შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ადამიანები [10] დასასრული.


28-06-2016, 00:49
ავტორი მოი’ის’ფრო
ნანახია 1 915

იისფერ დღეების წარსულში დარჩენა და სევდის სურნელის შეგრძნება წამებში.. სიჩუმის მელოდიით აღსავსე არსებობა და ჩიტების ფიტულები ირგვლივ. და სულ ეს არის?
ეს არის ყველაფერი, რაც უნდა გვქონოდა?
იმის გააზრება, რომ “ჩვენ გაცილებით მეტი შეგვეძლო”… გამანადგურებელია? არ ვიცი, თუმცა ადამიანად არყოფნის სევდის სიძლიერეს ყველაზე მეტად მაშინ გრძნობ, როცა ნელ-ნელა იწყებ დაჯერებას, რომ მართლა აღარ არსებობს.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის შემდეგ, მაგრამ დგება დრო, როცა ამას აღიარებ.
წარსულში რჩება ლიმონისფერ დღეთა სვლა, მზით გამთბარი თმა და თვალები..
სევდისფერ მომენტებს სახელებს უძებნი და სულისშემხუთველ რეალობასაც აღარ გაურბიხარ.
რა აზრი აქვს გაქცევას? დამალვას?
ბოლოს დიდი ხნის წინ ვიდექი შენს წინ. აღარ ვიმტვრევ თითებს და არ ვცდილობ მოგიყვე, როგორ წარმომედგინა და რა სხვანაირად აღმოჩნდა ყველაფერი ბოლოს.
ყველანი ვცდებით, ალბათ არაუშავს.
დიდი ხანია საკუთარი თავები აღარ გვიყვარს, აღარ გვადარდებს. ყველაფერი მახსოვს, ახლა უფრო ცხადად, ვიდრე ოდესმე. ყველა შეგრძნება, სინანული – ყველაზე მეტად. ტკბილ-მწარე გაღიმებაც, იმის წარმოდგენაზე, როგორ შეიძლება ყოფილიყო ყველაფერი. ჰო, შენ წახვედი და მე დავიფიცე, რომ არასოდეს დავბრუნდებოდი უკან.
მე ფიცი შევასრულე, არ დავბრუნებულვარ.
ჩვენს შვილს ხომ ჩემი თვალები უნდა ქონოდა...
მწიფე ლიმნები მახსოვს და სურნელი, სურნელი… ვერაფერი გააქრობს მოთიბული ბალახის სურნელს, ეს ისაა, რასაც ვერასდროს წაიღებენ თვითმკვლელი თევზები.
დრო არაფერს კურნავს, ეს ყველაზე დიდი ტყუილია.
ჩვენ თავებს უფლებას ვაძლევთ სხვებს ვატკინოთ. ფეხებზე ვიკიდებთ სხვების გრძნობებს, სურვილებს. ეგოისტურად გვგონია, რომ გარშემომყოფებმა ბედნიერება მხოლოდ ჩვენში უნდა ეძებონ. ყოველთვის გვგონია, რომ ბევრი დროა დარჩენილი და და შეცდომების გამოსწორებას მუდამ შევძლებთ. ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ ძალიან ბევრი შევწირეთ გაუაზრებელ სიტყვებს, პრინციპებს, ყველაფერი დავანგრევინეთ – პირველ რიგში საკუთარი თავები და ამას ვეღარასოდეს გამოვასწორებთ, იმიტომ, რომ აღმოაჩენ, რომ ის, ვისაც თავის დროზე გაუაზრებლად ვტკენდით, გაქრა. ფიზიკურად აღარ არსებობს და სწორედ ამ დროს შეიგრძნობ განსხვავებას ადამიანად ყოფნისა და არყოფნის სევდას შორის.
და სულ ეს არის…

გაუაზრებლად მივუახლოვდი იმ ადგილს, სადაც ჩემი საყვარელი ცხელი შოკოლადი იყიდებოდა. გამეღიმა... შოკოლადი, სანდრო, ჩვენ, ღმერთო...
მე ოდესღაც ჩვენი სიყვარულის სახელით ომი გამოვუცხადე სიძულვილს, შურს, ბოროტებას..
მინდვრის ყვავილები ჩავდე ჩვენსკენ მოშვერილ იარაღის ლულაში და მასთან წავედი, რომ კიდევ დიდ ხანს დავრჩენილიყავი ნაზ სურნელად მის კუბოკრულ პერანგზე, მაგრამ.
ახლა მხოლოდ მამასთან მინდოდა ყოფნა. მამასთან და ჩემს შვილთან. მამამ მითხრა ერთხელ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო.. მართლა როგორ შევეჩვიე ამ რამდენიმე საათში მისთვის დაწერილი წერილებისგან ქაღალდის ნავების კეთებას და მათი გაურკვეველი მიმართულებით გაშვებას.

ჩემი რიგი მოვიდა. გამყიდველმა მიცნო, გამიღიმა და მკითხა სად დაიკარგეო. როგორ მინდოდა მეთქვა, რომ უკვე ამდენი დღეა ვერ ვეგუებოდი ჩემს არსებობას, რომ ყველა ჩამოვიშორე ქვეყნად, რომ რაც ის წავიდა, სრულ ვაკუუმში ვცხოვრობ, რომ 39 დღეა საკუთარ დედას კარს არ ვუღებ, მიუხედავად იმისა, რომ დაუსრულებლად, ტირილით მთხოვს ერთხელ მაინც დავენახო, რომ საშინლად დავიღალე და გამოვიფიტე, რომ სცენა მენატრება, აკო, ანა, ნინა, ჩემი ბავშვები მენატრებიან, ჩემი თავი მენატრება!!! რომ ჩვენი ოთახი საოცრად ნაზი ფერი იყო, ჩვენი სიყვარულის ფერი და მისმა წასვლამ ერთბაშად მოკლა ყველა პეპელა ჩემში, ეს იმას ჰგავს, რომ სარკეში თავი მოიკლა, სარკის აქეთ კი ცოცხალი დარჩე და მე დავიღალე უსულო სხეულის თრევით. თქმით კი არაფერს ვამბობ, საქმეებს ვიმიზეზებ და ქუჩას მივუყვები.

ახლაც, როგორც მაშინ, ვერ ვითმენ და შოკოლადით ვიწვავ პირს, მეცინება. ახლა ისღა დარჩა, რომ სანდრო გამოჩნდეს, ხმამაღალი ხარხარი მიტყდება, ყველა მიყურებს, მიყურონ! წარმოვიდგენ, რომ სცენაზე გამოვდივარ, მგონი გავგიჟდი.
ნუთუ შევცდი? ხომ მართლა არსებობენ “შენი” ადამიანები? აი, რომ შეხვდები და გრძნობ, სული იპოვე. სულის ადამიანი ქვია ასეთს. სანდრო იყო ასეთი, ჩემთვის იყო, რატომ არ მძულს? ჩემი, ჩემი უცხოპლანეტელი. როგორ მინდოდა მისთვისაც ვყოფილიყავი ის, ვისაც შეხვდებოდა, შეხედავდა და მიხვდებოდა, რომ სული იპოვა, ვისაც ვერასოდეს დათმობდა, ვერასოდეს გაუშვებდა, ვერასოდეს დაივიწყებდა.
ამ ფიქრებში ვიყავი, როცა რაღაც მაგარს შევასკდი და ჩემი შოკოლადი მთლიანად გადავასხი.
- ვაი, სანდრო.
ვთქვი გაუაზრებლად.
- ვაი, ელე.
- დაგწვი?
- ცოტა.
- იტყუები, გრილი იყო.
- უბრალოდ მდუღარე არ იყო, ელი. არის განსხვავება.

განმეორებული მომენტი. თითქმის ისე, როგორც პირველად. ვერ ავხსნი რა დამემართა, წინ მედგა ჩემი ბედისწერა, ჩემთვის ასე საყვარელი და ამავდროულად საძულველი თვალებით მიყურებდა, მე კი, სრულიად პარალიზებული, იმასაც ვერ ვახერხებდი, რომ მეტირა.
მინდოდა გონება დამეკარგა, ან მის წინ გადამეხსნა საძილე არტერია, მინდოდა მწარედ დამესაჯა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი სიცოცხლით უფრო დავსჯიდი მას.

- სანდრო, ვიცეკვოთ, რა.
- რა?
გაოგნდა, ალბათ ელოდა, რომ ისტერიკას მოვაწყობდი, დავარტყამდი, ყველაფერს ელოდა ამის გარდა.
- მეცეკვე, ტანგო.

გაუბედავად მომიახლოვდა, წელზე მომხვია ხელი და...
ისევ ალაპარაკდნენ სხეულები თავიანთ ენაზე, ისევ გაჩნდა ის მაგნიტური მუხტი და მივხვდი, ასე ვნებიანად არასდროს გვიცეკვია, სრული ექსტაზი იყო, სრული სიგიჟე, სხეული ისე მიხურდა, მეგონა ჩემი სიმხურვალე ყველას დაწვავდა ირგვლივ.
- მინდა შეგიგრძნო.
ჩავჩურჩულე და ყურის ბიბილოსთან ვაკოცე ყელზე.
არაფერი უთქვამს, არეული თვალებით მიყურებდა და ვერაფერი გაეგო. თვითკმაყოფილს გამეღიმა, ასეთი მხოლოდ მაშინ იყო, როცა ვუნდოდი.

***
მინდოდა, ყველა მომენტი დამემახსოვრებინა. ჯერ ზედა ტუჩზე ვაკოცე, მერე ქვედაზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პირველად ვაკეთებდი ამას.
- საშინლად მენატრება შენით სავსე დღეები, ელენე.
კოცნებს შორის ამოთქვა ძლივს გასაგონად.
- ასეთი დამიმახსოვრე, ჩამოცვენილი ფოთლისფერი თმით.
- იქნებ გავუძლო შენი თვალების სიღრმეს, იქნებ არ გაცივდე.. არ გა-მი-ცივდე, ელენე, იქნებ მაპატიო, სხვაგან ვერსად ვიპოვი იმ თავშესაფარს, რასაც შენი არსებობა ქვია...
სიტყვა გაუწყდა, უკვე მის ყელზე დავაცოცებდი ტუჩებს, ის კი, სუნთქვაგახშირებული და თვალდახუჭული მყვებოდა ალერსში. მინდოდა მთლიანად დავხარჯულიყავი, ბოლოჯერ, ახლა მაინც გავმხდარიყავი ის, ვისაც ვერასდროს გაუშვებდა.
- წეროები მაინც გაფრინდებიან, სანდრო.
ვუთხარი და მთლიანად ჩავიკარგე მასში. ვგრძნობდი, როგორ მოძრაობდა, ვგრძნობდი თითოეული უჯრედით, თითქოს რაღაც იზრდებოდა ჩემში, რაღაც უზარმაზარი, ატომური ენერგიის მსგავსი, რომელსაც თუ გავუშვებდი, ორივეს წაგვლეკავდა. მიყვარდა და მძულდა თავდავიწყებით, ყოველი მასთან თუ უმისოდ გატარებული წამი მტკიოდა და რაც უფრო მეტად მემატებოდა ბრაზი, ვნებაც იმატებდა.
- ჩემთან დარჩი, გთხოვ.
მესმოდა მისი სასოწარკვეთილი ჩურჩული.
- მიყვარხარ, ელენე!
თითქოს ამას ველოდიო, დაგროვილი ენერგია ნაწილებად გაიფანტა ჩემში. მეგონა კოსმოსში მივფრინავდი, ათას ნაწილად ვიყავი გაფანტული და არაფრით მინდოდა ჩემს სხეულში დაბრუნება. სცენის მტვერს კოსმოსის ფერადი მტვერიც ერევა და ვგრძნობ, როგორ მწამლავს, ვგრძნობ, რომ ყველაფერი გავიდა ჩემი სხეულიდან, ყველა გრძნობა და ემოცია.

- ელენე.
დაიწყო, როცა დაღლილმა სხეულებმა პროტესტი გამოაცხადეს და ერთმანეთზე მისვენებულები ვუსმენდით სიჩუმეს.
- გისმენ.
- დარჩები?
- დავრჩები, ოღონდ ოქტომბრის სევდიან ფიქრებად, ან პირველ ფიფქებად ნოემბრის მიწურულს.. იცი, ალბათ ქუჩის ნაპირებში აქა-იქ შემორჩენილი ფოთლები თუ მოგაგონებენ ჩემი მზით გამთბარი თმის ფერს. იქნებ და ნოტებზეც შემეძლო დარჩენა, ან იქნებ კოსმოსში გაფრენაც შემეძლო, მე ხომ არასდროს მყოფნიდა სიტყვები გრძნობების გამოსახატად. სანდრო, შევძლებდი შენს ფიქრში გრძნობებად დარჩენას? ან ამ სამყაროში სუნთქვას თუ შევძლებდი.. არ ვიცი, მაგრამ დავრჩები წვიმისთვის ფიქრების განდობად, ან ყვითელ ფოთლებად ნაწვიმარ მიწაზე.
შემეძლო მოიისფრო გრძნობად დავრჩენილიყავი, ან ლურჯ საიდუმლოდ, წვიმას რომ გაანდობდი, ზღვის სანაპიროზე დადებულ ფიცად, ანდა ზღვის სურნელად ჩვენს თმებზე და ვარსკვლავიან ცად – ჩვენი ფიცის ერთადერთ მოწმედ.. ჰო, შემეძლო დარჩენა, მაგრამ არა, სანდრო.
- მსჯი?
- არა, რა სისულელეა. შურისძიება სუსტებისთვისაა. მე მეყო, რაც ვიგლოვე, თეატრს ვუბრუნდები, ვუბრუნდები დედას, მეგობრებს, მხოლოდ შენ არა.
- და ეს? ეს რა იყო?
- მინდოდა ის შეგრძნება გამეხსენებინა, რასაც შენი შეგრძნება ერქვა. ისე, დღეს პირველად გამომიტყდი სიყვარულში.

არაფერი უთქვამს, მეც უხმოდ წამოვდექი, ჩავიცვი და კარი გავიხურე. ერთხელ არ მიმიხედავს.
ალბათ კიდევ დიდ ხანს იწვება ემოციებისგან დაცლილი, ისე, როგორც მე ვიყავი, როცა წავედი, მერე ადგება, მაგიდაზე კონვერტს მოკრავს თვალს, თმას ნერვიულად მოიჩეჩავს, სიგარეტს მოუკიდებს და დაიწყებს.

“ძვირფასო.
შენ, რომელიც ვერასოდეს უძლებდი ჩემი მოიისფრო თვალების სევდას, რომელსაც ასე განსაკუთრებულად მიგაჩნდი და ამ იისფერი განსაკუთრებულობის გამო
მუდამ გეუხერხულებოდა ჩემთან ურთიერთობა.
შენ, რომელმაც ვერ გამიძელი, ვერ გაუძელი, როგორც შენ ამბობ “ჩემს უკიდეგანო სრულყოფილებას".
მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღესაც, საათსაც და წუთსაც კი არ იმსახურებდი ჩემ
გვერდით გატარებულს,
მიუხედავად იმისა, რომ იმდენად მშიშარა აღმოჩნდი, ღირსეულად წასვლაც ვერ მოახერხე ჩემგან,
მე შენში ჩავტიე მთელი ჩემი სამყარო, ჩემს მოოქროსფრო შეგრძნებებს შენი სახელი ვუწოდე, აი ასე უცნაურად, ჩემებურად მიყვარდი და მიყვარხარ, სანდრო. მიყვარხარ და ვერასდროს გაპატიებ იმას, რომ ჩვენმა შვილმა
შენი თვალებით ვერ შემომხედა. ვერასოდეს გაპატიებ იმას, რომ მთლიანად შეისრუტე სიცოცხლე ჩემი ლავიწის ჩაღრმავებიდან
და იმის ძალაც არ დამიტოვე, რომ მეარსება. ვერასოდეს გაპატიებ და ვერასოდეს მეყვარები იმაზე მეტად, ვიდრე ახლა, ამ წამს. მე შენ მიყვარდი, იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლებოდა და განგიცდიდი იმაზე მეტად, ვიდრე ავიტანდი.
შენ შენს შვილს ჩემს სახელს დაარქმევ, სანდრო.
და ყოველთვის, როცა დაუძახებ, ჩემი თვალები და თმა გაგახსენდება და მიხვდები, რომ შენს ცხოვრებას ის სიგიჟე აკლია, რომელიც ჩემთან ყოფნისას საკმარისზე მეტიც კი გქონდა. მე დავუბრუნდები ჩემი მუდმივი წვიმების მხარეს.
შენ კი იცოცხლებ, იცოცხლებ და დღითიდღე მეტად დაგღლის ეს მისჯილი ცხოვრება. და მაინც, ყოველთვის, როცა იგრძნობ, რომ გამჭვირვალე ხდები,
რომ შენი შემჩნევა ყველამ შეწყვიტა და ირგვლივ ყველაფერი დაკარგავს თავის ფერს, როცა გაქრობამდე სულ ცოტა დაგაკლდება, როცა სევდა იმდენად გაიდგამს შენში ფესვებს, რომ სული აგტკივდება,
შენთან ვიქნები.
სიყვარულით, ელი.”




***

დასრულდა,
ბავშვებო. სიკვდილისთვის ვერ გავიმეტე,
თუმცა ალბათ ხვდებით, რომ არც მათი ერთად
ყოფნა გამოდიოდა.
ასეც ხდება ხოლმე...
დიდი მადლობა
ვინც გვერდით მედგა, კითხულობდა, მაკრიტიკებდა,
მამხნევებდა.
შემიყვარდით <3
 



№1  offline წევრი შამხათი

ძალიან სევდიანი იყო

 


№2  offline წევრი მოიისფრო

"მე დავბრუნდები ჩემი მუდმივი წვიმების მხარეს. შენ კი იცოცხლებ, იცოცხლებ და დღითიდღე მეტად დაგღლის ეს მისჯილი ცხოვრება".

წავიდა?
ასე უბრალოდა ადგა და წავიდა?
რატომ?
თავის დროზე რატომ არ დარჩა?

ჰოოდა იყოს მასე!
კარგად დაასრულე.
სასწაულად კარგად.

რაც შეგეხება უშუალოდ შენ, ისმენე!
მახსოვს პირველი ნაწილზე დაწერილი ჩემი კომენტარი. ძალიან გაგაკრიტიკე გრამატიკაში და თან, კატეგორიულად მოგთხოვე შენიშვნები გაგეთვაისწინებინა. პარალელის გავლებას არ ვაპირებ. რა აბსურდია... ძალიან დაიხვეწე.
10 ნაწილი და ასეთი შედეგი?
ყოჩაღი ხარ ისმენე!
ძალიან ყოჩაღი!


მე თავიდანვე დავინახე.
დავინახე ის რაც დღეს ამ თავში ბოლომდე გააშიშვლე.
სიღმე და სიცივე...


არ მიყვარს სიცივე, მაგრამ თუ ამ უკანასკნელს აქვს სიღმე, მე თანახმა ვარ დავიკარგო...

გამოდის მე ვიკარგები შენს ემოციებში, გრძნობებში რომელიც ასე კარგად მოგაქვს ჩვენთან!

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მოიისფრო, სამწუხაროდ შენი სახელი არ ვიცი.
ტუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, საოცრად კარგი ხარ და ძალიან მომეწონა შენი სტილი. კარგი გადმოჩემის უნარი გაქვს, მდიდარი ლექსიკა. ზალიან ლამაზად წერ და ვიმედოვნებ კიდევ არაერთხელ დავტკბები შენი ნაწერებით.

 


№4  offline წევრი მოი’ის’ფრო

მოიისფრო
"მე დავბრუნდები ჩემი მუდმივი წვიმების მხარეს. შენ კი იცოცხლებ, იცოცხლებ და დღითიდღე მეტად დაგღლის ეს მისჯილი ცხოვრება".

წავიდა?
ასე უბრალოდა ადგა და წავიდა?
რატომ?
თავის დროზე რატომ არ დარჩა?

ჰოოდა იყოს მასე!
კარგად დაასრულე.
სასწაულად კარგად.

რაც შეგეხება უშუალოდ შენ, ისმენე!
მახსოვს პირველი ნაწილზე დაწერილი ჩემი კომენტარი. ძალიან გაგაკრიტიკე გრამატიკაში და თან, კატეგორიულად მოგთხოვე შენიშვნები გაგეთვაისწინებინა. პარალელის გავლებას არ ვაპირებ. რა აბსურდია... ძალიან დაიხვეწე.
10 ნაწილი და ასეთი შედეგი?
ყოჩაღი ხარ ისმენე!
ძალიან ყოჩაღი!


მე თავიდანვე დავინახე.
დავინახე ის რაც დღეს ამ თავში ბოლომდე გააშიშვლე.
სიღმე და სიცივე...


არ მიყვარს სიცივე, მაგრამ თუ ამ უკანასკნელს აქვს სიღმე, მე თანახმა ვარ დავიკარგო...

გამოდის მე ვიკარგები შენს ემოციებში, გრძნობებში რომელიც ასე კარგად მოგაქვს ჩვენთან!


მახსოვს, იმ პირველ თავში კააარგად შემრცხვა, ასეთი შეცდომები როგორ დავუშვი - მეთქი, შენი დამსახურებაცაა თუ დავიხვეწე ოდნავ მაინც, ძალიან დიდი მადლობა, რომ მიხვდი, რისი თქმაც მინდოდა.
<3
არ გამოდიოდა ელენეს დარჩენა, სამწუხაროდ. ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი. ამათი ურთიერთობა ვეღარასოდეს იქნებოდა ის, რაც თავიდან, ამიტომ, ასე...

ლორელაი
მოიისფრო, სამწუხაროდ შენი სახელი არ ვიცი.
ტუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, საოცრად კარგი ხარ და ძალიან მომეწონა შენი სტილი. კარგი გადმოჩემის უნარი გაქვს, მდიდარი ლექსიკა. ზალიან ლამაზად წერ და ვიმედოვნებ კიდევ არაერთხელ დავტკბები შენი ნაწერებით.


გამიხარდი, ლორელაი.
გკითხულობ და გელოდები, მადლობა <3

 


№5  offline წევრი მოი’ის’ფრო

okay
ახლა ვნახე დასასრული გეფიცები, თორემ უკომენტაროდ არ დავტოვებდი.

სიგიჟემდე მომეწონა.
სხვა ხარ.
იისფერი ხარ.
შენი ნაწერიც იისფერია.

იდეალური დასასრული იყო.
ყოჩაღ


მივხვდი და ველოდებოდი როდის ნახავდი :3

მადლობა დიდი!
მიხარია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent