შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარყვნილი თითები (ნაწილი 1)


19-06-2016, 22:13
ავტორი Nude
ნანახია 6 108

წურწურით ჩამოსულ ოფლს ბაკებზე სიმწრით იწმენდს სალფეტკით და ამავე საზიზღრობისაგან სახეს უფრო უარესად მანჭავს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. ღმერთო, როგორ სცხელა, აღარ შეუძლია მეტის მოთმენა! მისი დაწყევლილი სამსახურის გამო, ვერსად ახერხებს წასვლას. დაწყევლილისო? მერე რა, რომ გიჟდებს თავის პროფესიაზე? ეს იმას არ ნიშნავს, საკუთარი სამსახურის პირობები სრულიად აკმაყოფილებდეს, თუმცა არც უმადურია. ოცდნებობს, აუზში, სადაც ბევრი ყინული ყრია ჩააგდონ და მანამდე არ ამოიყვანონ, სანამ ცუდად არ გახდება სიცივისაგან.
მის ძმასთან დარეკვას ცდილობს, მაგრამ რა თქმა უნდა, კვლავ დაკავებაა. დღემდე ვერ ხვდება, რა ჯანდაბად უნდა ის ტელეფონი, მაინც არასდროს პასუხობს. გაბრაზებულს უნდა უშრეტი სიტყვებით გამოლანძღოს, თუმცა ახსენდება, რომ რაღაც მაინც არის მასში ქალური, ყოველ შემთხვევაში, წესით უნდა იყოს და ჩერდება. ორ წუთში ისმის გოგონას ტელეფონზე გაბმული ზარი და ირონიული მზერით აკვირდება ეკრანს.
– მიკადრე?
– კარგი, რა, მარიამ, ნუთუ არ მოგბეზრდა? – დაღლილი ხმა ჰქონდა აშკარად ნიკოს.
– კარგი, ჩუმად ვარ, მორჩა. – გაიცინა საყვარლად და ინტერესი აუკიაფდა წამში. – მიხვედი სახლში?
– კი, ამ წამს შემოვდგი ფეხი და იქნებ დამაცადო მოწესრიგება, ცუდად ვარ, მგონი, ვკვდები. სიცხე მაქვს.
– დედა, სად არის მერე?
– დღეს წავიდა სოფელში, მე გავაცილე. წაყვანა ვერ შევძელი სამსახურის გამო, მაგრამ უკვე დამირეკა და მითხრა ჩავედიო. – მოკლედ უპასუხა. – მოკლედ, წავედი ახლა მე. შენ, როდის მოხვალ?
– არ ვიცი ზუსტად, მაგრამ თუ ცუდად ხარ, შევეცდები ახლავე წამოვიდე, თუ გამომიშვებს უფროსი. კი მაგრამ, ჩემთვის არ უნდა ეთქვა რომ მიდიოდა?
– მე, რა ვიცი, მარიამ? მიდი, გთხოვ, თორემ აზრზე არ ვარ, რით ვუშველო თავს. – გაიღიმა საწყლად, ისე, მარიამი მასთან რომ ყოფილიყო, კოცნით დაახრჩობდა, ისეთი საყვარელი იყო იმ მომენტში.
– დაგირეკავ, თუ რაიმე შეიცვალა. თუ ვერ წამოვედი, კატოს გამოვუშვებ. –თავისი დაქალის ხსენებისას, ზუსტად იცის, როგორ გაუბრწყინდა თვალები ნიკოს.
– ისედაც გამოუშვებ და ასედაც, ხომ ასეა? – ჩაიცინა და პერანგის ღილები მოუხერხებლად, მაგრამ სწრაფად ჩაიხსნა ცალი ხელით.
– ასეა. მაჭანკლობა არ მინდა ,,შემომეტენოს’’ წინასწარ გაფრთხილებ, მერე, არასასურველი რეპლიკები რომ არ იყოს ჩემთან მიმართებაში.
– მოსულა.
– სულ დამავიყწდა, მოიცადე, არ გათიშო! – ჩაჰყვირა მთელი ხმით ყურმილში. – ნატალი, სად არის? – ინტერესით მოიკითხა დედმამიშვილებს შორის ყველაზე უმცროსი გოგონა. – სახლშია?
– კი, ოთახშია, მგონი ტირის. – გაოგნებულმა, უფრო ყურადღებით დაუგდო დას ყური და წამოიძახა, რაც შეიძლება ჩუმად. – მართლა ტირის.
– ისევ ის, ხო? – მობეზრებულად აიქნია ხელი უმისამართოდ და სინქრონშ ახარხარდა და–ძმა.
– ისევ ის. – დაეთანხმა. – ასეა, ასე.
ყურმილი სიცილით გათიშა, თავი აქეთ–იქით მობეზრებულად გადააქნია და უზარმაზარი ოფისის კარი, ფრთხილად შეახო. ყოველთვის უჭირს ამ კარების გაღება. საოცრად დიდი ძალა ეხარჯება ხოლმე ოფისში შესვლისას და გამოსვლისას, მაგრამ სხვა გზაც არ აქვს, ამიტომ მორჩილად, ყოველგვარი წუწუნის გარეშე იტანს წამიერ ტანჯვას, რომელსაც მისი კუნთები თან უძლებს, თან ვერა. ხელი დაადო თუ არა კარების სახელურს, ისე შეაღო, როგორც ბუმბულის აღება არ დაამძიმებს, ჰაერივით მჩატე და... მოიცადეთ, რა ხდება? გვერდით, თან, არც ისე შორს მისგან, თითქმის მის სხეულთან მიკრულ სიმპათიურ კაცს პირდაპირ თვალებში უყურებს. თვალები დაბნეულმა რამდენჯერმე დაახამხამა, მაგრამ როგორც ყოველთვის, სწრაფად მოვიდა გონს, როგორც ჩვევია და რომ ჩაირთო, გამორთვას დიდი ხანი არ იუწყებოდა მისი პირის აპარატი.
– ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა! ძლივს ვაღებ ხოლმე ყოველ ჯერზე. ნუ, რა თქმა უნდა, მაინც ვერევი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს და იმიტომ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ფაქტობრივად, 10 წუთიანი ტკივილისაგან გადამარჩნეთ, რომელსაც ეს კარი იწვევს. – გაიცინა და სასიამოვნო გარეგნობის ჯელტმენს, რომელმაც გზა დაუთმო, მადლობა გულწრფელად გადაუხადა.
– არაფრის. – ღიმილი და სითბო, არც კაცმა დააკლო, თუმცა ეს სითბო არაფერი ყოფილა სხვა, თუ არა, უბრალოდ ზრდილობა.
თავი დაუქნია და დაწინაურდა. ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა. გაუმართლა! ვერ იტანს, როცა ლოდინი უწევს. სწორედ იმ სართულზე იყო გაჩერებული ლიფტი, რომელზეც იმყოფებოდნენ. კმაყოფილებით აღვსილი შევიდა შიგნით და ახლა უკვე მის წინ მდგარ ნაცნობ–უცნობს დააკვირდა. არა, აშკარად მომაკვდინებლად მოქმედებდა მარიამზე მისი ნაკვთები. სხეულის დათვალიერება ვერ მოასწრო ჯერ, მაგრამ ეგ არაფერი, იმდენად საოცარი სახის ნაკვთები ჰქონდა ამ ადამიანს, სხეულით არც კი დაინტერესებულა. პირველად მოეწონა მართლაც ლამაზი კაცი, მიუხედავად, მისი ამ ფენომენალური დამოკიდებულებისა მსგავსი ტიპის მამაკაცებზე.
– რომელ სართულზე მიბრძანდებით? – ისევ მისმა ხმამ დააბრუნა სააქაოს. თავს გაბრაზებულმა შემოუძახა გეყოსო და ციფრი უთხრა. – მეოთხეზე.
– ძალიან კარგი, სწორედ იქ მივდივარ მეც. – დინჯად მიაჭირა ღილაკს თითი და გვერდზე ამოუდგა მარიამს.
კვდებოდა ინტერესით გოგონა, ვინ იყო ეს კაცი, რადგან პირველად ხედავდა მათთან, თუმცა არაფერი შეიმჩნია, დარწმუნებულია, რომ არაფერი შეიმჩნია. კარების გაღების თანავე გავიდა და გვერდზე, წყლის აპარატთან დადგა. პლასტმასის ჭიქა გამოაძვრინა დაბრკოლების გარეშე და გვერდულად დადგა, რომ დაენახა, სად შევიდოდა მისტერ ,,სიმპაწიაგა’’. სულაც არ წყუროდა წყალი, სამაგიეროდ ინტერესი კლავდა. მისი ნება რომ იყოს, ლიფტშივე მოახდენდა თავისი უხამსი სურვილების რეალიზაციას, მაგრამ, ვაი, რომ ასეთი მხდალი არსებაა.
,, – მე მგონი, ვბერდები და ჰორმონები ისეთ გასაჭირში არიან, აღარ იციან როგორ იჩინონ თავი.’’ – გაიფიქრა მარიამმა ეშმაკური სიცილით და პლასტმასის ჭიქა ოდნავ გახსნილ ბაგეებთან სექსუალურად მიიტანა, თუმცა რად გინდათ, საერთოდ არ უყურებდა მას მისტერ სიმპაწიაგა.
გუნება წაუხდა იმ წამსვე, მაგრამ უფრო ცუდად მაშინ გახდა ქალბატონი ეკას კაბინეტში რომ შევიდა კაცი. ვერ იტანს ამ ქალს, რა გააკეთოს. ზიზღით დამანჭა ტუჩები და წყალს დახედა. არ უნდოდა, მაგრამ დალევა მოუწევდა და მოუწია კიდეც. მისი კაბინეტის გვერდით, კატოს კაბინედი მდებარეობდა და მასთან შევიდა პირდაპირ.
– რომ იცოდე რა მოხდა და ვინ ვნახე, გააფრენდი ჩემთან ერთად. – ვითომ დაღლილი სახით უთხრა და ტყავის მეტად კომფორტულად სავარძელში საჯდომით დაეცა.
– ვინ? – სიცილით ჰკითხა უცნაურად აჟიტირებულ გოგონას.
– ზუსტად არც მე ვიცი მისი ვინაობა, მაგრამ ისეთი კაცია, აი ერთი შემოხედვით, თხემით ტერფამდე რომ დაგივლის.
– მომიყევი მალე, დამელია სული! – კოპებ შეკრულმა შეუტია და ფეხი–ფეხზე სასაცილოდ, მოუხერხებლად გადაიდო.
– ოფისის მთავარი, შემოსასვლელი კარები ხომ იცი როგორ მძულს, ვერასდროს ვაღებ, ჰოდა... – საუბარი ტელეფონზე შემოსულმა ზარმა შეაწყვეტინა. – ჰო, სიძე. – სიცილით უპასუხა, ისედაც იცოდა უკვე რაზე უნდოდა საუბარი დაჩის. – ისევ, ბიჭო?
– ჰო, ისევ. დამტანჯა, შენ ძმობას ვფიცავარ. შენ, როგორი ჯიგარი ხარ და ის ვის დაემსგავსა, მითხარი? – ტანჯული ხმის თანხლებით ამოიოხრა.
– ამჯერად, რასთან დაკავშირებით იეჭვიანა?
– გამოგივლი, სადმე წავიდეთ და მოგიყვები აუცილებლად. – შესთავაზა ბიჭმა.
– აუცილებლად, მაგრამ, – მარცხენა ხელი ასწია და მაჯის საათს დახედა, – 20 წუთში მორჩება სამუშაო დღე, გაწყობს?
– კი, კი, როგორ არა, ოღონდ შემომარიგებინე და მეტი არაფერი მინდა. – გაიცინა, ხმით სასაცილოდ ,,აკოცა’’ და ყურმილი გათიშა.
დეტალურად მოუყვა ყველაფერი კატუსას და სთხოვა, როგორც კი მოიცლიდა, იმ წამსვე წასულიყო ნიკოსთან. რაც კი საქმე ჰქონდა მორჩა ყველაფერს და ზარიც განახორციელა სიძე–სასიძოს ნომერზე. ზუსტად 5 წუთში მანსთან გაჩნდა ბიჭი. ძმაკაცურად დაჰკრა მარიამმა ხელი მხარზე, ორივე ლოყა გემრიელად დაუკოცნა და დაჩის მიერ გაღებულ ავტომობილის კარებს სიცილით დახედა.
– ჩემი ჯელტმენი! რა ბიჭი ჰყავხარ ჩემ უტვინო დას, ნეტავ იცოდეს. – გაიცინა საყვარლად და მანქანაში მხიარულად ჩახტა.
– აბა, აბაა... ხომ ხედავ, ვერ მაფასებენ სათანადოდ. – ვითომ ნაწყენმა გადაატრიალა თვალები აქეთ–იქით და სიცილით დაძრა მანქანა, როცა მარიამმა ოდნავ მიარტყა მხარზე ხელი.
– ნუ მაიმუნობ, თუ ჩემი სიძე ხარ, რა! დაგაფასებს, სად წავა, თუ არადა, ხომ იცი, დიადი მარიამის დიადი გეგმები, ყველაფერს წამში მოგაგვარებინებ. – თვალი ჩაუკრა და მზის სათვალე ცხვირზე დაიდო სასაცილოდ. – ასე მიხდება? – დაჩისკენ საოცარი ხერხით დადებული სათვალითურთ შეტრიალდა და სახე წინ მისწია, თითქოს ისე ვერ ხედავდა ბიჭი.
– არაა. – შეაპარასავით. რა თქმა უნდა, ხუმრობით, თორემ მათ ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ, მორცხვობა არ დასჭირდებოდათ და არც სჭირდებათ. – ნორმალურად, ადამიანურად, ჩვენებურად, აქაურად გაიკეთე და არა უცხო პლანეტელი მარიამის სტილით. – ჩამოარაკრაკა და ერთ–ერთი კაფის წინ გააჩერა ლურჯი რაში.
– მიდი, რა! გშურს შენ და იმიტომ მეუბნები ასე. – გაიცინა და ამჯერად თვითონ, ყოველგვარი დახმარების გარეშე გადავიდა მანქანიდან.
– ხო, მშურს, მშურს. – ირონიული მზერით დააკვირდა ცანცარა, ზედმეტად მხიარულ გოგონას და კაფეშიც შევიდნენ ამასობაში.
შეკვეთა მისცეს მომსახურე პერსონალს და ღიმილით ისაუბრეს რაღაც–რაღაც თემებზე ცოტა. კისკისით აიკლო მარიამმა იქაურობა, ისეთ ამბებს უყვებოდა დაჩი. მანამდე არ შეხებიან ნატალის, სანამ შეკვეთა არ მოიტანეს.
– დღეს დილით სახლში დამადგა ის ბო*ანდარა ლიკა. სახლში შემოვუშვი იასნია, მაგრამ აპასნი ბაზარი დამიწყო და ერთი სული მქონდა როდის წავიდოდა, პროსტა ხომ არ გავაგდებდი. ჩამომეკიდა ყელზე, ხან ისე მივუდექი ამ ქმედებას, ხან ასე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მოვთოკე ნერვები და მოვიშორე. კიდევ ერთხელ რომ გაიმეორა იგივე, მეგონა მოვკლავდი, შენ თავს ვფიცავარ, ხო იცი, არ მევასება ეგეთი საქციელები გოგოსგან, მით უმეტეს, როცა არ მინდოდა მასთან ის ურთიერთობაც კი, რაც მქონდა. უცბად, ისე რომ ვერ გავიაზრე დამეტაკა ტუჩებზე და ზუსტად ამ დროს შემოვიდა შენი გადარეული და. არაფერი უთქვამს, ერთხელ შემომხედა, თუმცა ისე, სიკვდილი მომინდა, ოღონდ ტრუხას არ ვბაზროვ, ცვეტში ეგრე დამემართა.
– ვაიმე, დაჩი, გეხვეწები ამ ჟარგონების გარეშე მომიყევი და ისაუბრე, თორემ რაღაცას ჩაგარტყამ. – გაღზიანდა ბოლოს მარიამიც, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არ აწუხებდა მსგავსი სიტყვები, თუმცა წინადადებაში, სადაც 10 სიწყვაა და აქედან 8 ჟარგონული, გამაღიზიანებელია ყველასთვის.
– კარგი, ხო. – სიცილით, დანებების ნიშნად ხელები ასწია ზევით.
– მორჩი მოყოლას?
– მოვრჩი.
– იმის მერე არ გისაუბრია მასთან? ან არ გაეკიდე, რომ დადო თავი და წავიდა? – დაინტერესდა სიცილით მახარაშვილი.
– არა, არ გავკიდებივარ, ეგ უარესი იქნებოდა, ხომ იცი, რანაირი ხასიათები აქვს. დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა, გამითიშა და სახლში ასვლამდე შენთან საუბარი და შენი რჩევები მჭირდებოდა. – აუხსნა სიტუაცია დაძაბულმა და დაელოდა, თუ რას იტყოდა ,,დიადი მარიამი,’’ რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა იმ სამი წლის განმავლობაში, რაც ნატალი და დაჩი ერთად იყვნენ.
– სახლიდან გამოვიტყუებ მე, შენ, შენს აგარაკზე წაიყვანე და მერე კი იცი, რაც უნდა ქნა. – გაიცინა ეშმაკურად მარიამმა.
– დღეს იმდენად მომინდა ხელი დამევლო, წამეყვანა ჩემ სახლში და აღარ გამომეშვა, ვერ აღგიწერ. – ამოიფრუტუნა და ზურგით მიეყრნო კომფოტულ სკამს.– რა გავაკეთო არ ვიცი, არც გათხოვება უნდა, თან სულ მეწუწუნება სულ შენთან რომ ვერ ვარ, არ შემიძლიაო...
– არაუშავს, მაგას ვინ ეკითხება? არა, ისე, კი არ მინდა ჩაგაწვეთო ეგ იდეა, ან რაიმე ამის მსგავსი, მაგრამ იქნებ...
– რა იქნებ? – თვალ მოჭუტულმა გადახედა ირიბად მოსაუბრე მარიამს. – მოიცადე, არ მითხრა რომ შენი დის მოტაცებას მთავაზობ. – გაოცდა, თუმცა მალევე გაოცება ხმამაღალმა ხარხარმა ჩაანაცვლა. – შენგან არაფერი მიკვირს!
– არც უნდა გიკვირდეს. – თვალი ჩაუკრა და ხელების ოდნავი მოძრაობით დაისწო ახსნა თავისი სიტყვების. – იცი, რაა... ნუ, ასეც არ მითქვამს, თანაც რაღა დროს მოტაცებაა. უბრალოდ წაიყვანე წყნეთში, დაელაპარაკე, აუხსენი, გააცნე სიტუაცია და თუ არ მოინდომებს შენთან ცოლის სტატუსით დარჩენას, აღარც გამოუშვა. იქ მიტყუებაა მთავარი, თორემ მერე შენ ნებაზე არაა ყველაფერი? – გაიცინა და მხარზე ისევ ისე, კარგი ძმაკაცივით მიატყა ხელი, თუმცა ,,ვით’’ რა შუაშია?
– მოკლედ, ახლა დავიშალოთ და როცა მზად ვიქნები დაგირეკავ. ახლა მაინც ექვსი საათი, – მაჯის საათს კოპებ შეჭმუხნულმა დახედა, – იქაურობა დარწმუნებული ვარ დამტვერილია ძალიან, ვინმეს გაუშვებ და მიალაგებს, თან პროდუქტებსაც ავიტან, თორემ არაფერი იქნება იქ და ამდენი ხანი, რანაირად გავძლოთ კვერცხით და მაკარონით. – გაიცინა, საფულიდან ფული ამოიღო, მაგიდაზე დადო ,,ჩაის ფულთან’’ ერთად და მარიამთან ერთად დატოვა იქაურობა.
– მაინც რამდენი ხანი დარჩებით იქ? – ინტერესით ჰკითხა გოგონამ, მანამდე, სანამ ავტომობილში თავ–თავიანთ ადგილებს დაიკავებნენ.
– არ ვიცი, 1-2 კვირა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არა, მაინც რა ბოროტი ხარ, ჰაა? – საჭეს მხიარულად შემოაწყო ხელები დაჩიმ.
– ნახეთ, რაა! ასე უნდა დაფასება, ხომ? მე აქ ათასი გეგმა დავაწყე, საკუთარი და ,,გავწირე’’ შენ გამო და რაებს მეუბნები? – ვითომ გაბრაზებულმა, გაბუტულმა უთხრა და ტუჩებ აბზუებულმა გაიხედა ფანჯარაში.
– კაი, რა იყო, მაროო. – მისკენ გადაიხარა დაჩი და ხელში ხმაურით აკოცა, – ნუ მებუზღუნები სულ!
– არ გებუზღუნები! – მაინც მტკიცე ხმა შეინარჩუნა, თუმცა ბოლოს მაინც გაეპარა ღიმილი ტუჩის კუთხეში. – კარგი, ჰო. – გაიცინა და საყვარელ, ნაცნობ სიმღერაც ლამის ბოლო ხმაზე აუწია.

* * *
კატო, როგორც კი მორჩა საქმეებს ნიკოსკენ დაიძრა. ტაქსში იმაზე ფიქრობდა, რა შეიძლება მომხდარიყო, ან, რატომ სთხოვა მარიამმა თავის ძმასთან მისვლა. ნიკო იყო კაცი, რომელიც ბოლო დონემდე ამწარებდა კატოს თავის უხამსი, თუ არაუხამსი სიტყვებით და ქცევებით. ხანდახან ვეღარ უძლებდა და იმ მომენტშ ეგონა, რომ ძალიან სძლდა კაცი, თუმცა ასე, რა თქმა უნდა, არ იყო. ხანდახან კი, მაზოხისტურად მოსწონდა ნიკოს თითოეული ვნებიანი გამოხედვა, სიტყვები, საქციელები... ამ ყველაფერზე თვითონაც ძალიან ეცინება, ხშრ შემთხვევაში სიმწრითად კი, მაგრამ მაინც, მაინც ძალიან მოსწონს ეს კაცი! მოსწონს, რა... შეიძლება უყვარს კიდეც, თუმცა ამას მანამდე ვერ გავიგებთ, სანამ თვითონ კატუსა ვერ მიხვდება.
მტკიცე ნაბიჯებით წავიდა სადარბაზოსაკენ, ასეთივე მტკიცე გამომეტყველებით და შემართებით დატოვა მეშვიდე სართულზე ლიფტი და კარებზე ფრთხილად დააკაკუნა. დღეს ვერავინ, თვით ნიკოც კი ვერ გაუფუჩებდა განწყობას, რადგან დეიდა გახდა, დიახ, სწორედ დღეს!
– ოჰ! – გამარჯობა, კატო. – არ შეიმჩნია ნიკომ არაფრით, რომ იცოდა კატუსას მისვლის ამბავი.
– გამარჯობა. შეიძლება?
– შემოდი. – წელს ზევით შიშველი სხეული გვერით გასწია ეშმაკური გამომეტყყველებით, რაც კარგის გარდა ყველაფერს იუწყებოდა.

* * *
საღამო მშვიდობისა. მომენატრეთ–მეთქი რომ გითხრათ, დამიჯერებთ ვითომ?
მომენატრეთ!
მომენატრა თვქენი თბილი და ტკბილი კომენტარები. იმედი მაქვს, ამ ისტორიაზეც ისიამოვნებთ და მოგეწონებათ, დამელოდებით და მიგულშემატკივრებთ.
ვამბობდი მალე დავბრუნდები–მეთქი, მაგრამ ასე ვერ მოხდა, არაუშავს, სამაგიეროდ, მეტ–ნაკლებად დიდი თავი დავწერე. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ისტორიების თავებით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად დიდი გამოვიდა.



№1  offline წევრი მოიისფრო

მისტერ სიმპაწიაგა ბრჭყალებში.
ჟარგონებიც ასევე ბრჭყალებში.
გეტყოდი მომეწონა და გელოდები თქო, მაგრამ...
რა საჭიროა...
ისედაც მიხვდები ყველაფერს.

 


№2  offline მოდერი Nude

მოიისფრო
მისტერ სიმპაწიაგა ბრჭყალებში.
ჟარგონებიც ასევე ბრჭყალებში.
გეტყოდი მომეწონა და გელოდები თქო, მაგრამ...
რა საჭიროა...
ისედაც მიხვდები ყველაფერს.

მიღებულია შენიშვნა, გმადლობ. love love
--------------------
bailey

 


№3  offline წევრი Serenay

წინა ისტორია რაღაც საოცრება იყო. ესეც კარგი უნდა იყოს. ძალიან საინტერესოა და იმედია არ დააგვიანებ <3

 


№4  offline მოდერი Nude

Serenay
წინა ისტორია რაღაც საოცრება იყო. ესეც კარგი უნდა იყოს. ძალიან საინტერესოა და იმედია არ დააგვიანებ <3

გმადლობ, გმადლობ, გმადლობ! love ძალიან, ძალიან თბილი ხარ... feel love
--------------------
bailey

 


№5  offline წევრი Green Harmony

კარგი იყო ძალიანცდა იმედიცმაქვს მალ-მალედადებ
--------------------
M.T

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

მშვენიერ-სასიამივნო იყო. ოღონდ,ერთი მოკრძალებული შენიშვნა მექნება: ძალიან ბევრ დროს უთმობ რაღაცეების აღწერას, აი თუნდაც ისე გაუღიმა რომ რაღაცა და რაღაცაო, ან კაი ძმაკაცივით დაკრა მხარზე ხელიო,თუმცა "ვით" რა შუაშიაო და ა.შ. აი,ასეთებს თუ გამოაკლებ ისტორია იქნება პერfექტ:)).

 


№7  offline მოდერი Nude

Green Harmony
კარგი იყო ძალიანცდა იმედიცმაქვს მალ-მალედადებ

გმადლობ. love
grafo
მშვენიერ-სასიამივნო იყო. ოღონდ,ერთი მოკრძალებული შენიშვნა მექნება: ძალიან ბევრ დროს უთმობ რაღაცეების აღწერას, აი თუნდაც ისე გაუღიმა რომ რაღაცა და რაღაცაო, ან კაი ძმაკაცივით დაკრა მხარზე ხელიო,თუმცა "ვით" რა შუაშიაო და ა.შ. აი,ასეთებს თუ გამოაკლებ ისტორია იქნება პერfექტ:)).

მივხვდი, რასაც გულისხმობ და გამოვსწორდები, მადამ. tongue love love მიყვარხარ ძალიან! love
--------------------
bailey

 


№8  offline მოდერი D-roni

დიდი ხანია საიტზე არაფერი წამიკითხავს , ალბათ დრო რომ მაქვს უკვე თავზე საყრელად მაგან გოიწია ჩემი ასე უცებ დიდი ხნით შემოვარდნა.
არ ვიცი რამ წამომიარა მაგრამ ... ვაიმე ძალიან მომწონს !
სათაურიც , შინაარსიც , ვხედავ რომ იცი რა მოსწონს მკითხველს!
უკვე მიყვარს ეს ისტორია , იმედია მალე დადებ და არ დააგვიანებ გელი ❤️

 


№9  offline მოდერი sopiko

მმმ, სათაური ძალიან დამაინტრიგებელია და ყველაზე მეტად ალბათ ეს მომეწონა ამ დასაწყისში..
ახლა რატომ!
უკვე იცი, რომ შენი, როგორც ავტორის თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ ამ ისტორიაში ბუნებრივობა დამაკლდა... რაღაც გულზე ცუდად მომხვდა, რომ დაინახა და როგორც შენ თქვი, ''გარყვნილური'' აზრები გაუჩნდა, მერე უცებვე შენათლა ''ოჩენ სიმპა'წ'იაგად'' და მოკლედ ნაუცბათევი იყო ჩემი აზრით ეს ყველაფერი, რადგან როგორც წესი, ერთი დანახვით ადამიანში ამას ვერ ამჩნევ. ამას რამდენიმე შეხვედრა მაინც სჭირდება.
ეს დის მოტაცებაც ამან რომ დაგეგმა, ცოტა უსიამოვნო წასაკითხი იყო... დაქორწინება არის ორი ადამიანის გადასაწყვეტი და თან მით უმეტეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ რაღაცებია გასარკვევი და ამას უცებ წყვეტს ''პატარძლის'' და!
ხოო, სხვა რა ვიცი... სიუჟეტი საინტერესო ჩანს, თუმცა იმან, რაც წინა აბზაცებში ჩამოვთვალე, გული ამიცრუა.
გააჩნია, როგორი იქნება შემდეგი თავი... ეს შენზეა დამოკიდებული!
შეცდომები ისეთი... მგონი არაფერი იყო! იყო, როგორ არა, მაგრამ ახლა არ მახსენდება... ესე იგი ძალიან მნიშვნელოვნად არ ჩამითვლია!
კარგად წერ, მომწონს შენი წერის სტილი და ვიმედოვნებ, ისევ კეთილგავენწყობი ამ ისტორიის მიმართ love

პ.ს. ჟარგონები მგონი მხოლოდ დიალოგებში გქონდა და დიალოგში კი ბრჭყალების გამოყენება საჭირო არაა, რადგანაც პერსონაჟები საუბრობენ ბრჭყალების გარეშე.
ხო, შენ კი არ გეწერა, მაგრამ შეცდომაში ჩაგითვალეს და...

 


№10  offline მოდერი Nude

D-roni
დიდი ხანია საიტზე არაფერი წამიკითხავს , ალბათ დრო რომ მაქვს უკვე თავზე საყრელად მაგან გოიწია ჩემი ასე უცებ დიდი ხნით შემოვარდნა.
არ ვიცი რამ წამომიარა მაგრამ ... ვაიმე ძალიან მომწონს !
სათაურიც , შინაარსიც , ვხედავ რომ იცი რა მოსწონს მკითხველს!
უკვე მიყვარს ეს ისტორია , იმედია მალე დადებ და არ დააგვიანებ გელი ❤️

დიდი მადლობა ცუციკო. wink მიყვარხარ უზომოდ და გამიხარდა ჩემ ისტორიას რო კითხულობ! love
sopiko
მმმ, სათაური ძალიან დამაინტრიგებელია და ყველაზე მეტად ალბათ ეს მომეწონა ამ დასაწყისში..
ახლა რატომ!
უკვე იცი, რომ შენი, როგორც ავტორის თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ ამ ისტორიაში ბუნებრივობა დამაკლდა... რაღაც გულზე ცუდად მომხვდა, რომ დაინახა და როგორც შენ თქვი, ''გარყვნილური'' აზრები გაუჩნდა, მერე უცებვე შენათლა ''ოჩენ სიმპა'წ'იაგად'' და მოკლედ ნაუცბათევი იყო ჩემი აზრით ეს ყველაფერი, რადგან როგორც წესი, ერთი დანახვით ადამიანში ამას ვერ ამჩნევ. ამას რამდენიმე შეხვედრა მაინც სჭირდება.
ეს დის მოტაცებაც ამან რომ დაგეგმა, ცოტა უსიამოვნო წასაკითხი იყო... დაქორწინება არის ორი ადამიანის გადასაწყვეტი და თან მით უმეტეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ რაღაცებია გასარკვევი და ამას უცებ წყვეტს ''პატარძლის'' და!
ხოო, სხვა რა ვიცი... სიუჟეტი საინტერესო ჩანს, თუმცა იმან, რაც წინა აბზაცებში ჩამოვთვალე, გული ამიცრუა.
გააჩნია, როგორი იქნება შემდეგი თავი... ეს შენზეა დამოკიდებული!
შეცდომები ისეთი... მგონი არაფერი იყო! იყო, როგორ არა, მაგრამ ახლა არ მახსენდება... ესე იგი ძალიან მნიშვნელოვნად არ ჩამითვლია!
კარგად წერ, მომწონს შენი წერის სტილი და ვიმედოვნებ, ისევ კეთილგავენწყობი ამ ისტორიის მიმართ love

პ.ს. ჟარგონები მგონი მხოლოდ დიალოგებში გქონდა და დიალოგში კი ბრჭყალების გამოყენება საჭირო არაა, რადგანაც პერსონაჟები საუბრობენ ბრჭყალების გარეშე.
ხო, შენ კი არ გეწერა, მაგრამ შეცდომაში ჩაგითვალეს და...

მიუხედვად იმისა რომ სასტიკად არ გეთანხმები, ( wink ) რა თქმა უნდა, შენიშვნები მიღებულია. გმადლობ, რომ ამ ისტორიაზეც მომყვები. love
--------------------
bailey

 


№11 სტუმარი Ani

Momewonaaaaa...

 


№12 სტუმარი Gio

Bakarandze ninis nudebi chamiyaret

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent