გიჟი გოგო შარშია(5)
თავისკენ მიმიზიდა და შუბლზე მაკოცა. გავოცდი რადგან შუბლზე კოცნით შემოიფარგლა, თუმცა ამ ფაქტმა გამახარა კიდეც მეშინოდა რომ ტუჩებზე დამაცხრებოდა და მერე თვალებში ვეღარ შევხედავდი, მაგრამ არა გადავრჩი. შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა კიდეც. -ეს....ეს.....რა იყო?? -არაფერი უბრალოდ მინდოდა შუბლზე მეკოცნა და ჩაგხუტებოდი. -აააააა. კაი კაი უნდა წავიდე მე ლანა გამოვა მალე და ეგრევე აბაზანაში უნდა შევვარდე....ლოყაზე ვაკოცე და ოთახში შევედი. მალე ლანაც გამოვიდა, მე უსიტყვოდ შევედი აბაზანაში თუმცა მაინც შემატყო რომ რაღაც შეიცვალა ჩემს ხასიათში და მკითხა. -სალი რა გჭირს? -აუუ რო გამოვალ მერე ვისაუბროთ კაი? -კაი პაწკუ. ოთახში მარტო დავტოვე მე წყალს ვივლებდი და მომხდარზე ვფიქრობდი. ამ ფაქტით გახარებულიც კი ვიყავი, რადგან ტუჩებში არ მაკოცა და უბრალოდ შუბლზე მაკოცა, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებდი მინდოდა ემოციები ვინმესთვის გამეზიარებინა, ამიტომ მალე გამოვედი აბანოდან. ლანა გამოწყობილიყო ჩემს პიჟამაში, მაგრამ ეს პიჟამა სინამდვილეში ლანასია. ადრე როცა ჩემთან რჩებოდა ხოლმე პიჟამა არ მოჰქონდა იცოდა რომ აქ მისი საკუთარი პიჟამა ყოველთვის დახვდებოდა ხოლმე. ეს პიჟამა ამერიკაში ვიყიდე ლანას საყვარელი ფერი იყო წითელი ვარდისფერი გულებით. -ვიცოდი რომ აქ რო ჩამივიდოდი ჩემთან უეჭველად დარჩებოდი და სპეციალურად შენთვის ვიყიდე. -მმმმ....საყვარელო. უცბად ჩავიცვი ჩემი ბაჭიებიანი პიჟამა და ორივე დავწექით. არცერთს არ გვეძინებოდა. ლანა გადმოტრიალდა და მომაშტერდა ელოდებოდა როდის მოვუყვებოდი იმას რისი მოსმენაც ასე ძალიან სურდა. -რა?....გამოვიშტერე უცებ თავი. -აღარ მოყვები? დამაინტრიგა გოგომ და ახლა მოყოლასაც არ კადრულობს. -კაი ხო ნუ ბრაზდები ცქნაფუშ. მოკლედ წეღან აივანზე გავედი შენ რონ შევარდი აბაზანაში. გაბოც იქ იყო და ვარსკვლავებს უყურებდა, მერე ადგა და ცოტა გამიბრაზდა იმ კაცს რომ ვეცეკვე. წამოსვლა რომ დავაპირე ხელი დამიჭირა მისკენ შემატრიალა და შუბლზე მაკოცა, ხო კიდევ ჩამეხუტა....და დაველოდოთ აბა რეაქციას. -რა? შუბლზე გაკოცა და მორჩა? მე უფრო საინტერესო მოვლენის მოსმენას ველოდი....იმედ გაცრუებულმა ჩაიქნია ხელი. -მეც გამიკვირდა ასე რომ მოიქცა მეგონა რომ შუბლის ნაცვლად ტუჩებზე მებრდღვნებოდა, მაგრამ არა და გამიხარდა. -რატომ გაგიხარდა? დარწმუნებული ვარ შენც ისევე გინდოდა მისთვის კოცნა როგორც მას, მაგრამ მან არ გაკოცა. -ხო მიხარია და კი მინდოდა, მაგრამ მეშინოდა რადგან ვიცოდი რომ ეკოცნა თვალებში ვეღარ შევხედავდი და ეს ფაქტი მაშინებდა. -ჩემი ბოთეეე. გახსოვს ბაღში ხუთი შეყვარებული რომ გყავდა? და ხუთივე რომ ჩხუბობდა შენს გამო შენ კიდევ როგორც პრინცესა ისე აშველებდი ხოლმე და სიტყვით გამოდიოდი რას ამბობდი ხოლმე? -რას და "მე რაინდი მჭორდება გვერდით და არა ქალაჩუნა ბიჭების ხროვა, ის იქნება ჩემთან ვინც ღირსეული კაცივით მოიქცევა და მე დამაფასებს. კიდე თუ განმეორდება მსგავსი რამე ლანას ვთხოვ რომ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანოს!" ხმა დავიწვრილე და პატარა ბავშვის ხმაზე ვთქვი ის სიტყვები რომლებიც ფილმში მაქვს მოსმენილი რომელის სახელიც არ მახსოვს და ყოველთვის ამ სიტყვებს ვეუბნებოდი ხოლმე ბაღოს ბავშვებს ვინც ჩემ გამო ჩხუბობდა ხოლმე. ერთად ავხარხარდით ორივე. -აუუ სალო მწყურიაა. -მოიცა მოგიტან წყალს ან წამოდი და ქვემოთ დავლიოთ წყალი. -კაი. ორივე ქვემოთ ჩავფლატუნდით წყალი დავლიეთ და მაღლა ასვლა დავაპირეთ როცა ხმაური შემოგვესმა ეს აშკარად ბაღიდან ისმოდა. გარეთ გავედით და რას ვხედავ. რატი შემოიპარა ბაღში. -ეე რატიიიი... გავექანე და დიდიხნის მონატრებულ ძმაკაცს გადავეხვიე. -ჩემი დაიკოო როგორ ხარ? -ამის ხელში როგორ ვიქნები? -მე რა შუაში ვარ??...გაოცებული მიყირებდა ლანა. -თავში ხარ...განვაცხადე მტკიცედ მერე რატის მოვშორდი და ლანა მივიშვი თავის საქმროსთან. ლანა ქერააა, კურნოსაა და ლამაზი აღნაგობის ქალია, რატი კი შავგვრემანი და საკმაოდ სიმპათიური ყმაწვილია, მას დიდი ხანია ვიცნობ ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ხოლმე და მაგარი ურთიერთობა გვქონდა დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, ახლა უკვე სიძეც გახდება ჩემი და ეგააა დავაგვირგვინებთ ამით ყველაფერს. ლანა და რატი მარტო დავტოვე და ოთახში შევედი იქ გაბო დამხვდა და შემაშინა. ყვირილს ვაპირებდი,მაგრამ პირზე ხელი ამაფარა და მითხრა გაბო ვარო. -აქ რა გინდა??...ნერ ისევ ხელი ჰქონდა აფარებული პირზე და მეთვითონ ძლივს გავარჩიე რა ვუთხარი. -რა? -აქ რა გინდათქო...ისევ გავიმეორე. -აუ ნორმალურად ილაპარაკე რას ბურტყუნებ ვერ გავიგე ვერაფერი. ეხაღა. მივიშორე ხელი და ნორმალურად ვუთხარი. -აქ რა გინდა? -რა მინდა და წყალი მინდოდა და თქვენ რო დაგინახეთ დავინტერესდი ვინ არის ის ყმაწვილი. -ის? რატია ლანას საქმრო და ჩემი ძველი ძმაკაცი. -გასაგებია არ შემოიპატიჟებ? -არა... მალე უნდა წავიდეს და... -აააა კაი. რატი მართლაც მალე წავიდა ლანა შემოვიდა გახარებული და გაბო რომ დაინახა ცოტა არ იყოს შერცხვა. მე დავცინე. -რა გაცინებს? -მე?? რა მაცინებს? მეცუნება? სადა აბა ცილს ნუ მწამებ....ცოტა ვიმაიმუნე და ლანასგან ჩქმეტაც დავიმსახურე ისე მწარედ მიჩქმიტა მეგონა ხორცი აღარ შემრჩა ხელზე. მარა გადავრჩი. გაბომ დამცინა და გავებუტე, ბევრჯერ სცადა საუბრის წამოწყება, მაგრამ პატარა ბავშვივით გავებუტე და ასე ვთქვათ ვირზე შევჯექი. -ლანა დალიე წყალი? -კი. -მაშინ წავიდეთ დავწვეთ, დავიღალე და მეძინება. უხმიდ გამომყვა ზემოთ და დავწექით. ხმას არ ერთი არც ვიღებდით. ბოლოს ისევ ლანა ალაპარაკდა -რატო გაებუტე? პატარა ბავშვი აღარ ხარ სალომე რომ აე სულელურად მოიქცე. -ვიცი, მაგრამ შენც კარგად იცი მე როგორი ხასიათებიც მაქვს და ასე რომ ვთქვათ არ მესიამოვნა მისი ეს საქციელი, იმას ვგულისხმობ რომ არ მომეწონა რომ დამცინა და ხვალე შევურიგდები. -უიმეე სუფთა ბავშვი ხარ რააა. -კა ეხა მართლა დავიძინოთ რაა ძალიან მეძინება, ემოციურადაც და ფიზიკურადაც დატვირთული დღე იყო. -ხო. ჩემსკან გადმოტრიალდა და როგორც ბავშვობაში ახლაც ჩახუტებულებმა დავიძინეთ. დილით ადრე გავიღვიძე, რომ ლანასთვის აბაზანაში შესვლა დამესწრი. ავდექი და ამ ქაჯმა ქორივით ჩამიქროლა და ისევ შემასწრო აბაზანაში. გამოვიდეს ამან ნახოს რა მოუვა. ეშმაკურად გავიღიმე და აივანზე გავედი. იქ შევამჩნიე ცხელი წყლის ჩამკეტი, ამიტომ გამოსვლას არ დაველოდე და ცხელი წყალი ჩავუკეტე ამის ნაცვლად ცივი წყალი წამოვიდოდა. ლანას წიოკი გავიგე და ეგრევე შიგნით შევვარდი, მაგრამ რას შეასწრევ რო დაინახა როგორ შევვარდი ოთახში. გაბრაზებული გამომეკიდა მე ოთახიდან გავვარდი, ლანაც უკან გამომყვა და თან მემუქრებოდა. -ჯერ დამაცადე დაგიჭირო მერე ნახე შენ რას გიზამ სულს ამიგხდი იმდენს გიღუტუნებ და დაგჩქმუტავ კიდეც. ოპაა აი სად დამერხა მერჩივნა არ დავეჭორე. სამზარეულოში გიჟივით შევვარდი იქიდან მეორე გასასვლელით ისევ მისაღებში შევვარდი და კიბეებისკენ თავქუდმოგლეჯილი გავვარდი. ისეთი სისწრაფით მივრბოდი რომ ჩემს ოთახს ჩავუქროლე და ეგრევე პირველივე ოთახში შევვარდი ანუ გაბოსო ოთახში ამოვყავი თავი. იქ გავჩერდი და სული მივითქვი. -შენ აქ რა გინდა??...გამომეცხადა ბიჭი ტილოთი შემოხვეული. ჩაიცვას მაინც და დამალოს პრესი თორე დავდნი გოგო უფ. -ჰა? ააა ლანამ შემასწრო აბაზანაში ხოდა მე ცხელი წყალი დავუკეტე და გაბრაზებული გამომეკიდა ხოდა ეხა კიბეზე, რომ ამოვრბოდი ისე სწრაფად ჩავუქროლე ჩემს ოთახს რომ აი არ ვიცი და აქ შემოვვარდი. ბოდიში რააა გავალ ეხა მე და შენ ჩაიცვი. -რა იყო ხომ არ გაბნევ? -რითი?? -რითი და ტილო შემოხვეული რომ ვდგავარ აი მაგითი. -არა საიდან მოიტანე, აივნიდან გავალ თორემ უეჭველი კარებთან დგას ახლა. -კაი. აივნის კარი გამიღო და მეც გავედი და ოპააა იქ არ დამხვდა ლანაა ეგრევე უკან შევვარდი და აივნის კარი მივხურე და ჩავკეტე. -აიი აქ იდგააა. -მერე აქედან გადი! ხელი კარისაკენ გაიშვორა. -ოჰ საიდან შენ ასეთი ბრძენი? ვერ გავალ ეხა აქ იდგება! -მერე აივნის ჰორიზონტი მოათვალიერე ხედავ ვინმეს? -არა. -ხოდა ვსო მოუწვი ახლა აქედან უნდა ჩავიცვა. -აუუ ოთახში იქნება დაა ღუტუნს დამიწყებს...ტუჩები დავბრიცე. -არაფერს გიზამს უეჭველად ვიცი. აი მახე რომ ჭეხვალ ეგრევე დაგკითხავს რაზე ისაუბრეთ შენ და გაბრიელმაო გკითხავს -ნუ ეხააა ხო კაიი და კიდე ბოდიში რომ პირად სივრცეშო შემოგეჭერი. -არაუშავს. მივიდა შუბლზე მაკოცა და მეც ლოყაზე კოცნით ვუპასუხე. ოთახი დავტოვე და ჩემს ოთახში სულ კანკალით შევედი. ლანა ეგრევე მომვარდა და... -აბაააა რაზე ილაპარაკეთ შენ და გაბომ? ეს რომ მუთხრა სიცილი ამიტყდა. უმდენი ვიცინე ვეღარ ვჩერდებოდი. -რა გაცინებს გოგო. -იწინასწარმეტყველა, არ გიღუტუნებს დაკითხვას მოგიწყობსო. და ისევ ავხარხარდი. ამჯერად ლანაც ამყვა ეს გიჟი მეცა და ღუტუნი დამიმატა ესღა მაკლდა რააა უკვე ვეღარ ვსუნთქავდი და ლანაც შეჩერდა. ამჯერად აბაზანაში შევასწარი წყალი გადავივლე და უკან დავბრუნდი. შორტები ამივიცვი, ზემოდან უკან გრძელი წინ კი მოკლე მაიკა გადავიცვი რომელიც ჯინსის ფერი იყო და მორჩა. ლანამ თავისი ჯინსი ჩაიცვა ზემოდან თეთრი სულ სადა თეთრი მაიკა გადაიცვა და ქვემოთ ჩავედი. ფეხზე მხოლოდ მე, ლანა და გაბო ვიყავით დანარჩენებს ეძინათ. ლანამ წასვლა დააპირა. -აუ არ წახვიდე რააა დარჩიი. -არა გოგო ვერაა რატი უნდა ვმახო და თან სახლში მივალ ტანზე გამოვიცვლი. -კაი ხოო გნახავ კიდე წინ მთელი სამი თვე გვაქვს და ხო იცოდე ნენეს რო დაკითხავ ეგრევე მომიყევი მეც. -კაი პაწკუ. ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და წავიდა. -აბა? -რა აბა? -აუ სალომე მშია. -მერე -რამე უცებ რო ოყოს ეგეთი გააკეთე გთხოვვვ. -და სანაცვლოდ რას მივიღებ? -ერთი სურვილი გექნება და რასაც მეტყვი ყველაფერს შეგისრულებ. -კაი. სამზარეულოში შევედი და კვერცხი შევწვი, ყავაც გავაკეთე და ორივემ დავლიეთ. გაბომ კუჭიც დაინაყრა და ამასობაში ყველამ გაიღვიძა და დაიწყეს ჩვენი დატუქსვა. -სად გაიპარეთ? -გაბო ვინმე გაიპარა?? -მე არ მახსენდება ვინმე გაპარულიყო...აი დავიწყეთ მაიმუნობა და მამაც აგვყვა. -ხო არა მე გავიპარე და მე დავიძინე ტკბილად. ეხა კიდე გამაღვიძეს ამათმა ქოთქოთმა ხო. -კაი მამაი რაა წახვალ და ისევ შეიბრუნებ ძილს შენ არ გაგიჭირდება. და ხო გავიპარეთ, მაგრამ მიზეზი გვქონდა. პირადად მე და გაბოს მართლა გაგვიხარდა ლექსო რო დაბრუნდა მაგრამ მართლა საშინლად დავიღალეთ, მთელი დღე დარბაზის მოწყობას მოვანდომეთ და ამაზე არ გვიწუწუნია. მერე წვეულებაზეც მოვედით და გავერთეთ ეს კაი ოყო ხო, მაგრამ ისე დავიღალე თავი მტკიოდა უკვე ყველა ცუდ დღეში ვიყავით და გამოვიპარეთ. იმედია არ გვიწყენთ. -ხო მართლა მადლობისთქმა დამავიწყდა. მადლობა რომ ყველაფერი ასე შესანიშნავად დაგეგმეთ და ისიც მიხარია ეს ქალბატონი რო გავიცანი...თავი გამოყო ლექსომ....ხო და დედა აპატიე მართლა და მართლა რობოტები ხომ არ არიან ესენიც ადამიანები არიან და დაიღალნენ. მე გპატიობთ. -აი ეს უკვეეს ჩემი ძმააა...მივიდა გაბო და გადაეხვია. მეც მი ედი ლოყაზე ვაკოცე და ზემოთ ასვლა დავაპირე როცა დედამ გამაჩერა. -საით?? -მაღლა ჩემს ოთახში. ეს დღეებია არ მიმილაგებია და იქაურობა ძალიან არეულია და დავალგაებ. ხო და არ დამიძახოთ მაინც ვერ გავიგებ. -რატო დე ისევ ყურსასმენები უნდა გაიკეთო? -აჰამ. პასუხს აღარ დაველოდე ავედი ზემოთ. ყურსასმენები მოვირგე და "dove cameronis-gebie in a bottle" ჩავრთე. ცეკვა დავიწყე სიმღერასაც ავყევი და წავიდააა. ოთახის დალაგებას შევუდექი. მალე მოვრჩი დალაგება ყურსასმენები მოვიძრე და გადავწყვიტე წყალი გადამევლო, თორემ გავოფლიანდი და.... აბაზანაში შესასვლელად ყველა ნივთი მივიმარჯე და შესვლას რო ვაპირებდი გაბოს ხარხარი მომესმა. -რა გაცინებს? -რა? ააა შენზე მეცინება. -ისევ ვიდეო გადამიღე ხო. -აჰამმმ და მინდა გითხრა ძალიან საყვარელი ხარ, კარგადაც ცეკვავ და არაჩვეულებრივად მღერი. -ამმმ... მადლობა და აბა რაზე დამცინი? -იმაზე რომ დისკომფორტს გრძნობ როცა გისმენენ და ხალხი გიყირებს. -ხო ესეთი ვარ. აღარაფერი უთქვამს, აბაზანაში შევედი უცბად გადავივლე წყალი და უკან გამოვედი. ლურჯი კაბა ჩავიცვი თმა ტილოთი შევიმშრალე და გაშლილი დავიტოვე. ქვემოთ ჩავირბინე და გაბოს დავუწყე ძებნა. -ლექსო გაბო არ გინახავს? -არააა. მითხრა და უკნიდან ვიღაცამ შემაშინა და ჰოპ ვიღახის ზურგზე გადაკიდებული აღმოვჩნდი. ნუ ვიღაცის რა გაბოსი. დავიწყე კივილი. -დამსვიი კრეტინო როგორ გაბედე და როგორ შემაშინე არ შეგეცოდე? უნამუსოო შენ. -კარგი რა ნუ ხარ ასეთი გველი შე გვეკუკავ. -გაგებუტე. ამის გაგონება აშკარად არ ესიამოვნა და ძირს დამსვა. მეც ოთახში ვაპირებდი შესვლას და ლანასთვის დარეკვას, მაგრამ ვინ გაცდის რო კარები გამომიხურა და ცხვირწინ დამიდგა მის გახშირებულ სუნთქვას თავზე ვგრძნობდი. -ნუ მებუტები რააა. -კაი არ გაგებუტები თუ.... -ოპაააააა.... -რა იყო თუ მთაწმინდის პარკში წამიყვან არ გაგებუტები....და გავეკრიჭე. -სად წაგიყვანო? პატარა ხომბარ ხარ -აუუუ მაშინ ხმას არ გაგცემ. -კაი ხოოოო...და თვალები გადატრიალა. -ურააააა....ლოყაზე ვაკოცე და ოთახში შევედი. ლურჯი შორტები ჩავიცვი, ზემოდან თეთრი მოკლე მაიკა რომელიც გოგოებს მღალწელიან შარვალზე აცვიათ,მაგრამ მე შორტზეც ძალიან მომწონს მაიკაზე იყო წარწერა ინგლისურად "always crazy" ფეხზე კედები ამოვიცვი პატარა ჩანთა გადავიკიდე, სათვალეც მოვირგე და ქვემოთ ჩავედი. გაბომ მანქანა გამოაყენა ყველას ვაკოცე და გარეთ გამოვედი. ლექსოც ჩვენთან ერთად წამოვიდა, გართობა მეც გავერთოო.. მალე მთაწმინდაზე ვიყავით სამივე. -აუუუ წამოო რა ამერიკულ ნთებზე დავსხდეთ რააა....პატარა ბავშვივით ავუტყდი გაბოს. -სად გოგო გააფრინე? -აუუუ გთხოვ რაააა. -კაი რა გაბო არ მითხრა რომ გეშინია...გამომცდელი სახით გახედა ლექსომ. -აუუუუ გეშინია??? ამიტყდა სიცილი და ვეღარ ვჩუმდებოდი. -მე არ მეშინია წამო დავსხდეთ. ლექსო მოდიხარ? -აბა რააა....ომახიანად შესძახა და წამოვიდა. მე წინ დავჯექი გაბოც მე მომიჯდა. ლექსო კი ჩვენა უკან დაჯდა. მატლი თუ რაღაც დაიძრა და ნელ-ნელა ზემოთ მიიწევდა გაბომ ხელი მაგრად ჩამკიდა და მექანიზმი მთელი სისწრაფით ქვემოთ დაეშვა. ყველამ კივილი დავიწყეთ. მალე მორჩა კივილი და მექანიზმი გაჩერდა ძლივს გადმოვედი და გადმოსვლისას გაბო მეხმარებოდა არ მეგონა ასე თუ შემეშინდებოდა არადა ამერიკაში ნამდვილ ორიგინალ მთებზე რომ ვიჯექი ასე არ დამმართნია. გაბოს დავეყრდენი და ისე დავბორიალობდი თანაც ძალიან ჰაეროვნად დავაბიჯებდი. -აი ახლა ნამდვილად ჩანს ვის ეშინია და ვის არა...ირონიულად გამიღიმა გაბომ, მაგრამ მაინც საყვარლად იღიმოდა. -არ მეშინია უბრალოდ ოდნავ დავფრთხი. -ააა დაფრთხი?? ხო მაშინ ეგ არაფერი ეხა ხელს გაგიშვებ და შენით წამოდი. -არა არა არა არ გამიშვა ჯერკიდევ ბატივით დავდივარ. -კაი არ გაგიშვებ ოღონ წამი დავსხდეთ რააა, თორემ დავიღალე შენი ტარებით. -კაი დავსხდეთ და წყალსაც დავპევ. -მოგიტან დაია რა პრობლემაა...საყვარლად გამიღიმა ლექსომ და მაღაზიისკენ წავიდა. ჩვენც იქვე ჩამოვსხედით და ლექსოც მალე მოვიდა წყალი დავლიე და მოვსულიერდი. -ლექსოო... -რა. -წამო ეშმაკის ბორბალზე დავსხდეთ. -აუუუ არა რააა . -რატოო? -სიმაღლის მეშინია ..ყურში ჩამჩურჩულა და მეც ავფხუკუნდი. -კაი კაი შენ არ დაჯდე მე და გაბო დავსხდებით ხო გაბო? -სად -ეშმაკის ბორბალზე. -აუუ არა რააა. -ეხა ართქვა სიმაღლის მეშინიაო თორემ გაგებუტები. -კაი კაი წამო დავსხდეთ შე ბუტიავ...ენა გამოვუყავი და პატარა ბავშვივით წინ გავიჭერი. -ყოჩაღ გაბო...გაბოსბზურგზე ხელუ დაარტყა ძმამ. -რაზე მეუბნები?? გაოცება ვერ დამალა გაბრიელმა. -რაზე არა ვისზე. კაი გოგოა სალომე იმედია ჩემი რძალი გახდება....ამდროს გაბო წყალს სვამდა და ამის გაგონებაზე წყალი გადასცდა და ხველება აუტყდა. ძლივს მოასულიერა ლექსომ. სალომე უკვე ბორბალთან იდგა. -დავსხდეთ?..ავცქმუტდი ბავშვივით. -წამო ბავშვი დავსხდეთ..და გაბომ ხელი გადამხვია. ლექსო არ დაჯდებოდა გაბოს ნამუსზე რომ არ აეგდო. ლექსოც დაჯდა და ალბათ ბოლო ხმაზე იკივლებდა მე რომ.იქ არ ვყოფილიყავი. მალე ჩამოვედით და ლექსომ დაიფიცა რომ ამაზე აღარ დაჯდებოდა. მოკლედ მთელს პარკს მოვედეთ თითქმის ყველა ატრაქციონზე დავსხედით. დაღლილები სკამზე ჩამოვჯექით. ლექსო გაგვეპარა და მალე დიდი ბამბის ნაყინით დაბრუნდა. ისე გამიხარდა ისე ისე რომ სკამზე დავდექი და ლექსოს ზურგზე მოვახტი. ნაყინიც წავართვი და ორივემ დავიწყეთ ჭამა. გაბომ დრო იხელთა და ვიდეო გადაგვიღო ჩვენც ვმაიმუნობდით ყველანაირად და ხალხო ჩვენ გვიცქერდა. მერე ჩამოვედი ლექსოს ზურგიდან იმიტომ რომ ნაყინი სულ შევჭამეთ. გაბომ ნერვები მომიშალა ბავშვი ხარო და მასაც შევახტი ზურგზე. ყელში ვაკოცე და ვიგრძენი რომ მას მთელს ტანში ჟრუანტელმა დაიარა. ტუჩები მის ყურთან ახლოს მივიტანე და ვუთხარი. -შენ ყველაზე კარგი ხარ. ყველაზე საყვარელი ადამიანი ხარ...და მაგრად მოვეხვიე. ლექსომ ვიდეო გადაგვიღო. მერე ბევრი ვიპოზიორეთ უამრავი ფოტო გადავიღეთ, ვიდეოებიც ყველანაირ სისულელეზე ვიდეოს ვიღებდით და ძალიან ბევრს ვიცინოდით. საღამოს დროით უკან სახლში დავბრუნდით. -ეს ყველაზე მაგარი დღე იყო, მადლობა ორივესსს...ლექსოს ლოყაზე ვაკოცე და ოთახში შესვლა დავაპირე გაბოს სპეციალურად არ ვაკოცე რეაქცია მაინტერესებდა. მანაც არ დააყოვნა თავისკენ მიმატრიალა და ყელში მაკოცა. გულმა საშინლად დაიწყო ცემა, დამბურძგლა, მუცელს პეპლების ჯოგმა გადაიგრინა და სახეზე ცოტა წამივწითლდი ალბათ. -შენ ჩემი ბავშვი ხარ. პატარა ქალბატონო. -იოცნებე. ვუთხარი და ოთახში შევედი. ვერ მოვისვენე. არც მეძინებოდა ავდექი და ლექსოსთან შევედი ვინმეს უნდა დავლაპარაჯებოდი თორემ გავაფრენდი. აბააა როგორია?? გამიზიარეთ თქვენი აზრი. მიყვარხართ.... ^_^ ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.