შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (1)


3-07-2016, 18:24
ავტორი (((end)))
ნანახია 1 721

მალევე შევნიშნე ჩემი გოგოები,მათაც შემამჩნიეს და ჩამეხუტნენ.
-რახდება ?
-იცი ყველა შენზე ლაპარაკობს. მიუგო ნიამ.
-ვიცი,მივხვდი
-კარგი, წამო.
-იმედია ბაგრატიონი არ შეგვხვდება, ჩაიბურტყუნა ანუკიმ.
-რა ?
-რადა მოკლედ სანამ შენ წასული იყავი,აქ ბევრი რამ შეიცვალა,უცბად შეწყვიტა ნიამ ჩურჩული,როცა გაგი ბაგრატიონი დაინახა.
გაგი ბაგრატიონის დანახვა, ბევრს არ უხარია. ბავშვები გაჩუდნენ,ირგვლივ სიჩუმე გამეფდა, მხოლოდ ნინა იყო გაკვირვებული და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
-აჰა ეს შენ ხარ დაბრუნებული პრინცესა ? ირონიით მიმართა გაგიმ ნინას.
ნინა ვერ იტანადა ირონიით მოლაპარაკე ხალხს, თან ეს ტიპი ვინ იყო,ასე რომ ელაპარკებოდა.
-უკაცრავად ?! უპასუხა გაწონასწორებული ხმით.
-ოჰ, ქალბატონო ნინაკა, მე წავალ და მერე მოვალ, ჩემზე უკეთესად გაგაცნობთ და დაგიხასიათებთ ჩემს თავს, თქვენი მეგობრები, ჩაოო, ცოტახანში შეგხვდებით. ნელი,დინჯი ნაბიჯებით გავიდა ეზოდან.
გული შეეკუმშა,როცა ნინაკათი მიმართა, ასე ხომ მხოლოდ დათო ეძახდა, პირველ რიგში ამაზე გაბრაზდა,შედეგ კი ასე თავხედურად რომ იქცეოდა, ვინ ეგონა თავისი თავი ამ ხეპრეს. ბოლოს ძლივს ყველა გამოფხიზლდა, ბურდულს მივარდნენ და დაიწყეს ახსნები.
-მოკლედ გაგი ბაგრატიონს იცნობს მთელი თბილისი ყველაზე დამპალ,დაუნდობელ და უგულო ადამიანად, მასზე გულისამრევი და საზიზღარი ტიპი ჯერ ჩვენ არ გვინახავს,მოკლედ ეგ გადმოვიდა ჩვენს სკოლაში,როცა შენ წახვედი, შენ რაც წახვედი ყველაფერი შეიცვალა, საერთოდ ყველაფერი, ყველას ბაგრატიონის ეშინია, მასწავლებლებსაც კი, ბევრჯერ ყოფილა საუბარი გარიცხვაზე,მაგრამ სკოლაში ვიღაც ჰყავს და ვერ აგდებენ,თუმცა ყველაზე საშინელება ისაა,რომ ჩვენი ბიჭები მაგ დამპალის ძმაკაცები არიან, მე და ნიას არაფერს გვიშავებს და ვერაფერს გვიბედავს, ბიჭების შიშით,მარა მთელი სკოლა ყავს აწიოკებული რა. შეშფოთებულმა ანუკიმ ყველაფერი აუხსნა, გაცოფებულ ნინას.
-არა,არა როგორ ბედავს,ეგ თავხედი, ხეპრე და თვითდაჯერებული იდიოტი.
გამწარებული ვბუტბუტებდი,აუცილებლად ყველაფერი უნდა შემეცვალა, დავუპირისპირდები,ბავშვებს ავაჯანყებ და მერე ვნახოთ როგორ იბატონებს ჩვენი ბაგრატიონი. მტკიცედ გადავწყვიტე,რომ ყველაფერი უნდა შევცვალო.
მასწავლებლები მოვინახულე,ჩვენი ბიჭებიც და დაიწყო ახალი ცხოვრება. გაკვეთილებმა ტრადიციულად უაზროდ ჩაიარა. ახლა კი კიბეებზე ვისხედით და ბიჭებს ველოდებოდით. მალევე მოვიდნენ ისინიც.
-აუ წამოდით სადმე რა, შემოგვთავაზა მიშომ.
-ხო, აბა მთელი ცხოვრება წიგნებში ხო არ იქნებით ტოო, დაეთანხმა ლეოც,იგივე ლევანი.
-კარგი წავიდეთ, მაგრამ ჯერ ტატოს გავაფრთხილებ და მერე. ტატოს ხსენებაზე ანუკის თვალები გაუფართოვდა,ამაზე ლამის ფხუკუნი აგვიტყდა ყველას. ტატოც გავაფრთხილე და კაფეშიც უცბად ამოვყავით თავი. ბევრი ვილაპარკეთ,ვიცინეთ,ყველაფერი კარგი იყო,სანამ ბაგრატიონი არ გამოჩნდა, შავი ტყავის ქურთუკი, თეთრი მაისური, შავი შარვალი, შავი სათვალეები და შავი კეტები მეტ სიმპატიურობას სძენდა, ამ თვითდაჯერებულ იდიოტს. ეტყობა ლეომ დაურეკა და უთხრა,რომ მოსულიყო, საერთოდ არ მომწონს რომ ამათ ემეგობრება. საერთოდაც მიკვირს ბიჭები ამასთან ახლოს რატომ არიან,ალბათ არის მასში ისეთი,რაც ბიჭებს მეგობრობის სურვილს სძენთ, ლეოს,მიშოს და რატის ბავშვობიდან ვიცნობ, ვერცერთს ვერ გავარჩევ ტატოსგან, ამიტომ არ მეშინია არაფრის.
ეს კრეტინი ჯინაზე ჩემს გვერდით დაჯდა,რაღა მიჭირს,ეს თუ დამიჯდა გვერძე. მიყურებდა და მიყურებდა,ღმერთოო რა უნდა ??!! ღირსია ეხლა,რომ პირდაპირ იმ თვალებისკენ გაუქანო ეს წვენი, კრეტინი.
ცოტახანში წამოვედით,ფეხით წამოსვლა ვამჯობინეთ,ჯერ მე მომაცილეს,შემდეგ კი ნია და ანუკი. სანამ ტატო მოვიდოდა სახლში, გეგმებს ვაწყობდი,როგორ დამემყარებინა სკოლაში მხიარულობა და სითავისუფლე,შემდეგ კი გენიალური რამ მომაფირდა. ცოტახანში ტატოც დაღლილი მოვიდა და მაშინვე დაიძინა. მე ვიმეცადინე, შხაპი მივიღე და დავიძინე.
მაღვიძარას საშინელმა ხმამ გამომაღვიძა, ტატო უკვე წასულიყო, ჰმ, არც კი დამემშვიდობა, დილის პროცედურები ჩავიტარე, ამჯერად კაბა მინდოდა ჩამეცვა,ამიტომ არჩევანი შავ გაშლილ კაბაზე, თეთრ ადიდასის ტოპზე და შავ კეტებზე შევარჩიე. თმა უბრალოდ გავიშალე და მორჩა,მზად ვარ. დღეს გენიალური იდეა უნდა გავაცნო ჩემს ბავშვებს. ჰმ, ვნახავ როგორ შემეწინააღმდეგება ბაგრატიონი.
ფეხით გასეირნება გადავწყვიტე,თან ვფიქრობდი თუ რა რეაქცია ექნებოდათ ბავშვებს, ჩემი იდეის შესახებ. მალევე მივედი სკოლაში,რადგან უკვე ბავშვები მომრავლდნენ, იქვე დარაჯის სკამი ავიღე,შუაში დავდგი და მასზე დავდექი, ყველა მე მიყურებდა გაკვირვებული,მეც მეტი რა მინდოდა, ამიტომ დავიწყე ხმამაღლა ჩემი იდეის თქმა.
-ბავშვებოოო, გთხოვთ ყველამ მომისმინოთ,რადგან სწავლის ბოლო წლები გვაქვს,აღსანიშნავად მინდა მოვაწყოთ კარნავალი, დიახ, კარნავალი, ვისაც რა უნდა ის კოსტიუმები ჩაიცვას,რომ ვერ ვიცნოთ ან ვისაც,მოკლედ როგორც გინდათ ისე გამოეწყვეთ, თანახმა ხართ ?
მოვრჩი ყვირილს და გაბედნიერებული სახეები დავინახე, თუმცა,როცა ბაგრატიონი დაინახეს კარებთან მდგარი,ყველას სახეზე შიში დავინახე. ეტყობა მოისმინა,რასაც ვიძახოდი. კიდევ გავიმეორე ჩემი სიტყვები.
-თანახმა ხართ? არავინ არ იღებდა ხმას,საერთოდ არავინ, გული დამწყდა,თურრმე როგორ შეცვლილა სკოლაში ყველაფერი, ბაგრატიონის კმაყოფილი გამომეტყველება, საშინლად მაღიზიანებდა,სკამიდან ჩასვლას ვაპირებდი,როცა ვიღაცის თავდაჯერებულმა ხმამ გაიჟღერა.
-მე მინდა კარნავალი,დიახ,მე თანახმა ვარ.
ყველას გაკვირვებული სახე ჰქონდა, მე კი სკამზე შევჩერდი, იმედის ნაპერწკალმა ისევ გამოიღვიძა.
ბოლოს ყველა დამთანხმდა კარნავალზე,ყველა უბედნიერესი და გახარებული იყო. ბაგრატიონი ?! ბაგრატიონი იდგა გაცეცხლებული და გაკვირვებულიც, მე კი მიხაროდა, ძალიან მიხაროდა,რომ ყველა გამოვაფხიზლე.
ეს ამბავი მასწავლებლებსაც ვაცნობეთ და დაგვთანხმდნენ, ორგანიზატორები ავირჩიეთ და შეუდგნენ საქმეს, მე შემომთავაზეს,მაგრამ უარი ვთქვი, ანუკი უფრო ორგანიზატორობს ვიდრე მე.
ერთი კვირა გავიდა,ყველაფერი შესანიშნავად აეწყო,ცეკვები,სიმღერები,ყველაფერი დავდგით. განათლების სამინისტროდან მოდიოდნენ,აგრეთვე ყველა მასწავლებელი და დირექტორი უნდა დაგვსწრებოდა. კარნავალი უკვე ხვალ იქნებოდა, გოგოებმა გადავწყვიტეთ კაბებით ვყოფილიყავით, ვიშოპინგეთ, ბევრი სიარულის შემდეგ ძლივს ავარჩიეთ კაბები. ბაგრატიონი კი ამ ყველაფერს უყურბდა და გიჟდებოდა,თუმცა არ იმჩნევდა, ღირსია, აბა ვნახოთ თუ რამეს დაგვიშავებს.
დაღლილი საწოლში ჩავესვენე.

იმედია მოგეწონებათ <3



№1  offline წევრი im a crazy girl

Male gaagrdzele raa tore mere maviwkdeba ras vkitkhulob

 


№2 სტუმარი ჩეპე

მალე გააგრძელრ რაა

 


№3  offline წევრი isterichka123

She sayvarelo kai gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent