შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაურკვევლობა(თავი1)


13-07-2016, 12:06
ავტორი chemibichi
ნანახია 2 099

ეს ისტროია არის 1D-ზე ბევრი ვიფიქრე ქართველებზე გამეკეთებინა თუ 1Dზე მაგრამ ბოლოს მაინც მათზე დავტოვე. იმედია მოგეწონებათ. დამიჯერეთ არ ინანებთ მის წაკითხვას love და თქვენი აზრი მაინტერესებს უპირველეს ყოვლისა.
************


-ერთი წლით? ჩრდილოეთ კაროლინაში? - მთელი ძალით დაიყვირა ჰარიმ და დედას გახედა. ისეთი გაბრაზებული იყო ალბათ მთელ ოფისს დაანგრევდა და ამისთვის ბოდიშსაც არ მოიხდიდა.
დედა კი მშვიდად იდგა, მის გაცხარებულს სახეს უყურებდა. რა თქმა უნდა მისი გადაწყვეტილებით, ჰარი ბიძამისთან უნდა წასულიყო ჩრდილოეთ კაროლინის ერთ-ერთ ფერმაში. ანეს ბრალი არ იყო, რომ ჰარი, ასეთი ცუდი ხასიათების ადამიანი იყო. თანაც იქნებ ესწავლა კიდეც და რაიმე გაეკეთებინა კომპანიაში?
მიუხედავად იმისა, რომ დედა ძალიან უყვარდა მაინც იჩენდა მის მიმართ სიუხეშეს. რაც თავისი მამა გარდაიცვალა, ყველაფერზე ხელი აიღო. სკოლაში საშინელი ბავშვი გახდა. აღარც სწავლობდა და უკონტროლოც გახდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ანემ მის ძმასთან გაეშვა, დროებით. იქნებ გამოსწორდესო ფიქრობდა ანე, მაგრამ ამის მაინც არ სჯეროდა.
-არაფერი დაგიშავდება - შეეცადა რაც შეიძლება მშვიდად ეთქვა. არ აწყობდა მის ოფისში აურზაური აეტეხა.
-არაფერი? იქ როგორ უნდა გავძლო? - შეშჩივლა ჰარიმ და მის სახეს დააკვირდა. როგორ არ უნდოდა მისი მეგობრები, წვეულებები და გოგოები დაეტოვებინა. ეს ხომ მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. არა! რადაც არ უნდა დაუჯდეს, მაინც უნდა გადააფიქრებინოს.
-აქ როგორ უნდა გავძლო შენ ხელში? - ამჯერად ანემ თავი ვერ შეიკავა და წამოიყვირა. თავისი სკამიდან ადგა და მაგიდას ორივე ხელებით დაეყრდნო. ჰარის გამჭოლი მზერა ესროლა. ჰარიმ კი წარბები შეკრა და ისე უთხრა.
-არამგონია ძალიან გაწუხებდე - ამის თქმაზე კი ანე უფრო მეტად განცვიფრდა. არ გაწუხებო? ასე უთხრა ნამდვილად? მგონია, რომ მოესმა. არა, მაინც როგორ ბედავს და ასე ურცხვად ამბობს ამ ყველაფერს.
-არ მაწუხებ? შენ მაინც იცი რამდენ რამეს გიკეთებ? რამდენჯერ ციხიდან გირაოთ გამომიყვანიხარ ჩხუბის გამო, რამდენჯერ შენი მაგივრად მომიხდია ბოდიში სკოლაში და ეს ყველაფერი როდია, რამდენჯერ შენი გულისთვის მე მომხვედრია ლანძღვა-გინება, ეს არაფერია? - ჰარიმ დედას გახედა. მიხვდა რომ ვერ შეეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც უნდა მოეხერხებინა რამე. მაინც უნდა დარჩენილიყო ვაშინგტონში.
-კი, მაგრამ დედა ახლა ვაშინგტონში ვცხოვრობთ, ფულიც გვაქვს რა საჭიროა იქ წავიდე? - მიხვდა, რომ სისელელ მიზეზი მოიფიქრა, მაგრამ სხვა ვერაფერს ფიქრობდა. ანემ თავი გააქნია და ჰარის მოკლედ მოუჭრა უნდა წახვიდეო.
-და რომ არ წავიდე? - თავში კარგი იდეა მოუვიდა. არ წავიდოდა ის რა შეეწინააღმდეგებოდა? ვერაფერს ვერ იზამდა. მის სიტყვებზე თვითონვე გაეცინა და ამაყი მზერით შეხედა დედას.
-ფულს ვერ მიიღებ - ჯანდაბა. გაიფიქრა ჰარიმ გულში და სახეზე აღბეჭდილი ამაყი ღიმილიც გაქრა. აი, ახლა კი ნამდვილად მოუწევს ჩრდილოეთ კაროლინაში წასვლა. აშკარაა, რომ გადაწყვეტილება უცვლელი დარჩება. ტანშიც კი ცრის, იმის გახსენებაზე, რომ ფერმაში მოუწევს ცხოვრება.
-ამას ვერ გააკეთებ - კბილების ღჭრიალით თქვა ჰარიმ, მაგრამ ანემ გამომცადეო უთხრა და თავის სკამს დაუბრუნდა. საოცრად გაბრაზებული იყო ჰარი და მართლაც, რომ ყოფილიყო სახლში აუცილებლად გატეხდა რამეს. ამით გულს მაინც იჯერებდა. მაგრამ ახლა სახლში არ იყო და ამასაც ვერ გააკეთებდა.
-დღეს საღამოს მიდიხარ შენივე მანქანით. ალბათ ხვდები, რომ წინააღმდეგობას ვერ გამიწევ - ანე საკაოდ კმაყოფილი იყო, რადგან იცოდა ჰარი უფულოდ ვერ გაძლებდა. ჰარი ფულის გარეშე იგივეა, რაც თევზი წყლის გარეშე. ეს კი ანემ მშვენივრად იცოდა. ბოლოსდაბოლოს, ის ხომ მისი შვილი იყო.
-კი, მაგრამ სკოლა? - ისე დრამატულად იკითხა ჰარიმ, თითქოს მართლა აინტერესებდეს. ანემ მას გამოხედა.
-იქ ისწავლი. ჯობია დრო არ დაკარგო და ახლავე მოემზადო - ამის თქმა იყო, რომ ჰარი ოფისიდან სწრაფად გამოვარდა და პირდაპირ თავისი მანქანისკენ აიღო გეზი.
სახლში რომ მივიდოდა, დარწმუნებული იყო რაღაცას გატეხდა. ვერ მოისვენებდა ისე, რომ თავისი ბრაზი არ გადმოენთხია. ჯიპის კარები სწრაფად გამოაღო და კარების დახურვაც ძლივს მოასწრო, რომ ადგილს მოსწყდა. თავისი ბოღმა და გაბრაზება სიჩქარეში დახარჯა. ამიტომ სახლში, რომ მივიდა არაფერი გაუტეხია.
მიხვდა, რომ სხვა გზა არ ქონდა ამიტომ თავისი ბარგი ჩაალაგა და მოწყვეტით დაეშვა საწილზე. თითქმის მთელი ღამე უნდა ევლო გზაში ამიტომ გადაწყვიტა გამოეძინა. მისთვის ეს პრობლემა არ იყო ამიტომ მალევე ჩაეძინა.
ანემ სამუშაო, როგორც კი დაასრულა სახლისკენ გამოეშურა. გაუკვირდა, როცა ჰარის ოთახში ბარგი დაინახა. არ იცოდა ასე მალე, თუ შეეგუებოდა ამ ყველაფერს. ჰარი გამოაღვიძა და უთხრა, რომ წასვლის დრო იყო. მას ხმა არ ამოუღია ისე გაშორდა დედას და სააბაზანოში შევიდა.
მალე ჰარი ბარგით ქვევით ჩამოვიდა და თავის ჯიპში ჩაალაგა. შემდეგ ისევ სახლში შემოვიდა თავისი ტელეფონი და ყურსასმენები აიღო და დედასთან მივიდა. მართალია ანეს უნდოდა, რომ წასულიყო რადგან ცოტას მაინც დაისვენებდა, მაგრამ მაინც ღელავდა მასზე. მთელი ძალით მიიკრა ჰარი გულზე და ეცადა არ ეტირა. ის ხომ მის შვილს მთელი წელი უშვებს სხვაგან. ამაზე ნამდვილად ღელავს. ბოლოსდაბოლოს ის მისი შვილია. ამდენი ხანი ზრდიდა და ახლა მისი გაშვება ცოტა ეძნელა.
-დამიჯერე შენთვისვე აჯობებს - ათრთოლებული ხმით უთხრა ჰარის და მას თვალებში ჩახედა. ჰარიმ თვალები აატრიალა.
-ჩემთვის ის იქნებოდა უკეთესი, თუ აქ დავრჩებოდი - ეს იყო და ეს. მეტი არაფერი უთქვამს ისე გამოშორდა და თავისი მანქანით გზას დაადგა.
ამასობაში ჯეიმსების ოჯახში დიდი აურზაური იყო. ლოგან ჯეიმსი თავისი დისშვილის დასახვედრად ყველაფერს აკეთებდა. იცოდა, რომ ამ ღამით არ ჩამოვიდოდა, მაგრამ დილით ხომ უნდა დახვედროდა სათანადოთ? მისი ოთახი გაასუფთავეს.
მტვერი და ობობის ქსელები ჩამოიღეს. უკვე იმდენი ხანია ამ ოთახს არავინ იყენებს, რომ ობობის ქსელები ყველგან იყო. ამიტომ ლოგანმა ყველაფრის მოწესრიგება დღესვე მოინდომა. ასევე მისი ინიციატივით სკოლაში თვითონვე შეიტანა საბუთბი, ამიტომ ანეს არ მოუწია ჰარისთან ერთად წამოსვლა.
ჩვენი მეორე გმირი, ვიქტორია კი თავის საყვარელ ადგილას იჯდა და წიგნს კითხულობდა, როცა დედამ ტუქსვით მიაკითხა და უთხრა მაგის კითხვას ჯობია წამოხვიდე და მომეხმაროო. ვიქტორიამ ამოიოხრა და დედას გაყვა.
არაფერი არ ეჯავრებოდა ისე, როგორც წიგნის კითხვის შეწყვეტა. მითუმეტეს თუ წიგნი საოცრად საინტერესო იყო. მაგრამ ახლა, სხვა გზა არ აქვს. ის ხომ დედასთან ერთად ჯეიმსების ოჯახში ცხოვრობს და მსახურობს კიდეც. ის აქ მოსამსახურეა თუმცა ასე არავინ არ მიმართავს.
რამოდენიმე წლის წინ მარიამ (ვიქტორიას დედამ) ჯეიმსებთან დაიწყო მუშაობა. უკვე დიდიხანია აქ მუშაობს და მათი პატივისცემაც დაიმსახურა. ლოგანს ვიქტორია ისე უყვარს, როგორც მისი შვილი, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით ნინაზე. ლოგანის შვილი ნამდვილად არ ექცევა ვიქტორიას კარგად. გულზე არ ეხატება და ამას არც მალავს.
ლოგანს ვიქტორია კი ისე უყვრს, თავისი ოთახიც მისცა და შიგნით საჭირო ნივთები დაუდგა. ალბათ სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ნინა საშინლად ეჭვიანობს ვიქტორიაზე. თუმცა ეს უკანასკნელი საერთოდ არ ფიქრობს მასზე. პირიქით ბევრჯერ აუტანია კიდეც მისი თავხედური ქცევები. თუმცა ეს სულაც არ იყო უცხო ვიქტორიასთვის.
მას არ ყავდა მეგობრები, არც ცდილობდა, რომ ვინმეს დამეგობროდა. იცით რატომ? იმიტომ, რომ იცოდა როგორი იყო ხალხი. იცოდა, რომ ასე ადვილად ვერ ენდობოდა სხვას. აი, სწორედ ამიტომ არ უნდოდა, რომ ვინმესთან ემეგობრა. თანაც სულაც არ სჭირდებოდა ახლა სხვა. ისედაც თავზე საყრელად ქონდა სამეცადინოც და საქმეც.
მაგრამ არ მოგატყუებთ. მისთვის მარტო ყოფნა ძალიან ძნელი იყო. ამას ყველაზე მეტად მაშინ გრძნობს, როცა ნერვიულობს ან რაიმეზე ღელავს. ზოგჯერ ისე უნდა, რომ ვინმეს ძლიერად ჩაეხუტოს. როგორ უნდა, რომ რაღაც ახალი გააკეთოს. ვინმესთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყოს, მაგრამ როგორ? ამას ვერ ახერხებს იმიტომ, რომ არავის არ ეხატება გულზე.
ეს შეიძლება იმის ბრალი იყო, რომ ნინასთან ცუდი ურთიერთობა აქვს და ეს სკოლაშიც აისახა, მაგრამ შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ ვიქტორია ძალიან თავისებურია. არ უყვარს მაკიაჟი, კაბა და ისეთი რაღაცეები, რაც ნებისმიერ გოგოს შეიძლება უყვარდეს. განსხვავებულია და ამას თვითონაც გრძნობს. მაგრამ ამას არასდროს აღიარებს. არ სჭირდება ამისთანა განსხვავებულობა.
ვიქტორიამ მთელი დღე, საკმაოდ ბევრი იმუშავა და გაისარჯა ჰარის ოთახის დალაგებაში. ბოლოს დაღლილი, უკვე ძალაგამოცლილი წავიდა თავის ოთახში და ლოგინზე მძიმედ დაეშვა. ყველაზე ძალიან ამ სახლში ვიქტორია იმედოვნებდა, რომ ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდებოდა ვინც მასთან მეგობრობას გადაწყვეტდა.
ის კი ნამდვილად არ იცოდა წინ რა ელოდა.
***************

ჰარიმ როგორც იქნა მიაღწია თავისი ბიძის სახლში. დიდად გახარებული არ იყო იმით, რომ უკვე ჩავიდა იქ, სადაც მიდიოდა. ერჩია ავარიაში მოხვედრილიყო და ამით ისევ ვაშინგტონში დარჩენილიყო, მაგრამ ასე ნამდვილად არ მოხდა და საბედნიეროდ ახლა მშვიდობიანად დასახლდა ჯეიმსების სახლში.
ლოგანი დილით უკვე ამდგარი იყო და თავის დისშვილს უცდიდა. იცოდა, რომ მთელი ღამე უნდა ემგზავრა ჰარის და დილით უნდა ჩამოსულიყო. ზუსტად ასე მოხდა და როცა ის უკვე მათ დიდ მამულში იმყოფებოდა, დიდი სიხარულით შეეგება. ისეთი გახარებული იყო, რომ სიტყვებს ვერ პოულობდა.
ბოლოსდაბოლოს ლოგანს მამაკაცი ეყოლება გვერდით. ის ხომ სულ ქალბატონებშია. მისი შვილი, მოსამსახურეები, ვიქტორია და მარია. თითქმის ყველა შინ მყოფი ადამიანი ქალია და მას ძალიან გაეხარდა ჰარის ჩამოსვლა. ოღონდ რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, სხვა მიზეზებთან ერთად.
ჰარი დაღლილი სახით შევიდა სახლში და ყველას მიესალმა. ნინაც ამდგარიყო უკვე და მას მიეგება. ძალიან გაუხარდა ჰარის ჩამოსვლა. ისიც გაეხარდა, რომ ჰარი მასთნ ერთად ივლიდა სკოლაში. აღარ მოუწევდა მარტო წასვლა ან მამამისის წაყვანა. ბოლოსდაბოლოს ჰარიც ისეთივე ახალგაზრდაა როგორც ნინა.
ის დღე როცა ჰარიმ მიაღწია ბიძამისთან შაბათი იყო ამიტომ სკოლაში წასვლა ორშაბათს უწევდა, რაც ჰარისთვის სულაც არ იყო სასიხარულო. პირიქით იმას ნატრობდა ეს ორი დღე უსაშველოდ გაიწელოსო. არ უნდოდა ახალ სკოლაში მისვლა. იცოდა, ვიღაცას წაეჩხუბებოდა და მერე შარს აიკიდებდა.
დაღლილი ჰარი ლოგანს მიუბრუნდა და უთხრა ძალიან მეძინებაო. ლოგანმა ფართოთ გაუღიმა და მაშინვე მეორე სართულისკენ აიღო გეზი და ჰარიც თან წაიყვანა. მეორე სართულზე დერეფნში რამოდენიმე ოთახი იყო. დერეფნის ბოლოს ერთი ოთახი იყო, რომელიც მართლაც რომ მყუდრო ეთქმოდა. ჰარის არ დაუწუნებია იქაურობა, მაგრამ მისთვის ასე ადვილი არ იყო ახალი ადგილის შეგუება.
სწორედ ამ ოთახის პირისპირ იყო ვიქტორიას ოთახი. ის ოთახი ისეთივე დიდი არ იყო, როგორიც ჰარისი, მაგრამ პატარა და საკმაოდ მყუდრო იყო. მხოლოდ ერთი საწოლით, წიგნების თაროთი, კარადით და მაგიდით იყო ოთახი მოწყობილი. ვიქტორიას ძირს ხალიჩა ქონდა გაფენილი ისე, რომ როცა ძირს ხალიჩაზე ჯდებოდა საწოლის თავს ეყრდნობოდა ხოლმე.
ასე ხშირად იჯდა და წიგნს კითხულობდა. რა თქმა უნდა, ამის დრო მხოლოდ საღამოობით ქონდა. ერთხელ სადილობისას, როცა დედა და ვიქტორია ერთად იყვნენ დედამ კითხა, რატო გიყვარს ასე კითხვაო. ვიქტორიასთვის ეს კითხვა ყოველთვის ძნელი პასუხგასაცემელი იყო. დედას შეხედა ვიქტორიამ და კითხა საჭმლემს რატომ ჭამო. ამით კი დედას ყველაფერი მიახვედრა.
ასე რომ შეიძლება ვთქვათ ვიქტორია ყველა ნივთზე მეტად ზრუნავდა წიგნებზე. ისე უვლიდა თითქოს თავისი შვილი იყოს. რა თქმა უნდა, წიგნების გარდა სხვა რამეებიც იტაცებდა, მაგრამ განზრახული ქონდა უნივერსიტეტში ესწავლა და ამითვის ბევრი უნდა ეკითხა და ეშრომა.
ყველაზე მეტად შემოდგომა უყვარდა. წვიმაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. ყოველთვის ნატრობდა ნეტა გაწვიმდესო. უცნაური ჩვევა კი ის ქონდა, რომ წვიმაში უყვარდა სეირნობა. როცა გაწვიმდებოდა გახარებული გარბოდა გარეთ და სანამ არ გადაიღებდა მანამ დადიოდა. ამითვის ხშირად მიუღია შენიშვნა, მაგრამ ყურიც არ ათხოვა დედას. უყვარს და რა ქნას? არ უნდა ამ ჩვევას გადაეჩვიოს.
ახლა კი სამზარეულოშია და საჭმელს ამზადებს დედასთან და სხვა მსახურებთან ერთად. მარიამ უთხრა დღეს თავისუფალი იქნები მხოლოდ შუადღით მისტერ ლოგანს ყავა და ნამცხვარი აუტანეო. ამით ვიქტორია ძალიან გახარებული იყო. გადაწყვიტა ტბაზე წავალ და იქ წავიკითხავო.
შუადღეც დადგა და ვიქტორია ლოგანთან ლანგრით ხელში წავიდა. მისი კაბინეტი პირველ სართულზე იყო. მისაღები უნდა გაგევლო, შემდეგ პატარა ჰოლი და მის კაბინეტთან მიხვიდოდით. სწორედ მისაღებში იყო ვიქტორია, როცა ვიღაცა ძლიერ დაეჯახა და ცხელი ყავა ზედ გადაავლო.
საშინლად აეწვა ის ადგილები, რომელზეც ცხელი ყავა ესხა. ლანგარი ძირს დაუვარდა და მაშინვე თავისი ზედა წინ გამოქაჩა, რომ ტკივილი შეემსუბუქებია. ის ვინც ვიქტორიას დაეჯახა ჰარი იყო. მთელი სისწრაფით ჩამორბოდა კიბეზე და სულ არ შეუმჩნევია ვიქტორია თავისი ლანგრით.
-ჯანდაბა მტკივნეულია - ამოიხვნეშა ვიქტორიამ და ზედა მოიცილა სხეულიდან. ოღონდ არ გაუხდია. ამას ვერ გააკეთებდა. მის წინ ჰარი იდგა.
-ძალიან გეტკინა? - კითხა ჰარიმ და მისკენ მიიწია. მაგრამ ვიქტორიან ზიზღიანი თვალებით შეხედა და უკან დაიხია. როცა უცნობი დაინახა გაუკვირდა. მაგრამ ისე ჭკვიანი იყო მალევე მიხვდა, რომ ის ლოგანის დისშვილი უნდა ყოფილიყო. თანაც მანამდე რამოდენიმეჯერ იყო ის აქ ნამყოფი და შესაბამისად ახსოვდა კიდეც.
-შენი აზრით? - იცოდა, რომ ის ჰარი იყო, მაგრამ მაინც უხეშათ უთხრა. მაინც ვერ მიხვდა, როგორ ვერ დაინახა ის მომავალი. ბოლოსდაბოლოს არც ისე პატარაა, რომ ვერ შეემჩნია.
-ნუ ხარ უხეში - ამჯერად შეცვლილი ხმით უთხრა ჰარიმ. ხვდებოდა, რომ მალე გაბრაზდებოდა თუ ასე გააგრძელებდა ლაპარაკს.
ჰარი თავში კი ერთი კითხვა ტრიალებდა. ვინ იყო ეს გოგო? მხოლოდ მოსამსახურე. და როგორ ელაპარაკებოდა? ამან კიდევ უფრო გააბრაზა. გოგოს კარგად დააკვირდა. საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგონა იყო. ყავისფერი თმებით და თაფლისფერი თვალებით.
სიმართლე გითხრათ მათ შორის კარგი ურთიერთობა ნამდვილად არ დაიწყო. კუბიდონი ნამდვილად არ ჩამოფრენილა დედამიწაზე და მათ შორის ისრები არ უსვრია. მგონი პირიქით პირდაპირ ეშმაკი დაესხა მათ თავს და ცუდი შტაბეჭდილება დატოვა ერთმანეთის მიმართ.
-როგორ არ უნდა ვიყო უხეში, როცა ახლახანს, ცხელი ყავა გადამასხი? - მრისხანეთ უთხრა ვიქტორიამ და ცოტა ხმამაღლაც მოუვიდა. მის ხმაზე, ლოგანი გამოვიდა ოთახიდან.
მან გაარკვია რაც მოხდა და ასე თქვა ჰარი ბოდიშს მოგიხდისო, მაგრამ ის არ იცნობდა მას. ის ისეთი ჯიუტი იყო, რომ ეთქვათ ჩამოგახრჩობთ თუ არ გადაუხდი ბოდიშსო, მაინც არ მოიხდიდა ბოდიშს. ამას ვიქტორია უფრო ადრე მიხვდა ვიდრე ლოგანი. ამიტომ მას ბოდიში მოუხადა ყავას თავიდან მოვიტან ოღონდ ჯერ გამოვიცვლიო და თავისი ოთახისკენ წავიდა.
ჰარიც ასევე მოიქცა ოღონდ იმის განსხვავებით რომ ბოდიში არ მოუხდია. ლოგანს ერთი გახედა და ვიქტორიას უკან გაყვა. გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ ის სწორედ თავისი ოთახის წინა ოთახში შევიდა. ნამდვილად არ მოეწონა ის ფაქტი, რომ მის წინ ეს უხეში გოგო იქნებოდა.
ვიქორიამ გამოიცვალა და ყავაც მიუტანა ლოგანს. ამ უკანასკნელმა მადლობა გადაუხადა. ზუსტად მაშინ როცა ვიქტორია გარედ გადიოდა ლოგანს შემოუბრუნდა და კითხა ცხენის წაყვანა თუ შეიძლებაო. მოგეხსენებათ ფერმაში ცხოვრობდნენ და ცხენებიც ყავდათ. ლიგანმა გაუღიმა და უთხრა ეს არც უნდა გეკითხაო.
გახარებულმა ვიქტორიამ წიგნი აიღო და თავისი საყვარელი ცხენისკენ წავიდა. ამჯერად გადაიფიქრა და ტბაზე აღარ წასულა. პირიქით უნდოდა ცოტა შორს ყოფილიყო, რომ არავის შეეწუხებია. განსაკუთრებით ჰარის. ასე ეგონა მასთან მაინც დავმეგობრდებიო, მაგრამ ამაოდ. პირიქით მოხდა. უკვე იჩხუბეს და დარწმუნებულიც არის, რომ მას არასდროს დაუმეგობრდება.
თუმცა რავიცით წინ რა გველის. იქნებ ისე არ მოხდეს, როგორც ის ფიქრობს ან მეტიც... კარგი არ გვინდა მოვლენების წინ გასწრება. ჯობია ისევ იქ დავრჩეთ სადაც ვართ. ყველაფერს მოვასწრებთ. ხოდა, ვიქტორია ცხენზე ამხედრებული წავიდა თავისი ერთ-ერთი საყვარელი ადგილისკენ.
ამასობაში ჰარი გაბრაზებული ჩამოვიდა თავისი ოთახიდან. ის არ ეყო აქ, რომ გადმოვიდა საცხოვრებლად მთელი ერთი წლით, რომ ახლა ის აუტანელი გოგოც დაემატა. ყველაფერი კარგი, მაგრამ იმას როგორ აიტანს, რომ მისი ოთახის წონ ცხოვრობს? არა, ჯობია მასზე აღარ იფიქროს და სხვა რამეზე გადიტანოს ყურადღება.
მისაღებში გავიდა სადაც ნინა იჯდა და ტელეფონს მიშტერებოდა თან იცინოდა. ჰარი მობეზრებულად მიუჯდა გვერდით. იფიქრა, იქნებ მასთან მაინც გამოვნახო საერთო, დაველაპარაკები მაინც და აღარ მოვიწყენო. ასეც მოიქცა და ცოტახანი ლაპარაკი გააბეს. ბოლოს ნინა ფეხზე წამოდგა და უთხრა წამოდი გავისეირნოთო.
ჰარი საშინლად წინააღმდეგი იყო. ახლა ფეხით სიარულის გარდა ყველაფერს გავაკეთებო და ცხენი არც კი მიხსენოო. ნინას ისე უნდოდა წასვლა, რომ მაინც გამონახა გზა რითითაც გაისეირნებდა. ბოლოს ორივე ჰარის მანქანით წავიდნენ სასეირნოდ.
****************

ჰარის ნინასთან ყოფნა მოეწონა. თუმცა, იმასაც კარგად მიხვდა, რომ მთლად ჭკვიანი გოგო არაა. ისიც ისეთივე სულელია, როგორც სხვა გოგოებიო. ფიქრობდა ჰარი და მანქანას მართავდა. ნინამ მთელი ფერმა მოატარა და თითქმის ყველაფერი ანახა რაც თვითონ ნინას ქონდა ნანახი.
თუმცა ნინა იმით მაინც ვერ დაიკვეხნიდა, რომ მთელი ფერმა ხუთი თითივით ვიციო. პირიქით, თითქმის საერთოდ არ იცოდა ის განსაკუთრებულად კარგი ადგილები, რომლიც მართლაც რომ სანახავი იყო. იცოდა მხოლოდ რამოდენიმე და ისიც არც ისე კარგი.
ჰარის სახლში დაბრუნება უნდოდა. ნინაც დასთანხმდა და გზას გაუყვნენ, მაგრამ ჰარიმ ვიქტორია შენიშნა, რომელიც მშვიდად იჯდა ხის ძირას და წიგნს კითხულობდა. ვიქტორიას ცხენი, რომლსაც ჯეინს უწოდებდა იქვე იყო მიბმული და თავისთვის ძოვდა ბალახს. ნინამ შეამჩნია, რომ ჰარი ვიქტორიას უყურებდა და მაშინვე აიქაფა პირი
-მაგ გოგოს უნდა უფრთხილდე. ნამდვილი ეშმაკია - ზიზღით თქვა ნინამ და ეცადა ჰარის ყურადღება მიექცია. მას ჰარი ჭირდებოდა და ამიტომ ცდილობდა ასე დაახლოებოდა.
ჰარიმ ყური არ დაუგდო ისე გააჩერა მანქანა და გადავიდა. ნინას უთხრა ახლავე დავბრუნდებიო და ვიქტირიასკენ წავიდა. ახლა ჰარის სულაც არ ქონდა კარგი ფიქრები თავში. პირიქით, ძალიან უნდოდა რამით მაინც გაეღიზიანებია ის. ჯერ კიდევ არ დავიწყებია ის მომენტი როცა მისმა ბიძამ ვიქტორია გაამართლა და არა ჰარი.
გოგო იმდენად იყო ჩაფლული წიგნის კითხვაში, რომ სულაც არ გაუგია სტუმრის მოსვლა. გაფაციცებით კითხულობდა თითოეულ წინადადებას და მთლიანად იყო წიგნის სამყაროში ჩაძირული. თითქმის დამთავრებული ქონდა. უკვე ბოლოსკენ მიდიოდა და სულაც არ ანაღვლებდა სხვა რამ.
-ასე მარტო ზიხარ? - მოჩვენებითი შეცოდებით უთხრა ჰარიმ. ახლა კი გამოერკვა ვიქტორია და გამოცილდა მის სამყაროს.
-დიდად დამდეთ პატივი სტუმრობით - ამჯერად ვიქტორიამ გაუღიმა მოჩვენებით. არ ვიცი იმ წამს ასე ძალიან, რატომ უნდოდათ ერთმანეთისთვის ეკბინათ და ხორცი გამოეღოთ, მაგრამ აშკარაა, რომ არცერთი არ დაინდობდა ერთმანეთს.
-კარგია, რომ კითხულობ, მაგრამ ფრთხილად იყავი არ გაგიჟდე - კიდევ ერთხელ ყალბათ გაუღიმა ჰარიმ და ზემოდან გადახედა. ვიქტორია ფეხზე წამოდგა და მის წინ აისვეტა. ჰარის ისევ ღიმილი ქონდა აკრული სახეზე.
-შენ მაინც არ უნდა ინერვიულო მაგაზე - ასევე ღიმილით უთხრა ვიქტორიამ და ცხენისკენ წავიდა. ჰარი მაინც არ დაასრულებდა ასე ლაპარაკს. უნდოდა რაღაცით უფრო მაგრად ეკბინა მისთვის.
-განა ვნერვიულობ. უბრალოდ მეშინია ფული ჩემი ოჯახის გადასახდელი არ იყოს - ნინას უკვე მოესწრო ვიქტორიაზე რამოდენიმე სიტყვის თქმა. ყოველ შემთხვევაში ის მაინც უთხრა, რომ ყველა მისი ოჯახის გადასახადი ჯეიმსების კისერზე იყო.
-მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენნაირი ადამიანის ხელში ჩავვარდე - ნინამ ისე უთხრა უკვე ცხენზე ჯდებოდა. ჰარის სახეზე ღიმილი გაქრა. ეს აშკარად შეურაცყოფა იყო. რას გულისხმობდა მისნაირ ადამიანში?
-ჯობია შენს თავს მიხედო ჰარი. ნუ გგონია თავი ყველაზე მაღლა მაშინ, როცა მიწასაც არ ამჩნევიხარ - ამის თქმა იყო, რომ ცხენი გააქროლა და წავიდა. ჰარი კი გაოცებული იქვე დარჩა.
არა, ამის თქმა როგორ გაბედა? ისე იყო გაბრაზებული ნებისმიერ რამეზე აეშლებოდა ნერვები. ამიტომ ვიქტორიას მაგივრად ნინას მოუწია საყვედური. კიდევ ძალიან არ გაიმეტა ჰარიმ იმისთვის, რომ მთელი რისხვა მის თავზე გადავლილიყო. ამას მართლა ვერ დაუშვებდა. ამიტომ ნინა მთელი გზა ჩუმად დარჩა.
სახლში მივიდა და თავის ოთახში შევიდა. ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობდა თუ როგორ დაამცირა ვიქტორიამ. არა, ნამდვილად დაამცირა რადგან უთხრა მიწასაც არ ამჩნევიხარო. ჰაჰ. ასე არა? ნამდვილად უჩვენებს მას სეირს. უკვე აღარ მოსწონს აქ ყოფნა. არა, განა მანამდე მოსწონდა. უბრალოდ ამ აუტანელი გოგოს ნახვა აღარ უნდოდა.
მთელი შაბათი და კვირა ისე გავიდა, რომ ვიქტორიას მხოლოდ მაშინ შეხვდა, როცა თავის ოთახში შედიოდა. მკვლელი მზერა ესროლა და ვიქტორიაც თვალების ატრიალებით შევიდა თავის ოთახში. ახლა კი, სკოლის დრო იყო. დილით მაღვიძარამ ჰარი და ვიქტორია ერთი და იმავე დროს გააღვიძა.
ვიქტორია ადრე ადგა მოემზადა და მალე სამზარეულოში იყო, როცა ჰარი და ნინა ერთად ჩამოვიდნენ. ვიქტორიას მათი ნახვა სულაც არ სურდა ამიტომ დედას კოცნით დაემშვიდობა და გარეთ გავიდა. კი, ეცადა მათთვის თავი აერიდებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. გარეთ რომ გავიდა მალე გამოჩნდნენ ისინიც.
ჰარი და ნინა მანქანაში ჩასხდნენ და ჰარიმ სწრაფად დაძრა მანქანა. ვიქტორიას წინ ჩაიარა და მას ღიმილით გახედა. ამით იმაზე მიუთითებდა, რომ შენ შეგიძლია ფეხით იაროო. ამით ვიქტორიას არაფერი დაშავებია. უბრალოდ წარბების აწევით თავი გააქნია და სკოლის ავტობუსს დაელოდა. მალე ეს უკანასკნელიც მოვიდა და ვიქტორია სკოლაში წავიდა.
როგორც ყველა სკოლას მთელ ამერიკაში და არამარტო ამერიკაში ყველგან ყავს მოდური გოგონების სამეული და ცუდი ბიჭების ჯგუფი. არც ჩრდილოეთ კაროლინის ეს სკოლა იყო რამით გამორჩეული და აქაც იყო ასეთი გოგონები და ბიჭები.
დარწმუნებული ვარ არ გაგიკვირდებათ ერთ-ერთი გოგო ნინაათქო რომ გითხრათ. სწორედ ამიტომ სჭირდებოდა ნინას ჰარი. ჰარი სიმპატიური იყო. ნინას კი სიმპატიური მეწყვილე თავისი მეგობრისთვის ნამდვილად სჭირდებოდა. ამით ჰარი ნინას წრეში შევიდოდა და ასე უფრო პოპულარული გახდებოდა. ახლა უკვე იცით ნინას გეგმები. ასე, რომ მისი ხასიათის და ცხოვრების ამოცნობა თქვენზე იყოს.
დღე იწურებოდა და ვიქტორიაც გახარებული იყო იმით, რომ ახალი ბეტსელერი გამოვიდა. მას უყვარდა ნებისმიერი წიგნი. რადგან გუშინ წიგნი დაამთავრა ახლა რაიმე ახლის დრო იყო. ამიტომ ბეტსელერი აირჩია. მოდით გეტვით ერთ, რომ ამ გოგოს მთლად ასეთ წიგნის ჭიათ ნუ გამოიყვანთ. მასაც ძალიან უყვარს გართობა, მუსიკა, სეირნობა და წვიმა. ისიც ჩვეულებრივი თინეიჯერია. უბრალოდ მეგობრები ვერ შეიძინა.
ამიტომ ყოველთვის მარტო დადის სკოლაშიც, სახლშიც და ყველგან. უყვარს კინოები და როგორც გითხარით წვიმა. დღეს კი სულაც არ იყო თბილი ამინდი. ეგ კი არა, ღრუბლები ისეთი შავი იყო იწვიმებდა. ხოდა სხვა რა სურდა ვიქტორიას სრული ბედნიერებისთვის? სრულიად არაფერი.
ვიქტორიას წინასწარმეტყველება იმასთან დაკავსირებით, რომ იწვიმებდა, გამართლდა და სწორედ ბოლო გაკვეთილის დასასრულს კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ზარის დარეკვის შემდეგ ვიქტორია, გახარებული წავიდა თავის კარადისაკენ წიგნები ჩაალაგა და სკოლის ეზოში გავიდა.
მაშინვე იგრძნო წვიმა მთელმა მისმა სხეულმა, როგორც კი სკოლის ეზოში გავიდა. როგორ მოწონდა ეს გრძნობა. იცით ამ დროს რას განიცდიდა? აი, თითქოს ახლახანს ნაპირზე სიცხეში მყოფი თევზი წყალში ჩააგდესო. სწორედ ასეთი შეგრძნება უჩნდებოდა. ზოგიერთი ადამიანი გრძნობს წვიმას, ზოგი მხოლოდ სველდებაო, არის ნათქვამი ხოდა ვიქტორიაც სწორედ იმ ადამიანების ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელიც გრძნობდა წვიმას.
თანაც ამ კვირაში არ უწვიმია. ახლა კი წვიმის წამოსვლა შვება იყო. საკმაოდ დიდი გზა იყო სახლამდე, მაგრამ ვიქტორიას ეს არ ანაღვლებდა. დედას დაურეკა და უთხრა სახლში ფეხით მოვდივარო და არ შეგეშინდეს, რომ დავაგვიანოო. მარიამ საყვედური კი უთხრა არ გაბედო თორე, რომ გაცივდები შემდეგ მე არ მომაკითხოო, მაგრამ ვიქტორიამ მეც მიყვარხარ დედაო და სიცილით გაუთიშა ტელეფონი.
ჩანთა კარგად მოიკიდა და მხირულად გაუყვა გზას. წვიმა კი კიდევ და კიდევ ძლიერდებოდა. ვიქტორია მთლიანად სველი იყო. თუმცა ეს არ ანაღვლებდა. ამ მხრივ მართლაც განსხვავებული იყო. არ ვიცი ასე ძალიან, რატომ მოსწონდა წვიმაში სიარული და დასველება.
ჰარიმ პირველივე დღეს საკმაო პოპულარობა მოიპოვა სკოლაში. საკმაოდ სიმპატიური იყო, ამიტომ ყველა თუ არა, ყოველი მეორე მაინც მასზე ლაპარაკობდა და უყურებდა მას. ოხ, როგორ მოსწონდა მას ეს გრძნობა. თუმცა რატომაც არა? რატომ არ მოგეწონება როცა ყველა შენ გიყურებს. ჰარის ეს მოსწონდა, მაგრამ ის არ მოსწონდა მის საქმეებში, რომ ერეოდნენ და რამე მსგავსი. სწორედ ამიტომ უწევდა ვაშინგტონში ხშირად ჩხუბი. როცა დედა ეტყოდა ხალხი რას იტყვისო, ის უბრალოდ თავს აქნევდა და არ მაინტერესებსო ამბობდა.
ახლა უკვე ჩრდილოეთ კაროლინის უმაღლეს სკოლაშიც მოიპოვა პოპულარობა და იმის იმედი ქონდა, რომ კარგ გოგოებსაც შეაბამდა. აქ მოეწონა რამოდენიმე გოგო, რომელიც ერთი დღისთვის გამოდგებოდა. ამიტომ ამაზეც იფიქრობდა. მანამდე კი ნინამ ნაომი და რიტა გააცნო. რანაირი სახელებია არა? ხო, ჰარისაც გაუკვირდა განსაკუთრებით რიტა, რადგან იშვიათი სახელია.
ჰარი მიუხვდა ნინას მინიშნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნაომი კარგი გოგო იყო. არა, იმას ვერ იტყოდა ჰარი, რომ ცუდი ტანი ქონდა. ასეთ ტანს ის სრულყოფილს ეძახდა, მაგრამ არამგონია ეს გოგო მისთვის რამე ყოფილიყო. ისიც ისეთივე იყო, როგორც ნინა. მხოლოდ ჩაცმულობა, მაკიაჟი და ბიჭები აინტერესებდა, რაც ძალიან უინტერესოს ხდიდა.
მთელი დღე ისე გაიწურა, რომ თვალის დახამხამება ვერ მოასწრო. უკვე ბოლო გაკვეთილზე წვიმა, რომ წამოვიდა ჰარიმ წარბები შეკრა. რომ გითხრათ ძალიან უყვარს წვიმაო მოგატყუებთ. არც ეჯავრება, მაგრამ არც გულზე ეხატება. როცა წიგნები კარადაში შეალაგა ნაომიმ მოაკითხა. ძალიან წვიმს და სახლამდე ვერ მიმაცილებო? ეს საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო მისთვის. მაგრამ ჰარის მისი თავი არ ქონდა და ძალიან ადვილად მოიშორა. უთხრა, სახლში არ მივდივარ სხვა საქმეები მაქვსო. შესაბამისად ჰარიც ძალიან მშვიდად წავიდა სახლისკენ. არც ნინა და არც ნაომი ყავდა გვერდით. ეს კი ახარებდა.
************

ვიქტორიამ თითქმის ნახევარი გზა გაიარა. ყველაფერზე ფიქრობდა რაც თავში პირველი მოუვიდოდა. ჯერ წიგნებზე დაიწყო ფიქრი. შემდეგ გადაწყვიტა სახლზე და ახალ სტუმარზე ეფირა. პირველი რაც გულში გაიფიქრა ჰარიზე იყო ის, რომ საზიზღრად აუტანელი ბიჭი იყო. არ იცოდა რატომ ერჩოდა იმ ბიჭს, ან პირიქით, ის რატომ ერჩოდა ასე ძალიან.
თავიდან ამოიგდო აუტანელ ბიჭზე ფიქრი და გზა მშვიდად გააგრძელა. მანქანები მიდიოდნენ და მოდიოდნენ ამ უშველებელ გზაზე, მაგრამ არავინ არ უყურებდა გოგოს, რომელიც გიჟივით მიდიოდა წვიმაში. ვიქტორიას ეს ნაკლებად ანაღვლებდა. იმდენად იყო წვიმას მიჩვეული, რომ იცოდა არც კი გაცივდებოდა.
ამასობაში კი ჰარი ნელა მიდიოდა სახლში. ისეთი წვიმა იყო არ უნდოდა რამე მოსვლოდა. ამიტომ ადვილად შეამჩნია გზაზე მშვიდად მიმავალი გოგონა. გაეღიმა, როცა დაინახა, რომ მარტო იყო. შანსი ქონდა გაცნობოდა. შემდეგ კი რა იცი, იქნებ საწოლამდეც მისულიყო საქმე, მაგრამ იმედები გაუცრუვდა, როცა გზაზე ვიქტორია დაინახა. თავი გააქნია და გვერდზე ისე ჩაუარა ვითომც არაფერი.
გზაზე მშვიდად მიდიოდა. წვიმა ნამდვილად არ აწუხებდა და არც რამე მზგავსი, მაგრამ ყოველ წუთს სველი ვიქტორია ახსენდებოდა და სინდისი ქენჯნიდა, რომ არ გაუჩერა. მაგრამ ამით ხომ სამაგიერო გადაუხადა, იმ სიტყვებისთვის რაც მაშინ უთხრა. მაგრამ ჯანდაბა. არც ისეთი ბოროტია, რომ ასეთ წვიმაში ამხელა გზაზე დატოვოს. ჯობია სხვა დროს, სხვა ვითარებაში გადაუხადოს სამაგიერო, მაგრამ ახლა სახლში მოიყვანოს.
მის მხრებზე ორი არსება იჯდა. ერთი ანგელოზი, რომელიც ეუბნებოდა, რომ უნდა მოეყვანა, რადგან შეიძლება ისე გაცივდეს, რომ საშინელ დღეში ჩავარდესო და მეორე მხარეს ეშმაკი იჯდა, ორი რქით და იმას ახსენებდა რა ვალდებული ხარ მოიყვანო, მან ხომ ასე დაგამცირა და ერთი სიტყვით მოგიღო ბოლოო.
მაგრამ ჰარი ამ უკანასკნელის სიტყვებს არ უსმენდა. პირიქით, მანქანა სწრაფად მოატრიალადა იქეთ წავიდა სადაც ვიქტორია იყო. იცოდა, რომ ვალდებული არ იყო და ისიც იცოდა, რომ ეს გოგო დიდად არ მოსწონდა, მაგრამ ახლა ვერ დატოვებდა. არც ისეთი ბოროტი იყო, რომ ეს გაეკეთებინა.
ჰარი ვიქტორიასკენ მიიწევდა და იმაზე ფიქრობდა, რომ ასეთ რამეს მეორედ არ გააკეთებდა. ფიცი დადო, რომ ვიქტორიას აღარ დაეხმარებოდა ამის შემდეგ. ჯერ კიდევ იჯდნენ ჰარი მხრებზე ანგელოზი და ეშმაკი და სხვადასხვა წინადადებებს ეუბნებოდნენ. მალე თავი აუფეთქდებოდა, იმდენი აზრი დაუტრიალდა. მაგრამ სიჩქარე არ შეუნელებია და მალე ვიქტორიას წინ გაჩერდა.
ვიქტორია ფიქრებიდან გამოერკვა და იქეთ გაიხედა საითაც მანქანა გაჩერდა. მაშინვე იცნო ჰარის ჯიპი და თვალები აატრიალა. იფიქრა გამომაჯავრებს, რომ ასე სველი ვარო და გადაწყვიტა წინასწარ მომზადებულიყო მისი შემოტევისთვის. ეგ კი არა, ისიც მოიფიქრა, მაგ შემთხვევაში რას ეტყოდა ჰარის. ჰარიმ მანქანა ვიქტორიას წინ გააჩერა და ფანჯარა ჩამოწია.
-წამოდი - სწრფად უთხრა და ანიშნა მანქანაში ჩამჯდაიყო. ვიქტორია ამ ყველაფერმა ისე გააკვირვა, რომ პირდაღებული უყურებდა. ახლა ნამდვილად შესთავაზა, რომ თავის მანქანაში ასე სველი ჩამჯდარიყო? ოჰ, ალბათ მოესმა. მაგრამ მიხვდა, რომ სიმართლე იყო და ნახევრად ღიმილით უთხრა:
-ოჰ მისტერ უკეთილშობილესობავ. ნუთუ მანქანაში მეპატიჟებით? - სარკაზმით უთხრა ვიქტორიამ და ჰარის სახეზე გაეცინა. ისეთი სახე მიეღო მართლა ვერ აგიღწერთ. ასეთი სახის მიღება მხოლოდ მას შეუძლია და სხვას არავის. ეს ხომ აშკარაა.
-ბევრ ლაპარაკს ჯობია დაჯდე, თორემ უკვე ყველაფერი სველი გაქვს - რაღაცნაირი მზრუნველი ტონით უთხრა ჰარიმ და მანქანაში ჩაჯექიო ისევ ანიშნა. ეს ტონი კი ვიქტორიას საერთოდ არ გამოპარვია. ის ისეთი დაკვირვებული იყო, რომ ადვილად შეამჩნია და გაოცებულმა შეხედა.
რა უნდა გაეკეთებია? ძალიან წვიმდა ამის გარდა, არ იცოდა ფეხით - მითუმეტეს ასე ნელა თუ ივლიდა - როდის მივიდოდა. ხვალისთვის კი იმხელა თემა აქვს დასაწერი, რომ ამას ერთი საათი მაინც მოუნდება და კიდევ დედას უნდა მოეხმაროს. აბა, მარტო ხო ვერ გაწვდება იმდენ საქმეს? თავი გააქნია. სხვა გზა არ ქონდა. წვიმა კი უყვარდა, მაგრამ ახლა მაგის დრო არ იყო. სახლში ისედაც უამრავი საქმე ელოდა.
ასე რომ ვიქტორიამ სწრაფად მიირბინა მანქანასთან და წინა სავარძელზე მოთავსდა. როცა ჰარიმ კონდიციონერი ჩართო და მანქანაში სითბი დადგა ვიქტორია მიხვდა, რომ საშინლად შეცივდა. მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში საკმარისი ტემპერატურა იყო მას მაინც ძალიან ციოდა. ამიტომ მოიკუნტა და ხელები წელზე შემოიხვია იმის მიზნით, რომ გათბებოდა. არადა კიდევ უნდოდა სახლში ფეხით წასვლა.
ჰარიმ ეს ყველაფერი შეამჩნია და უკანა სავარძელზე მისი დაგდებული მოსაცმელი აიღო და გაუწოდა. წამით ჰარის და ვიქტორიას თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ორივესთვის საკმარისი იყო ეს შემოხედვა და ორივემ ერთი და იგივე რამ იგრძნო. ორივემ იგრძნო, რომ მათი თვალები ასე უბრალო არ იყო. მაგრამ ამას არცერთი არ აღიარებდა.
-დიდხანს უნდა მიყურო თუ აიღებ - ღიმილიანი სახით უთხრა ჰარიმ და კიდევ ერთხელ გაუწოდა მოსაცმელი. ვიქტორიამ გამოართვა და ჩაიცვა. მაშინვე იგრძნო რამდენად თბილი მოსაცმელი ეცვა. მაშინვე გათბა.
ვიქტორიას უკვირდა, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი სხვადასხვანაირი ყოფილიყო. ჯერ კიდევ რამოდენიმე საათის წინ ჰარიმ სახლის წინ მიატოვა და სკოლაში არ წაიყვანა და ახლა? მის მოსაცმელსაც კი აძლევდა. არა, მაინც ასეთი ვინ არის? თავის გულში იმდენ რაღაცას ფიქრობდა, რომ არიცოდა ბოლოს რომელი აზრი აერჩია და იმ აზრზე დარჩნილიყო.
-აბა, გიყვარს წვიმა ხო? - ბოლოს ჰარის მობეზრდა სიჩუმე და ვიქტორიას გამოელაპარაკა. ვიქტორიამ თვალი მოარიდა და გზას გახედა. კიდევ უფრო მეტად წამოვიდა წვიმა.
-რა მნიშვნელობა აქვს - უთხრა და ფანჯარას მიეყრდნო. რატომღაც ისეთი შეგრძნება ქონდა, რომ ეს მგზავრობა ჩხუბით დამთავრდებოდა. იცოდა, რომ ჰარი აუცილებლად შეიცვლიდა ხასიათს, მაგრამ რატო ამას ვერ ხვდებოდა.
-მაინც რომელი სულელი წამოვიდოდა ასეთ ამინდში ფეხით - სიცილით წარმოთქვა ჰარიმ და გზას გახედა. მისმა პასუხმა ვიქტორია გააღიზიანა. ახლა მას უწოდეს სულელი და არა სხვას. რადგან მან ასე გადაწყვიტა, რომ წვიმაში წამოსულიყო.
ვიქტორიას ხმა მისთვის არ გაუცია ამიტომ ჰარიმ იფიქრა უკვე გავაბრაზეო. მუსიკა ჩართო და ხმამარლა აუწია. ისეთი მუსიკა იყო ვიქტორია, რომ არასდროს მოუსმენდა. ასე ეგონა ყურის ბარაბნები გაუსკდებოდა და ცხოვრებაში ვერავის ხმას ვერ გაიგონებდა. სწრაფად გადაწია ხელი და მუსიკას დაუწია. ჰარიმ გაღიზიანებით გახედა.
მანაც გადაწია ხელი და ამჯერად მუსიკას აუწია. ვიქტორიამ კი მაშინვე საწინააღმდეგო გააკეთა და დაუწია. ასე რამოდენიმე წუთი გაგრძელდა. ბოლოს მობეზრდა ვიქტორიას და მუსიკა მთლიანად გამორთო. ჰარი კი საერთოდ ისე გაბრაზდა მალე ყვირილით აიკლებდა ყველაფერს.
-ეს რატომ გააკეთე? - იკითხა ჰარიმ და მუსიკაზე მიანიშნა. უკვე საკმაოდ იყო გაბრაზებული.
-ყურის ბარაბნები გამისკდა - მშვიდად უთხრა ვიქტორიამ და გზას გახედა. რამოდენიმე წუთში მივიდოდნენ. კარგია, რადგან უკვე აღარ უნდოდა მასთან გაჩერება.
-ოუ და ეს ჩემი ბრალია? - ხელების აწევით ანიშნა გოგონას. ვიქტორიამ მაშინვე მისკენ გაიხედა.
-აბა მე ჩავრთე ბოლო ხმაზე მუსიკა? - ამჯერად ვიქტორიამ თავი ვერ შეიკავა და დაიყვირა. ჰარიმ შეშფოთებით გახედა.
-როგორი მადლიერი ხარ იმით, რომ სახლში წამოგიყვანე - ეს სიტყვები სწორედ მაშინ თქვა, როცა მანქანა სახლის წინ გააჩერა.
-ეს შენთვის არავის უთხოვია - მაშინვე მიახალა ვიქტორიამ და მანქანის კარები გააღო. ჰარი ხვდებოდა, რომ ის მართალი იყო. არავის უთხოვია ეს უხეში გოგო მის მანქანაში ჩაესვა.
-უმადურობასაც საზღვარი აქვს, მაგრამ ის უსაზღვროა, როცა შენნაირ ადამიანს შეეხება - ამაზე ვიქტორიას ხმა არ ამოუღია მხოლოდ ჰარის თვალებში ჩახედა. გულში იმას ოცნებობდა მის თვალებში სხვა აზრი ამოეკითხა, მაგრამ არა. ჰარის სიტყვები მისმა თვალებმა დაადასტურეს. სწრაფად გადავიდა მანქანიდან და სახლში შეირბინა. სიტყვის უთქმელად ავიდა მეორე სართულზე და თავის ოთახში ჩაიკეტა.
სიმართლე გითხრათ ჰარის სიტყვებმა ძალიან ატკინეს გული. ის უმადური ნამდვილად არ იყო. ყველაზე მეტად უმადურობას ვერ იტანდა და რამოდენიმე წამის წინ მას უწოდეს უმადური. მართლა ეტკინა გული, მაგრამ არ აპირებდა ამის გამო ტირილი დაეწყო. ისედაც მიჩვეულია ნინასგან დამცირებას და ამასაც აიტანდა. ისედაც ხშირად უთქვამს ნინას მისთვის, რომ უმადურია, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის.
ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ თბილად მოკალათდა თავის წაზოლზე და წინ უამრავი წიგნი დაიდო. იმდენი სამუშაო ქონდა, რომ რომლიდან დაეწყო არ იცოდა. ამიტომ პირდაპირ თემას მიადგა და დაწერა კიდეც. რამოდენიმე საათი იმეცადინა, შემდეგ დედასთან ჩავიდა, მიეხმარა და ბოლოს, დაღლილი მიწვა ლოგინზე და ჩაეძინა.



№1  offline წევრი isterichka123

Kaia gaagrdzele

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ისე წერ, რომ რა ვიცი...რა გითხრა. უკომენტაროდ და უსიტყვოდ მოგყვები ბოლომდე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent