საიდუმლო [14]
14 – გეგა, როგორმე უნდა დავეხმაროთ თიკას, – გაიღვიძა თუ არა, მაშინვე წყნარი და მაინც აღელვებული ღიმილით მიაგება წუხილი ქმარს მარიამმა. – დავიჯერო ასე ძლიერად შეუყვარდა ამ მოკლე დროში? – გაოცებულმა ამოიფრუტუნა და სწრაფად გადაიტანა მზერა ცოლის სახიდან ჭერზე, რათა არ შეხვედროდა ქალის ბრაზისგან დაკრუნჭხულ ნაკვთებს. – კაცებს რა გაგეგებათ სიყვარულის! – წამოიძახა უკმაყოფილო ტონით, საწოლზე წამოჯდა და ხელი ჩაიქნია. – რომანტიკაც არ იცით, რა არის... – დაამატა და ფრატუნით გავიდა ოთახიდან. მოწესრიგდა, სამზარეულოში ხალათით დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და ტელეფონზე ნატას ნომერი აკრიფა. – გაგაღვიძე? – ჰკითხა, მაგრამ პასუხი ისედაც ნათელი იყო. – რა ხდება? – აჭრილი ჰქონდა ხმა გოგოს. – მიწერე სასწრაფოდ გოგოებს და ამოდით ჩემთან. მალე! – ისევ გეგა? – უკმაყოფილებამ იოგები შეუტოკა ნატას. – არა, ამოდით! – შეწუხდა ამდენი კითხვებით და უბრალოდ გათიშა. სავარძელზე ფეხები აიკეცა და ფანჯრის მინას დააკვირდა, რომელიც სამზარეულოს ავეჯს ირეკლავდა. შენიშნა, რომ კარადასთან გეგა იდგა, ოღონდ როგორ ვერ გაიგო, როდის შემოვიდა, ვერ მიხვდა. – შემაშინე, – დაბალ ხმაზე უთხრა. – არ შეიძლება, ცოტა ხნით რომ სადმე წამომწვე განსატვირთად? ზაფხულია უკვე! – დახლს ზურგით მიეყრდნო კაცი და ცოლს ბრაზგადაკრული იერით მიაშტერდა. – რატომ მეუბნები მაგას? – შეპარვით ჰკითხა მარიამმა, რომელიც ხვდებოდა პასუხს, თუმცა არ უნდოდა, რეალობა ყოფილიყო, რადგან ეშინოდა ქმრისგან წამოსული სიცივის ტალღების, ნელ–ნელა რომ იწყებს გამოჩენას და საბოლოოდ ყველაფერს თავის სიცივეს სდებს. – ყველაზე ნერვიულობ და ეს მაღელვებს! – არ მოიშორა სიმკაცრე კაცმა. რისიც ეშინოდა, ის გამართლდა. შეაჟრჟოლა. სიგარეტი საფერფლეში მიწვა და მტრულად შეხედა ქმარს. – რას მეუბნები, ანუ მეგობარზე არ უნდა ვიდარდო? ის რომ სახლში დეპრესიისგან იტანჯება და შეიძლება ერთხელ ვეღარ გაუძლოს, ფეხზე დავიკიდო? – გააფთრდა მარიამი, – როგორ შეგიძლია ასეთი ცივი იყო? გგონია თიკა ჩემზე არ ნერვიულობდა, როცა შენ მიმატოვე და იმ კა*პაზე გამცვალე? წარსულის გახსენებამ და თან ასეთ მწარე მომენტში, ორივეს ნაიარევი ხელახლა გახსნა. ბრაზი ტკივილმა შეუცვალა გეგას, მარიამს კი ტკივილი – ბრაზმა. – მაპატიე, რომ შენზე ვზრუნავ! – ამოიხრიალა კაცმა, ძლიერად დაანარცხა ყავით სავსე ჭიქა დახლზე და სამზარეულოდან გავიდა. თეთრი მარმარილოს დახლიდან წვეთებად იწყეს დენა ყავის ყავისფერმა წვეთებმა, ქალის სახეზე კი ცრემლებმა მონახეს გზა. ახლა მარიამს ახალი თერაპია სჭირდებოდა, მაგრამ ჯერ თიკასთვის უნდა ეშველა, რამე უნდა მოეხერხებინა, თორემ არაკაც ქმარს აწი აღარაფერი ეშველებოდა. დიდხანს არ მოუწია გოგოებისთვის დაცდა, ერთ საათში სათითაოდ მოლაგდნენ კართან. გაოცებულები იყვნენ და ინტრიგით შეპყრობილნი ელოდნენ, როდის მოუყვებოდათ მარიამი ამბავს, რომელმაც მათი კვლავ შეყრა განაპირობა. – თიკა სადაა? – ლოდინით დაიღალა ლინდა და ტელეფონს დაწვდა. – არ მოვა! – ისტერიკულად დაიკივლა მარიამმა. – რა გჭირს? – უმისამართო წერტილს მიჩერებულმა ანამ შეშინებულმა ამოხედა. მარიამმა ამოიხვნეშა. უკვე ძალიან დაღლილიყო. ასე კამათს გამოეფიტა თუ დაქალის ამბავს, ვერ გაეგო. თუმცა ფაქტი ჩვეულებრივ ერთი იყო – ისე გამოფიტულიყო საუბრის თავი არ ჰქონდა. – სანდრო... თიკას იდუმალი ბიჭი... – წამოიწყო ყოყმანით, – მოკლედ, ცოლი ჰყავს და თიკა საშინელ დეპრესიაშია, – დაასრულა ძლივს. – ასე ლაკონურად? – აღშფოთდა ნატა მოყოლის სტილით. – ნატა! – მხარი გაჰკრა ლინდამ და შეუბღვირა. – არავის იღებს და წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთოთ, – ამოთქვა მარიამმა და სიგარეტს მოუკიდა. – ავიდეთ და დაველაპარაკოთ, – მხრები აიჩეჩა ანამ, რომელსაც ყველაფერი ცისარტყელის ფერებში ეჩვენებოდა. – მართლა ამბობ? – გაოცებისგან ამოიოხრა მარიამმა, ვერ დაუჯერა ყურებს, რომ ასე უდარდელად ხვდებოდა ანა დაქალის ამ მდგომარეობას. – აბა, სხვა რა უნდა გავაკეთოთ? – გაბრაზდა. – მორჩით! – ჩაერთო ნატა, – რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს და მერე დეპრესიასაც ვუშველით. ოთახში ფიქრის ნისლი დაეშვა. თითოეულმა მისცა ფანტაზიას გასაქანი, ოღონდ რამენაირად თიკას თავი დეპრესიის კლანჭებიდან გამოეგლიჯათ. დამძიმებული ქუთუთოები დიდი ძალისხმევით დააშორა ერთმანეთს. ოთახი ეცნო. თავის სახლში, თავის ოთახში იწვა და თავი ისე სტკიოდა, მალე გაუსკდებოდა. ხელი მარჯვნივ გადააცოცა და ტუმბოს უხეშსა და ცარიელ ზედაპირს მოუსვა ერთი იმედით – რამე სასმელი დაუხვდებოდა. პირი უშრებოდა და რომ არ დაელია, კიდევ ერთხელ წაუვიდოდა გული. ხშირად გაუღვიძია და ნაბახუსევს ისე შეუწუხებია, თავის ყულფში გაყოფა მოუნდომებია, მაგრამ ახლა ბევრად უარესი იყო, ბევრად... ყველაფერთან ერთად გული სტკიოდა, აქამდე კი არასდროს გამოეცადა ეს გრძნობა ასე ახლოდან. საწოლზე წამოჯდა, თვალები მოისრისა და ამოიხვნეშა. ყველაფრის ტკივილმა ერთიანად დაუარა და თითქოს სიკვდილს ჩაახედა საზარლად ანთებულ თვალებში. უნდა ამდგარიყო როგორმე და სამზარეულოში გასულიყო. თუმცა ძალიან, ძალიან უმძიმდა ეს ფაქტი, რადგან შორიდან ყრუდ ისმოდა ჭურჭლის რახუნი. აშკარად მშობლები საუზმობდნენ ან, შესაძლოა, ვახშმობდნენ კიდეც, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა, დილა იყო, შუადღე თუ საერთოდ საღამო, მიუხედავად იმისა, რომ მზის სხივები მოურიდებლად იჭრებოდნენ ოთახში და სინათლითა და სითბოთი ავსებდნენ ოთახს. სძულდა სააბაზანოში წამოსული წყალი და ზიზღიანობის გადამკიდე, ვერასდროს სვამდა, თუმცა ახლა სხვა გზა არ ჰქონდა. ყველაზე ახლო და თავისაუტკივებელი ვარიანტი იყო. წვალებით წამოდგა ფეხზე და ბარბაცით მივიდა სააბაზანოს კარამდე. ცხვირში უსიამოვნო სურნელი ეცა, როგორც კი შავი მეთლახით მოპირკეთებულ სააბაზანოში ფეხი შედგა და ბრაზის ნაკადმა წამიერად დაუარა – „საყვარელი“ მეუღლე ჩამოსულიყო, როგორც ჩანს და სააბაზანო სურნელოვანი ვარდებით უკვე აექოთებინა. კიდევ ერთი მიზეზი წყლის აქ დალევის შეზიზღების, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო, რომ არ დაელია, იქვე მოკვდებოდა. ონკანი მოუშვა და იმდენად დაწია დაბლა თავი, რომ ლამის ნიჟარას ეკოცნავა. რამდენიმე ყლუპი რომ გადაშვა სასულეში, ზიზღით ასწია თავი და სახე დაემანჭა. სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი მოჰკრა და ვერ იცნო. წვერი, რომელიც უწესრიგოდ წამოზრდილიყო მის სახეზე, სრულად არ უხდებოდა. თვალები ყვითელი სხეულებით ჰქონდა სავსე და მის ცისფერ თვალებს მზის კაშკაშა სინათლეზეც აკნინებდა. თმაში რამდენიმე ადგილად სითეთრე შენიშნა და გააფთრებულმა დაუწყო თითებით ძებნა და სარკეში დაკვირვება. ამასობაში ისიც აღმოაჩინა, რომ თლილი თითების ბოლოებში – ფრჩხილებში – იმაზე მეტ მტვერს დაედო ბინა, ვიდრე ბავშვობაში ხდებოდა ხოლმე. საკუთარ თავზე გული რომ არ არეოდა, კაბინაში ტანსაცმლითვე შევიდა, წყალი ჩართო და ასევე შეუშვირა დუშს თავი. კარგად რომ გაებერა ტანსაცმელი სისველით და ამ სისველემ მეტად დაამძიმა, გაიხადა. ცხელი წყალი სასიამოვნოდ მოელამუნა მთელს სხეულზე და გამოაფხიზლა, რაც ყველაზე საშინელი მომენტი იყო ამ ბანაობიდან. გამოფხიზლებამ დედამიწაზე მძიმედ დაანარცხა და ახლა უკვე არც იმაზე დარდობდა, რომ პირი უშრებოდა და არც იმაზე, რომ ჭუჭყით ჰქონდა ფრჩხილები სავსე. დარდობდა მხოლოდ იმაზე, რომ სიყვარულს ვერ გაუფრთხილდა და ეს სათუთი გრძნობა, ცხოვრებაში პირველად რომ ეწვია, სიფაქიზის გარეშე, ერთი ხელისკვრით გაატანა ქარს. არა, ეს ის სანდრო არ იყო... ის აღარ იყო, რამდენიმე თვის წინ რომ იცნობდა: ქალების გულთამპყრობელი, უდარდელი, ფულით ჯიბეგავსილი და ცოლისგან „გადაგდებული“, რაც სრულებით არ ადარდებდა. ახლა უკვე სანდრო იყო, რომელსაც უყვარდა და ამ სიყვარულისთვის ვერ იბრძოდა. ამ რეალობის შეცნობა სახეში ძლიერი სილის გაწნის ტოლფასი იყო. „მომკალი! მიდი!“ – დაიყვირა შეშლილი ხმით და მუშტი კედელს ძლიერად მოუქნია. მეტ–ნაკლებად შეხსნილი ჭრილობები თითების ბოლოებში გაიხსნა და წითელმა სითხემ ხელახლა იწყო იატაკზე წვეთებად დენა, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა სანდრო, მხოლოდ მარცხენა მხარე ეღრღნებოდა და ამ ტკივილის შესაწინააღმდეგებლად ვერაფერს აკეთებდა. აქამდე მოიყვანა საიდუმლოებმა და ახლა ამ საზიზღარი აბლაბუდისდან თავი როგორმე უნდა დაეხსნა. სიცოცხლესაც დათმობდა, ოღონდ კიდევ შესძლებოდა თუნდაც ერთხელ ეკოცნა თიკასთვის და მისი გამხდარი სხეული ძლიერად ჩაეკრა გულში. წყალი დაკეტა, კაბინიდან გამოვიდა, თეთრი პირსაწმენდით სხეული შეიმშრალა, შემოიხვია და ოთახში გამოვიდა. პირველივე, რაც ხელში მოხვდა, ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა, სადაც, სავარაუდოდ, ცოლი და მშობლები ეგულებოდნენ. ახლა ყველაფერი დასრულდებოდა, ვისთვის – კარგად, ვისთვის – ცუდად. უბრალოდ, დასრულდებოდა, წერტილი დაისმეოდა და მორჩა. კიდევ ერთხელ მიწევს მობოდიშება და, ალბათ, კიდევ მომიწევს. მომდევნო დღეებში შეიძლება ვერ მოვხვდე კომპიუტერთან და, შესაბამისად, ვერ დავწერო ახალი თავი. ცუდად ვგრძნობ თავს, ასე რომ გალოდინებთ, მაგრამ რა ვქნა, რაც მთელი წელი არ მისწავლია ახლა უნდა მივაწყდე წიგნებს, მომავალი წლისთვის დიდი გეგმები წარმატებით რომ განვახორციელო... დიდი ბოდიში კიდევ ერთხელ. მიყვარხართ, ყველაფრის მიუხედავად რომ კითხულობთ და მხარში მიდგახართ... <3 საუკეთესოები ხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.