შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღრუბლებში გასეირნება


22-06-2016, 14:12
ავტორი daydreamer^^
ნანახია 1 551

31 დეკემბერია. სულ მალე ახალი წელი შემოვა. ახალი ფურცლიდან დავიწყებთ ჩვენი ცხოვრების წერას. ახალი სურვილები, ახალი ოცნებები და რაც მთავარია ძალიან ბევრი გართობა და თავისუფლება. თბილისის წყნარ უბანში ვცხოვრობ. დიდი ხანი არცაა, რაც ცალკე ცხოვრება გადავწყვიტეთ მე და მიამ. ბავშობიდან ოცნებად გვქონდა ქცეული ერთად ცხოვრება დაქალებს. და დიახ, აგვისრულდა კიდეც. მართალია მშობლები გვთხოვდნენ მათთან გაგვეტარებინა ახალი წელი, მაგრამ წელს მეგობრებთან ერთად გვინდა გართობა ჩვენს მყუდრო ბინაში. ორი დღით ადრე დავიწყეთ პროდუქტის ყიდვა.თითქმის მთელი ფუდმარტი სახლში გადმოვიტანეთ. დღეს მარი და სალიც გამოვიდნენ და დილიდან დავიწყეთ მზადება. საღამოს ბიჭებიც შემოგვიერთდებიან : სალის საქმრო გიო, მიას შეყვარებული ნიკა და გიგი. დღეს ნამდვილად კარგად გავერთობით.
––––––––––––––
უკვე 9 საათია და მიამ და სალიმ აიტეხეს შამპანიური არ გვეყოფაო და როგორც უსაქმურს მე დამავალეს მაღაზიაში წასვლა. ფუდმარტი ახლოსაა, ჩვენი კორპუსის წინ ამიტომ აღარ დავიწყე პრანჭვა, მოკლე შავი კაბა, შინდისფერი ზედა და კეტები მეცვა. კურტკა მოვიცვი და სადარბაზოში გამოვედი. ლიფტისთვის არც მიმიქცევია ყურადღება ბავშობიდან მეშინია ჩახუთული სივრცის, ამიტომ კიბეებს ხტუნვა–ხტუნვით დავუყევი. თან ვბურტყუნებდი ჩემთვის: განა რამდენი უნდა ცეცხლონ, რომ 3 ბოთლი შამპანიური ეცოტავებათ. მე თუ მკითხავდით საერთოდ არ იყო საჭირო, რადგან საშინლად მეზარებოდა მაღაზიის რიგში დგომა. თან ახალი წლის ღამეა, ყველა რაღაცას ყიდულობს, სავსეა მთელი მარკეტი. ფთუი. მე ხო ბედი არა მაქვს. რა სულელი ვარ, ნამდვილი უჭკუო მომეფიქრებინა რამე, ან თავი ამტკიებოდა ან ფეხი. რა იდგება ახლა რიგში. მგონი აქ მომიწევს ახალი წლის შეხვედრა.
ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა გამოვედი ფუდმარტიდან. ხელი კარგად მოვკიდე შამპანიურის ბოთლებს და გზა გადავკვეთე. უცებ პირზე ვიღაცის თითების შეხება ვიგრძენი. მოულოდნელობისგან ხელიდან გამივარდა შამპანიურის ბოთლები და სულ დაიმსხვრა. ამაზე საშინლად გავბრაზდი. ვერ მოვედი აზრზე. ხომ შეიძლება ქურდი ყოფილიყო. მეც არ ვიცი იმ წუთში ამხელა ძალა რამ მომცა. ავფართხალდი, თავი გავინთავისუფლე და დავუყვირე: იდიოტო, ამისთვის იცი რამდენი ხანია ვდგავარ რიგში? სიბნელეში ვერ გავარკვიე ვინ იყო ჩემს წინ მდგომი. დოინჯშემორტყმული ვიდექი მის წინ და ვუყვიროდი. უცნობი უცებ დაიბნა. არ ელოდა ასეთ რეაქციას. მერე კი კარგად გავარჩიე მისი ირონიული ჩაღიმება. მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა "მოკეტე" და ზურგზე მომიკიდა. მე არ ვწყვეტდი ხელების ქნევას, მაგრამ ძლიერი მკლავები ვეღარ მოვაშორებინე ჩემი სხეულიდან. მანქანის უკანა სიდენიაზე შემსვა, წამის მეასედში გაჩნდა საჭესთან. მანქანის კარებები ჩაკეტა.
–ვინ ხარ ან რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? 2 საათში ახალი წელია, მე კი მეგობრები მელოდებიან სახლში. გამიშვი არ გესმის?
უცნობი ხმას არ იღებდა. მე კი ლაპარაკს არ ვწყვეტდი.
– მოდი მოვრიგდეთ. ფული გინდა? შემიძლია ჩემს მშობლებს დავურეკო. 10 000ზე რას იტყვი?
უცნობი კვკავ დუმს.
– იქნებ 20 000 გინდა ?
– ხმას არ გამცემ?
მისი სიჩუმე უკვე გამაგიჟებლად მოქმედებდა ჩემზე.
– რა სივდილი და არ გადარჩენა გინდა თქვი ადამიანო.
უცნობი რობოტივით იჯდა და მანქანას მართავდა. თვალის უპეებში სისტველე ვიგრძენი. ოღონდაც ეს არა გულში გავიფიქრე. არ მიყვარდა სხვის თვალწინ ტირილი. მაშინაც კი როცა ცუდი ქცევისთვის დედა დამტუქსავდა პატარა ბავშვს, ჩემს ოთახში ავირბენდი ხოლმე და იქ ვტიროდი. ამაყი ვიყავი და ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო სისუსტის ჩვენება. ემოციებმა მძლიეს. ცრემლები უკვე ლოყებს გაცდა და ხელის გულებს მისველებდა. ხმის გაკონტროლებაც ვერ შევძელი უკვე ღრიალში გადამეზარდა და ავბღავლდი პატარა ბავშვივით. იქამდე ვიტირე, სანამ დაღლილობისგან არ ჩამეძინა.
–––––––––––––––––––––––
თვალები ძლივს გავახილე. საშინლად მტკიოდა ტირილისგან დასიებული ქუთუთოები, მაგრამ თავს ძალა დავატანე და გარემოს დათვალიერება დავიწყე. მე კვლავ მანქანაში ვიყავი ცაკეტილი ოღონდ მარტო. ამჯერად უკანა სავარძელზე წამოწოლილი ვიყავი. ნუთუ იმ იდიოტმა დამაწვინა?! გმერთო ჩემო, რას არ მივცემდი რომ გამეგო რა უნდოდა ჩემგან. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ საშინელი შეცდომა იყო ცემი გატაცება. ხო შეიძლება ვიღაცაში ავერიე. ნამდვილად ასეა, შევეშალე და სულ ტყუილად ვარ ეხლა აქ. არც შეყვარებული მყავდა რომ მას მოვეტაცებინე და არც არავის ვუყვარდი. ნუ, კი იყვნენ რამოდენიმე. მაგრამ ისინი არ დაიქირავებდნენ ამ ცხოველს ჩემს მოსატაცებლად. ზუსტად ვიცოდი. არა რაა, ეს რა დღე გამითენდა. ეხლა ხო სახლში უნდა ვიყო ჩემს ღუნღულა მეგობრებთან ერთად. უნდა ვერთობოდე და ვტკბებოდე ახალი წლის ღამით. 12_ზე საჩუქრები უნდა გაგვეხსნა, რომლებსაც მთელი თვეა ვუგროვებთ ერთმანეთს. ეჰ, როგორ მინდა ეხლა თქვენთან. მია, სალო თუ გინდათ 10 ბოთლ შამპანიურს ამოგიტანთ. მარის საერთოდ არ დავცინებდი ფუნთულა ლოყების გამო. არც ნიკას გავუხსენებდი თავის ნამდვილ სახელს ტენგიზს. გიგი შენც გაპატიებდი რომ ძერსკს მეძახდი. სულ ყველას ჩაგკოცნიდით და ჩაგეხუტებოდით. ცრემლმა კვლავ გაიკვლია სახე ჩემს ლოყაზე, სასწრაფოდ მოვიშორე და ვცადე რამე გეგმა შემემუშავებინა.
10 წუთი არ იყო გასული ჩემი გამტაცებელი რომ დაბრუნდა. გვერძე სიდენიაზე დადო რაღაც პარკი, მერე მე შემომიტრიალდა და ხრიწიანი ხმით მითხრა : არ გშია?
– შენი არაფერი არ მჭირდება. მარტო ის მითხარი სად ჯანდაბაში მიგყავარ. ან ვინ ხარ საერთოდ.
– კარგს ადგილზე მიმყავხარ, მოგეწონება.
– მე ჩემს სახლში მომეწონება და დამაბრუნე სასწრაფოდ. დავებღვირე.
– არა საყვარელო, შენ მე დამეხმარები თუ არა და სიცოცხლეს გამოესალმე.
– რაა? მეღადავები ? ჯერ მომიტაცე. ეხლა დახმარებას მთხოვ, თუ მაიძულებ ვერ ვხვდები და თან წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით მემუქნები?
– სწორად გაგიგია.
– არა, შენ ნამდვილად მეღადავები. ისტერიული სიცილი ამიტყდა. მისი გამომეტყველებით მივხვდი რომ არ ხუმრობდა და უცებ შემეცვალა სახის მიმიკა.
– რაში უნდა დაგეხმარო? სერიოზული სახით ვკითხე.
– ერთი კვირით ჩემი საცოლე იქნები.
გაკვირვებისგან მე მხოლოდ პირი დავაღე.

– მე.. მე.. მეეე შენი საცოლეე? ენა დამება იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის.
– ისეთი უდარდელი სახით თქვა უცნობმა რომ ყბა ჩამომივარდა.
– ეხლა რაღაცას გკითხავ და სიმართლე მითხარი. კარგი? ხმდაბლა ვთქვი რამოდენიმე წუთის დუმილის შემდეგ. თავი დამიქნია.
– საგიჟეთიდან გამოიპარე და შენ არც კი იცი ხო რას ჩადიხარ?
არაუშავს ყველაფერს ეშველება. მე ჯერ სახლში წამიყვანე. მერე შენს ექიმებს დავურეკავთ და ისინი მოგივლიან.
– არა შენ ვერ გამიგე. გაიცინა მან.
– არ გინდა იქ დაბრუნება? მე მაინც დამანებე თავი რააა. საცოდავი თვალებით შევხედე.
– მგონი შენ დაუბერე ნერვიულობის ნიადაგზე, სიცილს ვერ იკავებდ გამტაცებელი.
მე კი ვიმედოვნებდი რომ გიჟი იყო და თავს დავაღწევდი ამ უბედურებას და თურმე ისე არაა საქმე როგორც მგონია.
– კარგი, ყველაფერს აგიხსნი. ოღონდ ჯერ ეს საჭმელი სეჭამე.
– ხომ გითხარი არ მინდა მეთქი. იქნებ რაღაცა ჩამიყარე რა გავიგო. არ ვკარგავდი მკაცრ გამომეტყველაბას მე.
– შეჭამე მეთქი, ხმა გაიმკაცრა. არ მჭირდება შიმშილისგან დაუძლურებული საცოლე. თქვა და უკან გადმომიდო პარკის შეკვრა.
– შენ რა გგონია დაგთანხმდი მაგ სისულელეზე?
– შენ ვერ გაიგე ვერაფერი. შენი გადასაწყვეტი არაა იქნები თუ არა ცემი საცოლე. მე შენ მოგიტაცე და ისე მოიქცევი როგორც მე გეტყვი. სხვა შემთხვევაში შენს სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე. ჩემს ოჯახთან გავატარებთ საახალწლო არდადეგებს, ისინი უკვე გველოდებიან. იმედი მაქვს იმდენი ტვინი მაინც გაქვს რომ გატაცების ამბის აღწერას არ დაიწყებ. ხო კიდევ, თავი უნდა მოაწონო დედამთილსა და მამამთილს. ბოლო წინადადება გიმილით თქვა და მანქანა დაძრა. იმდენად ვიყავი განერვიულებული კანკალმა ამიტანა. ვერ ავიტანდი მეორედ მის წინ მეტირა. ხმა რომ ამომეგო ვიცი დავიწყებდი ცრემლის ღვრას. გულში ათას სალანძღავ სიტყვას ვეძახდი. უკვე აღარ შემეძლო ამის ატანა. როგორმე უნდა დამეძვრინა თავი ამ იდიოტური სიტუაციიდან. მაგრამ როგორ? არ ვიცოდი და სწორედ ეს მიშლიდა ნერვებს.

----------------------------
მინდოდა ეს ისტრორია დიდი ხნის წინ ამეტვირთა მაგრამ სანამ არ დავასრულე მაინც არ დავდე. 31 ბდეკემბერს დავიწყე წერა, იმედია მოგეწონებათ. ველი თქვენს კომენტარებს <3



№1 სტუმარი Nino

Zalian kargi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent