შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმი დეტექტივი 10


20-06-2016, 21:02
ავტორი NA NO
ნანახია 1 767

-რაღაცას მატყუებ. მე არასოდეს გამიგია შენი სახელი, არც ნანახი არ მყევხარ არსად, დამერწმუნე ცუდი მეხსიერება არ მაქ, თუნდაც ბავშვობაში მყავდე ნანახი აუცილებლად დამამახსოვრდებოდი
-ვიცი ლილი დაწყნარდი... შენ არასოდეს არ დაგინახივარ მართალი ხარ და არც არასდროს გსმენია ჩემზე რამე, მაგრამ მე გიცნობ
-კიმაგრამ, როგორ?... საიდან?...
-ჩემი და შენ პარალელურ კლაში სწავლობდა, სიმართლე გითხრა არ ვიყავი ისეთი ძმა რომელიც დას ყოველ წამს აკონტროლებს და კუდში დასდევს, მაგრამ მაშინ მეთორმეტეში იყო, შენც... რაღაც პრობლემები შეექმნა, მეც ჩემი დის უსაფრთხოების მიზნით დილით სკოლაში ვტოვებდი და საღამოს სახლში მიმყავდა. ერთ დღეს შემთხვევით დაგინახე ჩემს მეგობარს და მის დას ელაპარაკებოდი ნატას და მიშოს ვგულისხმობ, ნუ მიყურებ ეგრე ერთად გავიზარდეთ...
-მოიცა, მიშოსგან მაინც რატომ არ მსმენია შენზე, ან ნიტასგან?
-მე მათვის არ მიმიციაიმის საბაბი, რომ ჩემი სახელი შენთან ეხსენებინათ. ერთ დღეს რაღაც ჯონპექტი გითხოვებია ჩემი დისთვის და აღფრთოვანებული იყო გამოცდებზე ლილის კონსპექტმა მიშველაო, ამასობაში მეც გავარკვიე ვინ იყავი, როგორ სწავლობდი და რა გეგმები გქონდა... მერე ისე მოხდა რომ სასწავლებლად კანადაში წავედი. მიშოსგან ნატას ამბების მოკითხვით შენზეც ვგებულობდი რაღაცეებს... არ ვიცი რატომ ამეკვიატე მაგრამ ძალიან მაინტერესებდა შენი მომავალი... საქართველოში როდის ჩავედი და რა ბიზნესიც დავიწყე შენ უკვე გაგებული გაქვს - ჩაიცინა და ხელები გულზე დაიკრიფა. - ამ ხნის მანძლილზე თითქოს აღარც მაინტერესებდა თუ რას წარმოადგენდა და რას მიაღწია ლილი ამაშუკელი, მაგრამ შემდეგ იყო მიშოს ქორწილი და ისევ გნახე მანდ, მაშინ გადაწყვეტილი მქონდა, რომ უნდა გამეცანი მაგრამ გეგმები ნატას ცუდად გახდომამ ჩამიშალა... წლების შემდეგ კი რენდალების სახლში გამომეცხადე, თავიდან მეგონა რომ მომეჩვენე, ძალიან შეცვლილი და გაზრდილი ხარ... თანაც ზუსტად ვიცოდი წარმატებული ქირურგი, რომ გახდი და პრესტიჟულ საავადმყოფოში მუშაობდი, ამიტომ შეპარვით ვკითხე ემას შენი სახელი და გვარი, მერე კი ჩემს მეგობარს დავავალე რაღაცეების გარკვევა...
-ცოტა დავიბენი, ამდენჯერ ერთსადაიმავე ადგილას ვიმყოფებოდით და მე საერთოდ არ შემიმჩნევიხარ...
-ხდება ხოლმე, უბრალოდ გამიხარდა იმ გოგონას ნახვა, რომელიც წარსულში მომწონდა და მაინტერესებდა
-გასაგებია, ცოტა არ იყოს უცნაურ სიტუაციაში ვგრძნობდი თავს... შევხვდი ადამიანს, რომელსაც ერთ დროს მოვწონდი, თანაც ჩემს არეულ ცხოვრებასთან ახლა რაღაცნაირად მჭიდრო კავშირი აქვს
-რენდალებთან რატომ მუშაობ ლილი?
-მაპატიე მაგრამ არ მინდა ეს თემა განხილვის საგნად იქცეს და ძალიან გთხოვ ემასთან ნუ იტყვი სინამდვილეში სად ვმუშაობ
-ემასთვის თქმა რომ მდომებოდა ამას აქამდე გავაკეთებდი, ასე რომ სანერიულო არაფერია. შენს ბინაში რაც მოხდა...
-პატარა შარში გავეხვიე, არ ღირს ეს თემა გავრცობად, იცი რა მაინტერესებს? საიდან დაუკავშირდი ემას კომპანიას?
-ემას კომპანიის შესახებ მეგობრისგან გავიგე, აქციები ჩემთვის მისაღებ ფასად შევიძინე და საკმაოდ კარგად აეწყო საქმეც
-ბოლო პერიოდში რაღაც ჩავარდნები არ გაქვთ?
-შენ ეგეც გაგირკვევია.... წინა თვეებში პრობლემა იყო, სარეალიზაციოდ ჩამოტანილი ავეჯის დიდი ნაწილი ვიღაცამ მოიპარა და ჩვენც შესაბამისად დარჩენილ ავეჯს ვყიდდით, მოგება კი საგრძნობლად შემცირდა
-კი მაგრამ დააკავეს ვინც გაგძარცვათ, ან როგორ მოახერხეს?
-არავინ დაუკავებიათ ჯერ, გვითხრეს რომ გამოძიება მიმდინარეობს...
-შენს გარდა ჰყავს ემას ბიზნეს პარტნიორი?
-არის ერთი, რომელიც აქციების გაყიდვას აპირებს და ვფიქრობ მე ვიყიდი ... ლილი იმედი მაქვს სხვა დროსაც მე არ მომიწევს ამდენი ლაპარაკი და იმედია დისკომფორტს არ შეგიქმნის ჩემთან ურთიერთობა...
-არა უბრალოდ დაბნეული ვარ და...
-არ იცი მენდო თუ არა
-ყოველთვის წინასწარ ეუბნები რა უნდა გითხრან, თუ მე არ მაცდი ლაპარაკს?
-არა, უნრალოდ მომწონს რომ ვხვდები შენს ფიქრებს
-თუ შეიძლება წავიდეთ, ალბათ ბინას დაცლიდნენ და განყოფილებაში უნდა მივიდე
-კარგი
ისევ ვფიქრობდი საიდან სად მივექანებოდი, რა იქნებოდა ხვალ? ან საერთოდ ხომ შეიძლება ამ საღამოს მკვლელი თავისუფლად შემომძვრალიყო ჩემს ბინაში? დემეტრეს გავხედე, კმაყოფილი გამომეტყველებით მართავდა მანქანას და თავისთვის იღიმოდა, არ ვიცი რითი იყო მისი ღიმილი გამოწვეული, თუმცა საოცრად უხდებოდა, ნეტა რა მოხდებოდა დემეტრე ადრე რომ გამეცნო, მაშინ როცა ვაინტერესებდი და მისი თქმით ავეკვიატე? ვინ იცის....
-მადლობა რომ მომიყვანე, გამიხარდა შენი გაცნობა დემეტრე
-მეც... ნატა მომიკითხე დღეს რომ დაურეკავ...
თვალი ჩამიკრა და ადგილს მოწყდა ირონიული სიცილით, ნუთუ შუბლზე მეწერა ამ საღამოს ნატასთან დარეკვას, რომ ვაპირებდი? ნუთუ ასეთი გამჭირვალე ვარ რომ ვერაფერს გამოვაპარებ.... ჰმ უტაქტო....
....
-ლილი შენს ბინასთან ჩემი მეგობარი დარჩება, რამე საჭვოს თუ შენიშნავს იმოქმედებს, სულ ტყუილად დაიღლი თავს ლაპარაკით უარი თუ უნდა მითხრა
-არა პიტერ უარის თქმას არ ვაპირებ, მადლობა... ჯეიმსისთვის ხომ არ გითქვამს?
-არა არაფერი მითქვამს, თავს გაუფრთხილდი რისკიანო ლილი...
-ჰმ... კარგად პიტერ
......
-შენ საერთოდ რა სინდისით მირეკავ ქალბატონო?
-ვიცი ნატა დამნაშავე ვარ
-ბოლოს როდის მელაპარაკე ის თუ გახსოვს?
-როგორ არა, საქართველოში რომ ვიყავი გამოფრენის წინა ღამეს
-ლილიი!!!
-კარგი ნიტა ნუ მიქაჩავ თვალებს, შენ ის მითხარი როგორ ხართ?
-არაგვიშავს, მიშოს და თამუნას მალე მეორე ეყოლებათ და მე უკვე ჭკუაზე აღარ ვარ
-ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა, ორივენი მომიკითხე
-კარგი საყვარელო გადავცემ, იქამდე შენ მომიყევი რას აკეთებ მანდ ჯეიმსი გამოუშვეს ხომ? დედაშენმა მომიყვა შენი ახირებების შესახებ და ფრთხილად იყავი რამე შარს არ გადაეყარო
-ჰმ.. ნატა, ნატაა... შარსაც გადავეყარე და დემეტრე ნოზაძესაც
-მოიცა ვის?? არააა... მაგას საიდან იცნობ შენ?
-მე აქ გავიცანი და თავად მიცნობს თურმე სკოლიდან მოყოლებული
-მართლა? აქამდე რას ვემალებოდიო
-უფ ნუ მკითხავ, იქნებ მითხრა როგორია? ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია ჩემზე
-მოეწონა ხომ?
-ნატაა!!!
-კარგი რა მე რას მატყუებ, ფიზიკურად ხომ კარგია მაგრამ ხასიათებით ვერ გაიგებ როგორია... მხიარულიც არის და ზედმეტად სერიოზულიც, თავისებურია რა
-კაი ერთი, დღეს პირველად ვისაუბრეთ და ძალიან თავისუფლად და გულწრფელად იცეოდა, უბრალოდ მე ის მაინტრესებს რამე უკანონოთი ხომ არ არის დაკავებული
-ეგ დანამდვილებით ვიცი მიშოსგან რომ პატიოსანი შრომით მიაღწია ყველაფერს, არანაირი ქურდობა და მამაძაღლობები მაგას არ ახასიათებს... ისე რომ იცოდე საძინებლისთვის ჩუქურთმებიანი სარკე რომ გიყიდე მაგის ქსელიდანაა
-ჰმ რაღა მიჭირს ნატა....



№1 სტუმარი A

Ratomgac dzalian momwons saintereso da chamtrevi istoriaa. Malmalec deb. Yochag ase gaagrdzele da warmatebebi.....

 


№2  offline წევრი NA NO

მადლობაა, ვცდილობ საინტერესო იყოს ბოლომდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent