შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

24 მაისი.(სრულად)


14-07-2016, 13:23
ავტორი Anastasia Mdivani
ნანახია 4 742

არ მახსოვს ბოლოს წესიერად,როდის მეძინა.ახლაც აივანზე ვზივარ ყავით ხელში,განადგურებული..განადგურებული ალბათ უფრო იმიტომ,რომ მინდა ვუყვარდე..მაგრამ,უკვე დიდი გოგოვარ და მესმის,რომ ყველაფერი ისე არ ხდება ჩვენ როგორც გვინდა.არც ის ვიცი ცოლად რატომ გავყევი..არც ის ვიცი,ახლა ისევ მასთან რატომ ვარ.არა,გატყუებთ..როგორ არ ვიცი?ზუსტადაც,რომ ვიცი.მიყვარს..მიყვარს მთელი არსებით.მთელი გულით,მთელი გონებით...ვიცი,რომ არ ვუყვარვარ..ვიცი...მაგრამ,თავს მაინც ვერ ვანებებ.ვერ დავკრავ ფეხს და ვერ წავალ..არ შემიძლია.დიახაც,სწორედაც ეგოისტივარ..სწორად მიმიხვდით.მისკენ ვუყურები და ვერ გეტყვით მის გამო მერამდენჯერ მეკუმშება უკვე გული.პირველია და ალბათ უკანასკნელიც.ვიცი ასე 20 წლის გოგო არ უნდა ლაპარაკობდეს,ისიც ვიცი ბიჭს მასთან დარჩენას,რომ არ უნდა ეხვეწებოდეს.ძალიან კარგად ვიცი,მაგრამ ეგეის ადამიანებზე გსმენით ალბათ ხომ?მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები..ვიცი ბედნიერი რომ არაა ჩემთან,ისიც ვიცი ერთი სული,რომ აქვს სახლიდან როდის გავა..ისიც ვიცი,რომ უთავმოყვარეო ვარ..
ჯანდაბა მიყვარს..ასეთი რთულია?რთულია მასაც ვუყვარდე?ალბათ ძნელია..ვიცი,რომ ცდილობდა.ვიცი,რომ ძალიან უნდოდა ვყვარებოდი..მაგრამ,ვერ შეძლო,ჩემი შეყვარება ვერ შეძლო.გული კვლავ მეკუმშება.თვალები ისევ ბლანტი სითხით მევსება..საშინელება ვარ ალბათ..
ღამის სამ საათზე,როდესაც ჩემს ცხოვრებას ვუფიქრდები გულის რევა მიბყრობს,სუნთქვა მიჭირს და მინდა გავქრე.როდესაც ვფიქრობ ჩემს საყვარელ ადამიანს,როგორ ვტანჯავ ისევ მიჭირს სუნთქვა..ისევ გულისრევა მიბყრობს.ჩემ თავთან ლაპარაკს ვიწყებ..იმის შესახებ ვსჯელობ,რომ ეს მეუნდა გავაკეთო.მე უნდა დავუსვა წერტილი ყველაფერს.ახლაც ასეა იმიტომ,რომ ღამის სამი საათია.ახლაც ზუსტად ასე ვფიქრობ,მაგრამ ზუსტად ვიცი გამთენიისას გადავიფიქრებ.აივნიდან გამოვდივარ,ლოგინზე მის გვერდით ვწვები,მის სუნთქვას ვუსმენ.ჩემთვის ყველაზე ლამაზ მელოდიას..ხელი მისი თმებისკენ მიმაქვს,ნაზავ ვეხები მის თმებს და თამას ვიწყებ.თმებიდან ლოყაზე გადავდივარ,ნაზად ვეფერები არ მინდა მისი გაღვიძება.
მეღიმება..უაზროდ დებილივით მეღიმება,მის შემხედვარე.ღმერთო როგორ მიყვარს!ვეღარც ვითვლი,მერამდენედ მიდგება თვალებში ცრემლი.მის ხელს ჩემსაში ვხლართავ,თვალებს ვხუჭავ და დაძინებას ვცდილობ..
*გახსენება*
სკოლის დერეფანში ვიდექი ნატალიასთან ერთად.სკოლაში წივილ-კივილი,რომ ატყდა.ყველა იმას გაიძახდა დათა ყიფიანი გადმოვიდა ჩვენს სკოლაშიო.ამ ბიჭს მთელი,თბილისის გოგოების გულები დაებყრო.ფეხბურთელი იყო,გარეგნობა არ ვიცოდი..არასდროს დავინტერესებულვარ მისით.არც მისი თამაშით.ზოგადად ყოველთვის მძულდა ფეხბურთი.ამდენი კაცი დარბის ერთი ბურთისთვის და მორჩა.არანაირი აზარტი არ მოაქვს,ამ თამაშს ჩემთვის.მეზიზღებოდნენ ყოველთვის ისეთი,გოგოები რომლებსაც თავი ფეხბურთის გულშემატკივრებად მოჰქონდათ თავი და ის არ იცოდნენ,რომელი ფეხბურთელები თამაშობდნენ,მათ „საყვარელ“ გუნდებში.ასეთები იყვნენ ჩემი სკოლელები.დათას ყოველთვის თავზე დატრიალებდნენ,არასდროს აძლევდნენ მოსვენების საშუალებას..ჭამასაც კი.არც კი ვიცი ჩემით რატომ,დაინტერესდა..არც ის ვიცი გაკვეთილზე რატომ მომიჯდა გვერდით და მისი თვალებით შებმა,რატომ დამიწყო.
ძალიან გადავუხვიე..სჯობს გავაგრძელო.
მოკლედ,როგორც ავღნიშნე დათა ყიფიანი,ჩენს სკოლაში ახალი გადმოსული იყო.ისიც ავღნიშნე,რომ ნახევარი თბილისი მასზე იყო შეყვარებული.ჩვენს სკოლაში,რომ გადმოვიდა არავინ იჯერებდა,წარმოიდგინეთ და ჩემს კლასში მოხვდა.ყველაზე თავხედი ვინმე იყო ვისთან შეხებაც კი ოდესმე მქონია.უზრდელი,გათავხედებული ნარცისი ტიპი გახლდათ.ჯანდაბა და ვუსვამ ჩემს თავს კითხვას რა მოსწონთ გოგონებს მასში?როგორ შეიძლება,ადამიანი ადამიანზე მისი შესახედაობიდან გამომდინარე იყო მასზე,ასე თავდავიწყებით შეყვარებული? რეალურად ხომ,მას მისი ოჯახის წევრებისა და ძმაკაცების გარდა არავინ იცნობდა?არვიცი..არვცი..
ერთხელაც მათმატიკის გაკვეთილზე გვერდით მომიჯდა.ზუსტად ისე გამიღიმა,გოგოს შესაბმელად,რომ იყენებს ხოლმე.
-მია არა?-ისე მკითხა,გეგონება ჩემი სახელი არ იცოდა,ზუსტადაც,რომ იცოდა მაგრამ საუბრის წამოწყება სურდა.
-დიახ.-ისე ვუთხარი,მისთვის ზედაც არ შემიხედავს.
-ხო მე დათა.-ამაყად მითხრა და ბეჭებში გასწორდა.
-მგონი არ მიკითხავს ხომ?
-ოჰ კარგი რა.-ჩაიცინა და ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა.-არგინდა-ისე მითხრა,ტელეფონიდან თავი არ ამოუწევია.
-რა არ მინდა?-ჩავეკითხე მე.
-ოჰ კარგი მია რა,ვიცი შენც იმ გოგოების რიცხვს მიეკუთვნები ჩემზე,რომ არიან შეყვარებულნი.-მთელი ირონია ჩააქსოვა ალბათ ამ წინადადებაში.ისე გავცოფდი ისე!ცოტაც და ყურებიდან ალბათ ბოლს გამოვუშვებდი.
-ვინ ხარ ასეთი,ამხელა წარმოდგენა,რომ გაქვს საკუთარ თავზე?-ღრმად ამოვისუნთქე და მის პასუხს დაველოდე.
-დათა ყიფიანი.-ამაყად წარმოსთქვა და გამეკრიჭა.
-ოჰ,ჩემო საყვარელო.მინდა გითხრა,რომ ჩემთან არაფერი გამოგივა.შენს სდევას ნამდვილად არ ვაპირებ.ასე რომ მოკეტე და გაკვეთილის მოსმენა მაცადე.-მხოლოდ ეს ვუთხარი,და მასწავლებლისკენ გადავიტანე მზერა.მხოლოდ ერთი „მაგასაც ვნახავთ“ წარმოთქვა და გაჩუმდა,მას შემდეგ არაფერი უთქვამს.
*აწმყო*
გავიგე როგორ წამოდგა ლოგინიდან.თვალები სწრაფად ვჭყიტე და მას გავხედე.გამომხედა შეწუხებულმა.აბაზანაში შევიდა,გადაივლო და ისევ ოთახში დაბრუნდა ტანსაცმელს არჩევდა ლაპარაკი,რომ დავიწყე.
-სად მიდიხარ?-ინტერესით ვკითხე,მაგრამ პასუხი ჩემითაც ვიცოდი.
-ვარჯიშზე მია,სხვაგან სად წავალ.-უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა და მე მომიტრიალდა.-ღამე კიდევ არ გეძინა?-მითხრა შეწუხებულმა და გვერძე მომიჯდა.
-მეძინა.-მოვატყუე რათქმაუნდა.
-მია როდის უნდა მოეშვა ტყუილებს?-უკმაყოფილოდ გადმომხედა.
-არგატყუებ.-ჩუმად ვთქვი მე.
-რო წავალ დაიძინე.-ცხვირზე მაკოცა და გამიღიმა.წამსვე დამიარა ჟრუანტემა,მხოლოდ მისი ერთი კოცნა მჭირდებოდამ თელი დღე ბედნიერად ყოფნისთვის.
-არ წახვიდე დღეს ვარჯიშზე.-ვიცოდი,რომ უარით გამისტუმრებდა მაგრამ მაინც ვთხოვე.
-ხომ იცი,რომ აუცილებლად უნდა წავიდე?
-ერთი დღე მხოლოდ.უთხარი,რომ გაცივდი ან მე გავცივდი.არვიცი რამე უთხარი!-ჩემდაუნებურად ავუწიე ტონს.
-ტონს თუ არ დაუწევ,საერთოდ ვეღარ მნახავ მია!-დავინახე ყელზე როგორ დაეჭიმა ძარღვები.ღრმად სუნთქავდა და თავის დამშვიდებას ცდილობდა.
-დათა..-ისე ჩუმა წარმოვთქვი,მე ძლივს გავიგონე ჩემი ხმა.-გთხოვ,დღეს არ წახვიდე.ჩემთან დარჩი.მხოლოდ ერთი დღე.
ღრმად ამოისუნთქა,თავი დამიქნია და ტელეფონს დასწვდა.მწვრთნელს დაურეკა გასაბრთხილბლად,რომ დღეს ვერ მივიდოდა და ლოგინზე გადაწვა.ხელით მანიშნა,რომ მეც დავწოლილიყავი.გვერდით მივუწექი და თვაები დავხუჭე.ვიცოდი,რომ გაბრაზდა..თანაც საშინლად.მაგრამ მაინც მივიწიე და მოვხვიე ხელები.მერე რა,რომ ვეცოდებოდი და მაგიტომ იყო ჩემთან მერე რა..ცხვირი მის კისერში ჩავყევი და ნაზად ვაკოცე.რეაქცია არც მაშინ ჰქონია.ალბათ ელოდებოდა,როდის დამეძინებოდა,რომ ამდგარიყო და გაქცეულიყო..ჩემგან შორს გაქცეულიყო.ვიცოდი,რომ ახლა ჩემთან დარჩენას ყველაფერი ერჩივნა,მაგრამ მაინც დარჩა.ხელები უფრო მჭიდროდ მოვხვიე.უკვე ძილბურანში ვიყავი მისი ხელები წელზე,რომ ვიგრძენი და ტუჩები თავზე.
*გახსენება*
ექსკურსიაზე ვიყავით ორდღიანზე,ქუთაისში.დალევა ჩემ თავს სასტიკად ავუკრძალე,მაგრამ ცდუნებამ მაინც მძლია და დავლიე.ისე გავილეწე ფეხზე ძლივს ვიდექი.ცოტაც და ალბათ სავარძელში ჩამეძინებოდა დათა,რომ არა.გვერძე მომიჯდა,და უაზროდ მებურტყუნებოდა რაღაცეებს.დაძინების საშუალებას არ მაძლევდა.ფეხზე წამოდგომა ვცადე,მაგრამ წავბორძიკდი და დათას კალთაში ჩავესვენე.სიცილი ამიტყდა,მასაც გაეცინა.საყვარელი იყო სიცილის დროს,თანაც ძალიან.ახლა დავაკვირდი,საშინლად ლამაზი თვალები ჰქონდა!ერთი შეხედვით ვერ დაინახავდი,მაგრა რომ დაკვირვებოდი მისი თვალები გაგაგიჟებდა.დავინახე,როგორ გაეღიმა როცა დააფიქსირა,რომ მივშტერებოდი.ალბათ ფხიზელ მდგომარეობაში,არც კალთაში არ ჩავუხტებოდი და არც მის ლამაზ თვალებს დავაკვირდებოდი,მაგრამ ხომ იცით ადამიანი სიმთვრალეში როგორ თამამდება.ისე ამაყად გამიღიმა,მაგრამ ესეც არ მაინტერესებდა იმდენად მთვრალი ვიყავი.
-ადგომას აღარ აპირებ მია?-თქვა თუ არა,იმ წამსვე გამოვბხიზლდი და წამოდგომა ვცადე.-არა,იჯექი მე წინააღმდეგი არვარ.-ოხ ეს ამაყი ღიმილი.თვალები გადავატრიალე და ისევ ვცადე წამოდგომა.
-ლამაზი თვალები გაქვს.-ვერც მივხვდი ისე წამოვაყრანტალე ეს.გაეღიმა,მერე მეც გამეღიმა.
-მადლობა პატარა.-ისევ გამიღიმა,ოხ ეს ღიმილი!ჯანდაბა..უკვე ჩემზეც მოქმედებს..
ჩვენკენ დათას ძმაკაცი,დაჩი წამოვიდა.არცკი ვიცი რატომ იყო აქ ჩვენთანერთად..მერე გამახსენდა,რომ ისიც ჩემი კლასელია.წამოდგომაში დამეხმარა,შემდეგ კი დათას თვალი ჩაუკრა და სასმელისკენ აიღო გეზი.
-წამოდი გარეთ გავიდეთ.-ხელზე მომქაჩა და აივნისკენ აიღო გეზი.მეც დაკარგული ლეკვივით გავეკიდე უკან.ცივი ნიავი იყო,მესმიამოვნა ახურებულ ლოყებზე.-გამობხიზლდი ცოტა?-ისე შემომხედა,ტანში ჟრუანტელმა ერთიანად დამირა.დენდარტყულივით შევხედე გაეღიმა.
-ნ-ნუუ მიყურებ ეგრე!-მკაცრი მინდოდა ვყოფილიყავი,მაგრამ ენა დამება.
-ესე როგორ?-გაეცინა და კიდევ..კიდევ ისე შემომხედა,როგორც რამდენიმე წუთის წინ.
-ნუ მეპრანჭები ყიფიანი-ისევ მკაცრის როლის მორგებას ვეცადე,მაგრამ არ გამომივიდა.
-ბოდიში მადამ.
*აწმყო*
თვაები,რომ გავახილე უკვე ბნელოდა.მარტო ვიწექი..ისე გავბრაზდი,სწრაფად წამოვხტი ლოგინიდან და ოთახიდან გავარდი.მისაღებ ოთახში იჯდა,სავარძელში და ფეხბურთს უყურებდა.ისევ ეს ფეხბურთი!არ შეეძლო დაეცადა,როდის გავიღვიძებდი?გაბრაზებულმა ჩავახველე,იქნებ მაშინ მაინც შეემჩნია ჩემი გაღვიძება და ოთახში შესვლა.გამომხედა და გამიღიმა,შემდეგ კი ისევ ტელევიზორს მიუტრიალდა.ფეხბურთის ყურება უფრო მნიშვნელოვანია?არ შეუძლია უბრალოდ,ერთი დღე მაინც მოწყდეს სპორტს და მომაქციოს ყურადღება?ერთი დღე!ღმერთო,მეტს ხომ არ ვითხოვ არა?სამართავს ხელი დავავლე და ტელევიზორი გამოვრთე.გაკვირვებულმა შემომხედა.ელოდებოდა,რომ ჩავრთავდი მე კი მოვტრიალდი,სამართავი თან გავიყოლე და სამზარეულოში შევედი.ვუცდიდი როდის შემოვიდოდა,ვიცოდი ძალიან გაბრაზდა და ველოდებოდი როდის დაიწყებდა ჩხუბს.გახედვა არც მჭირდებოდა,იმდენად ვიყავი დარწმუნებული,რომ ახლა ისევ სავარჯელში იჯდა,ღრმად სუნთქავდა და საკუთარ თავს ამშვიდებდა,რომ რამე ზედმეტი არ ეთქვა და ხმას არ აეწია.ზუსტად ათ წუთში სამზარეულოს კარი შემოაღო,ისევ ღრმად სუნთქავდა.ხელით მანიშნა მისთვის სამართავი მიმეწოდებინა,მაგრამ თავი გავაქნიე.
-მია-ეცადა მშვიდად დაეწყო.-ფეხბურთია და უნდა ვუყურო.
-არ მაინტერესებს.-არც შემიხედავს ისე ვუპასუხე.-არანაირი ფეხბურთი დღეს დათა!
-რა ჯანდაბა გჭირს ამიხსნი?!-მიღრიალა და კედელს მუშტი მისცხო.მოულოდნელობისგან გული კინაღამ გამისკდა.
-მე დათა?კიდე მე მჭირს რაიმე ჯანდაბა?ფეხბურთის გარეშე ვერაფერს ხედავ!შენი ცოლივარ და მე უფრო დიდ დროს უნდა მითმობდე ვიდრე ფეხბურთს!იმაზე საერთოდ არარაფერს აღარ ვამბობ,რომ აღარ გიყვარვარ..მატყუებ..გეცოდები და იმიტომ ხარ ჩემთან!საერთოდ აღარ მინდა არაფერი,არც შენი შეცოდება..ხვალვე გავშორდეთ ერთმანეთს და დაისვენებ ჩემგან!-ღრიალი არც მე დავაკელი.გაოგნებული მიყურებდა მე კი ცრემლები მახრჩობდა.თავი ვეღარ შევიკავე და მეც ავტირდი.სამზარეულოდან სწრაფად გამოვარდი.კარები ისე მივაჯახუნე მეგონა ჩამოვარდებოდა,მაგრამ ამისთვისაც არ მიმიქცევია ყურადღება.საძინებელში შევედი,ჩემი ტანსაცმელი კარადიდან გადმოვყარე,ჩანთას დავავლე ხელი და ჩალაგება დავიწყე.ვალაგებდი თან ვტიროდი..
დამთავრდა..ყველაფერი დამთავრდა..საბოლოოდ დავუსვი წერტილი ყველაფერს.
ოთახიდან უნდა გავსულიყავი დათა,რომ შემოვიდა.გაკვირვებულმა შემომხედა კედელს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა.
-მართლა ვერ ვხვდები რა გჭირს?რა მოხდა ჩემი თურქეთში წასვლის დროს?რა შეიცვალა?ვერ ვხვდები,რატო გგონია,რომ აღარ მიყვარხარ და მეცოდები..რატომ ეჭვიანობ ფეხბურთზე?რატო ბრაზდები ესეთ სისულელებზე?მითხარი რატომ?შენგან დავისვენებ?რატომ ფიქრობ,რომ შენგან დასვენება მჭირდება ან მინდა?მია..ხომ იცი,რომ მიყვარხარ?-თავი გავაქნიე.-არ იცი?რატომ?იმიტომ,რომ ყოველ დღე არ გიმეორებ ამას?რა საჭიროა,ყოველდღე გიმეორო ეს,შენ ხომ ისედაც უნდა იცოდე..-ცოტახანი გაჩერდა.მერე ისევ გააგრძელა.-ეს რაარის?ბარგს ალაგებ და მიდიხარ?რატომ ათენებ ღამეებს თეთრად,როდესაც ჩემს გვერძე უნდა გეძინოს?რატომ ფიქრობ,რომ აღარ მიყვარხარ,ვფიქრობ..ვფიქრობ და მაინც ვერ ვხვდები..მეგონა,რომ ამაზე ლაპარაკი არ მოგვიწევდა,მაგრამ შევცდი..მეგონა,რომ ჩემს სიყვარულში ეჭვი არასდროს შეგეპარებოდა,მაგრამ აქაც შევცდი.თუ წასვლა გინდა,წადი.ძალით არ დაგაკავებ,მაგრამ თუ იმიტომ მიდიხარ,რომ გგონია დამღალე და აღარ მიყვარხარ..
გაჩუმდა.ჩემს პასუხს ელოდა,მე კი ენაჩავარდნილი ვიჯექი და ვტიროდი.მაინც არ მჯეროდა,რომ ვუყვარდი..მაინც მეგონა,რომ ვეცოდებოდი..
-თუ მე გიყვარვარ მაშინ ტელეფონზე,რატომ გწერენ ვიღაც ქალები?რატომ გიყურებენ,სულ და რატომ აკომენტარებენ შენს ფოტოებზე,რომ უყვარხარ მათ?-გაეღიმა ჩემს კითხბეზე.
-პატარა,მაგაზე არ უნდა ნერვიულობდე შენ.რაარის ცუდი იმაში,რომ ვიღაცას მოვწონვარ ან ვუყვარვარ?მთავარია მე მარტო შენ მიყვარხარ და დედამიწაზე ვერცერთ ქალს ვერ ვხედავ შენს გარდა.არ ღირს მათ გამო,ნერვების აშლა.თან ეს არც უნდა გიკვირდეს,როდესაც ფეხბურთელი ქმარი გყავს.-ლოგინიდან წამომაყენა და ლოყაზე ნაზად მაკოცა.
-მარტო მე გიყვარვარ?და სხვა არავინ არ არსებობს?
-რათქმაუნდა მადა.-გამიღიმა და ყელში ნაზად მაკოცა,შემდეგ კი გულში ჩამიკრა.
*გახსენება*
აბაშიძეზე ჩემსს აივანზე ვიჯექი.მშვიდი გრილი საღამო იყო,მთვარე უკვე ეპატრონებოდა ცას,მე მშვიდად ვიჯექი ყავით ხელში.ექსკურსიის ამბებს ვიხსენებდი და იდიოტივით მეღიმებოდა,მერე ჩემს თავს გავუბრაზდი.არ მომწონდა დათაზე,რომ ვიყავი გადართული და მასძე,რომ ვფიქრობდი 24საათი.ტელეფონი აზუზუნდა დავხედე „დათა“ ეწერა,გამეღიმა.ტელეფონს დავწვდი და ვუპასუხე.
-ქალბატონო მია.-მასთან ყოფნა არც,მჭირდებოდა ვიცოდი ზუსტად ვიცოდი ახლა,რომ იღიმოდა.
-დიახ,ბატონო დათა.-გამეღიმა მეც.
-გასეირნებაზე რა აზრი ხარ ქალბატონო?-მკითხა,მაგრამ პასუხი იცოდა..იცოდა,მაგრამ მაინც მკითხა.
-გვიანია დათა.
-მაშინ ჩამოდი,გნახავ და ადი.
-ამ..მოვიფიქრებ.-თითი ნიკაპზე მივიდე,თითქოს ვფიქრობდი.
-იცი ქალბატონო მია,საკმაოდ აგრილდა და ხუთ წუთში ჩემს წინ თუ არ იდგები წავალ.
ტელეფონი წამსვე გამითიშა.პასუხის თქმაც არ მაცალა.სწრაფად წამოვიმართე,ოთახში შევედი ტანზე გამოვიცვალე დედაჩემს ვუთხარი,რომ მალე დავბრუნდებოდი და კარები გამოვიხურე.კიბეებზე სიცილით დავეშვი,ვიცოდი,რომ ვნახავდი და სიხარულით ვივსებოდი.სადარბაზოდან გამოსული მანქანაზე მიყუდებულ დათას წავაწყდი.გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა,დაიხარა შემდეგ კი ნაზად მაკოცა ლოყაზე.
-სიგარეტი გაკლია.-უაზროდ წამოვაყრანტალე.
-ბოდიში ქალბატონო მია,მაგრამ სიგარეტს ჩემს ორგანიზმს ნამდვილად არ გავაფუჭებინებ,თანაც საქართველოდ ასეთი მაგარი ფეხბურთელი ეზრდება.-თავმომწონედ თქვა.
-როგორი ნარცისი ხარ-უკმაყოფილოდ ვთქვი და მხარში ნაზად „ჩავსცხე.“
-საერთოდაც არა.-მიპასუხა და გამიცინა.გულმა გაორმაგებულად დაიწყ ბეთქვა.ჩემ თავს შევუღრინე,შემდეგ კი გულს სასწრაფოდ მოვთხოვე დამშვიდება.
-დიახაც ნარცისი ხარ!ცხვირაბზუებული უნიჭო ფეხბურთელი!-ნამდვილად არ იყო უნიჭო,მაგრამ...რამე ხომ უნდა წამოეყრანტალებინა ჩემს გრძელ ენას.
-ვაუ ქალბატონო მია,ეს იცი რას მიანიშნებს?-გამომცდელად მკითხა.
-არა ბატონო დათა,არ ვიცი.
-შენ მითხარი,რომ არასდროს გიყურებია ჩემი თამაშისთვის,თუ არასდროს გინახავს ქალბატონო მია საიდან ასკვნი,რომ უნიჭო ფეხბურთელი ვარ?ტყუილები გყვარებია.
-არ მომიტყუებიხარ-შევუღრინე მე.-გული მიგრძნობს,რომ უნიჭო ხარ.-ვიცრუა,არადა ექსკურსიის შემდეგ,რაც კი თამაშები ჰქონდა ყველას ვუყურე.
-მია ტყუილები გყვარებია.-თითი დამიქნია და გადაიხარხარა.-წვიმას აპირებს,ამიტომ აბრძანდი მადამ სახლში.
გავუღიმე,შემდეგ კი სადარბაზოსკენ წავედი.მელოდა სანამ არ ავედი სახლში,შემდეგ კი დათაც წავიდა.მაშინვე ნატალიას დავურეკე,სასწრაფოდ ჩემთან მოსვლა ვთხოვე.ალბათ ამ დღეს ვილაპარაკე ყველაზე მეტი,ჩავირთე და ენა აღარ გამიჩერებია.ვლაპარაკობდი დაუსრულებლად.ნატალია კი სულ იმას გაიძახდა,რომ დათა მომწონდა,მე კი ამას მკაცრად ვუარყოფდი.ნატალია კი იცინოდა,იცოდა ჩემითაც ვაღიარებდი ამას ოდესმე.
*აწმყო*
3თვის შემდეგ,პირველად მეძინა ასე მშვიდად.ბედნიერებაა,როდესაც იმ ადამიანის გვერდით გძინავს,რომელიც გიყვარს.ასევე ბედნიერებაა,როდესაც დილას ახალგაღვიძებული პირველი მის სახეს ხედავ..მის სუნთქვას უსმენ..გამეღიმა,გუშინდელი მისი ნათქვამი გამახსენდა და ღიმილი უფრო გამიფართოვდა.ლოყაზე ნაზად ვაკოცე,წამოვდექი აბაზანაში შევედი,იქიდან კი უკვე მოწესრიგებული დავბრუნდი.ამასობაში დათასაც გაღვიძებოდა.გამიღიმა და სააბაზანაში შევიდა.ტანზე ჩავიცვი სამზარეულოში გავედი და ყავა გავაკეთე.დათა მალევე შემომიერთდა,ჩემსკენ წამოვიდა ჭიქა ნიჟარაში ჩადგა და ხელები წელზე მომხვია.ყეში ნაზად მაკოცა,შემდეგ ლოყაზე,ლოყიდან კი ტუჩებზე გადავიდა.მომნატრებოდა მისი ტკბილი,თბილი ტუჩები.ხელები მაშინვე კისერზე მოვხვიე და უფრო ავეკარი.ისეთი ნაზი და თბილი კოცნა გამოგვივიდა..როგორ მომნატრებოდა..კოცნას,რომ მოვრჩით ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია და თავი ჩემს კისერში ჩადო.როდესაც მისი სუნთქვა ყელზე ვიგრძენი,წამსვე დამაყარა ბუსუსებმა და ნაცნობი ჟრუანტელი ვიგრძენი.ყველაზე თბილი დილის დასაწყისი იყო ამ სამი თვის განმავლობაში.ჩვენდაუნებურად შეიცვალა ყველაფერი,თითქოს გავუუცხოვდით ერთმანეთს,მაგრამ არც ეს გაგრძელდა დიდხანს.დათა იყო ადამიანი,რომელიც მაბედნიერებს და ჩემს ცხოვრებას აზრს აძლევს.წარმოგიდგენიათ?ბიჭი,რომელიც მთელი არსებით მძულდა,ახლა მთელი არსებთ მიყვარს.არ მოგატყუებთ და არასდროს მჯეროდა სიყვარულის.დათას გამოჩენის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.
მას შემდეგ რაც გაიგო,რომ დღეს ვარჯიში არ ჰქონდა დაჩისთან წასვლა შემომთავაზა.მეც დავთანხმდი.დაჩისთან ყოველთვის ვერთობოდი.ვგიჟდებოდი მის ცოლზე..ყველაზე პოზიტიური ადამიანი იყო.ყოველთვის შემეძლო მქონოდა მისი იმედი,საშინლად კარგი მრჩეველი არის და ყოველთვის გეხმარება ადამიანს პრობლემის გადაჭრაში.ნატალიას დავურეკე და ვკითხე ხომ არ შემოგვიერთდებოდა.სიხარულით დაგვთანხმდა,მითხრა რომ ნახევარ საათში ჩვენთან იქნებოდა და მის გარეშე არსად არ წავსულიყავით.თეთრი სარაფანი ჩავიცვი,ესპადრელები და შავი ჩანთა გადმოვიღე გარდერობიდან.თმები გავიშალე და ძალიან ნაზი მაკიაჟი გავიკეთე.დათა როგორც ყოველთვის,ჯინსებში და სპორტულ მაიკაში იყო,რომ დამინახა მისგან კომპლიმენტიც მივიღე.ჩემსკენ გადმოიწია და ცხვირზე მაკოცა,შემდეგ კი გულზე მიმიკრა.
-როგორ მომნატრებიხარ.-ყურში ჩამჩურჩულა,შემდეგ კი ყურსუკან მაკოცა.
ისევ ეს ჟრუანტელი..არვიცი რა მოხდა ამ სამი თვის განმავლობაში.ფაქტია,რომ ერთმანეთი გვენატრებოდა და გვჭირდებოდა.გუშინ დათას,რომ არ დავლაპარაკებოდი,ზუსტად ვიცი ახლა მხოლოდ ის წავიდოდა დაჩისთან მე კი ისევ ჩემს საყვარელ ადგილას,აივანზე ვიჯდებოდი ყავით ხელში.ისევ ვიტირებდი გაუთავებლად..
-მიყვარხარ.
უეცრად მოწყდა ჩემს ბაგეებს.რამდენიხანია არ მითქვამს,რომ მიყვარს რამდენი ხანია..ველოდი,ველოდი..რომ ისიც იგივეს მეტყოდა მაგრამ მისგან პასუხად,მხოლოდ ღიმილი მივიღე.
-შენ?შენ არ გიყვარვარ?-საშინლად გავბრაზდი.ისევ ვერ შევიკავე თავი და ტონს ავუწიე.დავინახე ყელზე ძარღვები როგორ დაეჭიმა..
-მია არ დაიწყო თავიდან..ტონი აკონტროლე.-გამაბრთხილებლად მითხრა.
-რომ არ ვაკონტროლო რა?-გაუაზრებლად ვატლიკინებდი ენას.-მიპასუხე,შენ არ გიყვარვარ?
-დავიღალე.-ეს თქვა მარტო და ოთახიდან გავიდა,უფრო გავბრაზდი და უკან გავეკიდე.
-რას ნიშნავს დაიღალე?რომ გელაპარაკები ნუ გარბიხარ და ნუ მტოვებ მარტო ოთახში,ვერვიტან ასე,რომ იქცევი!მიპასუხე დათა!მიპასუხე!შენ არ გიყვარვარ?-ტონის დამორჩილებას კვლავ ვერ ვახერხებდი.
-მია ჩხუბი არ მინდა,ნუ ცდილობ ესეთი კარგი დღე ჩხუბით დაასრულო.-დაღლილი მიეყრდნო კედელს.-გთხოვ,არ მინდა შენთან ჩხუბი.
-მე არაფერს არ ვცდილობ.მიპასუხე,რომ გეკითხები რაღაცას და ნუ მაიგნორებ ვერვიტან,როდესაც ოთახიდან გადიხარ და ამბობ,რომ „დაიღალე.“ მეც დავიღალე,მაგრამ ასე არასდროს ვიქცევი.
-მიყვარხარ.-დაღლილვა ამოიფრუტუნა.-დაკმაყოფილდი?
-ასეთი მიყვარხარ შენთვის შეინახე.აღარსად არ ვაპირებ წამოსვლას,სახლში ვრჩები მე.შენ რაც გინდა ის ქენი.
მისაღები ოთახიდან გამოვედი და საძინებელში შევედი,ცოტაც და ალბათ ყურებიდან ბოლს გამოვუშვებდი.გუშინ ხომ მითხრა,რომ ვუყვარვარ?დღეს რა შეიცვალა?ვიცოდი,რომ ვედოებოდი..ვიცოდი და ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი ახლა.წავა დაჩისთან და მე აქ დამტოვებს მარტო.ყველაფრისგან დაღლილი ლოგინზე უღონოდ დავეშვი.20წუთის შემდეგ გავიგე,კარები როგორ შემოაღო ვიღაცამ.კარებისკენ გავიხედე იმის იმედით,რომ დათა იქნებოდა მაგრამ არა,ნატალია იყო.
წავიდა დაჩისთან წავიდა და მე ასე მიმაგდო.
ვეცოდები..ვეცოდები..
ჩემი ამღვრეული თვალების შემხედვარე,ნატალია ჩემსკენ წამოვიდა და თბილად მომეხვია.
-დათა სადაა?-ამოვისლუკუნე მე.
-სახლში არ არის მია.-და ის 1%ტიც გაქრა,რომლითაც ვფიქრობდი,რომ სამზარეულოში იჯდება და თავს იმშვიდებდა.
-არ ვუყვარვარ.-ამოვისლუკუნე კვლავ მე.-არ ვუყვარვარ გესმის?ვეცოდები და ჩემთან ამიტომაცაა.გუშინ ვილაპარაკეთ და მითხრა,რომ ჩემსგარდა არავინ არ არსებობს და მითხრა,რომ ვუყვარვარ..დღეს კი..დღეს..როდესაც ვუთხარი,რომ მიყვარდა უბრალოდ გამიღიმა გესმის?მერე ვიჩხუბეთ და ჩემგან დაღლილმა ისე მომიგდო სიტყვა მიყვარხარ ისე..-სლუკუნს ვერ ვწყვეტდი.
-რატომ აგიჟებ შენს თავს მია?
-არვაგიჯებ..არა..არა!დათა მაგიჟებს..გავაფრენ..ნამდვილად გავრეკავ.
-მია მორჩი ახლა.შენ იმ ამბავის მერე გააფრინე,გთხოვ უთხარი დათას.იქნებ რას გეუბნება..მია ასე არ შეიძლება უნდა იცოდეს!
-ნატალია გაჩუმდი.მეორეჯერ აღარ გაბედო იმის თქმა,რომ დათამ ყველაფერი უნდა იცოდეს.არ გაბედო გესმის?
-მია..-რაღაცის თქმას აპირებდა მე კი გავაწყვეტინე.
-არავითარი მია.ჩემი გადასაწყვეტია ვეტყვი თუ არა,ამიტომ ნუ გაიძაი სულ იმას,რომ უნდა ვუთხრა.
*
-მიყვარხარ-ღრიალებს დათა მე კი მეცინება.
-უფრო ხმამაღლა დათა-სიცილს არ ვწვეტ ისე ვეუბნები მე.
-მიყვარხარ!მიყვარხარ.-ხმას უმატებს დათა და მეხუტება.
-მე ყველას ვუყვარვარ.-ამაყი ვეუბნები და მეც ვხვევ ხელებს.
-ჩემზე მეტად არავის-ტუჩზე ისე სწრაფად მკოცნის ვერც ვასწრებ გააზრებას.
ბედნიერება იყო აბა რა იყო?
მე
ყიფიანი
და
თბილისი.
*
ისევ თავიდან ვიწყებ.ჩემს საყვარელ აივანზე ვზივარ,ყავით ვზივარ.ისევ თვალებ დასიებული.
დათას ველოდები.
მას შემდეგ რაც ნატალია სახლიდან გავაგდე,ტირილს ვუმატე.
მიყვარს.
მიყვარს.
მიყვარს.
მიყვარს.
მენატრება.
მენატრება.
მენატრება.
მენატრება.
არვუყვარვარ.
არვუყვარვარ.
არვუყვარვარ.
არვუყვარვარ.
არვენატრები.
არვენატრები.
არვენატრები.
არვენატრები.
ცრემლების ზღვა ისევ თავიდან აწყდება ჩემს თვალებს.მგონია გავაფრენ,მგონია კი არა დათას გარეშე მართლა,სერიოზულად გავაფრენ.მე არ ვიცი,ადამიანის ასე შეყვარება თუ შეიძლება,მაგრამ ჩვენ ხომ დათა ყიფიანზე ვსაუბრობთ.
სიძულვილიდან სიყვარულამდე,მართლაც ძალიან ცოტა ნაბიჯია.
ისე მიყვარს მგონია,რომ ერთ დღეს მართლა შემძულდება.
მაგრამ ზუსტად ვიცი,ყველაფერს ვაპატიებ.
პატიება არასდროს მიჭირდა,მაგრამ ყოველთვის მეშინოდა ღალატის..ზუსტად ვიცოდი,ადამიანს ღალატს,რომ ვერ ვაპატიებდი.
დათას შემთხვევაში არა,ვიცი ზუსტად ვიცი,რომ ვაპატიებ.ყველაფერს ვაპატიებ ოღონდ ჩემთან იყოს.
ვიცი,რომ უთავმოყვარეო ვარ..
უპრინციპო..
მაგრამ,ჩვენ ხომ სიყვარულზე ვსაუბრობთ არა?სიყვარულის დროს პრინციპები და თავმოყვარეობა ვისახსოვს?როცა გიყვარს არაფერი არ არსებობს.
სიყვარული ყველაზე მომაკვდინებელი სენია,რომლისგან თავის დახსნაც შეუძლებელია.
*
აივანზე ყოფნა,რომ მომბეზრდა სასტუმრო ოთახში გავედი.ისეთი დაღლილი ვიყავი და ისე მეძინებოდა,მაგრამ დაძინებას არვაპირებდი სანამ დათა სახლში არ მოვიდოდა.
არ მახსოვს,როგორ ჩამეძინა.ტუჩებზე ნაზი,ცხელი ტუჩები,რომ ვიგრძენი მხოლოდ მაშინ გავახილე თვალი.
რათქმაუნდა დათა იყო.მიღიმოდა,ეტყობოდა ნასვამი რო იყო.კიდევ დახარა და ნაზად მეამბორა ტუჩებზე.
-მელოდებოდი?-ისე მკითხა სახე არც ერთი სანტიმეტრით არ გაუწევია.თავი დავუქნიე.გამიღიმა.
-ადექი ჩამეხუტე.-წამოდგომაში მომეხმარა და ხელები ძლიერად მომვია კისერზე.ყელში სველი კოცნების დატოვება დაიწყო.უნედურად მიმეხუჭა თვალები.-პატარავ როგორ მომენატრე-ამჯერად ლოყაზე მაკოცა.
-აღარ მიბრაზდები?-თავი მოვაშორე და თვალებში ჩავხედე.თავ გააქნია მოიწია და ცხვირზე მაკოცა.
-ხო იცი დიდხანს ვერ გიბრაზდები პატარა-ისევ მიღიმის.შემდეგ კი ჩვენი ბაგეები კვლავ ერთდება.ვერც გავაცნობიერებ ისე აღმოვჩნდით ჩვენს ოთახში,ჩვენს ლოგინზე დაწოლილები.მაიკა სწრაფადვე მოშორდა ჩემს სხეულს.ტუჩებს,რომ მოწყდა მუცელზე დაიწყო კოცნა.სიამოვნებისგან კვნესას ვერ ვიკავებდი.ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა,როდესაც საყვარელი ადამიანი გეხება.აი ისევ..ვერ ვიკავებ კვნესას,როდესაც მკერდზე მკბენს.ხვდება,რომ მტკივა და შემდეგ ენით ამუშავებს,რომ ტკივილი გამიქრეს.ასევე მალევე შორდება ჩემს სხეულს ჯინსის შარვალი.ღმერტო..რამდენი ხანია,ეს შეგრძნება არ განმიცდია.რამდენი ხანია ფიზიკური კონტაქტი არ დაგვიმყარებია ერთმანეთთან.წელს ზემოთ ტანის თითოეული დეტალი დამიკოცნა.ზუსტადაც მაშინ კი პიკი იყო საშოზე,რომ მეამბორა.
-დ-დ-აა-თა-წამსვე ამოვიკვნესე.სუნთქვა ორივეს გახშირებული გვონდა.
-პატარავ მოდუნდი,ეს ხო არაერთხელ გაგვიკეთებია.ხო იცი არ გატკენ,გასიამოვნებ.-თავი დავუქნიე,თვითონ კი ისევ საშოზე მაკოცა.
ეს იყო ყველაზე სასიამოვნო სექსი,რაც კი ოდესმე გვქონია.
ვნების..
მონატრების..
სიყვარულის..
ღმერთო ეს ენით აღუწერელი სიამოვნება იყო!
დასრულება არ მინდოდა.მინდოდა სულ ჩემში ყოფილიყო.
ეს ყველაფერი გარედან,ისეთი ბინძური ჩანს..მაგრამ ისეთი სასიამოვნოა.ყველამ უნდა გამოცადოს.
ახლაც როდესაც სულ შიშველი,ზემოდან ვაწევარ ესეც ისეთი სიამოვნებაა.
-მომიყვები?
-რას?-ავფორიაქდი,მივხვდი საუბარი საითაც მიყავდა.
-რა გჭირდა ეს პერიოდი.ხომ იცი გაგიგებ მია,ისიც ხო იცი რო მიყვარხარ.-თავზე მაკოცა და თმებზე თამაში გააგრძელა.მისგან გადასვლა ვცადე მაგრამ გამაჩერა.
-დათა არ მინდა ამაზე ლაპარაკი.არაფერი არ მჭირდა.-არაფრის თქმა მინდოდა.მერე რა,რომ არ ვქცეოდი სწორად.ამის თქმა ყველაფერს გააფუჭებდა და დაანგრევდა.
-არ მაჩხუბო გთხოვ.-შემევედრა,მაგრამ თქმას მაინც არ ვაპირებდი.თავი გავაქნიე იმის ნიშნად,რომ არაფერს ვეტყოდი.-მია ხომ გთხოვე..მაშინ,როგორ ამისნი იმ ფაქტებს რაც შენ ამ პერიოდის განმავობაში გჭირდა?როგორ?რატომ ტიროდი ყოველ ღამე გამთენიამდე,რატომ არ მაძლევდი შენთან მოკარების უფლებას და რატომ გახდი ასეთი ეჭვიანი?
-მე სულ ესეთი ვიყავი.-უკმაყოფილოდ ვთქვი.
-რა ჯანდაბა გემართებოდა მითხარი!მეგონა გააფრენდი მია,მეგონა აქ არ იყავი გესმის?მეგონა ჩემი ცოლი გაქრებოდა.-ღრიალებდა უკვე დათა.მე კი უფრო და უფრო ვეკვროდი.ჩემს მოცილებას ცდილობდა მაგრამ,საშვალებას არ ვაძლევდი.
-მიყვარხარ-მხოლოდ ეს ვთქვი და ყელში ვაკოცე.
-დამპირდი,რომ ის რაც აქამდე ხდებოდა აღარ გაგრძელდება.-სახე გამისწორა ყიფიანმა.
-ვერ დაგპირდები..-ისევ ეს ცრემლები.
-აი იტირო მია,ტირილი არ გაბედო.-სწრაფად მომწმინდა ცრემლი.-რატომ?
-...-
-მიპასუხე მია! რ-ა-ტ-ო-მ?
-იმი..ტომ..რრომ..მ..ე-ხელები სახეზე ავიფარე და ტირილი ისე გავაგრძელე.-დდაა..თ..ა მე.. აა..რ შე..მიძლია..ბავშვების..
ვეღარ დავამთავრე და მთელი ხმით ავტირდი.მაინც ვუთხარი.დავინახე სახეზე ფერი როგორ დაკარგა.გაოგნებული მიყურებდა,სრულიად შოკურ მდგომარეობაში იყო.
ერთი 10წუთი ისე გავიდა გაუნძრევლად იჯდა საწოლზე,შემდეგ ჩემსკენ მოიწია და გულში ჩამიკრა.უფრო ავტირდი.იმას მიმეორებდა,რომ სულელი ვიყავი და ამაზე არ ნდა მენერვიულა,მაგრამ როგორ?როგორ მომეხერხებინა ეს?ვიცოდი,როგორ უნდოდა ბავშვები.ბიჭი უნდოდა პირველი და სახელიც კი შერჩეული ჰქონდა.ვიცოდი საუკეთესო მამა იქნებოდა..ამაში 100 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული.
მაგრამ ეხლა?
სხვასთან წავა.მასთან ვინც შვილებს გაუჩენს,მე კი დავრჩები მარტო..სწორედ ამის მეშინოდა.პარანოიამ შემიბყრო და სულ იმას ვატრიალებდი თავში,რომ დამტოვებდა.ამაში კი საბოლოოდ დავრწმუნდი დაჩისთან ლაპარაკისას,რომშევუსწარი.არიცოდა რაექნა,როგორ მოქცეულიყო.ეშინოდა,რომ ცოტაც და გავგიჟდებოდი.ისიც თქვა,რომ შვილები ძალიან უნდოდა,მაგრამ არ გამოვიდა..ჩემზე უფრო ღელავდა ვიდრე ამ ამბავზე..თავიდან ისე მესიამოვნა მისი ნალაპარაკები,მაგრამ იქ უკვე გადავირია,რო თქვა მგონია ვეღარ გავუძლებ მის ასეთ ტანჯვას და წავალო.
მე გადმომაბრალა!თურმე ჩემი ტანჯის გამო შეიძლება წასულიყო,არადა არვუყვარდი..თანაც უნაოფო ვიყავი.
იმ ღამით ჩემს ცხოვრებაშ ყველაზე რთული გადაწყვეტილება მივიღე.დათას უნდა გავყროდი.ვიცოდი,ეს ყველაზე რთუი იქნებოდა,მაგრამ ყველაზე მეტად ცხოვრებაში მისი ბედნიერება მინდოდა.ასეც მოვიქეცი.მთელი ღამე არ მეძინა,ტექსტს ვალაგებდი,როგორ უნდა მეთქვა,რომ მასთან განქორწინება მინდოდა.ბოლოს დავალაგე და აი გათენდა კიდეც.სამზარეულოში ვიჯექი დათა წელსზემოთ შიშველი,რომ შემოვიდა.გამიღიმა და ხელით მანიშნა მასთან მივსულიყავი.თავი გავაქნიე უარის ნიშნად,სახე აელეწა მაგრამ მაქსიმალურად ეცადა არ შეემჩნია.
-რაღაცის თქმა მინდა.-დავიწყე და თავი შევიკავე ტირილი,რომ არ ამეტეხა.
-მინდა ექიმთან მივიდეთ.-არც მაცალა ისე მაჯახა ეს.-მინდა ვიმკურნალოთ,თანაც ორივემ!ბოლოს ყველაფერი იქნება ხოიცი.ამიტომ ჩაიცვი,ექიმთან მივდივართ.
-რ-რა?-მა ამიკანკალდა მე.
-ხო მია,ექიმთან მივდივართ.იმედი ყოველთვის არსებობს ხო იცი არა!
-იმედი ბოლოს კვდება დათა..
-ამჯერად არა.ამჯერად არ მოკვდება.
მხოლოდ ეს მჭირდებოდა და ჩემი დალაგებული ტექსტი აღარც მახსოვდა.მისკენ გავექანე და მოვეხვიე.ახლა ყველაზე ბედნიერი ვიყავი.
საუკეთესო იყო ყიფიანი..
საუკეთესო.
*
მახსოვს 24 მაისი იყო.დაჩისთან ვიყავით სალში.
-ცოლად გამომყევი!-იყვირა ყიფიანმა,მე კი მოულოდნლობისგან შევხტი.
-ოპააააააა!-ისმოდა ბავშვების ყვირილი მე კი გაშეშებული ვიდექი.
-გაყევი ლორთქიფანიძე გაყევი!-არჩერდებოდნენ ბავშვები.
-ცოლად გამომყვები?-ისევ იმეორებს დათა.
-გამოგყვები გამოგყვები!-ვიცინი მე და მისკენ ვიხრები.

*
24მაისი იყო.ჩვენი ქორწილების წლის თავი.მე უკვე გაბერილი მუცლით ვიყავი.დათა ჭკუაზე არ იყო ისე უხაროდა.საღამოს 7საათზე გამაქანეს სამშობიაროში,სწორედ მაშინ მოევლინა ის ადამიანი დედამიწაზე,რომელსაც ყველაზე მეტად ველოდით.
სანდრო ყიფიანი.
დათა ყიფიანი.
მე
და
24 მაისი.


***
კომენტარებს ველოდები.ეს ბოლო მოთრობაა ჩემგან სექტემბრამდე.საქართველოდან მივდივარ ამ დღეებში და სექტემბერში დაგიბრუნდებით.
მიყვარხართ და თქვენს კომენტარებს ველოდები.
(პ.ს ვერა-ვაკე აღარ გაგრძელდება!)
გკოცნით ტაისია.



№1  offline წევრი მესაიდუმლე

Nervebi meshleboda am gogos uazro saqcielebze ... magram saboloo jamshi imedi ar mokvda ^^

 


№2  offline წევრი Marryam

ისტორია უნაკლო იყო...მაგრამ ვაღიარებ..არ მომეწონა როგორც მოიხსენიე ფეხბურთი და მგონია რომ რეალურადაც ასე ფიქრობ შენ..ეს არ მომეწონა ..როდესაც არ გიყვარს რათქმაუნდა ვერ მიხვდები რა ადრენალინი მოაქვს როდესაც შენი საყვარელი გუნდი იგებს თუმცა ძალიან მინდა ეცადო მაინც..
ვიმეორებ, ისტორია უნაკლო იყო ❤

 


№3  offline წევრი anukiana008

ძალიან მაგარი ისტორია იყო❤
ამ ისტორიაში, ფეხურთის დახასიათება, არ მომეწონა !!

 


№4  offline წევრი kaxelii

უმაგრესი იყოო ძალიან მომეწონა. ვინაიდა შენი ისტორია პირველად წავიკითხე და მომეწონა იმედია სხვებიც ამაზე კარგი თუ არა ამნაირები იქნება. აუცილებლად დაველოდები მომდევნო ისტორიას და მანამდე ძველებს ვნახავ ^_~

 


№5  offline წევრი Anastasia Mdivani

მესაიდუმლე
Nervebi meshleboda am gogos uazro saqcielebze ... magram saboloo jamshi imedi ar mokvda ^^

ძალიან მიხარია თუ მოგეწონა <3

Marryam
ისტორია უნაკლო იყო...მაგრამ ვაღიარებ..არ მომეწონა როგორც მოიხსენიე ფეხბურთი და მგონია რომ რეალურადაც ასე ფიქრობ შენ..ეს არ მომეწონა ..როდესაც არ გიყვარს რათქმაუნდა ვერ მიხვდები რა ადრენალინი მოაქვს როდესაც შენი საყვარელი გუნდი იგებს თუმცა ძალიან მინდა ეცადო მაინც..
ვიმეორებ, ისტორია უნაკლო იყო ❤

ვაიმე!!ძალიან გამიხარდა ისტორიას "უნაკლო",რომ უწოდე,მაგრამ უნაკლო ნამდვილად არ იყო.რაც შეეხება ფეხბურთს მარიამ,ნამდვილად არ არის ჩემი საყვარელი სპორტი,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ნამდვილად ასე ვფიქრობ.
მიხარია მოთხრობა ასე ძალიან,რომ მოგეწონა. love

anukiana008
ძალიან მაგარი ისტორია იყო❤
ამ ისტორიაში, ფეხურთის დახასიათება, არ მომეწონა !!

მადლობა ანუკი.
დახასიათებაშ რას გულისხმობ?
ცუდათ ნამდვილად არ დამიხასიათებია,უბრალოდ პერსონაჟი მია,ეჭვიანობდა ფეხბურთზე.
მიხარია თუ მოგეწონა. love

kaxelii
უმაგრესი იყოო ძალიან მომეწონა. ვინაიდა შენი ისტორია პირველად წავიკითხე და მომეწონა იმედია სხვებიც ამაზე კარგი თუ არა ამნაირები იქნება. აუცილებლად დაველოდები მომდევნო ისტორიას და მანამდე ძველებს ვნახავ ^_~

ძალიან მიხარია თუ მოგეწონა.ვერ დაგპირდები,რომ საუკეთესო იქნება შემდეგი,მაგრამ ყველანაირად შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ. love

 


№6  offline წევრი OnlyGirl

აი სიტყვები არ მყოფნის იმხელა ემოცია გამოიწვია ჩემში ამ მოთხრობამ <3 ძალიან მაგრად წერ <3 წარმატებები! <3

 


№7  offline წევრი Anastasia Mdivani

OnlyGirl
აი სიტყვები არ მყოფნის იმხელა ემოცია გამოიწვია ჩემში ამ მოთხრობამ <3 ძალიან მაგრად წერ <3 წარმატებები! <3

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 


№8  offline წევრი Anastasia Mdivani

ახალი მოთხრობის პირველი თავი დაიდო.ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ ნახოთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent