შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატი(თავი2)


6-07-2016, 00:13
ავტორი chemibichi
ნანახია 2 036

მთელი ღამე თეთრად გავათენეთ. ერთმანეთს ცხოვრების იმ გამორჩენილ თავებს ვუზიარებდით, რომელიც ერთად არ გვქონდა გატარებული. მომიყვა თავის პირად ცხოვრებაზე და იმ გოგონაზე, ვისზეც თავდავიწყებით იყო შეყვარებული, თუმცა დაშორდნენ, გარკვეული მიზეზების გამო. ახლა კი ნელნელა დაივიწყდა ის გოგო და მზად არის რომ ახალი ცხოვრება დაიწყოს. ასევე მომიყვა მისი შემოქმედების შესახებ. ბავშვობიდან ხატავდა და როგორც ჩანს ახლაც უყვარს ეს საქმე. აპირებს რომ თბილისის კედლები ვანდალურად მოხატოს, რაზეც ერთად ვიცინეთ. სულაც არ ვფიქრობ რომ ეს ვანდალიზმია, რადგან საოცრად ალამაზებს გრაფიკით დახატული შედევრები გარეუბნებში მიტოვებულ, დაბინძურებულ კედლებს, ამიტომ რათქმაუნდა ხელს შევუწყობ თუ კი დასჭირდება ჩემი მხარდაჭერა. როდესაც მასზე საუბარს მოვრჩით ჩემზე ვილაპარაკეთ. მოვუყევი როგორ გავიცანი ალექსი, როგორ შემიყვარდა.. შემდეგ ჩვენი ქორწილის ამბებიც გავიხსენე, შემდეგ კი ვიდეო ფირი ჩავრთეთ, სადაც ყველაფერი კარგად ჩანდა. ალექსი გარეგნულად ძალიან მოეწონა და მითხრა, რომ ძალიან ვუხდებოდით, მისმა ამ კომპლიმენტმა გამახარა. ამას გარდა, ისევე როგორც მე, მასაც ძალიან წყდებოდა გული, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშნველოვან დღეს ჩემთან არ იყო, მებოდიშებოდა, თან გულში მიკრავდა. მოგვიანებით კატო შემოგვიერთდა, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და საერთო ენაც გამონახეს, რაც ძალიან მახარებს. ვფიქრობ ორივე ერთად კარგი წყვილი იქნება, არა? ვხედავდი კატო როგორ ეპრანჭებოდა ლუკას, რაც სიცილს მგვრიდა. მოგვიანებით კატომ ხელი დამავლო, აბაზანაში გამიყვანა და ხმადაბალი ყვირილით მეუბნებოდა, ასეთ ძმას მიმალავდიო? რათქმაუნდა გულიანად ვიცინოდი, ჩემი პასუხი კი ის იყო, რომ ჩემს ძმას თავად არ ვიცნობდი კარგად.
საბოლოოდ, როდესაც თავზე დაგვათენდა მივხვდი რომ ერთი წუთიც კი არ მქონდა დასაძინებლად. უკვე დრო იყო, რომ სამსახურისთვის დამეწყო მზადება. ლუკას პირველ სართულზე ოთახი გამოვუყავი დროებით, რომ დაესვენა, შემდეგ მეც და კატოც ოთახში ავედით და ახალი შეძენილი სამოსიდან რაღაცეები ამოვარჩიეთ.
მე მთლიანი, შავი, მოკლე კაბა ჩავიცვი, ფეხზე ორნამენტებიანი კოლგოტი ჩავიცვი, ხელზე საათი კავიგეთე, მაღლები მოვირგე, შემდეგ კი სარკეში ჩავიხედე. ვფიქრობ ნორმალურად გამოვიყურები, თვალები რომ არ მქონდეს დაწითლებული. სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, ტუჩებზე მუქი წითელი პომადა ჩავისვი, შემდეგ კი ტყავის კურტკა მოვიცვი. ჩანთა მხარზე გადავიკიდე, მანქანის გასაღები ავიღე და ოთახიდან გავედი. კატოც გზაში შემომეჩეხა
-ვაუ, სუპერ სექსუალური ხარ -მადლობა გადავუხადე და მასაც ვუთხარი რომ კარგად გამოიყურებოდა. ნამდვილად ასე იყო, შავი მომდგარი შარვალი ეცვა, ფეხზე მასაც მაღლები, ზევიდან კი ამოღებული მაისური და ნაზი კაშნე ჰქონდა მოხვეული.
სანამ სახლიდან გავიდოდი ალექსის მონატრებამ შემომიტია, ტელეფონზე დავუკერე, ცოტახანს ველაპარაკე, ლუკას შესახებაც ვუთხარი და ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოსულიყო, რადგან ძალიან მენატრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღეა რაც წასულია, სახლს მაინც აკლია მისი სიცილი, მე კი მისი ბუზღუნი და ძლიერი მკლავები, რომლებშიც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
საბოლოოდ სახლი დავტოვეთ და გარეთ გავედით. თოვლს უკვე ძალიან დაედო, ამიტომ გზებზე სამაშველოები მუშაობდნენ, რომ მოძრაობაში ამხელა თოვლს ხელი არ შეეშალა. მიუხედავად იმისა, რომ გზებს ასუფთავებდნენ ცოტა მაინც დაგვაგვიანდა, ყავის აღებაც ვერ მოვასწარი. გულ ამოვარდნილები შევედით შენობაში, შემდეგ კი ლიფტში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი იდგა და ჩვენზე იცინოდა. ნამდვილად სასაცილოდ გამოვიყურებოდით. მე აწითლებული ცხვირით, თანაც დაღლილი, კატო კი ხმამაღლა ქოშინებდა, თითქოს მანქანა მოსდევდაო. როდესაც ლიფტმა მეხუთე სართულამდე აგვიყვანა, კატო თავის მაგიდას მიუჯდა, მე კი კაბინეტში შევედი, ოთახი გავანათე, შემდეგ კი მაგიდას მივუჯექი და ჩემს საქმეში თავიდან ბოლომდე ჩავიძირე, რომელიც მშობლებისაგან მიტოვებულ ბავშვებს ეხებოდათ. ბავშვებს, რომლებიც დედებმა ან სამშობიაროშივე მიატოვეს, ანდაც ბავშვთა აღსაზრდელ ცენტრს მიაბარეს.
ეს თემაც ძალიან რთული აღმოჩნდა. უფროსს ვთხოვე, რომ ამ თემაზე თათბირი მოეწვია, ვისაუბრეთ, ბევრი ღონისძიება დავგეგმეთ ასეთი ბავშვებისთვის, ჩემს უფროსს კი ჩემი იდეა, ამ საახალწლოდ ასეთ ბავშვებთან მისვლა და საჩუქრების მიტანა, ძალიან მოეწონა, თანაც ეს ჩვენთვის დიდი რეკლამა იქნება, ამასთანავე პატარა უდედმამო ბავშვებს ძალიან გავახარებთ. ამ თემაზე ჯეისი, ჩემი უფროსი, ყველას გააფრთხილებს დღესვე, შემდეგ კი საკმაოდ სოლიდურ თანხას ავკრეფთ მთელს კომპანიაში და დაუვიწყარ ახალ წელს შევუქმნით პატარებს.
თათბირის შემდეგ ჯეისმა ცალკე გამიყვანა, მთხოვა, რომ მე დამეგეგმა ეს ყველაფერი. სრული ნდობა გამომიცხადა და მითხრა, რომ ეს ყველაფერი თუ კარგად ჩაივლიდა დამაწინაურებდა. ამაზე კარგი რა შეიძლება დღეს მომხდარიყო?! შემდეგ კი მეც და კატოც სახლში გაგვიშვა, ორივეს გეტყობათ რომ წუხელ კარგი დრო ატარეთ და არ გძინებიათო. სიხარულისგან კინაღამ ჩავეხუტე. მადლობების შემდეგ სახლში წამოვედით. კატომ მთხოვა, ჩემთან დამტოვე და საღამოს ჩემით გამოგივლითო, რაზეც დავთანხმდი, შემდეგ კი შევპირდი, რომ ლუკას გავუშვებდი ჩემი მანქანით წამოსაყვანად, რაზეც ორი წლის ბავშვივით დაიწყო ხტუნვა.
როდესაც სახლში მივედი, კარის გახსნა და ჩემი სიხარულისაგან ყვირილი ერთი იყო.
-ალექს! -ფეხზე სასწრაფოდ გავიხადე მაღლები, შემდეგ კი მისკენ გავიქეცი და მთელი ძალით მოვეხვიე. ალექსმაც მომხვია ხელები, შემდეგ კი ლოყები დამიკოცნა.
-ძალიან მომენტრე, ბამბის ქულავ -გამეცინა, თითის წვერებზე ავიწიე, შემდეგ კი ჩემს მონატრებულ ტუჩებს შევეხე. ალექსმა ხელი ლოყაზე დამადო, თან კოცნას არ წყვეტდა, როდესაც სამზარეულოდან ლუკა გამოვიდა. ალექსს კიდევ ერთხელ, სწრაფად ვაკოცე, შემდეგ კი ისინი ერთმანეთისთვის უნდა გამეცნო, მაგრამ ლუკამ მახარა, რომ ერთმანეთი უკვე გაიცნეს, და ლუდის დალევაც მოასწრეს ერთად.
ამ ბედნიერი დღის კიდევ ერთი, განსაკუთრებული ნაწილი იყო ის მომენტი, როდესაც მამა მოვიდა ჩემთან. ტირილით ვეხვეოდი, თან ახლად გაპარსულ ლოყებს ვუკოცნიდი და მისგან მოშორება მიჭირდა. ისიც ძალიან იყო შეცვლილი. შუბლზე ნაოჭები გასჩენია, თმაში კი ჭაღარა შერევია. ხვევნა-კოცნის შემდეგ დედასთან წასვლის დროც დადგა. ალექსი ძლივს დავითანხმეთ წამოსვლაზე. ვუთხარი, რომ თუ ის არ წამოვიდოდა მეც დავრჩებოდი.
საბოლოოდ მაშინ მივხვდი, რომ საშინლად ვნერვიულობდი, როდესაც დედას კარზე ზარი დავრეკეთ. ხელები მიკანკალებდა, გული კი ყელში მებჯინებოდა. როდესაც კარი დედამ გახსნა სახეზე ისეთი გაოცება გამოესახა, როგორიც ალბათ 1962 წელს, არმსტრონგმა რომ დადგა მთვარეზე პირველად ფეხი.
თვალები ცრემლებით აევსო და ლუკას ისე მოეხვია, რომ მივხვდი, მისთვის დროებით ყველაფერმა შეწყვიტა ტრიალი. სახლში შევედით და უხერხულად ვუყურებდი ამ სცენას. საბოლოოდ ისევ ლუკა მოშორდა. დედა მეც გადამეხვია, შემდეგ ალექსს მოკიდა ხელი, ისიც შემოიერთა, და ბოლოს ჯგუფურ ჩახუტებას ლუკაც და მამაც შემოემატნენ.
საღამო იმაზე კარგად მიდიოდა, ვიდრე მეგონა. დედა და მამა ბავშვობის წლებს იხსენებდნენ, რამდენჯერმე ალექსთანაც კი შემარცხვინეს ჩემი სულელური ბავშვური საქციელის გამო. სულ პატარა ვყოფილვარ, 4-5 წლის, როდესაც ლუკასთან ნიძლავი წამიგია და შუა ქუჩაში სრულიად შიშველს მირბენია.
დედა როდესაც სამზარეულოში გავიდა ყავის მოსადუღებლად მეც გავყევი. ვილაპარაკეთ, მითხრა რომ ალექსის შესახებ წარმოდგენა არ შეცვლია და იგივე აზრზე რჩებოდა, მაგრამ ჩემს გამო ამ ყველაფერზე თვალს დახუჭავდა, რადგან ჩემი დაკარგვა არ უნდა.
საღამომ საოცრად ჩაიარა. როდესაც დავიშალეთ მამა და ლუკა იმ სახლში წავიყვანე, სადაც სახლი იქირავეს, მე და ალექსი კი სახლში დავბრუნდით და ერთმანეთის მონატრებულები, ოთახში სიყვარულის მორევში გადავეშვით.
Chapter six
Barbara's POV

დეკემბრის 5 რიცხვი ისე მოვიდა, რომ ვერც კი გავიგე. მოკლედ მოგიყვებით იმის შესახებ, რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში მოხდა, რადგან გასაკუთრებული არაფერი ყოფილა. წუხელ კევანი და გიორგი ჩამოვიდნენ. კატოს ძმა, ვაკოც დღეს ჩამოვიდა, თუ არ ვცდები ევროპაში იყო, სამოგზაუროდ. კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი რომ ძალიან მხიარული და კარგი ბიჭია. მის შესახებ ხშირად მიყვებოდა ხოლმე კატო. ამას გარდა, სამსახურში ობოლი პატარებისთვის რაც დავგეგმეთ თითქმის მოგვარდა. საკმაოდ დიდი თანხა აგროვდა, საჩუქრებიც უკვე ვიყიდეთ. ახლა ერთადერთი რასაც ველოდებით ეს არის შობა. ჩემმა უფროსმა, ჯეისმა უამრავი მადლობა მიხადა, მაგრამ სანამ ამ საჩუქრებს ბავშვები არ მიიღებენ სამადლობელი არაფერი არ არის.
თოვლმაც გადაიღო, თუმცა როგორც ვიცით ეს დროებითია და წინ დიდი თოვლიანობა გველის. ახლა, ამ საღამოს კი ბარში ვაპირებთ წასვლას, სადაც ყველა ვიქნებით. ჩემი ძმა, კატო და მისი ძმა, ალექსის მეჯვარეებიც.. ვფიქრობ კარგი საღამო იქნება. ოთახში ავედი. შავი, ტანზე მომდგარი ჯინსი ჩავიცვი, ზემოდან მოკლე მკლავიანი მაისური, ფეხზე კი რათქმაუნდა მაღლები. სახეზე არაფერი წავისვი, თმა გავიშალე, შემდეგ კი ქვევით ჩავედი. ალექსიც ემზადებოდა, ფეხსაცმელს იცვამდა.
-მორჩი შენ უკვე? -თავი დავუქნიე და ზემოდან ღია ფერის პალტო მოვიცვი, სულ რომ არ ჩავშავებულიყავი. ჩანთა ავიღე, ტელეფონიც ჯიბეში ჩავიცურე.
-შენი მანქანით წავიდეთ ხომ? ჩემი კატოს ვათხოვე დღეს.
-კი, არაა პრობლემა. აბაზანაში შევალ ერთ წუთს და გამოვალ -ალექსს თავი დავუქნიე, შევძახე, რომ მანქანაში დაველოდებოდი, შემდეგ კი გარეთ გავედი. დღეს საკმაოდ ციოდა. ლამპიონები კი მიდამოს ანათებდა. ალექსის მანქანაში წინა სავარძელზე მოვთავსდი და კატოს მივწერე რას შვრებოდა. მითხრა, რომ თითქმის მზად იყო. სანამ ალექსი გამოვიდოდა ლუკამააც დამირეკა და ზუსტი ადგილი მკითხა, სად უნდა მოსულიყო.
დაახლოებით 1 საათში ყველა IRON BAR ში ვიყავით. ბიჭებმა ერთმანეთი გაიცნეს და საერთო ენაც გამონახეს. მე და კატომ გემრელობები შევუკვეთეთ, ბიჭებმა კი სასმელი. მომწონს ეს ბარი, საკმაოდ კარგი სიტუაციაა. მკრთალი შუქები ანათებდა არც თუ ისე დიდ ოთახს. მაგიდები კი ერთმანეთისგან იყო მოშორებული. ტყავის დივნებს შორის მოზრდილი შუშის მაგიდები იდო, მაგიდებზე კი საფერფლეები ელაგა.
როდესაც ყველა ჩვენს ადგილს მივუსხედით გართობაც მაშინ დაიწყო. საღამო საოცრად მიდიოდა, თუმცა მე და კატო არ ვსვამდით. ორივე მანქანებით ვართ, კატო ჩემი მანქანით წაიყვანს ვაკოს და გიორიგს, მე კი ლევანის,ლუკას და ალექსის წაყვანა მაბარია. დალევის გარეშეც საოცრად ვერთობოდით. რამდენიმე სიმღერაზე ვიცეკვეთ კიდეც, თუმცა ალექსი სკამიდან ვერ ავაყენე, რომ ეცეკვა. როდესაც თვრება იმაზე უჟმური ხდება ვიდრე რეალურად არის. ეს თვისება ყველაზე მეტად არ მიყვარს მასში.
ბარიდან შუაღამისას გამოვედით. მაღლებმა ფეხები ძალიან მატკინა. მე და კატომ იმდენი ვიცეკვეთ, ხვალ თუ ფეხზე ავდგები კარგი იქნება. ლევანი და ლუკა სახლში მივიყვანე. ჩემმა ძმამ მითხრა, რომ ხვალ ჩემთან მოვიდოდა, რადგან რაღაც უნდა ეთხოვა, სადღაც გაყოლაზე. რათქმაუნდა უარი არ მითქვამს. პირიქით, დიდი სიამოვნებით გავყვები სადაც მთხოვს.
როდესაც მანქანა ჩვენი სახლის წინ გავაჩერე, მანქანიდან გადმოვედი, ალექსმაც იგივე გააკეთა. სახლის კარი შევხსენი და პირველი რაც გავაკეთე, ის იყო, რომ ფეხზე გავიხადე, შემდეგ კი დივანზე დავწექი.
-კარგი საღამო იყო, დაღლად ღირდა. -ალექსს ვუთხარი, თუმცა არ მიპასუხა, ისიც დივანზე დაჯდა და ხელები თავზე შემოიწყო. საკმაოდ ბევრი დალიეს.
-წავედი, უნდა დავწვე. ხვალ ლუკა უნდა გამოვიდეს, მთხოვა რომ სადღაც გამომყევიო. -ფეხზე წამოვდექი და პალტოც გავიხადე.
-რა? არსად გაყვები მე თუ არ მოგცემ უფლებას. -მკაცრი ტონით თქვა, რაც ხუმრობად მივიღე და გამეცინა. -არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ, -როდესაც მიხვდა რომ არ დამეჯერა მისი ნათქვამი ისევ გაიმეორა.
-შენ ვერ დამიშლი ვერაფერს, ვერასდროს. მითუმეტეს როდესაც საქმე ჩემს ძმას ეხება.
-შენი ქმარი ვარ და რასაც გეტყვი იმას გააკეთებ! ვამბობ რომ არ წახვალ, ესეიგი არ წახვალ და დამთავრდა! -ისევ სიცილი ამივარდა, ოღონდ ამჯერად სიმწრის სიცილი. არავის არ მივცემ უფლებას რომ რაიმე დამიშალოს, მითუმეტეს ალექსს. აქამდეც ვიცოდი დედაჩემისგან, რომ სიმთვრალეში პათოლოგი ხდებოდა და უაზროდ ქმნიდა პრობლემებს, თუმცა შეყვარებულობის პერიოდში უამრავჯერ მინახავს მთვრალი და ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებია. დავიჯერო ასეთი კარგი მსახიობია, რომ თავს იკავებდა?
-რახან ჩემი ქმარი ხარ იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე დამიშალო, რადგან, მთელი გულითაც რომ გინდოდეს ეს არ გამოგივა. -სრულიად მშვიდად და სერიოზულად ვუთხარი, თან ფეხზე წამოვდექი. -ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა. ახლაც არაფერი შეიცვლება.
-ყველაფერი შეიცვლება! -ფეხზე ადგა და დაიყვირა -რადგან ვამბობ, რომ არ წახვალ, ესეიგი არ წახვალ და დამთავრდა ახლა საუბარი! -ისევ სიცილი ამივარდა. ვიცი მთვრალია და უნდა გავჩერდე, მაგრამ რახან ახლა ასე ავადმყოფურად აზროვნებს, თუ დავაიგნორე, სიფხიზლეშიც წამოუვლის თავისი წიკები, რასაც არ შევარჩენ, ამიტომ ჯობს ახლავე იცოდეს, რომ ეგეთ რაღაცეებში არასოდეს დავუხრი თავს, სულ რომ უგონოდ ნასვამი იყოს.
-დამთავრდეს საუბარი -მხრები ავიჩეჩე -შენ არ დაგეკითხები არსად წასვლაზე. თუ მინდა ახლავე ავდგები და წავალ, სადაც მინდა. ეს შენ არ გეხება. -ვიცი, რომ ზედმეტი მომდის და უნდა გავჩერდე, მართლა ვიცი, მაგრამ ვერ ვჩერდები. აი ეს არის ჩემი პრობლემა.
-როდესაც იცი, რომ არსად წამსვლელი არ ხარ, ნუ ლაპარაკობ ზედმეტს. ბოლოს ხომ იცი მაინც იმას გააკეთებ რაც მე მინდა. -ჩემკენ წამოვიდა, რომ ხელი მოეხვია ჩემთვის. -წამოდი ახლა და მასიამოვნე.
-ჯერესერთი -ხელი ავუქნიე, რომ არ მომკარებოდა -შენი სათამაშო არ ვარ, რომ გასიამოვნო
-სათამაშო არა, ცოლი ხარ -საუბარში ჩამერთო.
-რახან ცოლი ვარ იმას არ ნიშნავს, რომ მოგემსახურო საწოლში. ეს ერთი. ახლა მეორე, ყოველთვის იმას გავაკეთებ, რაც მე მინდა და არა იმას, რაც შენ გინდა. ეს კარგად დაიმახსოვრე. -ჩემი პალტო ისევ ჩავიცვი, კარისკენ წავედი, ფეხზეც ჩავიცვი, შემდეგ კი გარეთ გავედი. უკნიდან ალექსის ყვირილი მესმოდა, რომ დავბრუნებულიყავი, მაგრამ შანსი არაა ახლა სახლში შევბრუნდე. მეზიზღება როდესაც ჩემზე მბრძანებლობენ. ვერ ავიტან ასეთი ტონით ლაპარაკს ვერავისგან, მითუმეტეს ქმრისგან. როდესაც პატარა ვიყავი მაშინვე ვერ ვიტანდი რაღაცას რომ მკაცრად მეუბნებოდნენ. ყოველთვის პირიქით ვაკეთებდი ხოლმე. ალექსისგან ასეთ საქციელს არ ვარ მიჩვეული და არც არასდროს მივიღებ მის ასეთ კაპრიზებს. არასოდეს. პალტოს ჯიბიდან ალექსის მანქანის გასაღები ამოვიღე და დაუფიქრებლად მოვთავსდი შიგნით, შემდეგ კი მანქანა დავძარი და გზაზე გავედი. საათს რომ დავხედე 3 სრულდებოდა. ღმერთო, ნეტავ ჩემი კაფე-საფუნთუშე ღია იქნება? ნამდვილად არ ვიცი რომელ საათზე იკეტება. იქნებ ღია იყოს? ცრემლები, რომელიც თვალებიდან დაუკითხავად წამომსვლია, მოვიწმინდე. არ მიყვარს, როდესაც ბავშვივით რაღაცაზე ვტირი, მაგრამ ახლა შემეშინდა. შემეშინდა, რომ დედაჩემის ნათქვამი არ ასრულდეს. მეშინია, რომ ალექსი ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორიც მე მეგონა, რომ იყო.
როდესაც საფუნთუშეს მივუახლოვდი წამიერი ბედნიერება გამიკრთა გულში, რადგან დავინახე, რომ მკრთალი შუქი ანათებდა შიგნით. მანქანიდან სწრაფად გადავედი, კარები ჩავკეტე, შემდეგ კი გზა გადავკვეთე. როგოც ყოველთვის, გზები ცარიელი იყო. მხოლოდ რამოდენიმე მანქანა თუ შეგხვდებოდათ მოსიარულე.
როდესაც კაფის კართან დავდექი, შიგნით დავინახე რომ მხოლოდ ის კულულა ბიჭი იყო, რაღაც ყუთებს აწყობდა, თან იქიდან იგრედიენტებს იღებდა. კარს ერთხელ მივაწექი, მაგრამ დაკეტილი იყო. რათქმაუნდა ჩემი წამიერი ბედნიერება მაშინვე გაქრა. მეც სულელი ვარ, როგორ მეგონა, რომ ღამის სამ საათზე ეს უსაყვარლესი კაფე ღია იქნებოდა? როდესაც გამოვბრუნდი გავიგე, რომ კარი გაიხსნა.
-რამით შემიძლია დაგეხმაროთ? -
-არა, ვიფიქრე, რომ ღია იყო, თუმცა შევცდი. უკაცრავად. - მივტრიალდი და გავუღიმე.
-არ არის პრობლემა -მანაც გაიღიმა, ისე, რომ მისი ყველა კბილი გამოჩნდა. -შემობრძანდით, ფინჯან ყავას შემოგთავაზებთ. გარეთ ძალიან ცივა.
ცოტახნით დავფიქრდი, შევსულიყავი თუ არა. ძალიან უხერხული იქნება ალბათ ახლა რომ შევიდე, თუმცა მაინც გავბედე და კაფისკენ წავედი. ბიჭმა შიგნით შემიშვა, მე კი რათქმაუნდა ბუხრისკენ წავედი, რადგან გარეთ ძალიან ციოდა, თუმცა ბუხარშიც უკვე ქრებოდა ცეცხლი.
-ჩაი უშაქროდ, ხომ? -ბიჭმა მკითხა.
-არ მინდა რომ შეგაწუხოთ. ცოტახანს ვიქნები და მალევე წავალ სახლში. თუ რაიმეში დახმარება გჭირდებათ დაგეხმარებით. -გულწრფელად შევთავაზე. არ მინდა, რომ ჩემს გამო რაიმე საქმეს მოცდეს. მეც კაი სულელი ვარ. სად მოვრბოდი, რომ მოვრბოდი.
-არა, უკვე დავასრულე ყველაფერი. ახალი პროდუქტი მოვიდა, ყოველ საღამოს ასე არის. დილისთვის ვამზადებთ, რომ უკეთესი ფუნთუშები გამოვიდეს. ისე, მე დემეტრე ვარ -ხელი გამომიწოდა. ჩემი გაყინული ხელი მის უზარმაზარ ხელს დავადე. საოცრად თბილი ჰქონდა.
-მე ბარბარა ვარ -გავუღიმე და ხელი გამოვწიე.
-ლამაზი სახელია, მაგრამ ამ სახელის პატრონი უფრო ლამაზია -ეშმაკურად გამიღიმა, რაზეც გამეცინა.
-მოდი, აქ დამელოდე, უცებ გამოვაცხობ ფუნთუშებს და ყავაც დავლიოთ. თან მომიყევი რატომ არის ასეთი მშვენიერი ბარბი ასე გვიან გარეთ. -ისევ გამეცინა და თავი დავუქნიე. ძალიან სასაცილო და კაი ტიპია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ უნდა ვიცინოდე, მაინც მეცინება.
-შემიძლია დაგეხმარო? -კიდევ ერთხელ შევთავაზე, რაზეც გაიცინა და ლოყებს უკან ღრმულები გამოაჩინა.
-თუ ასე ძალიან გინდა წამოდი, ჩაი ჩამოასხი, მაგრამ მე არ მეზარება. -ფეხზე ავდექი და ზემოდან პალტო გავიხადე. ზემოდან მოკლე მკლავიანი მაისური მეცვა. ღმერთო, იმედია არ გავიყინები.
დემეტრე წინ გამიძღვა და შიგნით შევედით. იმ ადგილას, სადაც ჩემი საყვარელი ფუნთუშები ცხვება. კულულამ მიმანიშნა რა სად იდო. მეც ორი ჭიქა ავიღე, წყალი ავადუღე, ჩაის ფერი ჭიქებში ჩავალაგე, შემდეგ კი ჩამოვასხი. კატომ კი მოზელილი ცომი აიღო, ლამაზად გადაზილა კიდევ ერთხელ ხელში, შიგნით გახეხილი ვაშლი ჩაუდო და ბოლოს ღუმელში შედო.
-მიდი, დაჯექი და მოვალ -თავი დავუქნიე, ჭიქები ავიღე და ისევ ბუხართან მივედი. ჯერ დამჯდარიც არ ვიყავი, როდესაც კატო პლედით ხელში გამოვიდა. მე მომაწოდა და მითხრა, რომ მხრებზე მომეხვია. ღმერთო, ეს ბიჭი ძალიან წუხდება ჩემს გამო, რაც უხერხულობაში მაგდებს.
-ძალიან გაწუხებ -ამოვიოხრე -თანაც გაყოვნებ აქ. მუშაობას ახლა მორჩი და ამ შუა ღამისას აქ ჩემს გამო რჩები და საქმეს გიმატებ.
-შენ ამაზე არ იდარდო -ისევ გამიღიმა და ჩემს წინ დაჯდა, თან ჩაი მოსვა. -ჰმ. ჩემზე კარგ ჩაის ამზადებ. უკვე იმაზე დავფიქრდი, სამსახური ხომ არ შემოგთავაზო -გაიცინა და ისევ მოსვა ჩაი.
-სიამოვნებით ვუმუშავებდი ასეთ მყუდრო ადგილას -მეც გამეცინა. სრულიად სერიოზულად ვთქვი. ალბათ ტელევიზიაში რომ არ ვიყო აქ მუშაობაზე დავიწყებდი ბრძოლას!
-ახლა მითხარი ვინ გაწყენინა, სხვა ვარიანტში ასე გვიან გარეთ არ იბოდიალებდი -ისევ გამიღიმა, თან ჩაის სვამდა. არ ვფიქრობ რომ უცნობთან ჩემი ოჯახური პრობლემების განხილვა სწორი იქნება, ამიტომ უბრალოდ თავი გავაქნიე და მეც გავუღიმე.
-შეყვარებული გაწყენინებდა -არ შემეშვა, თან ფეხზე წამოდგა, რომ ფუნთუშები ენახა. როდესაც ღუმელიდან გამოიღო აქამდე მოვიდა ის სურნელი, რომელიც საოცრად მიყვარს. კულულა კატომალევე დაბრუნდა ორი თეფშით ხელში. როდსაც მაგიდაზე დადო ორივე, ბუხარში შეშა შეაგდო, შემდეგ კი ისევ ადგილს დაუბრუნდა.
-შეყვარებული არა, ქმარი -ბოლოს მაინც ამოვიღე ხმა. სახეზე დაბნეულობა გამოესახა.
-ვიფიქრე რომ შეყვარებული იყო ის ბიჭი, აქ რომ მოდიოდით ხოლმე ერთად. თანაც თითქმის ყოველდღე -ჩაი მოვსვი და პლედი კარგად მოვიხურე მხრებზე.
-თითქმის ერთი თვეა რაც დავქორწინდით.
-სულელი ბიჭი ყოფილა ასეთ გოგონას თუ ტკენს გულს -მხრები აიჩეჩა. -სანამ დროა დაგაფასოს. მეც ეგრე სულელურად მოვიქეცი ერთ გოგონასთან და ბოლოს მიმატოვა.
-ძალიან ვწუხვარ.
-არა, ნუ წუხარ -გაიცინა -რაც იყო იყო. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს ალბათ იგივე სისულელეებს ჩავიდენდი. ჯერ ახალგაზრდა ვარ, წინ მაქვს ყველაფერი.
-მომწონს შენი შემართება -მეც გამეცინა და ფუნთუშა გემრიელად ჩავკბიჩე. ღმერთო, უგემრიელესია. მოიჭრას ამ ბიჭმა ხელები და სახლში გამატანოს.
-ანუ არ მეუბნები რა მოხდა, ხომ? -ჩაის ჭიქა გვერდზე გადადო და ხელები გულ-მკერდზე გაიდაიჯვარედინა.
-არაფერი არ არის სათქმელი -ისევ გამეცინა და ფუნთუშის ფქვილი, რომელიც ტუჩებზე დამრჩა თითით მოვიწმინდე. -ვფიქრობ ყველა ოჯახშია ხოლმე ხანდახან რაღაც პრობლემები. ახლა კი დროებით გამოვედი სახლიდან, რომ უფრო დიდ ჩხუბში არ გადასულიყო ჩვენი პატარა კამათი, თანაც ამ საქციელით დავამტკიცე, რომ არავის შეუძლია ჩემზე უფროსობა. ესაა და ეს.
-ახლა გასაგებია. -გამიღიმა, თან დაამთქნარა. თვალებიც უძილობისგან უკვე დაწითლებული ჰქონდა. ტელეფონი კი მანქანაში მიდევს და ალბათ გასკდა რეკვისგან.
-მოდი მე წავალ, შენც დაისვენე. ძალიან მოგაცდინე. -ფეხზე წამოვდექი, პლედი დავკეცე და სკამზე დავდე.
-იყავი, მართლა არ მიშლი. პირიქით, მომწონს შენთან საუბარი. -ისიც ფეხზე წამოდგა.
-არა, არა. მადლობა ძალიან დიდი. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, მართლა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა -გავუღიმე და კარისკენ წავედი.
-არ არის პრობლემა. ნებისმიერ დროს შეგიძლია, რომ აქ მოხვიდე.
-დიდი მადლობა -გავუცინე, შემდეგ კი ხელი დავუქნიე და გარეთ გავედი. ძალიან საყვარელია, ძალიან მეგობრული.
მანქანაში როდესაც ჩავჯექი პირველი რაც შევამოწმე ტელეფონი იყო. უამრავი შეტყობინება და შემოსული ზარი ალექსისგან. ასე მოუხდება. აუტანელი იდიოტი. გაზს ფეხი მივაჭირე და ისევ სახლში დავბრუნდი. როდესაც სახლში შევედი დივანზე იწვა და ეძინა. ასე მოუხდება. ოთახში ავედი, ტანზე გავიხადე და საწოლში თბილად მოვთავსდი, შემდეგ კი ტკბილად ჩამეძინა.
Chapter seven
Barbara's POV

დილით ლუკას ზარმა გამაღვიძა, მითხრა რომ ერთ საათში მოვიდოდა. საწოლიდან წამოვდექი, აბაზანაში შხაპი მივიღე, გავემზადე, შემდეგ კი სამზარეულოში ჩავედი. ალექსიც შიგნით იდგა. მომესალმა, მაგრამ ხმა არ გავეცი. ყავა მოვიდუღე, შემდეგ კი მაგიდასთან დავჯექი.
-არ მელაპარაკები? -წინ დამიდგა, თან ხელები თავზე შემოიწყო. აშკარად ნაბახუსევზე იყო და ამდენი დალევისგან თავი სტკიოდა. უარესის ღირსია. როდესაც დალევა არ შეუძლია, არ უნდა დალიოს. მისი კითხვა ისევ დავაიგნორე, ყავა სწრაფად დავლიე, თან ტელეფონზე ლუკასმივწერე, რომ მალე მოსულიყო.
-რა დავაშავე ასეთი, რომ ასე მაიგნორებ? -სამზარეულოდან მისაღებში გამომყვა, შემდეგ კი ხელი მკლავზე მომკიდა და მისკენ მიმატრიალა.
-დავიჯერო წუხელ რაც მოხდა არაფერი არ გახსოვს? -ხელი გავაშვებინე. სარკეში ჩავიხედე, თან თმა ჩამოვივარცხნე.
-არა, არაფერი -თავი გააქნია. გამეცინა.
-კიდევ ერთი მიზეზი დაემატა წუხანდელ შენს უაზროდ გამართულ სცენას, რის გამოც არ უნდა დალიო.
-თუ არ მეტყვი რა გავაკეთე, არც მემახსოვრება -მხრები ისე აიჩეჩა, თითქოს დამნაშავე მე ვყოფილიყავი.
-ალექს შემეშვი. გაანძრიე ტვინი და გაგახსენდება. არ ვარ შენს ხასიათზე. -პალტო მოვიცვი, შემდეგ კი გარეთ გავედი.
-სად მიდიხარ? -კარებში როდესაც გავედი მომაძახა.
-ჯანდაბაში, გამომყვები? -მისი უაზრო დაკითხვებით მობეზრებულმა ვუპასუხე და კარი გამოვიხურე. ლუკა დაახლოებით 15 წუთში მოვიდა. ახალი მანქანა უყიდია, რომელიც საოცრად მომეწონა. კარგად ვერ ვერკვევი მანქანებში, მაგრამ ეს მერსედესის ფირმის, დაბალი მანქანა იყო, შავი ფერის. ძალიან ელეგანტური და ისეთი, ჩემს ძმას რომ მოუხდება.
-როდის მოასწარი მანქანის ყიდვა? ჯერ კიდევ გუშინ მე დაგტოვე სახლში უგონოდ მთვრალი -სიცილით ვუთხარი, როდესაც მანქანაში ჩავჯექი.
-ეს მანქანა როდესაც აქ ჩამოვედი მაშინ მქონდა შერჩეული. მაშინ ვიყიდე და დღეს დილით სახლთან მომიყვანეს. ხომ მაგარია? -თავი დავუქნიე, თან ლოყაზე ვაკოცე. ძალიან ბედნიერი ვარ მას რომ ასე გაღიმებულს ვხედავ ამდენი ხნის შემდეგ, თუმცა დღეს ძალიან უხასიათოდ ვიყავი. მიუხედავად იმისა რომ ვცდილობდი, არ შემემჩნია, მაინც ვერ ვერეოდი თავს. ალექსზე და მის უაზრო საქციელზე მეფიქრებოდა. დავიჯერო ასე უნდა გაგრძელდეს დაუსრულებლად? ამას ვერ ავიტან. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. ლუკა მიხსნიდა, რომ იმის გარდა, რომ მისი ახალი მანქანა გარეგნულად ძალიან მაგარი იყო, ასევე მისი ტურბო, თუ რაღაც ნაწილი ზედმეტად ძლიერი და სწრაფი იყო. მოკლედ, არ ვიცი რაზე მელაპარაკებოდა, მაგრამ მთელი გზა მის ახალ მანქანაზე ლაპარაკით დამღალა.
დღევანდელი სუსხიანი დღე რატომღაც ჩემს ხასითზეც მოქმედებდა. ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი. მთლად ხასიათის გამოც არ ვარ ასე. წუხანდელი ამბები ჯერ კიდევ არ ამომდის გონებიდან, მაგრამ ასეთი მოღუშული ამინდი კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე მაყენებს. ქალაქში უკვე იწყებოდა საშობაოდ მზადება. როდესაც პატარა ვიყავი დედა რომ აკეთებდა რაღაცეებს სამზარეულოში არაფერს ვაცლიდი. ხელებში ვუვარდებოდი ხოლმე, რომ გამეკეთებინა ნამცხვრები. მახსოვს მაღალი მაგიდის გამო ყოველთვის სკამს ვიდგამდი ხოლმე, რომ ადვილად მეყურებინა ყველაფრისთვის, თან დახმარების ნაცვლად ხელს ვუშლიდი და ბოლოს ფქვილში ამოსვრილი, აბაზანაში შევყავდი, რომ დავებანე. მახსოვს ხუმრობით მეუბნებოდა ხოლმე, მე ვერ დაგბან, სარეცხის მანქანაში შეგაგდებ და ის გაგრეცხავსო. მეც სულელი, ვტიროდი, არ შემაგდო, თავბრუ დამეხვევა და მოვკვდები-მეთქი. ყოველ წელს პირობას ვდებდი, რომ ხელს არ შევუშლიდი, ის კი სარეცხის მანქანაში არ შემსვამდა გასარეცხად. როდესაც ცოტა წამოვიზარდე და მივხვდი რომ მართლა არ შემაგდებდა სარეცხის მანქანაში უფრო გაბედულად ვიყრიდი თავზე ფქვილს, მერე კი სანამ გაბრაზებას მოასწრებდა სააბაზანოში ჩემი ნებით მივრბოდი ხოლმე, თან ბოლო ხმაზე ვიცინოდი, ''აბა დამიჭირე''-ს ყვირილით. შემდეგ ლუკა მიჭერდა და დედას ეუბნებოდა, დედა, შენ არ დაიღალო ამის დაჭერით, მე დაგიჭერ ხოლმე, შემდეგ კი შენ შეიყვანე სააბაზანოში-ო.
კარგია ბავშვობა. ჩემი ნება რომ იყოს არასოდეს გავიზრდებოდი. უზნულველ ბავშვობას არაფერი სჯობს. ბავშობას, სადაც ცრემლებიც და სიცილიც გულწრფელია. ნეტავ შემეძლოს ბავშვობის წლების უკან დაბრუნება. ნეტავ შემეძლოს დროის გადახვევა და ვფიცავ, არასოდეს მექნებოდა იმის სურვილი, რომ იმ წლებს ერთი მაინც მომატებოდათ. უამრავი რაღაც მახსოვს, რაც ახლა ყველაზე მეტად მენატრება. უამრავი რაღაც არის, რასაც მაშინ ბავშვურად ვაკეთებდი, მაგრამ ახლა გულითაც რომ მინდოდეს ვერ გავაკეთებ.
როდესაც ლუკამ მანქანა გააჩერა ორივე გადმოვედით. საღებავების მაღაზიაში მომიყვანა, რაც ცოტა გამიკვირდა, თუმცა შემდეგ გამახსენდა, რომ კედლების მოხატვა უნდა, მაგრამ მე რა შუაში ვარ? როდესაც ვკითხე, ჩემგან რა გინდოდა-მეთქი, მიპასუხა, მომენატრა შენთან ერთად მაღაზიებში ბოდიალიო. სიხარულისგან გამეღიმა, შემდეგ კი უამრავი საღებავების მაღაზია მოვიარეთ და პირველი ნახატი, რომლითაც თბილისის გარეუბნები უნდა გაალამაზოს, მე ავურჩიე.
***
დრო ისე გაიპარა და შობის საღამო ისე მოვიდა, რომ თითქოს ერთი წამი ყოფილიყოს. აქამდე ამაღლებული განწყობით ვიქნებოდი და ალბათ დედასთან ერთად ვიტრიალებდი სამზარეულოში, მაგრამ ამის ნაცვლად დივანზე წამოწოლილი ჰაინრიჰ ბიოლის ''კლოუნის თვალთახედვა''ს ვკითხულობდი. მისი სათაური პირველად რომ წავიკითხე, ვიფიქრე, რომ რაღაც სულელური წიგნი იქნებოდა, ვიღაც კლოუნის კლოუნურ ფიქრებზე და განცხრომებზე, მაგრამ პირველივე აბზაციდან მივხვდი, რომ ვცდილობდი. კლოუნი, რომელიც მეგონა, რომ მართლა კლოუნი იყო, ანუ ჰანს შნირი, მისი 'თვალთახედვა' მართლაც საინტერესო გამოდგა, რიგითი კლოუნის კვალობაზე. ის გამოდგა ისეთი ადამიანი, რომელსაც ქონდა პროტესტი იმ გარემოს მიმართ, რომელშიც თვითონვე ცხოვრობდა.
წიგნის შუაში ვიყავი, როდესაც ალექსი შემოვიდა მისაღებში, თან თოვლი ჩამოიფერთხა მხრებიდან. ხელში პარკები ეკავა. ალბათ საშობაოდ იყიდა რაღაცეები.
-არაფრის გაკეთებას არ აპირებ? -წყნარად მკითხა, პარკები აქვე, მაგიდაზე დააწყო, თვითონ კი ჩემს წინ დივანზე მოთავსდა.
-რა გინდა რომ გავაკეთო? -წიგნი დროებით დავხურე და მას მივუბრუნდი. პირველი შობაა, რომელსაც სრული განწყობის გარეშე ვხვდები. ალექსის ერთმა სულელურმა საქციელმა ამდენი ხნის შემდეგაც კი ვერ დამავიწყა თავი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი თვე გავიდა იმ ღამის შემდეგ, მაინც თითქმის ყოველდღე მეკამათება ისეთ თემებზე, როგორიცაა დილით სირბილი, ტკბილეულის ჭამა.. და ამას დამატებული, უაზრო ეჭვიანობა დაიწყო. არ ვიცი რა აქვს საეჭვიანო, მაგრამ ფაქტია, რომ ნელ-ნელა იმ თვისებებს აჩენს, რაც აქამდე მასში მიძინებული იყო ჩვენი შეყვარებულობის პერიოდში.
-არ ვიცი, ქათამი მოვიტანე და ტკბილეულობა. პატარა სუფრა გავაკეთოთ და ორივეს მშობლები მოვიპატიჟოთ, ერთად შევხვდეთ შობას. -ცდილობს, რომ როგორმე მისი დანაშაული გამოისყიდოს, მაგრამ არ იცის როგორ.
-ლუკამ დედა და მამა ქალაქგარეთ წაიყვანა. აქ არ არიან.
-შენ რატომ არ წაყევი? -გაკვირვებულმა მკითხა, რაზეც ისტერიული სიცილი ამივარდა. გულწრფელად გამეცინა. დივნიდან წამოვდექი და პარკები ხელში დავიკავე.
-სერიოზულად, ალექს? შენ არ იყავი ის ერთადერთი, ვინ ორი დღის წინ სახლში მთვრალი მოვიდა და ჩალაგებული ჩანთა უკან ამომალაგებინა, არ გიშვებ, ჩემთან იყავიო?
-მაპატიე, გთხოვ. ნამდვილი ახვარივით ვიქცევი. მეც არ ვიცი რა მემართება. -ფეხზე წამოდგა, ჩემსკენ წამოვიდა და ეცადა, რომ გულში ჩავეკარი, მაგრამ ხელი არ მოვაკიდებინე.
-მეც არ ვიცი რა გემართება. შენც იცი რომ არ მოგცემ უფლებას რაიმე მიბრძანო. ლუკასაც იმიტომ არ გავყევი, რომ შემეშინდა შენ რამე არ მოგსვლოდა. ძალიან იყავი მთვრალი. ლუკამაც იგივე მიზეზი ვუთხარი. -სამზარეულოში გავედი, ალექსიც გამომყვა.
-მისმინე, ძალიან ვწუხვარ. პირველი შობაა, რომელსაც ერთად ვხვდებით, როგორც ცოლ-ქმარი. გთხოვ, არ გავაფუჭოთ ეს საღამო. გთხოვ.
-ვერ გცნობ, არ ვიცი რა გემართება. ასეთი არ ყოფილხარ. გეფიცები, თუ შენს თავს ცოტა არ აიყვან ხელში, აუცილებლად ცუდი შედეგით დასრულდება ეს ყველაფერი.
ალექსი ოდნავ მოიწია ჩემთან, ხელი წელზე მომხვია, შემდეგ კი გულში ჩამიკრა. მეც აღარ მოვქცეულვარ პირველყოფილივით. ხელები მხრებზე მოვხვიე, თავი კი მკერდზე მივადე. ყურში მეჩურჩულებოდა, რომ ძალიან წუხდა და მეორედ ეს ყველაფერი არ განმეორდებოდა. მინდა რომ დავიჯერო. მინდა, რომ აასრულოს ის, რასაც მპირდება.
მოგვიანებით, როდესაც ყველაფერი გავამზადე და მაგიდაც გავშალე, ალექსს ვუთხარი, რომ მისი მშობლებისთვის დაერეკა. საოცრად კარგი დედ-მამა ყავს. ძალიან მიყვარს ორივე, თუმცა ორივე ბათუმში ცხოვრობს, ახლა კი დროებით არიან თბილისში, ამიტომ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებთ, აუცილებლად უნდა მოვიპატიჟოთ ისინი.
როდესაც ისინი მოვიპატიჟეთ, ლუკასაც დავუკერე. როდესაც მითხრა, რომ სახლში ქალაქში დაბრუნდნენ, სიხარულისგან კინაღან ყირამალების გაკეთება დავიწყე. რათქმაუნდა ჩემი მშობლებიც მოვიპატიჟე, ხოლო როდესაც ყველა ერთად შევიკრიბეთ მივუსხედით ჩვენს საშობაო სუფრას, თან ერთმანეთში საჩუქრები გავცვალეთ. ბევრი ვიხალისეთ, ალექსმა და ლუკამ კი იმდენი დალიეს, რომ ბოლოს თავიანთ სახელსაც კი ვერ იხსენებდნენ. ზოგადად, ვის გაუგია შობას ასე დალევა და დათრობა? მაგრამ ეს ორი ადამიანი ხომ ორი უიშვიათესი ჯიშის უჯიშოა!
საბოლოოდ, მამამ წაიყვანა დედა და ლუკა სახლში. ალექსის მშობლებიც დაგვემშვიდობნენ და ისევ მარტო დავრჩი მთვრალ ალექსთან, რომელიც არ ვიცი რას მოიმოქმედებს და როგორ მატკენს გულს.

Chapter eight
Barbara's POV

არ მინდოდა რომ მთვრალ ალექსთან ერთად ოთახში მარტო ვყოფილიყავი, რადგან ვიცოდი რომ რაღაც შარს მომდებდა, ამიტომ სანამ მეორე სართულზე ამოსვლას მოასწრებდა კინოთეატრში ჩავედი. ტკბილეული მოვიმარაგე და ჩემი საყვარელი ფილმი 'Love actually' ჩავრთე, რომელიც მინიმუმ ასჯერ მაინც მაქვს ნანახი, თუმცა არ მბეზრდება. ჩემთვის წყნარად ვიჯექი და შოკოლადს შევექცეოდი, თან მთელი ინტერესით ვუყურებდი ფილმს, როდესაც კინოთეატრის კარი ალექსმა შემოხსნა, თან ბარბაცებდა.
-მე აღარ მკადრულობ და გადაწყვიტე რომ ფილმს უყურო, ჩემს გარეშე? -აგდებით მკითხა, თან კარის ჩარჩოს მიეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო. მძულს მთვრალი კაცები, მეზიზღება როდესაც თავს ვერ აკონტროლებენ. ხმა არ გამიცია, მისი საუბარი თითქოს ვერც კი გავიგეო, უზარმაზარ ეკრანს ვიყავი მიშტერებული.
-მგონი შენ გელაპარაკები და ქმრის დაიგნორება არ არის სწორი საქციელი, ამიტომ ჭკუას გასწავლი -ტელევიზორის კაბელი შესაერთებლიდან გამოაძრო, შემდეგ კი ჩემსკენ წამოვიდა.
-რა ჯანდაბა გინდა ალექს! -დავიყვირე და გამწარებული ფეხზე წამოვხტი -ხომ ხედავ რომ არ მინდა უაზროდ ჩხუბში აგყვე, მითუმეტეს როდესაც მთვრალი ხარ, რატომ აკეთებ ისე, რომ თავი შემაზიზღო!
-ეს მე კი არა შენ მაზიზღებ თავს -თვალები აატრიალა -ვერ ვხვდები რა გემართება. რა ჯანდაბა გჭირს?
-მე კი არა შენ რა გჭირს, დღე არ გავა რომ არ დალიო, სამსახურშიც თითქმის აღარ დადიხარ, რა გინდა? -გავიგე როგორ გადაატრიალა საკეტი და მივხვდი რომ კარი ჩაკეტა. -აქამდე ალკოჰოლს არ ეკარებოდი, ახლა კი ნელნელა ვიგებ, რომ კაცი, ვისაც ცოლად გავყევი ჩვეულებრივი ლოთი ყოფილა და ამ სიკეთესთან ერთად პათოლოგი!
-სიტყვები შეარჩიე. -ის წყნარად საუბრობდა, თითქოს არაფერს არ აშავებდაო, რასაც ჭკუიდან გადავყავდი.
უკვე ნერვები აღარ მაქვს. სერიოზულად, ყოველ დალევაზე მეშინია, რომ რაიმე ცუდი არ მითხრას, ამიტომ ვცდილობ რომ მოვერიდო, მაგრამ თითქოს ჯიბრზე არისო, მაინც ცდილობს რომ ნერვები მომიშალოს. აღარ შემიძლია ასეთი სტრესის ატანა, ამისთვის არ გავყოლილვარ ცოლად რომ მისი სიმთვრალე და უაზრო კაპრიზები ვითმინო.
-მე კი არა შენ შეარჩიე სიტყვებიც და წესიერად მოიქეცი, თორემ გეფიცები ძალიან ინანებ! -სრულიად სერიოზულად ვუთხარი. კარისკენ წავედი, საკეტი გადავატრიალე, შემდეგ კი გარეთ გავედი. გავიგე როგორ გამომედევნა.
-ყოველ ჯერზე როდესაც ვიჩხუბებთ აპირებ რომ სახლიდან გაიქცე? -შუა გზაში მომაძახა, თან ფეხის ხმაზე ვხდებოდი, რომ მომყვებოდა. ენას პირში ძლივს ატრიალებდა იმდენად მთვრალი იყო.
-თუ არ გინდა რომ საბოლოოდ წავიდე ამ სახლიდან წესიერად მოიქეცი. -ხმა გამებზარა და მივხვდი რომ მალე ავტირდებოდი, თუმცა საკუთარ თავს ვაფრთხილებდი, რომ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა. არ იმსახურებს ის ჩემს ცრემლებს. ოთახში ავედი, ტანზე სპორტულები ჩავიცვი, ზემოდან დუტის კურტკა მოვიცვი და ტელეფონი ავიღე, რომ ზეინისთვის მიმეწერა, შენთან მოვდივარ-მეთქი, როდესაც ალექსი შემოვიდა ოთახში, ელვის სისწრაფით წამოვიდა ჩემსკენ, ხელი წელზე მომხვია და კედელს ამაყუდა.
-ვერსად ვერ წახვალ! -დამიყვირა და უხეშად დამიწყო კოცნა, თუმცა მთელი ჩემი არსებით ვცდილობდი, რომ მომეშორებინა. როდესაც თვალებში ჩავხედე მივხვდი, რომ ეს ალექსი კი არა ვიღაც სხვა იყო, ვიღაც ბოროტი, ვინც აიძულებდა, რომ ალექსს ეს გაეკეთებინა. ერთი ხელი ჩემს ლოყებზე ისე ქონდა მოჭერილი, რომ სუნთქვაც კი მიჭირდა, თან ვგრძნობდი რომ სახის არეში ტკივილი იმატებდა.
-შემეშვი! -დავიყვირე, თან ხელებს მკერდზე ვურტყამდი, თუმცა არ ჩერდებოდა, პირიქით. ხელი მკერდზე ისე მომიჭირა, რომ ტკივილისგან წამომივიდა ცრემლები. თავს აქეთ-იქით ვაქნევდი, თუმცა იმ ხელით, რომელიც ჩემს სახეს იჭერდა, უხეშად მომატრიალებინა და როდესაც ტუჩებზე კიდევ ერთხელ მაკოცა სიმწარისგან ვუკბინე, ფეხი კი მუცელში ჩავარტყი და მთელი ძალით გავიქეცი, თან სიმწრისგან ვტიროდი.
გამიგია, რომ როდესაც კაცი სვამს თითქოს ეშმაკი უსახლდება შიგნითო. ამ ყველაფერს არ დავიჯერებდი ალექსის თვალებში რომ არ ჩამეხედა. რა ჯანდაბა ემართება? რა პრობლემა აქვს? აქამდე თითქოს ყველაფერი სრულყოფილი იყო, თითქოს ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ზღაპრებში. ახლა რა შეიცვალა? ალექსის ასეთი საქციელების შემდეგ ის გრძნობა, რაც მასთან მაკავშირებდა ნელ-ნელა მიქრება, ამას ვგრძნობ. გული მისკდება. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი თავს როგორ უნდა მოვერიო. იქნებ ჩემშია პრობლემა? იქნებ მე ვარ დამნაშავე, რომ ალექსი ახლა ასეთი გახდა? არ ვიცი. ყველაფერი თავში მაქვს არეული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდება და პრობლემა ჩემშია, ვფიქრობ ცოლ-ქმარი იმიტომ ვართ, რომ დალაპარაკებით შეგვეძლოს ჩვენი პრობლემების მოგვარება და არა ძალადობით.
როდესაც გზაზე გავედი მაშინვე ტაქსი გავაჩერე და ვთხოვე, რომ ამ ადგილიდან რაც შეიძლება სწრაფად წავსულიყავით. მძღოლი მეკითხებოდა რაიმე სერიოზული ხომ არ მჭირდა და სასწრაფოში წაყვანას მთავაზობდა, თუმცა თავი გავაქნიე, თან ლოყებს ვიზელდი. საშინლად მტკიოდა და დიდი იმედი მქონდა, რომ არ დამილურჯდებოდა.
კაცს ვთხოვე რომ დადიანის ქუჩაზე გაეჩერებინა. ასეც მოიქცა, როდესაც ჯიბეები მოვიქექე, რომ ფული ამომეღო იმ კაცმა იუარა - ფული არ გამომართვა, ახლა ამ სიტუაციაში შენ უფრო გჭირდებაო. რათქმაუნდა გადასვლისას თანხა სავარძელზე დავუტოვე და ხანში შესულ მამაკაცს მადლობა გადავუხადე. ახლა, ასეთ მდგომარეობაში ვერც ლუკასთან მივიდოდი და ვერც დედასთან, ამიტომ მირჩევნია ცოტახანს ქუჩაში ვისეირნო. ჩემმა ძმამ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახოს ალექსს თვალის დაუხამხამებლად მოკლავს, დარწმუნებული ვარ არ შეარჩენს. ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან, შემდეგ კი ეკრანს დავხედე. ორივე ლოყაზე მეტყობოდა მისი თითები, სიწითლე კი ოდნავ მუქ ფერში იყო გადასული. ტუჩები დასიებული მქონდა, თვალები კი დასისხლიანებული - ტირილისგან.
ზოგადად არასოდეს არ ვტირი. არ მიყვარს, როდესაც ჩემს სისუსტეს ვაჩენ. მიუხედავად იმისა, რომ ტირილი სისუსტედ არ მიმაჩნია, მაინც ვთვლი, რომ ქალმა კაცს არ უნდა დაანახოს მისი ცრემლები, თუმცა ახლა უბრალოდ შეუძლებელი იყო ამ ემოციის შეკავება. როდესაც მის თვალებში ჩავიხედე შიში დამეუფლა. საშინელი გრძნობაა, როდესაც იმ ადამიანის გეშინია, ვინც გიყვარს, ვისაც მომავალი დაუკავშირე. შიშზე უფრო მწარე კი იმედგაცრუება ყოფილა. როგორ მეგონა, რომ ალექსი არ გავდა სხვებს, როგორ მეგონა, რომ მასთან ბედნიერი ვიქნებოდი.. იქნებ კიმთან წავსულიყავი? მაგრამ არა. ისიც ჭკუიდან გადავა ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახოს. ზეინზე ნაკლები არც ისაა. შეიძლება დანა ჩაარტყას გულში დაუფიქრებლად. როდესაც საქმე მე მეხება ადამიანს არ გავს ხოლმე.
ჩემს ფიქრებში გართული ვიყავი, როდესაც ერთ-ერთი სახლის აივნიდან ნაცნობი ხმა გავიგე, თან განუწყვეტლივ მეძახდა. ცრემლები სასწრაფოდ ამოვიმშრალე, შემდეგ კი უკან მივიხედე და აქეთ-იქით ვეძებდი იმ ადამიანს, ვინც მეძახდა.
-ეი, აქეთ -კიდევ ერთხელ დამიძახა ნაცნობმა ხმამ. თავი ხმის მიმართულებით გავატრიალე და დავინახე მესამე სართულზე გადმომდგარი დემეტრე, რომელიც ხელებს მიქნევდა, თან მე მეძახდა. როდესაც დავინახე გამეცინა, თან მეც ხელი დავუქნიე.
-ორი წუთით, არ წახვიდე, ჩამოვალ.
-კარგი. -მისი აივნის ქვეშ დავდექი, თან ტელეფონის ეკრანზე საკუთარ ანარეკლს ვუყურებდი და ვცდილობდი როგორმე ჩემი ნაიარევი გამექრო, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. კანზე აშკარად მეტყობოდა როგორ იყო გამოკვეთილი ალექსის თითები. ამ წამს მის მიმართ სრულ ზიზღს ვგრძნობდი.
გავიგონე სადარბაზოდან ქოშინით როგორ ჩამოვიდა დემეტრე, თან კურტკას იცვამდა.
-ეი, ამ შუა ღამისას აქ რას აკეთებ -გამეცინა და მხრები ავიჩეჩე. დემეტრემ ერთი ხელი მხარზე დამადო, ჩემკენ გადმოიწია და გადამკოცნა.
-შენ საიდან გაჩნდი აქ -ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე, თან მის მშვენიერ, ღრმა მწვანე თვალებს ვუყურებდი. საოცრად მრავლის მეტყველი თვალები აქვს.
-აქ ვცხოვრობ -მხრები აიჩეჩა -დაიცადე, სახეზე რა გჭირს? -თითები ლოყაზე ნაზად ჩამომისვა, თან თითოეულ ჩემს ნაიარევს ათვალიერებდა.
-არაფერი, კედელს დავეჯახე -ვეცადე ლაღად გამეცინა, თუმცა ისე გააქნია თავი მივხვდი, რომ ტყუილში გამომიჭირა.
- -შეიკურთხა, თან ნაზად მეფერებოდა ლოყაზე, რაც მავიწყდებდა იმას, რაც რამდენიმე საათის წინ მოხდა ჩემთან სახლში. -როგორ გაბედა, რომ ხელით შეგხებოდა?
-არა, ასე არ ყოფილა. -თავი გავაქნიე -უბრალოდ მთვრალი იყო და.. და სცადა რომ ძალა გამოეყენებინა.. თუმცა სახლიდან გამოვიქეცი.
დემეტრემ ღრმად ამოიოხრა. თვალები დახუჭა, შემდეგ კი მის მკერდზე ისე მიმიკრა, რომ წამით ისიც კი ვიფიქრე, ყველაფერმა შეწყვირა ტრიალი-მეთქი. ხელები მეც მოვხვიე, თავი კი მკერდზე დავადე, საიდანაც სითბოს და თანადგომას ვგრძნობდი. თითქმის ერთი თვეა იმ ღამის შემდეგ გასული, ან უფრო მეტი, რაც დემეტრეი ახლოს გავიცანი. იმ ღამეზე ვამბობ, ალექსთან ჩხუბის მერე ჩემს საყვარელ საფუნთუშეში რომ წავედი. ამ ერთი თვის განმავლობაში დემეტრესგან უფრო მეტ სითბოს და ყურადღებას ვგრძნობდი, ვიდრე ალექსისგან. იმ ღამის შემდეგ ასე თუ ისე კულულას დავუმეგობრდი, თუმცა მაინც ვერ ვიყავი ისეთი გახსნილი, როგორიც კიმთან ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ისეთ რჩევებს მაძლევდა, რომელიც ნამდვილად ცხოვრებისეულია და აუცილებლად გამომადგება.
-წამოდი, ჩემთან ავიდეთ. სახეზე ყინულს გადადებ.
-არა, კატოსთან წავალ. არ შეგაწუხებ ამ ღამით, მაგრამ სახლშიც არ დავბრუნდები. -დემეტრემ ოდნავ გამომწია მისი მკლავებიდან, შემდეგ კი სახე ამაწევინა ისე, რომ მის კაშკაშა მწვანე თვალებს შევხედე პირდაპირ.
-შენ ვერასოდეს შემაწუხებ გულითაც რომ გინდოდეს, თანაც ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ გაგიშვებ, ამის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ. -ღრმად ამოვიოხრე, შემდეგ კი თავი დავუქნიე. როდესაც მის სახლში შევედით მისმა უბრალო, მაგრამ ამავე დროს არაორდინალურმა ინტერიერმა მომნუსხა. შესასვლელშივე ეკიდა უზარმაზარი სურათი. იმდენად უცხო ფერები იყო და იმდენად ლამაზი, რომ მთლიანად ჩავიკარგე ამ ყველაფერში. ზღვა იყო, რომლის ტალღებიც საშინლად იყო ადიდებული, თუმცა სადღაც, ცოტა შორს მაინც ჩანდა მზის სხივები. ეს სურათი თითქოს მოასწავლებდა, რომ ყველა ავდარის შემდეგ მზე აუცილებლად გამოჩნდება და პრობლემებიც მოგვარდება.
-ეს სურათი მე გადავიღე გასულ წელს -როდესაც დემეტრე მიხვდა რომ ამ სურათმა მომნუსხა, მაშინვე დაიწყო ლაპარაკი. -ჩემთვის ყველაზე საყვარელი სურათია, ჩემი ფოტოგრაფიებიდან.
-საოცარი სურათია. ძალიან ლამაზია.
-ასეთი კადრის დასაჭერად ზუსტად წელიწად ნახევარი დამჭირდა, წარმოგიდგენია? -ჩემი კურტკა გავიხადე, რომელიც დემეტრემ გამომართვა და იქვე დაკიდა, შემდეგ კი ტყავის შავ დივანში მოვთავსდი.
-ნამდვილად ღირდა მოცდად. საოცარი სურათია.
-ამ სურათზე მეტად ჩემი ერთი სურათი მიყვარს, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულ ადგილას მაქვს შენახული. თუ გინდა განახებ.
-რათქმაუნდა მინდა -თავი დავუქნიე და მაშინვე წამოვდექი სავარძლიდან. ეს სახლი არც ისე დიდი იყო, თუმცა ეს პატარა სივრცეც კი იმდენად კომფორტულ და სასიამოვნო შეგრძნებას მიქმნიდა, რომ აქედან წასვლის სურვილი არ მქონდა. დემეტრემ ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა, რომელიც საშუალო ზომის იყო. ოთახის შუაში ორ ადგილიანი საწოლი იდგა, საწოლის წინ დიდი ტელევიზორი ეკიდა, ტელევიზორის ქვეშ კი სამუშაო მაგიდა იდგა. დემეტრემ შუქი აანთო, ხელი მხარზე მომკიდა და ერთ ერთ კუთხეში გამახედა, სადაც დიდ ტილოზე გადატანილი იყო სურათი, რომელმაც სრული შოკი დამმართა.
ახლა ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო. სურათზე მე ვიყავი. ხელში თოვლის გუნდა მეკავა, ვიცინოდი, თვალები კი დახუჭული მქონდა, სახე კი ბედნიერებისგან მიელავდა. ღმერთო, იმდენად ლამაზი სურათი იყო.. ახლა გასაგებია რატომ მქონდა ისეთი შეგრძნება, თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა და სურათს მიღებდა.
-როდესაც დაგინახე როგორ თამაშობდი თოვლში.. იმდენად ბავშური იყავი.. იმდენად უდარდელი და ლამაზი.. -დემეტრე ჩემს წინ დადგა, სახიდან თმა გადამიწია, თან მეჩურჩულებოდა. -ეს სურათი ჩემთვის ბედნიერებასთან ასოცირდება, ბაბი.
-არ ვიცი რა ვთქვა.. -თითქოს ენა ჩამივარდა. მინდოდა რამე მეთქვა, სულ ერთია რა, თუმცა ვერაფერს ვამბობდი. შოკირებული ვიყავი.
-არაფერი თქვა, უბრალოდ აქ იყავი, ჩემთან. -თავი დავუქნიე, შემდეგ კი ისევ სურათს შევხედე. თვალები ცრემლებით ამევსო. ბედნიერების ცრემლებით. ასეთი უცნაური გრძნობა არასოდეს მქონია. დემეტრემ ცერა თითი ნიკაპქვეშ ამომიდო, ნაზად მიმატრიალებინა თავი, ჯერ შუბლზე მაკოცა, შემდეგ ცხვირზე. ნაიარევ ადგილებზე თითები გადამისვა, შემდეგ კი ტუჩები ნაზად მომადო, ბოლოს კი მისი ტუჩების სითბო ჩემს ტუჩებზე ვიგრძენი.



№1  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

მომწონს კარგი ისტორია ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent