შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევანჯელისტა.(სრულად)


15-07-2016, 18:25
ნანახია 2 033

ფართოდ გაშლილი ხედის ყურებით ტკბები. უყურებ ზეცას. ნეტავ რამდენი ადამიანი მიყურებს ახლა ზემოდან. რატომ არ შემიძლია მათი დანახვა?!
მათ ხომ შეუძლიათ ჩვენი თვალთვალი, დაკვირვება. ვუყურებ მთებს. ვფიქრობ..ნეტავ რამდენ მოგონებებს იტევენ ისინი.
რამდენ ადამიანს გაუვლია ამ ლამაზ ადგილას. რამდენი სიტყვა თქმულა, რამდენი გაღიმება, რამდენი ცრემლი..
ვუყურებ გზატკეცილს. წარმოიდგინეთ, რამდენ მანქანას გაუვლია მასზე. რამდენი რამ მომხდარა..
ვუყურებ მიწას, რომელზეც მწვანე ბალახს ამოუყვია თავი. ვერც დავთვლით იმდენ ხორცს იტევს მიწა. იმ ხორცს, რომელშიც უწინ თითოეული ჩვენთაგანის წინაპრების სული ბინადრობდა.
შეხედეთ ხეებს.როგორ შრიალებენ მისი ფოთლები. თითქოს რაღაცას გვეუბნებიან,თუმცა ჩვენ არ გვესმის მათი..
ჩვენ არ ვიცით მათი ენა. არც ცხოველების ენა. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ! არსებები,რომლებიც სრულიად განსხვავდებით დანარჩენებისგან. ჩვენ ვგრძნობთ, ისინიც გრძნობენ. ჩვენ გვიყვარს, მათაც უყვართ. ჩვენ ყველაზე დაუნდობელი ადამიანები ვართ, ისინი კი-არა. სწორედ ამაშია განსხვავება.
ადამიანი ყველაზე საშიში ცხოველია მთელს დედამიწაზე. ყველაზე დაუნდობელი.
უფრთხილდით არა შხამიან გველს, არამედ შხამიან ადამიანს!

1978 წელი იყო..ჩემს ეზოში ერთი გოგო ცხოვრობდა. უცნაური სახელი ერქვა. ევანჯელისტა. ისეთი ლამაზი იყო,არავის დატოვებდა მისი გარეგნობა გულგრილს.
გრძელი მუქი ქერა,ოქროსფერი, ტალღოვანი თმა და ღია თაფლისფერი თვალები ჰქონდა. პატარა კურნოსა ცხვირი, და საშუალო ზომის ბწორეულივით წითელი ტუჩები.
ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული, მომღიმარი სახე.
მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა. ერთადერთი ახლობელი ხანში შესული ბებია ჰყავდა. რომელიც საკუთარ თავს ძლივს უვლიდა.
ჩემს წინ ცხოვრობდა ევა. ვხედავდი ხოლმე დილით, როგორ გამოანათებდა გაბრწყინებული თვალებით. ჩაიდანს შემოდგამდა ხოლმე გაზქურაზე და ბებიასთან ერთად გემრიელად შეექცეოდა საუზმეს.
ღარიბი ხალხი იყო. ან როგორ უნდა ყოფილიყვნენ მდიდრები. რასაც ბებიის პენსია სწვდებოდა, იმით საზრდოობდნენ თვიდან თვემდე.
ბებიაც თითქმის ყოველ კვირა ხდებოდა ავად. საწყალი გოგონა სასწრაფოს გამოძახების ნაცვლად, მთელი ღამე იდგა და უხმოდ უვლიდა.
სკოლაშიც დადიოდა. ყველაფერს ასწრებდა, თან მუდამ ღიმილიანი სახე ჰქონდა. მიკვირდა, თექვსმეტი წლის გოგოს, როგორ შეეძლო ასეთი სტრესის ატანა.
თითქმის ყოველ დღე გავდიოდი მოსანახულებლად. მეზობლები ყოველ თვე ვაგროვებდით ფულს და ხან პროდუქტებს ვყიდულობდით,ხან წამლებს.
როგორი მადლიერი იყო ჩვენი, თქვენ არც კი იცით.
არასდროს ამომივა თვალებიდან, როგორი სახე ჰქონდა როდესაც მეთოთხმეტე დაბადების დღეზე მობილური ტელეფონი ვაჩუქეთ.
განსაკუთრებით მე და რუსიკო ვიყავით ამ საქმეში ჩაბმული. თითქმის შვილივით გვიყვარდა ევა და ვცდილობდით მის დახმარებას.
ქალბატონი ლია სამოცდაცხრამეტი წლისა იქნებოდა,დაახლოებით. საწყალი,გაჭაღარავებული ქალი, ძლივ-ძლივობით დადიოდა. სამუშაო დღეებში ექვს საათზე ფეხზე იყო ხოლმე, შვილიშვილის სკოლაში გასაცილებლად.
ცდილობდა ყველგან მასთან ერთად წასულიყო. ხან კლასელის დაბადების დღეზე, ხანაც სკოლის ზეიმზე. თუმცა მისი ჯანმრთელობა ამის საშუალებას არ აძლევდა.
ბევრჯერ მინახავს მომტირალი, როგორ სწერდა პირჯვარს სახლიდან გამავალს.
დაფიქრებულხართ? რამდენად რთულია ასეთი ადამიანის ცხოვრება. როდესაც შვილს კარგავ, სიცოცხლის ხალისიც წამში გეკარგება.
გინდა მაშინვე ხელი მოკიდო საკუთარ შვილს,მჭიდროდ ჩაჰკიდო. და მასთან ერთად, ბედნიერად წახვიდე ამ ქვეყნიდან.
თუმცა რაღაც გაკავებს. გაკავებს პასუხისმგებლობა! რომ იმ ერთადერთისთვის, ვინც ამ საშინელმა ცხოვრებამ დაგიტოვა, უნდა იცოცხლო.
იმ ღამეს ისე ციოდა, სამმა ფინჯანმა ჩაიმ და ნაქსოვმა, სქელმა ჯემპრმა, ადიელაში გახვეულს, ძლივს გამათბო.
ფანჯრიდან ვიყურებოდი და თან ბავშვობის ფოტოებს ვათვალიერებდი. ერთ ფოტოში მე და დედა ვიყავით, მეორეში დეიდაჩემი ბიძაჩემი და დედაჩემი რაღაცაზე იღიმოდნენ.
გამეღიმა. ერთდროულად ჩამეღვარა გულში სითბო.
გამახსენდა ძველი დრო.. როდესაც ყველა ერთად ვიყავით,ბედნიერები.
ოცდასამი ნოემბერი იყო. საშინლად ციოდა. ისეთი ქარი იყო, პატრონი ძაღლს არ გააგდებდა გარეთ.
თეთრი მერსედესი აუჩქარებლად მიდიოდა გზატკეცილზე. სოფლიდან მოვდიოდით ყველა ერთად.
უეცრად წვიმამ დასცხო. წვიმას სეტყვა, ჭექა-ქუხილი და ელვა მოჰყვა. მაშინ ოთხი წლისა თუ ვიქნებოდი. საჭესთან დათო იჯდა, ბიძაჩემი. მანანა(დედაჩემი) გვერდით. მე, თიკა(დეიდაჩემი) და თიკას ქალიშვილი უკანა სავარძელზე ვიჯექით.
ჩემი დეიდაშვილი ნუცა, თხუთმეტი წლის იყო,თუ სწორად მახსოვს.
თავი თიკას კალთაში მედო და მშვიდად მეძინა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მიყვარდა წვიმა და ჭექა-ქუხილი. განსაკუთრებით მგზავრობის დროს. თბილად და მშვიდად მგზავრობა..
არ ვიცი რა მოხდა. ან რა უნდა მომხდარიყო. ერთადერთი რაც მახსოვს, მკვეთრმა შუქმა მომჭრა თვალი. მერე მანქანის მუხრუჭების ხმა. საშინელი სუნი..
საბოლოოდ სასწრაფო დახმარების სირენის ხმა და როცა გავიღვიძე, წამლის საშინელმა სუნმა გონება კვლავ დამიბინდა.
მერე, ოთხი ცხედარი. ცრემლები. ნათესავების უაზრო ლაქლაქი. წივილი,კივილი და ბლა,ბლა,ბლა.
თვრამეტის რომ გავხდი, მამაჩემის სახლიდან წამოვედი და დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება.
და მე მაშინ პირველად მეტკინა. მეწყინა. მე ბედნიერი ვიყავი, მიხაროდა. ვტიროდი, ვიცინოდი..
ვისწავლე ცხოვრება და გავხდი ადამიანი, რომელსაც ადრე მხოლოდ ფილმებში თუ მოვკრავდი თვალს.
ვგრძნობდი რომ ყოველთვის ყველასგან განსხვავებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა. ხანდახან მინდოდა თბილ ოჯახში, დღესასწაულის ბედნიერად აღნიშვნა.
თუმცა ვიცოდი, რომ ეს არასდროს მოხდებოდა და სიმართე გითხრათ, ჩემთვის,მარტო მერჩივნა ჯდომა და კენკრის არომატის ჩაის დაგემოვნება.
ერთი მეგობარი მყავდა, ანა. რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა რთულ სიტუაციაში და მეც ყოველთვის გვერდით ვედექი.
ოცდახუთის რომ ვიყავი, პირველად შემიყვარდა. შეყვარებას ვერ დავარქმევთ,ეს სულ სხვა გრძნობა იყო.. სიყვარულზე უფრო წმინდა.
მაგრამ, ცხოვრებამ იცით რა მასწავლა?! რომ ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც გვინდა რომ იყოს.
მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე ვცხოვრობდი ისე, რომ წარსულს ვებღაუჭებოდი, და მომავლის დანახვა არ მსურდა. ალბათ ადამიანები ასე ძლიერ იმიტომ ებღაუჭებიან წარსულს , რომ ისინი უცვლელნი არიან, მაშინ როცა მათ გარშემო ყველაფერი დანარჩენი ცვლილებას განიცდის.
ჰო, ასეთი ადამიანი ვიყავი მე. ვცხოვრობდი არა აწმყოთი, არამედ წარსულით. ვხედავდი იმას, რისი დანახვაც მინდოდა.
იცით ის გოგონა რატომ მიყვარდა?! ევანჯელისტა..ევა.. იმიტომ რომ იგი სრულიად გასხვავდებოდა ჩემგან.
სულ იღიმოდა, სულ ბედნიერი იყო. არ გაურბოდა არცერთ პრობლემას. მე მშურდა ევასი,კეთილი შურით.
გიკვირთ არა?! ჰო გასაკვირია. ყველას მდიდარი ხალხის სურს. მე კი ბედნიერი ადამიანის მშურდა..
არადა, ეს თურმე გარედან იყო. სინამდვილეში ის არ ყოფილა ბედნიერი.. სწორედ ამაში იყო საქმე!
პირველი ივლისი იყო. ძალიან ცხელოდა. სახლში გვიან დავბრუნდი სამსახურიდან. ფანჯარა გამოვაღე და ფარდები ბოლომდე გადავწიე.
ქუჩის ბოლოდან ხმაური ისმოდა. ვერ ვარჩევდი რა ხმა იყო. თუმცა რამდენიმე ხმის გარჩევა მოვახერხე. სავარაუდოდ რამდენიმე კაცის ხმა იყო. ყურადღება არ მიმიქცევია.
რამდენიმე წუთში გოგონას კივილის ხმა გავიგე. სწრაფად ჩავიცვი ფეხზე და გარეთ გავვარდი. დაღმართს ფეხით დავუყევი და ჩაბნელებულ ჩიხში შევუხვიე.
სწრაფად მივდიოდი და ხმა უფრო ძლიერდებოდა. ამჯერად ვიღაცის კვნესის, ოხვრის და კივილის ხმა იყო.
როცა იმ ადგილს მივუახლოვდი,გაოცებისგან მხოლოდ სინანულის ოხვრა აღმომხდა.
ხელის კანკალით მივედი ძირს დაგდებულ გოგოსთან. ძლივს გავაცნობიერე, რომ მიწაზე ოქროსფერ თმიანი, პატარა,კურნოსა ცხვირით და ბედნიერი ღიმილით მოსიარულე გოგონას, თმა მთლად გაშავებოდა ტალახისგან. დასისხლიანებული, მომაკვდავი სახით, პირი ოდნავ გაეღო. აშკარა იყო,რომ ძლივს სუნთქვდა.
სანამ გავაცნობიერე, რომ ის გოგონა ევა იყო, რამდენიმე წამი გაქვავებული ვიდექი ერთ ადგილას. შემდეგ გავაანალიზე რაც მოხდა, სწრაფად მივვარდი ევას და პირველი რაც გავაკეთე, გულში ჩავიკარი.
პულსი გავუსინჯე. ჯერ კიდევ სუნთქავდა. ბროწეულივით წითელი ტუჩები ტკივილისგან იასამანს დამსგავსებოდა. ვარდისფრად შეფაკლული ღაწვები დასიებოდა, დალურჯებოდა.
ცრემლები გაუჩერებლად სდიოდა დატანჯულ სახეზე. ცივი გონებით ვიმოქმედე-თქო, ვერ ვიტყვი.
სწრაფად მოვძებნე ტელეფონი ჯიბეში, თუმცა როცა გამახსენდა, რომ სახლში დამრჩენოდა. ყვირილით წამოვვარდი ფეხზე და მთელი ქუჩა სირბილით მოვიარე.
სანამ სახლში მივიდოდი ტელეფონის წამოსაღებად, იმედი მქონდა ვინმე გამოვიდოდა დასახმარებლად, თუმცა ამაოდ.
პირველად ასე მწარედ მაშინ მივხვდი, რომ ადამიანებს ერთმანეთი ფეხებზე ჰკიდიათ! ადამიანები,რომლებიც ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებიან, სულ არ ადარდებთ მოკვდები თუ არა. დაიტანჯები თუ არა. მთავარია ბედნიერი არ იყო, თორემ ხალხი ყველაფერს შეგარგებს. ბედნიერების და სილამაზის გარდა!
როგორც კი სასწრაფოს სირენების ხმა გავიგე, გული ოდნავ დამიმშვიდდა. ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის სხეულში გულის ფეთქვას.
ახლაც თვალწინ მიდგას მისი სახე, გაფითრებული,განადგურებული. როცა ელეონორას სახე წარმოვიდგინე, გული ჩამეწვა.
ვეღარ გადაიტანდა შვილიშვილის სიკვდილს.
ერთი კვირის მერე, როცა ევა გამოჯანმრთელდა. ჩემთან გადმოვიყვანე საცხოვრებლად. ელეონორაც დამთანხმდა, მითხრა ასე უფრო კარგად იქნებაო და თან დამლოცა, კარგი საქმის კეთებისთვის.
თუმცა საქმე ასე მარტივად არ ყოფილა.
იმ ბედნიერი გოგონასგან, რაც იყო, მხოლოდ მოგონებებიღა იყო დარჩენილი. ასეთი ევა, არასდროს მენახა.
მთელი დღე ოთახში გამოკეტილი იჯდა. არავის ელაპარაკებოდა. არც მე, არც ანის და არც საკუთარ ბებიას.
მეშინოდა, რომ ცხოვრებამ თავისი შვილი, რომელიც მუდამ იცინოდა, მხიარულობდა და გაბრწყინებული თვალებით სხვასაც კარგ ხასიათზე აყეებდა, ასე დასაჯა.
ფეხქვეშ გათელა!
რა უნდოდათ იმ დაუნდობელ ადამიანებს?! რატომ გაუკეთეს ეს ამ პატარა გოგონას?! ის ხომ არაფერს აშავებდა. არავის არაფერს ერჩოდა.
რატომ არიან ადამიანები ასეთი დაუნდობლები? სად არის სამართალი?! ღმერთო გესმის ჩემი? სად ხარ?!
ოცი დღის მერე, ევა ხელიდან გამოგვეცალა.
თითქოს მთელი ქუჩა ნისლმა მოიცვა. აღარც მზიანი ამინდი იყო, აღარც ვინმეს სიცილს გაიგონებდით სადმე.
ყოველ კვირა ჩვენს ქუჩაზე უამრავი დანაშაული და ავარია ხდებოდა.
მე, ჩემთვის ვიჯექი აივანზე. ვერ წარმომედგინა რომ ასეთი ლამაზი,სათუთი და კარგი არსება ღმერთმა თავისთან წაიყვანა. მეზობლები ერიდებოდნენ მისი სახელის ხსენებას. ან რა უნდა ეთქვათ?!
ეხ,ადამიანებო! რამდენ ცოდვაში გვაქვს ფეხი ჩადგმული, და ვინ იცის კიდევ რამდენში ჩავდგამთ.
ვუყურებდი ევას სახლს, სახლს, სადაც ჯერ კიდევ ენთო შუქი. მეღიმებოდა. რადგან ვგრძნობდი რომ ის ჩვენთან იყო. ჩემთან, და მისი ღიმილიანი სახის დანახვა ჩემს გონებაში, ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებდა.
-მარიამ,მორჩი წერას! გამოდი ვჭამოთ,არ გშია?
ანამ კარები ფრთხილად შემოაღო.
-მოვდივარ!-ვუთხარი და კალამი მაგიდაზე დავდე.
-კიდევ დაგესიზმრა რამე?!-ჩანგალი ფრთხილად დადო და ჭიქიდან ყლუპი წყალი მოსვა.
-ორ დღეში,აქ ოქროსფერ თმიანი ლამაზი გოგონა და მოხუცი ბებია გადმოვლენ საცხოვრებლად!-ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე.
ორი დღის შემდეგ:
-კარები გააღე რა, ანი.-ლოგინიდან ახალი წამომდგარი ვიყავი, თბილი ხალათი შემოვიცვი და მისაღებში გავედი. ანი გაფითრებული იჯდა დივანზე და თავი ხელებში ჩაერგო.
-რა მოხდა?-გაკვირვებულმა ვკითხე მე და სამზარეულოდან ცივი წყალი მოვუტანე.
-კარებზე ქერა თმიანი გოგონა იყო. ძალიან ლამაზი და საყვარელი. ისე მიღიმოდა, გულში სითბო ჩამეღვარა. ბებია მყავს ცუდად და იქნებ რამე წამალი მომცეთო!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი.



№1  offline წევრი მთვარეულა ❤

სიტყვები არ მყოფნის love

ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი იყო. ყველანაირად შესანიშნავი. ისეთი ისტორია იყო გამათბო.
მაგრამ ბოლოს ვერ გავიგე, ცოტა უცნაური დასასრული ჰქონდა. სიზმარში ნახა მომავალი?

შესანიშნავად წერ.
უნიჭიერესი ხარ love

 


№2  offline წევრი ევანჯელისტა.

მთვარეულა ❤
სიტყვები არ მყოფნის love

ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი იყო. ყველანაირად შესანიშნავი. ისეთი ისტორია იყო გამათბო.
მაგრამ ბოლოს ვერ გავიგე, ცოტა უცნაური დასასრული ჰქონდა. სიზმარში ნახა მომავალი?

შესანიშნავად წერ.
უნიჭიერესი ხარ love


მთვარეულა! ძალიან დიდი მადლობა ასეთი დადებითი კომენტარისთვის. love კი, სიზმარში ნახა მომავალი. რასაც ნახავდა, აუცილებლად სრულდებოდა. ასეთი ნიჭი ჰქონდა მარიამს.

 


№3  offline წევრი მთვარეულა ❤

ევანჯელისტა.
მთვარეულა ❤
სიტყვები არ მყოფნის love

ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი იყო. ყველანაირად შესანიშნავი. ისეთი ისტორია იყო გამათბო.
მაგრამ ბოლოს ვერ გავიგე, ცოტა უცნაური დასასრული ჰქონდა. სიზმარში ნახა მომავალი?

შესანიშნავად წერ.
უნიჭიერესი ხარ love


მთვარეულა! ძალიან დიდი მადლობა ასეთი დადებითი კომენტარისთვის. love კი, სიზმარში ნახა მომავალი. რასაც ნახავდა, აუცილებლად სრულდებოდა. ასეთი ნიჭი ჰქონდა მარიამს.


ვოვ, რა მაგარია.
მადლობა შენ რომ ასეთი კარგი ისტორია დაწერე. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent