ღრუბლებში გასეირნება -2-
მანქანის სალონში ბნელოდა, ძლივს ვარჩევდი უცნობის ნაკვთებს სარკიდან. მინდოდაა კარგად დამემახსოვრებინა რომ შემდეგში როცა პოლიციის ოფიცერი დამკითხავდა ზუსტად აღმეწერა. ვაკვირდები და გულში ვფიქრობ . " რა ლამაზი თვალები აქვს . და რა ცხვირი " ? სწორი და ლამაზი. ტუჩები? დიდი და საოცარი. " ღმერთო ჩემო რაზე ვფიქრობ. ის გამტაცებელია, რომელიც სიკვდილით მემუქრება მე კი მომეწონა კიდეც მგონი. თავი გავაქნიე უაზრო ფიქრებისგან თავის დასაღწევად. მერე რა რომ სიმპატიურია? დამნაშავეების უმრავლესობა ესეთია, არაფერი ეტყობათ გარეგნულად ბოროტებისა, მაგრამ მათი სული დამახინჯებულია. თავი ნამდვილად დავარწმუნე რომ არ მომწონდა და თავდაჯერებული სახე მივიღე. ფთუიიი, თვითკმაყოფილი იდიოტი ვარ. მე გამიტაცეს და რეებზე ვფიქრობ. იმის მაგივრად რომ აქედან გაქცევის გეგმა მოვიფიქრო უაზრობებზე მეფიქრება. ეს ხო, მაგრამ როგორ გავიქცევი მანქანიდან რომელის 4ვე კარი ჩაკეტილია და თან 280 კმ სიჩქარით მიექანება? საით ჯერ ეს ვერ დავადგინე. ბოლოს მაინც გადავწყვიტე რომ სიჩუმით ვერაფერს გავაწყობდი და ავლაპარაკდი. – მალე მივალთ? ... დააიგნორა ჩემი შეკითხვა. – ჰეი, არ გესმის რას გეკითხები ? – ეხლა მთელი გზა ტვინი უნდა მოტყნა? დაიღრიალა. გავბრაზდი, საშინლად გავბრაზდი, არასდროს ვაძლევდი უფლებას ჩემთან ერთად შეეგინათ, ან უწმაწური სიტყვა ეთქვათ. ჩემი მეგობარი ბიჭებიც ცდილობდნენ თავის მოთოკვას , ეს იდიოტი კი ადამიანადაც არ მაგდებს. – ეხლა კარგად მომისმინე გორილა, არ მოგცემ უფლებას ეგეთი ტონით მელაპარაკო, და საერთოდ შეირგე რომ ესეთ დღეში ჩამაგდე, მომიტაცე და მიგყავარ სადღაც, არც კი ვიცი სად. მერე კიდე პასუხის გირსადაც არ მაგდებ და უზრდელურად მელაპარაკები. ვინ გგონივარ მე შენ ? – ერთი ჩვეულებრივი გოგო, რომელიც ბევრს ტლიკინებს. მშვიდი ხმით თქვა. მე ნებისყოფა მეკარგებოდა უკვე. – სად მიგყავარ მეთქი და რამდენ ხანში მივალთ. – არაა საჭირო იცოდე სად ვიქნებით. და შეგიძლია მოკეტო და მაცადო მანქანის მართვა, წინ დიდი გზაა. ღმერთო ჩემო ნეტა ვერასდროს დავიძვრენ ამ მათხოვრისგან თაავს? გზას ვაკვირდებოდი, მივხვდი რომ თბილისს დიდი ხნის გაცელილები ვიყავით. მოშორებით მაღაზია შევამჩნიე და გენიალური იდეაც მომივიდა. – გააჩერე მანქანა. ვუთხარი მკაცრად. – არა. – გააჩერე მეთქი რომ გეუბნები . საპირფარეშოში მინდა. – არა მეთქი. – მეფისააააააა. – ჩაიფსი. – მგონი რაღაცას იეჭვებენ დედიკო და მამიკო სველს რომ მნახავენ. ირონია ჩავაქსოვე ნათვამში. მანქანა უცებ დაამუხრუჭა. ჩემი მხრიდან შემოუარა მანქანას, გააღო კარი და ხელზე ჩამაფრინდა. – მტკივა იდიოტო, შევუღრინე მანქანიდან გადმოსულმა და ცალი ხელით კაბის სწორება დავიწყე. ისე მიმიყვანა მაღაზიამდე ხელი არ გაუშვია ჩემთვის. მანამ რამის თქმას დავიწყებდი გამყიდველს უთხრა: ტვალეტი ესაჭიროება და საით უნდა შევიდეს? – იქით შვილო, ხელით ანიშნა მოხუცმა კაცმა. ერთად მივუახლოვდით საპირფარეშოს. კარი გამოღო და შესვლას აპირებდა. – შენი დახმარება არ მჭირდება. აქ დარჩი. დავუღრინე და ვცადე მისი ძლიერი მკლავი მომეშორებინა. ერთი გადმომხედა და მითხრა: " იქნებ გჭირდება ? " ბოროტულად ჩაიღიმა. თვალები გადმოცვენას მქონდა. ეს რა მართლა აპირებს ტვალეტში შემოყოლას? – კარგი ხო შედი, და მალე ქენი. ხელი გამიშვა როგორც იქნა. – იცოდე თუ რამეს დააპირებ.... სიტყვა აღარ დავასრულებინა კარებში გავვუჩუნარდი. სულაც არ მინდოდა ტვალეტში. იქავრობა მოვათვალიერე . ერთი პატარა ფანჯარა ქონდა მხოლოდ, რომელიც მაღალზე იყო. გამიჭირდებოდა იქ აძრომა. ოთახის მეორე კუთხეში პატარა მაგიდა დავინახე, უსარგებლო ოთხკუთხა ფორმის. ფანჯრისკენ მივაჩოჩე. ზედ ავედი და გამოვაღე ფანჯარა. სიხარულით სახე გამებადრა. როგორც იქნა ხელებით დავეყრდენი, ერთი ფეხი კედელს მივაბჯინე რომ ავწეულიყავი და ამ დროს ეს საცოდავი მაგიდა აყირავდა. ჰაერში საცოდავად დავიწყე ფართხალი. ხელებით ფანჯარას ვებღაუჭებოდი. სადაცაა ფარ–ხმას დავყრიდი, მაგრამ უცებ გამახსენდა რომ გარეთ გამტაცებელი მელოდებოდა. დარჩენილი ძალ–ღონე მოვიკრიბე და ავიწიე ზემოთ. ღმერთო ჩემო, მე ეს შევძელი. უკვე გარეთ ვარ. სახეზე ბედნიერების კვალი დამეტყო. ახლა მანქანა უნდა გამეჩერებინა და გავყოლოდი. ხელი დავუქნიე პირველივე შემხვედრს. სვლა შეანელა და ზუსტად ჩემს ფეხებთან დაამუხრუჭა. ავკანკალდი. ჯერ გამიტაცეს ეხლა კი კინაღამ მანქანა დამეჯახა. ღმერთო შენ მიშველე. ფანჯარა ჩაიწია და შუახნის მამაკაცმა გადმოყო თავი. მე უცებ მოვედი აზრზე. – იცით, მე გამიტაცეს, და ძალიან გთხოვთ წამიყვანეთ აქედან. როგორმე თბილისში უნდა ჩავაღწიო, გთხოვთ. ისე შევემუდარე მთელი გული და სული ამოვაყოლე სიტყვებს. არყის სუნად აყროლებულმა ერთი გადმომხედა და მითხრა: მალე მითხარი რას აფასებ შენ თავს ლამაზო ამდენი დრო არ მაქვს. – დროზე აქედან აახვიე, შე ახვარო. მანქანას მუშტი დაარტყა ცემს გვერძე მდგომმა და საზარელი ხმით უღრიალა მძღოლს. სასწრაფოდ დაქოქა მანქანა და ადგილს მოსწყდა ჩემი ბოლო ვითომ და " იმედი " . გაშტერებული ვუყურებდი იმ გამტაცებელს, რომელმაც მგონი მეორე დეგენერატისგან მიხსნა. ცრემლები წამომივიდა. როდიდან გავხდი ესეთი მტირალა არ ვიცი. მაჯაში მწვდა და თავის მანქანაში, მძღოლის გვერზე რასაც ქვია ჩამაგდო. მალე ჩაჯდა თვითონაც და მანქანა დაძრა. სიჩუმე ნერვებს მიშლიდა. – არაფერს მეტყვი? – რა უნდა გითხრა, სულელი გოგო ხარ რომელიც პირველივე შემხვედრს მიჰყვებოდა. იცი მაინც რას გიპირებდა? იცი? დაიგრიალა. – შენ არ ხარ პირველივე შემხვედრი? ვინ ხარ ერთი კარგად ამიხსენი? ვიი ? არც მე დავაკელი. მანქანა სწრაფად დაამუხრუჭა. ღვედი რომ არ მკეთებოდა, ალბათ საქარე მინაში გავყოფდი თავს. – ეხლა კარგად მომისმინე სულელო ბავშვო. შენ ჩემი ტყვე ხარ და რომ არ მჭირდებოდა სულ ფეხებზე დავიკიდებდი ვინ წაგათრევდა პატარა ძუკნასავით. გასაგებია? საშინლად მეტკინა გული, ნუთუ საოეთოდ არ ანაღვკებდა ჩემი ბედი და ესე უბრალოდ, რახან თავის საქმეს სჭირდებოდა მარტო მაგტომ გადამარჩინა. კვლავდავიწყე ტირილი, სიმართლე გითხრათ მტელი ამდენი ხნის განმავლობაში არ შემშრობია თვალზე ცრემლი. რატო გული არ დამარტყავს. მაინც თუ მოკვლას მიპირებს ბარემ ეხლავე მოვკვდე აქ. ცრემლები მოვიმინდე და თამამად ვუთხარი: – მომკალი. ხმა არ ამოუღია. – ხო მიდი მომკალი. თუ ამით იმუქრები? ხო მითხარი თუ რამეს მოიმოქმედებ სიკვდილი არ აგცდებაო და მიდი, რაღას უცდი. გგონია მეშინია სიკვდილის? ადრე თუ გვიან მაინც მომიწევს და თუ ასე უნდა მიშალო ნერვები მიღცევნია ეხლავე იყოს. სარად აღარ ვაზროვნებდი . – გაჩუმდი. – არა, არა და არა. გააკეტე რასაც გეუბნები. უცებ პირზე ხელი ამაფარა და სახე ძალიან ახლოს მოიტანა ცემთა. ბნელოდა, მაგრამ მაინც ვხედავდი მის ნაცრისფერთვალებს, რომლებიც კვლავ უცნაურად ციმციმებდნენ. – გაჩუმდი. გესმის? გაჩუმდი. ჩურჩულით თქვა. ასე მეგონა ეს წამი საუკუნოდ გაგრძელდებოდა. ნელ–ნელა მომაშორა ხელი, მაგრამ თვითონ უკან არ გაწეულა. მის სუნთქვას ვგრძნობდი ტუჩებთან. იმავე ხელით მომაშორა თვალზე ცრემლები, მეორე ხელით კი ყურზე თმა გადამიწია. შუბლი ჩემს შუბლს მოადო და მითხრა: დაწყნარდი, ნუღარ ტირიხარ. არ ვაპირებ ეხლა შენს მოკვლას. უკან გაიწია. ოო, ღმერო როგორ არ მინდოდა რომ გაწეულიყო. თავი მშვიდად ვიგრძენი. უცებ შეძლო ჩემი ემოციების გაკონტროლება. ნელა შეახო საჭეს ხელი და მანქანა დაძრა. მე სავარძელს მივეყუდე და თვალები მაგრად დავაჩირე ერთმანეთს. ეს რა დამმართა? ჩემთვის ამოუცნობი იყო ეს უჩვეულო სიმშვიდე. თითქოს არც ის იყოს გამტაცებელი და არც მე ტყვე. ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.