თოვლიანი ტიტები(ნაწილი ll)
გმადლობთ ვინც კითხულობთ.ეს ჩემი პირველი ისტორიაა და მეპატიება არ სიზუსტეები.. მსიამოვნებს და ვწერ ,მინდა ჩემთან ერთად მკითხველმაც ისიამოვნოს. ------------- ყურსასმენები მოვირგე და passenger-,,letter her go'' ჩავრთე. ამ სიმღერის მოსმენისას ყოველთვის მემართება გრძნობა ,,უსახელო'' ,რომელსაც თან ახლავს სწრაფვა-შევქმნა...ვიცხოვრო... დავტკბე...,,იასავით'' ვიყვავილო და...დავჭკნე. ანას მივწერე,მუხასთან შემხვედროდა. -როგორ მომენატრე ჩემო სალიუს,-ძლიერ ჩამეხუტა. -მიყვარხარ ანა.. მჭირდები ... -ცრემლი ჩამომიგორდა ბაგეზე,შევიმშრალე და გაოცებულ ანას შევხედე. -რა მოხდა,სალიუს, მითხარი ძვლებში დავამტვრევ,ვინ გაბედა,-დასევდიანდა იგი. რაც საჭირო იყო ვუამბე.ერთი გადაიკისკისა და მხარზე წამომარტყა ისე,რომ ლამის ჩავიკეცე. -ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და გავუსწორდეთ,სალუის-ვითომ დასერიოზულდა. -რეალურად შეხედე ანა მომხდარს.არ აქვს უფლება არც ერთს მაპამპულავონ. მე არ ვარ რიგითი ჯარისკაცი თოჯინა,რომელიც თმებგაწეწილია და ელის როდის გამოივლის ცირკთან გრძნობამორეული მამაკაცი და სთხოვს თანხმობას. მე გვარად აბაშიძე ვარ !! მქვია სალომე და ვარ ჩამოყალიბებული,მოაზროვნე ახალგაზრდა,რომელიც თანასწორუფლებიანია. მე დავიცავ ჩემს გრძნობებს. -ამოისუნთქე. კარგად გიცნობ,ვიცი რა თხისთავიანი ხარ არ დაიწყო.არც მე ვარ ნაკლები და მიტომ გვაქვს ახლო ურთიერთობა. მესმის. -ანა იდეა მაქვს,კლუბში წავიდეთ გინდა?-გაღიმებულმა ვკითხე და დაველოდე მის გამხიარულებულ მზერას. -ჩემი გოგო ხარ,როგორ მიხვდები ხოლმე რა მინდა და რა არა,წავიდეთ სალ,-ლოყაზე ძლიერად მაკოცა და ჩავუყევით დაღმართს. ბურუსი ჩამოწვა,ღრუბელს შავი ნისლი შეერია და თოვლთან ერთად წინწკლების წკაპა-წკუპი სასიამოვნო ნაზავს ქმნიდა. ჩვენ საყვარელ კლუბში მივედით.გაწუწულები,სველები,გაგიჟებულები(გარეგნულად) და რაც მთავარია (შინაგანად) დამშვიდებულები. -ანასუელლა, შენი ტელეფონი გათიშე. -დღეს შენ გემორჩილებიი!!!-ვისკიმ ძლიერ იმოქმედა ანაზე. ამდენი ხალხი არასდროს ყოფილა ამ ბარში. ალბათ,დაბადების დღეა.ირგვლივ ყველგან ნახატებია და აუარება სურათები ადამიანების. სახლის სურნელი იგრძნობა(მყუდროება),რასაც ჩვენი განწყობა ერწყმის და ბედნიერებისგან ლამისაა ვიკივლო(ყველაფერი მომხდარი დამავიწყდა). -ოფიციანტ,ერთი გრეი გუსი(არაყი) და ერთიც ოლმეკა გოლდი(ტეკილა)-გადმომხედა და ჩემს გაკვირვებული სახის დანახვისას,სიცილისგან ყბები მოეღრიცა ანას. -ანა,არ გვინდა,გთხოვ ,გვვეჩხუბებიან-ჩავჩურჩულე ყურში. -დღეს გვკიდია ყველაფერიი,სამყაროს თავზე დავილეწავთ,გათენებამდე არსად წავალთ-ისეთი ტონით თქვა სიტყვები აღარ მქონდა. -კარგი,მეგობარი- ჩავიცინე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე. ერთ ჭიქას მეორე ცვლიდა,მეორეს- მესამე. რა საკვირველია გონება დავკარგეთ,ყველაფერი ტრიალებდა. მოგატყუებთ,რომ გითხრათ არაფერი მახსოვსთქო,რადგან თომას გამგელებული მზერა დღემდე თვალწინ მიდგას.მომიახლოვდა,ხელი ხელში ჩამავლო და დაბურულ მანქანაში ჩამაგდო. -შეეეეე თავხედო რას აკეთებ თუ ხვდები-დავიყვირე ისე,რომ ჩემი თავის შემეშინდა. -ხმას ნუ იღებ.დღეს ბოლო იყო,ცხვირს სახლიდან გარეთ არ გაყობ თუ არ შეწყვეტ ამ დედამო**ნულ ცანცარს-ისეთმა ჩამყვირა გეგონება ეკითხებოდეს მას როდის სად და როგორ მოვიქცევი. -ტ**კი დააყენე და გამიღე ჩემს მეგობართან უნდა წავიდე,შენ ვაბშე არაფერი გეკითხება ჩემი ,გაიგეე?!- ამოვაფრქვიე ვულკანი და ფანჯარას დავუწყე მუშტების რტყმა,მაგრამ უშედეგოდ. აღარაფერი უთქვამს. მანქანა დაძრა და 140-ით მიქროდა სპიდომეტრს რომ შევხედე ჟრუანტელმა დამიარა და სავარძელზე მივესვენე. -რა გინდა ჩემგან? ხომ მოისმინეთ ჩემი პასუხი,რატომ არ მანებებ თავს?!- ამოვიოხრე და მის ცხვირს დავუწყე ყურება. -,,შენ'' მინდა. -მოკეტე! ბოლოჯერ გეკითხები და წესიერად მიპასუხე,რა გინდა ჩემგან? -კლუბებში აღარ დაგინახო შესული,ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ რასაც გავაკეთებ,-დამიყვირა,მოაბრუნა და მთელი ძალით დაძრა მანქანა. 100-ით მიდიოდა.მე სავარძელს მივეყრდენი და დათოვლილ შუშას მივაშტერდი. ზოგჯერ ის ხდება,რაც აზრადაც არ მოგივა არასდროს, ამიტომ არაფერია გამორიცხული და გასაკვირი.და მე ახლა ამ მოყინულგონებიანთან რომ ვიჯექი,რა მაჩერებდა არ ვიცი,რატომ არ ვუშენდი მუშტებს,რატომ არ ვურტყავდი ფეხებს რატომ არ ვაწნავდი სილას. ალბათ მისი მკაცრი მზერა მიბნევდა გონებას. თოვლის პატარა ფიფქები ნაზად და საამოდ ეცემოდა გაყინულ შუშებს და ისე ქრებოდა, დანახვასაც ვერ ვასწრებდი. დილის 5 საათი იყო და კვლავ მივქროდით მოყინულ გზაზე. -სახლში მიმიყვანე,- გაბრაზებულმა შევხედე კრეტინს. -სახლში მიმიყვანე,-ხმამაღალი ტონით გავუმეორე იდიოტს. ისევ აპათია. გავიდა 5 წუთი და ჩემს სახლთან გააჩერა.კარი გამიღო გადავედი და კარის სახელური გამოვგლიჯე,გაკვირვებული დავრჩი როდესაც შინ ისეთი სიწყნარე იყო ბუზის გაფრენის ხმაც არ ისმოდა. -მინდიაა!! მიშო!! სად ხართ!!-გამწარებული გავკიოდი. ის გაყეყეჩებული კარებში იდგა და შეუმჩნევლად იღიმოდა,მაგრამ მე შევამჩნიე. -სასაცილოს ხედავ რამეს?! -როდის გავიცინო შენ არ წყვეტ,-მომიჭრა. -წადი ჩემი სახლიდან,მომშორდით ყველა,ეს რა მაფიაა ამიხსნით?! -ორი კვირით გაემგზავრა ორივე,რადგან უფროსმა დაიბარა. შენ კი არ გაგაფრთხილეს,რადგან საგიჟეთიდან გამოქცეულივით გავარდი და მიგვატოვე. -მაგარი თ ყველა გინდ იქ დარჩენილან მთელი ცხოვრება იმას გავავკეთებ რაც მინდა,უკეთესი,-ჩავიცინე და დივანზე მივეგდე. -მარტო ვინ დაგტოვებს თორე კიი,მთხოვეს შენთან დავრჩე ორი კვირა...... ---- ბოდიშს გიხდით პატარა თავისთვის.გამოვასწორებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.