შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 1


20-06-2016, 02:55
ავტორი Viktoria
ნანახია 3 113

- ბევრი ვიფიქრე.
-და რა გადაწყვიტე?
-მივდივარ.
-მითხარი სხვა გყავს?
-მყავს.
-მატყუებ ვიცი, რომ ჩემი ხარ.
-ცდები მე შენი არასდროს არ ვყოფილვარ და არც ვიქნები.
-გოგო აზრზე მოდი რას მეუბნები, რომ ვამბობ ჩემი ხარ მეთქი ესეიგი ასეა.
-გიო გთხოვ გამანებე თავი მე სხვა მიყვარს, შენთან ვერ ვიქნები.
-ესეიგი სხვა გიყვარს არა, მაშინ ის რა იყო, როცა მე მეხებოდი, როცა ჩემთან ყოფნისას სიყვარულს მეფიცებოდი. ყველაფერი ამაო იყო ფეხებზე გეკიდე და ვსიო.
-რაც გინდა ის იფიქრე, მე მივდივარ მშვიდობით.
-სანამ წახვალ ეს წაიღე მე მაინც აღარ მჭირდება.
-რა წავიღო?
-ეს კულონი შენ გეკუთვნის.
-არ შემიძლია ამას ვერ წავიღებ.
- შენს გარდა ამ კულონს სხვა ვერ ატარებს, ასე , რომ შენ გქონდეს.
-არ მჭირდება, არაფერი არ მინდა, რაც შენს თავს გამახსენებს.
-შენ ვერასოდეს დამივიწყებ ნია იცი, რატომ? იმიტომ, რომ მე შენი ვარ, შენ კიდევ ჩემი.ყოველთვის გემახსოვრება ჩვენი შეხვედრები, ვერ დაივიწყებ იმ ვნებიან კოცნას, რომელიც მე მეკუთნოდა, ვერ დაივიწყებ შენს პირველ კოცნას, რომელიც მე მოგპარე, ვერც ჩვენს თითოეულ შეხებას.
-შეიძლება, მაგრამ მე მაინც სხვა მიყვარს და მასთან ვიქნები.
-ნია ნუ გააკეთებ ამას გთხოვ.
-კარგად გიო.
მივუახლოვდი გადავეხვიე და ვაკოცე ლოყაზე, წასასვლელად გამოვბრუნდი, უეცრად შემაჩერა და კედელზე ამაკრა.
-შენ აი ამას წაიღებ.
ყელზე კულონი გამიკეთა და ისე ნაზად მეამბორა მეგონა ჩავიფერფლებოდი,ვიგრძენი მისი ბაგე, რომელიც მრავალჯერ შეხებიან ჩემს ტუჩებს, თითქოს ველოდი, რომ კვლავ მაკოცებდა, მაგრამ მგონი კოცნას არც აპირებდა უბრალოდ მიცქერდა, მივატოვე უხმოდ და სახლისკენ წამოვედი.
გაგაცნობთ ჩემს თავს, მე ნია გიორგაძე ვარ 18 წლის ახლახანს დავამთავრე სკოლა, ვცხოვრობ ბებიასთან ერთად დედ-მამა საზღვარგარეთ არიან მყავს დაქალი ანი მეტრეველი, რომელიც ძალიან მიყვარს,გიო ვიბლიანი ჩემი კლასელი და ამავდროულად შეყვარებულიც იყო, მას ახლახანს დავშორდი, მოვატყუე, რომ სხვა მიყვარდა თუმცა კი მის გარდა სხვისთვის არ შემიხედავს, მივატოვე იმიტომ, რომ მომავლის გეგმებში არ შედიოდა, მალე საბერძნეთში მივდიოდი მშობლებთან. ეს ძალიან მახარებდა ვიცოდი, რომ გიოს ჩემთან განშორება გაუჭირდებოდა, მაგრამ მაინც მივატოვე, მისთვის ასე აჯობებდა.
მართლაც დედამ დარეკა და ყველაფერი მოვამზადე რაც დამჭირდებოდა. დადგა ნანატრი დღე და მეც წავედი აეროპორტში, თვითმფრინავით მგზავრობის მეშინია, მაგრამ მაინც შევაბიჯე. გული ანიზე მწყდებოდა, რაღაცნაირად ამ გოგოს შევეჩვიე, მაგრამ მშობლებს ვერ დავუპირისპირდი. ყოველთვის ასეთი მხდალი ვიყავი. არაფრით გამორჩეული თუ ჩემს სილამაზეს არ ჩავთვლით. არ ვგავდი ჩემს ტყუპისცალ დას მარიამს, რომელზეც არ მიყვარდა საუბარი. დედას შვილები არ ყავდა ასე, რომ მე მიშვილეს ჩემი და კი ჩემს ბიოლოგიურ დედასთან დარჩა. მას არც ვეკონტაქტებოდი, რაღაცნაირად ვერ ვიტანდი მას. ვერ ვიტანდი იმიტომ, რომ ყველანაირად მჯობდა, მშურდა მისი. მე უქნარა და მოუხელთებელი ვიყავი,თუ მე გართობაში ვატარებდი დროს ის სწავლა განათლებას აკლავდა თავს. მე ყველა და ყველაფერი მეკიდა ფეხებზე ამ ცხოვრებაში, რომ დავუკვირდი გიოზეც ანალოგიურად ვიყავი. ვხედავდი, რომ ფინია ძაღლივიათ მეფოფინებოდა თავს, სიმპატიური, ჭკვიანი და ბობოლა მამიკოს ბიჭი იყო ასე, რომ მისი დაკარგვა არ ღირდა, გავაბი რომანი და ვერთობოდი მისით, როგორც ერთ-ერთი სათამაშოთი.
მიყვარდა? არა იმიტომ, რომ ერთადერთი ვიზეც ვიყავი შეყვარებული ეს საკუთარი თავი იყო, მიყვარდა ისეთი როგორიც იყო და სხვისი აზრი არ მაინტერესებდა.როგორც ავღნიშნე ყელაფერი გამახსენდა, გავიხსენე რაც ვიყავი და საკუთარ თავზე გამეცინა. ვიგრძენი, რომ რაღაც რიგზე არ იყო ბოლოს კი მივხვდი,მართალი ყოფილა როცა ამბობენ სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება თვალწინ ჩაგივლისო. ვხედავდი, რომ ნისლში ვიძირებოდი, ვგრძნობდი, რომ სადღაც ვიკარგებოდი ეს კი საერთოდაც არ მომწონდა. მე ნია გიორგაძემ სულ რაღაც 18 წელი ვიცოცხლე და არა მოვასწარი? მხოლოდ ის, რომ სხვებს ვამცირებდი და ყველანაირ მანკიერებას ვაწვებოდი ცხოვრებაში, მშურდა მარიამის, რომელიც სიცოცხლეს გააგრძელებდა მთელი ცხოვრება გართობა და თამაშს შევალიე.

რას ფიქრობთ როგორია? გავაგძელო?...



საინტერესოა გააგრძელე :D

 


№2 სტუმარი hipo

aucileblad dade ra ukve chamitria :* warmatebebi shen

 


№3 სტუმარი manana

დადე ახალი თავი მალე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent