ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 2
ვხედავ ტელეფონზე რეკავენ, ნომერს დავხედე და გამიკვირდა, ისინი არასოდეს მაძლევდნენ ნიასთან ურთიერთობის უფლებას. ბოლოს და ბოლოს ვუპასუხე, ახალი ამბავი მაცნობეს და დასაფლავებაზე დამპატიჟეს ვიგრძენი, რომ გული ამომგლიჯეს და ნაფლეთებად აქციეს, ჩემი ნია, ჩემი გოგონა აღარ იყო. ისე დავკარგე, რომ ერთხელაც არ მოვფერებივარ, ნუთუ ასეთი ცხოვრების ღირსი ვიყავი, მარიამმა ნიაზე არაფერი არ იცის, თავი ძლივს გავაკონტროლე, რომ სიმართლე არ მეთქვა, ცრემლებს ვიკავებდი. ჩემს მარის დავემშვიდობე და სასწრაფოდ ქუთაისისაკენ წავედი. მივდიოდი შვილთან, რომელიც არასოდეს არ მინახავს, არ მოვფერებივარ, მე უბადრუკს მისი გვამის ხილვაც არ მეღირსა, ბავშვის გვამი ზღვის ტალღებმა შთანთქა. ნინოს და გურამს დავემშვიდობე და თბილისისაკენ წამოვედი. გზაში ცუდად გავხდი საჭე ვერ დავიმორჩილე და სატვირთო მანქანას დავეჯახე, ბუნდოვნად მახსოვს ვიღაცა რაღაცას მეჩურჩულებოდა. - მარი, როგორ ფიქრობ ნიკასავით მეც ჩავაბარებ სამსახიობოზე? - როგორ არა ნიაკო - მარიამ გთხოვ დღეს ჩემთან დარჩი, ნონა დეიდას დაურეკე და უთხარი, რომ შენს პატარა დაიკოს უნდა მასთან, რომ დარჩე კარგი? - კარგი დავურეკავ! ნიაკო ჩემი მეზობელია თორმეტი წლისაა. ყოველთვის მსურდა და მყოლოდა, მაგრამ სამწუხაროდ ღმერთმა არ მაჩუქა ასე, რომ დის სიყვარულს მონატრებული ნიას ვეფერები. ვურეკავ ნონას, მაგრამ არ მპასუხობს, რამოდენიმე ცდის შემდეგ კი ვიღაც უცხომ მიპასუხა: - უკაცრავად ნონა ბერიძე მინდოდა? - თქვენ მისი ვინ ბრაძანდებით? - მისი შვილი ვარ მარიამ ბერიძე. - დედათქვენი საავადმყოფოშია, ძალიან ცუდადაა, შეიძლება ვერ გადარჩეს, ძალიან ვწუხვარ შვილო! - რომელ საავადმყოფოშია, სად მოვიდე? - ჯეოჰოსპიტალში - უკაცრავად ეგ სადაა? - ქუთაისში - გმადლობთ! ტელეფონი გავთიშე ნიას დავემშვიდობე და სასწრაფოდ წავედი სახლში. თავი მოვიწესრიგე, ბარგი ჩავალაგე და ქუთაისისკენ წავედი ტაქსით. რაღაც თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, მიჭირს ახსნა, მეგონა ცოცხლად დამმარხეს, ვფიქრობდი დედაზე რა უნდოდა მას ქუთაისში? ჩვენ ხომ ნაცნობიც კი არ გვყავდა ამ ქალაქში, საავადმყოფოში მივედი და ბარგიანად მის პალატაში შევედი. დღეები გადიოდა, მაგრამ სიახლე და კარგი არაფერი არ იყო, ექიმებსაც იმედი გადაეწურათ და მართლაც მეოთხე დღეს გარდაიცვალა, ძლივს გავაცნობიერე, რომ დედამიწაზე მხოლოდ მარტო დავრჩი, ვიყავი ობოლი დედ-მამისგან მიტოვებული და მიწასთან განადგურებული, გამახსენდა ჩემი საბრალო დედიკო, რამდენჯერ გვესაუბრა სიკვდილზე, მაგრამ არ მეგონა თუ მიმატოვებდა. მახსენდებოდა მისი სახის თითოეული ნაკვთი და გული ტკივილისაგან მისკდებოდა, უეცრად მისი ფოტო გამახსენდა, მაშინ ასე შევამკე მისი სილამაზე: ღიმილი შენი-მზიან დილას ჰგავს, გაბუტვა შენი-ქარიან დილას, ტირილი შენი- ბუნების ტირილს, დედი მიყვარხარ, მიყვარხარ წმინდავ. მახსოვს ბევრი იცინა ჩემს ლექსზე, ვუცქერდი მას და ვგრძნობდი, რომ სიკვდილმაც ვერაფერი დააკლო ჩემს დედას, ის ისევ ისეთი ლამაზი იყო, როგორიც მახსოვდა. დედის დასაფლავების შემდეგ თბილისში ბინა გავყიდე, იმ იმედით, რომ დედის გარდაცვალებაზე რაიმე ახალს გავიგებდი.მაინტერესებდა თუ რა უნდოდა დედას მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ქუთაისში, ამ ქალაქმა იგი შეიწირა. პატარა საკუთარი სახლი ვიყიდე და საკმაოდ კომფორტულადაც მოვეწყვე. მენატრებოდა დედ-მამა მაგრამ ცხოვრებას ავუბი ფეხი, ნიასთან ტელეფონით ვსაუბრობდი, მიჭირდა მარტო ყოფნა მაგრამ ვიცოდი, რომ ამასაც გავუმკლავდები. მეზობლებიც მეგობრულად შემხვდნენ. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ბიჭმა, რომელიც სულ გაბრაზებული მიცქერდა, მიკვირდა მას არ ვიცნობდი და მაინც მიჩნდებოდა კითხვა თუ რა დავუშავე? არ ვიცი რატომ მაგრამ ამ ბიჭმა ამაფორიაქა, ვუცქერდი მას და მისი ცქერით ვტკბებოდი. ის კი გაბრაზებული მიცქერდა, ვგრძნობდი, რომ ვძულდი მთელი არსებით. მეც ვაიძულე საკუთარი თავი, რომ მასზე არ მეფიქრა, მაგრამ ის ისეთი კარგი იყო, რომ ვერ მოვერიე საკუთარ თავს. მაღაზიისკენ მივდიოდი, როცა გავიგონე როგორ დამცინოდა მეგობრებთან ერთად, გაბრაზებული მისკენ წავედი, მაგრამ ფეხი ამისრიალდა, აშკარად ვიგრძენი, რომ რაღაც ცეცხლოვანი შეეხო ჩემს სხეულს, ეს კი მისი ხელები იყო, რომ არა ეს ხელები ძირს გავადენდი ბრაგვანს. გაოცებულმა და დარცხვენილმა მადლობა გადავუხადე და სახლისკენ გამოვიქეცი, აღარც მაღაზიაში წავსულვარ ფანჯრიდან ვუცქერდი მას და მისი ღიმილით ცქერით ვტკბებოდი, მართლაც, რომ მშვენიერი იყო, გამახსენდა დორიან გრეი და ყველა ის პერსონაჟი ვინც კი მომწონებია ამა თუ იმ ფილმში და წიგნში. კითხვა ძალიან მიყვარდა და თავისუფალ დროს სულ ვკითხულობდი. უნივერსიტეტის საკითხიც მოვაგვარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოვიტანე საბუთები და მოვეწყვე სასურველ ფაკულტეტზე. აბა რას იტყვით როგორია გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.