არასდროს უშენოდ! (16) (დაბრუნება ^_^ )
პირველ რიგში ბოდიში რომ ასე დავიკარგე და პრაქტიკულად მთელი ისტორია დაგავიწყეთ... დღეს რატომღაც საშინლად მომინდა დამეწერა და სწორედ ამ ისტორიას დავუბრუნდი... თუ ისევ გადაწყვეტთ წაიკითხოთ ძალიან გამიხრადება ... მოკლედ გაგახსენებთ სად გავჩერდი და რა იყო მანამ... ისტორიას ერთი ახალგაზრდა გოგონა, კატო გვუყვებ... ის საუკეთესო მეგობრების გარემოცვაში ბედნიერად ცხოვრობდა, როცა სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა სანდრო და თავი შეაყვარა... სანდრო კატოს უახლოესი მეგობრის, ნიკაც ძმაკაცია... კატოს და სანდროს ისტორია სახალისოდ და ძალიან რომანტიკულად ვითარდება, ბოლოს კი ყაზბეგში, ეკლესიის წინ სიყვარულის ახსნითა და გრძნობაზე საპასუხო გრძნობით გვირგვინდება... ამ მომენტიდან სწრაფად გადის სამი წელი და კატო თავის უახლოეს მეგობარ, სალოსთნ ერთდ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ხდება... სანდრო კატოს გვერდითაა მთელი სამი წელი, მოულოდნელად კი წასვალს გადაწყვეტს, როგორც თვითონ ხსნის, ერთ ადგილზე ზედმეტად დიდხანს გაჩერდა, რაც მას არ სჩვევია და რაც გაუსაძლისია...კატოს სთხოვს თნ გაჰყვეს... კატო უარს ეტყვის, რადგან მისთვის მოძრავი ცხოვრება მიუღებელია და მომავალში სტაბილური ოჯახი სურს, არც დარჩენას სთხოვს სანდოს, რადგან უყვარს და არ უნდა რამე ძალით გააკეთებინოს... საბოლოოდ სანდრო მიდის კატო კი ძველ ცხოვრებას უბრუნდება... ამასობაში სალო კატოს კიდევ ერთ მეგობარს, დათოს მიჰყვება ცოლად... ისტორიას ახალი პერსონაჟი, დემეტრე ემატება, რომელიც კატოს უნივერსიტეტიდანაა და რომელიც კატოს ნელ-ნელა უახლოვდება... საბოლოოდ კი გავჩერდით იმ მომენტზე, როცა სანდროს წასვლიდან და სალოს გათხოვებიდან ერთი წელი გავიდა და დადგა ის დღე, როცა სალომე ჩიქოვანს თეთრი კაბა უნდა ჩეცვა... გაგრძელება: *** სამზადისმა პიკს მიაღწია... სალომე ყველა წვრილმანზე კატასტროფულად ნერვიულობდა. ყველაზე მეტად კი კაბა ანაღვლებდა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ შეერჩია. ქორწილამდე ერთი კვირა რჩებოდა. დარწმუნებული ვიყავი ყველაფერი იდეალურად ჩაივლიდა. გარკვეულწილად მეც ვღელავდი. მეჯვარე გახლდით და არანაკლები პასუხისმგებლობა მეკისრებოდა. *** და აი... დადგა ის ზღაპრული დღე... სალო ანგელოზს გავდა, ისეთი სათნო და ბუნებრივად ლამაზი იუყო თვალს ვერ ვწყვეტდი... დათი გამალებით თვალებში შესციცინებდა, თითქოს ახალად უყვარდებაო... მათ შემყურეს სიყვარული მოგწყურდებოდა... მეც აი ასე, ვიდექი საკურთხეველთან, მეჭირა დედოფლის გვირგვინი და ფიქრებიში კვლავ მის გვერდით აღმოვჩნდი... ჩემდა უნებლიედ ისევ გამახსენდა და ისე ცოცხლად, ცხადად შევიგრძენი მისი სურნელი დაფეთებულმა მივიხედე უკან... ნუთუ?.. მაგრამ... კვლავ სიცარიელე... ჯვრისწერამ ჩაიარა... საქორწინო ფოტოსესია ჩემი წყალობით ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. განა შეიძლებოდა ასეთ მნიშვნელოვან დღეს სურათების, ძალიან ბევრი სურათის გარეშე ჩაევლო? - რათქმაუნდა არა. *** დღეს თავს განსაკუთრებულად უცნაურად ვგრძნობდი... უკვე რესტორანში ვიყავით, ლხინი გაჩაღებული იყო, მუსიკა მუსიკას ენაცვლებოდა, მე კი თითქოს სადღაც გავიჭედე... - კატო, ვიცეკვოთ? - ჩემ თვალწინ დემეტრე აისვეტა და ხელი გამომიწოდა, რომელიც მონარნარე მელოდიის ფონზე საცეკვაოდ მიხმობდა... დიდხანს არ მიფიქრის, ჩემი ხელი მისას შევაგებე. შუაგულ სცენამდე მივედით და ცეკვა დავიწყეთ. რომანტიკული გარემო იყო... ნაზი მელოდია, ჩაბნელებული ოთახი, დემეტრეს ხელები ჩემს წელს ედებოდა, მე კი მის მხარს ველამუნებოდი... გარემო ისეთი იყო გულისცემას რომ ახშირებს და სხეულში დენის მაღალ ძაბვას გაგრძნობინებს, თუმცა მე ვერაფერს ვგრძნოდბი... - ჩემთან ხარ, მაგრამ ჩემი არ ხარ. - ნაზად ჩამჩურჩულა დემეტრემ. - მე არც არასდროს მითქვამს, რომ შენი ვიქნებოდი. - მაგრამ იცი, რომ ამქვეყნად ამაზე მეტად არაფერი მინდა... - მოულოდნელი და თან ძალიან მოსალოდნელი განცხადება მოვისმინე. - რას გულისხმობ? - გოგოსავით მოვიქეცი, თითქოს არ მესმოდა მისი სიტყვების მნიშვნელობა, არადა ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. - მიყვარხარ კატო. - მეც მიყვარხარ დემეტრე... მიყვარხარ როგორც მეგობარი, ახლობელი ადამიანი... ადამიანი, რომელსაც ესმის ჩემი... - მე კი მიყვარხარ, როგორც ქალი, რომელიც მინდა მთელი ცხოვრება ასე, ჩემს ხელებში იყოს მოქცეული. - ამ შემთხვევაში მომიწევს ახლავე გავითავისუფლო თავლი შენი ხელებიდან და აღარასდროს მოგიშვა ახლოს... - სეც ვიცოდი... - მაშინ რატომ თქვი, ის რაც დაანგრევდა ყველაფერს? - იმიტომ, რომ უთქმელობა შიგნიდან მანგრევდა... - მაპატიე...- ნაცნობია გრძნობა, როცა რაღაც შიგნიდან განგრევს, ახლა კი მე ვხდებოდი ვიღაცის ტანჯვის მიზეზეი... - არა, შენ საპატიებელი არაფერი გაქვს... ჩემი ბრალია... მე მივეცი საშუალება საკუთარ თვს შენს თვალებში ჩაძირულიყვნენ... - ახლა ორივესთვის სიშორე აჯობებს... - ხელები მის მხრებს მოვაშორე... - მიყვარხარ კატო, ეს სულ გახსოვდეს და იცოდე, რომ დაგელოდები... - მისი ხელები ჩემს წელს მოშორდა და დემეტრეს სილუეტი ბრბოს შეერია. მე ასე გახელებული ვიდექი შუა სცენაზე... ის რაც მოხდა მოულოდნელი და ემოციური იყო, მაგრამ ახლა ჩემი ადგილზე გაშეშება მომხდარის ბრალი არ ყოფილა... ახლა გულის ცემა გამიხშირდა და სხეულში მაღალი ძაბვის ელექტროდენმა გამიარა... კისერთან თბილი ჰაერი მომელამუნა, ფილტვები კი მაცოცხლებელი სურნელით ამევსო... - ვიცეკვოთ? - და ეს ხმა... რეალობის და აბსტრაქციის გარჩევის უნარი დავკარგე... მეშინოდა მივბრუნებულიყავი, რადგან იმის დანახვის მეშინოდა „რაც“ ახლა ჩემს ზურგს უკან იდგა... როგორღაც საკუთარ თავს ვაჯობე და მივბრუნდი... თვალები ამიწყლიანდა და ამაო ბრძოლის შემდეგ ღაწვები მლაშე, მდუღარე ცრემლით დამენამა... ვუყურებდი და აღტკინებულ ემოციებს, ქარცეცხლად რომ მედებოდნენ შიგნიდან ვერაფერს ვუხერხებდი... ვუყურებდი და მძულდა... ვუყურებდი და ვბრაზობდი... ვუყურებდი და სურვილი მკლავდა მთელი ხმით მეწივლა... ვუყურებდი და... მიყვარდა.. - ვიცეკვოთ? - არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა ამ ემოციების ორონტრიალში... მისი მშვიდი სახე ბგერების ჟღერადობის სინქრონულად შეირხა და მისმა მკლავებმა მისივე სხეულს ამაკრო... გაუაზრებლად, დაუგეგმავად, უნებლიერ მოვეხვიე სანდროს მხრებს და გაუბედავად შევუცურე ხელი თმაში... შებლზე მაკოცა... შემდეგ კი სახიფათოდ ახლოს მოვიდა ტუჩებთან... - შენ დაბრუნდი... - ჩემი ხმა მევე ძლივს გავიგონე. - კი, დავბრუნდი. - სანდოს ხმაში მღელვარება არ ჩანდა, თითქოს არ ჩნდა, მაგრამ მე გვრძნობდი... ვგრძნობდი რომ გული სადაც იყო გაუსკდებოდა... ჩემსავით. - რატო? - ჩუუ... ახლა აქ ვარ კატო, აქ ვარ და სულ რომ გამაგდო აღარსად წავალ... შეიძლება გძულვარ, შეიძლება გეზიზღები, შეიძლება შენს გულში ჩემთვის ადგილი აღარ არის... აზრი არ აქვს, მაინც აღარსად წავალ... იმ რეალობასთან შესახვედრად, რასაც მიმზადებ დრო საკმარისზე მეტი გვექნება... ახლა უბრალოდ გაჩუმდი და ეს წუთები მაჩუქე, წუთები როცა ისევ ჩემი ხარ, ჩემ ხელებში მოქცეული... მაჩუქე წუთები, როცა ისევ ვგრძნობ როგორ გითრთის მთელი სხეული და როგორ გამალებით გიცემს გული... მაჩუქე წუთები, როცა შემიძლია ხარბად ჩაგისუნთქო და შენი ცხელი სუნთქვის ლამუნით დავტკბე... მაჩუქე ეს, იქნებ უკანასკნელი წუთები, როცა კვლავ ვგრძნობ, რომ ვსუნთქავ და შენ ისევ ჩემი გოგო გქვია... გავჩემდი... თავი უძლურად დავადე მხარზე და მთელი მელოდია მასში შეზრდილი, მის გარდა ყველას და ყველაფერს მოწყვეტილი ნელა ვირხეოდი ერთ ადგილას.... *** როცა მელოდია დასრულდა მოგვიწია რეალობას დავბრუნებოდით, თუმცა კი ამ ყველაფრის რეალურობაში დარწმუნება უფრო ძნელი იყო, ვიდრე იმის დაჯერება, რომ მეძინა. - ვიცოდი რომ საშინლად მენატრებოდი, მაგრამ არ ვიცოდი ამდენად თუ მჭირდებოდი... ჰაერივით... - შენ წახვედი... ჩემგან სწორედ ჰაერის უკმარისობის გამო წახვედი... ახლა კი მეცხადები მოჩვენებასავით და თავბრუს მახვევ... რა უფლებით?! - ცოტა გამოვცოცხლდი და ის ბრაზი, რომელიც სრულებით ბუნებრივი იყო ტვინში ამივარდა. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეკივლა. - მაპატიეთქო რომ გითხრა, ამისიც კი მრცხვენია. - ხოდა არ მითხრა... არ მითხრა, რადგან მაგით კიდევ მეტად მატკენ გულს!!! - არაკაცივით მოვიქეცი... ვიცი... - არაკაცივით კი არ მოიქეცი, არაკაცი ხარ... - მეც არ ვიცოდი ამდენად თუ ვბრაზობდი მასზე... მთელი ეს დრო ვამართლებდი,ან საკუთარ თავს ვაჯერებდი რომ მართალი იყო, გულის სიღრმეში კი მძულდა ჩადელინისთვის. - მიყვარხარ. - არც კი იცი, რას ნიშნავს სიყვარული. - მშვიდი ტონით, ამღვრეული თვალებით და აღაჟღაჟებული ლოყებით, კბილებში გამოვცარი უკანასკნელი სიტყვები და გამოვბრუნდი. გამომყვა... გარეთ გავედი... გარეთ გამოვიდა... სკამზე დავჯექი... გვერდით მომიჯდა... - რატომ დაბრუნდი? - არ შემიხედავს ისე ვკითხე. - შენთვის დავბრუნდი... ვიცი მატყუარა, არაკაცი, ნაძირალა გგონივარ და შეიძლება მართალიც ხარ, მაგრამ... - გაჩუმდა... ალბათ იმიტომ, რომ მისი მომდევნო სიტყვა წინას ეწინააღმდეგებოდა... - მაგრამ შენთვის დავბრუნდი. - რატო სანდრო? ახალი თავგადასავლები საინტერესო არ აღმოჩნდა? გაგახსენდა რომ აქ ერთი სულელი გოგო ცხოვრობს, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდი? იფიქრე მთელი ეს დრო შენს მოლოდინში ერთ ადგილზე გაშეშდებოდა და როცა ჩახვიდოდი ხელგაშლილი მოგეგებებოდა... ცოტას გაერთობოდი და მერე ისევ მიაგდებდი? - ახალი თავგადასავლები არ ყოფილა!!! ის გოგო კი, შენ რომელზეც საუბრობ მე შემიყვარდა თავდავიწყებით და უიმისოდ ნაცრისფერია ყველაფერი!!! - და ერთი წელი შენი ნებით იცხოვრე მაგ ბურისში?! - ჩემი ნებით... - სიმწრით ჩაიცინა. - ცინიკურია, მაგრამ მასეა... უბრალოდ... გახსოვს ერთხელ გკითხე, იცი ცხოვრება რა ძნელიათქო? - ხო... და მაგ დღეს მითხარი, რომ გიყვარდი... - ყაზბეგის მოგონებები გონებაში ამოტივტივდა. სანდროს გაეღიმა და ერთხანს გაჩუმდა. - ცხოვრება ძნელია... ძალიან ძნელი... ადამიანი კი ზოგჯერ საკუთარ თავს ისეთ ბოროტებას უშვრება, მოსისხლე მტერი რომ ვერ გაგიკეთებს... ზოგჯერ შენი ხელით ჭრი იმ გზას, სიცოცხლისკენ რომ მიდის... მე საკუთერი ხელით მოვიჭერი შენსკენ მომავალი გზა და ერთი წელი ვეძებდი სხვა გზას, რომ როგორმე ისევ მენახე... - არ მესმის... - სამაგიეროდ მე მესმის შენი... - მეშინია გვიან არ იყოს... - დამიჯერე... მე უფრო მეშინია... ....................... კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში და იმედი მაქვს დამიბრუნდებით, რითაც ძალიან გამახარებთ... იმედია ისტორიაც მოგეწონებათ... მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.