შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

I ____ You (თავი მეთოთხმეტე/მეთხუთმეტე)


30-06-2016, 02:20
ავტორი khatuna
ნანახია 1 937

(თავი მეთოთხმეტე/მეთხუთმეტე) /14/ 15/

ნოემბერი.
ძალიან მალე გავიდა ზაფხული. ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ქალაქმა ჩვეული რიტმით განაგრძო არსებობა. ზოგი სამუშაოს დაუბრუნდა , ზოგი სკოლას, ზოგიც არ დაუბრუნდა და მათთვის ახლა იწყებოდა გამოცდილებების შეძენის დრო. ყველაზე მაგარი შეგრძნებაა , რაღაცას ახლიდან რომ იწყებ. სულ თავიდან და არ იმეორებ. მგონია , რომ ყველა ადამიანი განიცდის ამას , სურვილი აქვს ახალი თვიდან სხვა შემართებით მიუდგეს საქმეს, ანდაც სულ სხვა რამეს უკავშირდებდეს მისი სურვილი, მაგრამ მაინც ახლის დაწყების. სექტემბერში უფრო იყო ამის განცდა თათიასთვის , სანდროსთვის , ლიზასთვის , გუგასთვის. ახლა ნოემბერია და ნელ - ნელა კვდება საქმისთვის განკუთვნილი შემართება. სექტემბრიდან არცერთი დღე არ გაუცდენია სანდროს სამსახურში. ძალიან მონდომებული იყო. რამდენიმე თვეში კი კომპანია ისეთი გახდა როგორიც სანდროს მამის დროს იყო. აკეთებდა იმას რაც ევალებოდა და ახალ - ახალი პროექტები ყოველთვის მზად ჰქონდათ. აყვავებიდან ცოტახანში სანდრომ ყურადღება მაინც მოადუნა , რათქმაუნდა კომპანიას არ ეტყობოდა სანდროს განცდები , თუმცა კონკურენტი კომპანიები სულ ცდილობდნენ მათ ჩაძირვას, სხვადასხვა უტაქტო განცხადებებით, თუმცა როგორც კი სანდრო ძალებს მოიკრებდა და მათ საპასუხოდ სიტყვას დაუბრუნებდა , მოწინააღმდეგები მაშინვე დუმდებოდნენ. ხშირად კითხვები ჩნდებოდა, ამხელა კონკურენციის მიზეზს ვერ იგებდა საზოგადოება. სანდროს კი ყველა კითხვაზე მაინც ერთადერთი პასუხი ჰქონდა.

- ალბათ, მაინც შურია ყველაფრის მიზეზი. ძალიან მოკლე დროში შევძელი იმის გაკეთება რასაც სხვა კომპანიები დაფუძვნების ღიდან ცდილობდნენ. მათი განცხდებები კი უბრალოდ დრო ამოწურული ადამიანის განცხადებებს გავს , რომლებსაც არაფრის თავი აღარ აქვთ და ახალგაზრდული შემართების დამარცხება მოუნდა. თუ ყველაფრის გამოსწორება მომინდებოდა თქვენს ადგილას , და ჩემი კომპანიის ფეხზე დაყენება , მოხუც თანამშრომლებს გამოვცვლიდი. ადამიანებს ვადა არ აწერიათ და ამის გამო ვერ ხვდებიან როდის იწურება მათი დრო. მადლობა!

სიტყვა ყოველთვის მზად არის, იმისდა მიუხედავად ,რომ ახლა უკვე დიდი ყურადღება თათიაზე აქვს გადატანილი. თათიაზე თუ მარიამზე არ იცის ზუსტად. ალბათ ორივეზე. რომ არა მისი ერთგული მეგობარი და პარტნიორი გუგა, შეიძლებოდა მცირეოდენი კრახი განეცადათ. გუგას შეეძლო ყველაფერი მიეტოვებინა და სანდროს დახმარებოდა. თავიდან ძალიან საეჭვოდ მოეჩვენა სანდროს ასეთი სიყვარული საქმისადმი, მერე მიხვდა ეს კმპანიის სიყავრული კაირა კონკურენციის დიდი სიყავრული იყო, სანდროს საშინლად სიამოვნებს როცა ეჯიბრებიან და როცა თითონ ახერხებს მათ გაჩუმებას , ისეთი შეგრძნება აქვს ,რომ ფრენა შეუძლია. გუგა თათიასაც აქცევდა ყურადღებას. სალომეს ძალით მიათრევდა ხოლმე თათიასთან. სალომე სულ სხვა ადამიანია, ნიას გულშემატკივარი იყო ყოველთვის. თათიასთან მისვლა და მისი გართობა დიდად არ სიამოვნებდა, მაგრამ თათიას არანორმალურად კარგი ხასიათის გამო ისეთ აზარტში შედიოდა მასთან ლაპარაკის დროს რომ სახლში დაბრუნება აღარ უნდოდა. ამბოლო დროს ცოტა კი გაუფუჭდა თათიას ხასიათი , მაგრამ მაინც ცდილობდა სხვებისთვის არ გადაედო მისი ცუდი განწყობა. მარტო მარინას დაუჯდებოდა და ელაპარაკებოდა ხოლმე. მარტო მარინასთან ტიროდა ხოლმე. ჩუმად და სახეზე ხელების მიფარებით , ვერაფრით იხსნებოდა , ყელში ჰქონდა ყველაფერი გაჩხერილი და ვერც ტირილით იმშვიდებდა თავს.

- ძალიან მეშინია.
- რისი გეშინია?!
- გაჩენის. ხო არ მოვკვდები?
- გაგიჟდი? არ მოკვდები და ყველაფერი კარგად ჩაივლის. შიში ბუნებრივია , მერე ორმაგ ბედნეირებაში გადაიზრდება.
- მემგონი არ ვუყვარვარ ბავშვს. სულ ფეხებს მირტყავს... თან დამძიმდა და უკვე მაწუხებს. ძალიან მაწვება ორგანოებზე. არ ჩერდება ხოლმე მუცელში.
- ვაიმე , უყვარხარ. ბუნებრივია ეგ ყველაფერი. ფეხს მოგარტყავს აბა რაიქნება.
- აუჰ. მალე გაჩნდეს რა.

თათიას პრეტენზიებით უკვე ყველა შეწუხდა, თუმცა ამას თათიაც ამჩნევდა და წყინდა ხოლმე. არავინ არაფერს აუბნებოდა , მაგრამ სანდრო ხშირად აბრაზებდა, ატირებდა ხოლმე. მერე უწევდა ბოდიშების მოხდა.
სანდროს სუნამოების კოლექცია საგრძნობლად შემცირდა. გადასაყრელად ენანებდა სანდროს და გუგას გაატანა ნახევარი. ზოგი თათიამ ძალით გადააგდებინა. ყოველი დღე მათი ჩხუბით იწყებოდა სუნამოების გამო. სანდროს ავიწყდებდა ხოლმე თათიას პრეტენზიები და შემთხვევით რაც მოსწონდა იმას ისხავდა ხოლმე დილით და მთელი დღე თათია აერზლით დადიოდა სახლში. სანდრო უკვე ძლივს არჩევდა სუნამოებს , მერე შვეიცარიიდან ჩამოტანილი დაისხა , შანში არაა ეს არ მოეწონოსო. თათია საჭმელად როცა გამოვიდა , სანდრო უკვე გამოწყობილი იყო წასასვლელად. ახლს მივიდა სანდროსთან და რამდენჯერმე საყელოზე უსუნა. ცოტახანი ვერ იგებდა მოსწონდა თუ არა სუნი, მერე აეროზლი გამოიტანა და ჰაერში მოაფრქვია. თეფშები აიღო და თავის ოთახში გადიოდა:

- აქ ისაუზმე თათი.
- არმინდა , მემგნი რო გადავაგდეთ ისევ ის სუნამ ასხია სანდროს. რა საშინელი სუნი აქ რაარი.
- მოდი აქ. - სიბრაზე გაერია სანდროს ხმაში.
- რა იყო?!
- ჩემი შვეიცარიიდან ჩამოტანილი სუნამო არის ცუდი და საშინელი სუნი აქ ხო?
- ხო. მალე წადი რა.
- მივდივარ! - თათიამ ისევ მაგიდაზე დაალაგა თეფშები. სანდრო ჯერ თემოს მოსვლამდე მაინც არ წავიდოდა ,ამიტომაც ცოტახნით თათი თავის ოთახში შევიდა.

- შენც კიდე სხვა სუნამო დაისხი.
- ვაიმე მარინა, გუგასთან არი ნახევარზე მეტი , ეს დამჩა და კიდე ისეთები ვაფშე რო არ მოსწონს, ზოგი გადამაყრევინა და სამსახურში ქალის სუნამოთი ხოარ წავალ!
- მანქანაში დაისხი ხოლმე.
- აუჰ მომინდომა. მაგის კაპრიზების გამო მანქანაში გამოვიცვლი ხოლმე თუ გინდა. ხო არ გადავიდე სახლიდან ერთი ორი თვით.
- არ მითქვამს გადადი სახლიდან თქო. მაღიზიანებს ეგ სუნი და რავქნა?!
- უნდა გაჩუმდე. მეც ბევრი რამე მაღიზიანებს.
- მე ორსულად ვარ და დამითმე ეხლა.
- ...
- არ მიდიხარ?!
- ვაახხ ჩემიი ... წავედი მე.

თემოსთან წუწუნებდა მანქანაში სანდრო. თემო ამშვიდებდა მე უარეს დღეში ვიყავიო. თან სამი შვილი მყავს და შენ პირველს ელოდებიო.

- თუ გიყვარს უნდა გეუძლო ყველაფერს.
- ვინ მიყვარს.
- თათია.
- მიყავრს არა ვგიჟდები.
- საერთოდ არა?
- შენ იცი რამდენი ხანი ვაგროვებდი სუნამოებს? რასაც ვნახავდი ყველაზე ძვირფასს სხვა ქვეყანაში სულ ვიყულობდი. გადავყერი ბევრი იცი?! აი არ უნდ აგადამეგდო , მაქსიმუმ ორი საათი ეტირა მეტი ხო არა.
- კარგი ეხლა, ნუ გადააყოლე სუნამოებს. კიდე იყიდი. რა გენაღვლება , მეკიდე ხელფასს არ მიმატებ , თორე გაჩუქებდი დაბადბეის დღეზე , თან ხო ეხლააა ცოტახანში.
- აი შენღა მაკლდი ეხლა. მოგიმატებ და არმინდა შენი საჩუქარი. სხვათაშორის სხვა თანამშრომლებმა ,რომ გაიგონ ამხელა ხელფასი გაქ მძღოლს , ბუნტს მომიწყობენ.
- მე უბრალდ მძღოლი ვარ ხო? დავიმახსოვრებ!
- არ ხარ უბრალოდ მძღლი , ჩემი ბუთქუჩუნა მრჩეველი ხარ.
- რაც არუნდა თქვა მეწყინა მაინც.
- ბაგრატიონების მრჩეველი ხარ.
- ოჰ.. ეგახართ თავადები.

სანდრო მხლოდ თემოსთან ახერხებდა თავისუფლად ყოფნას. ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ და მართლა მამა - შვილივით იყვნენ. სამწუხაროა ,რომ ისინი ერთად ძალიან ცოტა დროს ატარებენ.


...

(თავი მეთხუთმეტე) /15/

12 დეკემბერი. 00:01 სთ.

სანდრო რაღაც ფაილებს ამოწმებდა კომპიუტერში , მისაღებში იჯდა დივანზე, ცოტახანში აპირებდა დაძინებას , მაგრამ სოციალურ ქსელში ძველი მეგობრების მილოცვებს კითხულობდა. მერე საერთოდ გამორთო კომპიუტერი. ვისაც მართლა უნდოდა ,რომ პირველი ყოფილიყო , დაურეკა და მიულოცა. სოციალურ ქსელზე გამოკერებულ , მითუმეტეს ასეთ უსარგებლო ტიპებს მის ცხოვრებაში არ გამოეხამურა სანდრო. ლეპტოპი გვერძე გადადო და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. მოუკიდა , მოქაჩა , დივანზე წამოწვა.. სრულიად სიჩუმე იყო , თათიას და მარინას უკვე ეძინათ. ადრე მაგრამ პირველებმა მიულოცეს და ორივემ დაიძინა. ასეთი სიჩუმე ისე ენატრებოდა ,რომ დაბადების დღეზე არც უფიქრია, მაგრამ ვერც ახლა დიასვენა , რგრც კი წამოწვა მაშინვე კარზე კაკუნის ხმა გაიგო. ნერვები მოეშალა , ამ შუა ღამისას მაინც ვინ არისო თან ეს დაკაკუნება რა არის ფილმში მგონია თავიო ფიქრობდა , არ მიყვარს ასეთი მომენტებიო. ისეთი შეგრძნება ქონდა ,რომ კარს თუ გააღებდა ძალიან ინანებდა. ძლივს ადგა , ერთი ჩუსტი ჩაიცვა და მეორეს ძებნა ისე დაეზარა რომ მერეც გაიხადა და ისე მივიდა კარებთან , ღრმად ჩაისუნთქა და ისე გააღო კარები. რა სისულეები არ წარმოიდგინა და გარეთ ოდნავ გაბრაზებული სახით გუგა იდგა , იყინებოდა. სანდროს გაეიღიმა გუგას დაანახვაზე. თან ნაჩხუბრები იყვნენ , ისედაც არ წარმოედგინა ასეთი გუგა. ყველასგან მელოდა და გუგას ვერ წარმოიდდგენდა ტორტით ხელში.

- რასაკეთებდი ამდენი ხანი , გავიყინე , ათასჯერ ავანთე ეს სანთელი.
- ვაა , გუგა ნახეეე , შემოდი.
- გილოცავ დაბადების დღეს , ჩაიფიქრე და ჩააქრე.
- კარგი .. - ფიქრობდა , მე კდიე რაუნდა ვინატროო , ვერაფერი მოიფიქრა..
- ჰე მალე ეხლა.
- აუ არვიცი რა.
- რა არიცი ბიჭო, ყველაფერში მე რგორ უნდა დაგეხმარო , მინიშნებას მოგცემ.. მალე შვილი გეყოლება.. ჩაიფიქრე რო კარგად იყოს ორივე.
- აა ხო. - ჩაიფიქრა .. ნეტავ ჩემთან იყოს ორივეო და სანთელი ჩააქრო.
- ყოჩაღ! ეხლა ამასაც გავხსნი. - შამპანიურის საცობს ცერა თითი დააჭირა გუგამ. სანდრო ხელებს სახეზე იფარებდა და თავს გვერძე წევდა ხოლმე.
- აუ იქით გახსენი.
- აჰაჰჰა .. შენ რა მშიშარა ხარ. - უფრო უმიზნებდა სანდროს.
- აუუ! გაწიე. - გუგამ ზემოთ აწია ბოთლი და საცობი ამოაძრო. ხმაზე ოდნავ შეკრთა სანდრო და მერე გადაუარა "შიშმა". ორი ჭიქა აიღო გუგამ და შამპანიური დაასხა.
- გაგიმარჯოს , იმედი მაქვს წლები როცა მოგემატება ცოტა დაჭკვიანდები. - გაუღიმა და ჭიქა მიუჭახუნა სანდროს.
- მადლობა.

ბოთლის გახსნის ხმაზე გაეღვიძა მარინას.. გამოვიდა და საკმაოდ მოულოდნელ სცენას შეესწრო , კინაღამ ატირდა სიხარულისგან.

- როგორი საყავრლები ხართ.
- კარგი მარინა არგვინდა ეს სენტიმენტები რა!
- თათიას ძინავს?
- კი გუგა სძიანვს , ისე ხო არ გავაღვიძო , მარა ცოდოა.
- გაგიჟდი მარინა? ვინ უნდა გააღვიძო , ძლივს დაიძინა.
- არგაგიმართლა სანდრო.. გამეღვიძა შენს როხროხზე.
- აუჰ.. ჭკვიანად იყავი ეხლა , გუგა სტუმარია და არ დაიწყო ეხლა სუნი არ მომწონს მაგისიო.
- გავიცინო?
- არა დაიძინე.
- არ მეძინებაა .. ვაიმე ეს რა გამრიელობაა.
- მარინა მიდი შენ რ დილით საჭმელი გააკეთე ის გამოიტანე , გავაცხელოთ.
- და ტორტი რო ვჭამოთ?
- დატოვებს რამეს?
- კიდე გამეცინა.. აჰჰაჰაჰა. - მარინა და გუგა ერთმანეთს განწირული სახეებით უყურებდნენ.. თან ეცინებოდათ , ამათ ჩხუბზე.


- სანდრო , მე წავედი , ხვალ განხავ სამსახურში და საჩუქარსაც იქ მოგცემ.
- კარგი მიდი. მადლობა დიდი.
- არაფრის.. - სანდროს ტელეფონმა დაურეკა , ნმერს დახედა და ემოცია არ შეიმჩნია. - გავაცილებ გუგას. - გარეთ გავიდნენ და სანდრომაც უპასუხა ტელეფონს.

- გისმენ საყვარელო. - რამდნეი ხანია ასეთი სწერვა ხმით არავისთვის უთქვამს ეს სიტყვები სანდროს.
- მახსოვს შენი დაბადების დღე და გილოცავ , მაგრამ კარგს არაფერს არ გისურვებ. რისი ღირსიც ხარ იმას გეტყვი. საერთოდ ჩემს ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვე და არცერთ დღეს არ ვნანობ შენთან ერთად გატარებულს.. საუკეთესო და ყველაზე საშინელი მოგოენბა ხარ ჩემთვის. არც ამ სიტყვების ღირსი არ ხარ მაგრამ მაინც მინდა გულრწფელი ვიყო. მარტო მე ვიცი ვინ ხარ სინამდვილეში და რისი გაკეთება შეგიძლია , ფულის და სახელის გამო. ჩვეულებრივად გამომიყენე და შემდეგ ვარდების თაიგულით შემომირიგე, ეს ჩემს უთავმყავრეობაზე მეტად შენს არაკაცობაზე უფრო მიუთითებს. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი შენ რომ შეგიყავრე და იმედია ჩემს ბედს სხვებიც არ გაიზიარებენ..იმედია მალე დააღწევს თათია შენგან თავს და ბავშვსაც მოგაშრებს. შენს გარეშე უკეთესად იქნებიან. იმისიც მჯერა რომ შემდეგ დაბადების დღეს აღარ მოგილოცავ! მშვიდობით.
- ნია იყო ხო?
- ხო.
- რაო.. - სანდრო გაყინული იდგა.. გარედანაც და შიგნიდანაც იყინებოდა. ყელში გაჩხერილ ყველა სიტყვას ყლაპავდ ადა თავს იკავებდა.. ცდილობდა საკუთარი მე შეენარჩნებინა და წყობიდან არ გამოსულიყო. ისედაც ხვდებოდა თავის დანაშაულს ნიასადმი და ვერც გაბრაზდებოდა.
- სანდრო რამოხდა?!
- არაფერი , კარგად გუგა, გნახავ ხვალ და იქ დავილაპარაკოთ.
- კარგი ხო.

- ვინ გირეკავდა ტელეფონზე?
- არავინ.. ვიძინებ მე.
- კარგი , ჩემო სიცოცხლე მიდი დაისვენე.

"დავიძინებ" ალბათ ფორმალურად თქვა სანდრომ, ნაის სიტყვების მერე ძილზე ლაპარაკი ზედმეტია. დაწვა და მოემზადა დასაძინელბლად , მაგრამ გვიან ისევ ადგა ფეხზე და ერთი კოლოფი სიაგრეტი მთლიანად მოწია. მერე თავის ხელში აყვანა სცადა , ისევ დაწვა , თვალები დახუჭა , მერე გულს რაღაც მოაწვა და ხელები ზეწარს მაგრად მოუჭირა. ისევ ადგა , საწოლზე ჩამოჯდა და დილამდე ასე იყო. სიგარეტის ახალი კოლოფი გახსნა და მთელი ღამე ეწეოდა. გმთენიისას მოახერხა ჩაძინება და სამსახურშიც დააგვიანა.

- ვერ ვაღვიძებ სანდროს.. ისე ეზარება ადგომა. მეკიდე მაქ საჩუქარი.. თან გუგამ რამდენჯერმე დარეკა მვიდეს საქმე მაქვს.
- აუ მე არ შევალ მეჩხუბება.
- დაშინებული ყავხარ შენ მაგას.. იქით არ ვეჩხუბო! მოიცა კიდე ვცდი.

მარინამ ძლივს გამოაფხიზლა სანდრო. აჯანჯღარებდა , ხმამაღლა ლაპრაკობდა , ტელევიზრს აუწია , სანდროს ნერვებზე რაც მოქმედებდა ყველაფერი სცადა , მაგრამ სანდრო უბრალოდ ადგა ტელევიზორს დაუწია და ისევ დაწვა.

- ალექსანდე!!! საჩუქარი გვაქვს შენთვის და იქნებ მოგვაქციო ყურადღება.
- მაგიდაზე დადეთ და ავიღებ მერე.
- სამსახურში უნდა წახვიდე გუგამ ბევრჯერ დაგირეკა.
- წავალ.
- ორი საათი დააგვიანე უკვე და როდისღა წახვალ.
- რატო არ გამაღვიძე.
- ეხლა... რაც მე შენ გაღვიძე.
- ხო კარგი მარინა რაიყოო! წავალ როცა საჭირო იქნება. შევედი მე ოთახში.
- მოიცადე. ნახე ბარემ საჩუქარი... თათი შენც მიეცი..
- არა იყოს. გამოიძინოს და მერე ვაჩუქებ რაიცი მაინც..
- ოო.. მიდი აჩვენე.
- კარგი ოთახში მაქვს და გამოვიტან. მანამდე შენი ნახოს.
- მალე გელოდები , მაგვიანდება სამსახურში.
- ოჰ.

სანდრომ მარინას საჩუქარი გახსნა და განწყობა შეეცვალა. უკეთესობისკენ რათქმაუნდა. იცის დედამ შვილის გემოვნება.

- ვაა ,მარინა.. მე სათამაშო მანქანას ან რამე ეგეთს ველოდი.. მაგარი საათია. მომწონს.. ისე დავიჯერო ასეთი არ მაქვს? , მაგრამ მაინც კარგია.
- არაფრის საყავრელო..
- კარგი ხო გამიხარდა მართლა. მადლობა.
- ტორტსაც გამოგიცხობ..
- არმინდა..
- რატო? ტორტი კარგი აზრია თან მინდა მე ძაან.. აი შენი საჩუქარი. - სანდრომ გულმოდგინედ დაიწყო შეფუთვის გახსნა და უხეშად , სწრაფად შემოხსნა ქაღალდები პატარა ყუთს. შიგნით სუნამო იდო. სანდროს გაეღიმაა და უფრო კარგ ხასითზე დადგა.
- აუჰჰ .. თათი შენც არაგიშავს ხოიცი.
- მოგწონს? დიდი ხანი ვარჩიე. ყველაზე მეტად ეგ სუნი მომეწონა სხვებზე გული მერეოდა. ეგ დაისხი ხოლმე..
- გასაგებია.. მე გამოვიცვლი და წავალ სამსახურში რაღაც კარგი საჩუქრის დღეები მაქ და რაიცი იქ რეებს შევაგროვებ.

გამოეწყო და თემოს დაურეკა. ნახევარი საათი ტელეფონზე ულოცავდა თემო დაბადების დღეს. მერე მანქანაში ლოცავდა.. საჩუქარიც აჩუქა..
სამსახურში შესვლისას ყველა სანდრს შეეგება ულცავდნენ , ერთ ამბავში იყვნენ და გუგამ ძლივს მოწყვიტა იქაურობას სანდრ და მის ოთახში შეიყვანა.

- აუ როიცოდე რახდებდოა.. ყველა შენ გელოდება სად იყავი.
- მეძინა..
- აუ რა კაი მიზეზია. აჰა შენ ჩემგან საჩუქარი სა სეიფში შეინახე ეხლა აქაურობა სულ გაივსება საჩუქრებით და რო არ აგერიოს. აუ კაი რა მეტანათ ქ და დაეწყოთ. სათითაოდ რა გამოართმევს ყველას.
- არ დაალაგეს. ეგრე ვერ გაიგებს ვინ აჩუქაო. პირადად უნდა მივცეთო.
- კარგი როცა დაგიძახებ ორ ორი შემოუშვი.
- კაი. და ნიაზე როდის მომიყვები.
- მერე..
- სალომემ , როცა აღნიშნავს მაშინ ვაჩჩუქებო..
- კარგი თქო გადაეცი.

ყველას ნინიმ დაასწრო შემოსვლა და ქოშინით შევარდა სანდროსთან კაბინეტში. პერანგის საყელო გაისწორა და სანდროსთან მივიდა ღიმილით.

- გილცავთ ბატონო ალექსანდრე.. კარგია რომ ჯერ მე შემოვედი. საჩუქარი მინდა გადმოგცეთ.
- ეგრე ლაპარაკს როდის მოეშვები?
- როგორს?
- ოფიციალურს.. სანდრო მქვია და საჩუქარი კიარ უნდ აგადმომცე უნდა მაჩუქო.
- უი უკაცრავად.. დიდი არაფერია მაგრამ მაინც გულით გადმოგეც... გაჩუქეთ.
- მადლბა ნინი.. სხვები შემოუშვი კარგი?
- კარგით..

როცა საჩუქრების მიღება დაამთავრა .. გუგასთან ერთად გავიდა საჭმელად , შესვენბაზე.

- მოგეწონა საჩუქრები?
- კი.. რისი ნახვაც მოვასწარი.. - კარებთან კიდევ ერთი თანამშრომელი შემოხვდათ.. დიდად არცერთს რომ არ ეხატებდათ გულზე..
- გილოცავთ ბატონო სანდრო.. ეს საჩუქარი ჩემგან..
- მადლობა..
- ნახვამდის.. - სანდრმ ნინის დაუძახა , ჯერ ნახა საჩუქარი , კალამი იყო , მერე ნინის ოთახში შეანახინად ათითონ გუგას გაყვა,,
- ვა ეს ნახე რა..
- კიარ იცის მაგ კალმით რო მვაწერ ხელს მის განთავისუფლებაზე.
- ნუხარ ბოროტი.
- ბოროტი არა უხეში და უტაქტო ვარ.
- ეგეც..


***
თათია და მარინა ერთად აკეთებდნენ რაღაცეებს საღამოსთვის.. უფროსწორად მარინა აკეთებდა და თათია აწვდიდა რაღაცებს და ამითიც კი იღლებოდა. როცა ძალიან დაიღალა , ტელევიზორთან დაჯდა და მშვიდად უყუებდა. მალე მუცელი ატკივდა .. ისე ტკიოდა , რომ ყვიროდა მერე ყვირილი ტირილში გადაეზარდა.. მარინა ცდილბდა დაწყნარებინა მაგრამ თათიას მაინც ეშინოდა. სასწრაფოც მალე მოვიდა და სამშობაიროში წაიყვანეს. თათიამ მარინას სთხოვა დედამისისთვის დაერეკა და სანდროც მალე მოსულიყო. მარინამ როგორც შეძლო ისე დაამშვიდა და კარგი განწყობით შეაცილა ბლოკში..
ნათია იმ წამსვე სამშობიაროში გაჩნდა.. ნერვიულობდა თავის შვილზე და თან სანდროს ლანძღავდა , ახლა აქ უნდა იყოსო. მარინა საშნლად ნერვიულობდა... სანდრო არიყებდა ტელეფონს.. მერე საერთოდ გამორთო.. ან დაუჯდა.. ცოტახანში გუგას დაურეკა მარინამ. არც გუგამ იცოდა სანდრ სად იყო , სამსახურიდან კარგა ხნის წინ გავიდაო, მაგრამ თვითონ მივიდა სამშობიაროოში და იქიდან ახლა გუგაც ურეკავდა სანდროს..
სანდრო მოგვიანებით დაბრუნდა სამსახურში და ტელეფონიც დასატენად შეაერთა. მალე უამრავი გამოტოვებული ზარები ნახა და გუგას გადაურეკა..

- ტელეფონი რატო არ გაქ ჩართული? რაიცი რაზე გირეკავ..
- დამიჯდა.. რამე მოხდა?
- სამშობიაროში ვართ ყველა.. თათია უკვე ბლოკში შეიყვანეს და შენ გელოდებით..
- რაა??!
- ხოო.. მალე გამოდი..
- კკ .. კ.. კა რგი , მ..მმოო ვდივარ.


თემოს გადაურეკა და სასწრაფდ დაიბარა. უთხრა თუ არა თათია მშობიარობსო , ორ წამში სამშობიაროში გაჩნდნენ.. გარეთ დახვდა გუგა სანდროს. გუგა ძალიან გაარებული იყო , მაგრამ სანდროს , სიხარულს ვერ ატყობდა სახეზე.. უფრო მოწყენილი იყო.. ნათიასთან ერთად ვეღარ გაჩერდა და გარეთ ხშირად გამოდიოდა მოსაწევად..

- რატო არ გიხარია არ მესმის..
- რავიცი.. მიხარია..
- არ გიხარია..
- მალე წაიყვანენ მარიამს.. მე ვეღარ ვნახავ.
- ეგ ვინ გითხრა.. ჩვეულებრივად შეგიძლია ნახო ხოლმე..მაგაზე ვაფშე არც უნდ აიფიქრო. შენ არ იყავი არ გავუშვებო რო თქვი?!
- ხო რავიცი..
- ხო რავიცი კაირა შევედით ეხლა და გამოფხიზლდი ცოტა.. ვერ გცნობ.. აბა მე ვიყო ეხლა შენს ადგილას.. დავანგრევდი აქაურობას..
- შენ და სალომეს ერთმანეთი მაინც გიყვართ და ხელს არავინ გიშლით..
- ხელს ვერ მიშლიან.. და შენ მითუმეტეს ვერ შეგიშლიან..

დრო საშინლად იწელებოდა სანდროსთვის... ძალიან დაბნეული და თან აღელვებული იყო სანდრ..ჩუმად იჯდა სკამზე და მარინა ეფერებოდა. ნათია ყველა საჭირო დროს იყენებდა.. ხშირად იმეორებდ ათავისთვის მაგრამ სანდრს გასაგონად რომ თათიას მალე წაიყვანდა მათგან...

***

რამდენიმე საათში , პატარა ანგელოზი , მარიამი მოევლინა ქვეყანას.. სანდროს დაბადების დღეზე გაჩნდა მარიამი... დაამტკიცა რომ მამიკოს გოგო იყო თავიდან ბოლომდე.
ტირილის ხმაზე ყველას გული აუჩქარდა , განსაკუთრებით სანდროს..
ცოტახანში სახლშიც წაიყვანდენ.. და მალე ჩაიკრავდა გულში სანდრო მის პატარას.



№1  offline წევრი isterichka123

ვაიმე რაკაია ნუ აგვიანებ ცუდო

 


№2 სტუმარი o.k

Momenatra es motxrobaaaaa:Dra kargia ro ori tavi dade:)

 


№3 სტუმარი Mariam^^

აი ძაან მაგარი იყო... ძაან მომეწონა <3 და აღარ დააგვიანო რა <3

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

იმდენი ხანია ველოდები ამ ისტორისს დადებასს... დაა არრრ დებ მაინცც ესეე მკითხველს დაკარგავვ ... დადე რაა შემდეგიი ... დიდი და გემრიელი თავიი გთხოვვ რააა
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent