გიჟი გოგო შარშია(1)
ო როგორ არ მიყვარს გამომშვიდობება, მაგრამ ვის ვემშვიდობები რო არც არავინ მყავს სულელი ერთადერთი ბიძაშვილის გარდა რომელიც კლუბებში ათენებს და აღამებს. ხო არ გეგონოთ რომ მშობლები არ მყავს მე მსოფლიოში ყველაზე მხიარულო მამა მყავს მაგრამ როცა ცუდ ხასიათზეა ჩემს გარდა ვერავინ ამხიარულებს მე ხო მამიკოს ბაჭია ვარ. რაც შეეხება დედას უმაგრესი ქალია ყველაფერს ვუყვები ჩემი ყველა ნაბიჯი ზეპირად იცის ის ჩემი ყველაზე მაგარი დაქალია არ ყოფილა შემთხვევა დედასთვის რამე დამემალოს მან ყველაფერი იცის, ასევე მამამაც იცის ყველაფერი რაც მე შემეხება დედისერთა ვარ, მაგრამ სულაც არ ვარ ეგოისტუ ნუ კაი ხო ცოტათი ვარ. ეგეც მარტო მაშინ ვეჭვიანობ დედაზე და მამაზე როცა პატარა ბავშვებს მიელაპარაკებიან. თუმცა უნდა ვაღიარო პატარა ძმა ან და არ მაწყენდა მიყვარს ბავშვები. ხო მე სალომე ბრეგვაძე ვარ 24 წლის უნივერსიტეტი ლონდონში დავასრულე მშობლებმა აქ ხუთი წლის წინ წამომათრიეს რასაცქვია არ მინდოდა უცხო ქვეყანაში წასვლა, მაგრამ საქმეს ასე სჭირდებოდა. ახლა ძალიან მაგრად ვარ აქ ბიზნესის ფაკულტეტი დავასრულე და მომავალში მამა დამპირდა რომ თავის ბიზნესს მე გადმომაბარებდა. ლევან ბრეგვაძეს თითქმის ყველა ქვეყანაში სასტუმროები აქვს გახსნილი და საკმაოდ სარფიან შემოსავალს იღებს და საკმაოდ მაღალ ხელფასებსაც აძლევს თანამშრომლებს და მიხარია ასეთი კარგი რომაა რადგან ხალხს ფული სჭირდება თანაც ძალიან ის კი ყოველთვის ამბობს რომ, როცა "ფული ბევრია ჯობს გასცე რადგან სადღაც არის ისეთი ადამიანი რომელსაც დახმარება არ აწყენდა." რაც შემეხება მე, მე ვარ ყველაზე ცანცარა? არა როგორც დედა მეუბნება სულელი და გიჟი ქალი რომელიც ისევ ბავშვია. ნანა ყოველთვის მეჩხუბება სისერიოზულე გაკლია და ასეთ ცეტს ცოლად არავინ შეგირთავსო, მაგრამ ვის ანაღვლებს რო. მე და მამა როცა ერთად ვართ იქ ვერავინ იქნება გაბრაზებული და მოწყენილი სულ ვმაიმუნიბთ. ხო გარეგნულად ყველას გაინტერესებთ როგორი ვარ ალბათ მე მაღალი ვარ, თმა მოყავისფრო მაქვს. ძალიან კარგი განათლება მივიღე კემბრიჯის უნივერსიტეტში. ლამაზი ცისფერი თვალები მაქვს და ნორმალური ზომიდ ვარდისფერი ტუჩები. ყველაზე უცნაური რაც მე გამაჩნია თვალებია და თმაც დედა ჟღალთმიანია მამას კი კუპრივით შავი თმა აქვს მე კიდევ მოყავისფრო თმა მაქვს ალბათ იმიტომ, რომ დედას დედას ქონდა ყავისფერი თმა და თვალები მამას ყავისფერი აქვს დედას კი მწვანე. მე კი ცისფერი და ცისფერი სავარაუდოდ იმიტომ მაქვს რომ მამას მამას ანუ ჩემს ბაბუას ჰქონდა ცისფერი თვალები. დღეს უკვე 1 ივნისია მამა სამსახურში არ მიდის რადგან სამი თვე საქართველოში ვაპირებთ წასვლას და დასვენებას. დილის 5 საათია მამამ ჩემი ოთახის კარი შემოგლიჯა და ჩამყვირა. -ბაჭიააა ადექი უცებ გავდივართ. -მეძინება... ჩავიბურტყუნე და თავი ბალიში ჩავმალე. ახლა ღუტუნი დამიწყო და დამემუქრა. -ვიღაცას ცივი აბაზანა უნდა. ადექი თორემ გაბანავენ ცივ წყალში. -რა? ჰა? ვინმემ მეძინება თქვა როგორ მოხდა აი ფეხზე ვარ უკვე მა ავდექი ხედავ ახლა მიბრძანდი აქედან ჩავიცვამ და ჩამოვალ. მამა ოთახიდან გავაგდე და დილის პროცედურები ჩავიტარე, წყალი გადავივლე იმისდაგამო რომ თმას ფენით არ ვიშრობ თმა უბრალოდ ავიკოსე. მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და დადგა ყველაზე რთული მომენტი, მომენტი როდესაც არ ვიცი რა ჩავიცვა. თუმცა დღეს ბევრი არჩევანი არც მქონია ჩემი ნივთევის უმრავლესობა ჩემოდანში მქონდა ჩალაგებული. ბოლოს გადავწყვიტე მამას ნაჩუქარი მოკლე ცისფერი კაბა ჩამეცვა, რადგან თვალებს სეესაბამება. ფეხზე მაღალ ქუსლიანი მისივე შესაფერისი სანდლები მთლიანი ფლატფორმა აქვს ამ ფეხსაცმელს. უკვე მზად ვიყავი ორი ჩემოდანი მამას ცაეტანა მე ჩემი პატარა ჩანთა ,ტელეფონი და ყირსასმენები ავიღე. -ვსო მზად ვარ. -წავიდეთ და როგორც იცი ხოლმე ბოლო კიბეს არ გადმოახტე მაღლებო გაცვია და არ წაიქცე. -კარგი რა ნანა ხომ იცი როგორი სიმაღლის ფეხსაცმელიც არუნდა მეცვას მაინც ვხტები ხოლმე ბოლო კიბიდან და არც ეს დღეა გამონაკლისი. მიყვარხარ დე. ეს ცოტა წავუაფერისტე ხშირად ვიცი ხოლმე ასე, რადგან დედა მკაცრია როცა სადმე სტუმრად მივდივართ. ლოყაზეც ვაკოცე და ბოლო კიბეს მაინც გადმოვახტი. -შე პატარა ბავშვო. -მა დედამ ბავშვი ხარო. -ხარ და რა გიშველოთ. -მმმმ. კაი ვიქნები. და გავეკრიჭე. აეროპორტში მალე მივედით რეგისტრაცია გავიარეთ და საქართველოს რეისზე ჩასხდომაც დაიწყო. გზა დიდი და დამღლელი იყო. ამიტომ ყურსასმენები მოვირგე და თვალები დავხუჭე. თქმა დამავიწყდა თბილისში სახლი არ გვაქვს გავყიდეთ ხოდა ახლა მამას ბავშვობის ძმაკაცთან როსტოსთან მივდივართ დიდი ხანია გვპატიჟებს და დავაყენეთ საშველი. საქართველოში ვერ ვბრუნდებოდით მამას საქმეებისა და ჩემი სწავლის გამო. ახლა კი დელს აეაფერი გვიშლის. როგორც ვიცი როსტოს ორი ბიჭი ყავს უფროსს ლექსო ჰქვია 29 წლისაა, უმცროსს გაბრიელი ჰქვია და 25 წლისაა. მათზე მეტი არაფერი ვიცი და იმედი მაქვს ჭკვამხიარულები არიან თორემ დამერხევა და მომიწევს გავხდე მის სერიოზული სალომე. როგორ ვერ ვიტან სერიოზულობას თქვენ ხომ არ იცით.ვიღაც მანჯღრევს ეს მამა. -რა -მოვედით. -ასე მალე?? -რა მალე მთელი გზა გეძინა და მაგიტომ გგონია რომ მალე მივედით. -ააააა. როგორც იქნა ჩემი საქართველო დავბრუნდი იქ სადაც ამდენ ხანს არ ვიყავი. აქ მყავს დაქალი ლანა მიროტაძე ჩემი ტოლია მაგრამ გოგო გათხოვებას აპირებს და მეჯვარე მე ვარ ბაღისან ვიცნობ და დღემდე კონტაქტი მაქვს, თუმცა არ მითქვამს რომ ჩამოვედი. სიურპრიზი უნდა გავუკეთო.თვითმფრინავი დაჯდა აქ ღამის სამი საათია. მალე გამივედით კარში და როსტი შეგვეგება მეუღლესთან ერთად ნანა და მაია დაქალები არიან კარგი ურთიერთობა აქვთ. მეც ძალიან თბილად დამხვდნენ. მამა როსტოს იყო დაპირებული რომ ბიჭი თუ ვიქნებოდი მომნათლავდა თუ არადა დედამ გადაწყვიტა რომ ჩემი ნათლია ლანას დედა ნონა იქნებოდა.დედა და ნონა ძალიან დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს ბაღიდან ერთად არიან და ახლა მეც და ლანაც ასე ვართ. მოკლედ ყველაფერი მოგიყევით. მაგრამ როსტოს ბიჭები არ ჩანდნენ არსად არადა როგორ მაინტერესებს როგორები არიან. სახლში წავედით მთელი გზა მეძინა საკმაოდ დავიღალე. სახლში როგორ მივედით ან ვინ ამიყვანა ოთახში არაფერი ვიცი. მოკლედ რააა უთქვენოდ ვერ ვძლებ ჯერ ისტორია ახლა დავამთავრე და უკვე აქ ვარ ახალი ისტორიით იმედია მოგეწონებათ. პატარა თავია მაგრამ დადება ზალიან მინდოდა. ველი შეფასებას გამიზიარეთ აზრი გავაგრძელო თუ არა მოგწონთ თუ არა ყველანაირი აზრი რაც გაქვთ ამ ისტორიისადმი გამიზიარეთ. მიყვარხართ ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.