომ არც დაემშვიდობა სახლში წავიდა, სადაც უკვე მისული ანუკა დახვდა. ნერვებ მოშლილმა ელიმ კინაღამ ჩაამტვრია გასაღები კარში. ანუკა აფორიაქებულ ელის მანამ ადევნებდა თვალს სანამ სახლში არ შევიდნენ მერე კი კითხა -რა მოხდა ელი ? -ვაჟბატონს არ უნდა რომ წამოვიდე. ეჭვიანობს. -ღადაობ? -მგონი ის მეღადავება. -მერე ? -რა მერე, მოვდივარ. -კაი რა გაუტყდება, გთხოვა და... -და რა ვქნა ანუკა სახლში დავჯდე ? -ხო რავიცი... ელი ნერვებ მოშლილი დაჯდა დივანზე და მის მობილურზე მოსული ესემესი რომელიც გაგასგან იყო წაუკითხავად წაშალა, იმიტომ რომ იცოდა კიდევ რაღაც მსგავსს მიწერდა, მაგრამ მეორეც რომ მიწერა ინსტიქტურად წაიკითხა -ვიცი რომ პირველ ესემესს წაშლიდი ამიტომაც პირველში არაფერი მოგწერე. კარგად გიცნობ. არ წახვიდე რაა, რო მოვკვდები მერე ინანებ ნეტა არ წავსულიყავიო. -არ გელაპარაკები. -მადლობა ელენე ! ელის ჩვეულებრივად მიაჩნდა ეს გაბრაზებაც, იმიტომ რომ ყოველი "გაბუტვა" შერიგებით მთავრდებოდა, ამიტომაც მალევე ელოდა გაგასგან ბოდიშის მოხდას, მაგრამ სხვა გაბრაზებებიდან განსხვავებით გაგას არ გადმოუდგამს ნაბიჯი და აღარ უთხოვია ელისთვის პატიება, ან კი რა იყო აქ საპატიებელი. რა თქმა უნდა წავიდა ელი იმ ბანკეტზე მაგრამ ისე უხასიათოდ და ისე უაზროდ გაატარა 1 საათი რომ ბავშვებს დაემშვიდობა და წამოვიდა. გზაში ფიქრობდა ნეტა სულ არ წავსულიყავი მაინც ჩამშხადა ყველაფერიო მაგრამ მაინც არ ნანობდა რომ გაგას გამო არ დარჩა სახლში. სახლში მისული ლოგინზე მიესვენა და ანუკაც მალევე მოვიდა. ისიც ელის მსგავსად ნერვებ მოშლილი იყო და ბრაზისგან ისვროდა უმისამართოდ სალანძღავ სიტყვებს, ელი წამოიწია და უთხრა -შენ რაღა დაგემართა ? -დებილბა ვატომ ფლირტი დამიწყო. ელის გაეცინა და ხელი აიფარა პირზე რომ ანუკასთვის უარესად არ მოეშალა ნერვები. ცოტა ხანს ისაუბრეს და ისიც განსაჯეს რომ აქამდე გაგამ პატიება არ ითხოვა, ელიმ სიამაყეს არ სძლია და არ დაურეკავს მისთვის. მოკლეს ის ღამე ასე მიილია, ელი კი მაინც ბრაზობდა იმაზე რომ გაგა არ წერდა არც ურეკავდა და საერთოდ არ ეხმიანებოდა. დილით არც ისე ადრე ადგნენ გოგონები... მარის ზარმა გააღვიძა ორივე. (12) -გოგოებო დღეს ამოდით ჩემთან -ხდება რამე ? -ამოდით, რა უნდა ხდებოდეს, გავერთოთ. -კაი. სანამ საღამო დადგებოდა, გოგონები გარდერობის გასანახლებლად წავიდნენ მაღაზიებში და საღამოს გათიშულები ავიდნენ მარისთან. შესვლისთანავე იგრძნობოდა სახლში სიგარეტით გაჟღენთილი ჰაერი, ხმაური და არეულობა. -რა ხდება აქ ? -იკითხა ანუკამ -რაც ყოველდღე. -უთხრა სიცილით მარიმ. მისაღებში შესულებს იმდენი ადამიანი დახვდათ თვალები აუჭრელდათ. არც ისე კმაყოფილ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ და გაურკვევლობის გარკვევას ცდილობდნენ... -ვერ დავიჯერებ ანუკ რო ყველას ვიცნობთ -თქვა გაშტერებულმა ელიმ -ვერც მე, დაახლოებით სამ კაცს თუ ვიცნობთ აქედან. ამდენ ხალხში მაინც ადვილად მოახერხა ელიმ გაგას დანახვა რომელიც ბიჭებთან ერთად პოკერს თამაშობდა და რომელსაც გვერდით ვიღაც გოგო ეჯდა, სულაც არ აინტერესებდა ხდებოდა თუ არა აქეთ რაიმე, აზარტში შესულს ყველაფერი "ფეხებზე ეკიდა", გოგო კი რომელიდ სავარძლის ხელს ჩამოყრდნობოდა გაგას მხარზე გაწოლილიყო, გაგას შემხედვარე ელის თვალები გაუფართოვდა და ორთქლი კინაღამ აუშვა, ზიზღით გაიბერა და ლამის გადმოანთხია კიდეც, ადგილზე გაქვავდა და გრძნობა წაერთვა, ანუკამაც შენიშნა ეს და ელის ხელზე ხელი მოკიდა, ისიც ზიზღით უყურებდა გაგას, ამ დროს მარიც მოვიდა გოგოებთან და გაკვირვებულები მეორე ოთახისკენ უნდა წაეყვანა რომ ბექა გამოვიდა სამზარეულოდან და გოგოებს ხმამაღლა მიესალმა -ვაა გოგოებო როგორ ხართ? ცოტა არეულობაა ბოდიში. -მივიდა ბექა გოგოებთან და ორივე გადაკოცნა. ბექას ხმამაღალმა მისალმებამ ყველას ყურადღება მიიქცია და ყველამ გოგონებზე გადმოიტანა ყურადღება მათ შორის გაგამაც, რომლის მხარს ჯერ კიდევ ამძიმებდა იმ ვიღაც გოგოს სხეული. გაგამ ღრმა ნაფაზი დაარტყა და სიგარეტი საფერფლეში ჩაკუჭა. ელის გახედა თითქოს და ცინიკურად ჩაიღიმაო და კარტი ძირს დადო. გოგონებიც იქით ოთახში გავიდნენ, ელის მაშინვე გაეჩხირა ბურთი ყელში და გოგონებთან გულის მოოხებას მოყვა. -ერთი ჩხუბისთვის ასე მოქცევაა ? რაღაც არარეალურია -გოგო ნუ ვარდები, ეტენება, ეს არაფერ შუაშია -თქვა მარიმ და ელის დამშვიდებას შეეცადა. -დარწმუნებული ვარ იცოდა რო აქ ამოსვლას ვაპირებდით და მაგიტო ქნა ეგრე თორე -თქვა ეს სიტყვა და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვას შეეცადა. გული ამოუჯდა და ლოგინზე დაჯდა... -კაი დაიკიდე ხო იცი რა ტიპია. -ხო აბა, რა მაგარია, ვიღაც გოგო ელოლიავება შეყვარებული აქ ვყავარ და არაფერს შვრება. მეღადავებით ხო ? დაფიქრდით მაინც რა ამაზრზენია. წავედი მე. -კაი რა. შენც ჯოკერზე ჯოკერი დაურტყი და ეგ არის. -თქვა ანუკამ და ელის თვალი ჩაუკრა... ბევრი უცნობი იყო იმჟამად სახლში ამიტომ არც ელის გაუჭირდებოდა რომელიმეს ამორჩევა, ამისთვის კი რა იყო მთავარი ? -პოკერის თამაში. ელის მოეწონა რა თქმა უნდა ეს იდეა. ანუკასთან და მარისთან ერთად გავიდა და ისე რომ ყველას გაეგონა იკითხა : -პოკერს ჩვენთან ერთად არ ითამაშებთ? მოთამაშეები რომლებიც გაგასთან ერთად ისხდნენ მაშინვე წამოდგნენ და გოგონებისთვის ადგილი გაათავისუფლეს, მაგრამ მოხდა ისე რომ ბექამ და გაგამ თამაში შეწყვიტეს... აზარტში შესვლა არც გოგონებს გაჭირვებიათ. იცინოდნენ, ერთობოდნენ, გაგას მზერა კი რომელიც აივნის კართან ელის მოპირდაპირედ იდგა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა ელის არ გამოპარვია, მაგრამ ამ ყველაფერს ის უშლიდა ხელს რომ მას ისევ ის გოგო ედგა გვერდით. რამდენიმეჯერ დამცინავად გაუღიმებდა ხოლმე ელი გაგას მაგრამ ისე რომ თვალებში არ უყურებდა, კარგა ხნის შემდეგ შენიშნა როგორ ამოიღო მობილური და რამდენიმე წამში ელის მობილურმაც დაიწკრიალა, ესემესი მოვიდა. -გამოდი ერთი წამით. -ვთამაშობ. გაგას აღარაფერი მოუწერია. ელის გეგმაც ნელ-ნელა ამართლებდა, გვერდით გარე მოთამაშე ბიჭი მოუჯდა რომელიც ბექას ძმაკაცი იყო,ხელი მეორე მხარეს ზურგის მხრიდან სავარძელის ხელს დააყრდნო და ნაზად შეეხო მის წელს, ელი მომენტალურად და ინსტიქტურად შეიშმუშნა, გაგამაც ამ დროს ბექას რაღაც გადაუჩურჩულა და ბექამაც ის ბიჭი ადგილიდან მოწყვიტა. რა თქმა უნდა ეს გაგას ნამოქმედარი იყო. ცოტა ხნის შემდეგ მაგიდიდან ელი მარის დაძახებით ადგა და სამზარეულოში გავიდა. სამზარეულოს მეორე კარიდან კი სახეაშლილი გაგა შემოვიდა. მარიმ "მე დაგტოვებთო" და გავიდა. ელიმ მაშინვე აარიდა თვალი და მტკიცედ დადგა. -შესანიშნავი მსახიობი დადგებოდა შენგან. -არაა საჭირო ეს გაცვეთილი ირონია -უთხრა მკაცრად ელიმ. -ეს ეჭვიანობის სცენებიც გაცვეთილია. -ეჭვიანობის ? რაღაც გეშლება -და ეს უარიც. -ამაზრზენი ბიჭი ხარ გაგა ! -ახლა ვარ ხო ? -ხო ახლა. -გვეყო ეს თამაში. -და რა იცი რომ მე ვთამაშობ? -თქვა ელიმ და მერეღა გააანალიზა რა თქვა -სიტყვები უკან მიმაქვს -დაასწო ისევ გაგას და გაიტრუნა. -მოდი ჩამეხუტე. -დამცინი ხო, ვიღაც გოგო გეკიდება კისერზე ერთობი და რო მოგწყინდა ისევ ჩემთან მოხვედი კაი რაა. დაფიქრდი მაინც. -შენი აზრით მე რაზე ვფიქრობ ? -რავიცი მე ალბათ არაფერზე. -ხო ზუსტად. არაფერზე. ჩვენ ხომ ერთმანეთის არაფრები ვართ. ხომ გახსოვს ზღვაზე? ხოდა მაგ არაფერზე ვფიქრობ. -ნუ ილექსები გაგა. -აბა რა ვქნა ? -გაგა ელისკენ წავიდა მაგრამ ელიმ ცინიკურად ჩაიღიმა თავი გააქნია და ოთახიდან გავიდა, ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და თამაში განაგრძო. მიზეზი ახსნილია, გაგას ელი უყვარს. ელი ამაყია. ელი ხდებოდა რომ 2 წლის ბავშივით მოიქცა რომ არ შეურიგდა მაგრამ მართალი იყო თავის თავთან და არა მარტო. ამაზრზენია ასეთი ქცევა. თამაშს ისე განაგრძობდა რომ გაგა თავიდან არ ამოდიოდა და უფრო და უფრო ბრაზდებოდა. გაგა კი ბექასთან ერთად აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ელის ესემესი ისევ გაგასგან მოუვიდა და სახეზე ღიმილიც გადაეფინა. -ჩემი ოქრო ჩემთან. -ამის წამკითხველს სულაც არ გახსენებია რომ გაგას აღარ ელაპარაკებოდა, მაშინვე წამოხტა ადგილიდან და გაგას პატარა აცრემლებული ბავშივით მიეკრო. გაგას ეცინებოდა და ბექას ეუბნებოდა რომ "მისი გოგო" იყო. ბედნიერი სიყვარული მურმანის ეკლებს არ აძლევს არაფრის საშუალებას. ამიტომაცააა იგი ბედნიერი. (13) დრო ისევ სიყვარულის დუღილში გავიდა, ისევ ისე თბილად აგრძელებდნენ ურთიერთობას, დღის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებდნენ და სიყვარულით ტკბებოდნენ, რა თქმა უნდა ყოველივეს ახლდა კამათი და კინკლაობა მაგრამ ყველაფერი მაინც კარგად მთავრდებოდა. ერთ დღეს მარის სახლში სავარძელში ერთად ჩაწოლილები რაღაცაზე საუბრობდნენ რომ გაგამ მოულოდნელად კითხა -რო მოვკვდე მაინც გეყვარები ელენე ? -გაგა მერამდენედ უნდა გითხრა რომ ასეთი სისულელეებზე ნუ მესაუბრები. -რა ვქნა მეფიქრება. -მერე ყველაფერი კი არ უნდა დაფქვა. -მერე რომ არ გითხრა და იეჭვიანო ? -ვისზე უნდა ვიეჭვიანო ფიქრზე ? -თქვა ელიმ და გადაიხარხარა. -რა იცი მე რაზე ვიფიქრებ. -თქვა გამომწვევად გაგამ და შუბლი მოისრისა -ე-ე ბიჭი ეგრე არა. -გაგამ ელის გაუღიმა და ისე მაგრად მოუჭირა ხელები ლამის გაჭყიტა. -უხ ჩემო ბრილიანტო, რა ტკბილი ხარ. მათი სიყვარულით არა მარტო ისინი არამედ ყველა ბედნიერობდა. მათი შემხედვარე ახლაც ტკბებოდნენ და ბექამ მოულოდნელად თქვა -ბიჭო ჯვარს არ იწერთ ? ყველას მოეწონა ეს იდეა გაგას გარდა. იგი იმავეს იმეორებდა რომ არ მინდა ჩემი ცოლი დავაქვრივოო, მართალია იუმორით იყო გაჟღენთილი ეს ფრაზა მაგრამ ელი მაინც ბრაზდებოდა ამ სიტყვებზე. -ჩემი რეტი ხარ ელენე, ხშირად რომ მესხმის აი ის რეტი. -თქვა გაგამ და ტუჩებ გაბუსხულ ელენეს კისერში მსუბუქად უკბინა. -მეტკინა გაგა. -სანამ გრძნობ გეტკინოს. -გაგა ! -ისევ ისეთი ტონით გაუმეორა ელიმ. -ხო ხო ვითომ არ იცი ახლა. -კიდევ ერთხელ უკბინა მსუბუქად კისერზე და მერე მაგრად ჩაეხუტა. გაგა და ბექა საქმეზე წავიდნენ და გოგონები მარტო დატოვეს სახლში. -გოგო რა საყვარელია გაგა. -ხო მაგრამ ნერვებს მიშლის ხოლმე -მეც მიშლიდა ბექა ნერვებს. არაუშავს მიეჩვევი. ფანატიკური სიყვარულით შეპყრობილ გაგას 20 წუთიც საუკუნედ ეჩვენა ალბათ რომ ელის ესემესი მოუვიდა. -ყველაზე მაგარი ქვრივი იქნები შენ ! -გაგა კიდევ ერთხელ გაიმეორებ მსგავსს და ხმას აღარასოდეს გაგცემ. -სანამ ცოცხალი ვარ მელაპარაკე, მერე გული არ დაგწყდეს. -გაგაააააა -აუ რა საყვარელი ხარ რო იცოდე. -გეყოფა რაა, სად მიდიხართ? მალე მოხვალ ? -ოპ ოპ უყურეთ ამას, 20 წუთი ვერ გაჩერებულა და რომ მოვკვდები რას იზამს. -რო მოკვდები სხვას შევიყვარებ -ნიშნისმოგებით მიწერა ელიმ. -ხუმრობს გოგო. -ბიჭიც. ელის მაინც ეღიმებოდა და ეცინებოდა გაგას სიტყვებზე და გრძნობდა რომ უფროდაუფრო უყვარდებოდა, სულით, ხორცით მთელი არსებით. -ხანდახან მგონია რომ გაგაში ვცხოვრობ -თქვა ელიმ და თვალები დააფახულა. -რა სულელი ხარ ელი. -უთხრა მარიმ ელის და უჩქმიტა. -მიყვარს მარი მიყვაარს. -მერე უთხარი. -მოვიდეს და ვეტყვი. -არა ეგრე არა. ორიგინალურად. გოგონებმა გადაწყვიტეს რომ გაგასთვის გული დაენთოთ, უკვე წინასწარ წარმოედგინათ რა რეაქცია ექნებოდა გაგას. პარალელური სამყაროდან გადმოვარდნილებს გავდნენ, უცხოა არა გოგო რომ ბიჭს გულს უნთებს ? მაგრამ ისინი ხომ განუმეორებლები იყვნენ. (14) როგორც გაარკვიეს გაგა უკვე სახლში იყო საღამოს, ბექას დახმარებით გოგონებმა ყველაფერი მოაგვარეს, გულის ფორმის ბენზინიც მოასხეს და მანქანა ახლოს დააყენეს რომ დინამიკები დაეყენებინათ. დინამიკებზე მიკროფონი შეაერთეს გულს ცეცხლი წაუკიდეს და ელიც შიგნით შეხტა. -გაგაა! -დაიყვირა მიკროფონში ელიმ. აივანზე მალევე აინთო შუქი და გაგაც გამოვიდა, მათ შემხედვარეს მაშინვე სიცილი აუტყდა თან ისე რომ თავს ძლივს იკავებდა. -არ დამეწვა გოგო გამოდი მაგ გულიდან... ელიმ სიმღერა დაიწყო, მართალია თავად არ მღეროდა მაგრამ მაინც არაჩვეულებრივად გამოდიოდა, გაგა კი ბჟირდებოდა და სულს ძლივს ითქვამდა, მეზობლები გაოცებულნი უყურებდნენ ელის. ელიმ დაამთავრა თუ არა სიმღერა გაგას ზემოთ ახედა და უთხრა -მიყვარხარ გაგა ! გაგა შიგნით შევიდა და მალევე ქვევით გაჩნდა. მოკლე შორტებით და სახლის ჩუსტებით გამოტანტალდა, ელის მაგრად ჩაეხუტა და ბევრჯერ გაუმეორა რომ "უყვარდა"... ბედნიერ ღამეს ბედნიერი ძილიც მოჰყვა. დილით ელი ისევ და ისევ გაგას ზარმა გააღვიძა. -დილამშვიდობისაა ჩემო საყვარელო. -დამაძინე რა გაგა -თქვა ძლივს მოფხიზლებულმა ელიმ -ე ე არ დაიძინო ეხლა, წამოხტი ჩქარა. -რატო ? -მიდი ადე მოწესრიგდი და მარისთან ამო -ამ დილას რა მინდა მარისთან -რა დილა გოგო ორია საათი. -ხო საათნახევარში გამოვალ. -რა საათნახევარში ნახევარ სააათში აქ იყავი, იცოდე დაგაწიოკებ. ელი მაშინვე წამოდგა ლოგინიდან და ნახევარი საათის მერე ძლივს გაეტია სახლიდან. მარისთან მივიდა და მძინარე ისევ დივანზე გაითხლარშა. -ადე ქალო, სხვის სახლში ხარ -უთხრა სიცილით გაგამ და ზემოდან დააწვა. -გაგა-ა, გავიჭყიტე ადექი... გაგა მძიმე ხაარ. -არაფერი გეტკინოს. -წამოხტა გაგა და ელიც წამოახტუნა. -რა ხდება რატო მომიყვანე. -მომენატრე და იმიტო. -მოგკლავ გაგა, ცოცხლად დაგწვავ. -დამაცადე ჩემითაც მოვკვდები. -უთხრა და ისევ ისე თბილად ჩაეხუტა. ასე ესიყვარულებოდნენ გაგა და ელი დაახლოებით ორი საათი ერთმანეთს, მერე კი მარიმ ელის თხოვა მაღაზიებში წაყოლა და ელიც წაყვა... დარჩა გაგა პირშიჩალაგამოვლებული ბექასთან ერთად და ისინიც გარეთ გავიდნენ, გაგას თხოვნით ცოტა ხანი უკან დაყვებოდნენ გოგონებს, განა იმიტომ რომ გაგა ეჭვიანობდა ან რაიმე მსგავსი, პირიქით უნდოდა რომ სულ ელისთვის ეყურებინებინა და დრო ტყუილად არ დაეკარგა. სავაჭრო ცენტრიდან გამოსულს გაგასა და ბექას ფეხზე ციგნები ჩამოეკიდნენ, ფული მისცეს მაგრამ მაინც არ მოეშვნენ, მერე ერთ პატარა ციგანს გაგა მიუტრიალდა და უთხრა, -ბევრ ფულს მოგცემ და ერთ გოგოს სახლამდე გაეკიდე კარგი ? -რამდენს ? -რამდენი გინდა ? -ბევრი. -ბევრი რამდენია ? -20 ლარი. -აჰა შენ 30 ლარი და მე რო გოგოს გაჩვენებ იმას გაეკიდე. -გაგამ ჯიბიდან საფულე ამოიღო დაპირებული თანხა ციგან ბავშვს მიაწოდა და ელის საჩვენებლად წაიყვანა. თან ყურში რაღაც უჩურჩულა და უთხრა რომ ძალიან რომ დაიღლებოდა სირბილით მერე ეთქვა. ციგანსაც მეტი რა ესაქმებოდა, ამდენი ფული გააკეთა და... ელის სახე კარგად დაიმახსოვრა და გარეთ დაელოდა... გაგამ მშვენივრად იცოდა რომ ელის ციგნების დანახვაზე აკანკალებდა ისე ეშინოდა ამიტომ მისი გაბრაზება სცადა... * * * -ვაიმე მარი მიშველე, გარეთ ციგანია. -თქვა ელიმ და მარის უკან ამოეფარა. -აჰ-აჰ, რა სულელი ხარ ელი, მივცემ ფულს და არაფერს არ გვეტყვის. -მეშინია მაინც. -მენდე ელი -უთხრა მარიმ და ამაყად გავიდა ცენტრიდან, ციგნებიც მაშინვე მიცვივდნენ და ჩამოეკიდნენ ფეხებზე, მარიმ ფული კი მისცა მაგრამ ელის არ მოეშვნენ, ელისაც მეტი რა გზა ჰქონდა ლამის ტირილამდე მისული თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, მისდევდა ერთი პატარა მოტურტყლული ციგანი უკან ფეხშიშველა და არ ჩერდებოდა, ელის გამწარებული სახის შემხედვარე მარი ბჟირდებოდა და თან ელის უკან მისდევდა ციგნის შემდეგ. ელი წიოდა კიოდა დახმარებას ითხოვდა და მაგრამ არავინ ეხმარებოდა, ყველას ეცინებოდა და სიცილს ვერ იკავებდნენ, ციგანი კი დროდადრო ეწეოდა და შარვალზე ხელ მოხვევდა მაგრამ ელი მაინც უსხლტებოდა ხელიდან და ეხვეწებოდა პატარას რომ დაენებებინა თავი, ფულს მისცემდა ოღონდ აღარ გაკიდებოდა და ა.შ. ბოლოს სირბილისგან საშინლად დაღლილი კედელს დაეყრდნო და მთხოვნელი თვალებით შეხედა -რა გინდა ბავშვო მითხარი -ციგანი რამდენიმე წამს გაჩერდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო მერე კი უთხრა. -შენ სირბილმა დაგღალა და გაგას სიყვარული როგორ არ გღლის. ელი მაშინვე მიხვდა რომ ყველაფერი გაგას ბრალი იყო, სახეზე ღიმილი გადაეფინა, გადადგა პირველი ნაბიჯი და ციგანს ხელები მოხვია, მერე მობილური ამოიღო და გაგას დაურეკა. -ყველაზე იდიოტი ხარ გაგა -დაგღალა უკვე? -შენ უფრო მღლი. -აბა მიყვარხარო? -კი ნამდვილად. -ყურმილი დაუკიდა და უკვე მოსულ მარის ყველაფერი უთხრა. მარისაც სიცილი აუტყდა, იმდენ ხანს იცინოდნენ და ისე რომ გამვლელები გიჟად რაცხავდნენ, მერე ძლივს გასწორდნენ და სახლში წავიდნენ, მალევე მოვიდნენ სახლში ბიჭები და არა მარტო გაგა და ბექა, სახლი გაივსო... გაგა და ელი ოთახში ლოგინზე პირქვე დამხობილები ეყარნენდ ა საუბრობდნენ, გაგა ელის თმას ეფერებოდა, უღიმოდა და თვალებს არ აშორებდა. -ჩემი რეტი, როგორ მიყვარხარ. -მეც, მაგრამ ციგნები არ არის საჭირო -უთხრა ელიმ. -არა რა სულელი ხარ,ციგნის როგორ გეშინია. -ყველა შენსავით მაგარი როჟა ხო ვერ იქნება. -პროსტა როგორ გითხრა რო მიყვარხარ ვერ ხვდები -არ მითხრა მაშინ. -შენით მიხვდები? -კი. -შენ სულელი ხარ ვერ მიხვდები, ამიტომ მიყვარხარ. -მეც. (15)დასასრული ბედნიერი სიყვარული პიკს აღწევდა, ქორწილის თემა უბრალოდ ზედმეტი იყო, გაგა ახლოსაც არ იკარებდა, ისევ სიკვდილის თემას უბრუნდებოდა. ელის აბრაზებდა თვითონ კი ხალისობდა. უყვარდა იმაზე მეტად ვიდრე ადამიანს შეეძლო, იმაზე აღმატებულად ვიდრე არსებობს და იმაზე ძლიერად ვიდრე ხდება ხოლმე. ყოველი სუნთქვა ელის სუნთქვას ერთვოდა, ყოველი სიტყვა ელისკენ იყო მიმართული, ყოველ ფიქრში ელი მოძრაობდა, გრძნობაში, აზრში, გულში, სხეულში. გაგასთვის ამომავალი წერტილი ელი იყო. ცაზე ერთ-ერთ ვარსკვლავს ელის სახელიც კი დაარქვა. მოკლედ ელი მისთვის ყველაფერი იყო და არც ელისთვის იყო გაგა ნაკლები. ყოველ დღე ყოველ წამს, ერთად ატარებდნენ, გაგა სამსახურშიც იშვიათად დადიოდა... არაფერი ხდებოდა ჩვეულებრივად, ყველაფერი არაჩვეულებრივად. * * * -ელენე -რა? -ვკვდები. -ო, რა გჭირს? -სიყვარული მჭირს. მენატრები. -მოვალ სად ხარ ? -სახლში. ელი მაშინვე წავიდა გაგასთან სახლში... როგორც ყოველთვის გაგა ფანატიკურად შეყვარებული ელიზე ვეღარაფერს ამჩნევდა მის გარდა, არავინ ინტერესებდა... ხანდახან როცა იხსენებდნენ იმ მომენტს როცა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ხალისობდნენ. * * * გავიდა მას მერე კიდევ 2 თვე, მათი სიყვარული უკვე სიყვარულს აღემატებოდა, ერთი სული ორ სხეულში ცხოვრობდა, გიჟდებოდნენ ერთმანეთზე. უკვე მიხვდით კიდეც ალბათ როგორ უყვარდათ ერთმანეთი ამიტომ აღარ დავიწყებ ამის ახსნას. უბრალოდ გავიხსენებ კიდევ ერთს. ელის მშვიდად ეძინა ანუკასთან ერთად, თან სიზმარში გაგასა და თავის ქორწილს ხედავდა და ტუჩის ბოლოები ეპრიხებოდა ბედნიერებისგან. გაგას ესემესმა გამოაფხიზლა... -ხო გახსოვს რომ მიყვარხარ ? ხო არ დაგავიწყდა ? ელის გაეცინა მის ესემესზე ამიტომ არაფერი მიწერა, იცოდა რომ ალბათ ისევ თეთრად გაათენა გაგამ ღამე და ამიტომაც მიწერა, არ დააყოვნა კიდევ ერთმა ესემესმა -ტკბილად გძინავს, ალბათ. გეძინოს გეძინოს. იმედია მე მხედავ სიზმარში, უკანასკნელად. ნუ გეშინია ელენე, ხო იცი როგორ მიყვარხარ. ეს ესემესი წაუკითხავი დარჩა რადგან ელის ისე ჩაეძინა რომ მის გამოფხიზლებას იქვე აფეთქებული ბომბიც ვერ შეძლებდა... ისევ გაგას ხედავდა სიზმარში, გაგას რომელიც ალბათ უკვე ვინ იცის სად იყო... ვინ იცის როგორი ცივი იყო ან კიდევ თბილი. ვინ იცის როგორ ნატრობდა სააქაოს. მიწას ან კიდევ გრძნობას. როგორ ნატრობდა ელის. ელის რომელიც ახლა იწვა და სულაც არ ფიქრობდა ამაზე, უბრალოდ ხედავდა ქორწილს, ქორწილს რომელიც საოცნებო გაუხდა, ქორწილს რომელიც აუსრულებელ ოცნებად დარჩა. ქორწილს რომელსაც სიძე-გაგა არ ეყოლებოდა. ქორწილს რომელიც უბრალოდ სიზმრად იქცა, გაგა კი.... გაგა... გაგა რომელიც უკვე ზემოდან, უკვე ციდან დასცინოდა ალბათ ყველას "ეე მე სად ვარ და თქვენ კიდე ხმელეთზე წვალობთო", მაგრამ მაინც, იგი იმდენად ფანატიკურია რომ ვერ შეძლებდა ელის ამ ქვეყნიდან წაყვანას. უყვარდა იმაზე მეტად ვიდრე შეეძლო, იმაზე ძლიერად ვიდრე უნდოდა... ელიმ რომელმაც უკვე გაღვიძებულმა ესემესი ნახა ყურადღება არ მიაქცია, რადგან ხშირად იცოდა ხოლმე ასეთი გამოხტომები გაგამ, მოწესრიგდა და მარისთან აპირებდა გასვლას რომ პროფილაქტიკასთან ახლოს დაკუჭული შავი პაჯერო დაინახა. არც ამისთვის მიუქცევია ყურადღება, მაგრამ ძალიან კი შეეცოდა მისი პატრონი... ის ის იყო მარის სადარბაზოში უნდა შესულიყო რომ იქიდან ყვირილით ბექა გამოვარდა და მას აცრემლებული მარიც გამოყვა. ელის დანახვაზე ორივე გაშეშდნენ და ადგილზე გაქვავდნენ. ბექა ელისკენ წავიდა მასაც ცრემლები სდიოდა უკვე. მაგრა ჩაეხუტა, ისე მაგრად რომ ვერც კი სუნთქავდა ელი, -აპატიე ელი -ვის ? უკვე შეშინებულმა თქვა ელიმ, თითქოს გული რაღაცას უგრძნობსო მაგრამ არ უჯერებსო. -აპატიე ელი აპატიე რომ მოკვდა -თქვა ბექამ და მის მანქანას მუშტი ძლიერად დაჰკრა... მარი იქვე ჩაიკეცა. ელი ძეგლივით გაქვავდა. გაიყინა, პირი ისე მოკუმა რომ ვეღარც კი გახსნა. -მოკვდა ? -თქვა ისე რომ თვითონ ძლივს გაიგონა. -არაუშავს, მას ხომ ვუყვარვარ. -თქვა თუ არა ეს, ბექასა და მარის ყურადღება მაშინვე მიიქცია, გაოცებულები იყვნენ ელის საქციელით, ხომ არ გაგიჟდაო ფიქრობდნენ, მაგრამ არა ელის ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე, ვეღარაფერს გრძნობდა, ყურში მისი სიცილი ჩაესმოდა და უფრო ეღიმებოდა. -მოკვდა ?! -კიდევ ერთხელ გაიმეორა ელიმ და გული წაუვიდა. ეს უბრალოდ შოკიდან გამომდინარე რეაქცია იყო, მის გონებასა და სხეულს ასე ადვილად არ შეეძლო ამის გააზრება, მის გულს არ შეეძლო ამის აღქმა ან კიდევ როგორ შეძლებდა... გონს მოსულს სიტყვა არ დაუძრავს ისე წავიდა გაგას სახლში... ყინვა რომელსაც გაგა მოეცვა მოგრძო შავი ფორმის საგანი ფარავდა, გალობას გაერინდა იქაურობა... რას ელოდა სხვა? ან რას ელოდა ელი ? როცა გრძნობ რომ იქვე წევს სხეული რომელიც შენთვის სუნთქავდა და ახლა აღარ სუნთქავს, როცა ხვდები რომ სხეული რომელიც ახლა იქ წევს შენზე აღარ ფიქრობს უფრო სწორად ვეღარ. როცა იცი რომ მისი გული ახლა აღარ ფეთქავს... ელი ინსტიქტურად დაემხო შავ საგანს და საშინელი ხმა აღმოხდა -ძალით მოკვდი არა ?! იცოდი რომ მეც მომკლავდი და მაგიტომ მოკვდი არა ?! რატომ რატომ ?! შენ ხომ მეუბნებოდი რომ გიყვარდი... ელის პირს რა აღარ ცდებობდა, არავინ ცდილობდა მის დამშვიდებას, ან რა აზრი ჰქონდა. არავის არაფერი გამოსდიოდა, ის უბრალოდ ტიროდა და ამით ყველაფერს ამბობდა, ეთხოვებოდა გაყინულ სხეულს რომელსაც უკვე აღარაფერი ესმოდა, მაგრამ გაგა ?! რას ფიქრობდა ცაში ის ახლა, როგორ ამშვიდებდა ალბათ ელის მაგრამ არ გამოდიოდა... ელის ის გაყინული სხეულიც უყვარდა რომელიც ვერც კი ხვდებოდა რა ხდებოდა მის ირგვლივ, ის ხომ უსულო იყო ის ხომ ვეღარაფერს გრძნობდა. * * * მას შემდეგ გავიდა კიდევ რამდენიმე თვე, რა თქმა უნდა გლოვა არ მოშორებია არც ელის და არც არავი, შავი არავის გაუხდია და დღესაც როცა უკვე 2 წელი გავიდა მას შემდეგ, სიცოცხლით და ენერგიით აღსავსე ელი გაგას ქვრვია, გაგას რომელიც მისთვის ერთადერთი იყო და განუმეორებელი. 2011 წელი... რეალური ისტორია... მე არ შემეძლო ან გამეცოცხლებინა ან რაიმე მსგავსი, ეს ბიჭი მართლა მოკვდა ამიტომ მე ვერაფერს შევცვლიდი. მოკლედ ესეც ასე, იქიდან გამომდინარე რომ ნამდვილი ისტორია იყო არ დამიწყოთ, ასე რატომ დაასრულე, ხომ ვთქვი მოკვდება-მეთქი და ა.შ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.