შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მამაკაცი იცნების ქალაქში?! 3


11-07-2016, 01:47
ნანახია 1 725

ლუკამ და მე ქორწილისთვის მზადება დავიწყეთ. მართლაც ოცნებაში ვცხოვრობდი. ქორწილში საუკეთესო ბრიტანელი მზარეულები მეყოლებოდა,საუკეთესო ბრიტანელი დიზაინერის კაბა,ყველაფერი საუკეთესო მხოლოდ ჩვენთვის...მხოლოდ ჩვენ ორისთვის. თქვი ზღაპარში მეგონა. ერთი თვე ისე გავიდა რომ ვერ გავიგე. ქორწილის წინა ღამეს გადავწყვიტეთ მოგვეწყო დევიშნიკი და მალჩიშნიკი. ჩვენი სხვა მეგობრებიც ჩამოვიდნენ რამდენიმე დღით ადრე. მე,ნინა, ანი,თაკო,ეთო და ვიკა სახლში ვიყავით და ვემზადებოდით კლუბში წასასვლელად. ბიჭებმა გვერძე ოთახი იქირავეს რადგან ბევრნი ვიყავით და ჩვენი ლუქსიც კი გადაიტვირთა.
-გოგოებო სუპერ მოკლე კაბები ამოიღეთ თქვენი ჩემოდნებიდან.
ნინა-ჰეი შენ სულ გაფუჭდი! თითი დამიქნია.
ვიკა-კატო მართალია რა გინდა. მარტო ლუკასთვის კი არაა თავისუფლების ბოლო დღე. თქვა სასაცილო და საყვარელი ტონით და ჩაიცინა.
ეთო-კაბა ჯერ კიდევ არ მოუტანიათ?
თაკო-რა საქორწინო კაბა ჯერ არ მოუტანიათ? თვალები დაჭყიტა.
ანი-აუ რა უნდა ქნა?
-ხვალ მომიტანენ და უნდა ჩავიცვა არაფერია იმდენჯერ მოვიზომე უკვე,რომ უკვე ეჭვიც არ მეპარება რომ იდეალურად მომივა. ახლა კი მოემზადეთ და მარშ კლუბში სასოწარკვეთილო შინაბერების ხუთეულო. ჰაჰაჰა. გადავიხარხარე.
თაკო-ხო შენ რა გენაღვლება ძეტკა ხვალ გათხოვდები და ჩვენ ვიკითხოთ.
მალე ყველა გამოეწყო და ლიმუზინში ჩავჯექით. სასმელი დავისხით.
-გოგოებო მზად ხართ საუკეთესო ღამე გავატაროთ ჩვენს ცხოვრებაში?
-კი!!! ყველამ ერთხმად მიპასუხა.
კლუბამდე ბევრი ვილაპარაკეთ და ვიცინეთ. კლუბში ცოტა დავიფანტეთ ზოგი სად ცეკვავდა ზოგი სად. ბევრი დავლიეთ და ამიტომ ამ მომენტიდან ბუნდოვანი ნაგლეჯებიღა შემორჩა ჩემს მეხსიერებაში. მახსოვს მარტო რომ ვცეკვავდი უეცრად ვიღაცამ ზურგიდან წელზე ხელი შემომხვია და თავი ჩემს თმებში ჩარგო.
ისეთი ნასვამი ვიყავი რომ არც მიფიქრია უცნობის მოშორება. ვიფიქრე რომ ეს სახალისო იყო სანამ ყურში არ ჩამესმა შოკიამომგვრელი ბოხი ხმა რომელსაც ჩემი გულის გაჩერება შეეძლო.
-ქეით...დიდი ხანია არ მინახიხარ.
-სემ
ამოვუბურტყუნე. უცებ ძველმა ბრაზმა მომიარა,მისკენ შევბრუნდი და მკერდზე მუშტები დავუშინე.
-იდიოტო ჩემი გამოყენება გინდოდა მარტო და მალეც ჩამიგდე ხელში ჩემი უაზრობის გამო. ახლა რაღა გინდა? ხვალ მე…
-ქეით…
გამაწყვეტინა მან და ხელები დამიჭირა.
-ჩემი წერილები არ მიგიღია?
-ერთი მივიღე და არ წამიკითხავს.
-ერთი? ქეით მინიმუმ 30 ცალი მაინც იქნებოდა დღეში ლამის ორ წერილს გიგზავნიდი.მობილურზე არ მინდოდა იმის მოწერა რაც წერილებში იყო.
მაგრამ რადგან შანსი მომეცა პირდაპირ გეტყვი.
ის მუხლებზე დადგა ჩემს წინ.
-ქეით მაპატიე. არ ვიცი მაშინ რა დამემართა ისეთი სექსუალური კაბა გეცვა და ისე გამოიყურებოდი თავი ვერ გავაკონტროლე.არ მინდა იფიქრო რომ მხოლოდ ფიზიკურ ურთიერთობას ვაქცევ ყურადღებას. და თან ის ჩალურჯება კისერზე… ისე გავბრაზდი იმ მომენტში ფიქრის უნარი დავკარგე. დაგინახე თუ არა ჩემად მიგიჩნიე,რაღაცნაირად მიგისაკუთრე და სასტიკად გავბრაზდი სხვა რომ შეგეხო. მაპატიე ქეით.
მან დიდი,ლამაზი,ცისფერი წყლიანი თვალები მომანათა და მეც დამბლადაცემულივით გავშეშდი მხოლოდ თავი დავუქნიე. ის წამოდგა ჯერ სახე მომარიდა,რომ აცრემლებული თვალები არ მენახა. მერე ღიმილიანი სახით მომიბრუნდა და მითხრა
-მოდი გავისეირნოთ.
ხელი მომკიდა და გარეთ გავედით.
-სემ ხვალ ქორწილი მაქვს. ის ჩალურჯებაც ჩემი შეყვარებულის ბრალი იყო. მასზე ვიყავი გაბრაზებული და შენ მაგიტომ დაგთანხმდი კიდევ შეხვედრაზე და იმედი მოგეცი,რომ რამე შეიძლება ყოფილიყო ჩვენ შორის.
-ქორწილი? გილოცავ.
-5 წლის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი რომ ლუკა ერთადერთი იყო ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა. მხოლოდ ერთმა ადამიანმა, მხოლოდ შენ მაიძულე ეჭვი შემეტანა ამაში.
-ბოდიში მე…
-არა მაგიტომ არ გეუბნევი რომ შეწუხდე და ბოდიში მომიხადო, უბრალოდ მინდა იცოდე,რომ ჩემი ქორწილის მერეც შენ ჩემთვის გამორჩეულ პიროვნებად დარჩები და ამას ვერაფერი შეცვლის.
უხერხული სიჩუმე,მძიმე სუნთქვა,დაძაბულობა ჰაერში,კოცნა.
მისი კოცნა,ბოლო კოცნა,დასამშვიდობებელი კოცნა. როცა მის ტუჩებს მოვშორდი ჩემდაუნებურად ცრემლები ვიგრძენი ლოყებზე. უკან-უკან წავედი და მან ნელა გამიშვა ხელი. ზურგი ვაქციე რომ აღარ დამენახა,მერე ისევ მივბრუნდი. ის მიყურებდა ისე თითქოს ჩემს სულში შეღწევას ცდილობდა.
-სემ...შევეცადე ხმა არ ამკანკალებოდა
-...თუ შეძლებ ხვალ მოდი ქორწილში.
მან თავი დამიქნია და ძირს მიაშტერდა ერთ წერტილს. მეტი აღარ შემეძლო იმ ადგილს ქუსლების კაკუნით მოვშორდი.
კლუბის შესასვლელთან ანი შემხვდა.
ანი- კატუს სად იყავი?
-ცუდად ვიგრძენი თავი და ჰაერზე გამოვედი.
ანი- ხო ნინაც მაგარი მთვრალია,თაკოც და ეთო და ვიკა ცეკვავენ რაც მოვედით არ გაჩერებულან და შენ ისე გაქრი რომ ვერც კი გავიგე.
-ანჩ სახლში წავიდეთ და იქ გავერთოთ ჯობს.
ანი-აჰამ თანახმა ვარ. წავალ იმათ გამოვიყვან შენ აქ დაგველოდე.
მალე გოგოები გამოვიდნენ და სიბნელეში ფეხით გავუყევით გზას. ნინა მართლა ძალიან მთვრალი იყო ისევე,როგორც თაკო და ერთმანეთზე ატუზულები მოდიოდნენ და თავისთვის კისკისებდნენ.
ვიკა-ამათმა რამე ხომ არ მოწიეს?
თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი როგორც შინაგანად ისე ფიზიკურად. უეცრად გულის რევის შეგრძნებამ მომიარა და თავი ვეღარ შევიკავე.
ეთო-კატუს კარგად ხარ?
ვიკა-დაორსულდი?
-არა გოგო რა დავორსულდი. ემოციურია ალბათ.
სახლში მივედით ნინა და თაკო ეგრევე გაითიშნენ და ჩვენ ხალიჩაზე ვიჯექით და წითელ ღვინოს ვსვავდით.
ანი-თქვენ გაგიმარჯოთ. შენ და ლუკას. ისეთი საყვარლები ხართ. აი ვგიჟდები თქვენზე.
ეთო-გაგიმარჯოთ იმედია გულს არ გატკენს ეგ ბიჭი თორე სერიოზულ მტერს გაიჩენს. თქვა სიცილით.
ვიკა-ვუერთდები ეთოს. აი გაწყენინებს და მერე ჩვენ მივხედავთ.
-მადლობა. ჩემი მზრუნველი ძევოჩკები. მიყვარხართ ძააან.
ჭიქები მავაჯახუნეთ და ცოტა მოვსვით.
ანი-ეხლა პატარძალმა უნდა დაიძინოს თორემ ხვალ თვალების ქვეშ ტომრებივით ექნება ჩამოკიდებული.
მალევე დავიძინეთ ყველამ და თვალისდახამხამებაში დადგა ქაოსიანი,ნერვიული,დაძაბული,მხიარული,დამღლელი დილა. ყველა აქეთ-იქით დაავრვოდით და რაგაცეებს ვაკეთებდით. ზოგი ტრუსებში, ზოგი თავზე ვიგუწებით,ზოგი ნახევრად ჩახატყლი. მაგრამ მთავარი კაბა აგვიანებდა.
ცოტა ხნის სირბილის მერე ანი შემოვარდა ოთახში.
ანი-კაბა მოვიდა!!!
ორივე გავვარდით და კაბა გახსნილი არ იყო რომ უკვე მორგებული მქონდა. ფეხსაცმელი ჩავიცვი,ბოლოჯერ შევავლე ჩემს თავს თვალი და ჩამოვჯექი. თქვში ათასი უაზრო ფიქრი მიტრიალებდა.ერთი რამ მაფიქრებდა. გუშინ სემს რომ არ გავყევი,რადგან დავრწმუნდი,რომ ის ჩემთვის იმაზე ძვირფასია ვიდრე მე მეგონა. მაგრამ ლუკას ხიმ არ მივატოვებდი ქორწილის დღეს?! მალე ეს ფიქრები ამოვიგდე თავიდან და თავი დავარწმუნე რომ მე ის მიყვარს და სიყვარყლით ვთხოვდები.
ნინა-კატ ბეჭდები ნახე რა ბიჭებს დაავიწყდებათ და მე შევინახავ.
-კარგი ახლავე.
ლუკას ოთახში გავედი ბეჭდების ასაღებად და მის უჯრაში ქექვა დაციწყე. უჯრის უკანა კუთხეში წერილების შეკვრა აღმოვაჩინე, სემის წერილების შეკვრა.ახლა ნათელი გახდა რატომ არ მივიღე ისინი. წერილები ჩემს ოთახში შევინახე და საბოლოოდ გავემზადე. ყველანი მრგვალი მაგიდის გარშემო,გამზადებ....ბი ვიჰექით და ველოდებოდით ბიჭები როდის მოვიდოდნენ. კარზე კაკუნი გაისმა და ნინა წამოხტა გასაღებად. ეს ნოდარი იყო. ის ისეთი სახით შემოვიდა,რომ უნებურად ყველა ფეხზე წამოვდექით.
-ნოდარ რა სახე გაქვს? რა მოხდა?
ნოდარი-ლუკა წავიდა. ქორწილი არ იქნება. თქვა მან უემოციოდ და მაგიდაზე მდგარი ბოთლიდან ვისკი მოსვა.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვააა მალე დადე ასეთ მოვლენების განვითარებასაც არ ველოდი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent