შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატი(თავი1)


5-07-2016, 15:41
ავტორი chemibichi
ნანახია 1 913

სუსხიანი დღე იდგა. მიუხედავად იმისა, რომ მზე იყო, ქარი მაინც ქროდა, რაც საერთოდ მიკარგავდა საწოლიდან წამოდგომის სურვილს. ფანჯარაშიც კარგად ჩანდა როგორ აქანავებდა ქარი ხეებს ხან ერთ, ხანაც მეორე მხარეს. საბოლოოდ ალექსის კოცნამ გამომაფხიზლა, რომელიც თავზე მედგა, სპორტულებში გამოწყობილი, სახეზე კი ფართო ღიმილი ჰქონდა აკრული.
-ვიცი რომ ადგომა არ გინდა, მაგრამ სხვა გზა არ არის -სიცილით თქვა, თან თმა, რომელიც სახეზე მეყარა გადამიწია და კიდევ ერთხელ მეამბორა ტუჩებზე. -ჯერ სავარჯიშოდ უნდა წავიდეთ, შემდეგ კი ორივე სამსახურში ვართ წასასვლელი.
-ასეთ სუსხიან დილას სავარჯიშოდ წასვლა არ მინდა -ამოვიწრიპინე. ჯერ 6 საათი იყო. სამსახურამდე კი ცოტახანს საწოლში კოტრიალს მოვასწრებ.
-ნუ ზარმაცობ, თორემ ერთი ცელულიტი მაინც რომ გაგიჩნდეს სხეულზე იცოდე, რომ აღარ მეყვარები და დაგშორდები -ნახვერად ხუმრობით თქვა, თუმცა ვიცი, რომ ამ სიტყვებს მართლა გულისხმობს. არ აქვს მისთვის მნიშვნელობა, რომ სულ ერთი თვეა რაც დავქორწინდით. საშინლად არ უყვარს როდესაც ფორმაში არ ვარ და სულ მაფრთხილებს, რომ საკუთარ თავს და სხეულს მივხედო. უკვე მეშინია ორსულად რომ დავრჩე სახლიდან არ მომისროლოს. თავადაც ვიცი, რომ აუცილებლად ყოველთვის ფორმაში უნდა ვიყო, მითუმეტეს თავადაც არ მინდა რომ საშინლად გავსუქდე, შემდეგ კი სიარულიც კი აღარ შემეძლოს, თუმცა როდესაც ასე მკაცრად მაფრთხილებს მაინც ყოველთვის მწყინს ხოლმე.
ერთი ღრმად ამოვიოხრე, შემდეგ კი საწოლიდან წამოვდექი. აბაზანაში შევედი, ხელ-პირი დავიბანე, კბილები გამოვიხეხე, თმაც მოვიწესრიგე, შემდეგ კი ოთახში გავედი და ტანზე სპორტული ტანისსამოსი ჩავიცვი. თავზე კეპი დავიხურე, ნაუშნიკები და MP3 ჯიბეში ჩავიდე, ტელეფონი გადავამოწმე, შემდეგ კი პირველ სართულზე ჩავედი. ალექსიც მზად დამხვდა, მანაც დაიხურა კეპი, შემდეგ კი გარეთ გავედით.
-გაბრაზებული ხარ ჩემზე? -წყნარად მკითხა, თან ნელა დავიწყეთ სიარული. თავი გავაქნიე, MP3ში სიმღერები ჩავრთე და ხმას ავუწიე.
როდესაც სავარჯიშოდ სარბენ ბილიკზე შევედით, ტყეს გავხედე. ნელი სირბილით ჩავუყევით ბილიკს, თან მიდამოს ვათვალიერებდი. საოცრად მშვენიერი იყო. შემოდგომა ამიტომ მიყვარს ყოველთვის განსაკუთრებულად. ფოთლები ლამაზად ყრია გზებზე, ნელი ქარი კი აქეთ-იქით ფანტავს, რაც გასაოცარ ელფერს ძენს ყველაფერს. აქაურობა ნამდვილი საოცრებაა. შიშველი ხეები ისე იდგნენ ერთ ადგილას, თითქოს სამოსი გაიხადეს და ახლა უკვე თოვლის თეთრ, ფაფუკ ტანისსამოსს ელოდება, რომ მოხდენილად შეიმოსოს.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დილით ძალიან მიჭირს ადგომა, სუფთა ჰაერისთვის და ასეთი სილამაზისთვის ღირს. ეს ყველაფერი კარგ განწყობაზე მაყენებს, რაც შემდეგ მუშაობაში მეხმრება.
როდესაც გზა ჩავათავეთ უკან მოვტრიალდით და იგივე გზას მეორედ დავადექით. შუა გზაში ალექსმა გამაჩერა, ყურიდან ნაუშნიკი მომხნა, სახეზე ნაზად მომეფერა, შემდეგ კი ტუჩებზე მაკოცა. მეც ნაზად ვაკოცე, თვალები დავხუჭე და უფლება მივეცი, რომ კოცნა გაეღრმავებინა.
-არ გამიბრაზდე, ხომ იცი რომ ასეთი ვარ -წყნარად მითხრა. ამოვიოხრე და თავი დავუქნიე. ძალიან კარგად ვიცი როგორიცაა, დედაჩემი ყოველთვის მაფრთხილებდა, რომ მას ცოლად არ გავყოლოდი, ამის გამო ყოველთვის მესამე მსოფლიო ომი გვქონდა სახლში, მასზე გათხოვებას 21 წლის ასაკში თავადაც არ ვაპირებდი, თუმცა დედაჩემის ჯიბრზე ეს გავაკეთე. ამ ერთი თვის მანძილზე კი უკვე იმდენჯერ მოვასწარით ჩხუბი, რომ სათვალავიც ამერია. იმედია ნელნელა ყველაფერი დაეწყობა, რადგან არ მინდა, რომ ჩემი გადაწყვეტილება ვინანო. მინდა, რომ მასთან თბილი, ჰარმონიული და ბედნიერი ოჯახი მქონდეს. მინდა, რომ დედაჩემს ვანახო როგორ ცდებოდა, როდესაც ალექსს ლანძღავდა.
როდესაც სახლში დავბრუნდით აბაზანაში შევედი. თავი მოვიწესრიგე, თმა გავიშრე, ტანზე კლასიკური შარვალი, ზევიდან ღია ფერის სვიტერი, ხოლო ფეხზე მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი. სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, შემდეგ კი საბოლოოდ ჩავიხედე სარკეში. როდესაც ზემოდან პალტო მოვიცვი და ხელში ჩემი ჩანთა დავიკავე ჩემი თავი ძალიან მომეწონა. სარკეში საკუთარ თავს თვალი ჩავუკარი, ტელეფონი ავიღე, კიდევ ერთხელ გადავამოწმე სამსახურიდან ზარი ხომ არ იყო შემოსული, შემდეგ კი ალექსთან ჩავედი.
-მზად ხარ? -როდესაც დამინახა რომ ჩავედი, მკითხა. თავი დავუქნიე და კარისკენ წავედი. საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებოდა უბრალო ჯინსში, შავ მაისურსა და კონვერსებში.
-მადლობა ალექს, ვიცი რომ კარგად გამოვიყურები, არ იყო საჭირო ამდენი კომპლიმენტის თქმა -სარკასტულად შევნიშნე, შემდეგ კი გავუღიმე. ღრმად ამოიოხრა და თვალები აატრიალა.
-ჩემი თქმა რათ გინდა, თავადაც იცი, რომ ძალიან კარგად გამოიყურები. -ახლა მე ავატრიალე თვალები და სახლიდან გავედი. ყველა ქალს სჭირდება კომპლიმენტი, რატომაც არა? როდესაც მეუბნევიან, რომ კარგად გამოვიყურები ერთი ორად ამაღლებული განწყობა მექმნება, შემდეგ კი მთელი დღე გაღიმებული დავდივარ. შეყვარებულობის პერიოდში ხშირად იცოდა ხოლმე კომპლიმენტების თქმა. შეიძლება ყოველ წამს ეთქვა, რომ ძალიან ლამაზი ვარ და კარგად გამოვიყურები, მაგრამ რაც დავქორწინდით სამჯერაც კი არ უთქვამს ეგ სიტყვები მგონი.
დღეს გადავწყვიტეთ, რომ ის წამიყვანდა სამსახურში, შემდეგ მომაკითხავდა და ჩვენს საყვარელ კაფე-საფუნთუშეში წავიდოდით. ეს ადგილი იქიდან მოყოლებული გვიყვარს, რაც ერთმანეთი გავიცანით. როდესაც ამ კაფეში შევდივარ იქაური სურნელი თავბრუს მახვევს ხოლმე. იქვე ამზადებენ ყველაფეს, შემდეგ კი თბილ-თბილი მოაქვთ მაგიდასთან. იქ შესულს ჯერ მარტო სურნელი მანაყრებს ხოლმე. იდეა მომეწონა, ამიტომ თავი დავუქნიე და მანქანაში ჩავჯექით. გზაში ქორწილში მომხდარ კურიოზებს ვიხსენებდით, შემდეგ კი გულიანად ვიცინოდით. როდესაც უზარმაზარი კომპანია ''PBS" გამოჩნდა, მანქანა შეანელა, შემდეგ კი გააჩერა. მიყვარს ეს კომპანია და ეს ტელევიზია. დიდი ხანია არაა რაც აქ ვმუშაობ, თუმცა საოცრად კარგი სიტუაციაა, მეგობრული თანამშრომლები მყავს რაც ყველაფერს აიოლებს. მანქანიდან გადასვლის წინ ალექსს ტუჩებზე კოცნა დავუტოვე, შემდეგ კი უზარმაზარი შენობისკენ წავედი. აქ არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, კორესპონდენტი ვარ, მასალის მომზადება მიწევს სხვადასხვა თემებზე, რასაც შემდეგ ტელევიზიით აშუქებენ. მიყვარს ჩემი საქმე და ამას ყოველთვის ხალისით ვაკეთებ. ხშირად მიწევს ქალაქიდან გასვლა, უცხო ხალხთან ურთიერთობა..
როდესაც შენობაში შევედი ყველას მივესალმე. თითეული აქ მომუშავე თავის საქმეში იყო ჩართული. თავისთვის ფუსფუსებდნენ, აქეთ-იქით დარბოდნენ და ლაივისთვის ემზადებოდნენ. ლიფტით მეხუთე სართულზე ავედი, პალტო კი გავიხადე, რადგან ძალიან დამცხა, ხელზე გადავიკიდე, ხოლო როდესაც მეხუთე სართულზე ავედი, ლიფტიდან გამოვედი და ჩემი კაბინეტისკენ წავედი. ფოიეშიც ყველას მივესალმე, ჩემი მეგობრის და მეჯვარის სკამთან მივედი, კატო გადავკოცნე, წარმატებული დღე ვუსურვე შემდეგ ჩემს კაბინეტში შევედი, რამდენიმე წუთში კი მთლიანად ჩემს საქმეში გადავეშვი.
საქმეში ისე გავერთე, რომ დროც კი გამომეპარა, კატომ სიცილით შემომხსნა კარი და მითხრა რომ შესვენების დრო იყო. ბუფეტში ჩავედით, როგორც ყოველთვის ერთად დავჯექით, კრუასანები და ჩაი შევუკვეთეთ.
-შენ და ალექსი როგორ ხართ? -როგორც კი ჩვენს ადგილას დავსხედით მაშინვე მკითხა, თან ჩაის სვამდა.
-ცოტა უჟმურობს -სიცილით ვუთხარი -მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი კარგადაა, ვვარჯიშობთ და ვმუშაობთ, შემდეგ ერთად ვატარებთ დროს.
-ვარჯიშობთ და მუშაობთ ბავშვზე? -ცოტა ხმამაღლა მითხრა, თან იცინოდა. რამდენიმე გოგონამ ჩვენ შემოგვხედა.
-ჩუმად გოგო! -სიცილით ვუთხარი და თავი გავაქნიე. კაფეტერია არც ისე პატარაა, თუმცა სკამები და მაგიდები ერთმანეთთან ასე თუ ისე ახლოსაა, ამიტომ ასეთ თემებზე ლაპარაკი არაა მიზანშეწონილი.
-კარგი, სერიოზულად -რამდენიმე წამში დასერიოზულდა, პირი ხელსახოცით მოიწმინდა და ისევ ფეხებზე დაიფინა -ჯერ არ აპირებთ ბავშვს?
-არა -თავი გავაქნიე -ცოტახანს მინდა რომ ოჯახურ სიტუაციას შევეგუო, ჯერ ისიც კი არ მაქვს გააზრებული, რომ მე და ალექსი დავქორწინდით.
-დედაშენს ისევ არ დაურეკავს? -თავი გავაქნიე უარის ნიშნად და კრუასანი გემრიელად ჩავკბიჩე. -არ გინდა რომ შენ მიხვიდე და დაელაპარაკო?
-არა -როდესაც ჩავყლაპე მაშინვე ვუთხარი და ჩაი მოვსვი -არ მაქვს სურვილი. თვითონ აღარ მელაპარაკება, მე რა ვქნა?
-ის უნდა ქნა, რომ შენთვის კარგი უნდა დედაშენს, ვფიქრობ უნდა მიხვიდე და დაელაპარაკო. -ისევ თავი გავაქნიე. არ ვაპირებ მასთან მისვლას. იცოდა რომ ალექსზე მაინც დავქორწინდებოდი, ვეხვეწებოდი, რომ ქორწილში მოსულიყო და მარტო არ გავეშვი, მაგრამ ჩემი თხოვნა არაფრად ჩააგდო და მაინც არ მოვიდა. ალბათ ვერასდროს მიხვდება ამ საქციელით რამდენად მატკინა გული.
-არ გვინდა დედაჩემზე ლაპარაკი, შენ რას შვები იმ ბიჭთან? -წარბების თამაშით ვკითხე, რაზეც ეშმაკურად ჩაიცინა. ქორწილში ერთი სიმპატიური ბიჭი გაიცნო, მას შემდეგ კი ეკონტაქტება და თუ არ ვცდები რამდენჯერმე შეხვდნენ კიდეც.
-არაფერი -მხრები აიჩეჩა -კაი ტიპი ჩანს, მაგრამ ჯერ ვცდილობ მაინც თავი შევიკავო.
-მომწონს შენი გადაწყვეტილება -თავი დავუქნიე. ტელეფონზე ალექსისგან შეტყობინება მომივიდა. მკითხა თუ როგორ მიდიოდა ჩემი დღე. მეც ვუთხარი, რომ კიმთან ერთად ვიჯექი კაფეტერიაში, შესვენებაზე, შემდეგ კი მეც იგივე ვკითხე. ჩვენი ჩათაობა ცოტახანს გაგრძელდა, ბოლოს კი შესვენებაც ამოგვეწურა და ყველა ჩვენს კაბინეტებში დავბრუნდით. როდესაც ჩემი სიუჟეტის წერა დავამთავრე, ჩემს უფროსს მეილზე გავუგზავნე ნამუშევარი, ბოლოს კიმსაც დავემშვიდობე და გარეთ გავედი, სადაც ალექსი მელოდა. როდესაც მასთან მივედი ტუჩებზე სწრაფად ვაკოცე, მოვესიყვარულე, შემდეგ კი როგორც შევთანხმდით, ჩვენს საყვარელ კაფე-საფუნთუშეში წავედით.
***********
ალექსმა მანქანა არც თუ ისე დიდი კაფის წინ გააჩერა. გარედანაც კი ძალიან მყუდრო ჩანს. მუქი ხისაგან დამზადებულ ფანჯრებში მოჩანდა შიგნით რომ მხოლოდ რამდენიმე მაგიდა იყო დაკავებული. შუქი ოდნავ ბჟუტავდა, რაც ყოველთვის მყუდრო გარემოს მიქმნიდა.
როდესაც მანქანიდან გადმოვედით ალექსმა ხელი ჩამკიდა, მანქანა ჩაკეტა, შემდეგ კი კაფისკენ წავედით. ფოთლებს ქარი აქეთ-იქით ფანტავდა. იმდენად სასიამოვნო საყურებელი იყო, რომ ვერც კი გავიგე როდის გადავკვეთეთ გზა და შიგით შევედით. დავინახე როგორ იწვოდა ბუხარში შეშა, მისი ტკაცუნის ხმა კი ნერვებს მიმშვიდებდა. საოცრად წყნარი გარემოა. ხისაგან დამხაზებულ სკამებზე რბილი მატერია იდო, ხოლო ასევე ძველ სტილში გაკეთებულ მაგიდებზე პატარა სანთლები ელაგა. ალექსს ხელით ბუხრისკენ მოვქაჩე და იქით წავედით. ზევიდან პალტო გავიხადე, სკამზევე გადავკიდე და კაფეს თვალი მოვავლე. იმ ადგილას სადაც აქამდე ჩემი საყვარელი, ფუმფულა მცხობელი იყო ხოლმე ახლა ვიღაც ახალგაზრდა, კულულებიანი ბიჭი იდგა. წინ წინსაფარი ეკეთა, თან ფუნთუშებს თავის ადგილას დებდა.
-ჩაის დალევ თუ ყავას? -ალექსმა მკითხა.
-ყავა იყოს და ჩვენი საყვარელი ფუნთუშა -თავი დამიქნია, იმ კულულა ბიჭს კი ხელით უჩვენა, მოდიო. ისიც სწრაფად წამოვიდა ჩვენკენ.
-გამარჯობათ ,რას ინებებთ?
-ორი ყავა, უშაქროდ და ვაშლის ფუნთუშა, ასევე ორი ცალი -ბიჭმა თავი დაგვიქნია, შემდეგ კი ისევ თავის ადგილას წავიდა.
-როგორც ჩანს ჩვენი ფუმფულა ქალი აქ აღარ არის -დანანებით ვთქვი და ტელეფონი მაგიდაზე დავდე.
-იმ საყვარელ ქალზე ამბობ, სულ რომ აქ იყო ხოლმე? -თავი დავუქნიე და გავუღიმე, ალექსს კი ჩაეცინა.
-როგორ ჩაიარა შენმა სამუშაო დღემ? -თემა შევცვალე.
-დამღლელი იყო, თუმცა ნორმალურად. შენ რას შვებოდი?
-რაღაც პოლიტიკურ თემაზე მოვამზადე მასალა და უფროსს გავუგზავნე. იმედი მაქვს რომ მოეწონება. ძალიან ბევრი ვიმუშავე
-დარწმუნებული ვარ, რომ მოეწონება. -ალექსს გავუღიმე. ამ დროს ჩვენი შეკვეთაც მალევე მოვიდა. ბიჭს ორივემ მადლობა გადავუხადეთ. როგორც ყოველთვის თბილი ფუნთუშის სურნელმა მომნუსხა. თვალები დავხუჭე და ღრმად შევისუნთქე მისი გემრიელი სურნელი.
-გემრიელად მიირთვით. -ზრდილობიანად დაგვიკრა თავი იმ ბიჭმა, შემდეგ კი ისევ მარტო დაგვტოვა.
-ღმერთო, სურნელზეც რომ ეტყობა როგორი უგემრიელესია! -დანა და ჩანგალი მოვიმარჯვე, შემდეგ კი გემრიელად შევუდექი ჩემი ფუნთუშის ჭამას. ეს ფუნთუშები განსაკუთრებით გემრიელი იყო, თითქოს შიგნით საიდუმლო იგრედიენტი ჰქონდა, რომელიც განსაკუთრებულობას მატებდა. აქამდე ასეთი გემო არასოდეს ჰქონია. ალბათ ამ ახალი ბიჭის რეცეპტით არის გაკეთებული და რაიმე განსხვავებული უქნა ცომში. როგორც არ უნდა იყოს ასეთი გემრიელი არასოდეს არაფერი გამისინჯავს.
მეც და ალქესიც გემრიელად შევექცეოდით ჩვენს შეკვეთილს. ასეთ გარემოში ყავის დალევას არაფერი არ ჯობს. გარეთ ქარი ხეებს აქეთ-იქით არხევდა, თან თოვლის ფიფქებს მოაყოლებდა. უკვე დაბნელებული იყო, ლამპიონები კი მსხვილ თოვლის ფიფქებს ისეთ ელფერს სძენდა, თითქოს ბრჭყვიალა მძივები ცვივა ციდანო. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინ არის სასიამოვნო საყურებელი, როდესაც ბუხრის ახლოს ზიხარ, შენს საყვარელ ადამიანთან ერთად, ბუხარში კი შეშა ტკაცუნობს, რაც საოცრად მშვიდ, სასიამოვნო, მყუდრო გარემოს ქმნის.
-ხვალ ჩემს უფროსს ქალაქ გარეთ მივყვები. შენ კატოს სთხოვე რომ გამოვიდეს და ჩვენთან დარჩეს, მარტო რომ არ იყო. -როდესაც ჭამას მორჩა პირი მოიწმინდა, თან საუბარი დაიწყო.
-რა საქმეზე მიდიხართ? -ბოლო ლუკმა გემრიელად ჩავყლაპე. ტუჩზე დარჩენილი შაქრის ფხვნილი ცერა თითით მომაშორა, რაზეც გამეცინა.
-არ ვიცი ჯერ არც მე -მხრები აიჩეჩა -თუ არ ვცდები რაღაც პრეს-კონფერენციაა.
-ისე როგორ მიდის საქმე. როგორც ვიცი უფრო და უფრო მეტი გოგონები მოდიან, ხომ? -ვკითხე, თან ჩემი პალტო მხრებზე მოვიცვი, რადგან ცოტა შემცივდა.
-არა მხოლოდ გოგონები, ბიჭებიც ხშირად მოდიან ხოლმე. ძალიან ბევრს უნდა პირადი ტრენერი და ძალიან მომწონს მათი შემართება -ალექსს თავი დავუქნიე, შემდეგ კი კიმს მივწერე და ხვალინდელი გეგმების შესახებ ვკითხე.
-წავიდეთ უკვე? -ვკითხე, როდესაც კატომ მომწერა რომ დღეს ჩვენთან აპირებდა გამოსვლას და დარჩენას. -კატომ მომწერა, ჩვენთან გამოდის
-კარგი, წავიდეთ. სახლში რა ავაყოლოთ? -მაგიდიდან წამოვდექით. ალექსმა ფული იქვე დატოვა, შემდეგ კი გარეთ გავედით. იმდენად ლამაზი იყო გარეთ ყველაფერი. თოვლს ოდნავ დაუდია. კინაღამ პატარა ბავშვივით ხტუნაობა დავიწყე, სიხარულისგან.
მანქანასთან მალევე მივედით, შიგნით ჩავჯექი და გათბობა ჩავრთე. სიცივეზე ყოველთვის ცხვირი მიწითლდება და თითები მეყინება.
-სახლში კატოსთვის ტორტი ავიტანოთ, ხომ იცი გიჟდება. -ალქესმა თავი დამიქნია და მანქანა დაძრა. რამდენიმე წუთში პატარა სუპერმარკეტთან გააჩერა. თვითონვე გადავიდა, ათ წუთში კი პარკებით დატვირთული გამოვიდა. ნავაჭრი უკანა სიდენიაზე დადო, თვითონ კი საჭეს მიუჯდა.
-კატოს რომ ვიცნობ ვიცი სახლს გადაჭამს -სიცილით თქვა, თან გაზს ფეხი მიჭირა.
-მიკვირს, ამდენს ჭამს და სულ ფორმაში როგორ არის?
-ალბათ გენები -მხრები აიჩეჩა. -შენც ეგრე არ ხარ?
-კი -თავი დავუქნიე. -და ძალიანაც მიხარია. ისე, ლევანი სად არის? ქორწილის შემდეგ სულ რამდენჯერმე ვნახე
-ლევანი და გიორგი ბათუმში არიან, ალბათ იქითა კვირაში ეგენიც ჩამოვლენ.
-რომ ჩამოვლენ, მეჯვარეები შევკრიბოთ და სადმე წავიდეთ. კატო სულ აქ არის ხოლმე. -მანქანაში წყნარი სიმღერა ჩავრთე, თან გადავწყვიტეთ, რომ კატოსთან სამსახურში გაგვევლო და იქიდან წამოგვეყვანა. პირდაპირ იმ გზაზე მივდივართ, მან კი დროებით მანქანა გაყიდა, ამიტომ ტაქსით უწევს ხოლმე მგზავრობა. ჩვენ რომ მივალთ ვიცი ძალიან გაუხარდება. მე კიდევ კარგ სიტუაციაში ვარ, როდესაც სიუჟეტისთვის თემას მოვამზადებ მაშინვე შემიძლია რომ წამოვიდე, კატო კი რახან მეხუთე სართულზე მიმღებში ზის ვალდებულია, რომ ბოლომდე დარჩეს, რის გამოც საშინლად დაღლილი მიდის სახლში.
-ისე, ჩვენი შეკრების იდეა მომწონს. -თქვა ალექსმა და ჩემი უსაყვარლესი კომპანიის წინ გააჩერა მანქანა. -მეც ალბათ ერთ-ორ დღეში ჩამოვალ, გააჩნია ჩემი უფროსი რას გადაწყვეტს, თან ნაილს დავურეკავ და ვეტყვი რომ ჩამოსვლა დააჩქარონ, შემდეგ კი სადმე კარგ ბარში წავიდეთ, დიდი ხანია არ დამილევია და მათთან ერთად არ მომილხენია.
-ხო, მეც მომენატრა ორივე -გამეცინა -გახსოვს გიორგი როგორ დათვრა? შენ რომ არ დაგეჭირა ალბათ სკამიდან გადავარდებოდა -ჩვენს ქორწილში იმდენი სასაცილო ამბავი მოხდა, ნელ-ნელა რომ ვიხსენებ უფრო და უფრო მეცინება. ალექსის ორივე მეჯვარე საშინლად იყო მთვრალი და ისეთ რაღაცეებს აკეთებდნენ რომ როდესაც ვუყვებოდით არ სჯეროდათ. კიდევ კარგი ყველაფერი ვიდეო ფირზე არის აღბეჭდილი და დამამტკიცებელი საბუთებიც გვაქვს!
-მხოლოდ გიორგი და ლევანი? -მანაც არ დააკლო სიცილი -კატო როგორი მთვრალი იყო? იმ შავგვრემან ბიჭში რომ ავერიე და მე რომ მაბამდა -ისევ სიცილი ამივარდა, ალექსთან გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
-ძალიან ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში -თავი მხარზე დავადე, თვითონ კი შუბლზე მაკოცა. დავინახეთ როგორ გამოვიდა კატო კომპანიიდან, ალექსმა კი დაუსიგნალა, რაზეც შეხტა და კინაღამ წაიქცა. ისევ სიცილი ამივარდა. სიგნალის ხმაზე მოიხედა და როდესაც ჩვენ დაგვინახა შუა თითი აგვიწია. თეთრი ფანტელები თავზე ეცემოდნენ და ხელით ცდილობდა, რომ მოეშორებინა, თუმცა ამაოდ. იმდენად სასაცილო იყო.. თავისი ქერა, სწორი თმა კაშნით დაიფარა, შემდეგ კი მანქანის კარი გამოხსნა და შიგნით ჩაჯდა.
-ორი დარტყმული ცოლ-ქმარი! -როგროც კი თავის ადგილას მოთავსდა წუწუნი დაიწყო -სიგნალის ხმაზე ისე შემეშინდა კინაღამ წავიქეცი!
ცოტახანს მეც და ალექსიც თავს ვიკავებდით, მაგრამ ბოლოს ვერ მოვახერხეთ და მანქანა ჩვენი სიცილის ხმით აივსო.
-ხო იცინეთ, იცინეთ, რა გენაღვლებათ. იდიოტებო! -ჩაიბურდღუნა, თან უკან პარკებში ქექვა დაიწყო. -დაიცადეთ, ეს ყველაფერი ჩემთვის იყიდეთ? -ცოტახანში ყვირილს მოუკლო და იმდენი ტკბილეულის დანახვაზე ტონი შეცვალა.
-ხო, მაგდენის შეჭმა მხოლოდ შენ შეგიძლია -ალექსმა უპასუხა, თან მანქანა დაძრა. ღმერთო, არ მჯერა, ხვალ რომ გავიღვიძებ ალბათ თოვლი უკვე კარგად იდება, რადგან ტემპმა ძალიან მოუმატა და ხეებზე უკვე დევს კიდეც.
-არა, დარტყმულები კი ხართ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხართ! -ხელი ორივეს თავზე გადაგვისვა. გამეცინა და თავი გავაქნიე. როდესაც სახლში მივედი ტანზე მაშინვე ჩემი საყვარელი ფუმფულა ტანსაცმელი ჩავიცვი, კატო კი ჩემს კარადაში იქექებოდა, რომ რაიმე შეერჩია. საბოლოოდ ორივე ჩავიფუთნეთ და ქვევით ჩავედით.
-ალექსი სად დაიკარგა? -კკატომ იკითხა, თან სამზარეულოში გავიდა რომ ეჭამა.
-ხვალ სამსახურიდან უფროსს სადღაცას მიყვება რამდენიმე დღით და ალაგებს. -მაცივრიდან ნატურალური წვენი გამოვიღე, ორ ჭიქაში ჩამოვასხი და ადგილზე დავაბრუნე. მაღალ სკამზე შემოვჯექი, თან წვენს ვსვამდი.
-ანუ გამოდის რომ ეს დღეები სახლი ჩვენია? -წარბების თამაშით თქვა, რაზეც თავის დაკვრით დავეთანხმე, თან გამეცინა. -შოპინგზე ბოლოს როდის იყავი?
-ამ დღეების უკან -გამეცინა -ეს ფუმფულა რაღაცეები ვიყიდე -რაც გვეცვა ტანზე იმაზე მივანიშნე -და კიდევ რაღაც კაბები
-ხვალ წავიდეთ?
-არ ვიცი ხვალ როდის მოვრჩები მუშაობას, თან შენ ღამე იქ უნდა იყო, ნუ რაღა ღამე, ამ დრომდე და მერე სიარულის თავი გექნება?
-რას ქვია სიარულის თავი მექნება? შოპინგი მიხსენე და მკვდარიც კი ფეხზე წამოვდგები! -სიცილით გავაქნიე თავი და ამოვიოხრე. რაც თავი მახსოვს ასეთი გადარეულია, აღარაფერი ეშველება.
-კარგი, ეგრე იყოს -თავი დავუკარი -სანამ შენ სამსახურს მორჩები მე სახლში ვიქნები და ჩემს ახალ პროექტზე ვიმუშავებ.
-მანქანით წამოდი რა, ტაქსის თავი არ მაქვს. -კიმს კიდევ ერთხელ დავუკარი თავი თანხმობის ნიშნად, შემდეგ კი კინოთეატრში ჩავედით, რაიმე საინტერესო ფილმის სანახავად.
ადრე ამ კინოთეატრის ადგილას სარდაფი იყო, თუმცა არაფერში არ ვიყენებდით, ხოლო როდესაც მე და ალექსმა ამ სახლის ყიდვა გადავწყვიტეთ მაშინვე ის იდეა დაგვებადა, რომ ამ სარდაფში კინოთეატრის მოწყობა იდეალური იქნებოდა. ასეც არის. ბნელი ოთახია, ერთ უზარმაზარ კედელზე ტელევიზორი გვაქვს ჩამოკიდებული, რომელიც ამ კედლის ტოლია, ოთახში პუფები ყრია, იქვე პატარა კარადა გვაქვს, სადაც ტკბილეულობის გამოულევს მარაგს ვინახავთ. როდესაც აქ შემოვდივართ ალექსი თავის თავზე იღებს ხოლმე პოპკორნის გაკეთებას, შემდეგ კი წყნარად ვუყურებთ ფილმებს.
მე და კატომ გადავწყვიტეთ, რომ რაიმე დრამისთვის გვეყურებინა, ბოლოს ფილმი 'Aurore' შევარჩიეთ და საბოლოოდ გადავეშვით მთელს ფილმში, რომელიც გვასწავლის რამდენად უსამართლოა ცხოვრება, რამდენად ეგოისტები ვართ ადამიანები..
**********
თვალები როდესაც გავახილე მიდამო მოვათვალიერე. საწოლში ვიწექი, საბანი მეფარა, ფარდები კი ფანჯარაზე იყო გადაწეული, რომ მზის სხივებს არ შევეწუხებინე. როგორც ჩანს ალექსი უკვე წავიდა. საწოლიდან წამოვდექი, აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე, ხოლო როდესაც ოთახში დავბრუნდი ფანჯრებიდან ფარდები გადავწიე, რომ აქაურობა განათებულიყო. როდესაც ხეებზე ლამაზად დადებული თოვლი შევნიშნე სიხარულისგან ტაში შემოვკარი, თან მეცინებოდა ჩემს ბავშურ საქციელზე. საწოლი ავალაგე, ოთახიც ასე თუ ისე მივალაგე, ხალათი მოვიხვიე, შემდეგ კი ქვევით ჩავედი. საათს რომ შევხედე 7 სრულდებოდა. სამზარეულოში კატოს ფუსფუსი მესმოდა. შიგნით შევიხედე და გამეცინა, როდესაც მაგიდაზე ტკიბელულობის ყველანაირი მარაგი ეწყო.
-დილამშვიდობის -მივესალმე და მაგიდას მეც მივუჯექი.
-დილამშვიდობის -ისიც მომესალმა, თან ჩაიზე მანიშნა დაესხა თუ არა ჩემთვისაც. თავი დავუქნიე. -ხომ მოდიხარ სამსახურში?
-კი, რა არის?
-მანქანით?
-რათქმაუნდა -გამეცინა -შენ როდის აპირებ მანქანის ყიდვას? -წინ ჩაი დამიდგა და მადლობა გადავუხადე. ხელები ცხელ ჭიქას მოვხვიე, თან ფეხები სკამზე შემოვაწყე.
-ამ კვირაში აუცილებლად უნდა მოვახერხო, თორემ უკვე დავიტანჯე! -ამოიოხრა და ისიც ჩემს მსგავსად დაჯდა სკამზე. -ალექსი რომ ჩამოვა ამარჩევინებს იმედია რამეს, უნდა ვთხოვო რომ დამეხმაროს.
-ხო, ერთ ორ დღეში ეგეც ჩამოვა და დაგეხმარება, თორემ ცოდო ხარ. -რამდენიმე ხნით მეც მომიწია რომ მანქანის გარეშე ვყოფილიყავი და მთელი ის დრო დავიტანჯე. საშინლად იცის მიჩვევა მანქანამ.
-მიდი მალე დალიე და წავიდეთ, თან მზადაც არ ხარ. -ტანზე მიმანიშნა. თავი დავუქნიე, ჩაი უცებ დავლიე და ოთახში გავიქეცი. შავი, ტანზე მომდგარი შარვალი ჩავიცვი, ზემოდან თეთრი პერანგი, პერანგის ზემოდან კი მოკლე მკლავიანი, მაღალ ყელიანი ნაქსოვი, რომელიც ძალიან მიყვარს. ფეხზე მაღლები ჩავიცვი, შემდეგ კი სარკის წინ დავდექი. თმა უკან პერანგში მქონდა დარჩენილი, წინ ამოვიყარე, დავივარცხნე, თან კოსად ავიწიე. ისე, კარედ რომ შევიჭრა მგონი მომიხდება, მაგრამ მენანება ჩემი გრძელი თმა შესაჭრელად. რამდენჯერაც დავიმოკლე იმდენჯერ ვინანე. სახეზე მხოლოდ კანის დამატენიანებელი კრემი გადავისვი და ევლის სისწრაფით ჩავედი პირველ სართულზე, სადაც კატო ემზადებოდა.
-მორჩი? -მკითხა, რაზეც თავი დავუქნიე. ჩანთა ხელში ავიღე, მანქანის გასაღებიც ხელში დავიკავე და გარეთ გავედი. სანამ მანქანამდე მივიდოდი ალექსს დავურეკე, თუმცა არ მიპასუხა. ალბათ ვერ გაიგო. რამდენიმე წუთში, როდესაც მანქანაში ჩავჯექი ჩემი ტელეფონის ხმა იყო. ჯიბიდან ამოვიღე და ეკრანზე როდესაც ალექსის სახელი გამოჩნდა ღრმად ამოვისუნთქე.
-საყვარელო -როგორც კი ტელეფონს ვუპასუხე გამეღიმა. აქ რომ არ არის უკვე მენატრება მისი ბუზღუნიც კი.
-ბარბარა -ტელეფონიდანაც კი შემეძლო მივმხვდარიყავი, რომ იღიმოდა -აბაზანაში ვიყავი და ვერ გიპასუხე. რას შვები?
-მე და კიმი სამსახურში მივდივართ, შენ რას შვები, დიდი ხანია ჩახვედით? -მანქანა გზაზე გავიყვანე, თან ყურადღებით ვიყურებოდი აქეთ-იქით. ღმერთო, თეთრი თოვლის საბანი საოცრად უხდებოდა ამ ქალაქს.
-ახლა უნდა გავემზადო და გავიდე მე ჯონისთან ერთად. იმედია ჩემს გარეშე არ მოიწყენ და ხვალ საღამოს უკვე შენთან ვიქნები.
-იმედია შენც არ მოიწყენ -გამეცინა -წარმატებულ დღეს გისურვებ. მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ ბარბი, შენც წარმატებულ დღეს გისურვებ. -ტელეფონი სპეციალურ ჩასადებში მოვათავსე, თან მიდამოს თვალიერებით ვერ ვძღებოდი.
-რაო რას ვშვებიო შენმა კაცმა -კატო თვალზე წენს ისვამდა, რაზეც გამეცინა. სულ იპრანჭება, სულ!
-ახლა გავდივარ უფროსთანე ერთადო -გამეცინა -შენ კიდევ გეყოს ამდენი მაკიაჟი, ისედაც მშვენიერი ხარ.
-შენ რა გენაღვლება, მაკიაჟის გარეშეც ულამაზესი ხარ და მე? ახლა მე რომ არ წამესვა სახეზე არაფერი დალურჯებული თვალებით ვიქნებოდი სამსახურში. არ გინდა გამიცვალო შენი სილამაზე? -თვალები ავატრიალე და შუა თითი ავუწიე. ვიცი რომ ნახევრად ხუმრობს მაგრამ სულ არ ვთვლი რომ მე მასზე ლამაზი ვარ, მაკიაჟი კი იმიტომ არ გავიკეთე, რომ დღეს უბრალოდ არ მინდოდა. ზედმეტი მაკიაჟით არ მინდა სახის კანი გავიფუჭო.
როდესაც ტელევიზიაში მივედით მანქანა პარკინგზე დავაყენე, შემდეგ კი ორივე გადავედით და შესასვლელისკენ წავედით.
-მუშაობას რომ დავამთავრებ აქ დამხვდი, კარგი? -როდესაც შიგნით შევედით მკითხა, თავი დავუქნიე, თან ჩვენს თანამშრომლებს მივესალმე. როგორც ყოველთვის ყველა თავის საქმეში იყო გართული. კიმი ლიფტით ავიდა მეხუთე სართულზე, მე კი კაფეტერიაში შევიარე, Starbucksის ორი ყავა ავიღე, შემდეგ კი მეც ზევით ავედი.
-კატო, ყავა ამოგიყოლე -ერთი ჭიქა მას დავუდე, თან ჩემი კაბინეტი შევხსენი -შესვენებაზე მე არ გამოვალ, დავამთავრებ სამუშაოს და მერე ჩემს საფუნთუშეში წავალ, იქ ვიქნები. -კატომ თავი დამიქნია, შემდეგ კი შიგნით შევედი, კარი მივხურე, ჩემი მოსაცმელი თავის ადგილას დავკიდე და ჩემს სკამს მივუჯექი. ძალიან მიყვარს ჩემი კაბინეტი. ღია სპილოსძვლისფერი კედლები, მცირე ზომის დივანი და პატარა ფანჯარა, რომელიც პირდაპირ ჩემს წინ არის და უმშვენიერეს ხედს მიჩვენებს, საოცარ განწყობაზე მაყენებს. როდესაც მე და ალქესი დავქორწინდით საჩუქარი გამიკეთა და სალვადორ დალის ნახატი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, '' ამერიკის დაბადება '' მისაჩუქრა დიდ ტილოზე გადატანილი, რომელიც ჩემი სამუშაო მაგიდიდან მარჯვნივ, ცარიელ კედელზე მოვათავსეთ. ეს ყველაფერი სრულყოფილ, წყნარ სამუშაო გარემოს მიქმნის.
დღევანდელი ჩემო მოსამზადებელი თემა იყო ბულინგის თემა, რომელმაც ბოლო სტატისტიკის მიხედვით უამრავი თინეიჯერი ბავშვის თვითმკვლელობა მოყვა.
როგორც ჩანს ეს თემა ჩემთვის ზედმეტად მძიმე აღმოჩნდა, რადგან ისტორიების მოძიებისას რამდენჯერმე ცრემლებიც კი ვერ შევიკავე. ეს პრობლემა ოდითგანვე იყო, მაგრამ დღემდე მიკვირს როგორ შეუძლიათ სხვის ნაკლზე სიცილი? თანაც ბავშვებს. ეს ყველაფერი ხომ მათი მშობლებიდან მოდის, სახლში როგორც ზრდიან ისეთი იქნება ბავშვი გარეთაც. რატომ უნდა დაუშვა მშობელმა, რომ შენი შვილი სხვას კანის ფერზე, ჩაცმულობაზე ან სხვა რაიმე კრიტერიუმის გამო დასცინო, დავიჯერო ვერ იაზრებენ რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ სავალალო შედეგით სრულდება? ყველას ხომ არ აქვს ერთნაირი ფსიქიკა. ერთს თუ შეუძლია, რომ ეს ყველაფერი დააიგნოროს, მეორე ძალიან განიცდის და ხსნას სიკვდილში პოულობს.
ამ თემაში ისე შემომაღამდა, რომ ვერც გავიგე. როდესაც კედელზე ჩამოკიდებულ საათს შევხედე უკვე 7 სრულდებოდა. ჩემს მომზადებულ თემაში რაღაცეები შევასწორე, შემდეგ კი მაგიდიდან წამოვდექი, ტანზე ჩავიცვი, ტელეფონი ავიღე, ლეპტოპი გამოვრთე, შუქებიც ჩავაქრე და გარეთ გავედი. კატო იჯდა და რაღაცას თამაშობდა, რაზეც გამეცინა.
-რამდენ ხანში მორჩები?
-არ ვიცი, წეღან იყო უფროსი ამოსული, დღეს ცოტა მალე გამომიშვებს. შენ იცოდე არ დაიგვიანო, წინასწარ მოგწერ და როდესაც კარიდან გამოვალ აქ დამხვდი, არ გამყინო ამ თოვლში ეს სიფრიფანა გოგო -ხელი პირზე ავიფარე რომ არ გამცინებოდა. თავი გავაქნიე, დროებით დავემშვიდობე, შემდეგ კი ლიფტით ქვევით ჩავედი და კომპანიიდან გავედი.
თოვა არ წყდებოდა, რაც პირადად მე ამაღლებულ განწყობას მაყენებდა. სიცივის მიუხედავად მაინც სასიამოვნოა ასეთი ამინდი. მანქანისკენ წავედი, საჭეს მივუჯექი და ჩემი საყვარელი კაფე-საფუნთუშისკენ წავედი.
ნოემბერს ძალიან უხდება თოვლი. პრინციპში ორი დღეც და უკვე პირველი დეკემბერიც მოგვიკაკუნებს. დრო ძალიან მალე გადის. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის უკან შემოდგომის ხედით ვტკბებოდი, თუმცა ახლა ხრაშუნა თოვლში ვატარებ მანქანას, თან ვტკბები ასეთი სილამაზით.
მადლობა ღმერთს კატასტროფული მოძრაობა არ იყო და საფუნთუშემდე მალევე მივედი. როგორც წესი ამ დროს პიკის საათია, მაგრამ კარგად მოვასწარი სამსახურიდან გამოსვლა. მანქანა კაფის წინ დავაყენე, კარი ჩავკეტე, შემდეგ კი შიგნით შევედი. როგორც კი იქაური სითბო სახეზე მომელამუნა ბედნიერს გამეღიმა, თან ღრმად ჩავისუნთქე იქაური გემრიელობების სურნელი. როდესაც იქ შევედი პირველი რაც გავაკეთე ის იყო რომ ბუხრისკენ გავიხედე, ეგ ადგილი უკვე შემიყვარდა და ვერ გადავიტანდი დაკავებული რომ ყოფილიყო. კინაღამ სიხარულისგან ვიყვირე, როდესაც არავინ არ იჯდა. ჩემი საყვარელი ადგილისკენ წავედი, ჩემი თბილი ჟაკეტი სკამზე გადავკიდე და თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე აქაურობას. მაშინვე რაღაც სიახლე დავინახე, რაზეც გამეღიმა. ერთ პატარა კუთხეში კედელი იყო გამოჭრილი, სადაც წიგნების თარო იყო გაკეთებული. ალბათ თვითონ პატრონისაა, არამგონია აქ მოსული კლიენტებისთვის იყოს გაკეთებული. როდესაც ფუნთუშებისკენ გავიხედე კულულა ბიჭის მზერა დავიჭირე, ხელით ვანიშნე, რომ მოსულიყო.
-საღამომშვიდობის -ზრდილობიანად მომესალმა -რას ინებებთ?
-უშაქრო ჩაი და ვაშლის ფუნთუშა. -ბიჭმა თავი დამიკრა და უნდა გატრიალებულიყო, თუმცა რომ არ ვკითხო არ შემიძლია. -უკაცრავად, რაღაც უნდა გკითხოთ. -ბიჭი მაშინვე მოტრიალდა.
-გისმენთ -ლამაზი ღიმილით შემომანატა, თან ანთებული, მწვანე, მბზინავი თვალებით შემომცქეროდა.
-ამ პატარა ბიბლიოთეკით შეიძლება რომ ვისარგებლოთ?
-რათქმაუნდა, ამისთვის გავაკეთეთ -კულულამ ღიმილით მიპასუხა. მადლობა გადავუხადე და მაშინვე ფეხზე წამოვდექი რომ იქ მყოფი წიგნები დამეთვალიერებინა. პირველი რაც შევნიშნე იყო ''ქარიშხლიანი უღელტეხილი'', მის გვერდით ''სიამაყე და ცრურწმენა'' იდო, ასევე შევნიშნე ვირჯინია ვულფის ''მისის დოლოვეი'', თუმცა საბოლოოდ მაინც ო.ჰენრის მოთხრობებს დავჯერდი.
ჩემი საყვარელი წიგნით ადგილს დავუბრუნდი და სანამ ჩემი შეკვეთა მომივიდოდა წიგნი გადავშალე. ალექსმა მომიკითხა, აინტერესებდა დროს როგორ ვატარებდი, მეც სელფი გადავიღე, შემდეგ კი მას გავუგზავნე. ისიც არ დამრჩა ვალში, სურათი გამომიგზავნა, ბარში იყო და ერთობოდა. ცოტახანს ველაპარაკე, ცოტა კი შემშურდა მისი. დიდი ხანია ბარში არ ვყოფილვარ. მომენატრა ცოცხალი მუსიკა და თინეიჯერებთან ერთად გართობა. როდესაც ალექსს დავემშვიდობე კულულა ბიჭმა ჩემი ჩაი და ფუნთუშაც მომიტანა.
-კარგი არჩევანია -ბიჭმა წიგნზე მიმანიშნა, თან მისი წინსაფარი შეისწორა -რომელია თქვენი ფავორიტი მის მოთხრობებში?
-ალბათ ''ბედის ირონია''ს გამოვარჩევდი -ღიმილით ვუპასუხე. -ნიუ იორკი, მედისონ სკვერი. ვალანსი. ვგიჟდები ამ პერსონაჟზე. -ბიჭმა ჩაიღიმა, თავი დამიკრა, სასიამოვნო საღამო მისურვა, შემდეგ კი თავის ადგილს დაუბრუნდა. დრო ნელ-ნელა გაიწურა, მე კი ფუნთუშა ისე გემრიელად შევჭამე, რომ ვერც კი მივხვდი როდის გათავდა. ჩაიც დავლიე და რამდენიმე მოთხობის წაკითხვაც კი მოვასწარი, როდესაც კკატომ მომწერა, რომ 15 წუთში გამოვიდოდა. ფული მაგიდაზე დავდე, ჟაკეტი ჩავიცვი, შემდეგ კი გარეთ გავედი. როდესაც კომპანიასთან მივედი კატო გარეთ მელოდა, თან გაყინული ხელებს ერთმანეთზე ისვამდა. როდესაც ჩემი მანქანა დაინახა გამოიქცა, შემდეგ კი მანქანაში ჩახტა.
-სად ხარ ამდენხანს? გავიყინე!
-საშინელი მოძრაობაა! ძლივს მოვაღწიე აქამდე. დარწმუნებული ხარ რომ გინდა შოპინგი ახლა?
-რას ქვია არ მინდა?! დროზე წავედით, მთელი მაღაზიები სახლში უნდა წამოვიღოთ! -მის სისულელეზე გამეცინა, შემდეგ კი მანქანა დავძარი და მაღაზიების დასალაშქრად წავედით.
*******
უკანასკნელი მაღაზია, რომლის დახურვასაც რამდენიმე წამით გამოვასწარით ZARA იყო.კატო დაცვას ეხვეწებოდა, რომ ნახევარი საათი კიდევ მოეცათ უფლება შოპინგისთვის, მაგრამ მკაცრი უარით გამოგვისტუმრეს. ამ სულელმა ყველა ჭკუიდან გადაიყვანა. გარეთ უკვე კარგად იყო დაბნელებული, როდესაც უამრავი პარკით მანქანისკენ წავედით. თოვლის გამო სიარული ცოტა მიჭირდა, რადგან მაღლები მეცვა.
ლამპიონების შუქი იმდენად ლამაზად ანათებდა ფითქინა თოვლს, რომ იფიქრებდით, აქ თოვლი კი არა პატარა ბრილიანტები ყრიაო. ცივი ამინდები ძალიან მიყვარს, თანაც თოვლი უფრო მიქნის სასიამოვნო განწყობას და უფრო ბედნიერად დაველოდები შობას. ღმერთო, შობამდე ერთი თვეც აღარაა დარჩენილი! მიყვარს ეს დღესასწაული. მიყვარს ის ფაქტი, რომ ყოველთვის ჩემს საყვარელ ადამიანებთან ვხვდები ხოლმე მას.
როდესაც მანქანასთან მივედით ჩანთები საბარგულში ჩავალაგეთ, კატო ჩემზე წინ წავიდა, მე კი დრო ვიხელთე, დავიხარე, პატარა გუნდა გავაკეთე, შემდეგ კი კატოს ვესროლე, რასაც მისი ყვირილი მოყვა. გამეცინა და ორი წლის ბავშვივით გავიქეცი, რომ ჩემთვისაც არ ესროლა. ამ მაღლებზე ისე საშინლად დავდიოდი.. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა, თან რამდენჯერმე გავიგე რომ ვიღაცამ სურათი გადაიღო. აქეთ-იქით მიმოვიხედე, თუმცა არავინ შემიმჩნევია. შეიძლება ვინმე ტურისტი იყო და თავისთვის იღებდა სურათებს, მაგრამ ნამდვილად დავინახე პატარა ნათებაც და ის ხმაც გავიგონე, რომელიც ფოტოაპარატს აქვს სურათის გადაღების შემდეგ.
ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციე და გზა გავაგრძელე. ძლივს მოვასწარი მანქანაში ჩაჯდომა, შემდეგ კი კარის ჩაკეტვა.
-მანქანაში არ ჩაგსვამ სანამ მაგ გუნდას არ გააკეთებ -სიცილით ვუთხარი, თან მანქანა დავქოქე, რომ გამეხურებინა.
-მე კი მანამ არ მოვისვენებ, სანამ მაგ მშვენიერ სახეზე თეთრ თოვლს არ დავინახავ! -პატარა ბავშვივით გადაიჯვარედინა ხელები მკერდზე და ფანჯარასთან მიცდიდა, რაც სიცილს მგვრიდა.
-ნუ ბავშვობ, დაჯექი -კატომ შუა თითი ამიწია, მანქანას უკნიდან მოუარა და ხელები დამანახა, ცარიელი მაქვსო. მეც გავუხსენი კარები, თან მის სახეზე სიცილი ამივარდა. თმას თოვლისგან ისუფთავებდა.
-ხომ იცი რომ ბავშვობიდან მეზიზღება თოვლი -ამოიბუზღუნა.
-არ ვიცოდი -მხრები ავიჩეჩე -სულ რაღაც ორი წელია გიცნობ -კატოს გაეცინა და ხელები ჯიბეში ჩაიცურა. ვიფიქრე რომ ეს გასათბობად გააკეთა, მაგრამ ჩემი ფიქრები შორს გაფრინდნენ, როდესაც ჯიბიდან თოვლის გუნდა ამოიღო და პირდაპირ სახეზე მომაყარა. სიცილი ამივარდა, თან თოვლი იმდენად ცივი იყო, რომ წამში გამეყინა სახე.
-ღმერთო, რა ბავშვი ხარ -სიცილით ვუთხარი, თან სახიდან თოვლს ვიწმენდდი, შემდეგ კი ფანჯრიდან გადავყარე.
-ხომ იცი ისე ვერ მოვისვენებდი -კმაყოფილი სახით მითხრა, შემდეგ კი სიმღერა ჩართო. თავი გავაქნიე და გაზს ფეხი მივაჭირე. თოვლის გამო გადატვირთული მოძრაობა იყო, ამიტომ სახლში 10 საათზე მივედით. როდესაც მანქანა ავტოსადგომში გავაჩერე, პარკები ხელში დავიკავე, შემდეგ კი წინა შესასვლელისკენ წავედი. კარებთან დავინახე, რომ ნაცნობი სილუეტი იდგა. თავიდან ვიფიქრე, რომ ალექსი დაბრუნდა, თუმცა ის ბიჭი აშკარად ალექსზე უფრო გამხდარი იყო. უფრო ახლოს როდესაც მივედი, ის ბიჭიც შემოტრიალდა და სიხარულისგან ხმამაღლა დავიყვირე როდესაც ჩემი ძმა დავინახე. პარკები იქვე დავყარე და მისკენ გავიქეცი, ისიც კი დამავიწყდა, რომ ფეხსაცმელი საშინლად ცურავდა.
-ლუკა! -რა წამსაც მის მკლავებში აღმოვჩნდი ხმადაბლა აღმომხდა მისი სახელი და მონატრებისგან ვიგრძენი როგორ დამისველდა თვალები.
-ბარბი -მანაც ხმადაბლა დაიჩურჩულა, თან თავზე ნაზად მკოცნიდა და ძლიერად მიკრავდა გულში.
-არ მჯერა რომ აქ ხარ! მამა როგორ არის? აქ არის? როდის ჩამოხვედით? -ცრემლები მოვიწმინდე, თან ძლიერად ვეხვეოდი. არ მინდოდა მოვშორებოდი. ამდენი ხანია არ მინახავს, ახლა კი აქ დგას, სრულიად შეცვლილი, გაზრდილი..
-ბარბარა, დამეხმარე! -უკანა ეზოდან კატოს ხმა გავიგე. სულ დამავიწყდა რომ იმდენი პარკი აქვს გამოსატანი.
-ჩემი მეჯვარეა, კატო. -ავუხსენი -შოპინგე ვიყავით და უამრავი პარკია უკან.
-წამოდი, დაგეხმარებით -ლუკას თავი დავუქნიე, თან მეც გავყევი. გული ისე მიცემდა სიხარულისგან, რომ მალე საგულედან ამოვარდებოდა. არ მეგონა ასეთი ბედიერება თუ დამხვდებოდა შოპინგიდან მოსულს. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.
რამდენიმე წლის უკან, როდესაც დედა და მამა დაშორდნენ შვილებიც გაინაწილეს. მამამ ბიჭი წაიყვანა, კაცის ხელი სჭირდებაო, დედამ კი მე დამიტოვა, მომავალში დედის მხარდაჭერა დასჭირდებაო. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების დაშორება ორივემ მძიმეთ გადავიტანეთ, ყველაზე რთული მაინც ერთმანეთისგან შორს ყოფნა იყო. ვერ აგიღწერთ იმ ტკივილს, რასაც მაშინ ვგრძნობდი, როდესაც ვხედავდი როგორ მიყავდა მტირალი ლუკა მამას, მე კი დედა მაკავებდა, რომ მას არ გავყოლოდი. ორივე ბოლო ხმაზე ვტიროდით და ერთმანეთისკენ მივიწევდით, თუმცა საბოლოოდ მანქანის დაძვრამ დაგვაშორა ერთმანეთს. ამ დღის შემდეგ ლუკა მხოლოდ რამდენჯერმე ვნახე. მაშინ ორივე არასრულწლოვნები ვიყავით. დრო ისე გავიდა, რომ მისი გარეგნობაც კი აღარ მახსოვდა, ერთმანეთს ინტერნეტითაც კი აღარ ვეკონტაქტებოდით. დრომ თავისი ქნა. თითქოს ერთმანეთი დავივიწყეთ, მაგრამ ახლა, როდესაც ის აქ დავინახე შიგნიდან უამრავმა გრძნობამ ერთიანად იფეთქა. რეალურად არასოდეს დამვიწყებია ის, გულის სიღრმეში ყოველთვის მტკიოდა მის გარეშე ყოფნა.
როდესაც კიმთან მივედით დაბნეული იყურებოდა.
-კატო, ეს ჩემი ძმაა, ლუკა. ლუკა, ეს კატოა, ჩემი დაქალი -ორივემ ერთმანეთს ხელები ჩამოართვეს, კიმმა კი თმები ყურს უკან გადაიწია და როგორც ჩვევია, გაპრანჭვა დაიწყო. ლუკაზე ხშირად ვუყვებოდი ხოლმე კატოს, პატარაობის სურათები, რომლებიც შემორჩენილი მაქვს ხშირად ვათვალიერებდით ერთად. მანაც კარგად იცის რამხელა ტკივილია მშობლების დაშორება, რადგან ეს ყველაფერი მასაც გამოცდილი აქვს.
-აბა, რა არის წასაღები? -ლუკამ იკითხა, თან აქეთ-იქით მიმოიხედა. პარკებზე მივანიშნე, შემდეგ კი ერთად წავედით სახლისკენ. გზად რომ პარკები დავყარე, ხელში დავიკავე, შემდეგ კი სახლში შევედით. მე და ლუკა ერთმანეთისგან ისე განვსხვავდებით, როგორც მზე და მთვარე. მე ბამბის ქულასავით თეთრი ბავშვი ვიყავი, დედასავით, ის კი კუპრივით შავი, მამას მსგავსად. ისეთი სიმპატიური იყო.. თმა ღია ფრად შეეღება, წვერი კი ისევ თავის ფერზე ჰქონდა. ადრევე ვიცოდი, რომ ყურის გახვრეტას აპირებდა, მაგრამ ცხვირზე პირსინგი ცოტა გამიკვირდა.
-ღმერთო, არ მჯერა რომ აქ ხარ! -როდესაც პარკები დივანზე დავალაგეთ, ისევ მისკენ წავედი და მოვეხვიე. ხმადაბალი ჩაცინების ხმა გავიგე, თან შუბლზე ნაზად მაკოცა.
-შენი ქმარი სად არის? მინდა, რომ გავიცნო. -დივანზე დაჯდა, თან გვერდით მიმისვა. კატომ მანიშნა, ოთახში ავალო. თავი დავუქნიე.
-2 დღით ქალაქ გარეთ იყო წასული სამსახურიდან. ხვალ ჩამოვა. შენზე მომიყევი, მამა როგორ არის? შენ რას შვები?
-მამა ამ ბოლო დროს შეუძლოდ იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის. მე ვისწავლე, ახლა ვმუშაობ, პარალელურად ვერთობი. შენ როგორ ხარ? ღმერთო, ვერ წარმოიდგენ როგორ მენატრებოდი! დედა როგორ არის?
-ლუკა, ახლაც კი არ მჯერა, რომ აქ ხარ! დედას რაც შეეხება, არ მელაპარაკება. დღემდე ვერ მპატიობს, რომ ალექსზე გავთხოვდი. -თავი გავაქნიე -წარმოიდგინე, ქორწილშიც კი არ მოვიდა. სრულიად უპატრონოდ ვიყავი -სიმწრისგან ჩამეცინა, როდესაც მახსენდება, რომ ჩემი არცერთი მშობელი ჩემს ქორწილს არ ესწრებოდა.
-ვიცი, რომ მეც მელოდებოდი. თავის მართლებას არ დავიწყებ, ჩემი ბრალია რომ მეც არ ვიყავი შენთან. -სახიდან თმა გადამიწია და შუბლზე ნაზად მაკოცა, შემდეგ კი კურტკა გაიხადა და მოკლე მკლავიანი მაისურით დაჯდა. მისი ხელები ტატუებით იყო დაფარული.
-რატომ არ ჩამოხვედი? -ჩემს თავს მივეცი უფლება, რომ მისთვის ეს მეკითხა. ღირსი ვარ, რომ ვიცოდე.
-კაზინოში ვთამაშობდი, დიდი ფული წავაგე და მოკლედ, შარში ვიყავი. ახლა ყველაფერი კარგად არის. ვალიც დავაბრუნე და შენთანაც ჩამოვედი. რაც მთავარია აღარ ვაპირებ შენს მიტოვებას.
-სიტყვაზე გიჭერ! იცოდე ეს პირობა უნდა აასრულო.
-გპირდები ავასრულებ. ხოლო დედას რაც შეეხება, მამამ მისი მისამართიც მითხრა. როდესაც აქ ჩამოვდიოდით დედას დაურეკა და შენი მისამართი მან მითხრა. ხვალ მასთან წავალთ, ორივე ერთად.
-ლუკა...
-ხმა არ ამოიღო. ის თავის პრინციპებს არ ღალატობს, მაგრამ შენ შვილი ხარ და ვალდებული ხარ რომ მასთან მიხვიდე. -ღრმად ამოვიოხრე, თავი დავუქნიე, შემდეგ კი ფეხზე წამოვდექი.
-ჩაის დალევ?
-ჩაი? ხუმრობ? საშინლად მშია, მაჭამე რამე. -გამეცინა. ბავშობაში რაც მახსოვს სულ მაცივარში იჯდა, მაგრამ ამის მიუხედავად არასოდეს ყოფილა პუტკუნა ბავშვი. რათქმაუნდა გენები.
-რას მიირთმევ? სტეიკი? კვერცხი? -სამზარეულოს კარიდან გავძახე, თუმცა ისიც გამომყვა.
-უმ. სტეიკიც, კვერცხიც და კიდევ ყველაფერი, რაც გაქვს. -სიცილი ამივარდა, ლოყაზე ვაკოცე, შემდეგ კი საჭმლის გამზადება დავიწყე, თან ჩვენს ერთად გატარებულ დროს ვიხსენებდით. რამდენად ტკბილი იყო ის დრო, რაც ერთად გვაქვს გატარებული და როგორ მენატრება ის წლები..
ღმერთო, ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი ძმა აქ ზის, ჩემს წინ. ასეთი გაზრდილები ვართ ორივე. ორივე სხვადასხვა სამყაროდან, მაგრამ მაინც, თითქოს ერთიანები.
-მამა რატომ არ მოვიდა შენთან ერთად? -წინ გამზადებული საჭმელი დავუდე, თან პურს ვჭრიდი.
-დღეს სახლს ეძებს რომ იქ დავრჩეთ. ხვალ ერთად გამოგივლით და დედასთან ისე წავიდეთ. -თავი დავუქნიე და მაგიდაზე ტკბილეულობაც დავუდე.
-როგორ გაუმართლა შენს ქმარს შენნაირი გოგო რომ ყავს, საოცრად გემრიელი საჭმელია. ალბათ როგორ გაასუქებ იმ ბიჭს -პირგამოტენილმა მითხრა, თან წვენს სვამდა. გამეცინა.
-მარტო იმიტომ გაუმართლა, რომ კარგი მზარეული ვარ?
-არა, კიდევ იმიტომ რომ ჩემი და ხარ -თვალი ჩამიკრა, შემდეგ კი კოცნა გამომიგზავნა.


იმედია მოგეწონებათ love ველოდები შეფასებას შემდეგში უფრო გავზრდი თავების მოცულობას winked მიყვარხართ love love




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent