შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენოდ(4)


7-07-2016, 22:30
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 9 690

ორშაბათი დღე იოანეს მოლოდინში მიიწურა, მობილურისთვის ხელი არ გამიშვია,უამრავი პაციენტი მყავდა, ერთი მშობიარობაც მივიღე . ყველაფერი დილას მოხდა, პაციენტების სია დიდი იყო , ორი მყავდა მიღებული, ერთ-ერთის ძველ ანალიზს ვეძებდი, მდივანი გასული იყო ტავად დავდე კიბე და ავედი, უცებ ჩემი მობილური ამღერდა,მეგონა ანდრო რეკავდა ისე უცებ გადმოვდგი ფეხი მეხუთე საფეხურიდან თიტქოს დაბლა ვიყავი, ჰაერში დავიკივლე მაგრამ რა აზი ჰქონდა დავენარზე იატაკზე. მადლობა ღმერთს არ იყო მოტეხილობა, უბრალოდ მტკიოდა ძალიან და პაციენტების მიღებაც ვერ მოვახერხე. სახლსი განვაგრძე ლოდინი, ვიწექი და ველოდი როდის დამირეკავდა. გამაყუჩებელიც გამომელია და სალომეს მოვატანინე. საღამოს უკვე იმედი გადამეწურა, შუაღამე იყო. ჩემტან ალექსი და მისი ძმაკაცები იყვნენ.პირველი სართულიდან ხმაური ამოდიოდა ,ტელევიზორს ხმა ავუწიე მატი ხორხოცის დასაფარად ,შემდეგ ცამთვლიმა და ლამის გული გამისკდა როცა აივნის კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა. კივილი დავიწყე და მხოლოდ მაშინ მოვედი გონს გაფართოებული თვალებით იოანეს სახე რომ შევიცანი
-ჩშ...მე ვარ ქეთო რა გაკივლებს ...როგორ მიკბინე ფისო ხარ რა- ხელს დახედა მე კი თვალები ამემღვრა, ზედმეტმა ემოციამ იმოქმედა, ისიც მიხაროდა რომ აქ იყო,თან მეშინოდა ალექსი არ შემოსულიყო, თან კიდევ მიფართხალებდა მოულოდნელობისგან გული- პატარა ფისო რომელსაც დაავიწყდა სიარული და ფეხი იტკინა
-არ დამვიწყნია, კიბეზე ვიყავი ასული და ფეხი ამიცდა
-ვისზე ფიქრობდი ფისო?
-ვისზე უნდა მეფიქრა ..უბრალოდ მე ...ასე ნუ მიყურებ
-როგორ გიყურებ
-თითქოს გინდა შემჭამო
-სწორედაც რომ- ხელს წელზე მიცურებს, დამშეული თვალებით მიყურებს, ქვემოთ მაცოცებს და ზემოდან მექცევა .გააზრებას ვერ ვახერხებ ისე მეძგერება ტუჩებზე და მეც მორჩილად ვყვები მის ალერსს, ჩუმი კვნესა მხდება როცა ნიკაპზე მკბენს ,მერე მკოცნის და ყელზე გადადის,თავი უკან მივარდება და ღრმად სუნთქვას ვიწყებ.მსვიდად შეისწავლის ჩემს ყელს და როცა თითები წელიდან შიშველ ფეხზე გადადის,ვიაზრებ რომ მხოლოდ პენუარი მაცვია რომელსაც საერთოდ არ აქვს სიგრძე .ჟრუანტელსაც ვაიგნორებ,გახშირებულ სუნტქვასაც,სურვილსაც და ხელზე ხელს ვუჭერ, უკმაყოფილოდ მიყურებს და ტუჩებს ილოკავს -
-როგორ იქცევი ! მომშორდი ახლავე, შენი სათამაშო არ ვარ რომელიც როცა მოგინდება მაშინ გაგახსენდება სტაცებ ხელს გაერთობი და მიაგდებ - გაბრაზებული ვახლი სათქმელს და ცივად მშორდება. თვალები ბრაზით ევსება ,ყბები ეჭიმება
-საკუთარ თავს აყენებ შეურაცხყოფას, თუ გგონია რომ სათამაშო ხარ და ასეთი დაბალი გაქვს თვითშეფასებაც და ასე ცუდადაც მიცნობ საერთოდ არაფერი მესაქმება აქ , სალაპააკო მითუმეტეს აღარაფერია!
-მოიცა რა...ეს- სიტყვის თქმას ვერ ვახერხებ როგორც მოვიდა ისე მიდის. მე კი მტოვებს ასე გაშეშებულს.ახლა შეიძლება შევიშალო! გაბრაზდა? რატომ რა ვუთხარი ასეთი, არაფერს მეუბნება არც იმას რომ მოვწონვარ, იმასაც კი რომ ვუნდივარ რომ გავიგო საერტოდ რას გრძნობს და კიდევ იქეთ ბრაზდება? ძალიანაც კარგი რა ჰგონია რომ ვთხოვ რამეს> ბოდიშს მოვუხდი და პატიებას ვთხოვ> იქნებ ჰგონია რომ შევევედრები მაკოცოს .
^^^
საშინლად გაბრაზებული ვარ! შეიძლება იტქვას რომ გაცოფებული. როგორ შეიძლება ვერ ხვდებოდეს რას ვგრძნობ,როგორ შეიძლება ბანალური სიტყვები და სიყვარულის ახსნა სჭირდებოდეს 26 წლის ქალს,ახლაც პატარა ბავში ხომ არაა ! პირდაპირ შეურაცხყოფას მაყენებს და არაკაცი ვგონივარ რომელიც ასე ადგე უცებ მოუნდება კოცნა მივარდება და გაიქცევა მერე ისევ უკან? იმ ღამით იქ რომ არ დავრჩი მხოლოდ იმიტომ რომ არ მინდოდა უხერხულად ეგრძნო თავი, ვიფიქრე ჯერ გონს მოვა ,გავაიზრებთ თავად რა ურთიერთობა გვექნება და მერე დაველაპარაკები მის ძმასთქო . შეიძლება გავგიჯდე!
სახლში შესული ისე ვხურავ კარს მგონი ახლის ყიდვა მომიწევს.კიბის თავში მხვდება ლიზა , გვერდს გაბრაზებული ვუვლი და საძინებელში შევდივარ
-დაიძინე ! სხვა დროს ვილაპარაკოთ.ცუდ ხასიათზე ვარ და ისევ გადაწყვეტილებისთვის აჯობებს-სწრაფად ვეუბნები და კარს ვხურავ.
მგონია რომ თავი გამისკდება, წამალს ვსვამ და ვწვები. მთელი ღამე გავათენე. ბოლოს დავასკვენი რომ ზედმეტი მომივიდა, რომ უნდა დავლაპარაკებოდი და დავაბნიე უარესად . გადავწყვიტე გამომესწორებინა შეცდომა და დავლაპარაკებოდი ნორმალურად .სამსახურში მივაკითხავ !
საუზმე მოვამზადე ,ლიზამ ჩუმად ისაუზმა,არაფერი უთქვამს, არც მიყურებდა. ასევე ჩუმად აიღო ცანტა და გასასვლელისკენ წავიდა. ახლაღა გამოვერკვიე ფიქრებიდან და უკან გავყევი.როგორ შეიძლება ერთი ქმედებით ამდენი რამე გავაფუჭო
-ბაჭია მოიცადე რა
-რა მოხდა
-მაპატიე
-რა გაპატიო
-გუშინ უხეშად გელაპარაკე , მერე კიდე საერთოდ არ მოგისმინე
-არ გაპატიებ ! იმას არ გაპატიებ რომ არაფერს მეუბნები .ჩემგან ითხოვ ყველაფრის ტქმას შენ კიდე როცა ცუდად ხარ ოთახში იკეტები სულ და მარტო ებრძვი პრობლემას, აღარ ვარ პატარა ბავშვი და იქნებ შემიძლია დახმარება,ამაზე რატომ არ ფიქრობ.ერთხელ შენს ტავზეც იფიქრე და სხვასაც მეიცი დახმარების საშუალება სულ შენ რომ ზიდავ მძიმე ტვირთს
-სკოლიდან რომ გამოხვალ,გამოგივლი სადმე დავსხდეთ სანამ მასწავლებელი მოვა და მოგიყვები გპირდები .ახლა ჩამეხუტე თორე გამისკდება გული -ხელები გავშალე და დაველოდე როდის გამათბობდა.მალე მომეხვია ხელები მაგრად მომხვია და მაკოცა’
-ძალიან მიყვარხარ
-მე უფრო - გავიცინე და შუბლზე ვაკოცე-წავედით ახლა თორემ დააგვაინებ გაკვეთილზე.
მანქანიდან გადასვლამდეც მაკოცა და წავიდა. სამსახურში საქმეები მოვაგვარე, რამდენიმე შეხვედრა გადავდე საერთოდ და წავედი კლინიკაში. თანაშემწეს ვუთხარი გადაეცა რომ შეხვედრა მინდოდა. გამვიდა რამდენიმე წუთში და მითხრა რომ ქალბატონი ქეთევანი ვერ მიმიღებდა. ეს იგი უარს ამბობ საუბარზე, კარგი დაგელოდები . ეს ვტქვი და დილის თორმეტი საათიდან სამ საათამდე დერეფანში ვიყურყუტე,ყველა ბროშურა და ფოტო დავათვალიერე, ფეხმძიმეებსაც დავაკვირდი მუცელზე,ერთი თურმე ტყუპებს ელოდებოდა და იმხელა მუცელი ჰქონდა ძლივს შევიდა . ბოლოს მოთმინება ამომეწურა და შევაჭერი პირდაპირ. მაგიდასთან არ იჯდა,მეორე ოტახში იყო და ეხოს უღებდა ვირაცას. წინ დავუდექი და რომ ამომხედა წამსვე ისევ ეკრანს გახედა
-ნაყოფი ძალიან პატარაა და რამდენიმე დასახელების წამალს დაგინშნავთ რომ ნორმებში ცაჯდეს... არ იღელვოთ საშიში არაფერია
-დიდხანს აპირებ ცემს დაიგნორებას?
-პაციენტთან თუ ხართ შეგიძლიათ მოუსმინოთ გულისცემას
-ჩემს გულისცემას თუ მოუსმენ კარგი იქნება , გამისკდება სადაცაა . სხვათაშორის თავიც მისკდება ბრაზსიგან და შეიძლება საშინელება დაგმართო თუ არ დამელაპარაკები
-იცი ჩვენს კლინიკაში საოცარი დაცვის ბიჭები არიან, მაღლები დაკუნთულები და შეუძლიათ ერთი ხელის მოსმით გაგაგდონ.თავის ტკივილიც გაგივლის და გულისაც- წამოდგა რაღაც ფურცელი აიღო და ქალს მიაწოდა- მუცელი მოიწმინდეთ და გამობრძანდით , დანიშნულებას მოგცემთ
-ოჰ როგორ შემაშინე , გული გამისკდა შიშით !
-სარკასტულად საუბარს შეეშვი და გაქრი აქედან, შენ თუ მოცლილი ხარ მე ვარ დაკავებული
-აუ მე ვარ მოცლილი..მართალია თორმეტი საათის მერე აბა რომელი ნორმალური ადამიანი დაგიცდიდა, მეტის ღირსი ვარ რომ ვეცი პატივი შენს გადაწყვეტილებას და აქამდე გელოდე !
-შენთვის დროს ვერ გამოვნახავ.. ფეხმძმედ არამგონია იყო..არც ვინმე იყოს შენგან ასე რომ წაბრძანდით თუ შეიძლება.. ქალბატონო აი ესენი მიიღეთ ერთი თვის განმავლობაში , შემდეგ კი მომდევნო ვიზიტი გვექნება და ყველაფერს შევამოწმებთ
-გმადლობთ ...- სავარძელს დაეყრდნო გოგონა, ვერ დგებოდა ამიტომ სწრაფად მოვხვიე ხელი და წამოდგომაში დავეხმარე- იცით კარგი წყვილი ხართ და შეურიგდით რა ქალბატონო ქეთი ,არ გიხდებათ გაბრაზება - გაუღიმა გოგონამ და წაბაჯბაჯდა
-აიი ხომ ხედავ გირჩია ადამიანმა
-შენ კიდევ აქ ხარ? რა გინდა გამაგებინე
-შენ რა გინდა ჩემგან! უფლებებს მიზღუდავ,ამდენი ხანი გელდოები და ნახევარ საათს არ მაძლევ იქნებ რა მინდა გითხრა
-არმგონია სათქმელი გქონდეს რამე
-ჩემი საუბრის მანერას ხელი ჰკარით ,ეტყობა არ მოგეწონათ და ახლა შევცვლი სტილს
-როგორ ბედავ! არ მომწონს დიახაც.სულაც არ მინდა მომვარდე და მაკოცო,საერთოდ არ მსიამოვნებს შენი კოცნა,ველური იყავი და ველურად დარჩი .ადამიანური არაფერი გცხია შენ!
-ესე იგი არ მოგწონვარ, არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ და გაწუხებ ხო?
-დიახ!
-კარგი გასაგებია ! მაპატიეთ დრო რომ დაგაკარგინეთ ექიმო
იქაურობას გავეცალე. არ შემიძლია , ვერავის ვერასდროს სევევედრები.შემიძლია ერთხელ ვითხოვო პატიება მაგრამ მოწყალების მსგავსად ვერ დავდგები და იმის გამო ვერ მოვიხდი ბოდიშს რაც სისულელეა. მხოლოდ იმიტომ რომ ვაკოცე ,თან ვიცი რომ მასაც უნდოდა ეს ამდენ ხანს ვედრებას არ ვაპირებ! სხვა ხერხები მაქვს ,მეტად სახალისო,მარტალია დროს მოიღხოვს მაგრამ არაუშავს,არაფერს ვკარგავ,ქალბატონს კი მოვამტვრევ იმ რქებს,ისე რომ არც სცენების გამართვა დამჭირდება ,არც ბრძანების გაცემა და მითუმეტეს ბოდიშის მხოდაც.
დროა დავმშვიდდე და ჩემს დას მივხედო. უკვე სკოლიდან გამოსულიც იქნება და სახლშიც მისული.
-სად ხარ ბაჭია?
-მე კაფეში ,სკოლასთან ახლოს ხომ იცი
-კი კი მოვალ ახლავე და გამოდი
-ახლა? კარგი გამოვალ!- აშკარად არ ესიამოვნა. მანქანაში ვჯდები და მივდივარ. კაფესთან ლამბორჯინის ვხედავ, ვის ეყოლება ეს მანქანა აქ თუ არა დაჩის . კაფის მინა იმის საშუალებას მაძლევს რომ იქ მსხდომები დავინახო, ფანჯარასთან ვამჩნევ ჟორჟოლიანის სილუეტს, შემდეგ ჩემს დას და სხვას არავის. ისე არიან საუბარში გართულნი ეჭვი მეპარება ახსოვდეს ლის რომ უნდა მივაკითხო. ვურეკავ, უცებ მპასუხობს და დგება. ქურთუკს იღებს, შემდეგ ცანტას ავლებს ხელს
-მოვედი ბაჭია
-ხო ..ახლავე გამოვალ -უცებ მეუბნება და გათიშვაც კი ავიწყდება
-ასე უცებ მიდიხარ ტო? აბა საღამომდე მცალიაო
-მაპატიე სხვა დროს იყოს ახლა მეჩქარება,ჩემი ძმა მელოდება -უცებ კოცნის ლოყაზე და მორბის. ოჰ როგორ უცე ამიცქარდა სისხლსი მიმოქცევა ! როგორ უცებ მომინდა ამ ბიჭის ცემა, მაგრამ ვიცი ქეთოზე ბრაზის ცასახშობად იქნება, აღარ ვარ 16 წლის ასე რომ ვიჩხუბო .
-მოვედი..მაპატიე დამაგვიანდა?
-არაუშავს ... სახლში წავდიეთ ხო?
-ხო წავიდეთ.... ხუთზე მაქ ქართული
-კარგი მანამდე ვისაუბრებთ ...- მშვიდად ვმარავ მანქანას, სახლშიც მივაღწიეთ. ჯერ ვიცვლი, ყავას ვამზადებ და ველოდები როდის ინებებს ჩამოსვალას ჩემი პრინცესა,რომელიც ეჭვი მაქ სააბაზანოში შევიდა და იქედან ორი საათი არ გამოაღწევს,ამას ემატება ღელვა მოსალოდნელ საუბრამდე და ვიცი მოთმინება ამომეწურება. ფინჯნებს ვიღებ და ოთახში ავდივარ
-ლიზა მალე გამოდი ...თორემ არაფერს მოგიყვები
-ახლავე ... ჩავიცმევ და გამოვდივარ- ოჰ ინტრიგა შველის ყველაფერს.
რამდენიმე წუთში ჩემს გვერდით იჯდა და ბაჭია მიმზერდა საწყლად ლიზა კი არა
-პირველ რიგში გუშინდელ საუბარს გავიხსენებ და იქ გაჟღერებულ“საოცარ ღიმილს“ შემდეგ იმას რომ თქვენ ორნი მარტო იყავით კაფეში და გკითხავ დღეს რატომ იყავით მარტო?ისევ ელოდით ვინმეს?
-არა ! უბრალოდ შემომტავაზა და მეც დავთანხმდი. ღიმილი, რა საოცარი რა შუაშია
-რა ვიცი ბიჭებზე საოცარ ღიმილს ვერ ვამჩნევ მე იცი ალბათ მხოლოდ ქალებს ვამჩნევ ეგეთ რამეებს -ვცდილობ გამხიარულდეს, საუბარში ავიყოლიო, მოეშვას მაგრამ არაფერი შველის. ცუდად გვაქ საქმე ორივეს ! აი დასკვნაც.
-მე უბრალოდ.. ის
-რატომ გინდა აგარაკზე წასვლა, დაჩი მოგწონს და გინდა უფრო დაუახლოვდე ხო? ეს ვინაიდან რიტორიკული შეკითხვაა და პასუხი ვიცი. ახლა მიპასუხე რამდენად გინდა დაუახლოვდე
-მე ... იოანე ის დაჩი ანუ
-ღმერთო შენ მიშველე ...ჩემი გეშინია თუ რა ხდება,ამოისუნთქე გავიგე რომ მოგწონს, ჩვეულებრივი ამბავია .ეგ კი არა მიკვირს აქამდე როგორ არ მოგეწონა ვინმე,შენს ასაკში ოცი ჰყავთ გამოცვლილი შეყვარებული
-მომწონს ხო . უბრალოდ ვერ ვხვდები კიდე რაღაც მემართება რომ ვხედავ, გული მიჩქარდება რომ მიღიმის, რომ მკოცნის ვიბნევი
-რა გკოცნის რას შვება?
-ლოყაზე ...ეგ ვიგულისხმე
-ხო კაი დავმშვიდდეთ და განვაგრძოთ ,მოკლედ რაც შეიძლება თორემ ის დროა რომ აღარ ვარ დაქალი და ვხდები ძმა
-ოოო კაი რა იოანე. სამი დრეა სულ ვიცნობ რა უნდა გითხრა ისეთი
-სამ დღეში იმდენი რამის გაეკთება შეიძლება, სამ დღეში კი არა წუთშიც შეიძლება რომელიც ცხრა თვესი იბადება და ეგ არ დაგავიწყდეს- ეს რომ ვუთხარი ყავა ხო გადასცდა, სულ აწითლდა, მერე გაყვითლდა, გალურჯდა .მოკლედ ცისარტყელას ფერებმა გადაუარე. მე კიდე სიცილი ვერ შევიკავე .ასეთ საყვარელ გოგოს რომ მოსწონხარ ახლა როგორ გასწორებულსი უნდა იყო კაცი. თუმცა რა მიკვირს მეც ეგრე არ ვიყავი ქეთოსთან?-კაი დამშვიდიდ ,ვიხუმრე . არ გავუსწროთ მოვლენებს,აუცილებელი კი არაა რამდენი ბიჭი მოგეწონება ყველა შეყვარებული გახდეს. მიყევი დინებას და თან იაზროვნე .მჯერა შენი გონიერების და შენ ჩემი გჯეროდეს. მოგვარდება ყველაფერი. ისე კი ბოლომდე ნურავის ენდობი,პირველ რიგში საკუთარ თავს . ვერცერთი მტერი ისევ ვერ გიმტრობს როგორც საკუთარი თავი
-ანუ მიშვებ?
-მოკლედ რამიმიყვანე პარასკევამდე იქნებ და რა ხდება
-კარგი ! შენ მომიყევი რა გჭირს. უფრო სწორად ქეთამ რაო - ოხ ეს ეშმაკუნა ბავშვი,როგორ განვითარდა თაობა რა ეს ორი მაგიჟებს.
-არაფერი!
-გიყვარს?
-კი
-უყვარხარ?
-მგონი ხო
-მერე? რას აკეთებ მარტო კოცნა უსველის?
-შენ რა იცი ეგ
-ვიცი - გაიცინა და წარბები ამითამაშა- რატომ გაგიბრაზდა?
-სათამაშოდ გინდივარო და ასე არაფერი გამოვაო
-აბა რას გეტყოდა ...ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ როცა კაცი მოდის გკოცნის მიდის და მთელი დღე იკარგება ,უსიტყვოდ ყოველგავრი წინაპირობის გარეშე ეგრე გგონია
-ამ ქალურ ლოგიკას ვერ ვწვდები ბოლომდე რა . როგორ შეიძლება შემომხედოს და ვერ მიხვდეს რო მიყვარს
-შეიძლება ეგონოს რომ ეჩვენება, ერთ მიყვარხარს რა უდგება წინ ნუ გამაგიჟე
-ვაიმე ცოტაც და მომთხოვ სანთლებით დანთებულ გულს აივანთან
-არაა ცუდი აზრი ,პროსტა ზაან ბანალურია
-ვაპირებდი როგორ გადამაფიქრებინე- ირონიულად ვიღიმი ის კი მიბრაზდება.ქალური სოლიდარობაა თუ რა ხდება
-ახლა რას აპირებ!
-ვაჩვენებ მაგას რა მოსწონს ,რა უნდა და რა არა! დაკმაყოფილდი?
-ანუ არ აპირებ დანებებას
-თუ ვინმე დანებდება ის იქნება ყველა ვარიანტში და მერე რა ვიცი ქორწილში დაგპატიჟებ ძალიან თუ არ გამაბრაზებს
-ვაიმე რა მაგარია ,იმენა ჭკუას ვკარგავ სენზე .ძალიან მიყვარხარ. და რძალიც მიყვარს,ზუსტად ისეთია შენ რომ შეგეფერება .-ჩამეხუტა და ჩამკოცნა მერე თავი წამოყო და ტუჩები გაბუსხა- ასე უცებ როგორ მიხვდი რო გიყვარს
-ნუ გეშინია თუ შეგიყვარდება მიხვდები შენც.თუ არადა ის მიხვდება და მიგახვედრებს როგორმე- ჩავუხლაფორთე და სანამ გაიაზრებდა გავეცალე- მოვა მალე მასწავლებელი და მოემზადე. მე გავალ, საქმეები დამრჩა ათასი და აქ მაინც ჩავუჯდები თორე დამრჩება ის სახლი აუშენებელი.
საძინებელში გავდივარ, ჯერ სხაპს ვიღებ,ცოტა გონება უნდა გამოვაცოცხლო თორემ ცუდად ვარ. ვჯდები და ვფიქრობ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს.იმდენი ვარიანტი მომაფიქრდა ყველას ბოლოს დაჩი ნაცემი დარჩა და ჩემი და ნაწყენი. არა როგორმე უნდა დავმშვიდდე, ის უკვე დიდია და უფლება აქვს ისე მოიქცეს როგორც გული უკარნახებს..რა გული ,რა გლი ჟორჟოლიანი ვის ვერ გააბრუებს ,სულ გაუთიშავს გონებას . ასი ყური,ასი თვალი მჭირდება . რა რთულია გოგოს პატრონობა, ბიჭი იმიტოა კაი რომ უხაროდათ იმ ძვეებს .იმის მაინც არ გეშინია რომ ვინმე გულს ატკენს და მიატოვებს. მართალია ბევრი სხვა პრობელმაა მაგრამ მაინც . თან როგორ უნდა ვიაზროვნო ისე რომ დედის არყოფნა არ იგრძნოს. შეუძლებელია! საჭმლის მომზადება, გამოცვლა, გარეცხვა, დალაგება. გასეირნება და კაბის ყიდვა არაფერს ცვლის ,ჩვეულებრივი ფიზიკური აქტივობაა რომელიც სპორტივითაა , ივარჯიშებ ისწავლი.
მე და მამას მოგვიხდა ამ „სპორტის“ ათვისება. როგორც არ უნდა ვეცადო,როცა საქმე ლიზას ეხება მშვიდად ვერ ვიქნები. 10 წლის ვიყავი როცა გავიგე დედას ფეხმზიმობის სესახებ. ყველანი ბედნიერები ვიყავით. დედასთან საოცარი ურთიერთობა მქონდა, სულ მასთან ვიყავი, მისი წკრიალა ხმა ახლაც ჩამესმის ხოლმე, ვცდილობ არ დავივიწყო , მინდა სულ მესმოდეს მისი დარიგებები,რომლებიც სულაც არ იყო 10 წლის ბავსვისთვის განკუთვნილი.თითქოს იცოდა რომ წავიდოდა და წინასწარ მასწავლიდა იმ ყველაფერს რაც შემდეგ უნდა მცოდნოდა. სითბოს მინერგავდა, სიყვარულს , მასწავლიდა როგორი უნდა ყოფილიყო ნამდვილი კაცი ,როგორ უნდა მოვქცეულიყავი უფროსებთან, ქალებთან და ზოგადად რა იყო მართალი და სწორი. კლინიკაში გატარებული დღეებიც ბუნდოვნად მახსოვს...სანამ მე გაკვეთილებს ვამზადებდი, დედა ქირურგი იყო და მისი თვალებიც მახსოვს როცა პაციენტს გადაარცენდა ,ანდაც მასინ როცა დერეფანში მომლოდინე ხალხი ერთხმად იწყებდა ტირილს, დედა ამაყად მოაბიჯებდა კაბინეტამდე, შემდეგ კი თვალები ცრემლებით ევსებოდა ისიც ტიროდა დაკარგულ პაციენტს . სახლში გვიან ვბრუნდებოდით, როცა მამა სამსახურში იყო ისევ. ჯერ არქიტექტორი იყო,შემდეგ ტავად დაიწყო ბიზნესი და სულ გარეთ იყო, ფაქტბრივად ვეღარ ვხედავდი სახლში. დედას და მამას შეხვედრა მახსოვს, ვახშამი სულ მზად ჰქონდა დედას, მამა როცა მოვიდოდა უცებ წამოფრინდებოდა, თითქოს მთელი დღე უსაქმოდ იჯდა და საერთოდ არ იყო დაღლილი. თვალები საოცრად უბრწყინავდა , ყელზე მოეხვეოდა მამას და აკოცებდა. ასე იდგნენ დიდხანს, სიტყვები არ მესმოდა ,სამზარეულოდან ვუყურებდი, ან კიბის საფეხურზე ვიჯექი მანქანით ხელში.
შემდეგ სულ სახლში ვიყავით, დედა აღარ მუშაობდა,მუცელი ებერებოდა, არ ვიცოდი როგორ მაგრამ ვიცოდი რომ ჩემი და ან ძმა იქ იყო ,ხელს მირტყამდა ან ფეხს. დედაც მეუბნებოდა რომ უნდა მესაუბრა მასთან,მეც ვუყვებოდი გამობერილ მუცელს ამბებს. დედა რომ ციინოდა ვერ ვხვდებოდი რა იყო მიზეზი, ახლა ვხვდები ჩემზე ეცინებოდა,იმდენად სულელურ ამბებს ვყვებოდი .კიდევ კარგი რომ ვაცინებდი, ახლა მახსოვს მისი სიცილი იმიტომ რომ ხსირად ვაცინებდი.
-იოოოო
-რა ხდება ბაჭია?- ფიქრებიდან გავთავისუფლდი და გარეთ გავედი
-აუუ ლიკა რეკავს და უპასუხე რა მითხრა მობილურზე არ მპასუხობსო
-კაი პატარავ ...- მობილური მოვძებნე და დავურეკე ლიკუნას- გიქმენთ ქალბატონო ლია
-ოო კარგ ხასიათზე ხარ? უნდა გაგახარო რამდენიმე მოსამსახურე სევარჩიე,...ახლა მოვლენ შენთან გაესაუბრე დაწვრილებით და აიყვანე მერე რომელიმე
-აუ რა კაი გოგო ხარ ,მადლობა
-გეკადრებათ ბატონო იოანე? მუდამ თქვენს სამსახურში.ხვალამდე აბა
-ხვალამდე ლიკუ - მობილური გავთიშე და ქვემოთ ჩავედი. მალე მართლაც მოვიდა ერთ -ერთი ქალბატონი.გავესაუბრე მაგრამ არ მომეწონა. შემდეგ მეორე მოვიდა არც ის მომეწონა მერე ბიჭი მოვიდა ვიღაც
-იოანე თაბაგარი ბრძანდებით?
-დიახ რა გგნებავთ?
-მე გასაუბრებასთან დაკავშირებით ვარ
- თქვენ?
-დიახ მე
-კარი მობრძანდით - გაკვირვებული ვიყავი . მისაღებში შევიყვანე
-ვიცი გიკვირთ მოსამსახურეს ეძებდით და ბიჭი რომ მოგადექით... მოკლედ ნიძლავი დავდე და წავაგე, ახლა სადმე უნდა ვიმუშაო ერთი თვით მოსამსახურედ . არ გეგონოთ რომ მთლად უცოდინარი ვარ . შეფ მზარეულის კურსებს ვეუფლებოდი ისე ჰობად და მოკლედ კერძების პრობლემა არ გექნებათ ...
-და დანარჩენზე რა ვქნა?
-მე ხელფასი არ მინდა , უბრალოდ აქაურობა მომწონს, სადაც იყო სხვაგან განცხადება ყველგან მოხუცები,ან პატარა ბავსვები იყვნენ და ისედაც არ მიმიღებდნენ და
-კარგი კიდევ ერთი ქალი უნდა მოვიდეს,შეიძლება ის ავიყვანო .სახლს ის მოაწესრიგებს რომ მოვა და ერთი თვე შენ იქნები შეფ-მზარეული. ხო ოღონდ ინფორმაცია მჭირდება შენზე და იმის დამადასტურ..
-მაქვს ყველაფერი აი ინებეთ- ასეთი მომზადებული და მოტივირებული რომ არის მიკვირს მაგრამ კარგი ,ვნახოთ რა მიდის ჩემი.თან კარგი ბიჭი ჩანს .
-რეზი ხეცურიანი 22 წლის .მამა რატი ხეცურიანი? - მშვიდად ვკითხულობდი უცებ რომ წამოვიყვირე
-არ დაურეკოთ რა თუ იცნობთ გთხოვთ. გაგიჟდება და ახლა მაგის გამო ნაღდად ვერ გავტეხ სიტყვას .მაგის ყბაში ჩავარდნა მირჩევნია ბიჭების ლაზრანდარობას
-არ ვურეკავ მაგრამ აქ რა გინდა შენ
-ჩამოვედით უკვე ერთი წელია
-ვაიმე მოვკლავ მამაშენს ! ერთი წელია საქარტველოშია და არც კი გაახსენდა იოანე თაბაგარი ხო? მაგას ვაჩვენებ მე როგორ უნდა ზმაკაცის დავიწყება გადარეული ეგ ! დედაშნი როგორაა კატო
-კარგად ... გაეყარნენ უკვე ერთი წელია
-რა? ვინ კატო და რატი? შანსი არაა სხვაზე ამბობ ალბათ- კარგი ჭორიკანა ქალივით სევიცხადე. რატი ჩემზე უფროსია , მაგრამ კარგი ურთიერტობა გვქონდა, ბევრ რამეში დაგვეხმარა მე და მამას .მათი და კატოს სიყვარულის ამბავი კი ჩემს თვალწინ განვიტარდა, მე დავრბოდი ყვავილებზე და საჩუქრებზე .პატარა ვიყავი მაშინ, დედა და კატო მეგობრობდნენ .
-ასე კარგად იცნობ?
-ვიცნობდი ... დედას მეგობარი იყო კატო , მე კი პატარა ვიყავი მაშინ მაგრამ უფროს მეგობრად ვთვლი მამაშენს .კარგი მოკლედ სულ დარჩი თუ გინდა ამ სახლში არავითარი პრობლემა არ არის, შენს მეგობრებს კიდე მოვიწვევ შენს მომზადებულ ვახშამზე თუ გინდა .ვინ არიან მითხარი ბარემ
-სად მოვსულვარ ტო ... იმედია კიდევ ერთი დამთხვევა არ იქნება და ისინიც არ გეცოდინება
-რომ მეცოდინოს ?
-კიდევ ნიძლავი არ მინდა იყოს -გაიიცნა და ხელები მაღლა ასწია- ალექსანდრე მაყაშვილი და დაჩი ჟორჟოლიანი , ბექა დიდებულიძე
-კიდე მიშკა გაბელია და შესანიშნავი ხუთეული იკვრებით . ღმერთო როგორ უცებ იზრდებით ბავშვები, ძლივს გაგიხსენე - ლიიიი ჩამო ერთ წამს
-მოვდივააარ - ჩამოირბინა ჩემმა გოგომ და გვერდით დამიდგა-გამარჯობა
-გამარჯობა? შენ ლიზა ხო?
-ოჰ მოუყოლია ბიჭს უკვე
-კი ლიზა და თქვენ? ვის რა მოუყოლია იო?
-არა არაფერი.გაიცანი ჩვენი შეფ-მზარეული
-ვინ?... კი არადა
-მზარეული იყოს თუ გინდა არაა პრობლემა -გაიცინა ბიჭმა,სულ მამამისს ჰგავს. სიცილიც ბლატნოი აქ რა ...
ისევ ზარია კარზე. ამჯერად საშუალო ასაკის ქალბატონი მოვიდა,იმდენად დადებითი აურა შემოიტანა ისე საუბრობს და საერთოდ ისეთი ტიპაჟია აშკარად ვიპოვნე დამხმარე.
-ქალბატონო თქვენ აყვანილი ხართ 600 ლარი გექნებათ ხელფასი უნდა დაალაგოთ, ყველაფერი მოაწესრიგოთ და საჭმელი მოამზადოთ,მერე მოგიმატებთ კიდევ თუ შევთანხმდებით
-თანახმა ვარ...
-კარგით ხვალიდან დაიწყებთ დილით რვაზე უნდა მობრძანდეთ
-კარგით,ნახვამდის,უღრმესი მადლობა ბატონო იოანე
-რას ბრძანებთ,ნახვამდის - ქალბატონი გავაცილე მე კი ბავშვებთან გავედი.-აბა გაიცანით ერთმანეთი? შენც მიდიხარ შაბათ კვირას?
-სამსახურიდან თუ გავთავისუფლდი დიახ- ჩაიცინა და ლიზას გადახედა- ლიზ შენ ხო მიდიხარ?
-არ იცის ! აშკარად დიდი სიხარულით ელის ჟორჟოლიანი დაცაზე . უფროზებს არ ეპატჟება?
-კი როგორ არა მამაჩემი ქინება მაგალითად, გიგლა ბიძიაც .. მოკლედ გიგლა ბიძიას მთელი საძმაკაცო იქნება შვილებითურთ. მხოლოდ ის ხალხი ვინც მაგრა ევასებათ რა
-გასაგებია
-მამათქვენი როგორც ვიცი ხუთშაბათს ჩამოდის და შემდეგ აპირებდა ტქვენს დაპატიჟებას უბრალოდ ლიზა პერსონალურად მიიწვია
-აჰ გასაგებია- მშვიდად ვეუბნები დაბნეულ ბიჭს. აშკარად უკვირს ასე მშვიდად როგორ ვარ. თვითონ რომ იყვნენ ჩემს ადგილას გაგიჟდებოდნენ- ლიზა მეცადინეობდი მგონი ხო?
-მაპატიე ,მე დაგტოვებთ
-მეჩვენება თუ იცით რომ დაჩის მოსწონს ლიზა
-არამგონია მოჩვენებები გქონდეს ..მთავარია შენი ძმაკაცი არ მოიქცეს ისე რომ მოცვენებები დაწეყოს ტვინის შერყევის შემდეგ
-ოო იცი არამგონია -გაიცინა და წამოდგა- კარგი მე დაგტოვებ .. ბარგს ავიღებ და მოვალ ერტი თვით
-კარი ღია იქნება - ვუღიმი ისიც მიდის. -მამაშენს რას ეტყვი?
-არაფერს!
-კარგი
რეზი წავიდა,მე კი კატოს და რატის ამბავი გამახსენდა. მათ ერთმანეთი დედასთან გაიცნეს,ორივე კარგად იცნობდა დედიკოს ,შემთხვევით ერთად დაადგნენ. კატოს თავიდანვე ნერვები დააგლიჯა, რატი ნამდვილი ძელი ბიჭი იყო,გარჩევებით დაჭრებით, ციხეში ყურყუტით და ყველაფერთან ერთად საქმესაც იწყებდა, რადგან იმ კატეგორიას არ მიეკუთნებოდა სულ ტყუილად რომ მდგარიყო ქუჩაში და მშობლების ჯიბეზე ყოფილიყო დამოკიდებული. კატო ულამაზესი გოგო იყო, მახსოვს მისი წითელი დალალები, წელამდე ეფინებოდა ტალღოვანი ჟღალი თმა და მზეს ედრებოდა ნათებაში. როგორ შეიძლებოდა რატი მისით არ დაინტერესებულიყო, ქალბატონი მშობლებსი ნებიერა ქალიშვილი იყო და თავისი გაჰქონდა სულ, რატისთან რას გახდებოდა <შესაბამისად რომ დაიწყეს კამათი სანამ მიშო და ელენა არ ჩაერივნენ არ უტყდებოდნენ ერთმანეთს სიყვარულში. გაბუტვების დროს კი მე ვიყავი ვარდების გადამზიდი ,როგორც მოგახსენეთ . ერთხელ იმხელა თაიგული მომცა რატიმ ამ რვა თუ შვიდი წლის ბიჭს ძლივს დავდექი ფეხზე რომ წამეღი. კატომ რომ დამინახა ვარდების გამორთმევის შემდეგ ამაზე იჩხუბეს,ბავშვს ამხელა თაიგული როგორ გამოატანე რამე რომ შემთხვეოდა მერე რას იზამდი,ნამდვილი უპასუხისმგებლო ხარ შენ როგორი მამა იქნებიო. ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ კი მოიტაცა კატო, მთელი ქვეყანა დაეძებდა მგონი, ცნობილი პოლიტიკოსის ერთადერთ ქალიშვილს ვინ დატოვებდა უყურადღებოდ. მათია დგილსამყოფელი მხოლოდ დედამ ,მამამ და მე ვიცოდით. ყველაზე მააგრი პეროდი იყო ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე ტკბილი და თბილი ბავშვობა,მხიარული,თავგადასავლებით სავსე ...თუმცა მერე არც ვყოფილვარ ბავშვი 10 წლის ასაკში გავიზარდე...
-ლიიზ- სამეცადინო ოთახში შევედი,მასწავლებელი უკვე მიდიოდა.ამიტომ ქალბატონი გამოვათრიე იქედან
-სად მივდივართ?
-ოთახი უნდა მოამზადო
-მე?
-აბა მე? გოგოს შეყვარებული კი გინდა და არაფრის კეთება იცი
-იოანე!
-რა არა/
-ნუ ხარ ბოროტი- ხელი მკრა პრესზე და წავიდა. რა შეეჩვია ამ ჩემს მუცელს მომკლა კაცი.არ უნდა მესწავლებინა დარტყმა, ცემზე ახორციელებს,აბა სხვა ვინ გააბრაზებს ახლა ჩემს გარდა.
-შემო რეზიკო - გავიგე ლიზას ხმა და წარბი მაღლა ავწიე. იცნობს ქალბატონი, ესე იგი იმან ამ ორ დღეში ძმაკაცებიც გააცნო?იმიტო გაუკვირდა ასე ძალიან- წამო ოთახს გაჩვენებ. იმათ იციან ეგ ამბავი?
-შენი დაჩის საოცარი ფანტაზიის დამსახურებაა...გიჟდება მოსამსახურე გოგოებზე და მოუნდა ახლა ჩემი ფორმით ხილვა- ახარხარდა რეზი ,ლიზაც იცინოდა .ვაი რა გეშველებათ ნეტა .
-აბა სამზარეულო მაჩვენეთ ... ხო და ვიდეო უნდა გადამიღოთ
-ბარემ თანაშემწეც ვიქნები რეზო
-არა იყოს ..არ შეწუხდეთ , ლიზ დარეკე რა დაჩის უთხარი აზზრზე ხარ ჩემთან ვინაა მოსული და მიმზადებს საჭმელსთქო? მიწერე არ დაურეკო
-კი მაგრამ
-უბრალოდ მიწერე ეს გთხოვ - ყელი გამოიღო ლამის . სამზარეულოში ეძებდა თან რაღაცეებს. მერე ხელები დაიბანა , წინსაფარი გიკეთა, მზარეულის ქუდიც მოირგო და დაიწყო პოზიორობა, ლიზას კისკისის თანხლებით. შეტყობინება გააგზავნა როგორც მივხვდი , რამდენიმე წუთში კარი ჩამოიღო ვიღაცამ,მანამდე კიდე ასფალტი შეჭამა საბურავებით ისე დაამუხრუჭა .
-შენთან არიან - სამზარეულოს მაგიდასთან დავჯექი და დაველოდე. რეზი სიცილს ძლივს იკავებდა , მეც რაღა დაგიმალოთ . მიყვარს ეს თინეიჯერული გატაცებები და რა ვქნა ... ახლა უნდა დატკბნენ ცხოვრებით , თუმცა სულ უნდა დატკბნენ მაგრამ თინეიჯერობის პერიოდი მაინც განსხვავებულად დასამახსოვრებელია.

-რა ხდება ,დაჩი? აქ რა გინდა მისამართ..-მესმის ჩემი საყვარელი ბაჭიას მართლა გაოცებული ხმა, არ იცის დაჩის რა შეუძლია ჯერ. სახლის მისამართს რო გაიგებდა და ნომერს ახლა მაგას რამიხვედრა უნდდოა ...
-გამატარე პატარავ ერთ წამს=- ისეთი ხმა ჰქონდა ტუჩზე ვიკბინე . წამში სამზარეულოში შემოვარდა და ლამის გაგლიჯა რეზი, მერე შედგა და რომ მიხვდა ხეცურიანი იყო თვალებიდან ნაპერწკლების ახალი პარტია გაყარა
-შენ რა გინდა აქ ბიჯო სულ გამო.. გამოდებილდი ?- ჯერ ხმამაღლა დაიწყო მერე ლიზა რომ შემოვიდა და მეც დამინახა,ფერებმა გადაუარა.მეც დავკერე გაოცებული გამომეტყველება და წამოვიმართე
-გამარჯობა დაჩი... აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
-მე ... რამდენი ხანია არ მინახავხარ იოანე, არ გვილაპარაკნია ნორმალურად რას შვები როგორ ხარ , მიშო ბიძია როგორაა ,როდის ჩამო შაბათ კვირას აგარაკზე ავდივართ და გეპატიჟებით... ამის სათქმელად მოვედი- ძალიან მშვიდად ჩამომიყალიბა სათქმელი, გადამკოცნა კიდეც, მხარზეც მომითათუნა ხელი და მშვიდად ამოსუნტქავც შეძლო
-ჩემს მზარეულს იცნობ? ახლა ავიყვანე... პირველად მიმზადებს კერძს და იმედია არ მოვიწამლებით
-ლიზას არ აჭამოთ!.. მაინც რა ვიცი ნაზია ეს და - მერე მოწვა რა წამოროშა და თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი.ვაიმე ახლა არ ავხარხარდე და არაფერი მინდა! ეს თუ ასე დაბნეული ქინებოდა რა მეგონა. ლიზა ძლივს იკავებს სიცილს , ოჰ ამას შეხედეთ ერთი თვითონ რო ავალაპარაკო დარწმუნებული ვარ დაიწყებს ბოდვას
-ვაიმე შენ არ იცი ლიზას რა ჭამის მადა აქ, ვინ გააჩერებს ამას რომ დაინახავს მზად ყოფნაში კერძს სუფრაზე მიტანამდე ჭამს- ეს ისე სერიოზულად ვთქვი ეჭვი არავის შეჰპარვია , ლიზას ხველა აუტყდა თვალები ისე დამიბრიალა შემეშინდა, ოკეანეს გავდა ქარიშხლის დროს
-აბაა ,დარწმუნებული ვარ- დაჩი მიმიხვდა და ჩაიცინა - არ შეიძლება ქალბატონო ლიზა , გასუქდებით მერე, ახლაც გეტყობათ იწყებთ ნელ-ნელა მატებას
-მატებას ხო? მატებას მე .. თან ბევრს ვჭამ . მართალია ამ საღამოს გუკამ დამპატიჟა რესტორანში სულ დამავიწყდა შენთვის მეთქვა იო და ხო გამშვებ? დავნაყრდები თან ვისაუბრებ,მომენატრა რამდენი ხანია არ მინნახავს,რაც გადმოვედი იმ სკოლიდან .თანაც რა ვიცი ეს როგორ ამზადებს მართლა ხო არ მოვიწამლავ თავს და დავტოვებ თაყვანისმცემლებს ხახამშრალს- ეს ჩემი დაა ნამდვილად? არა ხო ვამბობ ზუსტად ჩემნაირი შხამის მატარებელია და იწყებს გამოყენებას . დაჩი ისევ აენთო ,ახლა რა ვქნა გუკამ მართლა კი დაურეკა მარა მთელი კლასი მიდის დაბადების დღეზე და ვუშვებ რა თქმა უნდა
-ხომ გითხარი დილამდე ვერსად გაგიშვებ- ვაიმე მომკლავს გიგლა ,ერთი ბიჭი ყავს იმასაც ვუკლავ ,ისე მომუშტა მუჭი და გამოებერა საფეთქელთან ძარღვი მემგონი გაუშერდება გული ან გაუსკდება ის კაპილარები. კიდე კაი არ „“გავსვანდი“ თორე რამხელა ცოდვა დამედებოდა კისერზე .
- რეზიკო მე და შენ დავილაპარაკებთ ...მერე .ახლა წავალ,მაპატიე ასე რომ შემოგეჭერი ! - მშვიდად მითხრა,ერთი შეხედვით მშვიდად ,ლიზამ რომ გადადგა ნაბიჯი მაშინვე გააჩერა - არ მინდა გამოყოლა არ შეწუხდე!
-დავიღუპეთ - რეზიმ მაშინვე დააგდო დანა და მობილური აიღო...ალექს , სად ხარ შე ჩემა, მანდ იყავი ცუნამი გიახლოვდება , რო დაიწყებ ღრიალს რამე არ მოგარტყას გამოეცალე ძობას გაფიცებ- სანამ გავიდოდა ისე სწრაფად თქვა გავიგე მისი სიტყვებიდ ა მგონი აზრი მეცვლება. კაია თავს რო იკავებს,მაგრამ ასე თუ გიჟდება მერე ცუდია. თუმცა მოიცადე იოანე, შენ რა შუაში ხარ ,შენი დაც ნახავს მშვენივრად ვინ როგორ იქცევა,გამოიტანს დასკვნას!
ამის დ.. შე.. მართლა რა უკვე მაგრად მიჭირს ეს კაი ძმის როლის მშვდიად მორგება. ნერვული სისტემა პირდაპირ მინადგურდება, ამ ომის დროს . მამა დროზე დაბრუნდი თორე გავგიჟდები სადაცაა! რამე უნდა დავლიო ! მოკლედ რა ვერ ნახა სადმე ბუნჩულა წიგნისჭია ბიჭი?ჩხუბის რო ეშინია და არის თავისთვის? უიმე რას ვბოდავ ეგეთი სიძე,წარმოდგენაც არ მინდა.
რეზი მალე დაბრუნდა და მოამზადა მართლა ვახშამი რას ვერჩი, ლიზამ ვიდეო გადაუღო და ატვირთა . იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, სანამ ბოლომდე დაასრულებდა მზადებას და ვივახშმებდი მაგრად ვიხალისე . სამივე ერთად ვიცინოდით
-ვაიმე ისე ხო სიცოცხლეა და სამზარეულოც როგორ უხდება
-საერტოდ არ ვიცი კერძების მომზადება და ჩემანაც ვერ მოხვალ?..ლინდაა ვიღაც
-მივალ აბა რას ვიზამ- ჩაიცინა რეზიმ და მობილური გამოართვა ლიზას- გეყოფა ახლა რას ეძებ
დამდენს რაღაც უხამსობასაც წააწყდები ამდენ კითხვაში
-ოო მაცადე ვერთობი
-მართლა ბავშვი ხარ, ვაი რა გეშველება .. - ჩაიბურტყუნა და ვატყობ ძმაკაცის ბედის გამო დანაღვლიანდა.
მშვიდად ვვახშმობდით , რეზიკოს ნახელავმა მოწონება დაიმსახურა, ლიზას არაფერი უჭამია .წასასვლელი იყო და გავარდა მოსამზადებლად, რეზიმ რეაქცია ვერ მოთოკა
-მართლა მიდის?
-ხო რა არი
-არა უბრალოდ მეგონა დაცის გასაბრაზებლად თქვა
-რატო უნდა გაბრაზდეს ,თქვენში გოგოს რესტორანში წასვლა არ მოსულა?
-კაი რა ეგრე რატო ამბობ, ვიცი ახლა რო ხვდები ყველაფერს...ვინაა ის გუკა
-ინფორმაციის გამცემს ვგავარ? მე რა შუაში ვარ საერთოდ,რო არ ვერევი ხო ხედავ . ასე ვთქვათ ნეიტრალური ვარ მსგავს შემთხვევებში
-კაი რა !
-რატი და კატო რატომ დაშორდნენ შეგიძლია მითხრა? თუ უნდა მოვიცადო პარასკევამდე
-მეტყვი საიდან იცნობ?ნორმალურად
-ვიცნობ კი არა მაგათი ამბავი ზეპირად ვიცი ,სანამ წავიდნენ აქედან, შენ იქ დაიბადე და არ გახსოვარ რა თქმა უნდა. მე ერთხელ გნახე ,პატარა იყავი მაშინ მე რვა წლის ვიყავი მგონი , ასე რომ კარგად დაგიმახსოვრე
-დედას თქმით მამამ უღალატა, დაშორდა არა ღალატის არამედ გამქრალი გრძნობის გამო.რასაც მამა უარყოფს , დედა პარიზშია მოდის კვირეულზე გამოჰყავს მოდელები,მამა კიდე ამერიკაშია . ერთი ცალკე იწყებს წუწუნს რომ მელაპარაკებიან,მეორე ცალკე .მე კიდე სიმართლე გითხრა არ მჯერა რომ დაშორდნენ კიდე ,ეგენი რაც თავი მახსოვს მასე ჩხუბობენ,აქამდე არ გაყრილან მაგრამ ვიცი შერიგდებიან და არც ვნერვიულობ
-კატო სულ ეჭვიანი იყო, თუმცა მე რაც მახსოვს სანამ დაქორწინდებოდნენ მამაშენს ჰყავდა ქალები ...
-მაგათი სიყვარულის ისტორია ვიცი - გაეცინა და სიგარეტი აიღო- აქ ეწევით თუ გავიდე
-მოწიე აქ, სად უნდა გახვიდე .ხო გითხარი ისე იგრძენი თავი როგორც საკუთარ სახლში. ვიდეო და ამბებიო თორე ...
-ვიცი ,ვიცი და მადლობა ., შენ არ ეწევი?
-სამი წელია შევეში და ხანდახან ვეწევი ხოლმე მაგრამ სისტემატიურად აღარ
-როგორ შეეშვი ძმურად მითხარი
-ნებისყოფა მაქ დიდი უბრალოდ...-ბაჭია მოგაკითხას თუ გაგიყვანო
-მოვიდა უკვე ... ნახვამდიის -რეზის გაუღიმა მე კი ხმაურით მაკოცა და წავიდა. რეზი აწრიალდა და მალევე გამექცა. დარწმუნებული ვა დაჩის დაურეკა და მიაწოდა ინფორმაცია. მე კი ძლივს შევიკავე თავი ქეთასთან სტუმრობისგან. წიგნი ავიღე ბიბლიოთეკიდან და კითხვა დავიწყე...



№1  offline წევრი მოლურჯო

არ შეიძლება ცოტა რომ გვალოდინო? winked
რა კარგი გოგო ხარ შენ
--------------------
მარიამი

 


№2  offline მოდერი bibo

ვაიმე ცუდად ვარრრ იონა უყვარს გულს მაგრამ დაჩი მერე რეზი კიდე იქნება აქ კაი ბიჭები ვატყობ მე და რა კაცო გული მაქ თუ მაგნიტი ვერ ვხდები რა ესსს უხ love love აუ ეს იო რა კაი ვიგაცა არიო ჩასაკლპი ბუნჩულაა ცუნცულა ჩუნშულააა ჩმუსუნა ჩუსუნა ვაფრენ ამ ბიჭზე მე ფაქტია გული მის გარშემო ბრუნავს ფაქტია love love მაგრამ დაჩიც რო კარგობა და საუკეთესოა რა ვქნა კაცო რა ესსსს უხ დაჩიზეც ვგიჟდები რა კამფეტია ტკბილი თბილი love love ქეთაც ცოტცოტა მიყვარდება ბევრობა არა request request ლიზა რა კაობა ვაიმე სასწაული love love ჩEმი ტკბილითბილი მურაბა ხარ შენო ჩასაყლაპი გოგო ჩემი ცომი ფუნთუშააა love lol ვაფრენ მე შენზეე მარწყვის ქულა და მამალოოოო კამფეტო ჩემიო ბარამბინოოო request request ჩემი სნიკერსის თხიილი ტორტის ბისკვვიწიი შაურმას ვირო ზოოს ცხენოვ request request ვგიჟდები მე შენზეო ჩემო ტგბილო წიწაკავ დააა ველურო ასკილოვვვ წავედი ეხა ამდენი ემოცით არ გავსკდე ნიშადური მჭირდება .სუ ვამვბობ დედამიწას მიბრუალებ წაღმა უკუღმა ჩემო ვაფლო და ჩემო ალუჩის კურკავ და კიდო ატმის ბუსუსინოოო love love კაი გავეთრიე ისე ვარ ემოციურად დაXუნძლულ გადახუნძლული გიას ბროშკას ვფიცავარ გული გამისკდება ჩემო მარგალიტის დედავ request

 


№3 სტუმარი Ketis

Au ra magariaaa da rato es cotaaa

 


№4  offline წევრი kora

საოცრად მათბობს და მაბედნიერებს ყოველი შენი გადმოცემული ემოცია love უკვე აღარც ვიცი როგორ გადმოგცე ჩემი აღფრთოვანება შენდამი, მადლობა ყოველი იმ წუთებისთვის, როცა მაძლევ საშუალებას გამოვეთიშო გარშემო არსებულ რეალობას და ვიმოგზაურო ფერად, ლაღ და რაც მთავარია სიყვარულით, ნდობით და მეგობრობით სავსე სამყაროში love საოცრება ხარ!
რაც შეეხება ისტორიას, ქეთა უზომოდ მომწონს, ვგიჟდები იო და ქეთას წყვილზე და მოუთმენლად ვუცდი მათ დატკბობას love ეგ რეზი რა საყვარელი ვიღაცაა და ნეტა სალო მასზე რა აზრსაა?! wink ნუ, დაჩი და ლიზა ცალკე განზომილებაა, უკვე იმდენად მიყვარს ეს ორი გვრიტი რო ამათი ცალ-ცალკე ყოფნა არ კი მინდა წარმოვიდგინო...
ოოო, აი დაჩაზე ვატყობ ერთობ მხიარული ამბები გველის love
--------------------
kira.G

 


№5 სტუმარი tasana

Auu ra kai iyo sashinlad momewona dgevandeli tavi velodebi shemdeg tavs warmatebebiii didxans ar gvalodinoo

 


№6  offline წევრი p♥♥h ^^

Dzalian kargad midixar da yochag, gramatikitac ixvewebi da sityvis maragitac, yochag.
Dzaan momewona es tavi, kai gogoxar da velodebi shemdeg tavss ❤
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№7 სტუმარი Uhuu

Auu dachis da lizasistoria ufrooo maintereseebs :D dzalian kargiaaaaaa <3

 


bibo
ვაიმე ცუდად ვარრრ იონა უყვარს გულს მაგრამ დაჩი მერე რეზი კიდე იქნება აქ კაი ბიჭები ვატყობ მე და რა კაცო გული მაქ თუ მაგნიტი ვერ ვხდები რა ესსს უხ love love აუ ეს იო რა კაი ვიგაცა არიო ჩასაკლპი ბუნჩულაა ცუნცულა ჩუნშულააა ჩმუსუნა ჩუსუნა ვაფრენ ამ ბიჭზე მე ფაქტია გული მის გარშემო ბრუნავს ფაქტია love love მაგრამ დაჩიც რო კარგობა და საუკეთესოა რა ვქნა კაცო რა ესსსს უხ დაჩიზეც ვგიჟდები რა კამფეტია ტკბილი თბილი love love ქეთაც ცოტცოტა მიყვარდება ბევრობა არა request request ლიზა რა კაობა ვაიმე სასწაული love love ჩEმი ტკბილითბილი მურაბა ხარ შენო ჩასაყლაპი გოგო ჩემი ცომი ფუნთუშააა love lol ვაფრენ მე შენზეე მარწყვის ქულა და მამალოოოო კამფეტო ჩემიო ბარამბინოოო request request ჩემი სნიკერსის თხიილი ტორტის ბისკვვიწიი შაურმას ვირო ზოოს ცხენოვ request request ვგიჟდები მე შენზეო ჩემო ტგბილო წიწაკავ დააა ველურო ასკილოვვვ წავედი ეხა ამდენი ემოცით არ გავსკდე ნიშადური მჭირდება .სუ ვამვბობ დედამიწას მიბრუალებ წაღმა უკუღმა ჩემო ვაფლო და ჩემო ალუჩის კურკავ და კიდო ატმის ბუსუსინოოო love love კაი გავეთრიე ისე ვარ ემოციურად დაXუნძლულ გადახუნძლული გიას ბროშკას ვფიცავარ გული გამისკდება ჩემო მარგალიტის დედავ request



ვაიმე იმდენი თბილი სიტყვა უთხარი ავტორს რომ მას კი არა მე შემიყვარდი wink love

 


№9  offline წევრი Lana Tomlinson

აქ როგორ შეწყვიტე ო.ო ვაიმე შოკში ვარ.
აი ძალიან მინდა მალე წავიკითხო შემდეგი თავი.
მაინცდამაინც ჩემ საყვარელ წყვილზე შეწყვიტე :((
უფ,დაჩის ეჭვიანობის სცენები მაინტერესებს ძალიან.❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი masu

Auuu dachize da lizize meti minda <3 velodebi aba tavs magari iko <3

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა ჩემო შოკოლადებო wink
არ ვიცი რომელიმე მათგანზე ბევრი იყოს ხოლმე ერთ თავში. ალბათ გადანაწილებული იქინება და კონკრეტულად ერთ წყვილს ვერ დავტვირთავ. შესაძლოა არ მოგეწონოთ ეს ამბავი მაგრამ კიდევ ვაპირებ წყვილების დამატებას , ადრე როცა ერთს ვასრულებდი მერე აღარ ჩანდნენ ფაქტიურად ახლა კი ერთბაშად მეყოლება რამდენიე წყვილი ,რომელიმე მათგანი რომ არ დაგავიწყდეთ. თუ არ გამომივა მეტჯერ აღარ გავაკეთებ ასე

 


№12  offline წევრი mimimimo

შაურმის ვირი wink wink wink
ბიბო შენი კომენტარი, რომ წავიკითხე იმდენი ვიცინე ძვლივს დავწყნარდი. wink
ძალიან ცუდად ვარ.

მარიამ, შენ კი ხარ სასწაული, როგორც ბიბომ დაგახასიათა.
ახლა დაჩისკენაც გადაგვახედე როგორ იჩხუბებს. wink
ჩემი აზრით, ამათ ქეთა იმიტომ არ მოსწონთ, რომ "სწერვა" ტიპი გამოგყავს.
ველი გაგრძელებას.

წარმატებები! feel

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

mimimimo
შაურმის ვირი wink wink wink
ბიბო შენი კომენტარი, რომ წავიკითხე იმდენი ვიცინე ძვლივს დავწყნარდი. wink
ძალიან ცუდად ვარ.

მარიამ, შენ კი ხარ სასწაული, როგორც ბიბომ დაგახასიათა.
ახლა დაჩისკენაც გადაგვახედე როგორ იჩხუბებს. wink
ჩემი აზრით, ამათ ქეთა იმიტომ არ მოსწონთ, რომ "სწერვა" ტიპი გამოგყავს.
ველი გაგრძელებას.

წარმატებები! feel


მე წინ ვარ , რაღაცეები კიდევ მაქვს დაწერილი და იმის შემდეგ ჩემთვის სწრევა აღარაა ,არეული და იმპულსური უფროა. არ იცის როგორ მოიქცეს და ეს სწერვობა ტავისთავად გამოსდის . რა ვიცი ვნახოთ თუ მოვახერხებ ამის ჩვენებას .
დაჩი მსხვრევას ,მტვრევას , სახის გაერთიანებებს და გინებას არ დაიწყებს . მინიმალურად ,რადგან არც ეგეთი ცხოველი მინდა იყოს

 


№14 სტუმარი Ketis

Vaime geliioii axali tavit vgijdebi ketozeee

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

Როგორ მომწონს... დაჩის მართლა შეუყვარდააა....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent