STANDOUT/გამორჩეული (პირველი ნაწილი)
მიუხედავად იმისა ,რომ აქაურობა ძლიერ მიყვარს , მაინც მომიწევს მისი დატოვება . ძალიან ძალიან მომენატრება დედა , მამა , ჩვენი ძაღლი რექსი , დეიდას გაუთავებელი ლაქლაქი , ბიძიას მხიარული სიცილი , ჩემი დის ,ელას გამუდმებული ცანცარი . ეს მშვენიერება მანამდე გაგრძელდა სანამ ჩვენს მყუდრო , პატარა ლამაზ ბინაში ხანძარი გაჩნდებოდა . ხანძარმა იმსხვერპლა დედაც , მამაც , დეიდაც , ბიძიაც , ჩემი დაც და რექსიც . მათ მიატოვეს ეს ქვეყანა და მიმატოვეს მეც , დამტოვეს მარტო ამ ცოდვილ სამყაროში . ეს ჩემი სახლია , დამწვარი , გაოხრებული . აქ ცხოვრებას აღარ ვაპირებ , ამ სახლში მაქვს მოგონებები , რომელიც ჩემს ოჯახს მახსენებს , მე კი .... არა აქ გაჩერება აღარ შეიძლება ! არ შემიძლია ამ ქალაქში დარჩენა , არა ! არ მინდა იმ სახლში ვიარო სადაც ოდესღაც დედაჩემი მასწავლიდა სიარულს , არ მინდა იმ ოთახებში ვიარო სადაც ოდესღაც ბიცოლა და მე კინოს ვუყურებდით , არ მინდა იმ ბაღში ვიარო სადაც მე და მამა ყვავილებს ვრგავდით , არ მინდა იმ ქალაქში ვიარო სადაც ოდესღაც მე და ჩემი და საყიდლებზე დავბოდიალობდით .... ამას ჩემი სუსტი გული ვერ გაუძლებს ამიტომაც გადავწყვიტე ამ ”დაწყევლილი ” ქალაქიდან-კაიროდან გადავიდე . მიუხედავად იმისა , რომ კაირომ ამხელა ტკივილი მომგვარა მე აქ დავიბადე და გავიზარდე , მომენატრება ის , მომენატრება იქ გაცნობილი მრავალი მეგობარი , მზის ამოსვლა , ულამაზესი ხედები... ეჰ! ალბათ იმ ბნელ ქალაქთან შედარებით ეს სამოთხეა . ახლა ვდგავარ ბილეთების რიგში, ხალხი ნელ-ნელა მიიწევს წინ და წინ მე კი მოღუშული ვდგავარ და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ვგრძნობ როგორ ვტოვებ ჩემს ქვეყანას და მივიწევ ფორკსისაკენ . აი ჩემი როგიც დადგა , მოხუცმა მოლარემ მისი თეთრი აბურძგნული თმა გაისწორა და ნაზად გამიღიმა მეც ვუპასუხე ყალბი ღიმილით და ბილეთი უხალისოდ მივაჩეჩე.მან კი დაიწყო: -თქვენი პასპორტი , თუ შეიძლება ! -მბრძანელურად და ღიმილით მითხრა მან. -აი ინებეთ , უკაცრავად კაირო-ფორკსი რეისი რამდენ წუთშია? -სულ რაღაც 20 წუთში . ქალბატონო......-დახედა პასპორტს და გაჭირვებით ამოიკითხა ჩემი სახელი - ბლერ ვილსტონ ,აი ინებეთ თქვენი ვიზა და მოსაცდელში დაელოდეთ თქვენს თვითმფრინავს. -მითხრა მან და კვლავ ნაზად გამიღიმა მეც საპასუხოდ გავუღიმე , თუმცა ეს ღიმილი გულიდან არ ამოდიოდა . კაიროში ყველაფერი განსხვავებულად იყო : თუ სხვაგან ვიზას გამგზავრებამდე გაძლევდნენ , აქ გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაღებინებდნენ ; თუ სხვაგან აეროპორში ხალხი ირეოდა , აქ სიჩუმე სუფევდა და მხოლოდ მოლარის უაზრო , ტელეფონზე საუბარი ისმოდა . სიკვდილზე ფიქრს ყოველთვის გავურბოდი , მისი ყოველთვის მეშინოდა , თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდინ ასეთი დიდი ტკივილის მომგვრელი თუ იყო! ამ ფიქრებში გართულს რეისი სულ გადამავიწყდა ,თუმცა გამცილებლის ხმამ რეალურ და ბნელით მოცულ სამყაროში დამაბრუნა. თვითმფრინავში ასვლამდე გამცილებელს ჩემი ბილეთი უხეშად მივაჩეჩე და უსიტყვოდ ავედი ფორკსის თვითმფრინავში , ჩემი ადგილი დავიკავე და ფანჯარაში გავიხედე ჩემს თვალწინ ულამაზესი ხედები გადაიშალა : კაიროს ულამაზესი პირამიდები , შენობები , ხალხი , აქლემები ... აი ჩემი სახლიც , უზარმაზარია . არ მე გონა ის ამხელა თუ იყო , აი ჩემი პატარა კოზაკი , ჰაჰ ! რა საყვარელია , თვითმფრინავის ყოველთვის ეშინოდა . მოგვიცუცქდებოდა მე და მამას ფეხებთან და თავისი ჭკუით იმალებოდა. მიყვარს ცხოველები : ძაღლები , კატები , ცხენები , ვეფხვები , ლომები... ყველაფერი , აფსოლუტურად ყველაფერი . უი! როგორც ჩანს დავფრინდიტთ , მე ჩემი ბარგი ავიღე და ჩამოვედი . პირველი შთაბეჭდილება რაც თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას მქონდა იყო : რა საშინელი ადგილია . ეჰჰ! ალბათ აქ ყოფნას უნდა მივეჩვიო , რადგანაც მთელი 7 წელი აქ მომიწევს ყოფნა , 7 წელი თუ არა ქორწილამდე მაინც (თუმცა ეს როდის მოხდება კაცი შვილმა არ იცის). მოკლედ აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ აქეთ-იქით მიმოვიხედე , თუმცა ბიცოლა ჯენა ვერა და ვერ დავინახე . ის ჩემი ერთადერთი ნათესავია , თუმცა ცოტა უცნაური და იდუმალი . ყოველთვის სჯეროდა ძველი თქმულებების და 60 იანების ქალბატონებივით იცვამდა . ახლა როგორი იყო აღარც კი მახსოვდა , თუმცა მახსოვდა მისი სახლი :შესასვლელთან ზარები ეკიდა , სტუმარი თუ მოვიდოდა ასე მიხვდებოდა (ვერ იტანდა ახალ ტექნოლოგიებს) , სახლის გარეთ დაჟანგებული ფოსტა იდგა , ხოლო თვითონ სახლი გარედან მოყავისფრო-მოშავო და ხავსით დაფარული , სახლის შიგნით , შესასვლელთან ძველი ტილო , რომელიც ალბათ აღარ სჭირდებოდა , მარჯვნივ სასტუმრო ოთახი , რომელშიც მრავალი ანტიკვარული ნივთი ელაგა , მარცხნივ კი სამზარეულო , რომელიც საპირფარეშოს უერთდეოდა , პირდაპირ კიბე , კიბის მარჯვნივ ოთახი რომელსიც მას ეძინა სადაც მას ეძინა , მარცხნივ კი ისევ ასეთივე ოთახი . კიბის უკან , პირდაპირ ძველი კაბინეტი , სადაც როგორც თვითონ ამბობს ბიძიას ძველი ნივთები იყო და სადაც შესვლა სასტიკად აკრძალული იყო (ყველასთვის) , კაბინეტთანაც 1 ოთახი იყო , რომელშიაც არასდროს შევსულვარ და რომლის კარებსაც დიდი კარადა ეფარებოდა . ასე რომ , რადგან მისი აღმატებულება ბიცოლა ჯენამ მოსვლა არ ისურვა მე უნდა მივსულიყავი მასთან . ასეც მოვიქეცი ტაქსი გავაჩერე , ფასი არც მიკითხავს ისე მივაჩეჩე 10 დოლარი და ფანჯარას მივეყრდენი ჩემი თეთრი ქუდი დავიფარე (რადგან აცივდა ) და ლამაზი ქუჩის ტკბობით გადავეშვი ულამაზეს სამყაროში , სადაც მე და მთელი ჩემი ოჯახი ვიყავით , ვერთობოდით , ბედნიერები ვიყავით , მაგრამ რად გინდა ეს ბედნიერება . მალე სახლთან მივედით და ბედნიერება დასრულდა . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.