შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენოდ(3)


6-07-2016, 22:15
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 10 757

ბედის ირონიაა , მე ქეთა მაყაშვილი უგონოდ შეყვარებული იოანე თაბაგარზე ,ჯერ კიდევ იმ წამიდან როცა პირველად დავინახე მეგობართან წვეულებაზე ახლა მის დასთან ერთად სავაჭრო ცენტრში დავდივარ . მის დას კი სწორედ ბედის ირონიით შევხვდი,ან მეორე ვარიანტია მართლა ძალიან პატარაა თბილისი ,იმდენად პატარა რომ ჯერ მე გადავედი ზუსტად იმ სკოლაში სადაც ჩემი ოცნების პრინცი სწავლობდა , ახლა კი სალომე და ლიზიც ერთ კლასში მოხვდნენ,თან დამეგობრდნენ პირველივე დღეს და უკვე იოანეს სახლშიც კი აღმოვჩნდი. ირონიულია ისიც რომ მე ეს მორცხვი არსება, კიდევ 14 წლის რომ მგონია ხოლმე თავი ისე ვეკეკლუცები თაბაგარს თითქოს შიგნიდან სირცხვილი არ მწვავს,მისი დანახვისას არ ვიბნეოდე და მისი კუპრივით შავი თვალები არ მაგიჟებდნენ.
-ქეთო შენ არ იყიდი კაბას?- ფიქრებიდან სალოს გამოვყავარ და უკვე შევდივართ სავაჭრო ცენტრში. ძალიან მიყვარს შოპინგითქო რომ გითხრათ მოგატყუებთ ,მაგრამ კარგი განსატვირთია დაძაბული კვირის შემდეგ,მითუმეტეს ასეთი თანმხლები პირები თუ გყავს
-ჯერ თქვენ შეარჩიეთ და რომ მოისვენებთ მერე ამარჩევინეთ რამე
-კარგი ,მაშ ვიწყებთ- ლიზიმ ტაში შემოჰკრა და რომ დაიწყეს აღარ გაჩერდნენ. ორი გადარეული, აიკლეს მთელი შენობა,ყველგან მათი სიცილის ხმა ისმოდა. ვუყურებდი ლიზის და ვერ ხვდებოდი ასეთი ლაღი როგორ იყო ...იოანეს დედას არ ვიცნობდი, სანამ იოს გავიცნობდი მანამ გარდაიცვალა ,თუმცა მისი ფოტო მქონდა ნანახი.იოანეს დავეჯახე დერეფანში ,ხელში წიგნები ეჭირა და ყველაფერი დაუცვივდა, წიგნიდან ფოტო გადმოვარდა და დერეფანში ღია ფანჯრიდან შემომავალი ქარის გამო სადღაც გაფრიალდა. განრისხებული მიყურებდა თაბაგარი,მეგონა მომკლავდა, ისე შემეშინდა იმ წამს მისი შავი თვალების რომ ცახცახი დავიწყე. რას ვეუბნებოდი დაბნეული არც კი ვიცი , ფოტოს ვერ მივაგენით .საერთოდ ვერ გავიგეთ სად გადავარდა, გვეგონა ქარმა წაიღო სადღაც. ისე მეჩხუბა ,ისე მიყვიროდა თვალებში თუ ვერ იხედები სათვალე ატარეო ,გული შემეკუმშა და თვალები ცრემლებით ამევსო. დავინახე როგორ მოლბა ცრემლების დანახვისას , მაგრამ მაინც შეინარჩუნა ჯიუტად ,კუშტი გამომეტყველება. გვერდი ამიარა და წავიდა . ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და საუბარი. ის დღე გათიშულმა გავატარე, ბიჭი რომელსაც აქამდე შორიდან ვადევნებდი ტვალს და ვვოცნებობდი როგორმე გამეცნო მელაპარაკა . მაზოხისტი ვიყავი მგონი , კი არ ვბრაზდებოდი რომ მიყვირა .მიხაროდა რომ შემამჩნია. სახლში მისულმა წიგნები რომ დავდე მაგიდაზე დავინახე ყდაზე მიკრული ფოტო,როგორც ჩანს ჩემს წიგნებს შეერია და იმიტომ ვერ ვიპოვეთ. ულამაზესი ქალი მიცქერდა , იმდენად საოცრად იღიმოდა ,ლურჯი თვალები უბრწყინავდა. გვერდით პატარა შავთვალა ბიჭი ედგა, ისიც იცინოდა , შუბლზე ჰქონდა შავი კულულები ჩამოყრილი, ისეთი ხშირი თმა ჰქონდა, ძალიან საყვარელი იყო ,დედიკოს ხელზე ებღაუჭებოდა ,გვიან შევამჩნიე ქალის გამობერილი მუცელი. უკან წარწერაც იყო ფოტოს გადარების თარიღითა და სახელებით „ ელენა და იოანე პუპერ დედიკო და შვილი“ -ქალის სახეს დიდხანს ვაკვირდებოდი, იოანე საერთოდ არ ჰგავდა დედას ,უბრალოდ ისიც საცრად თბილად იღიმოდა. სულ არ ჰგავდა იმ ურჩხულს ყველგან უემოციოდ რომ დააბიჯებდა და თავისი ბოხი ხმით შიშის ზარს სცემდა ყველას,მე კი გონებას მიბინდავდა. ახლა კი ვუყურებ ლიზას და მგონია ფოტოზე გამოსახულ ქალს ვხედავ უბრალოდ კულულა შავი თმით .
გოგონებმა ვერაფერი აარჩიეს , სამაგიეროდ ბევრი იხალისეს. ლამის გული გამისკდა სიცილისგან სუნტქვაშეკრულს ბოროტ დაცვაში იოანეს ამოცნობისას. მე იმდენად მეუცხოვებოდა მისი სიცილი გაოცებული ვუყურებდი.თუმცა მე ხომ არ ვიცნობდი იოანეს ,ის ადრე სხვანაირი იყო.მას მერე ყველანი შევიცვალეთ ,თუმცა იოანე უფრო დიდი დოზით რომ იწვევს ჩემში სიმპათიას ეს ფაქტია .
-იოანე! როგორ იქცევი
-კარგი რა ბაჭი..აბა რა წესია როგორ იქცევი?
-გვაპატიეთ იოანე ,მე ავიყოლიე ლიზას არ უნდოდა წესრიგის დარღვევა - სალომე ისე შეშინებული უყურებდა იოანეს ბიჭმა გაოცებული სახე მიიღო,აშკარად მხიდვა რომ სალომე დაფრთხა.ჩემი ბრალია რომ მოვუყევი იოანეზე ვუთხარი ძალიან მკაცრიათქო და ალბათ ამიტომ
-პატარავ წესრიგის დარღვევაზე გსმენია შენ რამე? შენმა დაიკომ თუ გითხრა მოუტყუებიხარ! მაგას წარმოდგენაც არ აქვს როგორ უნდა დაარღვიო წესები .სიცილით ნამდვილად ვერაფერს დააშავებ
-ანუ არ ბრაზდებით?
-ლიზა დავიჯერო ისე დამახასიათე სალომესთან რომ მონსტრი ვგონივარ? თუ ურჩხული ვისაც ვეგონე ოდესღაც იმის გავლენაა- ჯერ ბავშვებს ესაუბრებოდა მერე ისე უცებ შემობრუნდა ჩემკენ და თვალებში ჯუქურ ჩამაშტერდა სუნთქვა შევწყვიტე,ლოყები ამიფერადდა
-რა მნიშვნელობა აქვს ახლა მაგას იო...წამო რა რამე აგვარჩევინე. შენ თუ გვიშველი ჩემო მეფეოო- ლიზიკომ გადამარჩინა,მიყვარს ეს ბავშვი რა. იოანემ იონიულად ჩაიცინა,აშკარად ჩემს გამომეტყველებაზე და წავიდა. სალომესაც მოხვია ხელი და წინ გაიჭრნენ სამივენი
-აბა გოგონებო ვიწყებთ..ლიზას გემოვნება კი ვიცი და შენ მოკლედ მითხარი როგორი სამოსი მოგწონს
-ჩემნაირი მოსწონს ამასაც დაახლოებით
-ხო ვხედავ..ბარბის თოჯინას ნამდვილად არ ჰგავს .ამის ასაკში ქეთა სულ ვარდისფერი კაბებით მოძრაობდა ნაწნავებით
-ხო ვიცი ძაან საყვარელი იყო - აკისკისდდა სალომე
-სალომე!
-რა ვტყუი?
-აცადე ბავშვს ,შენ თოჯინები გიყვარდა 15 წლისას რა ამის ბრალია
-დარწმუნებული ხარ რომ ბავშვივით გამოვიყურებოდი ?- რამ მათქმევინა ეს ,ისე შემომხედა და ამათვალიერა მეგონა წავიქცეოდი -გოგონებო იჩქარეთ თორემ რვაზე კი უნდა ვიყოთ დაჩისთან-როგორღაც გადამაქვს თემა და წინ მივდივარ.
მესმის მათი სიცილის ხმა, რაღაცას უყვება ანდრო სალომე კი იმხელა ხმაზე კისკისებს,აშკარად ჩემზე ამბობს რაღაცას, ბრაზსიგან წამოვწითლდი,სიმხურვალეს ვგრძნობ. იოანეს ვუბღვერ ,ის კი საერთოდ არ მიმჩნევს. გადახედა რაღაცეებს და გავიდა. ისინიც გაყვნენ. რა უნდა იყიდოს ახლა ამან,ნუ გამაგიჟებთ . სად შეუძლია ორ თინეიჯერ გოგოს კაბა შეურჩიოს, ალბატ რამე გრძელ ჩახურულ კაბებს მიაწვდის და ეტყვის ....მოიცა რა? შანსი არაა! ასე როგორ შეიცვალა, ადრე ისე იქცეოდა ნამდვილი ხეპრე მეგონა ხოლმე .მე მწარე რეპლიკას მიკეთებდა როცა მოკლე კაბა მეცვა და მაგიჟებდა . ახლა კი ისეთი კაბა მიაწოდა ლიზას თვალები დამრჩა ზედ. სამივენი დივანზე ვისხედით და ველოდით ლიზას ... ყველა კაბა ერთმანეთზე კარგი იყო. თუმცა ამ გოგოს ყველაფერი უხდება და შეიძლება ამიტომ მგონია ასე. ბოლოს ერთი კაბა მიაწოდა და რომ გამოვიდა აღფრთოვანება ვერ დავმალეთ
-საოცრება ხარ ..
-ვაიმეე ჩემი გოგოოოო როგორ გიხდება იმენა ბომბა ხარ- ეს ჩემი და მაგიჟებს რა რეპლიკას აკეთებს
-გოგო!
-ხოო,მგონი რთული საღამო იქნება- იოანემ ჩაიიცნა და წამოდგა .
-იოანე მეც ხომ დამეხმარები? აუ გთხოვ ,გთხოვ
-სალომე რა დღეში ხარ , ნუ აწუხებ ადამიანს სად სცალია ახლა შენი კაბ...
-აქ რისტვის ვარ ..მაგაზე გაწყენინებ პატარა ქალბატონო? ისე შეყვარებული გყავს? პრობლემა არ სეგექმნას მერე . ასეთი კაბა რო ეცვეს ჩემს გოგოს გავგიჯდებოდი
-რა ლოგიკაა დას აცმევ და შეყვარებულს არ უნდა ეცვეს?
-შეყვარებულს როცა ვინმე უყურებს და თვალებით ხდის ეჭვიანობა გიპყრობს, დას კი როგორ აგიხსნა, რაღაც დოზით ეჭვიანობ მხოლოდ
-სეყვარებული მე არ მყავს -სალომემ გადამარჩინა ისევ,თორე ის სიე მიყურებდა ენა ჩამივარდა -ასე რომ არავის ვაბრებ ანგარიშს ბიძია იოანე
-უკაცრავად? ვინო? შე პატარა ჭინკა ვინაა ბიძია - იოანე სალომეს გაჰყვა. ლიზაც იცინოდა კაბა ხელში შეაჩეჩა და მხარზე ჩამოეკიდა
-ბარემ წაგიყვან მე , ნორმალურად იარე გოგო - აჯუჯღუნდა უცებ. უფ ამოვისუნტქე მეგონა აღარ შეეძლო წარბების შეკვრა და თვალების ბრიალი.ღმერთო ჩემო ასე უფრო მიმზიდველი არაა? რა სისულელეს ვამბობ რომ იცინის მაჯადოებს, ოჰ ისე ხომ რას ამბობ. კარგი შევთანხმდეთ ყველანაირად მაგიჯებს .
სალომემ რამდენიმე კაბა თავად შეარჩია, იოანე რჩევებს აძლევდა თან ისეთ სწორს რომ გავგიჟდი . სალომე გაოცებული იყო ,ლიზა კი იცინოდა
-აი ასეთი მაგარი ძამიკო პროსტა ვის ჰყავს
-არავის ..მეც მინდა ჩემი ძმა ეგეთი იყოს .ის სულ იმას მეუბნება „როგორ დადიხარ“ „რა გაცვია გოგო ეს!“- ლექსოს მიბაძა სალომემ და გამეცინა.მართლა ასე იცის თუმცა ზოგჯერ მართლა ისეთ რაღაცეებს იცვამს სალომე მეც კი ვაყოლებ თვალს და ჩემი გიჟი ძმა ამაზე როგორ დახუჭავდა თვალს და ბევრჯერ დააბრუნა უკან, გამოაცვლევინა და ისე გაუშვა წვეულებაზე.-იო ლექსოს იცნობ?
-მაქვს პატივი, ადრე ვიცნობდი თუმცა ჩემთან შედარებით პატარაა
-ხო ქეთოზე 1 წლით პატარაა
-მე და შენი და კი დავბერდით უკვე
-შენს თავზე ისაუბრე შენ...მე ჯერ არაფერი მეტყობა სიბერის - უცებ შევკარი წარბები,ჩაიცინა და ამათვალიერა.მგონი ელდოება ჩემს სიტყვებს რომ ეს გააკეთოს
-აბაა
-ეს .. ეს რას ნიNშავდა ახლა- მიმავალს გავხედე და გოგონებს გადავხედე- რა გაცინებთ
-ჩვენ? არაფერი
ფეხსაცმელი და აქსესუარები დარჩა, რაშიც არ ჩარეულა.განაცხადა მე მოდის ექსპერტი ან დიზაინერი ხომ არ გგონივართო და იქვე ჩამოჯდა. მობილურში ჩაძვრა ვიღაცას წერდა, გავბრაზდდი, მე სულ არ მომაქცია ყურადღება . რა გაბრაზებს ქეთა ვერ ვხვდები,ვინ ხარ მისთვის 14 წლის ასაკში გაკოცა ერთხელ შეყვარებულებიც არ იყავით ისე უცებ გაკოცა და ახლა ვინ ხარ, საერთოდ არავინ.
-დავასრულეთ
-იმედია იმხელები არაა კისერი რომ წაიტეხოთ
-არა საშუალო ზომისაა
-ჩემია დიდი ,თუმცა მე კარგად დავდივარ - გაიჯგიმა ჩემი დაიკო და თან არ მაქცადა მშვდიად ყოფნა,ამის წაკბენაღა მაკლდა რა ,ვითომ ანდრო არ მაკლდა ამფორიაქებლად- ჩემს დას კი არ ვგავარ სულ დაბლებით რომ დადის
-რატომ გამოსაშვებზე არაჩვეულებრივად მოძრაობდა 15 სმ -იანებზე- ანდროსგან ამის გახსენებას არ ველოდი, დარტყმაზე დარტყმა დაამატა, ვხედავდი როგორ აჭერდა ტუჩებს ერთმანეთს მერე კი მაინც გაიცინა,ალბათ რომ ავლურჯდი ბრაზისგან ამანაც იმოქმედა.
-აუ რატო იცინიი იოანეე მითხარი რა ..არაფერი უთქვამს გამოსაშვებ საღამოზე ,მარტო ფოტოები მაქვს ნანახი
-არაფერი ისეთი ,ცოტა დალია და წაიქცა - სიცილი შეწყვიტა და წამოდგა . არაფერი ხო მარტალია აც ახსოვს რომ მაკოცა იმ ღამით ,იდიოტი ხარ ქეთა,ნამდვილი იდიოტი ამდენი წელი რომ ვერ დაივიწყე და მის გარდა ვერავინ შეიყვარე.
-ახლა მივდივართ მაკდონალდსში ფრი და ერთი დიდი ბუტერბროდი ვჭამოთ ...
-ვაიმე როგორ მიყვარს ...
-რა გიყვარს სალომე, ქეთას რო არ უყიდია არაფერი?- საკუთარმა დამ დამივიწყა ლიზას კი გავახსენდი
-თქვენ წადით ,ჩემ გამო ხო არ დაიცდით. გაერთეთ ,მე თავად შევარჩევ რამეს
-ასე არ გამოვდა..
-მარტო უყვარს ამას შოპინგი , წავედით - რომ მიხვდა სალომე არ მინდოდა მათი დარჩენა უცებ წაიყვანა და-ძმა.
-შეხვედრამდე მაშინ...
-ნახვამდის საყვარელო- ლიზას ლოყაზე ვკოცნი ,იოს ვუღიმი და იქედან გავდივარ. პირველ სართულზე კაფეში შევდივარ, ერთი ფინჯანი ყავა თუ არ დავლიე გავითიშები. უნდა მოვიფიქრო რამე, ასე გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები. იმაში დასარწმუნებლად რომ იოანე მიყვარს დრო აღარ მჭირდება,საკმაოზე მეტი ვებრძოლე საკუთარ თავს, ასე ურეაქციოდ თუ ვიქნები არც არსდროს მოვეწონები. არაფერი დაშავდება ცხოვრებაშ ერთხელ მეც რომ გავიპრანჭო მამაკაცისთვის. რაიმე ძალიან ელეგანტური უნდა შევარჩიო ,არც გამომწვევი რომ იყოს და არც ზედმეტად მონაზვნური როგორც სალო ამბობს. ...
^^^^
სავაჭრო ცენტრში ისე გავერთე სულ გამიქრა თავის ტკივილიც, დაღლილობაც და სალომესაც დავუმეგობრდი . გავაოცე კიდეც , რა იციან დებმა მე რომ ვყიდულობდი სულ ლიზას სამოსს, ისე შევეჩვიე ამ პროცესს დაქალის როლის შეთვისება მარტივი არ არის, ისიც უნდა ვიცოდე როდის რა არის ტენდენციული. ლიზას გამო ხანდახან საკუთარ ტავზე მეშლება ნერვები,როგორ შეიძლება ჩემნაირ კაცს არ მობეზრდეს ეს ყველაფერი, თუმცა ლიზას გამო იმდენი რამე მისწავლია კაბის შერჩევა არაფერია . არ შემიძლია ლიზიკოს მეგობრებთან ცუდი დამოკიდებულება მქონდეს,მითუმეტეს ის ხომ უბრალოდ მეგობარი არ არის ის ქეთას დაა. ქეთა , ქეთრინი ,ჩემი ქეთრინი გავაგიჟე, ყველაზე მეტად ამით ვიხალისე. მისი ანთებული თვალები, აწითლებული ღაწვები.უამრავი ემოცია ,რომელიც ასე მომენატრა მის სახეზე. გამიჭირდა მისი დაიგნორება ,მაგრამ ასე თუ ისე შევძელი ზედმეტი ყურადღებისგან თავის სეკავება. როგორ მინდოდა მენახა რას იყიდდა ,მაგრამ არ ღირდა არაფრის თქმა, რამეს იეჭვებდა. გოგონები წავიყვანე, მივირთვით გემრიელად ,შემდეგ სალო სახლში მივიყვანეთ და ჩვენც წავედით სახლსა შინა.

ლიზამ მომზადება დაიწყო მაშინვე,მე კი მამას დავურეკე და საქმეებს გავეცანი . შვიდზე ავედი ოთახში მოვემზადე და ქვემოთ ჩავედი. ეს გოგო გადამრევს, ამდენი ხანი როგორ უნდა სჭირდებოდეს ვერ ვხვდები. სად მეჩქარება მაგრამ ამდენი დრო რატო უნდა დახარჯოს ... ბაღში ვიჯექი ფეხის ხმა რომ გავიგე და შევბრუნდი ...მგონი მართლა ზედმეტად დაძაბული იქნება ეს საღამო
-აბა წავედით?
-წავედით ... რა კარგი იყო პატარა რომ იყავი ,ჩაგაცმევდი ფუშფუშა კაბას და მოდიოდი ბაჯბაჯით .-ვვოხრავ და ლიზა თვალებს აკვესებს
-ასე საშინლად გამოვიყურები?
-დიახ! საშინლად კარგად გამოიყურები ... მიუხედავად იმისა რომ კაბა არც ძალიან მოკლეა არც ვულგარული მაინც ზედმეტად სექსუალური ხარ..რამე უნდა მოვიფიქროთ
-ვაიმე იოანე ,ისე სერიოზულად მელაპარაკები ასე მგონია სახელმწიფო საქმეს განიხილავ
-სახელმწიფოზე მნიშვნელოვანი არ ხარ შენ? კარგი ხო ვხუმრობ,კარგად უნდა გამოიყურებოდე აბა როგორ ...-თავს ვიმშვიდებ თუ რა ხდება.
რამდენიმე წუთში ჟორჟოლიანების რეზიდენციაში ვიყავით.
-ვაუუ სასახლეში თუ მოგყავდი ვერ მითხარი?
-არ გიკითხავს. აბა ჭკვიანად
-რა ჭკვიანად ,რა გჭირს სენ დღეს რა უცნაურად იქცევი- ღმერთო რატო ვერ ხვდება ეს გოგო რომ იმდენად ლამაზია გააგიჟებს ყველას.
წვეულება ეზოში იმართებოდა, უამრავი ხალხი იყო, დაჩის დედის ხელწერაა, ფუფუნება აყვანილი კუბში . ჩემს მეგობრებს ვხედავ და მათკენ მივდივართ. აკოც აქ არის
-თავად პრინცი არ ჩანს
-პრინცი ვინ არის? ის ბიჭი ვინც ჩამოვიდა?
-დიახ რა თქმა უნდა ... ეს ქეთა მაყაშვილია თუ მე მეჩვენება - აკოს მზერას გავაყოლე თვალი და ვიგრძენი როგორ დამიარა ჟრუანტელმა მთელს სხეულში, ისე იმატა ტემპერატურამ და გამიშრა ყელი რამდენიმე წუთში სანამ მოვიდოდნენ დები მაყაშვილები რომსჩქარე სპიდომეტრს გატეხდა. რეებს ვბოდავ...
„ღმერთო ღვთაებრივად გამოიყურები ქეთო „-როგორ მინდა ვუთხრა მაგრამ ვერ ვეუბნები. იმდენმა უთხრა ალბატ არ მინდა მეც რიგითი მათგანი გავხდე . ეკლები მაყრის კანზე,როცა წამით მისი ხელი ჩემსას ეხება
ქეთრინს ნაცნობები ნახულობენ, უამრავი სტუმარი ეხვევა გარს , რამდენჯერაც შეეხებიან იმდენჯერ მეჭიმება კუნთი,სათითაოდ ყველა და მგონია ეკლებზე ვზივარ. ასეთი მესაკუთრე როდის გავხდი , ასე თუ მიყვარდა ამდენ ხანს რამ გამაძლებინა მასზე მინელებული ფიქრებით. იქნებ აქამდე მის ცხოვრებაში უამრავი კაცი იყო,ბევრი ეხებოდა და მის ტუჩებსაც ეპატრონებოდნენ პირველად მე რომ მოვპარე ამბორი . აშკარად ცუდად ვხდები, შუბლი მეცვარება , შამპანურის ჭიქას ვცლი მაგრამ არ მშველის. არც კი მესმის რას საუბრობენ ჩემს ირგვლივ.
ვეჭვიანობ! იმათზეც კი ვისაც ასე საოცრად უღიმის . მასთან ვარ ,ჩემი მზერაც მას მიჰყვება და როგორ მინდა ფიზიკურადაც მის გვერდით ვიყო ,წვრილ წელზე ხელი შემოვხვიო, სხეულზე ავიკრა და მისი სურნელით ავივსო, მოშიშვლებულ მხარზე ვაკოცო ,ხორბლისფერი კანის სურნელი შევიგრძნო, დავაგემოვნო და მის ტუჩებს მთელი ვნებით დავაცხრე. რომ როგორმე გავთავისუფლდე , შეიძლება ავფეთქდდე,ყველა კუნთი მეჭიმება როცა ურცხვად ახებენ მოშიშვლებულ ზურგზე ხელს ,მინდა გამოვგლიჯო მათ და აქედან საერთოდ წავიყვანო
-ცოტა ხნით მოაშორე მზერა თორემ ბოლომდე დარწმუნდება რომ ჭკუას კარგავ მასზე - აკოს მოხრჩობა მინდება და ვხვდები რას გრძნობდა როცა მის ნერვებზე ვუკრავდი .ისე ვუყურებ უკან იხევს- კარგი ,ვჩუმდები ..აი პრინციც მობრძანდება
-პრინცი და ჩემი ძმა.ჩემი ძმა? ! ღმერთო რატომ მსჯი ასე? მე რომ გადავწყვიტე თავისუფლების მიღება ახლა რატომ ჩამოვიდა ეს აქ, ახლა მოაწვა პატრიოტიზმის გრძნობა? -სალომე ბუზღუნებს. მე კი ბიჭებს ვაკვირდები,როგორ შეცვლილან,თუმცა მატი მზერა ისევ ისეთია, ესენი სულ მეგობრობდნენ ერთნაირი ტიპები არიან , კვირა არ გავიდოდა ამათ საქმის გარჩევაზე რომ არ ესაუბრათ.
სტუმრებს მიესალმნენ, რამდენიმე ჯგუფთან მივიდნენ და ცოტა ხნით ესაუბრეს. მე ისევ ქეთავ ვუყურებ ძირითადად , ბიჭებს ხვდება და მათთან ერთად მოდის, ისევ ცუდად ვხვდები კანზე ეკლები მაყრის . რა სასაცილო ხარ იოანე რა სასაცილო !
-ჩემი სალიო როგორ მომენატრე პატარავ - დაჩი სალოს ეხვევა .ისიც მხიარულდება ბიჭის დანახვისას
-მეც მომენატრე დაჩიიი ეს რას წამოიყვანე ვერ დატოვე იქ?
-ხომ გეუბნებოდი თბილად დამხვდებათქო - ალექსი ტუჩის კუთხეს ტეხავს და დაიკოს ეხვევა-მეც მომენატრე ჭინკა.
-აკო და იოანე ... როგორ ხართ?- დაჩი ჩვენთან ინაცვლებს
-კარგად პრინცო შენ?
-კიდე არ შეეშვი მაგ მეტსახელს?
-რა ვიცი ასე მახსოვხარ ..რა პატარა წახვედი ბიჭო მოგვესწრო ბიჭი
-აბა ? - იცინის და ახლაღა ხედავს ჩემს გვერდით მდგომ ლიზას .ამ მზერას ვცნობ და ტვინს არ ვაძლევ უფლებას ჩაუღრმავდეს საკითხს . შეიძლება უცებ არღვლიანივით გავსვანდე და არ მინდა !
-ჟორჟო გაიცანი ჩემი საუკეთესო მეგობარი და იოს საყვარელი დაიკო ელიზაბეტ თაბაგარი - სალომე დგება წყვილს შორის და საეჭვოდ იცინის . ოხ ეს ბავშვი როგორი ეშმაკია რა ვგიჟდები !
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც -უჰ ამოვისუნთქე,ლიზა ძალიან ჩვეულებრივად ხვდება და ასევე ჩვეულებრივად იცნობს ალექსსაც.
სხვა არაფერი მომხდარა ისეთი , ბიჭები გაიტაცეს სტუმრებმა, ჩემთანაც იმდენი ვინმე მოვიდა ქეთაც გაქრა ჩემი თვალთახედვიდან. ლიზიკო აკოს ეცეკვებოდა, სალომე თავის ძმას და აი ვხედავ ქეთას , მეღიმება მაგრამ უცებ ვიძაბები როცა ვხედავ მის შიშველ ზურგზე ვიღაცის ხელს. ისე უცებ ვფარავ ჩვენს შორის მანძილს მეც მაოცებს ჩემი შესაძლებლობა,გონს მოვდივარ როცა ქეთას მუცელზე ვუცურებ ხელებს და ბიჭს ვაშორებ
-ქეთას წაგართმევთ - ხმა შემცვლია , ბიჭი მიდის . მე კი ქეთას მარტივი მოძრაობით ვიკრავ სხეულზე და მარჯვენა ხელს მის ზურგზე ვათავზებ ,მარცხენას წელზე და იძულებული ხდება ხელები ყელზე მომხვიოს.ვაიგნორებ ჩემს თავს დატეხილ ქარიშხალს და ქეთას რეაქციების აღქმას ვიწყებ, დაბნეულია, აშკარად დაჭიმული აქვს სხეული და მგონი არც კი სუნთქავს .ამის გააზრება რომ ჩემი სიახლოვე აბნევს იმდენად სასიამოვნოა ყველაფერი ქრება და მეღიმება. მისკენ ვიხრები და უკვე სურნელსაც ვგრძნობ საოცარ იასამნის სურნელს
-იმდენად მომაჯადოებლად გამოიყურები 10 წლის წინანდელი შენი გამოსაშვები გამახსენდა
-დარწმუნებული ვარ მხოლოდ ფრაგმენტები
-რა თქმა უნდა ,მხოლოდ სასურველი ფრაგმენტები რომელთა განმეორებაზეც უარს არ ვიტყოდი- მხოლოდ მაშინ ხვდება რას ვგულისხმობ როცა ტუჩებს ყელზე ვაკრავ და უკან ვწევ ისევ თავს . წამში გაუფართოვდა თვალები, ტონალური რომ არა უფრო აშკარა იქნებოდა მისი სიწითლე და ეს ათრთოლებული ტუჩები თავისკენ მიზიდავენ .ალბათ ვაკოცებდი კიდეც რომ არა ქეთოს უკან დანახული მოცეკვავე წყვილი. ქართველმა ძმამ გაიღვიძა ჩემში ,როცა დავინახე დჩისთან მოცეკვავე ლიზა, უფრო სწორად დაჩის მზერა . როგორ არ მინდოდა ქეთას მოვშორებოდი მაგრამ მაინც არ ჰქონდა უკვე აზრი, ყველა სეგრძნება გამიქრა
-მეწყვილეები ხომ არ გავცვალოთ- ისეთი ტონით ვამბობ იძულებული ხდება დაჩი მზერა მოსწყვიტოს ჩემს დას და როცა იაზრებს ჩემს ვინაობას მკვირცხლად არა მაგრამ უშვებს მაინც ხელს ლიზას. ქეთოსთან ინანცვლებს მე კი ლიზას წელზე ვათავსებ ხელს
-რა იყო ახლა ეს
-რაზე ამბობ
-ქეთას უყურებ და მე რატომ მეცეკვები ვერ ხვდები
-დაცი გიყურებს და მასთან გინდა ცეკვა?
-მე.. ის ..ვერ გავიგე რა შუაშია
-თავშია ! რამდენიმე წუთში წავალთ
-რატომ ასე ადრე
-შეგახსენებ რომ პატარა სკოლის მოსწავლე ხარ რომელიც ხვალ სკოლაში უნდა იყოს და ამასთან სამი მასწავლებელი გყავს - მშვიდად ვეუბნები, არადა რა დიდი სიამოვნებით ვიყვირებდი მაგრამ ლიზას როგორ ვუყვირო .
საშინლად არ მინდა წასვლა ,მაგიჯებს ის ფაქტი რომ ჩემი საშინელი ხასიათი მაიძულებს ქეთას ცქერის სიამოვნება მოვიკლო,მაგრამ ვერ ვერევი ,მეორე მხარეს . ნახევარ საათში სახლში ვბრუნდებით, სალომემ გააპროტესტა ,მაგრამ ლიზას როცა ვეუბნები რამეს წინააღმდეგობის გაწევა არ უყვარს,დაამშვიდა მეგობარი ,დაემშვიდობა ყველას და წამომყვა. ალბათ საშინელი ძმა ვარ ,არ მივეცი გართობის საშუალება და საკუთარი თავიც გავიმეტე ღამის თეთრად გათენებისთვის ,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო .
^^^^
დიდი ენთუზიაზმით შევაბიჯე დაჩის წვეულებაზე. უამრავი ხალხი იყო მაგრამ მაინცადამაინც იოანეს დავასვე მზერა, ზურგით მდგომის კი ვიცანი ,მისი განიერი მხარ ბეჭი, დგომის სტილი, გამართული რომ დგას და მაინც არ გამოყურება დაჭიმული,პირიქით თავისუფლების გრძნობას აღვივებს. შავი გამოყვანილი შარვალი და ამავე ფერის პერანგი აცვია.საოცარ სინთეზს ქმნის მის შავ თვალებთან რომელიც ამ წამს მომანათა და გულისცემა წამით გამიჩერდა როცა მის თვალებში ანთებული სხივი დავინახე და გავაიზრე რომ მე მეკუთვნოდა ეს მზერა.
მეგონა რამეს მეტყოდა, მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავს . არადა არავის კომპლიმენტი მანაღვლებდა. ათასი ვინმე ვნახე,რომ გავეცალე ცოტა ამოვისუნთქებთო ვიფიქრე ,მაგრამ შორიდანაც მაწუხებდა მისი მზერა,თიტქოს ყველას აჩერებდა, თავს ისე ვიჭერდი წამით თუ მომიახლოვდებოდა ვინმე. ამდენი ნაცნობი ბიჭი როდის მერ ემყავს, ან რაზე ვფიქრობ ნუთუ მგონია რომ იეჭვიანებს, რა სულელი მეოცნებე ბავშვი ხარ ამხელა ქალი მალე 26 გახდები კიდევ ვერ შეისწავლე კაცის ხასიათი.. თუ გიყურებს უბრალოდ სურვილს თუ აღძრავ მასში თორემ გრძნობა რომ ჰქონოდა უბრალოდ კაბაშიც ასე გაბრწყინებული შემომხედავდა.
ჩემი ძმა რომ დავინახე ისევ გავბედნიერდი, მომენატრა ჩემი ბიჭი. რომ მოვეხიე გავთბი
-ჩემი საოცარი გოგო როგორ ანათებ ქეთუს
-არ შემიძლია არ დავეთანხმო ქეთევან, იმდენად სექსუალურად გამოიყურები რომ მგონია სხვა ქეთო ხარ
-ოხ დაჩი ,დაჩი როდის მოიშლი ამ კომენტარებს
-მე თუ გეტყვი თორე სხვამ რომ გითხრას კი მოკლავს ეს
-მართალია - ვკისკისებ და დაცის გამოწვდილ ხელს ჩემსას ვაგებებ. რამდნეიმე ადგილას ჩერდებიან ბიჭები,შემდეგ იოანესკენ მიდიან , არა რა ჩემი გული ამდენს ვერ გადაიტანს.
ბიჭები ნახულობენ იმათ და ლიზის იცნობენ, აშკარად ვხედავ დაჩის ანთებულ თვალებს, ამ ბიჭს ისე ვიცნობ როგორც საკუთარ ძმას. სულ ერთად არიან და აბა რა იქნება,ჩემს თვალწინ გაიზარდა და კარგად ვიცი რასაც გვაუწყებს ეს გამოხედვა. „ნადავლი მიზანშია ამოღებული“ - როგორც ეს ორი გიჟი ამბობს ხოლმე. ზოგჯერ ისე მგლური უხდებათ ორივეს თვალები მეც კი მეშინია მათი. ნამდვილად არ მინდა ლიზას გული ატკინონ, თუმცა მეეჭვება იოანეს რამე გამოეპაროს და მითუმეტეს არ მინდა იჩხუბონ. თუმცა ვერ ვფიქრობ ახლა ნორმალურად , დროა წავიდე .
დაჩის დედასთან ვაბავ ბაასს,როდესაც მისი ძმის შვილი საცეკვაოდ მიწვევს,მეც მივყვები .
-რამდენი ხანია აქეთ ხარ ქეთი?
-ზაფხულში გადმოვედი ...
-ძალიან კარგი ,დიდხანს რჩები ხო?
-შესაძლოა სამუდამოდ
-მართლა? ძალიან მიხარია , რაც უფრო ხშირად გნახავ,ხომ იცი სენი დანახვაც კი მახარებს- რა ვიცი ...რატო უნდა ვიცოდე ეგ , ან რატომ ახარებს ჩემი დანახვა. ამაზე ფიქრისტვის არ მცხელა,ან რატომ უნდა მადარდებდეს. თუმცა იქნებ მეფიქრა კიდეც ,მაგრამ ვიყინები როცა მუცელზე ვიღაც ხელს მიცურებს და გოგას მკლავებიდან მგლეჯს. უკან გახედვაც არ მჭირდება,ერთიანად ვივსები მისი სიახლოვით, სურნელი ცხვირს მიწვავს და მისი ხმა მათრობს. ნებისმიერ სასმელზე მეტად. თვალებმინაბულს ზემოდან დამცქერის. მისი ხელისგული ჩემს შიშელ ზურგს ეკრობა და მინდა უმართავად წარმოვთქვა ბგერები ,მაგრამ ტუჩებს ვკუმავ . არ მაძლევს მშვიდად ყოფნის უფლებას, სიე ახლოს მოაქვს სახე და ყურთან მეჩურჩულება,მისი ერთი წინადადებიდან,კომპლიმენტსაც ვიღებ,ისეთს არავის რომ არ გაუკეთებია და იმაშიც ვრწმუნდები რომ ახსოვს ჩვენი კოცნა, თანაც სირცხვილისგან ვwითლდები, ყველაფერი მეწვის და მგონია ცეცხლი მიკიდია . ისე მიყურებს მგონია რომ მაკოცებს ,გარინდული ვდგავარ და რეაგირებას ვერ ვახდენ , აი ჩემი ბრძოლისუნარიანობა. თუმცა არაფერი ხდება, ვიღაცას უყურებს, შემდეგ კი ვხვდები რომ ლიზისა და დაჩის მოცეკვავე წყვილს ხედავს, დაჩის აბარებს ჩემს თავს ..მალევე მიდიან , ვხედავ როგორ უყურებს დაჩი ლიზას და არც კი ვიცი როგორი რეაქცია უნდა მქონდეს...
საერთოდ მეკარგება ყველაფრის ხალისი, ეს ბიჭებიც თავს მაბეზრებენ,მინდა სათითაოდ დავახრჩო ყველა, ხომ ხედავენ რომ არ მინდა მათთან საუბარიც კი და დაანებონ თავი ამ ჩემს დეკოლტეს რა დაშავდება. გული მერევა უკვე , სალომეს იქ ვტოვებ და მივდივარ. ალექსი წამოიყვანს, ან ორივე დარჩებიან დაჩისთან,პირველი შემთხვევა იქნება თუ მეორე.
სახლში შევდივარ , ვერ ვიძინებ რა თქმა უნდა .
ჰაერი დამძიმდა, სუნტქვა მიჭირს, თან იღრუბლება და მგონი იწვიმებს კიდეც. როგორ მიყვარს წვიმა, ისე უცებ ჩავირბინე კიბეები პირველ წვეთებსაც შევეგებე. თვალებს ვხუჭავ და სახეს წვიმის წვეთებს ვუშვერ, ხელები გაშლილი მაქვს და როდესაც წვეთების რაოდენობა და სიდიდე იმატებს ტრიალს ვიწყებ. შუა ეზოში ვდგავარ ამხელა ქალი, ვიცინი, ვეთამაშები წვიმის წვეთებს და მთლიანად ვსველდები . მსიამოვნებს სიგრილის სეგრძნება,თითქმის მთლიანად შიშველი ვარ და კანით სვეიგრზნობ წვეთებს. პენუარი სხეულზე მეკვრის ,კანი მეხორკლება სიცივისგან და სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრის . ისევ ვტრიალებ და მოულოდნელად ვიღაცის ხელები მეხვევიან სხეულზე, თვალებს ფართოდ ვახელ და იოანეს ვხედავ. წვიმის წვეთები ანცად თამაშობენ მის სახეზე, წვერში იმალებიან და ტუჩებსაც უნამავენ ,ყელს მიუყვებიან , ძარღვებდაბერილს , ცისფერ ზოლებზე იდებენ ბინას და სადღაც იკარგებიან. მისი ხშირი სუნთქვა სახეზე მეფრქვევა, თვალებში მიყურებს და მგონი მისი გულისცემაც ისეთივე ჩქარია როგორიც ჩემი . რამდენიმე წამიანი დუმილი , ემს ტუჩებზე ხარბად დასობილი მზერა და სიმხურვალე, წვიმაში ვდგავარ და ვგრძნობ როგორ ვიწვი, მისი ტუჩები ვნებიანად დათარეშობენ ჩემს გაყინულ ბაგეებზე, მონაცვლეობით მიკოცნის ზედა და ქვედა ტუჩს ,იმდენად ძლიერად ,იმხელა ვნებით რომ წამში ვთბები. უფრო მჭიდროდ მიკრავს სხეულზე . მის ყელზე გადამაქვს ხელები და კოცნასი ვყვები. ვგრძნობ როგორ ივსება სხეული ჭიანჭველებით , წვიმის წვეთებსაც კი აჭარბებს მათი რაოდენოდა. მინდა არასდროს დასრულდეს ,მინდა ჟანგბადი არ არსებობდეს ,მიწაზე ვენარცხები როცა მშორდება, ღრმად ვსუნთქავ .თვალების გახელაც კი არ მინდა .ვიცი რომ მიყურებს, ისიც ვიცი რომ იღიმის,მისი ტუჩები ლოყაზე მეხება, არ მკოცნის უბრალოდ მისრიალებს ყელისკენ და ზუსტად იქ მკოცნის სადაც იმ ღამით,პირველი კოცნის შემდეგ .ყურთან ახლოს ,ხალთან მეწებება მისი ბაგეები და სამყაროს ვწყდები. მანქანის ხმა არ მესმის ,სამაგიეროდ იოანეს ესმის დროულად და ისე ქრება როგორც მოვიდა. გონს კი ჩემს წინ გაჩერებულ მანქანას მოვყავარ. სალომე და ალექსი მოდიან ჩემკენ.ჩემი ძმა წარბშეკრული მიყურებს დათავი პატარა ბავშვი მგონია რომელიც შეყვარებულს მალავს
-რამდენჯერ გითხარი წვიმაში ნუ გამოდიხარ გარეთთქო ,რომ გაცივდე მერე? სწრაფად შემოდი სახლში- უცებ მხვევს ხელს და მიმარბენინებს . თუმცა რა აზრი აქვს გარეთ ვიქნები თუ სახლში,ისევ ვგრძნობ მისი ტუჩების გემოს, ისევ მიხურს ყელზე ნაკოცნი ადგილი. - რა გჭირს ქეთო?
-არაფერი არ ჭირს რა უნდა ჭირდეს,ხო იცი გიჟება წვიმაზე. წავიყვან მე გამოიცვლის და დავიძნებთ . მოექყვე ძამიკო არ მოგერიდოს,თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარს ახლში- სალომე ხელს მავლებს მიმარბენინებს და თან საუბრობს. ოთახში შემაგდებს,კარს მიხურავს და იცინის
-რა ?
-რა რააა
-რა რა რა
-ვაიმეე ასეთი გამომეტყველება რატომ გაქვს წვიმის წვეთი რომ შეგეხო იმან დაგაბოლა? თუ ზედმეტად ინტიმურ ადგილას ჩაცოცდა
-უზრდელო ბავშვო რეებს მიედ მოედები
-მოყევი ახლა აქ იყო ხო? კარგად ვერ დვაინახე მაგრამ ჩღდილი შევნიშნე ხეს ამოეფარა
-ალექსმაც დაინახა ვითომ?
-ვის აინტერესებს ახლა იმან რა დაინახა ამხელა ქალი ხარ... მოყევი ნუ დამტანჯე
-ეზოში ვიყავი მოვიდა და მაკოცა
-უიმე ასე უემოციოდ?
-ემოცია როგორ გადმოგცე ახლა
-პირველზე უკეთესი იყო მეორე კოცნა? თუ გაიყინეთ იმ ადგილას
-ღმერთო ჩემო ...
-ღმერთო ჩემო... იძახე ახლა და იყავი .წავედი მე დავიძნებ დამღლელი დღე იყო . როგორ მომწონს სასიძო , ღვთაებრივი არსებაა - ტუჩები გააწკლაპუნა,ლოყაზე მაკოცა და წავიდა. რომ გამეყინა სხეული, გამახსენდა რომ მთლიანად სველი ვიყავი და სასწრაფოდ გამოვიცვალე. შემდეგ საბანში გავეხვიე,სასიამოვნოდ აგრილდა, აივნის კარი ღია იყო და ფარდას გარედან შემოსული სიო არხევდა. ისე ტკბილად მეძინა როგორც არასდროს.
^^^......
საოცრება განგიცდიათ? სურვილის ასრულებით გაგიჟებულხართ? გაბრაზებულხართ რომ იქ ჩერდები,რომ მთლიანად ვერ იღებ იმას რაც გსურს,რომ მთავრდება , დრო რომ გადის არ გაუგიჟებიხართ ამ ფაქტს? არ გქონიათ სურვილი დრო გაჩერებულიყოს და დარჩენილიყავი სადღაც სხვაგან, ღრუბლებში, სხვა გალაქტიკაში თუ პლანეტაზე ? მე კი ! ..
სახლში მთლიანად სველი დავბრუნდი, იატაკზე წვეთებს ვტოვებდი, კიბეები ავიარე და საძინებელში შევედი. სრაფად მოვიშორე სველი ტანსაცმელი და აბაზანაში დავყარე . სარკეში შემთხვევით დავინახე ჩემი ანარეკლი და მეგონა სხვა ადამიანს ვუმზერდი, შევჩერდი და კარგად დავაკვირდი სახეს, ერთი შეხედვით არაფერი იყო შეცვლილი .ისევ ის წვერი, ცხვირი, სუბლი, ნიკაპი, ყბები ,ტუჩები რომელსაც ისევ ქეთას გემო ჰქონდა . თვალები ,... თვალები აღარ იყო ძველებური ,, თვალები ხომ სულის სარკეა ,მგონი ჩემმა სულმაც ინება გამობრწყინება, გათავისუფლება და ფრთების შესხმა.
სადაც რომანტიკოსი გავხდი ,ყველაფერია მოსალოდნელი...
.....
ორშაბათ დილას საოცარ განწყობაზე ვიწყებ. ლიზას ვაფხიზლებ, საუზმეს ვამზადებ. მამას ვესაუბრები თან , ლიზიკოს ყავას ვაწოდებ და შუბლზე ვკოცნი. შემდეგ ზემოთ ავდივარ,ს წრაფად ვიღებ საფულეს და ისევ უკან ვბრუნდები
-რა ხდება იოო?
-რა ხდება...რამე დაიწვა?
-რაღაც ასე მგონია პეპელას ვუყურებ რომელიც დაფარფატებს ლაღად- ჯერ სერიოზულად მითხრა მერე რომ შევუბრუნდი და დავუბრიალე თვალები ისე ახარხარდა მგონი დაგვემხობა მალე ჭერი თავზე
-დროზე დაასრულე საუზმობა ,სკოლაში არ დააგვიანო !
-არის სერ- სწრაფად სვამს და გადის. მეც მივყვები, სკოლაში მიმყავს, სამსახურში მივდივარ და ჰოპ ლიკუნა სკამზე ზის და წინ დასკუპუ ყიფოს თვალებმინაბული უყურებს. ბემბი მახსენდება ამათი და ჩემი თავის შემყურეს შეყვარებული წყვილები რომ უყურებენ განაბულები ერთმანეთს, ლზიის უყვრრდა ეგ მულტფილმი და მეც მიწევდა ყურება აბა რა გზა მქონდა. სულ მეცინებოდა ამ მომენტზე . ეჰ რა დღეში ხარ იოანე თაბაგარო?
-უკაცრავად ახალგაზრდავ ხელს ხომ არ გიშლით?- ჯერ მშვიდად ვეუბნები სემდეგ ვმკაცრდები-სამუშაო საათებში თუ შეიძლება საქმეს მიხედოთ . მალე მიშო ჩამოვა და ათასი რამეა მოსაგვარებელი ქალბატონო ლია !
-ოჰ შაბათ-კვირას მოვლბით და ახლა ვიწყებთ ისევ ჯუჯღუნს რომ აღვიდგინოთ ძალებიო?
-ყიფიანო გაქრი აქედან. ნუ მიცდენ მდივანს
-შენ მიცდენ ცოლს თუ კაია ,ვერ გავიგე საქმე არაა ის პროექტი მე რაც უნდა წამოვიწყო? -ისე სერიოზულად ამბობს ვვოგნდები ერთ წამს მერე ტუჩებს ძლივს ვუყრი ტავს ლიკას აწითლებულ სახეს რომ ვხედავ
-რომ წამოიწყებ მაგ პროექტს შემატყობინე როგორმე და გავათავისუფლებ ერთი ორი წლით..თორე უფრო ადრე ჩაბარება მეეჭვება შეძლო - ვეუბნები მშვიდად და შევდივარ კაბინეტში.მომყვეა უკან
-თაბაგარო !
-გისმენთ ?- სავარძელში ვჯდები და ვუყურებ ძალიან შვიდად , გარედან კი ლიკას კისკისის ხმა შემოდის და არ მაძლევს მიმიკის შენარჩუნების საშუალებას
-მისმენ კი არა ისედაც გამიწამა სიცოცხლე და კიდე ეგ უნდოდა?
-რა ვქნა ძმა სადავეები უნდა დაიჭირო მაგრად თორე ეს ახლა ბლატაობს და ცოლად რო მოიყვან ბავშვებს გაგიჩენს ვაფშე მატრიარქატს დაამყარებს
-გეყოს ახლა ლაზღანდარობა,რა ხასიათზე ხარ მიდი მოყევი .მერე მეჩქარება რესტორანში ვარ მისასვლელი აურიეს რაღაც
-რას ჩამომისკუპდი ამ მაგიდაზე , რა იცი ეს .სკოლიდან მოყოებული ვერ ჩამოგსვი მოკლედ რა,ვითომ კაი ფეხები აქ და უნდა ვუმზირო
-აი ფეხები მაყაშვილს ჰქონდა და როგორ გყავს?
-ვაიმე ყიფიანო? წადი გამასწარი დროზე ახლა ნუ მაცდენ
-რაო გამოუტყდი რო გიყვარს?
-ყველა მაგას როგორ მეუბნება სახეზე მაწერია?
-აბა? გაწერია რომელია ფაქტიურად ხმოვანი შეტყობინებაც ახლავს“ მიყვარს ქეთინო“
-შენ ვისაც სერიოზული ჰგონიხარ რა
-კაი წავედი ახლა მე და ღმერთმა ხელი მოგიმართოს- იცინის და მიბრძანდება. მე კი ვიწყებ საქმეს, იმდენი რამეა დაგროვებული,იმდენ სეხვედრაზე ვიყავი ფიქრისთვსაც არ მქგონდა დრო. შემომაღამდა ამასობაში სამსახურში.გარეთ რომ გავიხედე უკვე ბნელოდა, ლიკაც ვაყურყუტე აქ
-ლიკუნა აიღე ეგ საბუთები შეინახე და წავიდეთ,მე გაგიყვან
-ნუ ღელავთ ბატონო იოანე მომაკითხავს ვაკო
-მასი კარგი, წავედი მე ხვალამდე
-ხვალამდე
შენობას ვტოვებ და სახლში მივდივარ. ჩემი ბაჭია მეცადინეობს ,რომ დამინახა გამეოქანა და მომეხვია.უცებ გავთბი და ერთიანად გაქრა დაღლილობა
-ბაჭი ივახშმე?
-ნწ ,მშია ძალიან
-რამეს მოვამზადებ და ჩამოდი
-კაი გადავიკითხავ ამას და ჩამოვალ...
კატლეტები შევწვი, დღეს მეც არაფერი მიჭამია, ერთად ვვახშმობთ . ცქმუტავს და ვერ ვხვდები რა უნდა
-გისმენ აბა დაიწყე- მაგიდას ვალაგებ,ისიც მეხმარება,ესეიგი გასვლა არ უნდა
-ცხელ სოკოლადს მოვამზადებ, ნამცხვარს დავჭრი და ჩემ ოტახში ვილაპარაკოთ,მეცადინეობა დავასრულე უკვე- უცებ გახარებული იწყებს ცქრიალს.
სულ ასე იცის ,ელოდება როდის ვეტყვი „გისმენ აბა დაიწყე“ ისე არ უნდა შემაწუხოს,ჰგონია რომ მისი ამბების მოსასმენად არ მცალია.
ფინჯანს ვართმევ და პუფში ვჯდები,გარეტ ისევ წვიმს, ფანჯქარზე ფარდა გადაწეულია და ხედს ვუყურებთ, საოცარი სიმშვიდე სუფევს ირგვლივ
-დავიწყო?
-დაიწყე ,ოღონდ მშვიდად
-ხო არ გაბრაზდები - გავვოცდი, ეს არასდროს უთქვამს, იცის რომ არაფერზე ვუბრაზდები და ახლა რა ხდება ასეთი ორ დღეში რა მოხდა უფრო სწორად ასეთი
-ლიზა დაიწყე ?
-შენ ხომ იცნობ ჟორჟოლიანს
-რომელს- ისე ვეუბნები ვითომ ვერ ვხვდები, აბა სებოჭილი მელაპარაკება და ცოტა თუ არ ამოიდგა ენა ნერვები დამაგჯება მალე
-დაჩის ... დღეს სკოლაში იყო მოსული
-დაბრუნება გადაწყვიტა?
-არა რა დაბრუნება ის 24 წლისაა უკვე -გულუბრტყვილოდ მპასუხობს და სისხლი მიდუღდება უკვე - მოკლედ დღეს სკოლასი იყო მოსული, სალოს მოაკითხეს მან და ალექსმა, სკოლიდან უნდა წაეყვანათ,მეც საღამომდე არაფერი მქონდა საქმე ,შემოთავაზეს კაფესი დავსხდეთო
-შენც წახვედი პირველად თუ მეორედ რაა ამაში განსაკუთრებული- მგონი უხეშად გამომდის ,დამშვიდდი იოანე არ დააფრთხო ბავსვი,მერე არაფერს გეტყვის და ეგ უარესია ,ჯობს ვიცოდე რას აკეთებს ვიდრე არ ვიცოდე და მეგონოს რომ ცუდს არაფერს სჩადის - პირდაპირ საქმეზე გადადი კარგი?
-იქ ვისაუბრეთ და დაჩიმ თქვა რომ ამ შაბათ კვირას აგარაკზე წვეულებას მართავს ,დამპატიჯა და შეიძლება წავიდე?
- არა! ამის თქმა გინდოდა მხოლოდ?
-რატო?
-ღამეც იქ უნდა დარჩე, დაჩი რომელი შენი მეგობარია
-მეგობარი არ არის მაგრამ...სულ მიშვებდი ხოლმე
-მასინ აბიტურიენტი არ იყავი და შენ კლასელებთან უფრო დიდი ხნის ნაცნობობა გქონდათ
-ხო მაგრამ თუ არ წავედი როგორ გავიცნობ
-რომ არ გაიცნო რა დაშავდება
-განტვირთვა მინდა უბრალოდ სანამ შემიძლია,მერე უნარებს და მათემატიკასაც ვიწყებ და დრო აღარ მექნება
-ვინ მოდის კიდე
-სალომე , ქეთა, ალექსი, კიდევ დაჩის რამდენიმე მეგობარი ბიჭი და მორჩა
-ვინ მეგობრები, ქეთაც მოდის? ანუ სამი გოგო იქნებით და ამდენი ბიჭი? ის გოგო კიდე მოცლილია? ექიმია თუ მასწავლებელი როცა უნდა მიდის სამსახურსი როცა უნდა არა, შაბათ კვირას არ მშობიარობენ თუ რა ხდება-აშკარად ვერ ვაკონტროლებ ემოციებს, ქეტას რომ წარმოვიდგენ ამდენ ბიჭთან, წვეულებაზე,თან რომ ვიცი იმათი საძმაკაცო როგორი იქნება და ვინ იქნება სისიხლი მიდუღს
-ქეთა რა შუაშია ... ანუ არ მიშვებ?
-მერამდენედ მეკიტხები თუ ამჩნევ
-მე ვამჩნევ და შენ რომ სულელურ არგუმენტებს იყვან თუ ამჩნევ
-ასე ძალიან რატომ გინდა წასვლა სიმართლეს მეტყვი და გაგიშვებ
-არ გამისვებ მაინც
-ესეიგი სიმართლე არ გიტქვამს- ამას რომ ვეუბნები ბურთი მეჩხიტება ყელში, იმედგაცრუებას ვგრძნობ, ანუ მატყუებდა , თვალები აემღვრა და თავი დახარა .ასე მხოლოდ მაშინ იქცევა როცა რცხვენია ან თავს დამნაშავედ გრძნობს-ლიზა მითხარი რატომ გინდოდა წასვლა
-არ ვიცი...
-იცი ! პირვანდელ თემას დავუბრუნდეთ- ხმას ვათბობ და მშვიდად ვწვები ისევ - სკოლაში რომ მოვიდნენ ბიჭები დაჩი როგორ შეგხვდა, კაფეში რაზე ისაუბრეთ
-ჩვეულებრივად შემხვდა მომესალმა და საოცრად გამიღიმა, მერე მანქანის კარი გამიღო .სალომე და ალექსი ცალკე წავიდნენ ,სახლში მივიდნენ ქეთამ ფეხი იტკინა და წამლები აუტანეს რაღაც . მე და დაჩი დავსხედით , მანაც ვაშლის ნამცხვარი შეუკვეთა , მალევე მოვიდნენ სალო და ალექსიც. მერე ბევრ თემზე ვისაუბრეთ -ისე უცებ ტქვა გონებამ ერთიანად ვერაფერი გადახარშა,მხოლდო ის მესმოდა რომ ქეთას წამალი სჭირდებოდა
-ქეთას რა დაემართა?
-კიბეზე მდგარა რაღაც საბუთს ეძებდა და გადმოვარდაო, უბრალოდ დაჭიმული აქვს სერიოზული არაფერი
-მე გავდივარ.. მოვალ და გავაგრძელებთ საუბარს .არ დაიძინო!- კარტან ვიყავი მისული უკვე რომ მივაძახე და ქეთასთან გავვარდი .



№1  offline წევრი kora

ქეთა როგორ მომწოონს love ზოგადად იოს და ქეთას წყვილი მომწონს, საყვარლები და ტკბილები არიან love შეყვარებული იო უზომოდ თბილია, აი ძმა იო კი მკაცრზე მკაცრია, თუმცა არც ვამტყუნებ.
მარიამ, ტკბილო, რა მაგარი გოგო ხარ შენ! love
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი (((end)))

love ოჰო როგორ დაგვაინტრიგე wink love

 


№3 სტუმარი avadmyofi

აუ გამაგიჟებენ ესენი რამაგარი ისტორიაა ემოციების კორიანტელია :დ გავგიჟდი :დ საოცარია ბიჭის თვალით დაწერილი ისტორიის წაკითხვა, ცოტა დაძაბე ან რამე უქენი ტირილიმინდა და მიზეზი არმაქვს :Dდდდ

 


№4  offline მოდერი bibo

]შენ რას მიკეთებ ვერ ვხდები გული სად მაქ ვერ ვგრძნობ მაქ საერთოდ იქიდან დავიწყოთ wink wink ვაიმე ეს რა იყო ნიშადური მინდა ხალხნო დროულად სანამ წავიღე წერილი და გავედი მარილზეეე lol lol მარიამ იცოდე დაგედები ასე კარგად რო წერრრრ იცოდე შემიწირავ ასეთ ლერწამივით ფრთაგაშლილ და არღანზე მოქეიფე კაცებში მძრომელ გოგოს lol lol აიჩემი პირადი საოცრება სასწაული ხარ შენოოოო ვაფფრენ შენზე ჩემო ტკბილო თბილო მურაბა ლეღვის ჩირო გოგოვვვვ ვაფრენ მე შენზეეოოოოო აი კიდე შოკში ვარრრ არ ვიცი რა ვთქვა კუჭს გულს ღვიძლს თორმეტგოჯას ვერაფერს ვგრძნობ ხედავ განახე რო მეც ვიცი მედიცინა wink wink დედამიწა შენ გარშემო ბრუნავს ფაქტია რა მიტრიალებ წაღმა უკუღმა მსოფლიოსსს რა გგითხრა არ ვიცი ემოციურად დახუნძლული ვარ კი არა გადახუნძლული ვარ ჩEმო ტკბილო თბილოოო ალუბალოოოო ვაშლატამა request request ვაიმე ლიზიზე ვაფრენ რა კაობა ვიღაც არისს უხ გული მაქ ცუდად <3 აუიო რა კაობა რა ველურული საკალელი ჩასაყლაპია უხ რა ესსს კაცო ცუდად მაქ გული ვალიდოლი მინდა მეეეე დროზე დამაყარეთ tongue tongue აუ ეს ქეთი არ მომწონს რაღაც და რა ვქნა ვრ ვხედავ ჩემ ბიჭის გვერდით იოს სუ სხვანაირი უნდა რავი მე უნდა ვიცი და რატო რავი კაცო მთავარია ქეთაა არ უხდება ჩემ ველურულ ასკილს და ატმის კუკრკასსსსს .....ჩემ ბარამბინო მარწყვი ალუბალი და კიდო ბევრობა კარგობავ რაღაცავ ტკბილოოოო მარწყვო აუ ვხედავ ბევრს ვბოდიალობ გავეთრიე თავიდან გადავავლო თვალი რამე ხო არ გამომჩა იქნებ ვნახო ახალი რამე <3 <3 აი ცუდად ვარ ისე მილამაზებ მითბობ და მიტკბობ ამ ცხოვრებასსს ჩემი ველურული მარწყვი და აჯაპსანდალი ჩემი გულის ძგიდე და სულის ბახმაროოო.უხ იმდენი რამე მოვიფიქრე და გაჭედა ამ დებილმა ტვინმა ეხა კაცო რა ეს ჩემი ალუჩის კურკა წამატებები გამოცდებში ამოდღვვლეფილო ლობიოოო გელი მალე გიაჩოს ბროშკას გაფიცებბბ ბევრობაზე ბევრობა არ დაიგვიანო კაიიი request love

 


№5 სტუმარი alisaa

vaime guliii:D xom dammarte elet melet:D :Dsaswauli xar pirdapir,maocebs sheni fantaziebi,weris stili,shesadzleblobebi da saertod shen maoceb,umagresi gogo xar:* dade ra 12is mere tore amagam dzili ar miweria:D

 


№6  offline წევრი მოლურჯო

ვერ ვითმენ ხოლმე და მაინც შემოვდივარ love
--------------------
მარიამი

 


№7  offline წევრი Diosa Dela Tristeza

როგოორ ჩავთბიი❤❤❤❤ძალიან მომწონს ქეთაც სალოც ლიზიკოც ჩვენი იოც ოო დაჩიზე ვერაფერს ვიტყვი ჯერ თავიდანვე ვიცოდი რო ლიზის დააჯახებდი :დდ ვნახოთ ვნახოოთ...
ბოლოში როგორ გავარდა იო❤ვენაცვალე^^

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ანდრო ძალიან ბევრჯერ გაქ ნახსენები და მიაქციე ყურადგება იოანეს მაგივრად ანდროს რო წერ

 


№9  offline მოდერი Nina))

ცოტა აირია სიტუაცია და დაალაგე რააა.ისე ხომ იცი სუპერ გოგო რომ ხარ,მომკალი და ეს ქეთა არ შემიძლია მაინც,რანაირი ადამიანი ვარ რაა მთავარი პერსონაჟი რომ არ მოგწონს,კარგი ხო,ვგონებ მალე შემიყვარდება,ცოტა დაგვისერიოზულე იო ^_^ ჰმ,მიყვარს ეს ბიჭი უკვე love ლიზაც მიყვარს,ალექსიც,დაჩიც,სალოც,და შენც მიყვარხარ :D იმედია ქეთოსაც შევიყვარებ მაე wink love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№10  offline წევრი Lana Tomlinson

მითხარი,რატომ არ შემიძლია შენს მოთხრობებს გულგრილად ჩავუარო?
როგორც კი ნიკს ვხედავ რაც არ უნდა ხდებოდეს,მაინც ვკითხულობ.
ძალიან მომწონს,მაგრამ ამ მოთხრობაში იოანეზე და ქეთაზე მეტად ლიზი და დაჩი მომწონს :((
ყველაზე მეტად მაინტერესებს მათი ურთიერთობა.❤️❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი masu

Ioanes da ketas wkvilze metad dachi da lizi minda <3 magati ambebic dawere ra <3 magaria dzaan <3 male dade axali tavi <3

 


№12  offline წევრი mimimimo

სანამ დაიწყებ თხრობას მიუთითე ვინ ყვება, თორემ გაურკვევლობაში ვვარდები ხოლმე.

ძალიან კარგია, უბრალოდ ერთხელ გადაიკითხე ხოლმე, თორემ ზოგჯერ ისეთი ბეჭდური შეცდომა გაქვს სიტყვას ვერ ვარჩევ. (მხოლოდ წინადადებას, რომ ჩავიკითხავ, მაშინ ვხვდები.)

წარმატებები! feel

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა ჩემო ტკბილებო wink სახელი ხან ვხვდები რო მესლება ხანაც ვერა და ვწერ ანდროს. გადახედვას ვეღარ ვახერხე ხოლმე.
დაჩი მალე უფრო მოგეწონებათ ...
ქეთა არ ვიცი შეგიყვარდებათ თუ არა, ჩვეულებრივი გმირია .ბევრ სისულელესაც გააკეთებს . მე სუბიექტურად მიყვარს ჩემი იო , არ ვიცი მე რო ვწერ მაგიტო თუ მართლა კარგი გამომდის მაგრამ რაღაცნაირად განსხვავდება ჩემი სხვა გმირებისგან wink
ვნახოთ რა მომაფიქრდება wink

 


№14 სტუმარი Uhuu

Vaimee sul eset sascaulebs rogor cer??<3
Dges xo dadeeb? <3

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

Uhuu
Vaimee sul eset sascaulebs rogor cer??<3
Dges xo dadeeb? <3

დავდებ აუცილებლად

 


№16 სტუმარი Ketis

Ra magaria agar den veli ra

 


№17  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️

 


№18  offline აქტიური მკითხველი terooo

Შეყვარებული ბატონი თაბაგარი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent