შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომყვები ცოლად! (თავი 1)


10-07-2016, 01:35
ავტორი llella
ნანახია 5 246

საშინლად დაიღალა, ყველამ და ყველაფერმა დაღალა უკვე, უნდა წავიდეს სადღაც, ისეთ ადგილას, სადაც არავინ არაფერს არ კითხავს და არც არაფერს არ მოსთხოვს...
რა ქნას დაიღალა, ამხელა კაცია, მალე 25-ის შესრულდება და ბოლოს როდის იყო დასასვენებლად აღარ ახსოვს... ხოდა წავა, აუცილებლად წავა დასასვენებლად, კაციშვილმა არ იცის სად, მაგრამ წავა!
ზის ახლა კაბინეტში და საბუთებში აქვს თავი ჩარგული, ისევ ყველაფერს აგვარებს და ისევ ცდილობს, რომ იპოვოს გამოსავალი პრობლემებიდან და სხვა საქმეები წაწიოს წინ.

ხვიჩას ნაამბობი:

-დიადი სალამი ჩვენ ჯმუხ ხვიჩაიას-უცებ ძმაკაცის ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან, თავი მაღლა წამოვწიე და გაკრეჭილ ძმაკაცს გავუღიმე.
-სალამი, სალამი.
-კიდე მუშაობ ბიჭო?
-როგორც ხედავ-დაღლილმა ამოვიოხრე და წელში გავსწორდი.
-მივდივართ ხო დასასვენებლად ამ ზაფხულს?-დაღლილობისგან, რატიც ჩემს წინ მდგომ სავარძელში ჩაესვენა.
-კი ტო მივდივართ!-გამეღიმა სასიამოვნო მომავლის წარმოდგენისას.
-მივდივართ ერთია, სად მივდივართ შენ ეგ თქვი ჯერ-გაეცინა.
-სადმე წავალთ რაა, დასასვენებელი ადგილები გათავდა თუ რაა?
-კაი შენ მოიფიქრე ადგილი, მე წავედი, ღამეა დავიძინო უნდა, თორემ ფეხზე ვერ ვდგები-მუხლებზე ხელები დაიწყო და ფეხზე წამოდგა.
-ვიცი მე შენი ძილი-გადავიხარხარე-მოიცა რა ქვია, ნათუშკები ხო?
-ხო, ხო ნათუშკები-მასაც გაეცინა-რა გინდა მერე შენ, რა ეჭვიანი ცოლივით მაკონტროლებ .
-სადაც გინდა იქ წაეთრიე, ოღონდ ხვალ დასვენებული იყავი, ხომ გახსოვს შეხვედრა გვაქვს დილით 9 საათზე და იქ რომ ერთხელ მაინც დაგამთქნაროს ცოცხლად ჩაგფლავ იცოდე მიწაში.
-აჰა ანუ ეჭვიანობ ხო?-გაიცინა და მაგიდის წვერზე ჩამოჯდა-გადახრები დაგეწყო ცუნცულ?-გადაიხარხარა და ტუჩები დაპრუწა.
-გაეთრიე შენი ******** დაახვიე ახლა სახლში და ხვალ ცხრის-ნახევარზე კომპანიასთან იდექი.
-კაი კაი წავედი მე-გაიცინა და ოთახი დატოვა.
-გადარეული-შევაქე ძმაკაცი და ისევ საბუთებს მივუბრუნდი.
როცა მუშაობას მოვრჩი საათს გავხედე, ციფერფლატი უკვე პირელს უჩვენებდა, შუბლი დაღლილმა მოვისრისე და ფეხზე წამოვდექი, ქურთუკს ხელი დავავლე და ოთახი დავტოვე, ყველა წასული დამხვდა, მეც წყნარად დავტოვე შენობა, ჩავჯექი მანქანაში და გეზი სახლისაკენ ავიღე.
სახლის კარები საშინლად დაღლილმა შევაღე, როგორც ყოველთვის ჩემი მომვლელი დამხვდა სახლში, თითქმის ყოველ დღე, სამუშაო დღის შემდეგ სახლში მხვდება მანანა, მიღიმის ჩემი საყვარელი ღიმილით, მიშლის სუფრას, ისეთი კულინარია კაცი გადაირევა, ვერ ვძღები მისი მომზადებული ქათმის სალათით და ჩემი საყვარელი ხაჭაპურებით, ჩემთვის მეორე დედაა.
დედა და მამა საზღვარგარეთ ცხოვრობენ, არ უნდათ აქ ჩამოსვლა, მე კიდევ იქ ჩასვლა არ მინდა, ვერ ვტოვებ აქაურობას, თითქოს და არც არაფერი არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი საოცარი, მაგრამ მაინც რაღაც მაკავებს.
ალბათ მომავალი...
-მოხვედი შვილო?!-გამიღიმა მანანამ.
-მე კი მოვედი,მაგრამ შენ რატომ არ გძინავს?
-შენ არ იყავი სახლში და მე რა დამაძინებდა?-დამტუქსა მზრუნველი ხმით-წამოდი ჭამე, მშიერი იქნები.
-მართლა მგელივით მშია-გავეკრიჭე და სამზარეულოში შევყევი.
ვჭამე თუ არა პირდაპირ საძინებლისკენ ავიღე გეზი, გათიშულმა გავიხადე ტანსაცმელი და სასწრაფოდ შევძვერი საწოლში, ძილისგან მხოლოდ 1 ნაბიჯი მაშორებდა, მაგრამ უცებ ტელეფონის ხმა გავიგე, ხელი გადავყევი და ტუმბოზე დავიწყე დახუჭული თვალებით ტელეფონის ძებნა, არც კი დამიხედია ვინ იყო ისე ვუპასუხე.
-ბატონო.
-ხვიიიჩ მომენატრე-გავიგე ქალის ხმა.
-რა?-ფხუკუნით გავეცი პასუხი.
-მომენატრე თქო-გამიმეორა "ვიღაცამ"
-მოიცა და შენ ვინ ხარ?
-ნინო ვარ-დაბნეულმა მიპასუხა.
-ვინ ნინო ხარ?
-ხვიჩა მეღადავები? ფისუნია 3 დღის წინ კლუბში რომ გავიცანით ერთმანეთი და მერე...
-აჰა გასაგებია-აღარ დავასრულებინე-მერე რა გინდა 3 დღის წინ კლუბში გაცნობილო ნინო?
-როგორ თუ რა მინდა ფისუნია?-დაიწრიპინა გაოცებულმა, მე კიდევ ამაზეც გამეცინა-შენ მინდიხარ.
-ოოჰ მისმინე ნინო, ახლა მე ვიძინებ და სხვა ფისუნია მოძებნე, თუ შენთვის დრო დამრჩა აუცილებლად მეც მოვირგებ ერთი ღამით შენი ფისუნიას როლს.
-ნაგავი ხარ-მომაძახა გაბრაზებულმა.
-გოგო წესიერად! არ გამაბრაზო თორემ ისე ვიზამ რომ ვერცერთ ფისუნიასთან ვეღარ გაატარებ ღამეს! ენა დაიმოკლე და ისე ნუ იზამ მაინც და მაინც გაგაქრო!
-მე... მე უბრალოდ...
-ძილინებისა!-გავუთიშე, ტელეფონი იქვე მივაგდე და ძილი გავაგრძელე.
დილით ადრე გავიღვიძე, მოვემზადე და წავედი შეხვედრაზე, იქ მისულს კი რატი უკვე მისული დამხვდა.
-როგორ ხარ?-მოვიკითხე ძმაკაცს და საბუთებს თვალი კიდევ ერთხელ გადავავლე.
-რავიცი დაღლილ-დაქანცული შენ?
-მეც მასე.
-ვაიმე როდის წავალთ დასასვენებლად რაა მოვშორდე მინდა აქაურობას.
-მერე და ნათუშკებს რას უპირებ?
-და რას უნდა ვუპირებდე რო?
-როგორ შეელევი ახლა შენ ნათუშკებს-არ ვწყვეტდი სიცილს.
-აუ ერთი დაახვიოს მაგ ნათუშკებმა, მაგის **********
-ხო კაი კაი წამო შევიდეთ დროა უკვე.
ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ახალ ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი, სულ რაღაც 1 თვეში ახალი სასტუმროს მშენებლობას დავიწყებდით.
შეხვედრიდან 2 საათზე გამოვედით.
-წამო ბარში-შემომთავაზა რატიმ.
-წამო-მეც დავეთანხმე.
ბარში მისულებმა თავისუფალი ადგილი დავიკავეთ და ოფიციანტს დავუძახეთ.
-2 ლუდი და არაქისი-მისცა შეკვეთა რატიმ.
-ახლავე მოგართმევთ-გოგონა სწრაფად გაგვცილდა და ასევე სწრაფად მოიტანა შეკვეთა.
-აეეეე მოვრჩით რააა, თავისუფლები ვართ ძმაო.
-ხო გვეღირსა-გავიცინე მისი სახის მიმიკაზე.
-აბა სად მივიდვართ?-მკითხა და ლუდის კათხა მოიყუდა.
-არ ვიცი, მოვიფიქ...-სიტყვა ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა-მოიცა ვუპასუხებ და მოვალ.
გარეთ გავედი და ტელეფონს ვუპასუხე, ბებია და ბაბუა მირეკავდნენ.
-ბატონო.
-რაფერ ხარ ბებია, შენ შემოგევლე, სა წაი ამდენ ხანს შვილო რომ არ ჩანხარ? ერთი არ უნდა მოგვიკითხო ცოცხლები ვართ, მკვდრები ვართ თუ რა ვართ?
-ვაიმე რას გამომლანძღე ბებია, მომენატრეო მაინც მითხარი-გადავიხარხარე და მხოლოდ ახლა მივხვდი თუ რა დონეზე მომნატრებია ისინი.
-რომ მომენატრე შე სასიკვდილე მაგიტომ გირეკავ, აბა შენ კაცს არ მეიკითხავ, ჰოდა რაფერ ხარ ბებია?
-კარგად ვარ ბებია, მარა დაღლილი ვარ სასტიკად.
-მერედა დეისვენე შვილო-შეიცხადა ბებიამ.
-სამუშაო და საქმე რომ მქონდა მაგიტომ ვარ ბებია დაღლილი თორემ, რომ შემეძლოს დასვენება-ამოვიოხრე.
-ახლაც მუშაობ შვილო?-მკითხა მზრუნველი ტონით.
-ახლა არა დავამთავრე ყველაფერი, თავისუფალი ვარ.
-ვაიმე-შეჰკივლა-რა კაია ბებია!
-რატოა კაი?-ვკითხე დაეჭვებულმა.
-იმიზაა ბებია კაი რომ ადგები და ჩამოხვალ, გვნახავ და თანაც დეისვენებ, ამაზე კაი დასასვენებელი ადგილი რაღა გინდა შვილო?!
-შეიძლება-დავაიმედე ბებიკო და კმაყოფილმა გავიღიმე.
-შეიძლება კი არა ჩამოხვალ!-გავიგე ამირანას ხმა.
-ვაა ბაბუ რას შვრები, როგორ ხარ?
-შენსგან დავიწყებული როგორ ვიქნები?
-ტახივით-გადავიხარხარე-მოიცა ამირანა შენმა ქალმა რაც მლანძღა მეყოფა, შენც აღარ დაიწყო ახლა-ამოვიოხრე.
-ნუ მაჩუმებ ბიჭო!
-მოიცა შენაც კაცო-დატუქსა ციურიმ ქმარი-ხომ ჩამოხვალ ბებიკო?
-თუ მოვახერხე აუცილებლად ბებია.
-შენ შემოგევლე მე, მოახერხო უნდა და ჩამოხვიდე-მითხრა თბილი ხმით.
-კაი წავედი მე და დაგირეკავთ მერე-დავემშვიდობე და გავუთიშე.
ახალი იდეის სამცნობათ წავედი ძმაკაცისაკენ.
-ვინ იყო?-მკითხა სიცილით, როცა ჩემს გაღიმებულ სახეს წააწყდა.
-ციური და ამირანა-მეც გავიცინე.
-და რა უნდოდათ? უნამუსო ერთი არ მოგვიკითხეო?
-ზუსტად.
-მაგარი ბებია და ბაბუა გყავს რაა-გაიღიმა და საზურგეს მიეყრდნო.
-ბიჭო იდეა მაქვს-გავიცინე და მეც ძმაკაცს მივბაძე.
-რა იდეა? მიდი მამცნე რა მოიფიქრა შენმა უტვინო ტვინმა?
-რადა სოფელში ჩამოდიო მითხრა და დავაწვეთ სოფელში, მაგარი იქნება, ციურის ხაჭაპურები, სუფთა ჰაერი, მდინარე, დასვენება, სიწყნარე ჰა?-დავიწყე ჩემი იდეის გამართლება.
-აუ ბიჭო მაგარი იქნება.
-ხოდა გადაწყდა, მივდივართ სოფელში-კმაყოფილმა გავიღიმე.
ბარიდან გვიან გამოვედით, მოვილაპარაკეთ, რომ ხვალ წავიდოდით დილით 10 საათზე, სოფელშიც გავაფრთხილე რომ ხვალ მივდიოდით.
სახლში მივედი თუ არა მანანას დავუძახე.
-მანო.
-ბატონო.
-მოდი ერთი წუთით.
-რა ხდება?
-რადა ამ ზაფხულს დასასვენებლად სოფელში მივდივართ მე და რატი და წადი შენაც დაისვენე სადაც გინდა, ამ 3 თვეს გათავისუფლებ.
-მეც უნდა მეთხოვა ეგ, ჩემი შვილი მეპატიჟება მათთან და წასვლა მინდოდა.
-ხოდა გადაწყვეტილია.
დილით რატიმ გამომიარა და ისე წავედით სოფელში, გზაში რატი ანეგდოტებს ყვებოდა, მე კიდევ გულის წასვლამდე ვიცინოდი.
უკვე სოფელში ვიყავით შესული, კმაყოფილი ღიმილი რომ ავიკარი სახეზე, სოფლის სუნი სასწაული სინაზით მელამუნებოდა ცხვირში, მიყვარს სოფლის სუნი... აქაური გარემო, ხალხი, ჰაერი, ყველაფერი მიყვარს და ყველაფერი მაწყნარებს რაც კი სოფელთან ასოცირდება.
მაღაზიასთან გავჩერდი სიგარეტის საყიდლათ, მანქნიდან გადმოვედი და კიბეებზე დავეშვი.
გზაში საყვარელი გოგონა შემხვდა, მწვანე თვალებით, ლამაზი და დიდი ტუჩებით, გრძელი წელამდე თმებით, მადისაღმძვრელი ფორმებით და ლამაზი გამოყვანილი სხეულით, თვალი კმაყოფილი ღიმილით გავაყოლე ლამაზად მიმავალ მანდილოსანს რომელსაც მიქონდა 4-5 ცალი კვერცხი, გამყიდველს მივესალმე და ვუთხარი რაც მინდოდა, მანაც სწრაფად მომაწოდა სიგარეტის 3 კოლოფი და მეც გამოვედი მაღაზიიდან, როცა...


კატოს ნაამბობი:


მაღაზიიდან გამოვდიოდი, როცა ვიღაც უცნობი მამაკაცი ჩამოვიდა კიბეებზე, ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ყურადღება აღარ მიმიქცევია, ისე გავაგრძელე გზა.
მაღაზიიდან გამოვედი თამთასს მოცემული 4 კვერცხით და ვანილით, დამაკლდა ნამცხვრის გამოსაცხობათ და ამიტომაც საყიდლად წავედი, მე სულელმა კი ცელოფანი არ გამოვართვი, ბევრი მყიდველი ყავდა და აღარ დავლოდებივარ ისე გამოვტანტალდი მაღაზიიდან.
იქედან გამოვედი თუ არა ჩემი ყურადღება მიიქცია შავმა ავტომობილმა, უძალიანმაგრესი მანქანა იყო, აი პირი დავაღეო რომ იტყვიან ზუსტად ეგეთი, მოვბრუნდი, ნაბიჯი გადავდგი თუ არა აქაური ციცინოს ბავშვი გამოიქცა, ბავშვები დაჭერობანას თამაშობდნენ და "მგელს" გამოექცა ეტყობა თქო ვიფიქრე, ბავშვების სიცილზე მეც გამეღიმა, უცებ მომიახლოვდა, ისეთი სისწრაფით დამატრიალა რომ წონასწორობა ვეღარ დავიცავი და კვერცხები ხელიდან გამივარდა, ჰაერში ავარდა და იმ სანაქებო უძალიანმაგრეს ავტომობილს პირდაპირ სახურავზე დაებერტყა, სწრაფად ავიფარე ხელები პირზე.
-ეს რაა?!-გავიგე ვიღაცის ხმა უკნიდან, სასწაულად შეშინებული გავბრუნდი უკან და ის ვაჟბატონი შემრჩა ხელთ ვინც რამოდენიმე წუთის წინ ჩემი დაკვირვებით იყო დაკავებული.
-ეს... მე... არ მინდოდა დედას ვფიცავარ... უცებ მომივიდა...
-გაგიჟდი გოგო შენ?!-დამიყირა და 2 ნაბიჯში დაფარა ჩვენს შორის მანძილი.
-არა...
-იცი ახლა ამის გამო რა შემიძლია დაგმართო?!-გამოსცრა კბილებს შორის.
-არა...
-მადლობა გადაგიხადო თუ რა გითხრა ეგეთი თვალებით რომ მიყურებ?!
-არა...
-არას მეტი არაფერი არ იცი შენ გოგო?!
-კი...
-აუ ეს შემშლის მე!
-ხვიჩა რა ხდება?-უცებ მანქნიდან ვიღაც ბიჭი გადმოვიდა, უცებ მზერა სახურავზე მოკალათებულ კვერცხებს გაუსწორა-აუ ჩემი, ეს რაარი ტო?
-მას კითხე-ჩემზე ანიშნა.
-მე... მართლა არ მინდოდა...
-კაი დაანებე გოგოს თავი, რას შეაშინე ვაახ-დამიცვა უცნობმა, ამ საქციელის გამო კი მთელი გულით მისი მადლიერი ვიყავი.
-წინ გაიხედე!-დამიყვირასავით, მანქანაში ჩაჯდა, მე კიდევ დამტოვა ერთ ადგილას გაქვავებული.
ბოლოს როგორც იქნა მოვედი აზრზე, ისევ ვიყიდე კვერცი, ახლა უკვე ცელოფანში ჩავდე, ისე წავიღე და წავედი სახლისაკენ.
სახლში ჩასულს კი მეზობელ სახლთან გაჩერებული ის უძალიანმაგრესი მანქანა დამხვდა და მივხვდი რომ მაგარ შარში ვიყავი...!



- - - - - - - - - -
გამარჯობა ხალხო! უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომენატრეთ, რომ მომენატრა ეს გვერდი, ისტორიების წერა და მათი თქვენთან გაზიარება. request love
დიდი ხანია რაც აქ არაფერი არ დამიდია, მქონდა რაღაც მომენტი როცა საერთოდ შევწყვიტე წერა და ა.შ. ეს ისტორია მქონდა დაწყებული მაგრამ ვერ გავაგრძელე, ახლა კი მინდა აღვადგინო ის რაც ადრე უნდა გამეკეთებინა.
იმედი მაქვს წაიკითხავთ, მოგეწონებათ და თქვენს აზრს გამიზიარებთ love
ველოდები შეფასებასა და კომენტარებს. love



№1  offline წევრი isterichka123

აქანენ იწყება ყველაფერი wink კაი გაგრძელე ფისუნია am

 


№2  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან მომეწონა კარგია ძალიან მაგრამ თუ რაღაც ნაწილი დაწერილი გაქვს უფრო დიდი დადე რაა ასე პატარა თავებით ნუ გვაწვალებ :( თუ სრულად დადებ მთლად უკეთესიი :D აბა სჰენ იცი წარმატებები ველი შემდეგ თავს <3

 


№3  offline წევრი malikuna

ჩემიი ცხოოვრეებააააა.. ყველაზე ნიჭიერი ხარ ჩემო კარგო♥ შესანიშნავია ისტორია, თუმცა თავებია პატარა:-P ♥♥

 


№4  offline წევრი ნეპტუნიელი

მიხარია რომ დაბრუნდი. კაი ეხა წავალ წავიკითხავ love winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent