უბრალოდ წადი ჩემი ცხოვრებიდან 1
ღამეს არასდროს ვუთმობ ძილს,ღია ფანჯარაში თვალს ვაყოლებ მთვარის მკრთალ შუქს,ფიქრების კორიანტელში ვეხვევი და ჰოპ გათენდა კიდეც.ოთახში ნანა შემოდის -ნანკა შვილო ადექი ვისაუზოთ ცალ თვალს ვჭუტავ და მეღიმება მის დანახვაზე. -ახლავე ნანა ახლავე ვიზმორები და საწოლიდან ვდგები. მოკლედ მე ნანკა ვარ.19 წლის,შავგრემანი,მაღალი გამხდარი,ლურჯი თვალებით,მოდელი ვარ.ნანა ჩემი აღმზრდელია,დიდი ხანია ჩვენთან ცხოვრობს,მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ,მამა(ლევანი) ბიზნესმენია და სამი წელია მონატრებული მშობლები არ მინახავს.ნანა ძალიან თბილი ქალია,დედასგან(ნინო) არაფრით ვარჩევ.სიგიჟემდე ვარ შეყვარებული მის ბლინებზე.მყავს ძმა აკაკი,რომელიც ცალკე ცხოვრობს დაა კიდევ დაქალი რომელიც არაბიოლოგიური დააა.ანი,ქერა,მწვანე თვალება,მაღალი გამხდარი და ისიც მოდელია,9 წელია დაქალები ვართ და მოკლედ ის ერთადერთია,რომელმაც ჩემზე ყველაფერი იცის. კიბეებზე სწრაფად ჩავდივარ და ნანას უკნიდან ვეხუტები -ნაანაა ხო იცი როგორ მიყვარხარ -შეე არანორმალუროო ხითხითებს -დაჯეკი ისაუზმე -რომელი საათიაა? გაკვირვებული მიყურებს -12ის ნახევარი -უიიიი ძალიან მეჩქარება უნდა გავიქცე კაფეში ვისაუზმებ სავარძლიდან სწრაფად ვდგები და ტელეფონს ვწვდები,ანის გამოტოვებული 23 ზარია.ტელეფონს ხელს ვკიდებ და სასაცილოდ ვიჯღანები რადგან ლანძღვა არ ამცდება. -ვიცი,რომ საქონელი ვარ ძროხაც მალე მოვაალ მიყვარხაარ ანის ლაპარაკს არც ვაცდი ჩემს ოთახში ავდივარ,ნანას ხმა მესმის -ცოტა მაინც ჭამეე ისედაც ჩხირივით ხარ მე ყურს არ ვუგდებ შევდივარ ოთახში,კარადას ვაღებ და ვიცმევ:მოკლე ჯინსის შორტს,შავ ტოპს და კეტებს.თებს ვიშლი და გასვლის წინ ნანას ვკოცნი. -შეე მაიმუნოო ჭამე ცოტაა -კაი ნანა კაი რაა ლიფტს არც ველოდები კიბეებით ჩავდივარ. ************* -ანიი რას შვრები? -სად ხარ იდიოტო ამდენ ხანს? სასაცილოდ იჯღანება,მე სიცილს ვეღარ ვიკავებ. -რას დალევ? -შენ იხდი ბოროტულად იცინის -კაი კაი ხოო ტუჩის კუთხეს ვტეხავ -დღეს რას შვრები არ წამოხვალ კლუბში? ყავას წრუპავს და თმებს უკან იწევს -არაა მეზარება პირს აღებს და ორი წუთი მიცდის.მე სიცილი მიტყდება -შენნ რა სულ გაგიჟდი? -არა რა მართლა ვერ წამოვალ დღეს თითს მაღლა წევს -დაგავიწყდა რომ გასაჭირში სულ ჩემთან ერთად უნდა იყო? ბუზღუნს იწყებს,მე ვიცინი -იქ ლუკა იქნებაა წამოდი რაა -კარგი ხო კარგი -თან მარტო არ იქნება წარბებს სასაცილოდ ათამაშებს -აღარ მოვდივარ -აუუ კაი რააა -კაი ოღონდ ერთი პირობით -კაი გისმენ -მალე წამოვალთ ************* საღამოს ანი ჩემთან ამოდის.ვიცმევ შავ ამოღებულ კაბას,მთლიანად ტანზე მომჯდარს და თმებს ვიშლი.ანი წითელ კაბას იგივე სტილში, და ისიც თმებს იშლის.ნანა როგორც ყოველთვის საჭმლით დამდევს -ნანაა როგორ გამოვიყურებით? ეპრანჭება ანიი და მე სიცილს ვიწყებ -ვაიმე ჩემო ლამაზებო ანათებთ ნანას თვალები უბრწყინდება. ************ საერთოდ არ მიყვარს ეს კლუბები და ესეთი თავმოყრის ადგილები,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.კლუბში შესვლისას ყველას ყურადღებას ვიქცევთ და ნაცნობ ადგილს ვიკავებთ.იქ ნუცა,თეკლა და თათია სხედან. -ვაა გოგოები როგორ ხართ?... ანი ხმამაღლა იძახის -რა ბიჭები არიან ნახე იქით,რა დედამ გშობათ? და კოქტეილს წრუპავს.ამის გაგონებაზე ყველა ვიცინით,მერე ხელს მკრავს და მანიშნებს იქით გაიხედეო.მე შეუმჩნევლად ვიხედები და სახე მეჭყანება. -არ არსებობსს დამმალეთ კუთხეში ნიკას ვხედავ,მოკლედ ნიკას სამი წელია ვუყვარვარ და დამსდევს.მამჩნევს და ჩვენსკენ მოდის,მე სწრაფად ვდგები და წავალ კოქტეილს მოვიტან.რათქმაუნდა ანი ხვდება ყველაფერს და ეშმაკურად მიცინის და თან წარბებს მიწევს.მე ვეჯღანები და ბარმენისკენ მივდივარ.იქ კი ნამდვილი კვაზიმოდოები დგანან,ეგრედ წოდებული უბნის კაი ბიჭები,რომლებსაც გონიათ რომ ყველას აკონტოროლებენ -ოო ღმერთო ჩემო თავს მობეზრებულად ვაქნევ და ბარმენთან მივდივარ. -ალუბლის კოქტეილი უცბად უკნიდან ვიღაც ხელებს მხვევს.ვშეშდები და ნიკა მგონია -რამდენჯერ უნდა გითხრა... მაგრამ ხელში ,,კვაზიმოდოების'' ერთ-ერთი წევრი მრჩება -რა იყო ლამაზო შეგეშინდა? ირონიულად იცინის მე უკან ვიხევ და თითს ვუწევ და მის ირონიულ მზერას იგნორს ვუკეთებ და კოქტეილს ველოდები.ის არ ჩერდება და ბიჭებს უბრუნდება -დამინახეთ რა ნივიჟუ ჩამირტყაა ამ ბოზმა თან იცინის.ამის გაგონებაზე ძალიან ვბრაზდები და ღრმად სუნთქვას ვიწყებ თან გულში ხუთამდე ვითვლი.უკნიდან ისევ ის იდიოტი მოდის და ჩემს თმებს ეთამაშება,კოქტეილს ვიღებ,ვბრუნდები და სახეში ვასხავ...ამაზე ცოფდება და ყვირილს მიწყებს -შეე შეე... უნდა ვაღიარო ძალიან სიმპატიურია.მაღალი,გამხდარი,პატარა თმებით, მსხვილი ტუჩებით და თაფლისფერი თვალებით.ერთ-ერთ კვაზიმოდოს გაყავს.მე ანის ხელს ვკიდებ და კლუბიდან სწრაფი ნაბიჯებით გავდივარ,მისი გინების ხმა ჯერ კიდევ მესმის, -ნამდვილი იდიოტი!ძროხა!შეუგნებელი! ანი იცინის -მაინც რატომ შეასხი ის კოქტეილი?... გვიან დავბრუნდით სახლში,ანი ჩემთან დარჩა.რადგან ხვალ სვანეთში ბანაკი გველოდა და სულმოუთმენლად ველოდებოდით გათენებას.იმ ბიჭზე არც მიფიქრია,სულ გადამავიწყდა... ბადა:-ნამდვილი ძუკნა ტო დაინახე რა მიქნა? თავს მძლივს ვიწყნარებ მაგრამ მათი სიცილი უფრო ნერვებს მიშლის ლუკა-რაა მაგარი გიჩალიჩააა ტო მე სიგარეტს ვუკიდებ და და გაცოფებული მათ ვუბრუნდები -ამას არ შევარჩენ აი ნახავთ კიდევ შემხვდებაა და მაინც როგორ გაბედა იმ ბოზმა?ამის გაკეთება,ჯერ არავის გაუბედია ჩემთვის ესეთი საქციელი მოიცადეე ალქაჯო კიდევ შევხვდებით და გავსწორდებით თავში სულ ერთი აზრი მიტრიალებს, დათო-ისე რა ლამაზი იყო ვინ იყო იცით? -კიი როგორ არა ნანკა დადეშქელიანი ერთერთი გაჩითული გოგო საუბარში დათო ერევაა -როგორრ?ნანკა დადეშქელიანი? -აჰამ ეგ იყო სიგარეტის კვამლს ღრმად ვისუნთქავ და თავს მაღლა ვწევ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.