შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრობა ღრუბელთან 1


9-07-2016, 05:01
ავტორი innako
ნანახია 1 685

სიცოცხლე სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა ღირებულების მატარებელი მცნებაა , სწორედ ამიტომ ნამდვილად უჩვეულო თუ აღმაფრენის გამომწვევია ,როცა შენი ინტერესების მქონე ინდივიდს შეხვდები ,თანდათან კი აანალიზებ იმ ფაქტსაც , რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინაა „ის“ და რომ მთავარი მხოლოდ „შენთან ის“ არის .
მაშო და სესილი იმ პიროვნებების რიცხვს განეკუთვნებიან , რომლებიც გაცნობის დღიდან საუკეთესო , სამაგალითო მეგობრები ხდებიან და რომელთა ცხოვრების თითოეული დღე ერთმანეთთან შერწყმული უხილავი ჯაჭვია .
არ გეტყვი მკითხველო , რომ სწორედ ისინი აღმოჩნდნენ საერთო იდეების თანამოზიარენი , თუმცა რაღა დასამალია და ერთ მშვენიერ დღეს მათ ზემოხსენებული „ის“ იპოვეს , ის „ის“ , რომელთა გარეშე გოგონების ცხოვრებას წარმოუდგენლადაც კი ჩათვლით.
23.11.2013 16:00
ფუსფუსი მაშოსა და სესილის ბინაში...
23.11.2013 19:00
მეგობრების მოლოდინით დაღლილი , თუმცაღა მაინც შემართებით მყოფი გოგონები.
23.11.2013 19:30
კარზე ზარის ხმა...
-მე გავაღებ ! მაშო ადგილიდან ჩვეული ემოციით წამოხტა და კარებისკენ ხელგაშლილი , მონატრებული ბავშვების დასახვედრად გაეშურა .
23.11.2013 19:31
მოულოდნელი შეცბუნება...
- გამარჯობა , მგონი სართული ამერია ! - მაშოს წინ უცხო ბიჭი იდგა .
- კარგი არაუშავს - გოგონას გაეღიმა, კარი მოხურა და მდივანზე ჩაფიქრებული დაჯდა
- ბავშვო ვინ იყო ? რა დაგემართა ? რა მოხდა ?- ინტერესის ბურუსში გახვეული სესილი გოგონას დაჟინებული მზერით მიაშტერდა .
- უბრალოდ ვიღაცას სართული აერია - თქვა მაშომ და ოთახში შეიკეტა.
ვერ მიხვდა , ნამდვილად ვერ მიხვდა იმას თუ ვინ იყო , რა დაემართა , რა მოხდა , მაგრამ მის გულში პირველად იგრძნო ქაოსი , ემოციებმა აკანკალებამდეც კი მიიყვანა , ბოლოს ეს ყოველივე უმნიშვნელო დამთხვევად ჩათვალა და სასტუმრო ოთახში გავიდა , სადაც მას ყველა მეგობარი ელოდა.
23.11.2013 19:45
საუბარში გართული გოგონები . ჩაფიქრებული , სევდიანი მაშო.
23.11.2013 19:45
- ბიჭო მაშო ვნახე. მაშოს ველაპარაკე - აღელვებული ანდრეა ვერ მალავდა ემოციას.
- სულ დამავიწყდა მეთქვა ჩემს ქვევით რომ გადმოვიდა - ლუკამ დანანებით გახედა მეგობარს.
- ცუდად ვარ , ასე ვერ ვჩერდები , რაღაც უნდა მიშველო
- მოიცა ბიჭო , ეგ ბინა ბექასგან იქირავეს და სახლის ნომერს ვკითხავ
- შენთან ვალში ვარ .
24.11.2013 00:00
- გამარჯობა ! მე თქვენი მეზობელი ვარ , შეგიძლიათ აივნიდან გადმოიხედოთ ? რაღაც მოვიდა თქვენგან ფოსტიდან , მგონი „სართული შეეშალათ“ .
...
- „მე შენს თვალებს სულ გავიხსენებ ! )))))“
- „უცნაური ბიჭი მეთორმეტე სართულიდან!“
- „ანდრეა“
- „მაშო“
- „ვიცი“
- „???“
- „შემთხვევითობას მივაწეროთ“.
...
23.12.2013
-სესილ რას შვრები ?
-რავი სეხნიავ მე და მაშო გუდაურში წასასვლელად ვემზადებით შენ პატარა ?
- გოგო რავი , დანიელი და მე შეყვარებულები ვართ....
- არააა.... ეს ის დანიელია ?
-კი გოგო კი და გაცნობა მინდოდა შენთვის.
- აუ რა პრობლემაა სესუ , ანუ შეგიყვარდა ბოლო ბოლო ?
-ნუ ახლა ეგრეც ვერ ვიტყვი , მაგრამ რამე იქნება რა.
- ჭკვიანად მოიქეცი , კარგი ბიჭია დანი .
-როდის გამოგიაროთ?
-თუ გინდა დღეს გამოდით და ამოდით ჩვენთან
-არა არა ! სადმე გავიდეთ
-კარგი ჩემო ლამაზო . ექვსისთვის გცალიათ ?
- კი , მზად იყავი მაგ დროისთვის .
...
- ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა , ჩემი გოგო ბევრს მელაპარაკებოდა შენზე.
- ანალოგიურად . ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარიხართ მე თქვენ.
...
31.12.2013
-სესილ როგორ ხარ?
- დანი კარგად შენ ?
- აუ რავიცი დამშორდა შენი დაქალი და ძალიან ცუდად ვარ , გცალია ,რომ გელაპარაკო?
- რა თქმა უნდა .
- იცი რა საშინლად ვგრძნობ თაავს ? ასე მგონია მთელი სამყარო თავზე ჩამომემსხვრა და გამოსავალს ვეღარ ვიპოვი.
- ხომ იცი რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს . გინდა დაველაპარაკო?
- არა აზრი აღარ აქვს .
-ესე იმედის გადაწურვით რატომ ?
- დემეტრე სესი , დემეტრე !
- გამაგიჟებს მე ეგ გოგო.
- აუ გამოდი რა გარეთ . რამე მომაფიქრებინე გთხოვ , მართლა გაჭედილში ვარ.
- სიამოვნებით დანი , მაგრამ გუდაურში ვარ , თუ გინდა ჩამოდი ჩვენთან , ხომ იცი მართალია ცოტახანს გიცნობ , მაგრამ ორივე ძმად გთვლით , ერთად შევხვდებით ახალ წელს.
-არა ! სჯობს აქ დავრჩე.
-კარგი , თუ გადაიფიქრებ აქ ვართ და გელოდებით.
...
- უნდა წავიდეთ მაშო !
- გოგო რა პრობლემაა , ცოდოა მარტო დანიელი , რაღაცეები ვიყიდოთ და სპონტანურად დავადგეთ თავზე.
- ჩემს გულში ხარ რა .
...
- რა გარეკილი გოგოები ხართ თქვენ !
- არა მარტო დავტოვებდით ჩვენს ძმას.
- მაშ !კიდევ არ შეგხმიანებია „ის“?
- არა , არ შემხმიანებია , არადა მეგონა ჩემი „ღრუბელი“ იყო.
- „წვიმად გადავიქეცი“ ხომ გახსოვს ?
- ეგ რა შუაშია ?
- არ შეიძლება „ღრუბლებზე“ ნდობა , რა იცი რა დროს „იქცევიან წვიმად“.



№1 სტუმარი Mariami

Auuuuuu ra magaria

Male dade gagrdzleeba , dzaaan momwons

 


№2  offline წევრი innako

Mariami
Auuuuuu ra magaria

Male dade gagrdzleeba , dzaaan momwons

აუცილებლად მაშინკა )))) <3

 


№3  offline წევრი Ad Libitum

კარგია, ეცადე მკითხველს უფრო მეტი ინფორმაცია დაანახო დიალოგებიდან. წარმატებები

 


№4  offline წევრი innako

Ad Libitum
კარგია, ეცადე მკითხველს უფრო მეტი ინფორმაცია დაანახო დიალოგებიდან. წარმატებები

თანდათან უფრო და უფრო შევიყვან რაღაც-რაღაცეებს <3 მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent