შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთრება.[11]


10-07-2016, 23:28
ავტორი Nina))
ნანახია 4 244

მამაკაცი წაიქცა და კატო ადგილზე გაიყინა,ვერაფერს აკეთებდა მის დასახმარებლად,ერთ ადგილზე იყო გაყინული და რომ არა იქვე მდგომი გიგა,ალბათ მისცებდა მოხუცს სიკვდილის უფლებას,სწაფად მივარდა გიგა ჭაღარაშეპარულ მოხუცს და სუნთქვა შეუმოწმა,როგორც ჩანს არ სუნთქავდა მამაკაცი,მერე კატოს ახედა
-კატო,სწრაფად,მარცხენა ფილტვი გაუჩერდა,შპრიცს ნემსი მოხსენი და მომაწოდე-თუმცა კატო ისევ ისე იდგა,გაუნძრევლად,შოკში ჩავარდა,მიუხედავად იმისა რომ ქირურგია,მისთვის საყვარელი ადამიანის ასე უღონოდ დანახვა დიდი სტრესი გამოდგა,გიგამ კვლავ ამოხდა და უღრიალა-კატო,სწრაფად!-თუმცა კატოს კვლავ არ ჰქონდა რეაქცია, სწრაფად წამოდგა მამაკაცი და უჯრაში შპრიცი იპოვა,ნემსი მოხსნა და ღრმად ჩაისუნთქა,ნეკნები გადათვალა და მეხუთესა და მეოთხეს შორის ჩაარჭო,გურამმა კი ამოისუნთქა,ნელა წამოაყენა გიგამ,მხარზე გადაიდო მოხუცის ხელი და მეორე სართულზე აიყვანა,კატო ისევ იმ ადგილას იყო,ოღონდ განსხვავება იმაში იყო რომ გოგონა ახლა ჩაცუცქულიყო და უაზროდ მიშტერებოდა ერთ წერტილს,თეკლამ ჩამოირბინა მეორე სართულიდან და სამზარეულოში შევიდა,სადაც კატო დახვდა,მიუახლოვდა და გვერით ჩამოუჯდა. ისხდნენ ჩუმად,არც თეკლა ამბობდა არაფერს და არც კატო,ბოლოს ობოლი ცრემლი გადმოუვარდა გოგონას

-თეკლა,გიგა რომ არა გურამი მოკვდებოდა...-ამოიჩურჩულა და მუჭით ცრემლი მოიწმინდა
-ჰო..-არ დამალა საკუთარი ფიქრები თეკლამ და გააშიშვლა
-ათასჯერ მაინც მაქვს მსგავსი პროცედურა ჩატარებული,თუმცა გურამთან გამოუსადეგარი გავხდი,ისე შემეშინდა მისი დაკარგვის-აბუტბუტდა გოგონა და თავს კი არ იმართლებდა,არამედ საკუთარ თავს უმხელდა მიზეზს
-ეს ჩვეულებრივი მოვლენაა,კატო,ყველა ერთნაირად ვერ იმოქმედებს,მითუმეტეს ორივემ კარგად ვიცით ბაბუა როგორ გიყვარს..-დამშვიდება სცადა თეკლამ
-არა,ეს არ მამართლებს,არ მამარლებს,მარტოები რომ ვყოფილიყავით ხომ დაიღუპებოდა? სხვისთვის,სრულიად უცნობისთვის ვიბრძვი,ვიბრძვი რომ სიცოცხლე შევუნარჩუნო,თუმცა ბაბუაჩემს ვერ დავეხმარე ხედავ?-კვლავ ჩამოუგორდა ცრემლები,სამზარეულოში ლუკა შემოვიდა და მეორე გვერდით მიუჯდა გოგონას
-კატო,სიყვარულის დროს ყველანი უძლურები ვართ-ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ცერა თითით მოუწმინდა და წელზე მოხვია ხელი
-ასეთი უძლურები რატომ ვართ,ლუკა,რატომ არ შეგვიძლია უფრო მამაცები ვიყოთ,რატომ არ შეგვიძლია ვიბრძოლოთ.-თვალი ერთი წერტილისთვის გაესწორებინა და არაფრის დიდებით არ აცილებდა მას,ამით ცდილობდა თვალის სკლერაზე მოწოლილი ცრემლების შეკავებას,თუმცა უემოციო არ იყო კატო,პირიქით,საჭიროზე უფრო მეტად ემოციურია გოგონა,საბოლოოდ მაინც გადმოსცვივდა ცრემლები და ლუკას პერანგის საყელოს ჩაეჭიდა,მხარზე ჩამოადო მამაკაცს თავი და თვალები დახუჭა.
-ერთად ვიბრძოლებთ,კატო,გპირდები არ მოგცემთ არც მე და არც თეკლა დანებების უფლებას-მამაკაცმა თეკლას გადახედა და მკრთალად გაუღიმა
-არ მოგცემთ! მართალია-კვერი დაუკრა გოგონამ
-ახლა წამოდექი,სახე დაიბანე და ბაბუასთან ავიდეთ-გაუღიმა ლუკამ
-გურამთან?-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია გოგონამ-მეშინია...-არ დამალა ფიქრები
-ჰო,ჩვენ ბაბუასთან-გაუღიმა თეკლამ-რისი გეშინია?-ლუკა მიუხვდა კატოს შიშს და მისი სახე ხელებში მოიქცია
-ის არასდროს დაგადანაშაულებს არაფერში,გესმის ? არადროს-ცრემლები მოწმინდა,მკლავებში ხელი ჩაავლო და ფრთხილად წამოაყენა ფეხზე-ახლა მე და შენ სააბაზანოში შევალთ,სახეს დავიბანთ,თეკლა კი ტანსაცმელს მოგიმზადებს რომ გამოიცვალო,თორემ ისედაც მთელი მენიუ ზედ გახატია-ცხვირზე თითი დაჰკრა გოგონას და გაუღიმა,შემდეგ მსუბუქად უბიძგა,რომ წასულიყო,კატოც უხმოდ დაჰყვა მამაკაცის ნებას,ფრთხილად აიარა კიბეები და სააბაზანოში შეყვა მამაკაცს,ხელ-პირი დაიბანა და ცოტათი აზრზე მოვიდა,ოთახში შესულს თეკლა ხელში ორი სარაფნით დახვდა,რაზეც მსუბუქად გაეღიმა,მხრები აიჩეჩა და გოგონას მიმართა

-სულ ერთია,რომელიც გინდა ის იყოს
-კარგი,მაშინ ეს იყოს-ხელში შავი ფრიალა სარაფანი მიაჩეჩა,თუმცა ლუკამ არჩევანი დაიწუნა
-ცოტა უფრო მხიარული ფერი მიეცი,მეორე სჯობს-ახლა თვითონ გამოართვა ყვავილებიანი სარაფანი და შავის ნაცვლად გაუწოდა
-პირადი სტილისტები ვართ-გოგონას განწყობის გამოკეთება სცადა თეკლამ,თუმცა რომელ ერთს შეუძლია გულწრფელი ღიმილი,როდესაც მთელი სიცოცხლის აზრი გვერდითა ოთახში ძალიან მძიმე მდგომარეობაში წევს,რომელის დონორს უკვე წლებია ელოდებიან,თუმცა არადა არ ჩანს? რომელიც სულ ცოტა ხანში მოკვდება? შეუძლია კატოს გაიღიმოს,ზედაპირულად გაიღიმოს,მაგრამ ამ სახში ისეთი ხალხია,რომელიც კატოს ღიმილს ყოველთვის გაარჩევს,გაარჩევს რა დგას მისი ღიმილის უკან,ამიტომ არ უღირს,უხმოდ გამოართვა ლუკას სარაფანი და ანიშნა გასულიყო,მამაკაციც დაეთანხმა და სწრაფად დატოვა ოთახი,როდესაც კარის დაკეტვის ხმა გაიგო სწრაფად გაიძრო შორტები და ზედა და სარაფანი გადაიცვა,თმები მაღლა აიწია და გაუბედავი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ,თუმცა ვერ შეძლო,ვერ შეძლო სახელურის ჩამოწევა და ზღრუბლს გადაბიჯება,სამაგიეროდ თეკლა ამოუდგა გვერდით და გოგონას ხელი თავისაში მოაქცია,შემდეგ ნელა წაიღო სახელურისკენ და ჩამოაწევინა,მსუბუქად უბიძგა და ზღრუბლს გადააბიჯებინა
-ხომ გითხრა ლუკამ გასაგებად? ერთად ვიბრძოლებთ! გესმის ერთად! -ოდნავ შეანჯღრია გოგონა და კვლავ უბიძგა წასულიყო,კატომაც რამდენიმე გაუბედავი ნაბიჯი გადადგა და ბაბუას ოთახის კარის წინ აღმოჩნდა,სახელური ჩამოსწია და გიგას თვალებს გადააწყდა,მამაკაცის თვალებში ბრწყინავდა სევდის საჩუქარი-ცრემლი,როდესაც კატო დაინახა ფრთხილად წამოდგა და ოთახში გურამთან ერთად მარტო დატოვა,გურამი საწოლზე უღონოდ იწვა,სუნთქვა იმაზე უფრო მეტად უჭირდა,ვიდრე როდესმე,იცოდა კატომ როდესმე ეს დღე რომ დადგებოდა,მაგრამ ახლა არ იყო მზად,ახლა ნამდვილად არ იყო ამ ყველარისთვის მზად,საწოლთან ახლოს,სავარძელში ჩამოჯდა,რომელიც ფანჯარასთან ახლოს იყო,მოხუცის ხელები თავისაში მოიქცია და ჩუმად აქვითინდა,თავისი უმოქმედობა და გურამის ავად ყოფნა სტკიოდა,თითქოსდა ბუნებაც სოლიდარობას უცხადებდა და მასთან ერთად ტიროდა.
ღია ფანჯრიდან წვიმის ხმა ისმოდა,ისმოდა როგორი დაუდეგარი ხმაურით ეხეთქებოდნენ ფოთლებს,ბალახებს,ქვაფენილს,როგორი დაუდეგარი ხმაურით ეხეთქებოდნენ ფანჯრის მინებს და როგორ სევდიანად ტიროდნენ,არა ბღაოდნენ. ყვავილებს,რომლებსაც დღეების წინ ამაყად მოეღერებინად ნაირფრად შეფერილი კისრები,ახლა დაღონებულებს ჩამოეყარათ და წვიმისთვის მიეცათ საშუალება,რომ გაენადგურებინათ,თუმცა ხომ გსმენიათ,წვიმას თან ყოველთვის ახლავს მზე,მზეს კი ცისარტყელა,რომელიც კარგის ნიშანია,სწორედ ცისარტყელის გამოჩენასთან ერთად გამოეღვიძა გურამს და კატოს ხელს ჩაებღაუჭა,მთელი ძალები მოიკრიბა მამაკაცმა და გოგონას მტკივნეულად გაუღიმა,კატო კიდევ უფრო ახლოს მიიჩეჩა და რაღაცის თქმა დააპირა,თუმცა გურამმა შეაჩერა
-კატო,არ გინდა,შვლო..-ამოიხნავლა მამაკაცმა და იგრძნო გოგონამ როგორ გამოტოვა გულმ რამენიმე ფეთქვა-არაუშავს,არაფერია-თმებზე გადაუსვა ხელი და ეცადა რაც შეეძლო მეტი სურნელი შეესუნთქა,რომელიც გოგონას თმებიდან მოდიოდა
-მაპატიე,მე.. მე ვერ შევძელი დაგხმარებოდი-ამოისრუტუნა გოგონამ და კვლავ მოწდა გუგას ცრემლები,კვლავ სიფაქიზით ჩამოუგორდნენ ღაწვებზე
-არ გინდა,კატო,არაფერია,ყველა ერთნაირად როდი იტანს ტკივილს.-კვლავ გაუღიმა გურამმა
-არ მინდა,ბაბუ,არ მინდა რომ დამტოვო..არ მინდა ვარსკვლავად იქცე ცაზე,არ მინდა,აქ მჭირდები,აქ უნდა გამინათო გზა,როდესაც სიბნელეში მოვხვდები.. არ მინდა მხოლოდ ღამით ჩანდე ცაზე და ისიც იშვიათად,არ მინდა,გესმის?-ტირილს ვერ წყვეტდა ისტერიკაში ჩავარდნილი გოგონა
-ჩშშ,ბაბუ,ნუ ტირი,გულს ნუ მიკლავ,ცხოვრება ბრძოლაა,შვლო,ჩვენთვის ზეციდან დაწესებული ასაკი კი ბრძოლის ველის ხანგრძლივობა,ჩემი დრო ამოიწურა,ისედაც ბევრ ხანს გავძელი,ჩემი ცოლისა და ჩემი შვილის სიკვდილი ვნახე,ამდენ ხანს რომელი ნორმალური ადამიანი ძლებს?
-შენ,ბაბუ,შენ გაძლევ! პირობას გაძლევ,ასე აღარასდროს დავიბნევი,გპირდები მთელ ქვეყანას გადავატრიალებ და დონორს აუცილებლად გიპოვნი!-ხელზე ხელი ძლიერად მოუჭირა გოგონამ,გურამმა კი მტკივნეულად გაუღიმა
-შენი პროფესიის წინა პირობაა შვილო,არასდროს მისცე პაციენტს მცდარი დაპირება,შენ კი დამპირდი,დამპირდი,რომ არ დაკარგავ თავს ჩემი წასვლის შემდეგ,დამპირდი რომ ჩვეულებრივად განაგრძობ ცხოვრებას!-მთელი სიმკაცრით ამოილაპარაკა მამაკაცმა
-ჩემი პროფესიის წინა პირობაა,ბაბუ,არ გახსოვს? არასდროს უნდა გასცე ფუჭი დაპირება-ახლა კატომ გაუღიმა მტკივნეულად და ცრემლები შეიმშრალა,რომლებიც თვალზე ლიბრს აკრავდა,მოხუცს დანაოჭებულ კანზე ხელი გადაუსვა და თვალებში ჩახედა-ამიტომ აუცილებლად იბრძოლებ სიცოცხლისთვის,აუცილებლად,გესმის?დამპირდი რომ იბრძოლე-არ ეშვებოდა გოგონა
-გპირდები,შვილო,ყველანაირად ვეცდები,ძალღონეს არ დავიშურებ,რომ ცოტა ხანს კიდევ გავძლო-ცრემლი გადმოუგორდა გურამს,მერე ოთახში გიგა შემოვიდა ნემსით ხელში
-ტკივილგამაყუჩებელი უნდა გავუკეთო,კატო, ცოტა ხანს კვლავ დაიძინებს,მაგრამ აუცილებლად უნდა გადავიდეთ თბილისში,ტომოგრაფია სჭირდება,უნდა გავიგოთ როგორ მდგომარეობაშია სისხლძარღვები,თუმცა ვფიქრობ რომ შევიწროებულია,მიუხედავად იმია რომ მის ასაკში არ არის უჩვეულო,აუცილებლად სჭირდება სისხლძარღვების გამაფართოებელი,ჟანგბადი ახლა ძალიან სჭირდება ორგანიზმს.
-არა,თბილისში არ დავბრუნდებით,აქ,გემის,თუ რამე მომივა აქ მომივა!-მკაცრად ამოილაპარაკა გურამმა
-კარგი,გიგა,ჩემი აზრითაც სისხლძარღვების სივიწროვე აქ მთავარი პრობლემაა,ტოქსივენოლი გავუკეთოთ,ის გაუუმჯობესებს სისლხის მიმოქცევას.
-კარგი,მე მაშინ თბილისში დავბრუნდები,პრეპარატებს წამოვიღებ,თან ჟანგბადიც დასატენი გვაქვს,დიდ ხანს არ გვეყოფა,ეს აქ გქონდეთ ყოველი შემთხვევისთვის-გიგამ გურამს ნემსი გაუკეთა და ცოტა ხანში ჩაეძინა კიდევაც,კატო ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან და ფრთხილად დაეშვა კიბეებზე,წასასვლელად გამზადებული გიგასკენ წავიდა და ძლიერად მოეხვია

-შენ რომ არ ყოფილიყავი,ალბათ დაიღუპებოდა გურამი..-ამოიჩურჩულა და ქუთუთოები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა,რომ არ ატირებულიყო
-ჩშშ,არაფერია,კატო,მეც არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი შენს ადგილზე.-მხარზე ხელი ჩამოუსვა გოგონას
-მადლობა,მადლობა რომ არსებობ-კიდევ უფრო ძლიერად მოხვია ხელები გოგონამ
-მეგობრები რისთვის ვართ,კატო?! მე რომ მსგავს სიტუაციაში ჩავვარდნილიყავი,დარწმუნებული ვარ,შენც იგივეს გააკეთებდი,ამიტომ მადლობებს არ ვართ-ოდნავ უკან გამოსწია გოგონა და გაუღიმა
-ჩემი საკრედიტო ბარათი წაიღე-მოსცილდა გოგონა და კიბეებისკენ წავიდა,როდესაც გიგამ ხელი დაუჭირა და კვლავ მისკენ მიაბრუნა
-მეორედ არ გავიგო მსგავსი რამ-კვლავ გაუღიმა,ლოყაზე ეამბორა და სწრაფად გავიდა სახლიდან,უღონოდ მყოფი კატო კი ვერანდაზე გავიდა და მოქანავე სავარძელში ჩაესვენა,მუხლები მოკეცა,ხელები ჩამოაწყო და ნიკაპით ხელებს დაეყრდნო,უყურებდა როგორ ეცემოდნენ წვიმის წვეთები ხებს,ხეებიდან ფოთლებს,ფოთლებიდან ნელ-ნელა მოცურავდნენ და ყვავილებს ეწვეთებოდნენ,ამ ყველაფრის ყურებაში გართულმა გოგონამ,ვერ იგრძნო როგორ შესცივდა და როგორ აკანკალდა,მხოლოდ მაშინ იგრძნო ცხვირი რომ გაყინული ჰქონდა,როდესაც ლუკამ თბილი პლედი მოაფარა და ცოტათი გაუთბა სახე,მამაკაცს ქვევიდან ახედა და ნაზად,მაგრამ მტკივნეულად გაუღიმა,სევდა ჩამდგარი თვალები ჩაანათა თვალებში

-ეს გამომართვი-ჭიქა გაუწოდა მამაკაცმა,რომელშიც ცხელი შოკოლადი ესხა,გოგონამ კვლავ გაუღიმა და სწრაფად გამოართვა ჭიქა
-შენ საიდან იცოდი?-მხოლოდ მაშინ მოახერხა რამდენიმე სიტყვის თქმა,როდესაც რამდენიმე ყლუპი მოსვა
-მე ბევრი რამ ვიცი,კატო,შენზე-მამაკაცმა თვალიჩაუკრა და გოგონას ანიშნა გევრდით ჩაწეულიყო,კატოც გვერდით გაიწია და ლუკამაც მალევე დაიკავა დგილი,გოგონა თავისკენ მიაჩოჩა და საფეთქელზე მიაწება ტუჩები,გოგონას გააჟრჟოლა,თუმცა ახლა ამ ყველაფრის თავი ნამდვილად არ ჰქონდა,უმოდ განაგრძო ცხელი შოკოლადი დალევა,ისე რომ არანაირი ზედმეტი მოძრაობა არ გაუკეთებია,ცოტა ხანში კი ლუკასკენ შებრუნდა

-ლუკა,ღმერთის გწამს?-იმდენად მოულოდნელი იყო მამაკაცისთვის ეს შეკითხვა გაოცებულმა შეხედა გოგონას
-არ მწამს...-იყო პასუხი
-არ გწამს?-გაიოცა კატომ
-არა,არ მწამს.-ცივ უარზე იდგა მამაკაცი
-წესით ეს მე არ უნდა მწამდეს ღვთის,მაგრამ მწამს,შენ კიდევ ჩემს ნაცვლად არ გწამს-თავი გააქნია გოგონამ
-უფალი რომ არსებობდეს მაშინ ასეთი განწირულები არ იქნებოდნენ ადამიანები.
-მე ჩემი პროფესია მავალდებულებს რომ ვიწამო ღმერთი,თუმცა პროფესიის გამო არ მწამს მხოლოდ,აქ ვალდებულებები არაფერ შუაშია,უფალი არსებობს და ყველაფერს ხედავს,იმ შეცდომითაც,რომელსაც უშვებ,რის შემდეგაც არ გწამს ღვთის,სწორედ იმ შეცდომით სწავლობ ყველაფერს,იმ შეცდომების დამსახურებაა რომ დღეს ასეთად ჩამოყალიბდი,არ აქვს მნიშვნელობა რა შესცოდე,გამოასწორე თუ ვერ გამოასწორე,შენი შეცდომების გამო ჩამოყალიბდი იმ ადამიანად ,რა ადამიანიც დღეს ხარ,ამიტომ ესეც ნაწილობრივ უფლის ნება იყო,უფლის ნება იყო შენი ასეთად ჩამოაყალიბება,ის დაბრკოლებებიც და განაცდელებიც ,რომელიც უფელმა გიბოძა,იმ განსაცდელებმა აგაგაძლიერეს,არ ვიცი რა გადაიტანე წარსულში,მაგრამ ვხედავ როგორი ძლიერი ხარ ახლა...-სახეზე ხელი ფრთხილად შეახო გოგონამ-უფლის ნება იყო ჩვენი შეხვედრაც..-მტკივნეულად გაუღიმა მამაკაცს და შემდეგ სწრაფად გაეცალა იქაურობას,სამაგიეროდ ლუკა დიდ ხანს გაშეშებული იჯდა და ცდილობდა ის სტყვები,რაც წუთების წინ კატომ უთხრა გაეანალიზებინა,როდესაც ტვინმა თითოეული სიტყვა გაშიფრა და აღიქვა ბედნიერებისგან ყურებამდე გაეღიმა,ცოტა ხანს კიდევ უყურა წვიმას თუმცა შემდეგ წამოდგა და თავის ოთახში გადაინაცვლა.

მთელი ღამე გურამის საწოლთან გაათია კატომ,სავარძელში იჯდა და ყოველ წამს ამოწმებდა ბაბუას,სუნთქავდა თუ არა,ხელზე ეფერებოდა და ფიქრობდა რომ ასე უფრო აძლევდა გურამს ბრძოლის სტიმულს,სანამ გურამს არ გამოეღვიძა მანამ თვალი არ დაუხუჭავს გოგონას,ჩაწითლებულ-ჩასიებული თვალებით იჯდა საწოლთან ახლოს,ფეხები სავარძელზე აეკეცა,მუხლებზე ნიკაპი ჩამოედო და მთელი ღამე მამაკაცის ხელები მოექცია თავისაში,როდესაც გურამმა გაიღვიძა და თბილი,ცისფერი თვალები შემოანათა გოგონას მხოლოდ მაშინ მოეშვა დაძაბულობისგან დაჭიმული მთელი სხეული გოგონას,ეგონა,ნამდვილად ეგონა,რომ არ გაიღვიძბდა გურამი არასდროს.
-დილა მშვიდობისა-გაუღიმა მამაკაცმა,კატოს კი ცრემლები გადმოსცვივდა
-დილა მშვიდობისა,ბაბუ-გაუღიმა მოხუცს
-გეგონა არ გავიღვიძებდი?-გაეღიმა გურამს
-ჰო.-თავი დამნაშავეს მსგავსად დახარა გოგონამ
-შენ პირობა მოგეცი,რომ ვიბრძოლებდი,პირობას კი ყოველთვის ვასრულებ
-ცოტაც გავუძლოთ,გურამ,უფალი აუცლებლად გადმოგვხედავს,მწამს რომ დონორი გამოჩნდება...
-გავუძლოთ.-გაუღიმა გურამმა. კარი აჭრაჭუნდა და ზღრუბლზე თეკლა გამოჩნდა,გოგონას გაბრაზებული სახე ჰქონდა
-ნახე,ახლა დაიწყებს-თვალი ჩაუკრა ბაბუას და მოემზადა გოგონას საყვედურების მოსასმენად
-შენ გოგო,დაწყობილი ხარ? როგორ მანერვიულე ღმერთო ჩემო,არ ვიცოდი რა მეფიქრა,ან თვალები რას გიგავს? არ გეძინა ხო?-მიაყარა ერთმანეთს თეკლამ და როდესც კატოს თვალების გადატრიალება დაინახა კიდევ უფრო წამოენთო- მეორედ არ დაგინახო ღამეს ათევდე,შენს ფსიქიკაზე საერთოდ არ ფიქრობ?
-კარგი რაა,დაწყნარდი,უბრალოდ ერთი ღამე გავათენე,რა მოხდა..-კვლავ გადაატრიალა თვალები და სავარძლიდან წამოგა-გურამ,გავალ გადავივლებ,საუმეს მოგიმზადებ და ამოვალ
-არაფერსაც არ მოამზადებ წახვალ და დაიძინებ,ყველაფერს მე მივხედავ!-დაუღრინა გოგონამ,კატომ კი გურამს გადახედა დასახმარებლად
-მართალია,თეკლა.-მხრები აიჩეჩა მოხუცმა
-შეენც?-თვალები მოჭუტა კატომ-კარგი,კარგი,პირი შეკარით ხომ თაღლითებო-მერე კატომაც გაიღიმა და ხელებაწეული გავიდა ოთახიდან,თუმცა წამებშ შეჰყო თავი ოთახში-მოღალატეებო-ენა გამოუყო მათ და თან დააყოლა-გიგა რომ მოვა გამაფრთხილეთ
-კარგი-გაუღიმა თეკლამ და ოთახის კარი ცხვირწინ მიუხურა,ერთი ამოისუნთქა გოგონამ და კორიდორს დაუყვა,გზაზე ლუკა შეხვდა.

-დილა მშვიდობისა-გაუღიმა მამაკაცს
-დილა მშვიდობისა-ლოყაზე ხმაურიანად აკოცა მამაკაცმა,თუმცა როდესაც გოგონას ჩაწითლებულ თვალებს გადახედა მზერა გაუმკაცრდა-შენ რა მთელი ღამე არ გეძინა?
-არა-თავი გააქნია გოგონამ და ტუჩის კუთხე ჩატეხა
-ახლავე დაიძინე
-დღეს ყველა ერთნაირად რატომ ლაპარაკობთ?-მხრები აიჩეჩა გოგონამ-კარგი ხო ,მივდივარ რომ დავიძინო-თავი გააქნია და უხმოდ დაუყვა დერეფანს,თუმცა არ აპირებდა კატო ძილს,სააბაზანოში შევიდა და ცხელი წყლის ჭავლს სახე შეუშვირა,მთელი დაძაბულობა და უძილობა მალევე მოუხსნა,ხალათი მოიცვა,პირსახოცით თმები შეიმშრალა,მხრებზე ფრთხილად გადაიკიდა და ფეხაკრეფით გავიდა საძინებელ ოთახში,მოულოდნელობისგან მსუბუქად წამოიყვირა,როდესაც ოთახში ლუკა დახვდა.

-ღმერთო ჩემო,როგორ შემაშინე,ლუკა.-გულზე ხელი მიიბჯინა გოგონამ და საწოლისკენ წავიდა
-ვიცოდი რომ არ დაიძინებდი და გადავწყვიტე ყავა მოეტანა შენთვის,თან მცირეოდენი ხილიც ამოვიტანე,გული რომ არ წაგივიდეს უჭმელობისგან-გაუღიმა მამაკაცმა და ტუმბოზე ჩამოდებულ სინზე ანიშნა
-მადლობა..-დაიბნა კატო და თვალების ცეცებას მოჰყვა
-არაფერს,ისაუზმე და შემდეგ ქვევით ჩამოდი,გიგამ დარეკა,ნახევარ საათში მანდ ვიქნებიო-გასვლას აპირებდა მამაკაცი,როდესაც ხელი დაუჭირა კატომ,ნელა მიუახლოვდა და ტუჩის ბოლოში აკოცა,მამაკაცმა ცალყბად გაუღიმა და ოთახი დატოვა.საოცრად ეგემრიელებოდა თითოეული ხილი,ალბათ იმიტომ რომ ყველაფერი ლუკას ხელით იყო გათლილ-დაჭრილი,ლუკას მომზადებული ყავაც გემრიელად დალია. ღიმილით წამოდგა საწოლიან,კარადა გამოაღო და ტანსაცმელი გადაიცვა,თმები საშრობით გაიშრო და სინთან ერთად დაეშვა კიბეებზე,სამზარეულოში მოფუსფუსე თეკლა დახვდა,დაქალს გაუღიმა და მის მსგავსად შეუდგა ბანანის დაჭრას,შემდეგ ლამაზად მოათავსეს თეფშებზე,თეფშები სინზე და გურამის ოთახისკე დაიძრნენ.

-გემრიელად მიირთვი-გაუღიმეს გურამს და სინი მუხლებზე მოუთავსეს
-თქვენი ხელებით მომზადებული საწამლავიც კი გემრიელი იქნება-შეაქო გურამმა გოგონები და მათაც უმალ გაუღიმეს
-მეც მოვედიი.-კარებში გიგა შემოვიდა და პრეპარატები ტუმბოზე დააწყო-აბა როგორ გრძნობს ჩვენი პაციენტი თავს?-გურამს მხარზე ჩამოუსვა ხელი გიგამ
-ამათ გარშემო როგორ იგრძნობ,შვილო თავს?-გაუღიმა გიგას
-ჰო,ეგეც მართალი,თქვენთვის რაღაც კარგი ამბავი მაქვს,როგორც ჩანს გამოჩნდა ვიღაც,ვისაც გურამის დახმარება შეუძლია,ადამიანი მეორე უარყოფითი სისხლის ჯგუფით,თუმცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვით,ერთი კვირა უნდა მოვიცადოთ,ერთ კვირაში პასუხს გაგვაგებინებს ნანა,შემდეგ თბილისში დავბრუნდებით და მოვემზადებით ოპერაციისთვის,უმცა ვიმეორებ წინასწარ არაფრის თქმა არ შგვიძლია.-გაუღიმა გიგამ
-ვაიმე,რა მაგარია,ბაბუ,გესმის?-აცქმუტუნდა თეკლა და კისერზე ჩამოეკიდა გიგას
-ჩამოდი ,გოგო,ბაბუ არ ვარ მე-მოჩვენებითი სიბრაზით ამოილაპარაკა გიგამ-მომწყდა წელი-ხარხარი აუტყდა გიგას,კატო კი ერთ ადგილზე იდგა კვლავ და ცრემლები ცვიოდა,გულში კი უამრავ მადლობას უხდიდა უფალს,მიუხედავად იმისა რომ ჯერ არაფერი იყო გადაწყვეტილი,გრძნობდა,წამდა,რომ უფალი არ გასწირავდა...შემეგ ნელა მიიწიადა ბაბუის გვერდით მოთავსდა
-გესმის,ბაბუ? ცოტაც გაუძელი-გაუღიმა მოხუცს და გულზე მოეხვია,შემდეგ თითქოს რააც გაახსენდაო და სწრაფად წამოდგა,ბოდიში მოუხადა იქვე მყოფთ და ლუკას ოთახისკენ გაიქცა,კარი სწრაფად შეაღო და მთელი სისწრაფით გაიქცა მამაკაცისკენ და ძლიერად მოხვია ხელები,მამაკაცმაც არ დააყოვნა და თავისი ძლიერი მკლავები მოხვია გოგონას წელზე,ცოტა ხანს ასე იდგნენ,ერთმანეთით ტკბებოდნენ,ერთმანეთის სურნელს ისრუტავდნენ,შემდეგ ოდნავ უკან გაიწია კატო
-გესმის? გურამს დონორი გამოუჩნდა,ეს ღვთის საწაულია,ლუკა.-მამაკაცს გაუღიმა და თვალზე მოწოლილ ცრემლს უფლება მისცა გზა გაეკვლია ღაწვისკენ,მამაკაცმა კი კიდევ ურო მჭიდროდ აიკრა სხეულზე...



&&&
მოგესალებით,მინდა გითხრათ რომ მაქსიმალურად ვცდილობ არ დავაგვიანო ახალი თავის დადება,არ მინდა საყვედურად და უმადურობად გამომივიდეს,მაგრამ მინდა რომ გამიგოთ,სხლში სტუმრები მყავს,თან ზაფხულია და მაქსიმალურად ვცდილობ გართობას,მხოლოდ საღამოს ვახერხებ წერს დაწყებას,და თქვენც ხედავთ რომ თავებს არ ვაგვიანებ,თან არც თუ ისე პატარა თავებს ვდებ.
და კიდევ,მადობა მინდა გითხრათ,რომ კითხულობთ და მაფასებთ.
და ჰო,კინაღამ დამავიწყდა wink . უბრალოდ მინდა იცოდეთ რომ ყველაფერი ერთ უცებ არ შეიცვლება,ან თუ შეიცვლება... მოკლედ არ მინდა გეგონოთ რომ რეალობის აღქმა დავკარგე და ზომიერებას არ ვიცავ,უბრალოდ რამდენიმე თავს დაელოდეთ და წინასწარ გაკიცხვისგან თავი შეიკავეთ. wink
მეც ძალიან მიჭირს,მაგრამ ეს ისტორია ცვლილებას საჭიროებს.
როდესაც ერთი კარი იკეტება,მეორე აუცილებლად იღება.
მიყვარხართ ძალიან.



№1  offline წევრი Swimminger

ჰმმ , პირველიი ვარრ , ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ დარწმნებული ვარ კარგიი იქნბაა , შენ მადლობა იმისვის რომ არ გვიგვიანებბ

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ააააუუუუუუ აი ოღონდ არ მოკლა ვინმე ბოლოს და არ დააშორო რა.. (გურამზე არ მაქ ლაპარაკი) ცუდად რო გაგრძელდეს გავგიჟდები

 


№3  offline წევრი natka90

Ooo ratomgac mgobia rom donorii luka iqnebaa ravici ravicii...velodebi movlenebis ganvitarebas....kargi gogo xar shen... <3

 


№4  offline წევრი aNuGi

საუკეთესო!
იმედია ლუკა არ იქნება დონორი თორემ გავგიჟდები, კატოც ხო გაგიჟდება და გადაირევა lol
წარმატებები! love
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№5  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე,ისეთი კომენტარი გააკეთე მგონია რომ ლუკაა დონორი,რაც ძალიან არ მინდა ო.ო
ველოდები შემდეგ თავს,ძალიან კარგი ხარ! ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი kora

ძალიან მიყვარხარ მე შენ ასეთი კარგი და თბილი რომ ხარ, იმედი და რწმენა გამიძლიერდა, კატოსავით მჯერა, რომ უფლის ნებით სასწაულები ხდება. იმაზე სასიამოვნო განცდა არაფერია, როცა ვიცი, რომ მთელი დღის დაღლილს საღამოს ასეთი თბილი და ემოციებით სავსე თავი დამხვდება, რომელიც იმდენად მწყვეტს რეალობას და მამგზავრებს სიყვარულით სავსე სამყაროში, რომ მილიონჯერ მიჩნდება სურვილი მილიონი მადლობა გითხრა ამ ემოციებისთვის love ძალიან მაგარი გოგო ხარ, საოცრად დახვეწილი წერის სტილით love
ყველანაირ შენს გადაწყვეტილებას ვცემ პატივს, ყველანაირ ცვლილებას მივიღებ, ოღონდაც კტო და ლუკა არ დააშორო ერთმენეთს. თუმცა, ისედაც ვგრძნობ ამის თქმა არცაა საჭირო, ისედაც ჩანს შენი დადებითი და სიყვარულით სავსე დამოკიდებულება პერსოონაჟებისადმი, ამიტომაც ჩვეულად ველოდები მოვლენების განვითარებას love
--------------------
kira.G

 


№7  offline მოდერი Nina))

დღითიდღე მაოცებს თქვენი ასეთი დამოკიდებულება ჩემდამი. მიხარია რომ როგორც მე მიყვარს ჩემი თითოეული პერსონაჟი ისევე გიყვართ თქვენც. საუკეთესოები ხართ,საუკეთესოები.მიყვარხართ ძალიან.ძალიან,ძალიან. love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№8 სტუმარი კნოპკა

Unamuso viko rogavigo ro lukaa donori vabshe agarapers wavikitxav amsaitze racarundakvelazm

 


№9  offline აქტიური მკითხველი grafo

არა, მე ზოგადად ამ საიტზე ბევრ რამეს გამოვყავარ წყობილებიდან,მაგრამ აი ექიმებს რომ აკნინებენ იქ ყველაზე მეტად მეკეტება. ამის დედაც....ამბობ რომ ქირურგია ეს გოგო( ჯერ მაგ ასაკში ეგ ცოტა დაუჯერებელი ამბავია, ეგენი იმდენ პროცედურებს გადიან), იმის მაგივრად რომ ვაი-ვიშს შეეშვას დგას დებილივით. მესმის, რომ მძიმეა ერთადერთი საყვარელი ადამიანის ყურება ამ მდგომარეობაში,მაგრამ ქირურგებს ისე წვრთნიან ფსიქოლოგიურად რომ ასე გულის წასვლაზე არ ფეთდებიან და ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს სიკვდილის უფლებას არ აძლევენ. გიგა არ გამომიყვანა აქ გმირი?!:)))). მეც მასწავლა მამაჩემმა ის, რაც გიგამ ჩაატარა.
მერე კიდევ და რა ვარსკვლავი და რა ცაში ანგელოზი. იხვეწება ეს მოხუცი მომეცით მშვიდად სიკვდილის უფლებაო. ერთი წამით არ ვუშვებ იმას,რომ ლუკა შეისლება იყოს დონორი. ისტორია უბრალოდ ზღაპარიც არ გამოვა მერე. ან რა საჭიროა ეს დონორის თემა. გამოვიტიროთ ეს მოხუცი და გავაგრძელოთ ამ ტკივილით ცხოვრება. ეს ყველაზე რეალურია მგონი. ღმერთზე რასაც საუბრობდნენ იმ თემას ვაფშე არ ვეხები შეგნებულად. არასწორია ორივე ყველაფერში და კიდევ ნინა. მინაწერზე ვიტყვი 1-2 სიტყვას. ის რომ ერთი კარი როცა იკეტება მეორე იღება,მკითხველს კი ნუ უხსნი ამას ისტორიიდან დაანახე და კიდევ, ამ თავის მართლების ტონსაც შეეშვი რაა. ისიამოვნე საკუთარი ისტორიით.

 


№10  offline წევრი I L O N A

ძალიან კარგი თავი იყო.. იმედია როგორც ვფიქრობ ისე არ იქნება და ლუკა არ იქნება დონორი

 


№11  offline მოდერი Nina))

grafo,kirurgebis daknineba arc micdia,chemi saocnebo profesiaa,magram ramdenime mizezis gamo ver vabareb.. me ubralod vtkvi rom kvela sxvadasxvanairad aghikvams tkivils,martalia es chemgan ar gescavlebat arcerts... me arsad mitkvams rom luka ikneba donori,tan minaceric gavakete rom istoria sachiroebda cvlilebas,aucilebad schirdeba.. xo,da minacers rac sheexeba,ubralod dzalian cidad mokmedebs is rom kovel cams mxolod imas mekitxebian tu rodis dadeb axal tavso,rom male davdo da a.sh. ubralod avxseni da meti araferi..

და ჰო,თუ მართლა ქირურგების დაკნინებად გამომივიდა ყველას ბოდიშს მოვუხდი,პირველ რიგშ იკი საკუთარ თავს,რადგანაც არ არსებობს ჩემთვის იმაზე უფრო ძვირფასი პროფესია,როგორიც ქირურგობაა...
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

ძალიანაც კარგი თუ ვერ ახერხებ ამ პროფესიის შესწავლას. შენი ჭირიმე, იმდენი სწავლა და შრომა სჭირდება რომ კარგი ქირურგი გახდე,მანამდე 5 პროფესიაში მოასწრებს კაცი "დასპეცებას":)).
პ.ს. ცოტა იუმორი გაურიე ხოლმე მინაწერშიც და პასუხებშიც:))))).

 


№13  offline მოდერი Nina))

სწავლა და შრომას აიტანს კაცი,ქიმიის გამო თუნდაც,მაგრამ ამდენ დროს მართლა ვერ დავუთმობ,თან ზედმეტად ემოციური ვარ და ვინმე რო მოკვდეს,რაც არ არის გამორიცხული,შემიძლია ჭკუიდან გადავიდე... გეთანხმები,მაგ დროში რამდენიმე სფეროში გახდები პროფესიონალი..
ვეცდები მაქსიმალურად. love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№14  offline წევრი meamea123

Ejvi maqvs ro donori lukaa, an giga

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent