after the love has gone (თავი I)
გამთენიოს 6 საათზე ბათუმის მვიდ ქუჩებში, ალბათ მხოლოდ ერთი ადამიანი მიაბიჯებდა. მაღალი მოხდენილი ტანის გოგონა , ნელა და გაწონასწორებულად მიიწევდა წინ, და თან ფიქრობდა, ფიქრობდა ყველაფერზე და თანაც არაფერზე... იქვე სკამზე ჩამოჯდა და შეციებულმა კაპიშონი მჭიდროდ შემოიხვია ტანზე. თავი უკან გადაწია და ცრემლები სინქრონულად წამოუვიდა. ტიროდა უხმოდ, მაგრამ დიდი ტკივილით. გრძნობდა რომ ვეღარ უძლებდა ამდენ ტკივილს. ტელეფონი აწრიალდა, ეკრანს მონოტონურად დახედა და მისი მეგობრის სახელი ამოიკითხა, ყველაფრისგან გადაღლილმა ტელეფონს ხმა გაუთიშა და უკან ჯიბეშივე დააბრუნა. სახეზე გაფითრებულიყო, თითქოს სუნთქვაც უჭირდა. ერთი ღრმად ჩაისუნთქა,თმა გადაიწია და გზა გააგრძელა. მალე საავადმყოპოს შესასვლელთან აღმოჩნდა. წინა დღით... თითქმის დაცარიელებული რესტორნის მაგიდას ოციოდე ახალგაზრდა ესხდა. მაგიდიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა მაღალი ბიჭი ადგა და DJ –ისკენ გაემართა, რამდენიმე წამის შემდეგ კი Earth, Wind and fire- after the love has gone სასიამოვნო მელოდიამ მოიცვა იქაურობა. მაღალი ბიჭი კვლავ მაგიდასთან დაბრუნდა, მის გვერდით მჯდომ გოგონასთან მივიდა და ყურში ჩასჩურჩულა -არ იცეკვებ ჩემთან ერთად? -ლუკა, ვგიჯდები შენზე-გოგონას აშკარად ესიამოვნ, თანხმობის ნიშნად ხელი გაუწოდა და წამოდგა. მალევე სცენაზე ახალგაზრდა წყვილები გამოჩნდნენ, რომლებიც თავიანთ მეწყვილეებთან ერთად ცეკვავდნენ, ან უბრალოდ ადგილზე ქანაობდნენ. *** ლუკა 17 წლის იყო , თავისი შეყვარებული კი 16 წლის. ლუკას ლილე დიდი ხანია უყვარდა თუმცა მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში იყვნენ ერთად. ლილე ახვლედიანი დედისერთა გოგო იყო, მისი მშობლები გიჯდებოდნენ მასზე, ყველაფერი ქონდა რასაც კი უსურვებდა, რათქმაუნდა ზომიერების ფარგლებში. ხასიათითაც უბრალო და თავისუფალი იყო, სკოლაში კარგად სწავლობდა და წარმატებულ კარიერაზე ფიქრობდა. ლუკა მისთვის ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისთვისაც ყველაფერზე წავიდოდა. სამწუხაროდ იგივე უპირატესობა არ ქონდა ლუკას, ლუკა ბარათაშვილიც დედისერთა იყო, მაგრამ მხოლოდ იმ მიზეზით რომ მისი მშობლები მალევე გაეყარენ. ლუკა 2 წლის იყო, როცა მისი მშობლები დაშორდნენ. მას შემდეგ ქუჩა მისი თავშესაფარი იყო, მიუხედავად იმისა რო გიჯდებოდა დედაზე, მაინც სხვა ცხოვრება აირჩია. ბათუმში ლუკას ყველა იცნობდა და ეშინოდათ კიდეც.მიუხედავად რადიკალური განსხვავებისა ლუკას და ლილეს უყვარდათ ერთმანეთი და სულაც არ ცდილობდნენ ამ გრძნობის ვინმესთის ახსნას, ან როგორ აუხსნიდნენ როცა თვითონაც ვერ ხვდებოდნენ რა ემართებოდათ, როცა ერთმანეთს ხედავდნენ. *** ლუკას ხელები მჭიდროდ ქონდა შემოხვეული ლილესთვის, თითქოს მის დაცვას ცდილობდა. ლილეს სიამოვნებდა ეს სიახლოვე და ტკბებოდა მისი სითბოთი. -იცი როგორ მიყვარხარ?-მოულოდნელად იკითხა ლუკამ -ვიცი-გაკვირვებულმა უპასუხა და სითბო ჩაუდგა თვალებში, როცა მისი სიყვარული კიდევ ერთხელ იგრძო -ყოველთვის ერთად ვიყოთ, კარგი ? -სანამ ჩვენი სიყვარული წავა- გაუღიმა ლილემ და გულზე მიეკრო. -ანუ სამუდამოდ-გაიცინა ლუკამ და ხელით თმაზე მოეფერეა თითქოს ყველაფერი მშვიდად იყო, მაგრამ უცებ ეზოდან ხმაური შემოესმათ. -დამელოდე-უთხრა ლუკამ ლილეს და ხელი გაუშვა -ლუკა -აქ იყავი,არ გამოხვიდე-ლუკა ეზოში გავიდა, ხმაური კი არ შემწყდარა. 15 წუთის შემდეგ შეშინებული ლილე გარეთ გავიდა ლუკას მოსაძებნად, თან მასთან დარეკავას როგორც კი გარეთ გავიდა თვალებით ლუკას ეძებდა მაგრამ ვერ პოულობდა. -ღმერთო, სად წავიდა-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ტირილის პირას მისულმა. ყვირილის ხმა შემოესმა და საპირისპირო მხარეს შებრუნდა. მოულოდნელობისგან გაფითრდა და ერთ-ადგილზე გაშრა, როცა სისხლიანი ლუკა დაინახა. შეშინებული და დაბნეული ადგილიდან ვერ იძვროდა, მხოლოდ ლუკას სახეს ხედავდა და არც იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ვერ იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს. თავს გამუდმებით იქნევდა და ცდილობდა გამორკვეულიყო. ღმერთს თხოვდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყონ და ყველაფერი მალე დამთავრებულიყო. მაგრაამ იგივე გრძელდებოდა. ფიქრებიდან ნინას ხმამ გამოიყვანა რომელიც განწირული ყვიროდა. უცებ ადგილს მოწყდა და ლუკასთან მივარდა. ლუკა, რომელიც უღონოდ იწვა ძირს თვალებით ეძებდა ლილეს. -სასწრაფო დროზეეეე, სასწრაფოში დარეკეთ ვინმემ-ხმამაღლა ყვიროდა ლილე და თან ლუკას ეფერებოდა სახეზე და თხოვდა რო ცოტაც მოეთმინა. ხალხის ბრბო მალევე გაარღვია სასწრაფოს მანქანამ და რამოდენიმე წუთში ლუკა სასწადოს მანქანაში, ლილე კი მის გვედით იყო. საავადმყოფოში მისვლამდე ლილე ლუკას ხელს ეფერებოდა და ვერაფერს ამბობდა, არაფერი ესმოდა, მხოლოდ ლუკას ხედავდა, რომელიც სიკვდილის პირას იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.