შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (18)


4-07-2016, 21:11
ავტორი natia_888
ნანახია 1 749

***


- კატო გესმის? - მისი დანახვისგან გამოწვეულმა ეიფორიამ ცოტახანს ადგილზე გამაშეშა.
- კი მესმის.
- მერე? ჩაჯექი.
- უკაცრავად მაგრამ ვინ ხარ, რომ მთხოვ მანქანაში ჩაჯდომას? - მის ნერვებზე თამაში კარგად მეხერხებოდა.
- კატოო ნუ სულელობ... გთხოვ ჩაჯექი.
- არაფერსაც არ ვსულელობ. ჩავჯდე? კარგი ჩავჯდები, მაგრამ მანამდე გამეცი პასუხი, ვინ ხარ? რა ადგილი გაქვს ჩემს ცხოვრებაში?! - მანქანიდან გადმოვიდა.
- პატარა, აბეზარო ქალბატონო... - სახიფათოდ მომიახლოვდა... - ოთხი წლის წინ, სულ რომ არ მიცნობდი, სულ რომ არაფერს ვნიშნავდი შენთვის და არავითარი ადგილი არ მქონია შენს ცხოვრებაში, მაშინ ჩამიჯექი მანქანაში... გახსოვს ის დღე? აცრემლებული თვალებით რომ მიყურებდი და მთელი სხეული გითრთოდა. კედელს უმწეოდ რომ აკრობოდი და გაფაციცებული მიყურებდი... მაშინ ვკითხე ჩემს თავს - ვინ არის ეს გოგონათქო... და გაკოცე... პირვლად გაკოცე, უნებართვოდ, დაუკითხავად მაგრამ არ მინანია, არც მაშინ და არც არასდროს, რადგან მას შემდეგ აი, აქ დაიდე ბინა - ხელი გულზე დაიდო - და აქედან ვეღარასდროს წახვალ. თავი შემაყვარე, გული, გონება, ფიქრები, ცხოვრება... ყველაფერი მომპარე და ახლა მეკითხები რა ადგილი მაქვს შენს ცხოვრებაში? მეც მაინტერესებს კატო, ვინ ვარ ან რა ადგილი მაქვს შენს ცხოვრებაში?
- იმ დღეს, ათრთოლებული რომ ვიდექი შენს წინ და თვალები წყლით მქონდა სავსე, გული მაინც სიმშვიდეს გრძნობდა... მყუდროდ იყო, თითქოს ყველაზე საიმედო ხელშიაო. იცი რატიო? - იმიტო, რომ მარტო მე კი არა, შენც აქ ჩასახლდი - მეც გულზე დავიდე ხელი. - იმ დღის შემდეგ, შენი ყოველი დანახვა, ყოველი შეხება, ყოველი კოცნა თუ ჩახუტება დღესასწაულია ჩემთვის და როგორც არ უნდა ვეცადო ვერაფრით ვახერხებ ეს დღესასწაული დავასამარო. ერთი წელი, მთელი ერთი წელი სიცარიელეში ვცხოვრობდი. მთელი ერთი წელი სიცილს, საუბარს, გაღვიძებას თუ დაძინებას რაღაც აკლდა, ყველაფერი არასრულყოფილი იყო. სამაგიეროდ იცი რა გახლდა სრულყოფილი? უნაკლო და იდეალური? - ცრემლი სანდრო!!! ყოველ საღამოს ჩემდაუნებურად მისველდებოდა ღაწვები... სუნთქვა მეკვროდა და მთელი შიგნეულობა მეწვოდა... მუხლებში ვიკეცებოდი სიმწრისგან და განუწყვეტლივ გეკითხებოდი, რატოომ?... ხო სანდრო, მთელი ერთი წელი შენს გარეშე, შენით ვცოცხლობდი და ეს ერთი წელი ყველაზე საშინელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე დიდი ტკივილი. და ეს ტკივილი იმ კაცის დამსახურებაა მე რომ უზომოდ მიყვარს. იმ კაცის სიყვარულს რომ მეფიცება. ამის შემდეგ გაინტერესებს ვინ ხარ ჩემთვის?- არ ვიცი სადრო, არ ვიცი და თუ სინდისი საშუალებას მოგცმს გამკიცხე ამ პასუხის გამო!!! - ყელში გაჩხერილი ბურთი ნერწყვთნ ერთად გადავყლაპე და გამოვიქეცი, გამოვიქეცი რათა მისთვის ჩემი ცრემლები არ მეჩვენებინა.
და ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის?- სადნრო გახევებული იდგა და წამითაც არ უფიქრია, რომ გამომყოლოდა. მზერას ვგრნობდი, მწვავდნენ მისი თვალები, მაგრამ მხოლოდ მზერას ვგრძნობდი ჩემს გვერდით, თავად ის კი კვლავაც შორს იყო.
მთელი დღე, მთელი ღამე და ღმერთმა იცის კიდევ რამდენი დღე ვფიქრობდი როგორ შეძლებდა ყველაფრის გამოსწორებას, როგორ დააბრუნებდა კალაპოტში ამ არეულობას. ან საერთოდაც შეეცდებოდა დაებრუნებინა?
კიდევ რამდენიმე კვირამ განვლო... სანდრო რამდენჯერმე შემხვდა, მაგრამ არ დამლაპარაკებია.
მისგან არავის არაფერი სმენია...
იმ დღიდან სამი კვირის თავზე მოსაწვევი მივიღე, ნიკამაც მიიღო, სალომაც, დათომაც, ნიამაც და საერთოდ ყველამ ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩემთვის და სანდროსთვის... მოსაწვევის ავტორი სანდრო გახლდათ...
***

- სალ, ნახე უკვე მუცელი გეტყობა. - მე და სალო სარკის წინ ვიდექით და მის გამოსახულებას ვათვარიელებდით.
- კაატიუშააა, ნუ ხარ ფანატიკოსიიი...
- რატო გოგო? რა შუაშია ფანატიკოსი. - გაბუსხული ტონით ვუთხარი.
- აბა რა მუცელი, ჯერ მხოლოდ ოთხი კვირის ვარ.
- მერე რა რომ ოთხი კვირის ხარ? კი არ გეუბნები გაიბერე უკვეთქო, უბრალოდ გეტყობა, ვახ.
- ნუ ხარ შენ მოუთმენელი და მოასვენე ეს ბავშვი. - სალო სარკეს მოშორდა და იქვე მდგარ სავარძელში მსუბუქად ჩაეშვა.
- ჩემი პატარა პრანჭია ნათლული, ნამდვილი პრინცესა. - მეც სავარძლის სახელურზე შემოვსკუპდი და სალოს მუცელზე ხელი მოვუთათუნე.
- უყურე ახლა? ის არ აკმარა, რომ ბავშვი ჯერ არ დაბადებული უკვე მონათლა, ახლა გადაწყვიტა, რომ გოგოა. - სალომ გულიანად გადაიკისკისა.
- გოგოა, გოგო - მეც ავყევი.
- და რა იცი?
- კოჭებზე ეტყობა . - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
- არ აქვს ჯერ კოჭები ამ პაწუკას, არ აქვს. - სალოს კიდევ უფრო გაეცინა. - მოასვენე ბავშვი და შენ ის მითხარი სანდრო რომ დაბრუნდა რატომ არაფერი მითხარი?
- შენი აფორიაქება არ მინდოდა.
- კარგი რა კატ, მასეთი ამბის დამალვა გამიგია. - სალომ ტუჩები გაბუსხა.
- მაპატიე სალ...
- და ეს მოსაწვევები რაღა ჯანდაბაა?
- აი ეგ, ნამდვილად არ ვიცი...


---------------------------


ბოდიშით რომ ასეთი პატარა თავია :( იმედია მოგეწონებათ ^_^ ...

მიყვარხართ <3



№1 სტუმარი ………

dzaan kargad wer,exla wavikitxe sul yvela tavi da saocrad momewona <3 gaagrdzele aucileblad ^*^

 


№2  offline წევრი natia_888

დიდი დიდი მადლობა <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ღმერთო რამდენი ხანი უნდა ელოდოს ადამიანი ამ ისტორიის ახალი თავის დადებას angry

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent