ღალატი(თავი3)
ამ კოცნისას ის ვიგრძენი რაც ალექსთან კოცნის დროს არასოდეს მიგრძვნია. გული ამიჩქარდა, ფეხები ამიკანკალდა და ამ კოცნას ჩემი ცრემლები ასველებდა. ეს ყველაფერი იმდენად არასწორი იყო, მაგრამ ამავე დროს იმდენად სწორი.. ვიცი რომ უნდა გავჩერდე, ვიცი რომ საშინლად არასწორად ვიქცევი, ვიცი რომ ამ კოცნის გამო დემეტრეს უნდა ვეჩხუბო, მაგრამ ამის ნაცვლად ხელები მის მხრებზე მაქვს შემოხვეული და უფლებას ვაძლევ მაკოცოს ისე, რომ თავი ცოცხლად მაგრძნობინოს. -როდესაც შენ გიყურებ მაშინ ვხვდები რა არის ნამდვილი სილამაზე -ჩამჩურჩულა, შემდეგ კი სახეზე ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადამიწია. -უნდა წავიდე. ძალიან არასწორია რასაც ვაკეთებ.. არ მაქვს უფლება ალექსს ასე მოვექცე, მიუხედავად იმისა, რომ ასე იქცევა მაინც ჩემი ქმარია. -მაპატიე. ჩემი ბრალია, ამის გამო თავი დამნაშავედ შენ არ უნდა იგრძნო -სახეზე თითები ნაზად ჩამომისვა -არ წახვიდე, დარჩი. -არა, გთხოვ, არ მინდა. ჩემს დაქალთან, კატოსთან წავალ. -საკუთარ თავს ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ აქ დავრჩე. კარისკენ წავედი, ჩემი კურტკა მოვიცვი. უნდა გავსულიყავი, როდესაც ხელი დამიჭირა და მისკენ მიმატრიალა. -გთხოვ, არასოდეს არ ინანო ის, რაც შენს სახეზე ღიმილს გამოიწვევს. არ ინანო ის, რაც მომავალში გაგაბედნიერებს. -დემეტრეს თავი დავუქნიე, შემდეგ კი სახლიდან გავედი. ხელები ნერვიულობისგან გაყინული მქონდა, შინაგანად კი ვკანკალებდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კოცნისას საოცრად კარგად ვიგრძენი თავი, მაინც ვთვლი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, თუმცა როდესაც მახსენდება როგორ ნაზად ეხებოდა მისი ტუჩები ჩემსას.. ისე მექცეოდა, როგორც ციდან ჩამოვარდნილ, ფრთამოტეხილ ჩიტს. ისე მკოცნიდა, თითქოს მიფრთხილდებოდა, თითქოს არ უნდოდა ჩემთვის რაიმე დაეშავებინა. -არა, ამაზე არ უნდა იფიქრო ბარბარა! -ჩემს თავს შემოვუძახე -ეს კოცნა არაფერს არ ნიშნავს. უნდა დაივიწყო. ''როგორ უნდა დაივიწყო ის, რაც აქამდე არასოდეს გიგრძვნია?'' -ჩემმა მეორე 'მე'მ შემახსენა თავი, რომელიც დიდი ხანი არ გამოჩენილა. უნდა ვეცადო, რომ ჩემი ქვეცნობიერი როგორმე გავაჩერო, თორემ სულ მთლად გავგიჟდები. ტაქსი სასწრაფოდ გავაჩერე და კატოს მისამართი ვუთხარი მძღოლს, როდესაც ტელეფონზე ლუკას ზარი შემოვიდა. წამიერად შემეშინდა კიდეც, რაიმე ხომ არ უჭირდა. -გისმენ ლუკა -როდესაც ღრმად ამოვისუნთქე ტელეფონს ვუპასუხე. -ბარბი, კარგად ხარ? ალექსი მირეკავდა, სახლიდან წავიდაო. რა მოხდა? სად ხარ ამ შუა ღამეს? -იმდენად აფორიაქებული ხმა ჰქონდა, რომ გული შემიწუხდა. რა ჯანდაბა უნდოდა ალექსს, რომ დაურეკა? -გარეთ ვსეირნობდი -უსირცხვილოდ მოვატყუე, თუმცა არ ვაპირებ დემეტრესთან შემთხვევითი ვიზიტის შესახებ ვინმეს ვუთხრა. -კატოსთან მივდივარ ახლა. -წყნარად ვუპასუხე. -კატოსთან კი არა, სწრაფად ჩემთან მოდი სახლში -უარის თქმას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ თანხმობა ვუთხარი. შემდეგ კი მძღოლს ვთხოვე, რომ მანქანა მოეტრიალებინა, რადგან სხვა მისამართზე მივდიოდით. როდესაც ლუკასთან მივედი ნაიარევი მაინც მეტყობოდა. ყველანაირად ვცდილობდი ლუკა დამეჯერებინა, რომ აბაზანაში ამისრიალდა ფეხი და ამიტომ მქონდა ოდნავ შეწითლებული, თუმცა რათქმაუნდა სულელი არ არის და ყველაფერს მიხვდა. ალექსს აგინებდა და სახლში ბოლთას სცემდა, შემდეგ მამა გააღვიძა, უთხრა, რომ მარტო არ დავეტოვებინე და სახლიდან ისე გაიქცა, რომ ერთი სიტყვაც კი არ მათქმევინა. გავეკიდე და ვეხვეწებოდი არ წასულიყო, რადგან ვიცი ეს ყველაფერი არ დასრულდებოდა კარგად, თუმცა ყური არ მიგდო, უხეშად მომიშორა, მანქანაში ჩაჯდა და თქვა, რომ ამას არ აპატიებდა ალექსს. ჩემი ტირილის და თხოვნის მიუხედავად მანქანა მაინც დაძრა, შემდეგ კი წამებში მოწყდა ადგილს. მინდოდა ტაქსი გამეჩერებინა და უკან გავყოლოდი, მაგრამ მამაჩემმა არ მომცა ამის უფლება. სახლში შემიყვანა. მასაც უნდოდა წასვლა, ამბობდა რომ ჭკუას ასწავლიდა ალექსს, თუმცა მაინც არ დამტოვა მარტო. მე კი გული მალე საგულედან ამომივარდებოდა. არ მინდა ლუკამ რომ იჩხუბოს. რამე რომ დაემართოს საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ. -მამა გემუდარები სახლში წავიდეთ. გთხოვ. არ მინდა ლუკამ და ალექსმა იჩხუბონ, გთხოვ -სასოწარკვეთილმა ვთქვი. მამამ ღრმად ამოიოხრა, რამდენიმე წამს დაფიქრდა, შემდეგ კი თავი დამიქნია და გარეთ გავედით. ტაქსი როგორც კი გავაჩერეთ მაშინვე შიგნით მოვთავსდი. როდესაც სახლში მივედით კიბეები სწრაფად ავირბინე. სახლიდან ლუკას ყვირილის ხმა მესმოდა. გავიგე როგორ ეუბნებოდა ალექსს, რომ უპატრონო არ ვიყავი და ჩემს ცრემლებს არავის შეარჩენდა. სახლში შესულს ისეთი სურათი დამხვდა, რომ გული მილიონ ნაწილად დამეშალა. ალექსი ძირს ეგდო, ლუკა კი თავზე ედგა, რომ ისევ დაერტყა, თუმცა ამის უფლება არ მივეცი. მისკენ გავიქეცი, ხელი დავუკავე და უკნიდან მოვეხვიე. -გთხოვ ლუკა, არ გინდა. გთხოვ. -ალექსს რომ დავხედე ტუჩი და წარბი ჰქონდა გახეთქილი, ლოყა კი გასწითლებოდა. ლუკამ ჩემი თხოვნა გაითვალისწინა, შემდეგ კი ალექსს მოშორდა. -იცოდე, გაფრთხილებ -თითის ქნევით დაუწყო ლაპარაკი -ჩემს დას ზედმეტად თითი დაედება, ან რაიმეზე გულს ატკენ და ჩათვალე, რომ მკვდარი ხარ. -როდესაც ძირს დაგდებულ ალექსს გასცილდა, ხელი ჩამკიდა და მასთან ერთად წამიყვანა კარისკენ. -ალექსთან დავრჩები. ასეთ მდგომარეობაში მას ვერ დავტოვებ. -არაა შენი მოვლის ღირსი. თუ იმის აქვს, რომ შენზე ხელი ასწიოს, იმის თავიც ექნება, როგორმე თავის თავს მოუაროს. -ლუკა ასეთი გამწარებული არასოდეს მინახავს, თვალებიდან ნაპერწკებს ყრიდა. ხელი ჩამჭიდა, შემდეგ კი გარეთ გამიყვანა. მამას ვთხოვე, რომ ის მაინც დარჩენილიყო ალექსთან. ასეთ მდგომარეობაში ვერ მივატოვებდი. რათქმაუნდა უარი არ უთქვამს. წამოსვლისას შუბლზე მაკოცა და მითხრა, რომ არ მენერვიულა. მამას მადლობა გადავუხადე, შემდეგ კი ლუკასთან ერთად მანქანაში ჩავჯექი. როდესაც მანქანა დაძრა მთხოვა ყველაფერი მომეყოლა, თუმცა უარზე ვიყავი. ვუთხარი, რომ ეს მხოლოდ მე და ალექსს გვეხებოდა, თუმცა მანქანა ისე დაამუხრუჭა, კინაღამ ფანჯრიდან გადავვარდი. კიდევ კარგი ღვედი მეკეთა. -შენი და ალექსის საქმე? -გაოცებისგან დაიყვირა -შენი ქმრის საქმეა ის, რომ შენზე ხელი ასწიოს? რაც არ უნდა დაგეშავებინა ამის უფლება არ ჰქონდა! -ისევ დაიყვირა და საჭეს ხელი დაარტყა. -ბარბარა, გეფიცები თუ არ მეტყვი რა მოხდა თქვენთან სახლში დავბრუნდები და იქამდე ვცემ სანამ სუნთქვა არ გაუჩერდება. -ლუკა, საკმარისია! -მეც დავიყვირე -უკვე ნერვები აღარ მაქვს! რა მოხდა და ის მოხდა რისიც მეშინოდა და რაზეც დედა მაფრთხილებდა! როდესაც სვამს თავს ვერ აკონტროლებს. უკვე მეორე თვეა ასე გრძელდება. -ცრემლები წამომივიდა. ისევ. ისევ ვტიროდი. -ეს ნაიარევი კი, ჩემს სახეზე, იმის შედეგია, რომ აპირებდა ჩემზე ძალა ეხმარა, თუმცა ამის უფლება არ მივეცი და სახლიდან გამოვიქეცი. - როდესაც ლუკას სახეზე თვალები ჩაშავებული ჰქონდა, საჭეს კი ისე უჭერდა ხელს, მგონი სისხლიც კი აღარ მოძრაობდა. მარტივი მოქმედებით მოტრიალდა ჩემსკენ, ცრემლები მომწმინდა, შემდეგ კი გულში ჩამიკრა. -მოსიარულე გვამად ვაქცევ მაგ ნაბიჭვარს. არ ეგონოს რომ ასე მარტივად შერჩება ეს ყველაფერი. -თავზე მაკოცა, თან მხარზე ხელს მისვამდა. -შენი ძმა შენთან არის და არავის მისცემს უფლებას, რომ გული გატკინონ. თავი ასე უბედურად არაფერი მიგრძვნია. ეს შობა სრულიად საშინელება გამოდგა ჩემთვის. ერთადერთი რაც ახლა ძალას მმატებდა და იმედს მაძლევდა ლუკას სიტყვები იყო. ვთხოვე, რომ მასთან წავეყვანე, რაზეც თავი დამიქნია, შემდეგ კი მანქანა დაძრა. როდესაც სახლში მივედით პირდაპირ ლუკას ოთახში შევედი. ტანზე წყალი გადავივლე, შემდეგ კი საწოლში ჩავწექი. ვიცი არაფერს მეტყვის, პირიქით, როგორც ბავშვობაში, ალბათ მოვა და შუბლზეც მაკოცებს, შემდეგ კი გვერდით მომიწვება, რომ ერთად დავიძინოთ. სანამ ჩამეძინებოდა კატომ მომწერა, შობა მომილოცა და ახალი ამბები გამომკითხა, თუმცა რათქმაუნდა არაფერი მითქვამს. ტელეფონით ამაზე საუბარი არ მინდოდა. შობა მეც მვულოცე და ვუთხარი, რომ ხვალ ვნახავდი, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე, შემდეგ კი თვალები დავხუჭე. სიბნელეში იმდენი რამე მელანდებოდა, რომ ვერ ვარჩევდი რა ხდებოდა. ჯერ ნაცემი ალექსი, შემდეგ გამწარებული ლუკა.. ბოლოს კი მწვანე თვალები, რომელიც ამ ქაოსს აწყნარებდა. *********** დემეტრე იმ კოცნის შემდეგ ზუსტად 1 თვე გავიდა. ამ ერთ თვეში კი ერთი წამითაც კი აღარ დამინახავს მისი მშვენიერი სახე. ყოველ ღამეს სამსახურიდან მოსული აივანზე ვიდექი და ველოდებოდი როდის ჩამოივლიდა ისევ აქ, თუმცა სულ ტყუილად. შორიდანაც კი არ მომიკრავს თვალი მისთვის. თითქოს მისთვის ლოდინი ჩვევაში გადამეზარდა. თავიდან საფუნთუშეშიც ვათენებდი იმ იმედით რომ მის ახვარ ქმარს ისევ რაღაც მოუვლიდა და ბარბარაც აქ წამოვიდოდა, ჩემთან, რომ დამემშვიდებინა. რამდენიმე დღე თეთრად გავათენე მის მოლოდინში. კაფეში ვიჯექი, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ის ჯდებოდა ხოლმე. ვუსმენდი ბუხარში ცეცხლის ტკაცუნს და კარებში ვიყურებოდი. იმედი მქონდა, რომ მოვიდოდა, თუმცა ამდენი ხნის შემდეგ ეს იმედიც გაქრა. ახლა კი ჩემთან, სახლში დივანზე წამოწოლილი ბეგბედერის "რომანტიკული ეგოისტს'', როგორც თავად ავტორი უწოდებს, ''ანტიდღიურს'' ვკითხულობ. საოცრებაა, როგორ გადმოსცემს ეს კაცი თავისი ცხოვრების მონაკვეთებს. ცხოვრების - რომლითაც ის უკმაყოფილოა და გამუდმებით ეძებს სიახლეებს, თუნდაც თავზეხელაღებული გართობის გზებით. რამდენიმე მონაკვეთი ძალიან მომეწონა. რათქმაუნდა ასეთ მონაკვეთებს ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ დამამახსოვრდეს. ახლაც ასე მოვიქეცი. შავი ფანქარი ავიღე და პატარა ხაზი გავხაზე.. ''ვწერ რათა გავიგო რას ვფიქრობ..'' -წერს ბეგბედერი. საოცრებაა, როგორ ვპოულობ მსგავსებას ამ პერსონაჟსა და საკუთარ თავს შორის. მეც მაქვს დღიური, სადაც ვიწერ ყველაფერს ჩემი ფიქრებისა და გრძნობების შესახებ, შემდეგ კი ბევრჯერ გადამიკითხია ჩემი ნაწერი, რომ გამეგო ის, რასაც ვგრძნობდი ან ვფიქრობდი. ჩემი სამყარო დანარჩენი სამყაროსგან განსხვავდება. ერთი შეხედვით ლაღი, მაგრამ მაინც გულჩათხრობილი ბიჭი ვარ, ვისაც სიყვარული უყვარს. მიყვარს ბუნება, ბუნებაში კი სურათების გადაღება. პატარაობაში ეს თითქოს რაღაც ჰობივით იყო, ახლა კი ფოტოგრაფია ჩემი სულია. ჩემთვის ფოტოების გადაღება ის ნაწილია, რომლის გარეშეც ალბათ ერთ წამსაც ვერ გავძლებ. უბრალო ქვის ფოტოც კი ჩემთვის ხელოვნებასთან ასოცირდება. როდესაც 'ანტიდღიურის' ერთ მონაკვეთს მივუახლოვდი მაშინვე ბარბარაზე ჩავფიქრდი. ''ვინმეს რომ შეუყვარდე, ოცდაჩვიდმეტი მეთოდის გამოყენება კი არ არის საჭირო: საკმარისია, მოაჩვენო, რომ ფეხზე გკიდია. უტყუარი ხერხია. ქალიც და კაციც ერთია: იმაზე კარგავენ ჭკუას, ვისაც არ აინტერესებს. კლერი იმიტომ მიყვარს, რომ არც კი თამაშობს, მართლა ფეხზე ვკიდივარ. უფრო სწორად უნდა მეთქვა: საშინლად ვკიდივარ.'' ალბათ ზუსტად ეს არის მიზეზი, რის გამოც ბარბიზე ფიქრი თავიდან ვერ ამოვიგდე. ვკიდივარ, თანაც ძალიან ვკიდივარ. ასე რომ არ იყოს იმ კოცნის შემდეგ ერთხელ მაინც გამოჩნდებოდა. ის კოცნაც ალბათ არაფერს ნიშნავდა მისთვის. მის ქმარზე იყო გაბრაზებული, იმ მომენტში კი ალბათ ის სითბო იგრძნო ჩემგან -რომელიც სჭირდებოდა და გაუცნობიერებლად მაკოცა. ალბათ მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი, თუმცა მისი ტუჩები.. მისი სურნელი.. მისი რბილი კანი.. პირველივე ნახვისას მოვიხიბლე მისით, პირველივე ნახვისას ვიგრძენი ის, რაც აქამდე არასოდეს მიგრძვნია, თუმცა ის ბიჭი, ვისთან ერთადაც მოდიოდა, ვიფიქრე, რომ შეყვარებული იყო, ამიტომ არ ვაძლევდი საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მასზე მეფიქრა. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ის გოგონა, რომელსაც შორიდან ვეტრფოდი დაქორწილებული ყოფილა. იცით? თითქმის ერთადერთია, რომელსაც დამცინავი მზერა არ ჰქონია, როდესაც ახალგაზრდა ბიჭი საფუნთუშეში მომუშავე დაინახა. სიმართლე გითხრათ, ფეხებზე ვინ რას იტყვის ჩემს სამუშაოზე. ჩემმა საყვარელმა ბებიამ ვეღარ შეძლო, რომ ემუშავა, მე კი სამზარეულოში რაღაცეების კეთება ძალიან მიყვარს, ამიტომ აქეთ შევთავაზე ბებიას, რომ მე ვიქნებოდი კაფეში მის მაგივრად. რათქმაუნდა არ ვაპირებ, რომ ჩემს ოჯახს ოფლით ნაშენები საქმე წყალში ჩავუყარო. თანაც სათაკილო რა არის იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ? ჩემთვის ეს ყველაფერი ერთი დიდი სიამოვნებაა, თანაც იმ კაფეში იმდენნაირ ადამიანს ვხედავ და იმდენ რამეზე ვფიქრობ.. ყველა, თითოეული ადამიანი ერთმანეთისგან ისე განსხვავდება.. ვაკვირდები ხოლმე და ვხვდები, რომ თითოეულ ადამიანს თავისებური სილამაზე აქვს.. არ არსებობს მახინჯი ადამიანი, თუმცა ბარბი.. ღმერთო.. ჩემთვის სილამაზის ეტალონია.. არასოდეს მქონია სურვილი, რომ გოგონებისთვის გადამეღო სურათები, თუმცა მისი თხელი ტანი, მშვენიერი ნაკვთები.. მისი ღიმილი.. მისი საუბრის მანერა.. ნამდვილად საოცრებაა. მისი ერთადერთი სურათი მაქვს, რომელიც მთელს სამყაროს მირჩევნია. რომ შემეძლოს მსოფლიოს მერვე საოცრების დასახელება, ეს აუცილებლად ბარბარა იქნებოდა, ყოველგვარი ეჭვების გარეშე. განა საოცარება არ არის მისი ღიმილი? ან მისი ჩვილი გული, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს ეს არ გამოაჩინოს? იმდღეს ტელევიზორში თვალი მოვკარი, ბავშვთა სახლში მიუტანიათ საჩუქრები. ბარბარაც იქ იყო. ბავშვებს ისე ეფერებოდა.. ნამდვილად ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზია. საათს როდესაც დავხედე მივხვდი, რომ ფიქრებში ზედმეტად ჩავიძირე. დრო იყო ამეწია და საფუნთუშეში წავსულიყავი. ასეც მოვიქეცი. ტანზე ჩავიცვი, მანქანა ავტოფარეხიდან გამოვიყვანე, შემდეგ კი იმ ადგილისაკენ წავედი, სადაც დიდი იმედი მქონდა, რომ ბარბი დამხვდებოდა. როდესაც ადგილს მივუახლოვდი მანქანა თავის ადგილას დავაყენე. როდესაც მანქანიდან გადმოვედი მივხვდი, რომ თხლად ჩაცმით ძალიან მივქარე, რადგან საშინლად ცდიოდა. სწრაფი ნაბიჯით წავედი საფუნთუშისკენ, გასაღები ჯიბიდან ამოვიღე, შემდეგ კი კარი გავხსენი. იქაურობა დალაგებული მქონდა. წუხელ ბარბარას მოლოდინში ყველაფერი დავალაგე, თუმცა რათქმაუნდა არ მოსულა. ბუხარი სწრაფად ავანთე, შემდეგ კი ფუნთუშების ცხობას შევუდექი. რაც დრო გადიოდა მით უფრო მეტი ხალხი შემოდიოდა. ერთი გოგონა აპირებდა, რომ ბუხრისკენ დამჯდარიყო, თუმცა დიდი ბოდიშების ხდით ვუთხარი, რომ იმ ადგილას დაჯდომა არ შეიძლებოდა, რადგან დაკავებული იყო. ეს ადგილი მხოლოდ მისია. უცებ რომ მოვიდეს? ვიცი როგორ უყვარს ბუხათან ჯდომა. როდესაც აქ შემოდიოდა პირველი რასაც აკეთებდა იყო ის, რომ იმ ადგილისკენ იყურებოდა, ხომ არავინ დამასწრო დაჯდომაო, თუმცა რათქმაუნდა ყოველთვის ცარიელი ხვდებოდა, რადგან პირველივე დღიდან, როდესაც ის აქ დავინახე არავის ვაძლევდი იმ ადგილას დაჯდომის უფლებას. დაახლოებით შუადღისთვის ვიღაც ქერა გოგონა შემოვიდა, რომელიც კარებთან იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. მესმოდა როგორ ეუბნებოდა ვიღაცას, რომ სწრაფად მოსულიყო ამ მისმართზე, ის ვიღაც, მეორე ხაზიდან კი ალბათ ეწინააღმდეგებოდა აქ მოსვლას, რადგან ქერა ამბობდა, რომ სხვაგან ფეხს არ მოიცვლიდა, სიცივის გამო. როდესაც ქერა დაჯდა ხელით მანიშნა, რომ მისკენ წავსულიყავი. წინსაფარი გავიკეთე, შემდეგ კი მისი მაგიდისკენ წავედი. -გამარჯობათ -მივესალმე და გულწრფელად გავუღიმე -რას ინებებთ? -ჩემი მეგობარი სულ მეუბნებოდა, რომ აქ განსაკუთრებით კარგი ვაშლის ფუნთუშებს აცხობენ, ამიტომ ორი ცალი ვაშლის ფუნთუშა და ორი ჩაი, ერთი უშაქრო და მეორეში ორი კოვზი შაქარი. -ქერას თავი დავუქნიე, შემდეგ კი ჩემს ადგილას დავბრუნდი. უკვე გამზადებული ცომის გუნდები ღუმელში შევალაგე, თან ჩაის მადუღარა ჩავრთე. სამნაირი ჩაი გვაქვს, რომელიც ამ მადუღარიდან უნდა ჩამოისხას და მე სულელს დამავიწყდა მეკითხა რომელი ჩაი უნდოდა, თუმცა არაუშავს. იმას ჩამოვასხამ, რომელსაც ბარბარა უკვეთავდა ხოლმე. როდესაც ჭიქები გავამზადე. ლანგარზე შაქარი და კოვზები დავდე, შემდეგ ფუნთუშებიც გამოვიღე და ტეფშებზე დავაწყე. როდესაც ყველაფერი გავამზადე ქერას მაგიდისკენ წავედი რა დროსაც კარი შემოიღო მე კი გულმა წამში მილიონჯერ დამიწყო ცემა. არ ვიცი როგორ მოვახერხე, რომ მაშინვე არ მივვარდნოდი და არ ჩავხუტებოდი. მშვენივრად გამოიყურებოდა, ანგელოზს გავდა. უფროსწორად, კი არ გავდა, იყო ანგელოზი. როდესაც დამინახა თავი დამიკრა, მოსალმების ნიშნად, თან მკრთალი ღიმილი ჰქონდა სახეზე, რომელიც უფრო ნერვიულობის ღიმილი იყო, ვიდრე მოსალმების. მეც თავი დავუქნიე, შემდეგ კი იმ ქერასთან მივედი, რომ მისი შეკვეთა დამედო. ბარბარაც იმ გოგონასკენ წამოვიდა. -კატო, წამოდი, ბუხართან გადავჯდეთ რა. -ახლა მივხვდი რატომ უწევდა იმ ქერას, როგორც მისი სახელი გავიგე, კატოს, ვიღაც წინააღმდეგობას აქ მოსვლაზე. მაგიდაზე ლანგარი დავუდე, მე კი ჩემს ადგილას დავბრუნდი. სულელივით ვუყურებდი მის საუბარს. ხელებით საუბრობდა, თან ჩუმად აპარებდა ხოლმე ჩემსკენ თვალს, ხოლო როდესაც დამინახავდა, რომ ვუყურებდი სწრაფად იხედებოდა ისევ კიმისკენ. იმდენად აღტაცებით ლაპარაკობდა რაღაცაზე, რომ ღიმილი მეპარებოდა სახეზე. ჩემი ფოტოაპარატი ავიღე, სკამზე დავჯექი და შეუმჩნევლად მოვაახლოვე ობიექტი კადრში, შემდეგ კი, როდესაც რაღაცაზე გაიცინა მაშინვე დავაფიქსირე. საოცარი სურათი გამოვიდა. იმდენად საოცარი, რომ ვხვდებოდი ეს გოგონა ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. იმდენად ძვირფასი, რომ მისი გულიდან და გონებიდან ამოგდება შეუძლებელი იყო. მე ჩემი საკუთარი სამყარო მაქვს, სადაც არავის არ ვაძლევ უფლებას, რომ შემოაბიჯოს, თუმცა ბარბარამ მოახერხა ის რომ ჩემი თანხმობის გარეშე გამხდარიყო ამ სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. ******** ბარბარა ვინაიდან და რადგანაც ჩემმა უფროსმა 2 კვირიან შვებულებაში გამომიშვა, საწოლიდან შუადღის სამ საათზე წამოვდექი. ტანზე ჩემი საყვარელი, ფუმფულა დათუნიას პიჟამა ჩავიცვი, თავზე ქუდი წამოვიფარე და სარკეში ჩავიხედე. საკმაოდ საყვარელი გამოგონებაა. მუცელი თეთრი ჰქონდა, როგორც დათვს. ფეხები და ხელებიც კი დათუნიასია, უფრო სწორად თათები. ქუდზე კი დათვის სახე ხატია და პატარა ყურები აქვს მიკერილი. ლუკას უნდა ვთხოვო, რომ კიდევ მიყიდოს სხვადასხვა ცხოველის გამოსახულებით. ძალიან კომფორტულია სახლში, თანაც საყვარელი და რაც მთავარია ღუნღულა! როდესაც ოთახი მივალაგე სამზარეულოში ჩავედი. როგორც ჩანს ალექსი სახლიდან გასულია, რადგან აქაურობა მისალაგებელი იყო დატოვებული. მასთან ურთიერთობა ერთ მომენტში ძალიან კომფორტული და კარგია, თუმცა მეორეს მხრივ რთულია აიტანო ქმრისგან რაღაცეების აკრძალვა, უზომო სმა, ჩხუბი.. თანაც ეს ერთფეროვნება უკვე ძალიან მოსაბეზრებელი გახდა. ყოველდღე ყალბი ღიმილით შეხვედრა შენს ქმართან, სექსი, რომელიც შენში სიამოვნებას აღარ იწვევს და მხოლოდ მოვალეობის მიზნით გაქვს, კოცნა, რომელიც ისეთი გულწრფელი აღარ არის, როგორიც აქამდე. ჩახუტება, რომელიც ისეთი თბილი აღარ არის, როგორიც უნდა იყოს. ახლა რომ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს საერთოდ არ გავთხოვდებოდი. საოცარია შეყვარებულობის პერიოდი. უამრავ ადგილას მივდიოდით ერთად, უფრო კარგად ვერთობოდით და რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთი გულწრფელად, ძალიან გვიყვარდა. ახლა ეს სიყვარულიც ქრება, რაც ძალიან მაშინებს. ან იქნებ ეს ყველაფერი სიყვარული არც ყოფილა და უაზრო ახირება იყო? გულწრფელი სიამოვნება, გულის აჩქარება და ფეხების კანკალი მაშინ ვიგრძენი, როდესაც დემეტრეს ვაკოცე რამდენიმე წამით. ეს წამები დაუვიწყარი გახდა ჩემთვის. გუშინ, როდესაც ჩემს საყვარელ კაფეში დემეტრესთან კოცნის შემდეგ პირველად მივედი და ის დავინახე ვერ ავღწერ რა დამემართა. მისი თანადგომა ზუსტად ის არის, რაც ამ დროის მანძილზე ყველაზე მეტად მჭირდებოდა. იმ კოცნის შემდეგ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, რადგან საშინელებაა, როდესაც ქმარს ამას უკეთებ ზურგს უკან, მაგრამ ამ კოცნით მივხვდი, რომ ის გრძნობები, რაც დემეტრეს მიმართ მიჩნდება სრულიად განსხვავდება ყველა არსებული გრძნობისგან. ვიცი ჩემსა და ალექსს შორის ეს დაძაბულობა ნელ-ნელა ჩემი ბრალიც ხდება, რადგან არ ვაძლევ უფლებას, რომ ის ყველაფერი გამოასწოროს, რაც დააშავა, თუმცა როგორ შეძლებს ამდენი რაღაც გამოასწოროს? მეც გული ამიცრუვდა. ამის მიზეზი კი ერთი კოცნა გახდა, რომელმაც ამ სამყაროს საერთოდ მომწყვიტა და სხვა სამყაროში გადამიყვანა. გუშინ, კატოსთან შეხვედრის შემდეგ დედასთან ვიყავი წასული. თავი მის კალთაში მქონდა ჩარგული და გულამოსკვნილი ვტიროდი. მიზეზი? მიზეზი ალბათ ის, რომ ნელნელა ვხვდები რამხელა შეცდომა დავუშვი დედას ნათქვამი რომ არ გავითვალისწინე და მისი სიტყვის წინააღმდეგ მოვიქეცი. თავიდან დედა გავამწარე ჩემი საქციელით, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად გამწარებული ვინც არის, ეს მე ვარ. იმ შემთხვევის შემდეგ, ლუაკმ რომ ალექსი სცემა, ჩემი ძმა კატეგორიულად მთხოვდა, რომ ალექსს დავშორებოდი, თუმცა კიდევ ერთი შანსი მივედი. დაქორწინება ადვილია, მაგრამ დაშორება რთულია, რადგან არ აქვს მნიშნველობა რა მიზეზით დაშორდი, სტრესი შენი მუდმივი მეგობარი ხდება. ეს ყველაფერი დედასგან ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ალექსს მართლა აღარ დაულევია იმ ამბის შემდეგ, გული მაინც ძალიან მაქვს აცრუებული. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ასე მოვიქეცი, რომ უფროსებს არ დავუჯერე. საშინელებაა, როდესაც ერთის მკლავებში წევხარ, მაგრამ მეორეზე ფიქრობ. ისეთზე, რომელიც ალბათ შენზე არც ფიქრობს. როდესაც ჩემში ისეთმა მონატრებამ იფეთქა, რომელიც არ წესით არ უნდა მეგრძნო, ფეხზე წამოვდექი, ჩემს პიჟამას ფეხზე თათები მოვხსენი, რომ გარეთ არ დამესვარა, კედები ჩავიცვი და მანქანის გასაღები ავიღე. როდესაც საჭეს მივუჯექი თმა კოსად ავიწიე, შემდეგ კი ჩემს საყვარელ კაფე-საფუნთუშეში წავედი. ვიცი, რომ არასწორად ვიქცევი. ზუსტად ვიცი. სანამ მანქანას დავქოქავდი საკუთარ თავთან ომი მქონდა გაჩაღებული, თუმცა ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე და მასთან მაინც წავედი. გული ყელში მომებჯინა, როდესაც კაფის კარიდან დემეტრე შევნიშნე. წინსაფარი ეკეთე, თმები მასაც კოსად ჰქონდა აწეული ჩემს მსგავსად. ნამცხვარს ჭრიდა, შემდეგ კი დახლზე აწყობდა. როდესაც კარი შევხსენი მაშინვე გამოიხედა. ალბათ ჩემს დანახვას არ ელოდა, ამიტომ დაბნეულობა გამოესახა სახეზე, ან იქნებ იმიტომ დაიბნა, რომ ასეთ ფორმაში ვიყავი აქ მოსული? რამდენიმე მაგიდა იყო დაკავებული, ერთმა პატარა გოგონამ შემომხედა, საყვარლად ჩაიცინა როდესაც ჩემი ფუმფულა პიჟამა დაინახა, შემდეგ კი ისევ თავის თეფშს მიუბრუნდა. ვიცი სახლში რომ გამომეცვალა აქ მოსვლას გადავიფიქრებდი, ამიტომ ასე გიჟივით წამოვედი. ჩემი ბუხარისკენ წავედი, რომელიც ცარიელი იყო. მიკვირს აქ რატომ არ ჯდებიან, დავიჯერო ეს ადგილი არ მოსწონთ? საოცრად მიყვარს აქ ჯდომა, ბუხართან ახლოს. მიუხედავად იმისა, რომ თოვლი აღარ არის, გარეთ სუსხიანი ამინდი მაინც შენარჩუნებულია, ამიტომ აქ ჯდომა მაინც ძალიან მსიამოვნებს. დემეტრე ჩემს მაგიდასთან მოვიდა, შემდეგ კი ნებართვის გარეშე წინ ჩამომიჯდა. როდესაც დავინახე გული კინაღამ საგულედან ამომივარდა. -შენს ქმარს ელოდები? -წყნარად მკითხა. თავი გავაქნიე. ვფიქრობდი მეთქვა თუ არა, რომ მისთვის მოვედი აქ. -არა.. აქ.. უბრალოდ ფუნთუშები მინდოდა. სახლში ვერ გავაკეთე და აქ გადავწყვიტე, რომ მოვსულიყავი -ყველაზე სულელური ტყუილი ვთქვი. ალბათ სულელს ვგავდი. დარწმუნებული ვარ სახე ამიწითლდა კიდეც. დემეტრეს ჩაეცინა. -ვაშლის, ხომ? -დემეტრეს თავი დავუქნიე და სანამ გავიდოდა ვთხოვე, რომ ეჩვენებინა საპირფარეშო საით იყო. სარკეში რომ არ ჩავიხედო გავგიჟდები. ალბათ ძალიან სულელურად გამოვიყურები. ჯობდა საერთოდ არ მივსულიყავი. როდესაც დემეტრემ მანახა საით უნდა შევსულიყავი, სწრაფად წამოვდექი და არც რკინის კარები შევხსენი, რომელიც გარედან ლამაზად იყო გაფორმებული. როგორც კი შიგნით შევედი ნიჟარას დავეყრდენი და სარკეში ჩავიხედე. მთელი სახე წითელი მქონდა, თვალებში კი თითქოს ცრემლების ნაპერწკებიც კი მოჩანდა. გავიგე, რომ კიდევ გაიხსნა კარი, თუმცა ეს ის კარი არ იყო, რომლიდანაც მე შემოვედი. ოთახში მიმოვიხედე, ვიფიქრე, რომ მოჩვენებები დამეწყო, თუმცა როდესაც ერთ ერთ კედელში ჩაშენებული კარი გაიხსნა მივხვდი, რომ ისევ სრულ ჭკუაზე ვიყავი და გულზე მომეშვა, მაგრამ გული უარესად ამიჩქარდა, როდესაც შიგნით დემეტრე დავინახე. -აქ რას აკეთებ? -ჩუმად ვკითხე, თან რამდენიმე კარს შევხედე, ვინმე ხომ არ იყო შიგნით, მაგრამ საბედნიეროდ არავინ ჩანდა. -შენ შემოგყევი -წყნარად მითხრა, თან ჩემსკენ წამოვიდა. უკან არ გავწეულვარ. არ მინდოდა მის შეხებაზე უარი მეთქვა. როდესაც მომიახლოვდა ხელი სახეზე ნაზად ჩამომისვა, მე კი მომენტალურად დავადე ლოყა ხელის გულზე და თვალები დავხუჭე. მისი შეხება იმდენად ნაზი იყო, რომ ტანში ჟრუანტელი მივლიდა. -გუშინდელამდე რომ არ გამოჩენილიყავი ვიფიქრებდი, რომ რაც მე გავაკეთე იმას ნანობდი, მაგრამ ახლა, როდესაც ფუნთუშებს იმიზეზებ აქ მოსასვლელად, მივხვდი, რომ ბოდიში არ მაქვს მოსახდელი -მანაც ჩურჩულით მითხრა, თითქოს ხალხით სავსე ადგილას ვყოფილიყავით და ვინმეს ვემალებოდით. -ერთმა სულიერმა მასწავლა, რომ არასოდეს უნდა ვინანო ის, რაც გამაბედნიერებს. -მეც ხმადაბლა ვთქვი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ეს ყველაფერი ბედნიერებასთან ერთად ძალიან დიდ ტკივილს მომიტანს, მაინც გავბედე, რომ ეს მეთქვა. ვიცი, თავს არ უნდა ვაძლევდე ამის უფლებას, მაგრამ მასთან თავს ისე ვგრძნობ, როგორც ალექსთან უნდა ვგრძნობდე. მასთან მშვიდად ვარ და არ მეშინია არაფრის, თითქოს დაცული ვარ. -მიხარია თუ ეგრეა. -შუბლზე მაკოცა. თვალები დავხუჭე, შემდეგ კი ლოყის შიგნიდან ვიკბინე რომ არ მეტირა. ეს მართლა მე ვარ?! ბარბარა, რომელიც გათხოვილია და სხვა კაცთან უფრო ბედნიერად გრძნობს თავს? კაცთან, რომელსაც თითქმის არ იცნობს, თუმცა იმდენად კარგად იცნობს, რომ მის გარეშე უკვე არ შეუძლია. კაცი, რომელსაც მხოლოდ ერთხელ აკოცა და ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ჩემი გეგმები შეცვალა, ჩემი გრძნობები შეცვალა, ჩემი ყველაფერი შეცვალა! -შეიძლება გაკოცო? -ჩუმად მკითხა. არაფერი მიპასუხია, თითის წვერებზე ავიწიე და მის ტუჩებს შევეხე. ეს იყო კოცნა, რომლის შემდეგაც საბოლოოდ მივხვდი, რომ მე ის ბარბარა ვეღარ ვიქნებოდი, რომელიც აქამდე ვიყავი. ჩემში ორი ადამიანი ებრძოდა ერთმანეთს. ერთი, რომელიც მეუბნებოდა რომ გათხოვილი ქალი ვიყავი და არ იყო სწორი რასაც ვაკეთებდი და მეორე, რომელიც მამშვიდებდა და მეუბნებოდა რომ ჩემი ბედნიერებისთვის ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რადგან ჩვენი ცხოვრება ერთი წამია და ეს ერთი წამი ისე არ უნდა დავასრულოთ, რომ უბედურები ვიყოთ. მე კი ვაკეთებ იმას, რაც ამ წამს ბედნიერს მხდის. ********** ჩვენი კოცნა, რომელიც რამდენიმე წამს გაგრძელდა იმდენად სასიამოვნო და ტკბილი იყო, რომ ყველაფერს დავთმობდი მის გასამეორებლად. ვერ ავღწერ იმ გრძნობას, რომელიც იმ წამებში მიჩნდება, როდესაც დემეტრეს ნაზი, ვარდიფერი, ფუმფულა ტუჩები მეხება მთელს სხეულში ჟრუანტელი მივლის, ფეხები მიკანკალდება, გულის ცემას კი ყურებში ვგრძნობ. ალბათ სიცოცხლესაც კი დავთმობდი რომ ეს მარწყვივით ტუჩები მუდამ ჩემთან ყოფილიყო. რა მოხდებოდა, რომ ალექსზე ადრე დემეტრე გამეცნო? ახლა ხომ მის გვერდით ვიქნებოდი ბედნიერი. მისი კულულა თმა, რომელიც მხრებზე არეულად ეყარა კოსად შეიკრა. იცით როგორი სურნელი აქვს მის თმას? ბანანის და კიდევ სხვადასხვა ხილის. რაც მთავარია ეს ბუნებრივად აქვს და არა თმის მოვლის საშუალებებით. მისი გაბრწყინებული, მწვანე თვალები პირდაპირ მე მიყურებდნენ, რაც ძალიან მაბნევდა. ქვევით ჩემს ფეხებს დავხედე და უაზროდ დავაშტერდი მათ, თითქოს რაიმე საინტერესო ამბავს მიყვებოდნენ. დემეტრეს ცერა თითი ნიკაპზე ვიგრძენი. თავი ნაზად ამაწევინა, შემდეგ კი ლოყაზე მომეფერა. -არ მინდა რომ ოდესმე ის ინანო, რასაც ახლა აკეთებ. თუ უფლებას მომცემ გპირდები, რომ გაგაბედნიერებ. ვიცი, რომ ეს შენთვის ადვილი არ იქნება, ისიც ვიცი, რომ გათხოვილი ქალი ხარ. სასაცილოც კი იქნება ახლა მეგობრობა რომ შემოგთავაზო. უბრალოდ დაგაცდი რომ მოიფიქრო რეალურად რა გინდა, შემდეგ ეს ყველაფერი სანანებელი რომ არ გაგიხდეს. -ღაწვებზე ნაზად მეამბორა, შემდეგ კი ჩემს რეაქციას დააკვირდა. პანიკამ მომიცვა იმის გაფიქრებაზე, რომ მას დავკარგავდი. -დამშვიდდი, შენთან კონტაქტს ვერ გავწყვეტ, ამის იქამდე კი ჩემს შესახებ უამრავ რაიმეს მოგიყვები, უკეთ გამიცნობ. -საოცარი ადამიანი ხარ -დავიჩურჩულე. ნებისმიერი კაცი ეცდებოდა, რომ ჩემს საცვლებში ჩაეღწია, მითუმეტეს, რომ მეც ვაძლევ უფლებას თავისუფლად მაკოცოს, მაგრამ ამის ნაცვლად მეუბნება, რომ დამაცდის და მის უკეთ გაცნობას მთავაზობს. -იცი? მე მხოლოდ რამდენიმე წამი დამჭირდა რომ გამეცანი -უკან ნიჟარას მიეყრდნო და მეც მასთან ახლოს მიმწია -როდესაც შენს მოციმციმე თვალებს შევხედე, მაშინვე მივხვდი როგორი ადამიანი იქნებოდი. არც შევმცდარვარ. გარეგნული სილამაზის გარდა საოცარი სულიერი სამყარო გაქვს. -დემეტრეს თავი მკერდზე მივადე და მისი სურნელი შევისუნთქე. საოცარი სურნელი აქვს. ისეთი, რომ დარწმუნებული ვარ, ასეთი საოცარი სურნელი არცერთ მამაკაცს არ ექნება. -ძალიან მინდა აქ დავრჩე, მაგრამ გარეთ კლიენტები ალბათ მეძებენ უკვე. თუ საღამომდე არაფერი საქმე არ გაქვს აქ იყავი, ცოტა ადრე დავკეტავ კაფეს, შემდეგ კი სადმე გავიდეთ და უამრავ რამეს მოგიყვები ჩემს შესახებ. -არა, არაფერი საქმე არ მაქვს -დემეტრემ გამიღიმა, გასვლამდე შუბლზე მეამბორა. რამდენიმე წუთში მეც გავედი და ჩემს ადგილას დავჯექი. შორიდან მიყურებდა, თან თვალს მიკრავდა. გამეცინა. პატარა ბიბლიოთეკიდან წიგნი ავიღე. რემარკის ''ტრიუმფალური თაღი''. არ ვიცი რამდენჯერ უნდა წავიკითხო ეს წიგნი და მთავარი პერსონაჟების თითქოს მდორე, მაგრამ მაინც საინტერესო სიყვარულის ისტორიაში ჩავიძირო. დემეტრემ ჩაი და ფუნთუშები მომართვა. მადლობა გადავუხადე, თან კითხვას ვაგრძელებდი. ვგრძნობდი შორიდან როგორ მიღებდა სურათებს, რაზეც ჩუმად მეცინებოდა კიდეც. ცოტა მოსაღამოვებული იყო როდესაც ალექსისგან შეტყობინება მივიღე, თუმცა ვუთხარი რომ მოგვიანებით მივიდოდი სახლში. არაფერი აღარ მოუწერია. დემეტრე როგორც შემპირდა ადრე დახურა კაფე, შემდეგ კი მასთან წავედით სახლში. ერთად ვისადილეთ, წითელი ღვინო მივირთვით, თან ვსაუბრობდით, შემდეგ დემეტრემ მის ბავშვობაზე დაიწყო ლაპარაკი, რასაც გულმოდგინედ ვუსმენდი. -პატარაობაში ერთი უბრალო, სათვალიანი ბიჭი ვიყავი, რომელსაც წიგნები და სწავლა ძალიან უყვარდა. რათქმაუნდა ეს ყველასთვის სასაცილო თემა იყო, თუმცა დიდად არ მადარდებდა, სანამ ერთი გოგონა არ გავიცანი. -ჩუმად ჩაეღიმა, თან ყავა მოსვა -ქერა იყო, ცისფერთვალება, ლამაზი ღიმილით. მე ადვილად ვამჩნევდი მას, მაგრამ მას ჩემნაირი ასი ბიჭი მაინც ამჩნევდა. ზედმეტად ქედმაღალი იყო, თუმცა ერთ დღეს მასწავლებელმა მითხრა, რომ მათემატიკაში უნდა დავხმარებოდი. ძალიან დავიბენი, წარმოგიდგენია? ის გოგო უნდა მემეცადინებინა მათემატიკაში, ვისზეც ჭკუას ვკარგავდი! -მსუბუქად ჩაეცინა, რაზეც მეც გამეღიმა. -მოკლედ, გაკვეთილები იმდენად უინტერესო იყო, რომ ვერ წარმოიდგენ. თუმცა ერთ დღეს მითხრა, რომ სხვანაირი გაკვეთილი უნდოდა, ჩემგან. მიუხედავად იმისა, რომ ''შკოლნიკი''ს სახელი მქონდა გოგონების მუსუსი თავიდანვე ვიყავი -ისევ გაიცინა -მოკლედ, მაგ დღეს სექსი გვქონდა, ეს ამბავი კი თავადვე მოსდო მთელს სკოლას, ისედაც უხეირო ბიჭია, სექსშიც არაფრად ვარგაო. -ჰმ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სისულელე იქნებოდა -სიცილით ვუთხარი. დემეტრესაც გაეცინა. -სკოლის შემდეგ ის დაბრუნდა, ოღონდ კლუბში ახლიდან გავიცანი. ძველ დემეტრესთან შედარებით ახლა ძალიან შეცვლილი ვარ. კლუბის საპირფარეშოში პირველივე დღეს გამიშალა ფეხები. რათქმაუნდა მის მიმართ არანაირი გრძნობა აღარ მქონდა, რადგან ისეთი არ ყოფილა, როგორიც მეგონა რომ იქნებოდა. -სიმართლე რომ გითხრათ ცოტა ეჭვიანობამ შემომიტია, რომ წარმოვიდგინე დემეტრე როგორ ანიჭებს სხვას სიამოვნებას, თუმცა რათქმაუნდა ეს ხმამაღლა არ გამიმხელია. -მაშინ მითხრა, რომ საოცრად ვიცოდი როგორ უნდა მესიამოვნებინა ქალისთვის და ზუსტად მაშინ გავახსენე ძველი ამბები. როგორც გავიგე იმ დღეს, სკოლაში სულაც არ აპირებდა სექსს ჩემთან, მაგრამ მის შეყვარებულზე გაბრაზებული ჩემთან გამოიქცა, და ისიც გავიგე, რომ მაშინ მხოლოდ ჩემი დამცირება უნდოდა და ამიტომ თქვა, რომ არაფრად ვვარგოდი. მოკლედ, ეგ დიდად არ მადარდებს. მე ვიცი რას ვუკეთებ ქალებს, ასე რომ.. -წარბები აათამაშა, რაზეც გამეცინა. -არ მჯერა, რომ სკოლაში ''შკოლნიკი'' ბიჭი იყავი. რაღაც დაუჯერებელ ზღაპარს გავს -გამეცინა. დემეტრე ფეხზე ადგა, მითხრა რომ ორი წუთით დავლოდებოდი, შემდეგ კი ერთ ერთ ოთახში შევიდა, ხოლო როდესაც გამოვიდა ხელში რაღაც სურათი ეკავა. როდესაც სურათი გამომიწოდა გამეღიმა. თმა გადაწეული ჰქონდა, სათვალე ეკეთა და იღიმოდა. დემეტრე სრულიად შეცვლილია, თუმცა ერთადერთი რაც არ შეცვლია მისი საოცარი ღიმილია. -ძალიან საყვარელი ხარ, მართლა -გულწრფელად ვუთხარი. დემეტრეს გაეცინა და სახეზე მომეფერა. რამდენიმე წამი მიყურებდა შემდეგ კი თითქოს თავში საოცარი იდეა მოუვიდაო, კომოდიდან ფოტოაპარატი აიღო და თეთრ კედელთან დამაყენა. -გამიღიმე და კამერას უყურე -ინსტრუქცია მომცა. მეც ის გავაკეთე, რაც მთხოვა. გავიგე რამდენჯერმე რომ დააწკაპუნა. თმა წინ გადმოვიყარე, თან კამერის წინ ვპოზიორობდი, შემდეგ კი სიცილი ამივარდა ჩემი თავი ფოტო მოდელად რომ წარმოვიდგინე და დემეტრეს წინაშე ბავშური ცანცარი დავიწყე, ისიც არ წყვეტდა გადაღებას. როდესაც დავიღალეთ დემეტრემ სერიოზული სახით შემომხედა, ჩემსკენ წამოვიდა და თმა ყურს უკან გადამიწია. -ძალიან მომწონს როდესაც შენ გიღებ სურათებს. ჩემი ინსპირაცია ხარ. ბუნებრივი სილამაზე და კიდევ უამრავი რა. მოკლედ, მომცემ უფლებას, რომ მხოლოდ შენ გადაგიღო? ჩემს პირად, საიდუმლო მოდელად იმუშავე. მხოლოდ ჩემთვის გადაგიღებ, გპირდები არსად არ გავავრცელებ. -უსიტყვოდ დავუქნიე თავი, შემდეგ კი სიცილით მოვეხვიე. ჩემი ბავშვობის ოცნება დემეტრემ ერთ წამში ამისრულა, თანაც ისე, რომ არც კი იცოდა როგორ გულით მინდოდა ეს ყველაფერი. მას ვენდობი და ვიცი რომ ეს ყველაფერი ჩვენს შორის დარჩება. *********** როდესაც ჩვენს პატარა ფოტო სესიას მოვრჩით, დივანზე დავჯექი, ფეხები მოვკეცე, ტელეფონში კი დაბალ ხმაზე ჩემი საყვარელი სიმღერა, Landon Pigg - Falling in Love at a Coffee Shop ჩავრთე. დემეტრეც გვერდით მომიჯდა, ხელი მუხლზე დამადო, თან როგორც ჩვევია, ცერა თითით მომეფერა. დაკვირვებული ვარ, რომ ყოველთვის ასე იცის. არ აქვს მნიშნველობა სახეზე მეხება, თუ ხელზე. ცერა თითით ნაზად მეფერება, რაც მამშვიდებს. -მაგ სიმღერის სიტყვები თითქოს ჩემზე არის დაწერილი -სიმღერა რომ ჩათავდა დემეტრემ მითხრა. -როდესაც კაფეში შემოხვედი და დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ შენს მიმართ რაღაც ისეთი გრძნობები გამიჩნდა, რომელიც არ უნდა გამჩენოდა. ყოველ შენს სიცილზე ვხვდებოდი, რომ ზემდეტად ბევრს ვფიქრობდი შენზე და შენს მშვენიერ ღიმილზე.. -სახეზე ნაზად მომეფერა და შუბლზე მაკოცა -რომ ვიცოდე, რომ ჩემი იქნებოდი, გეფიცები ცხოვრების ბოლომდე დაგელოდებოდი. უამრავი გოგონა მყავს ნანახი, უამრავ მათგანთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ შენ ჩვეულებრივად არაჩვეულებრივი ხარ. -არც მე ვიცი ჩემში რა ნახე განსაკუთრებული, მაგრამ ის ვიცი რომ ჩემთვის ნამდვილად სულ სხვა განზომილება ხარ. -ვიცი, რომ ამას არ უნდა ვამბობდე, თუმცა სხვაგვარად არ შემიძლია. არ შემიძლია, ის გრძნობები, რასაც მის მიმართ განვიცდი არ ვაღიარო. -დემეტრე, ასეთი რაღაც არ მიგრძვნია არასოდეს. ვიცი, რომ ძალიან არასწორია, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ არ შემიძლია, რომ არ გითხრა. შენს მიმართ განსაკუთრებული გრძნობები არ მქონდეს ახლა აქ არ ვიქნებოდი. მინდა იცოდე, რომ გენდობი და მინდა რომ ეს ნდობა გამიმართლო. -გპირდები, რომ ისე იქნება, როგორც შენც გინდა. ყველანაირად ხელს შეგიწყობ, რადგან ვიცი რამდენად რთულია შენთვის ეს ყველაფერი. არაფერს დაგაძალებ, არასოდეს. -დემეტრეს მკერდზე მივეკარი, ხელები კი წელზე მოვხვიე. დემეტრე თავზე მკოცნიდა, თან თმაზე მეფერებოდა. -შენს შესახებ მომიყევი. მაინტერესებს რა გიყვარდა ბავშვობაში, რით იყავი დაკავებული.. -პატარაობაში ბალეტზე დავდიოდი. ძალიან მიყვარდა ცეკვა, თანაც ყოველთვის სიფრიფანა ბავშვი ვიყავი და ეს ხელს მიწყობდა, რომ კარგად მეცეკვა -მოგონებაზე გამეღიმა, თან დივანზე წამოვჯექი -პუანტებს რომ ჩავიცვამდი, იმ წამსვე ვხვდებოდი, რომ ამ სამყაროს ვწყდებოდი. ეს ყველაფერი კი 15 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ ჩემი მშობლების ტრაგიკული დაშორება, ჩემი ძმისგან შორს ყოფნა.. ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებდა ჩემზე და აღარ მინდოდა არაფერი. -როდესაც შენმა დეპრესიამ გადაგიარა, მერე აღარ გიცდია დაბრუნება? -ინტერესით მკითხა, თან მაგიდიდან წყალი აიღო. -არა, აღარ. მერე უკვე კოლეჯში ვსწავლობდი, ჟურნალისტიკურზე. ახლა კი ტელევიზიაში ვმუშაობ, თემებს ვწერ, რომელსაც შემდეგ აშუქებენ. -რამდენიმე ხნის უკან გნახე ტელევიზორში, ბავშვთა სახლში იყავით.. -ხო.. მაგ პროგრამის შემდეგ სამსახურში დამაწინაურა ჩემმა უფროსმა. ჯეისს ძალიან ვუყვარვარ, ძალიან კარგი კაცია -გამეღიმა, როდესაც ჩემი უფროსი ვახსენე. ძალიან მკაცრია, მაგრამ სიმკაცრესთან ერთად ძალიან გულჩვილიც გახლავთ. მე და კატო განსაკუთრებით ვუყვარვართ და ყოველთვის ცდილობს, რომ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ საჭიროზე მეტხანს დაგვასვენოს. მისგან ამ საქციელს ძალიან ვაფასებ. -ორ კვირიან შვებულებაში გამომიშვა და მთელი მეხუთე სართულის გამგედ დამნიშნა, რაც ჩემთვის მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო. -ძალიან ბედნიერი ვარ შენს გამო. როგორც ჩანს ძალიან გიყვარს შენი სამსახური, თვალებ გაბრწყინებული ლაპარაკობ -მსუბუქად ჩაიცინა. მასთან ერთად მეც გამეცინა. -კი, ნამდვილად მიყვარს ჩემი სამსახური. როდესაც იქ ვარ სიამოვნებით ვაკეთებ ხოლმე ჩემს გასაკეთებელს. -მე ბარმენი ვარ -სიცილით მითხრა დემეტრემ -საფუნთუშის შემდეგ ჩემთან, ბარში მივდივარ და იქ ვმუშაობ ხოლმე. -ვაუ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი შენ თუ ბარმენი იქნებოდი. მე მეგონა, რომ მხოლოდ საფუნთუშეში მუშაობდი. -არა, მამაჩემს ერთი დასახელების უამრავი გასართობი კაფე თუ ბარი ჰქონდა. ამ კაფეში ბებიაჩემი მუშაობდა, თუმცა როდესაც თქვა, რომ აღარ შეეძლო მე შევცვალე, დროებით, სანამ ვინმე კარგ თანამშრომელს არ მოვძებნით. -მხრები აიჩეჩა, თან საუბრისას თვალებში მიყურებდა -ბარში კი მე ვმუშაობდი თავიდანვე. რათქმაუნდა იქ დამხმარეც მყავს, ჩემი საუკეთესო ორი მეგობარი. ისინი ძირითადად ხალხს ემსახურებიან, მე კი ჩემი ფოტოაპარატით ლამაზ კადრებს ვიჭერ ხოლმე, რაზეც სულ დამცინიან. -დემეტრეზე მეც გამეცინა. წარმომიდგენია რამდენად უყვარს ფოტოაპარატი და სურათების გადაღება, რომ ბარში, მუშაობის დროსაც კი სურათებს იღებს. -დემეტრე, ახლა უნდა წავიდე. ალექსი.. ხომ იცი.. ალბათ სახლში იქნება უკვე და არ მინდა რომ ძალიან დავიგვიანო. -დივნიდან წამოვდექი და ფეხზეც ჩავიცვი. დემეტრეც წამოდგა. -მისმინე -ხელი თმებში ნერვულად შეიცურა -რაღაც მინდა, რომ გთხოვო, მაგრამ არ მინდა რომ სხვანაირად გამიგო. -გისმენ -წყნარად ვუთხარი. რა უნდა შემომთავაზოს ასეთი, რომ ასე ანერვიულდა? -ქალაქიდან ცოტა მოშორებით სახლი მაქვს, ეს კორპუსის სახლიც ჩემია, მაგრამ ჩემი სამსახური აქედან უფრო ახლოსაა, ამიტომაც ვარ აქ ახლა, ისე ბარში იმ სახლიდან დავდიოდი.. მოკლედ, მინდა რომ რამდენიმე დღით იქ დაგპატიჟო. თუ უარს მეტყვი.. თუ.. -დემეტრეს სახე იმდენად აუწითლდა, რომ ერთადერთი რაც მინდოდა, იყო ის რომ ხმამაღლა გამეცინა. ძალიან საყვარელი იყო, როდესაც ასე ნერვიულობდა თავის შემოთავაზებაზე. -თუ უარს მეტყვი გაგიგებ. -არა, რატომაც არა? ჩემს ქმარს ვეტყვი რამეს, არაა პრობლემა. გაგაგებინებ ამ საღამოს რას ვიზამ -დემეტრემ თავი დამიქნია და თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოეშვაო, ღრმად ამოისუნთქა. -არ გეგონოს რომ მარტო ვიქნებით იქ. ჩემი საყვარელი, ფუმფულა ბებიაც იქ არის. სხვათაშორის შენი მოსახელეა, მასაც ბარბარა ჰქვია. -მართლა? ძალიან სასიამოვნოა. ეს ის ბებიაა, კაფეში რომ მუშაობდა? -კი, ის არის -თავი დამიქნია. -ღმერთო! -სიხარულისგან ტაში შემოვკარი -უნდა გენახა როგორ განვიცდიდი, რომ ის ბებია იქ აღარ იყო. ძალიან გამიხარდა, მართლა. -დემეტრეს ჩაეცინა. ხელი ჩამკიდა და კარამდე მიმაცილა. როდესაც შემოსასვლელში გავჩერდით, ხელით მისკენ დამქაჩა. წამში თვალები დამეხუჭა, რადგან ველოდი, რომ მისი ბაგე ჩემსას შეეხებოდა, თუმცა ამის ნაცვლად მისი ტუჩები შუბლზე შემეხო. ნაზად მაკოცა, თან წელზე მეფერებოდა. -დაგპირდი და დანაპირებს შევასრულებ. არ დაგაჩქარებ.. -ხელები კისერზე მოვხვიე და სანამ მისი ტუჩები ჩემს შუბლზე ჰქონდა მოდებული, კისერში ნაზად ვაკოცე. ვიგრძენი როგორ დაუარა ჟრუანტელმა. ხმადაბლა გამეცინა. -დღეს შენს მესიჯს დაველოდები, კარგი? -დემეტრეს თავი დავუქნიე, კიდევ ერთხელ მოვეხვიე, შემდეგ კი ჩემი მოსაცმელი ჩავიცვი. დემეტრემ მანქანამდე მიმაცილა, წასვლამდე ლოყაზე მაკოცა, შემდეგ კი მანქანის კარი გამიხსნა. საჭესთან დავჯექი. წასვლამდე დავპირდი, რომ დღეს აუცილებლად მივწერდი პასუხს. -იცოდე, პუანტები წამოიღე! ძალიან მინდა ვნახო შენი ცეკვა. -როდესაც ეს სიტყვები გავიგონე, გული საგულედან კინაღამ ამომვარდა, თუმცა თავი მაინც დავუქნიე. თითქმის დამავიწყდა კიდეც ცეკვა, თუმცა მის გამო გავიხსენებ და ლამაზ ცეკვას მივუძღვნი, თანაც იმ ცეკვაში იმ გრძნობებს ჩავაქსოვ, რომელსაც ხმამაღლა, გაბედულად ვერ ვამბობ.. ********* სახლში როდესაც მივედი ალექსი დივანზე წამოწოლილი დამხვდა, ტელევიზორში რაღაც ფილმს უყურებდა, თან ხელში მარტინის ჭიქა ეჭირა. -ჰეი -მივესალმე. ჩანთა მის მოპირდაპირე მხარეს დივანზე დავდე და ჩემი ქუდი წამოვიფარე. -ასე ჩაცმული სად იყავი გასული? -სიცილით მკითხა, თან დივნიდან წამოდგა, ფილმი კი დროებით გააჩერა. -ჯერ კაფეში ვიყავი, შემდეგ ვსეირნობდი -მთლად არ მომიტყუებია. კაფეში ხომ მართლა ვიყავი?! -დღეს ქალაქიდან გავდივარ, ისევ უფროსს მივყავარ თავისთან ერთად. მას ველოდები როდის მოვა -ჩემთან დივანზე მოვიდა, ხელი მხარზე გადამხვია, თან ყელში დამიწყო კოცნა. თავს ვიკავებდი, რომ ხელი არ მეკრა და არ მომეშორებინა, თუმცა მისი ქალაქიდან გასვლა ძალიან მაწყობს. ძალიან. -მომენატრე. -ალექს, არ შემიძლია -ფეხზე წამოვდექი -ხომ იცი. ქალური პრობლემები -ვეცადე, რომ უდარდელად გამომსვლოდა ეს ტყუილი, თუმცა ვიცი, რომ პომიდორივით ვიქნებოდი აწითლებული. -მერე რა? -მხრები აიჩეჩა -აქამდე ეგ არ გვიშლიდა ხელს -თვალი ჩამიკრა. -არა, დღეს ძალიან ცუდად ვარ. მუცელი მტკივა, ალბათ გარეთ შემცივდა. ცოტახანს წამოვწვები. -თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ამხელა ტყუილების შემდეგ მისთვის მეკოცნა მაინც. მისკენ წავედი, ხელები კისერზე მოვხვიე და მის ბაგეებს ნაზად შევეხე. რატომ არის ეს ყველაფერი ასეთი განსხვავებული დემეტრესთან? რატომ ვგრძნობ მასთან თავს უფრო ბედნიერად და ლაღად, ვიდრე ალექსთან? კაცთან, რომელზეც რამდენიმე თვეა რაც დავქორწინდი. ტუჩები მალევე მოვაშორე, მან კი გულში ჩამიკრა და ლოყაზე მაკოცა. ალქესს მოვშორდი, ვუთხარი, რომ მოგვიანებით ჩამოვიდოდი, შემდეგ კი ოთახში ავედი. ისიც ამომყვა, ტანსაცმლის ჩასალაგებლად. საწოლზე ისე დავწექი, რომ ჩემი საყვარელი პიჟამა არ გამიხდია. ოთახი ძალიან დასალაგებელი იყო, თუმცა როდესაც ალექსი წავა მერე დავალაგებ. იქნებ არ ღირს დემეტრესთან წასვლა? თუმცა ძალიან მინდა.. ძალიან მინდა, რომ მის შესახებ უარმავი რაიმე გავიგო. -ხვალ მეც მინდა ქალაქიდან გასვლა -თვალებ დახუჭულმა ვუთხარი, თუმცა მომინდა, რომ მის რეაქციას დავკვირვებოდი, ამიტომ ცალი თვალი გავახილე, რომ შემეხედა. ჩანთაში თავის ტანსაცმელს აკურატულად ალაგებდა. -სად აპირებ წასვლას? -ისე მკითხა, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს. ჩემი ტელეფონის ხმა იყო, მესიჯი მომივიდა. საწოლიდან წამოვიწიე, რომ ჯიბიდან მობილური ამომეღო. -ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ რამდენიმე დღით აუცილებლად წავალ სადმე დასასვენებლად. ვერ წარმოიდგენთ რამდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, იმის გამო რომ ასე ურცხვად ვატყუებდი ალექსს, თუმცა იმას ნამდვილად ვერ ვეტყოდი, რომ დემეტრესთან მივდიოდი. ბიჭთან, რომელთანაც თავს იმაზე კარგად ვგრძნობ, ვიდრე თვითონ მასთან. ჯანდაბა, ბარბარა! როდიდან გახდი ასეთი მატყუარა?! აქამდე ერთ უმნიშვნელო ტყუილზეც კი თავს ისე ცუდად ვგრძნობდი, რომ თვალები ცრემლებით მევსებოდა, ახლა კი?! გამოცდილი მატყუარასავით ვცრუობ. ტელეფონი როდესაც ამოვიღე და დავინახე ვინ იყო ჩემი მესიჯის ადრესატი, გული პატარა, შეყვარებული გოგონასავით ამიჩქარდა, რომელიც თითქოს მთელი დღე ელოდა მისი საყვარელი ბიჭისგან მესიჯს და საბოლოოდ ის მიიღო. ''იმედია სახლში დაგვიანების გამო პრობლემები არ შეგექმნა''. რატომ არის ეს ბიჭი ასეთი სრულყოფილი?! ''არა, ყველაფერი კარგად არის. რახან მომწერე, ბარემ გიპასუხებ, რომ ხვალ შუადღისკენ შემეძლება, რომ შენთან ერთად წამოვიდე. ( : '' -ვის წერ? -ალექსმა მკითხა, თან ჩემსკენ წამოვიდა, რომ ტელეფონი გამოერთმია ჩემთვის, თუმცა მესიჯები სწრაფად წავშალე. -არ ვიცი ვინაა, როგორც ჩანს ნომერი შეეშალათ -მხრები ავიჩეჩე, თან ტელეფონს ხმა ჩავუწიე. პატარა ვიბრაციით მივხვდი, რომ დემეტრემ პასუხი დამიბრუნა. გარედან გავიგე, რომ მანქანა შემოვიდა ჩვენს ეზოში. როგორც ჩანს ალექსს მოაკითხა თავისმა უფროსმა და მადლობა ღმერთს, რომ ეს დროულად მოხდა, თორემ ამდენი ტყუილების თქმით თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. როდესაც ალექსმა საბოლოოდ შეკრა ჩანთა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ფეხზე წამოვმდგარიყავი და გამეცილებინა. სანამ კარში გავიდოდა ლოყაზე ვაკოცე, მან კი ტუჩებზე დამიტოვა კოცნა, რომელიც ჩემთვის უკვე აღარაფერს არ ნიშნავდა. როდესაც ალექსმა სახლი დატოვა, ხმამაღლა ამოვიოხრე, შემდეგ კი ვიგრძენი როგორ წამომივიდა თვალებიდან ცრემლები. მეზიზღება საკუთარი თავი. მძულს ჩემი თავი იმიტომ, რომ ასეთად ვიქეცი. მძულს ჩემი თავი, იმიტომ რომ თავის დროზე არ დავუჯერე უფროსებს და აქამდე მოვედი. ... და მაინც, რა არის ის, რისთვისაც ადამიანი მიილტვის? ბედნიერება? და როდესაც ბედნიერებას იპოვიან მაშინ რატომღა ხდებიან უბედურები? დემეტრესთან როდესაც ვარ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ როდესაც მისგან მოვდივარ ყველაზე უბედური ადამიანი ვარ მსოფლიოში, რადგან ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რასაც არ უნდა ვაკეთებდე. მე როდესაც მეგონა, რომ ბედნიერება ვიპოვე, ალექსის სახით, ზუსტად მაშინ შევცდი. რამდენადაც არ უნდა მიჭირდეს ამის აღიარება, ვალდებული ვარ, რომ კიდევ ვაღიარო, რამდენად უჭკუოდ მოვიქეცი, როდესაც დედაჩემს არ დავუჯერე. როდესაც ალექსს გავყევი ცოლად, ეს უფრო ჯიბრი იყო, ვიდრე ის სიყვარული, რომელიც ადამიანს ოჯახის შექმნას აიძულებს. სიყვარული არის ის გრძნობა, რომელსაც შეუძლია, რომ ღრუბლებში აგაფრინოს, მიწაზე დაცემისას კი ზუსტად ის ადამიანი დაგიჭერს ხელში, რომელიც გიყვარს და უყვარხარ. სიყვარულია ის გრძნობა, რომელიც იმდენად წმინდაა, რომ მეტირება. ერთადერთი, რისი ღირსიც ვარ, ისაა, რომ უგრძნობი ვიყო. არ ვარ ღირსი ვიცოდე, თუ რას ნიშნავს სიყვარული. გეფიცებით, მერჩივნა ალექსთან ვყოფილიყავი მთელი ცხოვრება უსიყვარულოდ, ვიდრე ქმარი მყოლოდა და პარალელურად სხვა ადამიანის მკლავებში ვყოფილიყავი. ეს არაა ბედნიერება. წამიერი სიხარული იმას არ ნიშნავს, რომ მომავალშიც ბედნიერი იქნები. და ისმის კითხვა, თუ ვიცი რომ ეს ყველაფერი ბოლოს გამაუბედურებს, რატომ ვაგრძელებ მაინც ასე მოქცევას?! ალბათ იმიტომ, რომ მეც მინდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიგრძნო თავი ისე, როგორც ჩვეულებრივმა ქალმა. ალბათ მეც მინდა ისე მომექცნენ, როგორც მოსიყვარულე ქმრები ექცევიან ცოლებს. მინდა მეც განვიცადო წამიერი ბედნიერება, არ აქვს მნიშნველობა ეს რა შედეგს გამოიღებს. ჩემი პატარა დრამიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა. კატო მირეკავდა. ტელეფონს ვუპასუხე, თან ვეცადე, რომ ნამტირალევი ხმა არ შემმჩნეოდა. -ეი, როგორ ხარ? -რაც შემეძლო ბედნიერი ხმით ვუპასუხე. -მე კარგად ვარ, მაგრამ ხმაზე რა გჭირს? -რათქმაუნდა. კატო ხომ ისე მიცნობს, როგორც საკუთარ ხუთ თითს. -რაღაც დრამას ვუყურებდი და ამეტირა -ჩემი ტყუილის დასამტკიცებლად, საუბრისას მსუბუქად ჩავიცინე. -დებილი ხარ -სიცილით მითხრა -მომენატრე, არ გინდა სადმე გავიაროთ? -კატო, სახლი ძალიან მაქვს მისალაგებელი, ხვალ კი ვაპირებ რომ ქალაქიდან გავიდე. მხოლოდ მე. -ალექსი არ მოდის? -არა -თავი ისე გავაქნიე, თითქოს დამინახავდა -ალექსი დღეს წავიდა თავის უფროსთან ერთად სადღაცას. მინდა რომ ცოტახნით აქაურობისგან დავისვენო. -რომ ჩამოხვალ აუცილებლად მომწერე იცოდე, შენთან რაღაც საქმე მაქვს! -ვაპირებდი რომ ჩემი დადებითი პასუხის შემდეგ ტელეფონი გამეთიშა, თუმცა მის უკან ნაცნობმა ხმამ ჩემი ქმედება შეაჩერა. -დაიცადე, მარტო არ ხარ? ეკატერინე, რა ჯანდაბა ხდება? -წამსვე გამომიკეთდა ხასიათი, როდესაც მეორე ხაზიდან ლუკას ხმა გავიგე. -დაიკო -ლუკამ დაიყვირა -ეს ვინ გამაცანი, მაუპატიურებს! -სიცილი ამივარდა და თავი გავაქნიე. ღმერთო, ორი დარტყმული გადაეყარა ერთმანეთს. -გაუპატიურებ?! ნახე რა ბრალს მდებს, წეღან შენ არ იყავი ის ერთადერთი ვინც სექსის დროს მეხვეწებოდა, რომ.. -კარგი, კარგი კატო, გაჩერდი -სიცილით გავაწყვეტინე ის, რის თქმასაც აპირებდა. დაახლოებით ათ წუთიანი სიცილის შემდეგ კი ტელეფონი გავთიშე და მათი სიხარული მეც გადმომედო. აშკარა იყო, რომ ლუკას თავიდანვე მოეწონა კატო და ძალიან გამიხარდება ისინი მაინც თუ იქნებიან ბედნიერები. მოგვიანებით დედაჩემს და მამას დავურეკე. ორივე გავაფრთხილე, რომ ქალაქში არ ვიქნებოდი რამდენიმე დღე, შემდეგ კი დემეტრეს მესიჯი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის წინ მომივიდა, გავხსენი. ''ძალიან მიხარია. მაშინ ხვალ კაფეში არ წავალ, შენ გამოგივლი. მითხარი სად გაწყობს, რომ დაგხვდე.'' დემეტრეს სახლის მისამართი ვუთხარი, თუმცა ვთხოვე, რომ ცოტა მოსორებით გაეჩერებინა მანქანა, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე, შემდეგ კი სახლის დალაგებას შევუდექი. დაწოლის წინ ცოტა წავივარჯიშე, შემდეგ კი დავწექი და წამსვე ჩამეძინა. დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. საოცარი დღე იყო. საწოლიდან ბედნიერად წამოვდექი, რადგან მალე ალბათ დემეტრეც მოვიდოდა. ტანზე წყალი გადავივლე, თმა გავიშრე, ტანზე კი სპორტულები ჩავიცვი. არ მინდა ძალიან ოფიციალურად გამოვიყურებოდე, თანაც ეს სპორტულები ძალიან მოსახერხებელია და ძალიან ბევრს გარეთაც აცვია. ჩემს პატარა ჩანთაში საჭირო ნივთები და ტანსაცმელი ჩავაწყე, შემდეგ კი სამზარეულოში ჩავედი ყავის დასალევად. მოუთმენლად ველოდი როდის მომწერდა დემეტრე.. მოუსვენრად ვიყავი და აქეთ-იქით დავბოდიალობდი. ყავა ჭიქაში დავასხი, როდესაც ჩემი ტელეფონი აბზუილდა და როდესაც დავინახე, რომ დემეტრემ მომწერა პატარა ბავშვივით დავიწყე ხტუნაობა. ჩემს თავს დავპირდი, რომ ეს დღეები მასთან ერთად ბედნიერი ვიქნებოდი და საკუთარ თავს არ მივცემდი იმის უფლებას, რომ რაიმეზე მომეწყინა. დემეტრეს პასუხი დავუბრუნე, რომ ორ წუთში მასთან გავჩნდებოდი. ყავა ნიჟარაში ჩავასხი, ჭიქა უცებ ამოვრეცხე, შემდეგ კი ჩემს ჩანთას ხელი დავტაცე და გარეთ გავედი. კარი გადავკეტე, კიდევ ერთხელ დავფიქრდი რაიმე ხომ არ დამრჩა ჩართული, მაგრამ საბოლოოდ როდესაც დავრწმუნდი, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, სწრაფად ჩავირბინე კიბეები და უბნის შესახვევში სირბილით წავედი. როდესაც დემეტრეს მანქანა დავინახე, სიხარულისგან ჩამეღიმა. მანქანაზე იყო მიყუდებული და ღიმილით მიყურებდა. ნაბიჯს ავუჩქარე და უფრო სწრაფად წავედი მისკენ. რა წამსაც მისი ხელები წელზე ვიგრძენი მოხვეული, გული ბედნიერებისგან ამიჩქარდა. მეც ძლიერად მოვხვიე ხელები, თან მის სურნელს ვისუნთქავდი. -ჯობია სწრაფად წავიდეთ, რომ არავინ დაგვინახოს -მის მკერდში თავჩარგულმა ამოვილუღლუღე. დემეტრემ თავი დამიქნია და შუბლზე მაკოცა. ჩემი ჩანთა მანქანაში, უკანა სიდენიაზე დააგდო, შემდეგ კი საჭეს მიუჯდა და ადგილს სწრაფად მოვწყდით. -საოცარი დასვენება გექნება, გპირდები -როდესაც გაზს ფეხი მიაჭირა, დაიყვირა, თან სიმღერა ჩართო და მას აყვა. ვიცი, რომ ნამდვილად ასე იქნება. დემეტრეს თავი დავუქნიე და მეც ავყევი მხიარულობაში. ******* დემეტრემ მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა. თვალი მიდამოს მოვავლე და იმდენად დიდი ადგილი ეკავა მის სამფლობელოს, რომ გაოცებისგან პირი ღია დამრჩა. როდესაც მანქანიდან გადავედით, გზაში ნაყიდი ტკბილეულობა გადმოვიღე, ხელში დავიკავე, შემდეგ კი დემეტრესთან ერთად შევაბიჯე ეზოში. გარედან სახლი ღია ნაცრისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი, თუმცა ჩემი სახლისგან განსხვავებით, წინ ბაღი არ ჰქონდა გაკეთებული. ეზოში ასევე ნაცრისფერი დივნები იდგა. როგორც ჩანს შუქი კედლებზეც ჰქონდა დაყენებული, ამიტომ ულამაზეს კედლებს კიდევ უფრო ლამაზად ანათებდნენ სხვადასხვა ფერის შუქები. გარეთ მოწყობილ დივნებთან, შუაში არც ისე დიდი მაგიდა იდგა, რომელზეც ყვავილები ელაგა. სკამების უკან კი მწკრივად ჩაყოლებული, მწვანე ბუჩქები იყო, რომელიც სახლის კარამდე მიგვყვებოდა. დემეტრემ კარი გამიხსნა, ჯერ მე შემიყვანა შიგნით, უკან კი თვითონ მომყვა. -კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სახლში -ყურში ჩამჩურჩულა, შემდეგ კი ლოყაზე მაკოცა. დემეტრეს მხოლოდ გავუღიმე, თან შესასვლელს ვათვალიერებდი. იმდენად გემოვნებით ჰქონდა მოწყობილი ინტერიერი, რომ ცოტა მეკლდა, რომ პირი არ დამეღო. ბუხრის წინ მუქი ფერის პუფები ეყარა, პეფებამდე კი დაბალი, შავი მაგიდა იდგა, მაგიდაზე კი მარტინი და ორი ჭიქა იდგა. -ძალიან გემოვნებით არის აქაურობა მოწყობილი -დემეტრეს ვუთხარი, თან კურტკა გავიხადე და მას მივეცი. დემეტრემაც გამომართვა, შემდეგ კი კარადაში შეაწყო, ჩემიც და მისიც. -მიხარია რომ მოგეწონა -გამიღიმა. ხელი მხარზე მომადო და შიგნით შემიყვანა. როდესაც მისაღებში შევედით, მაშინვე ვიგრძენი ის სურნელი, რომელზეც ჭკუას ვკარგავდი. როგორც ჩანს დემეტრეს ბებია გემრიელობებს აკეთებს. -ბებო სამზარეულოშია, როგორც ჩანს. წამოდი, შევიდეთ -ხელი ჩამკიდა და მასთან გამიყვანა. რამდენჯერმე ღრმად ამოვისუნთქე, სანამ მისაღებიდან გადავკვეთდით არც თუ ისე გრძელ მანძილს, და სამზარეულოში აღმოვჩნდებოდით. -ბე, მოვედით! -სიხარულით წამოიძახა დემეტრემ, რაზეც გამეცინა. ჩემმა საყვარელმა, ფუმფულა ქალბატონმა ჩემსკენ შემოიხედა და სიხარულისგან რაღაც წამოიძახა. ფქვილიანი ხელები შეიწმინდა და ჩემსკენ წამოვიდა. -ძალიან მიხარია, რომ გვესტუმრეთ! -როდესაც ჩემთან მოვიდა გულში ჩამიკრა, შემდეგ კი დემეტრეს მოეხვია. -ძალიან ლამაზი ხარ! -მისმა კომპლიმენტმა ჩემი ყურებამდე ღიმილი გამოიწვია. -დემეტრე, ბარბარას აჩვენე თავისი ოთახი, შემდეგ კი გემრიელ ფუნთუშებზე დაგპატიჟებთ, ფუნთუშებამდე კი სადილი უნდა გამისინჯოთ! -როდესაც დემეტრეს ბებიამ სახელით მომმართა, მივხვდი, რომ დემეტრეს ჩემზე ჰქონდა მასთან ნალაპარაკები, მაგრამ რა - ეგ არ ვიცი. იმდენად კარგად დამხვდა ბარბარა ბებია, რომ აშკარაა, ცუდი არაფერი არ უთქვამს. დემეტრემ ბებიას თავი დაუქნია და სამზარეულოდან გავედით. -ძალიან საყვარელი ბებია გყავს -ღიმილით ვუთხარი. დემეტრეს გაეცინა და გულში ჩამიკრა. ხელი წელზე მოვხვიე, თავი კი მკერდზე დავადე. -ჯერ ახლა გაგიცნო, მაგრამ დამიჯრე, რომ უკვე ძალიან უყვარხარ -ჩემს თმაში ამოიჩურჩულა, შემდეგ კი თავზე მაკოცა. -ბარბი, მე მეორე სართულზე მაქვს ოთახი, ბებიას კი - პირველზე. თუ გინდა შენც პირველ სართულზე გაგიმზადებ ოთახს, მაგრამ ერთი ოთახი სულ მთლად ცარიელია -სვლა შეანელა და ხელით ერთ-ერთ ოთახზე მიჩვენა -მაგრამ თუ გინდა მეორე სართულზე, ჩემი ოთახის გვერდით ოთახში მოგაწყობ. -მეორე სართულზე ჯობს -დემეტრემ თავი დამიქნია, ჩემი პატარა ჩანთა, რომელშიც ტანსაცმელი მედო, ხელში აიღო, შემდეგ კი მეორე სართულზე ავედით. გრძელი ჰოლი იყო, სადაც რამდენიმე კარი იყო ჩაშენებული. კარებს შორის კი ულამაზესი სურათები იყო განთავსებული, რომელიც როგორც ჩანს დემეტრეს გადაღებულია. დემეტრემ ერთ-ერთი კარი გამიხსნა, შემდეგ კი შიგნით პირველი მე შემიშვა. ოთახი მუქ ფერებში იყო გადაწყვეტილი, მუქ ხისფერ კარადებს შორის, კედელზე დიდი ტელევიზორი იყო ჩაშენებული. ორ ადგილიანი საწოლი კი ოთახის ერთ კუთხეში იდგა, მის გვერდით პატარა, ასევე მუქი ხისაგან დამზადებული ტუმბო იდგა. -ძალიან ლამაზი ოთახია -გულწრფელად ვუთხარი. დემეტრემ მხოლოდ გამიღიმა. -მოდი, შენი ტანსაცმელი ამოალაგე, კარადაში დაკიდე, რომ არ დაიკეცოს, შემდეგ კი ქვევით ჩავიდეთ და ვისადილოთ -დემეტრეს თავი დავუქნიე. მისკენ წავედი, ხელები წელზე მოვხვიე და ძლიერად მოვეხვიე, თან მისი სურნელი შევისუნთქე. რას მიკეთებს ეს ბიჭი ასეთს, რომ ჭკუიდან გადავყავარ?! დემეტრემაც მომხვია მისი დიდი ტორები მხრებზე, შემდეგ კი შუბლზე მაკოცა. -ძალიან ბედნიერი ვარ, აქ რომ ხარ. -მეც ძალიან ბედნიერი ვარ, შენთან რომ ვარ. -ჩვენი რამდენიმე წუთიანი ჩახუტება დემეტრეს ბებიამ გაგვაწყვეტინა. ქვევიდან გვეძახდა, რომ ყველაფერი მზად იყო და ჩავსულიყავით. ტანსაცმელი ჩემი ჩანთიდან ამოვალაგე, ყველაფერი თავის ადგილას დავდე, შემდეგ კი მეც და დემეტრეც ერთად ჩავედით სამზარეულოში. მაგიდა ძალიან ლამაზად იყო გაწყობილი. დემეტრემ სკამი გამომიწია და მაგიდის კუთხეში დამსვა, თვითონ კი გვერდით მომიჯდა. როდესაც ბარბარა ბებიამ წვენი მოგვიტანა, აპირებდა, რომ ოთახიდან გასულიყო, თუმცა ძალიან ვთხოვეთ, რომ ჩვენთან დარჩენილიყო. -თეთრ ღვინოს დალევ თუ შავს? -დემეტრემ მკითხა. -თეთრი -გავუღიმე. თავი დამიქნია, შემდეგ კი ჭიქაში თეთრი ღვინო ჩამომისხა. თავის დაკვირთ გადავუხადე მადლობა, შემდეგ კი უგემრიელესი კერძი თეფშზე გადმოვიღე. მაგიდასთან დემეტრეს ბებია კიდევ უფრო ახლოს გავიცანი და იმაზე საყვარელი და თბილი აღმოჩნდა, ვიდრე შორიდან ჩანდა. მაგიდასთან დემეტრე რამდენჯერმე გააწითლა, როდესაც მის შესახებ ბავშვობის ამბები მომიყვა, რაზეც გულიანად ვკისკისებდი. ჩვენი სიცილის და მოლხენის შემდეგ დემეტრემ მითხრა, რომ სახლის უკანა ეზოს დამათვალიერებინებდა, რაზეც ბედნიერად დავთანხმდი. ერთად გავედით ეზოში, რომელიც ასევე განათებული იყო. სულ მთლად მწვანეში ჩაფლულ ეზოს, კიდევ უფრო ალამაზებდა ყვავილების უზარმაზარი ბაღი, რომელიც ძალიან კარგად იყო მოვლილი. ორივე სკამისკენ წავედით, ხოლო როდესაც მის სახეს შევხედე, ისევ სიცილი ამივარდა. -არა, მაინც რამ დაგათრო ისე, რომ მაღაზიაში შიშველი ჩახვედი? -სიცილისგან გაწითლებულმა ვკითხე, თან თვალებიდან წამოსული ცრემლები მოვიწმინდე. ამდენი ცხოვრებაში არ მიცინია. -ბარბარაა -ბუზღუნი დაიწყო, რაც უფრო ამაღლებულ განწყობაზე მაყენებდა. -წარმომიდგენია, 18 წლის, მთვრალი, შიშველი დემეტრე, რომელიც მაღაზიაში ჩადის და სოსკას ყიდულობს -თავი გავაქნიე -და რათ გინდოდა სოსკა, დემეტრე? -სოსკა არ მინდოდა -სიცილით თქვა მანაც, თან მხრები აიჩეჩა -მეც არ ვიცი რა მინდოდა, მაგრამ ბოლოს თურმე სოსკით ამოვედი სახლში, თან პირში მედო, ორი თვის ბავშვივით. -პირში გედო? ო, ღმერთო! -იმხელა ხმაზე გავიცინე, რომ ალბათ მთელს ეზოში ჩემი სიცილი ისმოდა. როდესაც მიხვდა, რომ ის თქვა, რაც არ უნდა ეთქვა, შუბლზე ხელი მიირტყა და ხმამაღლა ამოიოხრა. -როგორც ჩანს ღვინო ძალიან მოგეკიდა -ჩემთან უფრო ახლოს მოიწია, თან სახიდან თმა გადამიყარა. მის შეხებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. -არა, საერთოდ არ ვარ ნასვამი, მართლა. უბრალოდ სოსკიანი დემეტრეს წარმოდგენა ცუდად მხდის -ისევ გამეცინა, თან მისი უზარმაზარი ხელი დავიჭირე ნაზად ვაკოცე. დემეტრემ მისი ხელი ჩემს ხელში ახლართა, შემდეგ კი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მეამბორა. -მიხარია შენს სიცილს რომ ვხედავ -წამში დასერიოზულდა, თან თვალებში მიყურებდა. მის სიმწვანეში საერთოდ ჩავიკარგე. -მე კი მიხარია, რომ ამ სიცილის მიზეზი მხოლოდ შენ ხარ. -წყნარად ვუთხარი, ხელი მის ბავშვივით ჩვილ ლოყაზე ჩამოვუსვი, შემდეგ კი მონატრებულ ტუჩებს ისე შევეხე, რომ არც კი დავფიქრებულვარ. დემეტრეც წამში ამყვა, მარტივი მოძრაობით ხელები თეძოებზე მომკიდა და მის კალთაში მომიქცია. თითები კულულებში შევუცურე და მის პირში ამოვიკვნესე, როდესაც ხელები უკანალზე მომიჭირა. ცხოვრებაში პირველად, ჩემს თავს მივეცი იმის უფლება, რომ გამეკეთებინა ის, რაც მართლა მთელი გულით მინდოდა. -ოთახში ავიდეთ -წყნარად ჩავჩურჩულე ყურში. დემეტრემ ტუჩები მომაშორა და ყელში ნაზად შემეხო. -დარწმუნებული ხარ? -ჩურჩულით მკითხა. -შენთან ყოველთვის დარწმუნებული ვარ -გულწრფელად ვუპასუხე, თავი კი მხარზე დავადე. დემეტრეს გულის ცემა ყურებში მესმოდა, რაც უფრო მმატებდა სურვილს, გამეკეთებინა ის, რაც ძალიან არასწორი, მაგრამ ამასთანავე ძალიან სწორი იყო. *********** ოთახში უკანა კარიდან ავედით, დემეტრემ კი მის ოთახში შემიყვანა. ხან ღაწვებს მიკოცნიდა, ხანაც ყელში ნაზად მეფერებოდა მისი ფუმფულა ტუჩებით. გული იმდენად ხმამაღლა და ხშირად მიფეთქავდა, რომ ცხოვრებაში პირველად შემეშინდა, საგულედან არ ამომვარდნოდა. ხელები ყინულივით ცივი მქონდა, ნერვიულობისგან კი ტუჩებს ვიკვნეტდი. -ჰეი -სიცილით მომმართა დემეტრემ, როდესაც დამინახა რომ ჩემი ნერვიულობა პიკს აღწევდა. ხელი წელზე მომხვია და მისკენ მიმწია. ლოყაზე ცერა თითს ნაზად მისვამდა, თან შუბლზე მკოცნიდა. -შენ თუ არ ხარ ამაში დარწმუნებული, მე არაფერს დაგაძალებ, შენც იცი ეს. -ვიცი.. უბრალოდ.. -ღრმად ამოვიოხრე. თავი გავაქნიე, შემდეგ კი მხარზე დავადე, თან მის სურნელს ვისუნთქავდი. დემეტრე ოდნავ მომშორდა, ლოყაზე მაკოცა, ერთ-ერთი თაროდან გიტარა ჩამოიღო და საწოლზე დაჯდა. ისე ვაკვირდებოდი, რომ თვალი არ მომიშორებია მისთვის. რამდენჯერმე ჩამოჰკრა მისი უმშვენიერესი თითები სიმებს და ოთახი ჩემთვის უცნობი, მაგრამ ამავე დროს საოცარი ჰანგებით აივსო. დემეტრეს ვუთხარი, რომ ორ წუთში მოვიდოდი. თავი დამიქნია, თუმცა დაკვრა არ გაუწყვეტავს. დემეტრეს ოთახიდან გავედი და ჩემთვის განკუთვნილი ოთახის კარები შევხსენი. ერთ-ერთი კარადაში, სადაც ტანსაცმელი შევალაგე, ჩემი პუანტები მოვძებნე, შემდეგ კი სწრაფად ჩავიცვი ფეხზე, ზემოდან თეთრი, გაშლილი კაბა, რომელიც ცეკვაში ხელს არ შემიშლიდა. თმა კოსად ავიწიე, შემდეგ კი სარკეში ჩავიხედე. ჩემი ანარეკლი, რომელიც სარკიდან მიყურებდა, ცოტათი შეშინებული მიყურებდა, თუმცა მაინც ვხედავდი მის თვალებში რაღაც ისეთს, რაც აქამდე ჩემს თავში არ შემიმჩნევია. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ოთახი დავტოვე. როდესაც დემეტრეს კარს მივუახლოვდი, მისი მშვენიერი სიმღერის ხმა გავიგე და გამიჩნდა კითხვა, ეს ბიჭი ყოველ მხრივ ნიჭიერია?! საოცარი ხმის ტემბრი აქვს.. კარი შევხსენი, რამდენიმე წამით დავაცადე, რომ სიმღერა მეგრძნო, შემდეგ კი პირდაპირ ცეკვით შევედი. თვალები დავხუჭე და ნელა შევედი ოთახში. ხელები პეპელასავით გავშალე, თითქოს ფრთები ყოფილიყოს. თითის წვერებზე დავდექი, შემდეგ კი მის წინ ისეთი ცეკვა შევასრულე, რომელიც მხოლოდ მას მივუძღვენი. ალექსთან ყოფნის პერიოდში მინდოდა, რომ ვარჯიში გამეგრძელებინა, თუმცა მან არ მომცა ამის უფლება, რაზეც ჩემდა გასაკვირად დავემორჩილე, თუმცა ახლა ძალიან ვნანობ ამას და არა მხოლოდ ამას. ახლა უკვე ძალიან ბევრ რამეს ვნანობ. მთელი გულით ვცეკვავდი დემეტრესთვის. რამდენჯერმე თვალები გავახილე და დავინახე როგორ მიყურებდა, თან სიმღერას არ წყვეტდა, რაც უფრო მაძლედა სტიმულს, რომ მთელი გული დამედო ამ ყველაფრისთვის. დიდი ხანია რაც ჩემი საყვარელი '' რომეო და ჯულიეტა '' არ შემისრულებია და ახლა, როცა ამის შანსი მომეცა მთელი ჩემი არსებით ვცდილობდი, რომ ამ ცეკვით დემეტრესთვის ის სიტყვით უთქმელი გრძნობები დამენახებინა, რომელსაც არ ვუმხელდი. როდესაც თითის წვერები მეტკინა, ნელა დავეშვი ციდან და თვალები ნელა გავახილე, რომ დემეტრეს რეაქცია დამენახა. თვალები გაშტერებული ჰქონდა, პირი კი ოდნავ დაეღო, თითქოს მის წინ ჩვეულებრივი გოგო კი არა, ანგელოზი იდგაო. -ვაუ! -გიტარა ფეხზე დაიდო და ტაშის დაკვრა დაიწყო -ნამდვილი საოცრება ხარ, ბარბი! შენი ცეკვით.. შენი ცეკვით თითქოს შენი სხეული მელაპარაკებოდა. მის სიტყვებზე ჩამეცინა, თან სიხარულისგან მუცელში თითქოს რაღაც ელვის მაგვარმა გამკრა, როდესაც ჩემი მისია შევასრულე და მივახვედრე ის, რისი თქმაც მინდოდა. დემეტრემ გიტარა გვერდზე გადადო, შემდეგ კი ჩემსკენ წამოვიდა. ხელი წელზე მომხვია, თან თვალები დამიკოცნა. იცით რა გრძნობაა, როდესაც ისეთი ადამიანი, რომელიც შენთვის ყველაფერს ნიშნავს, ასე გექცევა? აქამდე მეც არ ვიცოდი, თუმცა ახლა ზუსტად ვიცი ეს რას ნიშნავს. სიტყვებით ვერ გადმოსცემ, ეს უნდა იგრძნო. უნდა იგრძნო, რამდენად არანორმალურად გიცემს გული მის ერთ უბრალო შეხებაზეც კი, თუნდაც ეს უბრალოდ შეხება თვალზე, ან შუბლზე კოცნა იყოს. ეს ყველაფერი სუნთქვასაც მირჩევნია. -იცი? ყველამ ჩვენებური სიყვარული ვიცით თუმცა ყველა გული ერთნაირად გრძნობს სიყვარულს და ერთნაირად ძგერს, როდესაც მის წინ საყვარელი ადამიანი დგას. -სახეზე თითები ნაზად ჩამომისვა -ასევეა სიყვარულის ახსნაც. ყველა ადამიანი თავისებურად გამოხატავს სიყვარულს, სიტყვების გარეშე. ხმა არ ამომიღია, ან რა უნდა მეთქვა ასეთი საოცარი სიტყვების შემდეგ? ერთადერთი, რაც გულით მინდოდა, ის იყო რომ მის ბაგეებს შევხებოდი და ასეც მოვიქეცი. თითის წვერებზე ავიწიე, და ნაზად ვაკოცე. წამსვე დამეხუჭა თვალები, როდესაც ვიგრძენი როგორ ნაზად მოძრაობდნენ მისი მაგიური ტუჩები. დემეტრეს უზარმაზარმა ხელმა კაბის ბრეტელი მხრიდან გადამიწია, რაზეც რათქმაუნდა, წინააღმდეგობა არ გამიწევია. კაბას ოდნავ დავქაჩე და მატერიაც ძირს აღმოჩნდა. -ღმერთო -დემეტრემ ხმადაბლა ამოილუღლუღა, როდესაც მის წინ მხოლოდ ტრუსის ამარა დამინახა. მისი ხელები მკერდზე ნაზად შემეხნენ, შემდეგ კი პატარ-პატარა კოცნების დატოვება დამიწყო, რაზეც ხმადაბალი კვნესა წყდებოდა ჩემს ბაგეებს. ასეთი რაღაცის განცდა მხოლოდ უბრალოდ კოცნით თუ იყო შესაძლებელი, არც კი წარმომედგინა. რამდენიმე წამში დემეტრემ ხელში ამიყვანა, შემდეგ კი საწოლზე დამაწვინა. -ორ წამს დამიცადე -ყურში ჩამჩურჩულა, შემდეგ კი საწოლიდან წამოდგა. უჯრებში ქექვა დაიწყო და წამსვე მივხვდი რას ეძებდა. -არ გინდა, აბებს ვიღებ. -დემეტრემ თავი დამიქნია, თან ეშმაკურად ჩაიცინა, რაზეც მეც გამეცინა. ტელეფონში ჩვენი სიმღერა Falling In Love At A Coffee Shop ჩართო, შემდეგ კი სხეულიდან ტანსაცმელი მოიშორა. Holy fucking shit. საოცარი სხეული იცით რას ნიშნავს? არა, უფრო სწორად სრულყოფილი, ან ორივე ერთად. ეს დემეტრეს ტანია. ნავარჯიშებ სხეულზე არეულად მიმოფანტული ტატუები მას კიდევ უფრო საოცარს ხდიდა. გულზე ორი ცალი ჩიტი, მკერდს ქვემოთ კი ფრთაგაშლილი პეპელა ეხატა. ერთ ხელი თითქმის დაფარული იყო ტატუებით, გემი, გული, ვარდი.. უამრავი რაღაც ეხატა, მეორე ხელი კი თითქმის ცარიელი იყო. მხოლოდ ერთი წარწერა შევამჩნიე ვენასთან ახლოს, ზემოთ. როდესაც სიმღერა ჩაირთო დემეტრე ისევ ამოძვრა საწოლზე, ჩემს ფეხებს შორის მოექცა და მუცელზე ნაზად მაკოცა, რაზეც მომენტალურად შევწყვიტე სუნთქვა და თვალები დავხუჭე. კოცნით ნაზად ამუყვა მთელს სხეულს, შემდეგ კი ისევ მკერდზე მამბორა. ხელი როდესაც ჩვენს შორის ჩააცურა, მივხვდი, რომ ტრუსი უნდა მოეშორებინა ჩემი სხეულიდან, ამიტომ ოდნავ ავიწიე, რომ ეს გაკეთებინა. რამდენიმე წამში მის წინაშე სრულიად შიშველი ვიწექი. ერთის მხრივ თითქოს მრცხვენოდა კიდეც მის წინაშე ასე ყოფნის, მაგრამ ის, თუ როგორ მიყურებდა ანთებული, მწვანე თვალებით, ყველანაირ სირცხვილს მიქარწ....ბდა. როდესაც დემეტრემაც მოიშორა სხეულიდან ტრუსი, ერთი ხელი თეძოზე ნაზად დამადო, მეორე ხელი კი ქვევით ჩააცურა. როდესაც ვიგრძენი როგორ მომეკრო დემეტრე, ხმამაღლა ამოვიოხრე, თვალები კი წამში დავხუჭე. რა წამსაც ვიგრძენი, რომ ჩემში შემოვიდა, ხელი მის ზურგზე დავადე, თითებით ნაზად ვეფერებოდი, თან მის მოძრაობაზე ხმამაღალი კვნესა წყდებოდა ჩემს ტუჩებს. თავიდან მუსიკის ფონზე ნაზად აკეთებდა ყველაფერს, თითქოს მუსიკის რითმს ყვებაო, თან ხმამაღლა და არათანაბრად სუნთქავდა, თუმცა მოძრაობებს არ წყვეტდა. -მშვენიერი ხარ -ყურში ჩამჩურჩულა. სიტყვები უწყდებოდა, ხმამაღალი სუნთქვის გამო. როდესაც ვიგრძენი, რომ უფრო აუჩქარა მოძრაობას, ფეხები დამეძაბა, თან ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა თითოეული კუნთი. დემეტრეს თავი დავახრევინე და ვაკოცე, თუმცა ჩვენი ხმამაღალი ოხვრის გამო მხოლოდ ტუჩები ეხებოდა ერთმანეთ. ხელით ცდილობდა, რომ მთელს სხეულზე შემხებოდა. ზედა ტანზე ადგილი არ დარჩენილა ისეთი, სადაც ტუჩებით არ შემხებია. როდესაც ორივე მივხვდით, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდებოდა, თვალები გავახილე და მას შევხედე. ჩემს ზემოდან მოქცეული, ანგელოზს გავდა. თვალები დახუჭული, ტუჩები კი ერთმანეთს დაშორებული. თმები სახეზე ჰქონდა ჩამოყრილი, ეს კი უფრო მშვენიერს ხდიდა. ჩემს ზემოდან მოძრაობდა, თან მის სახესა თუ სხეულზე სისველეს ვგრძნობდი. როდესაც ბოლოს რამდენიმე ბიძგი ვიგრძენი, მივხვდი რომ ყველაფერი დასრულდა. პირზე ხელს ვიფარებდი, რომ ჩემი ხმა ოთახიდან არ გასულიყო, დემეტრეს კი პირი დაეღო და თვალებს ერთმანეთს ძლიერად აჭერდა. რამდენიმე წამში, როდესაც დემეტრე ჩემგან გამოვიდა, საწოლზე გადავარდა. თვალები არც გაუხელია, ხმამაღლა სუნთქავდა. ანალოგიურად ვიყავი მეც. თავი მკერდზე დავადე, თან ნაზად ვეფერებოდი ტუჩებით. ამ ყველაფრის შემდეგ, ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი რომ გავაკეთებ, ისაა რომ სახლში ალექსს დაველაპარაკები და განქორწინებას ვთხოვ. -საოცრება ხარ, ნამდვილი ანგელოზი.. -როდესაც სუნთქვა დაირეგულირა, ხმამაღლა მითხრა, თან სახეზე ჩამოყრილ თმას ნაზად მიწევდა ყურს უკან. მის სიტყვებზე გამეცინა, რაზეც თავი გავაქნიე. -საოცრებისგან ზედმეტად შორს ვარ, დემეტრე. ანგელოზისგან კი, ხომ საერთოდ. ანგელოზები ქმრებს არ ღალატობენ. -ეი, ეი, -თავი ამაწევინა და თვალებში ჩამაშტერდა. -ალექსი ნამდვილი ა, კარგი? ჯანდაბა. არ მინდა, რომ გული გატკინო, მართლა არ მინდა.. მოდი, დღეს საღამოს ჩემთან ბარში წავიდეთ... მინდა, რომ შენი თვალით ნახო ის, რასაც ბოლო რამდენიმე დღეა მე ვხედავ. შენ არ უნდა იდანაშაულებდე თავს, როდესაც არც შენი ქმარი არ იქცევა სწორად. -რა? რას გულისხმობ? -საწოლიდან წამოვიწიე. დემეტრემ ამოიოხრა და გულში ჩამიკრა. -აუცილებლად განახებ იმას, რასაც ვგულისხმობ. -მას მხოლოდ თავი დავუქნიე, შემდეგ კი მასთან ყოფნით და ბედნიერი წამებით ტკბობა გავაგრძელე, რომელიც არ მინდოდა, რომ ოდესმე დასრულებულიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.