სიყვარულის თერაპია -2-
ძლივს მოსწყდა საყვარელი ქალის ტუჩებს იოანე და როცა გოგონას მინაბული თვალები დაინახა გაეცინა. ლილემაც მაშინვე დაჭყიტა თვალები. - მეხუმრები ხო ? - ამოისლუუნა ლილემ და ორიოდე ბედნიერების ცრემლი ჩამოუცურდა ლოყაზე. იოანემ ცერა თითებით მოწმინდა ობოლი ცრემლი და ათრთოლბულ გოგონას მთელ ძალით მოეხვია. - მიყვარხარ კნაჭა. იმდენად ძლიერად მიყვარხარ რომ აღარ შემიძლია ამ გრძნობის დამალვა. თანაც ვიცი რომ შენც გიჟდები ჩემზე - ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა- - საძაგელი ბიჭი ხარ იოანე - გაეცინა გოგოს - საერთოდაც საიდან მოიტანე რომ მიყვარხარ - ბიჭის მკლავებიდან თავი გაინთავისუფლა - - ნუ მაიმუნობ ახლა ქალბატონო თორემ დაისჯები მაგისთვის - ცხვირზე თითი ჩამოკრა იომ და ისევ ჩაიკრა გულში საყვაელი ქალი. გოგოც გაიტრუნა მის მკლავებში და ჩუმად იოს ყურთან ახლოს ამოილუღლუღა - - მიყვარხარ იოანე არაბულო - და იქვე ყურთან აკოცა რაზეც იოანეს გააჟრჟოლა და მთელი ძალით მოხვია გოგოს მისი მკლავები. - ჩემი კნაჭა , ჩემი ბედნიერება - ლუღლუღებდა ბიჭი - - თუ ასე მომიჭერ ხელებს ეჭვი მაქვს ძალიან მალე აღარ გეყოლები - გაეცინა ლილეს , ბიჭმაც გაათავისუფლა გოგო და უბრალოდ წელზე მოხვია მისი დიდი ტორი. მისი მამქანისკენ უბიძგა. მალევე მოთავსდნენ მანქანაში და მხოლიდ ახლა გაახსენდა ლილეს მისი ძმა. - იო , ნიკოს არ ეწყინება? - პატარა ბავშვივით შეშინებულმა ამოილაპარაკა ლილემ - - რა უნდა ეწყინოს ლილეკო? თანაც სულელი არარის დიდიხანია იცის ჩვენი გრძნობების შესახებ და არამარტო იომ ყველამ კარგად იცის რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ უკვე რამდენიმე წელია - შუბლზე აკოცა გოგონას და ღვედიც შეუკრა - წამოდი ახლა სახლში მიგიყვან და საღამოს ყველა გავახაროთ ჩვენი ამბით - ბედნიერს გაეღიმა იოს - - რა ამბით ? - ეშმკურად გაიცინა ლილემ - - უკვე მაიმუნობა დავიწყეთ ქალბატონო ლილეკო ? - სიცილით დაძრა მანქანა ბიჭმა - ორ დღეში ბერდები და კიდევ ვერ დასერიოზულდი ? - გაეცინა იოს- - სხვათაშორის სულ რაღაც 28 წლის ვხდები და შენ უკვე ხარ 28 წლის ასე რომ - თვაი ჩაუკრა და საზურგეს მიეყრდნო - - ჩემი სულელი - ჩუმად ჩაილაპარაკა არაბულმა. თუმცა ლილეკომ გაიგომა და თვალდახუჭულს ბედნიერებისგან გაეღიმა- ქალბატონი სესილია და დამიანე შენიბაშიც უხმოდვე შევიდნენ და კუთვნილ კაბინეტებში განაწილდნენ. ორივე თავ აუღებლად მუშაობდა სამ საათამდე. ზუსტად სამ საათზე ნუცამ შემოაკითხა კაბინეტში სესილის - - სესილი ყავის დასალევად მივდივარ აქვე კაფეში და ხომ არ წამოხვიდოდი ? - მხიარულად იკითხა გოგომამ - - მოდი შევთანხმდეთ რომ შენთვის ვარ სესი სესო ან როგორც გაგიხარდეს. არაა უცილებელი ამ უშველებელი სახელით მომმართო - გაეცინა სესის და ნუცაც აყვა- ყავაზე კი ნამდვილად არ ვიტყოდი უარს არც ნამცზვარზე. უბრალოდ ბატონ დამიანეს რაღაც საბუთებს შევუტან და ხელს მოაწერს - - კარგი სესო , წავიდეთ. - სესიმ ჩანთა და საბუთები აიღო ხელში და ორივემ დატოვა კაბინეტი. ნუცამ გარეთ დაგელოდებიო ანიშნა. სესილი დაუკალუნებლად შევიდა დამიანეს კაბინეტში და საბუთებში თავით ჩამძვრალ დამიანეს წინ დაუდო ხელმოსაწერი საბუთები - - აქ ორგან არის შენი ხელმოწერ საჭირო . მეშესვენებზე გავდივარ და რომ მოვალ გადავაგზავნი ბარემ ამ საბუთებს - - კარგი - ყველანაირი კომენტარის გარეშე დაეთანხმა დამიანი, თუმცა რის დამიანია რამეს თუ არ გააფუჭებს. კარებთან მდგარ სესილის მიაძახა - - სხვათაშორის დილას არ შემიმჩნევია ეს პერანფი ასეთი გამჭირვალე თუ იყო და ასე საყვარლად თუ ჩანდა შენი ავლადიდება - სიცილით გამოაჯავრა გოგონა სესილიმაც გაბრაზებულმა გაირახუნა კარები - - წავედით ნუცა - უთხრა ნირწამხდარმა - - მოხდა რამე სესო ? - კითხა ასევე შეწუხებულმა ნუცამ - - არაფერი ისეთი. ზედმეტად თავხედი უფროსი გვყავს.- ჩაისისინა გოგომ- - საერთოდ არარის არადა მასეთი. ყველა თანამშრომელს ძალიან სამართლიანად ექცევა. ალბათ რაიმე პირადი მიზეზი აქვს - სიცილით აუთამაშა გოგომ წარბები სესის - - ოუ არაა - თავი გააქნია სესომაც და კაფის კარები შეხსნა ფანჯარასთან მდებარე მაგიდასთან მოთავსდნემ გოგონებიორი ყავა და შოკოლადის ნამცხვარი შეუკვეთეს. - აბა მომიყევი შენზე ნუციკო - გაიღიმა სესომ და ყავა მოსვა- - საინტერესო არაფერი. ჩვეულებრივი სამუშაოს მოყვარული გოგო არანაირი სამეგობრო წრით და ერთადერთი საყვარელი ადამიანით. დედაჩემი ერთადერთია ვინც მყავს - მოწყენილმა ამოილაპარალა - - ახლა მეც გყავარ ნუციკ - თვალი ჩაუკრა გოგონას სესომ და ყავა მოსვა- - სასიამოვნო ამის მოსმენა, წინა მენეჯერი რომ მახსენდება ახლაც გულო მერევა აუტანელი ვიღაც იყო. დამიანეს ეკიდებოდა კისერზე სულ - ორივეს გაეცინათ - - ბოიფრენდი არ გყაბს ? - წარბები აუთამაშა სესილიმ - - ოუ არა - რაღაცნაირად დაიბნა გოგო რაც სესოს არ გამორჩენია- - რაღაცას არ მეუბნები და ასე არ გამოვა - თვალი ჩაუკრა ნუცას - - ოუ კარგი. არის ერთი ბიჭი რომელიც მომწონს დამიანეს მეგობარია და რამდენჯერმე იყო აქ. ნიკო დანელია.- სესილიას ყავა გადასცდა და ხველება აუტყდა.ნუცამ გაკვირვებულმა მოავლო თვალები როცა დაწყნარდა სესილი მერე ისტერიული სიცილი აუტყდა - - მაპატიე - უთხრა როცა სიცილსაც მორჩა - ცუდად გამომივიდა უბრალოდ ვერ წარმომიდგენია შენნაირ ნაზ საყვარელ გოგოს როგორ მოგწონს ის ველური ხისთავიანი ბაბნიკი - კიდევ გაიციმა რაზეც ნუცა დაინა - - შენ რა იცნობ ნიკოს ? - ამოილუღლუღა- - ვიცნობ? ვიცნობ კი არა სუკეთესო დაქალის ძმა არის. ასევე ჩემი არაბიოლოგიური ძმა რომელიც არასოდეს არ მყოლია- ამის თქმა და ნუცას გაწითლება ერთი იყო - - ოუ- მხოლოდ ეს ამოილუღლუღა - - კარგი რა მოხდა. მე მომწონხარ სარძლოდ დარუნებული ვარ მულსაც მოეწონები - გაეცინა სესოს- - ძალიან უხერხულად ვარ - ნამცხვარს ჩანგლით აწვალებდა ნუცა - - კარგი რა მოხდა. იმედია ვაჟბატონმაც შეგამჩნია თორემ ჩემი ხელით მოვკლავ - გაიციმა სესომ და ნამცხვრის ბოლო ნაწილი შეჭამა- - ოუ არ ვიცი სულ ორჯერ გამომელაპარაკა და ჩემი სახელი იცის მხოლოდ- სევდიანად ჩაილპარაკა გოგომ - - ამაზე მე ვიზრუნებ და უკეთ გაგაცნობ ამ დღეებში. უარი არ მიიღება იცოდე - საჩვენებელი თითი თვალწინ დაუქნია ნუცას- - გასაგებია ქალბატონო მენეჯერო - გაეცინა ნუცასაც-. ოუ დავაგვიანეთ - სახე მოეღუშა როცა საათს დახედა ნუცამ. სწრაფად გადაიხადეს თანხა და სირბილით შევარდნენ კომპანიის შენობაში. - მერე გავაგრძელოთ საუბარი - თითი კიდევ ერთხელ დაუქნია სესომ ნუცას და დამიანეს კაბინეტში შევარდა- - ვიღაცამ დაკაკუნება უმდა ისწავლოს - მკაცრად გამოსცრა კბილებში დამიამემ - თანაც მთელი 10 წუთი დააგვიამე - ბრაზმორეულმა ჩაილაპარაკა , საბუთები წინ დაუდო - სწრაფად გაგზავნე სადაც საჭოროა. - ზედმეტად უხასიათოდ ჩანდა დამიანე. სესილიმ უხმოდ დატოვა კაბინეტი მხოლოდ ნუცასთან შეჩერდა და დამიამეს გასცინა- სწრაფად გაგზავმე სადაც საჭიროა - ეცადა ბოხი ხმით მიებაძა რაზეც ნუცას გაეცინა თუმცა მალევე დაუსერიოზულდა სახე უკან მიტრიალებულს კი დიამე დახდა სესოს - - შენ კიდევ აქ ხარ , სწრაფად შეუდექი საქმეს - ზედმეტად გაბრაზებუა ჩაილაპარაკა დიანემ და სესილიც სწრაფად აორღქლდა ადგილიდან. საღამოს 6 საათამდე ისევ არ უნახავთ ერთმანეთი. მხოლოდ შუშის მეორეხრიდან გამოხედავდა დამიანე და უბრიალებდა გოგონას თვალებს. 7 სათზე სამუშაო დრო სრულდება შესაბამისად სესილიმაც დატოვა კაბინეტი იქ გასულს ნუცასთან მდგომი დამკამე დახვდა. - ლილემ დარეკა ყველ ჩემთან მოდითო. რაღაც აუცილებელი საქმეაო - კვლავ სერიოზული ტონით საუბრობდა დამიანე - - კარგი. ნუც მე და სესილი გაგიყვანთ ხო არ ხარ წინააღმდეგი ? - თბილად კითხა დამიანემ რაზეც გაკვირვების ნიშნად გაუფართოვდა თვალები სესილის - - იყოს ტაქსით გავალ- მორიდებულად თვქა გოგომაც - - კარგი რა ნუცა. თანახ ჩვენს მეგობარს უნდა გავუაროთ და არანირი პრობლემა არარის - გაიღიმა დამიამემ და სესილი დაიფიცებდა რომ არაფერი უხდებოდა დამიანეს გულწრფელ ღიმიზე მეტად - - თუ არ შეგაწუხებთ - მორცხვად ამოილაპრაკა ნუცამ. სესილიმაც მოაცილა დამიანეს თვალები და ნუცას შეხედა - - წამოდი წოდი ქალბატონო. - ხელღ მის ხელს მოეჭიდა. სესის მანქანაში მოთავსდა ბატონი დამიანე მძღოლის ადგილას - - იქნებ გეკითხა გაძლევდი თუ არა უფლებას დაჯდომის - კბილებში გამოცრა სესომ და გასაღები მიაწოდა დამიანეს. უკან დასლუპებულმა ნუცამ ეშმაკურად ჩაიფხუკუნა. სესილი კი განრაზებული დაჯდა დამიანეს გვერდით. - ნუც შენ ხომ იცნობ ჩემს ძმაკაცს ნიკოს-ღიმილით კითხა დამიანემ ნუცას რაზეც ნუცას ხველება აუტყდა - - კი ვიცნობ რამე ხდება ? - ძლივს ამოილუღლიღა ნუცამ - - არაფერი ნუც უბრალოდ ნიკოს გავუვლით და მერე მიგაცილებთ- მხოლოდ სესომ დაინახა დამიამეს ეშმაკური ჩაღიმება და მანახ გაიღიმა. მალევე მანქანა თეთრ შენობასთან გაჩერდა იქიდან კი გიჟივით გამოვარდა ნიკო და დაუფიქრებლად ჩასკუპდა მანქანის უკანა მხარეს. - როგორ ხართ გიჟებო ხოცავთ ერთმანეთს - როგოც იცის ისეთ ტალღაზე დაიწყო საუბარი თუმცა როგორც კი გვერდით მჯდომი სუნთვქა შეკრული ქალბატონი ნუცა დაინახა დასერიოზულდა ბიჭი - ნუცა ხო ? - ვითომ არ იცოდა ისე იკითხა. გოგონას წამში მოექუფრა სახე. - - ხო - ჩუმად ამოილპარალა და ფანჯარას აეკრო. ნიკოს ჩაეცინაის უსუსურობაზე და ახლა დამიანესა და სესილის მიუბრუნდა. - ნეტა რატო დაგვიბარა ჩემმა გიჟმა დამ ნეტა ეშველათ მაგას და იოს თუ კიდე დიდხანს უნდა იტანჯონ თავჯ და ჩვენც გვტანჯონ - გაიცინა ნიკომ - - შენ რა იცოდი ? - გაოცებულმა მიატრიალა თავი სესილიმ - - ვგავარ დებილს ? თანაც იომ თავიფანვე მითხრა დასამალი არაფერი მაქვსო - - საინტერესოა და ძალიან მაგარი - გაიცინა სესომ. ნუცამ დამიანეს მისამართი მიასწავლა სადაც ძალიან მალე მივიდნენ. მანქანიდან სესილიც გადავიდა გოგონას მოეხვია და ყურში ჩასჩურჩულაამის მერე მე ვიციო საპასუხოდ მხარზე ხელი მიკრა ნუცამ და უკან მობრუნებული პირდაპირ ნიკოს აეწეპა ზედ. ნიკომ ირონიულად ჩამოხედა თავისზე ორი თავით დაბალ გოგონას - - არ მემშვიდობებოდი ნუც ? - ეშმაკურად ჩაიცინა ტუჩის კუთხეში სესილია გაეცალა და მანქანაში ჩასკუპდა- - მე მეე - ალუღლუღდა ნუცა ნიკოს კი გაეცინა და ქალბატონს ლოყაზე მიაკრა მისი ფუმფულა ტუჩები. თვითონ მანქანაში ჩასკუპდა და ნუცა კი დატოვა გაშტერებული და გაბრუებული. - საზიზღარი ბიჭი ხარ - სიცილით უთხრა სესომ ნიკოს - - მოგწონს ? - მიუტრიალებლად იკითხა დამიამემ. ნიკოს კო საპასუხოდ მხოლოდ ჩაეცინა. ნიკოს სახლში მისულებს ლაშა თიკა და ჩახუტებული წყვილი დახვდათ რაც უვე ყველაფერს ხსნიდა. ყველამ მიულოცა წყვილს ერთად ყოფნა დაიწყო სმა და დალოცვა წყვილის. გვიამ დაიშალნენ. გოგოებს არ დაულევიათ ამიტომ თიკამ ძმა (იო) და ლაშა წაიყვანა ხოლო სესილის მოუწია დამიანეს წაყვნა. - მგონი შენს მძღოლად ვიქეცი დღეს - ღრენით გადახედა მის გვერდით მითავსებულ დამიანეს - - არაუშავს პატარავ აიტან როგორმე - სიცილით ჩაუკრა თვალი გოგოს - - საერთოდ არაა სასაცილო. ნოდარი რომ არა დაგტოვებდი გზაში უპატრონოდ. ხო და კიდევ ერთი პატარა არა რა მგონი 4 წლით დიდი ვარ შენზე და თქვენობით უნდა მელაპარაკო - გამარჯვებულმა ჩაუკრა თვალი ბიჭს და მანქანა დამიანეს სახლთან გააჩერა-. - ასაკი არაფერს ნიშნავს.- ბიჭი სესილისკენ გადაიხარა და მისი ცხელი ამონასუნთქი მიაფრქვია - მთავარია შენზე მეტი გამოცდილება მაქვს - თვალი ჩაუკრა და მოულოდნელად აკოცა ლავიწზე სესოს. რაზეც ბუსუსებმა დააყრა. დამიანეს შეუმჩნეველი არ დარჩენია გოგოს ასეთი რეაქცია. სესილიმ ტუჩზე იკბინა ემოციების გასაკონტროლებლად რაც დამჯანესთვის პიკი აღმოჩნდა ხელი სწრაფად შეუცურა სესის კისერში მისკენ მოიზიდა და მთელი გრძნობით დაეწაფა გოგონას ბაგეებს. იგრძნო როგორ აფართხალდა სესილია თუმცა მეორე ხელით დააკავა და ისიც უძლური გახდა შემდეგ კი დანებდ და ისიც აყვა კოცნაში. კოცნა იყო რაღავ აპოკალიფსის მსგავსი. ორივემ ნათლად იგრძნო სხეულში აუარებელი ჟრუანტელი და ცეცხლივით მწველი გრძნობა მუცელში. დამიამე დასპეცებული მთელი ვნებჯთ უკოცნიდა მის მკლავენში ათრთოლებულ ქალს ტუჩებს რომელიც ახლა პატარა გოგოდ გადაქცეულიყო. მიუხედავად იმისა რომ ყველაზე ნაკლებად დამჯანეს სესის ტუჩებთან მოწყვეტა უნდოდა მაინც მოწყდა სასურველ ტკბილ ბაგეებს და სწრაფად გაუჩინარდა სესილის თვალთახედვიდან. სესილი რამდენიმე წუთი გაოცებული ახალი გრძნობებითა და ემოციებით სავსე კარგახანს იჯდა მანქანაში გათიშული. როცა გონს მოეგო სწრაფად გააქროლა მანქანა თავიდან ყველანაირკ ფიქრები გაიფანტა და სახლკს გზას დაადგა. იქ მისულს თორნიკე მისაღებში ტელევიზორის წინ მდებარე დივანზე მიძინებული დახვდა. - მა გაიღვიძე - ნაზად შეანჯღრია ყველაზე საყვარელი ადამიანი. მანახ სწრაფად გაახილ თვალები და გულში ჩაიკრა ორი დღის მონატრებული ქალიშვილი. - როგორ მომენატრე მა. ასე შეიძლება ? - საყვედურნარევი ხმით უსაყვედურა ერთადერთ ქალიშვილაა და განძს მის ცხოვრებაში. თუმცა მალევე გაეცინა - როგორია აბა ნოდარის ბიჭთან მუშაობა - კითხა თორნიკემ და კალთაში მოიქცია ქალბატონი. იმის მიუხედავად რომ გოგო 28 წლისაა და თვითონ თორნიკე 46 ის მისთვის ჯერ კიდევ პატარა საყვარელი სესილიაა. - ცოტ აუტანელი ვინმეა მაგრამ არაუშავს. უი ახალი ამბავი მაქვს მა. იოანე და ლილე ერთად არიან- ახარა მამას ახალი ამბავი და ჩაეხუტა - - ძალიან მიხარია - გაუღიმა თორნიკემ და პატატა ბავშვით ხელში აიყვანა სესილი რაზეც გადაიკისკისა გოგომ. მის ოთახში შეიყვანა და ლოგინზე წამოაწვინა. - ხვალამდე მა - შუბლზე აკოცა სამაგიეროდ კი ლოყაზე კოცნა მიიღო და გავიდა ოთახიდან. ლილემაც ჩაიტარა ძილისწინა პროცედურები და მალევე დაწვა. მორფეოსის სამყაროშიც ასევე მალე გადაეშვა. დილით ისევ მაღვიძარამ გააღვიძა. სწრაფად გადავლო წყალი. მოკლე ტყავის მაღალწელიანი ქვედაბოლო და თეთრი სქელბრეტელებიანი საკმაოდ ამოღებული მაისური ჩაიხვა. პატარა საყურეები გიკეთა და ყელზეც ჩამოიკიდა მამის ნაჩუქარუ საყვარელი კულონი. ფეხზე შავი ბათინქები ამოიცვა თმა კი ცხენის კუდად შეიკრა. მაკიაჟი არ გიკარა უბრალოდ ისედაც სავსე ტუჩებზე წითელი პომდა გადაისვა. სამზარეულოში ჩასულს თორნიკე დახვდა რომელიც ომლეტს ამზადებდა. ერთად ისაუზმეემს და ორივე ცალცალკე გავიდნენ. სამსახურში მისული ნუცას მიესალმა და ცოტა წაეჭორავა. დამკანესაც შეუტანა საბუთები რომელსაც თითქოს საერთოდ არ ახსოვდა წუხანდელი ინციდენტი ისე აჩვენებდა თავს. ასე ჯობიაო სესიმაც იფიქრა თან სიმთვრალეს დააბრალა და მთელი დღე კაბინეტში გაატარა. შესვენებისას კაბინეტში ნუცა შემოუვარდა გულაჩქარბული. - ახლა მოვკვდები - სასაცილოდ გააკეთა გულისწასვლის იმიტაცია ნუცამ და სესილის გაეცინა - - რა ხდება ? - ნიკო მობრძანდა აი გახედე შუშიდან - დამიანესკენ და ნიკოსკენ მიანიშნა რომლებიც გაცხარებით საუბრობდნენ.- ახლა შესვენება გაქვთ როგორც ვიციო და მე შენ დამიანე და სესილი ჩავიდეთ საჭმელათო. თან მომიკითხა გადამკოცნა - ემოციებით ყვებოდა ნუცა სესილი კი კისკისებდა გოგონას ასეთ დაბნეულობასა და სიხარულზე - კაბინეტიდან ორივე სერიოზული სახეე ით გავიდნენ არც ბიჭებმა დაყოვნეს და მალე ოთხივე იმ კაფეში იჯდნენ სადაც წინა დღეს სესილი და ნუცა. ქალბატონი ლილე ფართხაფურთხით იცმევდა ტანსაცმელს გუშინდელმა დაღლილმა ძლივს ასწია თავი. მოწესრიგდა სამზარეულოში შევიდა და წყალი დაადგა ამასობაში კარზე ზარიც მოესმა. კარი გააღო თუ არა მოეხვია კიდეც საყვარელი სხეული მის პატარა სხულს. მთელი სახე რომ დაუკოცნა იომ შემდეფ საყვარელ ტუჩებს დაეწაფა და მანამ კოცნა სანამ სუნთქვა ეყო. გოგო გაბრუებული ჯერ კიდევ დაუჯერებელ სიზმარში გრძნობდა თავს. გაბრუებული გოგკ კარებში დატოვა და სიცილით წავიდა სამზარეულოსკენ. - საძაგელი ხარ ადამიანო - ენა გამოუყო იოს და ყავა გააკეთა ორი ადამიანისთვის - - რატომ ვარ საძაგელი მოვედი ვიფიქრე სამსახურში წავიყვან და თან უტკბეს ამბორს ვაჩუქებთქო - გაეცინა იოს - - ნამდვილად ტკბილი იყო ისეთი რომ ყავას შოკოლადს აღარ მივაყოლებ - დამცინავად წარმოთქვა სიტყვები. - ყავას დავლევ და მერე დაგსჯი მაგისთვის - თვალები დააწვრილა იომ - - ველოდები სასჯელს - ეშმაკურად ჩაიცინა ლილემაც. **** მადლობთ რომ კითხულობთ ესეც შემდეგი თავი მესამესაც მალე შემოგთავაზებთ ველი შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.