შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (18)


20-06-2016, 14:47
ავტორი Supreme
ნანახია 3 367

-ლუკა-
-რა?-ძლივს ვკითხე გაკვირვებულმა.-ეს რას ნიშნავს?-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
  არაფერს მეუბნებოდა. თვალებში ჩამაშტერდა. დავინახე როგორ მოადგა ცრემლები, მაგრამ თავი შეიკავა.
-რატომ?-საშინელი სიჩუმე ჩემი კითხვით დავარღვიე.
-იმიტომ...იმიტომ რომ ასეა საჭირო.-ძლივს თქვა.
-უფრო კონკრეტული მიზეზი მჭირდება.-ხმა გავამკაცრე.
-თამო...-თავი ჩახარა.
  ამ სახელის გაგონებისას ტანში საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა. ერთიანად ამასხა. გავმწარდი, გავგიჟდი და საოცრად გავღიზიანდი.
-რა თამო?-ვუყვირე.-თამო რა შუაშია? ახლა გაიღვიძა შენში ეჭვიანობამ? რა დაგემართა...თამო...თამოს გამო მშორდები?-გიჟივით ველაპარაკებოდი, მაგრამ უცებ გავჩერდი.
  რატომღაც ყველაზე საშინელმა აზრმა გამიელვა თავში. არა...ასე უბრალოდ ვერ იქნება...შეუძლებელია...ხო? არ ვიცი...უკვე არაფერი ვიცი...
-სანამ არ გავარკვევ რა ხდება, დაშორებაზე ხმაც არ ამოიღო. შენც კარგად იცი, რომ ასე უბრალოდ არ გაგიშვებ.-ხელი მოვკიდე და ნაზად ვაკოცე.
  სადარბაზოს კიბეს მივუახლოვდი.
-სად მიდიხარ?-მკითხა ჩუმად და სევდიანი თვალებით შემომხედა.
-ხო გითხარი...ყველაფრის გასარკვევად.-გავუღიმე და კიბეები ჩქარა ჩავირბინე.
  თამოს სახლისკენ წავედი. სიმართლე ვთქვა, ძალიან ვნერვიულობდი. ცოტა მეშინოდა. მეშინოდა იმ სიმართლის, რომელიც შეიძლება გამეგო...მაგრამ არაფრის გაკეთებას და ნინას დაკარგვას ეს წამიერი კანკალი მირჩევნია.
  როგორც იქნა მივედი. მძიმედ ამოვისუნთქე და შეძლებისდაგვარად მტკიცე ნაბიჯებით ავიარე კიბეები. თამოს კარებთან შევჩერდი. არა, ფიქრის დრო არაა, უფრო გამიჭირდება. თვალები დავხუჭე და ზარი დავრეკე. მალე კარები თამომ გამიღო.
-ლუკა? აქ რა გინდა?-აშკარად გაკვირვებული იყო.
-სალაპარაკო მაქვს.-ვუთხარი მტკიცედ.
-რაზე?-ასე მგონია თამაშობს.
-ა, ვერ ხვდები?-ირონიულად ჩავიცინე.
-ვერ...და ნუ მიყურებ ეგეთი სახით.
-აბა როგორი სახით გიყურო?
-ნორმალურით.
-არ გამომდის. დავიღალე სიტყვებით თამაშით და მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
-გისმენ.
-შენ გამო რატომ მშორდებოდა ნინა?
-აჰა, ანუ ეგ გადაწყვეტილება მიიღო? ჭკვიანურია.
-მოიცა, მოიცა, ეს რას ნიშნავს.
-ფეხმძიმედ ვარ, ლუკა, შენგან.
  სუნთქვა გამიხშირდა და ტვინში სისხლმა ამასხა.
-რა თქვი?-სიცილი ამიტყდა.-მეღადავები ხო?
-არანაირად.
-დარწმუნებული ხარ რომ ჩემგან?-ძლივს ვლაპარაკობდი.
- არ ვარ, ყველასთან რომ ვიწვე.
-მართლა? მაშინ ჩემთან რატომ იწექი. გინდოდა და იმიტომ?
-ხო, მინდოდა. შენც იცი რომ მიყვარხარ და რას ხედავ ამაში ცუდს?
-ცუდს? და კარგს რას ხედავ ამაში, არ გინდა ამიხსნა?
-იმას რომ, ჩემი მინდა იყო.
-შანსი არ გაქვს. სულ ტყუილა ცდილობ.
-ლუკა, შენს შვილს ვატარებ.
-ბავშვით მანიპულირებას მოეშვი. კი, ჩემი შეცდომაცაა ასე რომ გამოვთვერი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, მაგრამ შენ? რატომ დამთანხმდი? რომ საბოლოოდ ამ დონემდე დაცემულიყავი?
-რა დონემდე დავცემულიყავი, ლუკა, რა დონემდე?-გამწარდა და ატირდა.-აღარ შემიძლია...აღარ მინდა სიცოცხლე...ნინას არჩევნის საშუალება მივეცი და მიხვდა რაც ჯობდა, მან თვითონ აირჩია დაშორება და რატომ არ გინდა მიიღო მისი გადაწყვეტილება? რატომ მტანჯავ?
-არჩევანი...ეს რა არჩევანია. შენც იცი რომ ნებისმიერი ნამუსიანი ადამიანი დაშორებას აირჩევდა...ნუ მაცინებ...
-არ მინდა ბავშვის მარტო გაზრდა. არ შეიძლება ბედნიერი ოჯახი მყავდეს?
-შენ გგონია ბედნიერები ვიქნებით? მაგის გჯერა? დასანახად მეზიზღები უკვე და შენ ბედნიერ ოჯახზე ოცნებობ. მოდი რეალურად შეხედე სიტუაციას.
-უგულო ხარ...არაადამიანი...საშინელი არსება. ვერ გიტან...-ცრემლები მოიწმინდა.-ვერ გიტან!-ხმამაღლა მიყვირა.
-წავედი.-გავბრუნდი.
-დაფიქრდი...უბრალოდ დაფიქრდი...რა უფრო მნიშვნელოვანია...შენი გრძნობები თუ მოვალეობა?
  ერთი წამით შევჩერდი. რატომღაც დავწყნარდი და რეალურად დავიწყე ფიქრი.
-მოდი ასე მოვიქცეთ.-მისკენ შევბრუნდი.-რადგან ჩემი შვილია, ყველანაირად დაგიდგები გვერდში და რაც არ უნდა დაჭირდეს ნებისმიერ დროს მომმართე. მეც მოვუვლი. ეცოდინება რომ მამამისი ვარ, მაგრამ შენთან ერთად არ ვიქნები. ბოდიში, მაგრამ არ გამომივა. ნინას ვერ მივატოვებ. მესმის შენი და შეიძლება არც უნდა მეჩხუბა, იმიტომ რომ შენც ცუდ მდგომარეობაში ხარ, ჩემზე ცუდ მდგომარეობაშიც კი.
-ანუ ჩემთან არ იქნები?
-მაპატიე, მაგრამ არა.
-ამ ბავშვის გამო მთელ ჩემს მომავალს ვთმობ და შენ ნინას დათმობა არ გინდა?-ისევ ატირდა.
-ბავშვი იმას არ ნიშნავს რომ მომავალი აღარ გაქვს.
-ხო, რა თქმა უნდა, შენ ხო არ უნდა ატარო 9 თვე? შენ ხო არ უნდა უარო დღე და ღამე?
-გითხარი, მეც მოვუვლი-მეთქი.
-აბორტს გავიკეთებ.-თქვა ჩუმად, ცრემლები მოიწმინდა და სევდიანად ამომხედა.
  რატომღაც ძალიან გავღიზიანდი.
-ამაზე არც კი იფიქრო.
-რატომ?-მკაცრად შემომხედა.
-მაგით შეიძლება უფრო დაინგრიო მომავალი.
-ხო, მაქსიმუმ შვილი ვეღარ გავაჩინო.
-მერე, გინდა?
-არა, მაგრამ არც მამის გარეშე მინდა მისი გაზრდა.
-რამდენჯერ გითხრა რომ მამობას გავუწევ, უბრალოდ შენთან არ ვიქნები-მეთქი? მგონი ყველაზე კარგი ვარიანტია.
-რატომ არ შეგიძლია ჩემთან ყოფნა? უბრალოდ ცადე...იქნებ ვეწყობით, იქნებ ბედნიერები ვიქნებით ერთად. არ გიფიქრია? თან ახლა ყველაზე დიდი საერთო გვექნება. ჩვენი შვილი.
  აღარ ვიცოდი რა მეთქვა. არც ჩხუბი მინდოდა. მეც აღარ ვიცოდი რა მინდოდა. ერთხელ შევხედე და მშვიდად ვუთხარი.
-ბოდიში.-მივუახლოვდი, ხელები მოვხვიე და ნაზად ჩავეხუტე.-ბოდიში, მაგრამ გთხოვ, თუ მართლა გიყვარვარ, აბორტზე არც კი იფიქრო. შევთანხმდით?-თვალებში ჩავხედე.
-კარგი.-უსუსური ბავშვივით დამეთანხმა.
-წავედი.-შეძლებისდაგვარად ნაზად გავუღიმე და წამოვედი.
  როგორ მინდა ნიკა გვერდით მყავდეს. რაღაც ისეთს მეტყოდა, რაც ცოტა ხნით მაინც მომიყვანდა აზრზე, მაგრამ დავკარგე. ისევ ჩემი შეცდომის გამო. ყველაფერი ჩემი შეცდომაა. და აბორტი? აბორტი რა უბედურებაა? იმედია ამაზე აღარასდროს იფიქრებს.
  ნელა მოვდიოდი. თან ვფიქრობდი. რა გავაკეთო? როგორ მოვიქცე? იქნებ ჩემი მიღებული გადაწყვეტილება არასწორია? ასეთ შარში პირველად გავეხვიე. საინტერესოა, ნიკამ იცის ფეხმძიმედ რომ არის? მგონია რომ არა. რომ ცოდნოდა, მომვარდებოდა და მაგრად მცემდა. პრინციპში, ახლა ეგ მჭირდება ყველაზე მეტად.
  ჩემ სახლთან მალე მივედი. ნინა კარებთან იჯდა და მელოდებოდა. მასთან მივედი და წამოვაყენე. თვალებში ჩავხედე და ძალიან მტკიცედ ვუთხარი:
-ახლა მომისმინე ძალიან კარგად, მე დაშორებას არ ვაპირებ, არანაირ შემთხვევაში. მხოლოდ ჩემი ხარ და არასდროს გაგიშვებ, რაც არ უნდა მოხდეს. გესმის?
  თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა, მერე მაგრად მაკოცა, მაგრამ უცებ მომწყდა.
-და თამო? თამოს რას უშვები?
-ეგ ჩემი პრობლემაა და შენ მაგაზე არ ინერვიულო.
-შენი პრობლემა? უბრალოდ ფეხმძიმედაა. ბავშვს ხო არ მიატოვებ?
-ნუ ნერვიულობ. ვიცი როგორც უნდა მოვიქცე.-გავუღიმე.-მოდი ჩემთან.-მაგრად ჩავიხუტე.
  ჩემთან დარჩა. მთელი დღე ვსულელობდით, ღამე რაღაც ფილმებს ვუყურებდით. ერთი დღით საერთოდ ყველაფერი დავივიწყეთ...მხოლოდ ერთი დღით.



№1  offline წევრი ალექსისი

ძალიან მაგარია რავი გავვოცდი

 


№2 სტუმარი hipo

gavtbi

 


№3  offline წევრი Supreme

მიხარია ძალიან, რომ მოგეწონათ <3

 


№4 სტუმარი hipo

ho male dadeeb ? :( gtxoovt

 


№5  offline წევრი Supreme

hipo
ho male dadeeb ? :( gtxoovt

უკვე დავდე, ახლა ველოდები როდის დაემატება საიტზე^^ <3

 


№6  offline წევრი Supreme

ალექსისი
ძალიან მაგარია რავი გავვოცდი

მიხარია თუ გაგაოცე^^ <3 მადლობა რომ კითხულობ <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

კარგი იყო მაგრამ მაინტერესებს რა მოხდება, გულით და სულით მინდა რომ სანდროსტან დარცესს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent