შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები სიტყვებზე უკეთ მეტყველებენ "1"


1-07-2016, 22:13
ავტორი შოკი მოკი
ნანახია 1 521

ამ დროს სიმყუდროვე კარზე კაკუნმა დაურღვია...დედამისმა შეაღო კარები.
-ანო რასშვრები? აბა მზად ხარ? მოიცა მოიცა...(გახედა ტანსაცმლით გამოტენილ ჩემოდანს, რომელიც ჯერ შეკრულიც კი არ იყო. და ჩაიკისკისა.)
სამი წლით მიდიხარ? თუ სამი თვით?
-აუ დედი ყველაფერი მჭირდება, რაც შიგ არის.
-დარწმუნებული ხარ, რომ კარგად იქნები? მე და მამა ძალიან ვღელავთ შენზე. პირველად გიშვებთ სახლიდან შორს.
-დედი კარგი რა, ხოიცი რომ კარგად ვიქნები და თავს მივხედავ. თან უცხოსთან ხომ არ მივდივარ?
-ოხხ კარგი რა გაეწყობა...
***
მოკლედ მე ვარ ანანო, 18 წლის. ვცხოვრობ თბილისში, დედასთან და მამასთან ერთად. არ მყავს და/ძმა. მაგრამ პატარა დაიკო მეყოლება, დედა მეორე თვეშია. გამოცდები ჩავაბარე, წარმატებით. ჩემთვის ახლა იწყება ზაფხული, ბევრი თავგადასავლებით.
ჩემ დაქალთან მივდივარ, ბათუმში. რომელიც თბილისში ცხოვრობდა, ჩემს გვერდით. მაგრამ ბათუმში გადავიდა. განსხვავებული ზაფხული იქნება ჩემთვის, სახლიდან შორს...
***
-ანო მე და მამას შენთვის საჩუქარი გვაქვს. სკოლის წარმატებულად დამთავრებისთვის.
-რა საჭირო იყო?
-ძალიან საჭირო იყო. გამოგადგება მოგზაურობის დროს.ხოიცი მანქანა რომ მოგწონდა?
-რააა მამმიი მანქანააა?
-ხოო შვილო...(მამამისმა ამოიღო ჯიბიდან, პატარა მანქანა სათამაშო. და სიცილი ატეხა. რომელსაც მხოლოდ ჩამოსაკიდათ თუ გამოიყენებდით.)
ხო საყვარელია?
-კიი ენით ვერ ავღწერ, დიდი მადლობა.
-ნუ აწვალებ ბავშვსს!!!! მიეცი გასაღებები..
-კარგი ანი... აი გასაღებები, იმედი მაქვს ნელა ატარებ და ჭკვიანად მოიქცევი.
-ვაიმეე... მამმი დიდი მადლობაა. ძალიან გამახაარეთ... (სიხარულისგან აქეთ იქით დახტოდა...და გაიძახდა ეს პრავა ტყუილად არ ამიღიაო.)
-კააი გეყო დაგვაგვიანდება.. მე წაგიყვან შენი მანქანით. ბათუმის შესასვლელში დაგტოვებ ქალბატონო. და მერე შენ იციი...
***
აი როგორც იქნა, ბათუმი და მხოლოდ მეე.!!! ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დადის. (როდესაც უბანს მიუახლოვდა გული აუფანცქალდა.. მანქანა უნდა მიეყენებინა, როდესაც წინ ბრაბუსი ჩაუხტა... ანანო გადმოვიდა მანქანიდან.. მოუახლოვდა ბიჭს ბრაბუსიდან... იგი ზურგით იყო შეტრიალებული.)
-უკაცრავად აქ მე უნდა დამეყენებინა მანქანა, თუ შეამჩნიეთ და თქვენ ჩახტით.! (ნელ-ნელა შემოტრიალდა ერთი ხელით თმა შეისწორა. მეორეთი ნელ-ნელა მზის სათვალეს იხსნიდა. მის წინ ძალიან სიმპატიური ბიჭი იდგა... ანანოს ყბა ჩამოუვარდა, ენა ჩაუვარდა.. მაგრამ უცებ მოვიდა მწყობრში და
არ შეიმჩნია.)
-ხოარ გამოვაყენო?
-აუ კი კარგს იზავ
-ამ ადგილს ხომ უყურებ? ჩემი მანქანის ადგილია.
(ანანო მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა. გამოეცალა..)
-უჟმური!! ხისთავიანი!! კრეტინი!!! და ყველაფერი ცუდი.!!! (სხვა ადგილას მიაყენა. ბინაში შევიდა მისი დაქალი მეცხრე სართულზე ცხოვრობს, ამიტომ ლიფტში შევიდა. როდესაც კარები უნდა დახურულიყო, ის ბიჭი გამოჩნდა ასსე რომ ვთქვათ შესრიალდა... კარების დახურვამდე... ორივემ ერთდროულად მიაჭირეს ღილაკს "9". და ერთმანეთს შეხედეს, გაბრაზებული სახით. ლიფტში სასიამოვნო სუნამოს სუნი იდგა, რომელზეც ანანო აბოდებდა. ეს სუნამო იმ ბიჭს ესხა... როგორც იქნა მიაღწია მეცხრე სართულს... ეს ბიჭი მისი დაქალის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობს... ანუ კარის მეზობელი ყოფილა..)
***
(მარიამმა გულში ჩაიკრა ანანო.)
-ჩემო გოგოო როგორ მომენატრეე, როგორ ხაარ? რასშვეებიი?
-აუ რავიცი მარ დავიღალე... თან რა მოხდა ვერ წარმოიდგენ. გოგოო ეს ბიჭი შენი მეზობელი....ბრაბუსიანი, მანქანა უნდა დამეყენებინა და ჩამიხტა რასაც ქვია...(მარიამმა წაიკისკისა და შეაწყვეტინა ლაპარაკი.)
-ის ბრაბუსიანი ჩემი... (შეაწყვეტინა ისევ ანანომ)
-ხოო ხოო შენი მეზობელი...
-გოგო ამოისუნთქე და მაცადე თქმა. (ამ დროს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა)
-ავალ ოთახში სულ ცოტას გამოვიძინებბ რაა...
-მიდი გოგო მიდი. გამოიძინე ცოტა...
***
მოკლედ დავბრუნდი ახალი ისტორიით. იმედი მაქვს მოგეწონებათ.... მაინტერესებს თქვენი აზრი და ყველაფერს გავითვალისწინებ... თუ არ მოგეწონებათ არ არის პრობლემა აღარ გავაგრძელებ *.* .. <3 მაინც მიყვარხართ...^^
უი ხო და ვიცი რომ პატარაა და თუ მოგეწონებათ გავზრდი თავს...



№1 სტუმარი ლეპორელა

კარგია მაგრამ ძაან პატარაა,გაზარდა რა თავები გთოოოხ უმორჩილესად

 


№2  offline წევრი elo123

საინტერესოა გააგძელე ..მე მომეწონა :D

 


№3 სტუმარი მკციბქრი

აუუ, რატო არ აგრძელებ :(((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent