შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

24 თვე (მეორე თავი)


19-06-2016, 17:55
ავტორი wripawripa123456
ნანახია 1 441

დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს.
უცხო ნომერია, მიკვირს, მაგრამ ვპასუხობ.
-გისმენთ.
-როგორ ხარ ნუცა? მესმის უკვე ძალიან ნაცნობი, სიცილნარევი ხმა.
-კარგად ბატონო ალექსანდრე თქვენ?
-ეს თქვენობითი ლაპარაკი მოვიშალოთ და ყველაფერი კარგად იქნება.მეუბნება ისიც.
-როგორც ინებებთ. ისტერიულად მეცინება მე.
-ნუცა მოგხვდება , რომ გამოხვალ.
-არ ვაპირებ და როგორ უნდა მომხვდეს.
-კი,როგორ არა. მაგისთვის გირეკავ, არტ-კაფეში დაგელოდები. მეუბნება და ვხდები, რომ ეღიმება.
-კარგი. ვეუბნები, ტელეფონს ვთიშავ და ძილს ვაგრძელებ.
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ დედაჩემი შემოდის წივილით ოთახში.
-ნუცა ადექი, რა ამბავია,ვინ გადარიე ასე?
-რა ხდება ლალიკო?
-რაღა რახდება? ვიღაც ძალიან სიმპატიური ბიჭია დაბლა და შენ სახელს ყვირის რუპორში.
ტვინში წამიერად ალექსანდრე დავუშვი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეგეთი სიგიჟის ჩამდენი არ იყო.
უკვე ჩემამდეც მოაღწია რუპორის ხმამ.
-ნუცა,საყვარელო, არტ-კაფეში არ მოხვედი, ამიტომ მიტინგის მოწყობა გადავწყვიტე.
ისე წამოვხტი საწოლიდან და აივანზე ისე გავვარდი არ დავფიქრებულვარ რა მეცვა.
იდგა მანქანასთან და სიცილისგან იგრიხებოდა.
მე ბრაზისაგან ვწითლდებოდი და ფეხებზე მეკიდა ჩემი სასაცილო პიჟამოები, რომლებსაც კენგუროები ეხატა.
რამდენიმე მანქანა კიდევ გაჩერდა.
ლუკა, ბექა და ვაკო გადმოვიდნენ.
ისევ რუპორებით ხელში.
ოღონდ კვარტეტში.
-ნუცა ჩამოდი დაბლა.
მეცინება.
ოთახში შევრბივარ და გიჟივით ვიცვამ შარვალს, კეტებსა და თეთრ მაიკას.
-დე ვინ არიან ეს ბიჭები? ისევ მეკითხება ლალიკო.
-არავინ დე.
-და არავინ ესე გააგიჟე?
ისევ გამეცინა, ორიგინალურად მტეხავდა დედაჩემი.
სადარბაზოში ლილიანა და ნინე შეშლილი სახეებით იდგნენ.
-რახდება აგვიხსნი? ეცინება ნინეს.
-არტ-კაფეში არ წავედი. ვამბობ უკვე დამშვიდებული და არ ვჩქარობ სადარბაზოდან გასვლას.
-და მაგის გამო ასეთი ამბავი მოაწყო და ჩვენც თან ჩაგვიყოლა? შეიცხადა ლილიანამ.
-ხო, როგორც ვხედათ. ისევ მეცინება მე.
-ხოდა ჩქარა გადი სადარბაზოდან თორე დაგვანგრევს თავზე. ეცინება ლილიანას
-შენ ლუკას მიხედე, ჩემზე არ იდარდო, არც მე ვრჩები ვალში.
-ლუკა რა შუაშია? ცდილობს არ შეიმჩნიოს აფორიაქება.
-ძალიან, რომ მოგწონს ეგ არის შუაშიც და თავშიც, მასწრებს პასუხის გაცემას ნინე და სადარბაზოდან უკანმოუხედავად გარბის.
მეც იგივეს ვაკეთებ და ვტოვებთ ლილიანას მარტო.
-სულ გაგიჟდი შენ? როგორც კი ალექსანდრემდე მივედი შეტევაზე გადავედი.
-რატომ? არ იმჩნევს ის.
-რა რატომ? რა არის ეს გაღვიძებები?
-რას მერჩი ვერ გავიგე.
-თავს ნუ იდებილებ ალექსანდრე! მთელი მეზობლები ჩემზე ილაპარაკებე და ვიღაც გადარეულ ტიპზე. ვეუბნები მე და ალექსანდრეს სახეზე მეცინება.
-ჯერ ვიღაც არ ვარ მე, თუ ამ წუთას არ ვარ რამდენიმე დღეში ძალიან ახლობელი ვიქნები და მეორეც, არ გკიდია მეზობლები?
-მაგრად!
ჩემს პასუხზე ბიჭებმაც გაიცინეს.
ლილიანა გამწარებული სახით დგას, ნინე სიხარულით აღსავსე.
ლუკა ლილიანას შესციცინებს, ვაკო კიდევ ყველას.
-ხოდა ჩაჯექი მანქანაში ნუცა, მეუბენბა ვაკო.
-რა მინდა მანქანაში? ვიკვირვებ მე.
-უნდა მოგიტაცოთ, რა უნდა გინდოდეს, ჩაჯექი და გავიდეთ სადმე.
-აუ მეზარება ვაკო რა.
-მეორე მიტინგზე რა აზრის ხარ? სიცილით მომიბრუნდა ალექსანდრე.
-ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგრამ არ ღირს კიდევ შენი გადარევა, ჩავჯდები.
ნინე ჩემთან ჩავსვი, ლილიანა ლუკასთან გავუშვი.
სახეალეწილი, თან ძალიან გახარებული.
შემდეგი რეისი მთაწმინდის პარკი და შემოვლილი ყველა ატრაქციონი.
-ამერიკულ მთებზე დავჯდეთ რა, წამოიყვირა ნინემ.
-აუ კი, სიხარულით ავყევი მეც.
ალექსანდრეს გარდა ყველა თანახმაა.
-ალექსანდრე დაჯექი რა! ვეხვეწები მე.
-არა ნუცა!
-შენ რა გეშინია? მიზეზს მივუხვდი და ძალიან ბევრი დავცინე.
-არა!
-კი, როგორ არა, ამ მთასავით კაცს რა გაშინებს?
-არ მეშინია!
-მაშინ დაჯექი.
ასე კინკლაობაში დავსვით ამერიკულ მთებზე და ეს რომ არ გაგვეკეთებინა ვერ ვნახავდი ალექსანდრეს შეშინებულ სახეს და ვერ მოვისმენდი მის ღრიალს.
გაუტყდა, მაგრამ ძალიან ბევრი დავცინეთ.
-ქვეშაფსია ხარ რა! კიდევ აგრძელებს მის გამწარებას ვაკო.
-გამასწარი თორემ ვერ გადამირჩები.
-უტრაკო კატავ!
სიცილისგან ვხოხავდით.
***
ერთად აღარ ვათენებთ, მაგრამ მუდმივად გვათენდება, ოღონდ ცალ-ცალკე.
რადგან მე და შენ აღარ ვართ ჩვენ.
შენ ქუჩის დასაწყისში, მე კი ქუჩის ბოლოში.
ვდგავართ აივანზე მე ვისკით, შენ კი არყით ხელში.
დაცარიელებულია ქუჩები და არანაირი ხმაური.
ხმაურია მხოლოდ ფიქრები და ბოლოს ფიქრებში ჩაძირვა, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს და დარწმუნებული ვარ არც შენ.
რადგან ერთი მთლიანობა ვიყავით.
არცერთს აღარ შეგვწევს მშვიდად ძილის უნარი.
ვიძინებთ და სიზმრებში მაინც ვართ ერთმანეთთან.
იმაზე უარესი რა შეიძლება იყოს, როდესაც დაძინების მაგიერ ფიქრებში იფერფლები.
და ამის შემდეგ ვხდები, რომ უწინდელზე მეტად მიხვარხარ.
წარსული წუთები ტყვიაზე მძიმეა და არ მინდა მხოლოდ მოგონება იყო.

ესეც მეორე თავი.
არ ვიცი რა გამომდის.
ველოდები თქვენს კომენტარებს.



№1 სტუმარი Taisaa

Momwons :-)

 


№2  offline წევრი ketia

კარგია დზაან გაგრძელე

 


№3  offline წევრი Ana Imnadze

არვიცი რა გამოგდის,მაგრამ ეს რაღაც ძალიან მომწონს მე ^^

 


№4  offline წევრი wripawripa123456

Ana Imnadze
არვიცი რა გამოგდის,მაგრამ ეს რაღაც ძალიან მომწონს მე ^^

Taisaa
Momwons :-)

ketia
კარგია დზაან გაგრძელე


ძალიან დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგწონთ და სტიმული მეძლევა, რომ ვწერო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent