შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგიტაცებდი, როგორც პატარას! (4)


16-07-2016, 21:09
ავტორი სალი-სალი
ნანახია 2 342

გამოცდებიი, ამის გაგონებაზე მუხლები მიკანკალებდათქო ვერ ვიტყოდი მაგრამ არც არხეინად ვყოფილვარ თუმცა უნდა ვაღიარო ყველაფერმა კარგად ჩაიარა ჩვენს კლასში მხოლოდ 2 ბავშვი ჩაიჭრა პარალელში კი 4. ბანკეტისთვის კაბა უკვე შერჩეული მქონდა, მხოლოდ მაკიაჟი მაკლდა. შავი გრძელი ტანზე მომდგარი დიდი ჭრილით და ღრმა დეკოლტით უკანაც არ იყო მთლად დაფარული მაგრამ რაც მთავარია სამარცხვინო ადგილებს მიფარავდა. ჩემს ძმას თავიდან არ მოწონდა ბარემ საცვლებით წადიო თუმცა დედაჩემმა აზრი შეაცვლევინა. რაც შეეეხება დედაჩემის და გაბოს ურთიერთობას ერთმანეთს უგებენ უფრო მეტი დედაშვილივით არიან.
-მარიტ მე შენს ბანკეტზე ვერანაირად ვერ ვიქნები და დემემ რო წაგიყვანოს ხო არ გეწყინება?.დამწუხრებული საუბრობდა გაბო.
-რაა? რატო?.გაოცებულმა ვჭყიტე თვალები.
-საქმეები გამომიჩნდა ქალაქ გარეთ მივდივარ.
-კაი არაუშავს წამიყვანოს დემეტრემ.მკაცრად ვთქვი.
-მის სახელს ასეთი ინტონაციით ნუ ამბობ კარგი ბიჭია უბრალოდ უხეშია.
-როგორიც უნდა ისეთი იყოს კაცო.
-ეგ არაფერი შეეჩვევი.
-ეგ შემეჩვიოს თუკაია.
-ეგეც შეგეჩვევა შენ მაგაზე არ იდარდო.
-გოგო ახალი კატალოგი ვნახე.ჟურნალით ხელდამშვენებული მაშო შემოვარდა სახლში.
-მე გადავწყვიტე უკვე ვარცხნილობა.სასაცილოდ გავეკრიჭე.
-რაა? როგორ იკეთებ?.
-დიდ კოსას გავიკეთებ უფრო მაღალ ყელს გამომიჩენს და ჭრილებს არ დაფარავს.
-ჰმ უყურე ერთი ამას გემოვნებამ კარზე მოგიკაკუნა.
-შენ რას აპირებ?.
-რავი ვიზავ რამეს.
-კოსა არ გაიკეთო.ჩემმა ძმამ კლანჭები გამოაჩინა.
-რატომ?.
-შენ არ თქვი ჭრილებს არ დამიფარავსო? ხოდა მინდა რომ ჭრილები დაფაროს.
-აოიეე კომუნისტკააა ჩემი შეყვარებული არ მიშლის ეგეთ კაბებს და შენ რა სიკვდილის ბუზი დაგაჯდა?.ხმა აუწია მაშომ.
-ჰმ ამას რა ატლიკინებს ნეტა გამაგებინა.
-კაი რა გაბო ბანკეტია ბოლობოლო თან დემეტრეც იქ იქნება რაიყო.
-ვინიქნებაოო?.თვალები გაუფართოვდა მაშოს.
-დემეტრე.
-მაგას იქ რა ჯანდაბა უნდა?.
-ამის მაგივრად მომყვება.
-მარტო რო წამოხვიდე ვერა? რა საჭიროდა დემეტრე პეტრე და პავლე.
-საჭიროა ქალბატონო და ენა დააყენე.კბილებს შორის გამოსცრა გაბოს.
-უიმეე არშემჭამო თუძმახარ.

ბანკეტის დღეც დადგა. დილას ადრე ავდექი და მაშოსთანან ერთად სალონში წავედი. კორპუსთან ილია დაგვხვდა მე გაგიყვანთო და მაშოც სიხარულით ჩაუხტა მანქანაში. 2 საათში მზად ვიყავით და მომზადება სახლში განვაგრძეთ. საბოლოოდ რომ გამოვეწყეთ ბიჭებს დაველოდეთ და მანამდე ბევრი ფოტოც გადავიღეთ. კარზე ზარის ხმა გაისმა რომ გავაღე ილია შემრჩა. დემეტრე უკვე აგვიანებდა მე კი ცოფებს ვყრიდი ამიტომ დაბლა ჩავედით და ის ის იყო რომ ილიას და მაშოს უნდა გავყოლოდი დიდი ბრაბუსით შემოანათა ეზოში. თვალები შუბლზე ამივიდა გაოცებისგან აი ყველაზე მაგარი ეფექტი მაშინ ქონდა როცა მანქანიდან გადმოვიდა. შარვალ კოსტუმში გამოწყობილი ისეთი სიმპატიური იყო სულ ერთიანად ავწითლდი. ჩემსკენ ნელი ნაბიჯებით წამოვიდა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-წავედით!.სახე უეცრად დაასერიოზულა და წინ გამიძღვა. „ან ლამაზი ხარო ან გიხდება ვარცხნილობაოო რომელიმე მაინც გეთქვა შე დალოცვილო“ გულში გავიელვე და მანქანასთან მივედი.ველოდებოდი როდის გამიღებდა ჯენტმელურად კარებს თუმცა შენც არ მომიკვდე თავის ადგილას მოთავსდა და შემომძახა.-ჩაჯექი თორე დაგტოვებ.ნერვებმოშლილმა გადავწვიტე იქვე მიმეტოვებინა თუმცა რომ გავიხედე ილია უკვე წასული იყო ამიტომ მეტი გზა რომ არ მქონდა ჩავჯექი და ღვედი გადავიკარი.
-ხეპრე.ჩუმად ჩავიჩურჩულე.
-მითხარი რამე?.თავი ჩემსკენ მოატრიალა და ირონიულად გადმომხედა.
-წავიდეთ მეთქი.ხმაგამტყდარს აღმომხვრა. სკოლასთან 10 წუთში მივედით მეც მივხვდი რომ ამჯერადაც არ აპირებდა კარის გაღებას და ჩემით გადმოვხტი. ფერად კაბებში გამოწყობილ გოგონებს გადავხედე და ყველა მოვიკითხე. შავებში მარტო მე ვიყავი გამოწყობილი და ეს მომწონდა. ყოველთვის მიყვარდა განსხვავებულობა და არც ახლა დამირღვევია ჩემი ტრადიცია. ფოტოების გადაღებამ იმაზე დიდხანს გასტანა ვიდრე ველოდი შემდეგ კი სამებაში წავედით, ბოლოს კი რათქმაუნდა რესტორანი. თბილისის ზღვის კლუბისკენ ავიღეთ გეზი და გზაში გონკაობაც კი დაიწყეს. წინა ფლანგებს ილია და დემეტრე იკავებდნენ მე კი როგორც სიჩქარის მოყვარული შეძახილებით ვამხნევებდი ჩემს უკან მყოფ კლასელებს, ლუქიდან ამძვრალი ბოლო ხმაზე ვხარხარებდი და ფოტოგრაფს ხელებს ვუქნევდი. არამარტო მე ყველა გოგო გადმომხტარი იყო ზოგი ფანჯრიდან ზოგის ავტომობილს კი საერთოდ არ ჰქონდა სახურავი ამიტომ არ წვალობდნენ. რესტორანში მისული პირდაპირ საპირფარეშოში გავვარი თმა ხომ არ დამეშალათქო და კიდევკარგი ნორმაში მქონდა. სუფრაზე ჩემს „საყვარელ“ მეწყვილესთან ერთად მომიწია დაჯდომა თუმცა ვცდილობდი გაბრაზება არ შემტყობოდა. დაუღალავად ვცეკვავდით და მთელ რესტორანს თავზე ვიმხობდით. ასევე იდეალურად შევასრულეთ მე და დემეტრემ წყვილში ლეზგინკა, არც ტანგო გამოგვიტოვებია და კინაღამ სალსაც მივაყოლეთ თუმცა მერეღა გამახსენდა მისი ჯელტმენობის ამბავი და სხვას ვეცეკვე. ღამის 4 საათი ხდებოდა მე კი შეზარხოშებული ძლივს დავფარფატებდი. ერთი საათის წინ გაგებულმა ამბავმა უფრო ამრია და ნაბიჯებს ძლივს ვდგავდი. თურმე ჩემს კლასელ ნიკას ვუყვარვარ, ეს რომ მითხრა თავიდან არ დავიჯერე მერე კი 100 ფურცლიანი რვეულები ვნახე სადაც ჩემზე წერდა. თვალები შუბლზე ამივიდა. ნიკა იმის მერე სულ თავს დამტრიალებდა ამოსუნთქვის საშვალებას არ მაძლევდა ხან წელზე მხვევდა ხელებს ხან კი ლოყებს მიკოცნიდა მე კი რაც ძალა და ღონე მქონდა ვიშორებდი. ჩქარი ნაბიჯებით დავიძარი საპირფარეშოსკენ და წყალი სახეზე შევისხი. თავი რომ ავწიე სარკეში დემეტრე მოვლადე. პიჯაკი გახდილი ქონდა ხოლო საროჩკის 3 ღილი შეეხსნა. ამღვრეული თვალებით მათვალიერებდა და ჯიბეებში ხელჩაწყობილი ირონიულად იღიმოდა.
-ცნობისთვის ეს გოგონების საპირფარეშოა.არანაკლებ ირონიულად ვუთხარი და სარკეში მის ანარეკლს მოვავლე თვალი.
-ვიცი.თვალი არ მოუშორებია ისევ იმ პოზაში მდგარი მესაუბრებოდა.
-ხოდა გადი აქედან. ახლა მისკენ მივბრუნდი და თითი კარისკენ გავიშვირე.
-მე არ მინდა გასვლა.
-მთვრალი ხარ?.
-არა სულ 2 ჭიქა დავლიე არ დაგავიწყდეს სახლში მე უნდა წაგიყვანო.
-სკლეროზი არ დამმართვნია ჯერ.
-ვიცი.ხელი სახეზე მომისვა და საჩვენებელი თითი ყელთან ბრთხილად ჩააცურა.-რა ნაზი კანი გაქვს.ნეტარებისგან აღმხვრა და უფრო ახლოს მოიწია.
-რაგინდა?.თავბრუსხვევამ იმატა.
-უბრალოდ გაჩუმდი.წელზე ხელები შემომხვია და ნიჟარაზე შემომსვა, მე კი ფეხები წელზე შემოვაჭდე, მისი სურნელი ვიგრძენი-ღვინო, ოდეკოლონი და ოფლის სურნელი ეს კი იმდენად ტკბილი მეჩვენა თავი უკან გადავწიე იმ იმედით რომ რამეს მივეყრდნობოდი. ვიგრძენი როგორ შეახო მისი გავარვარებული ბაგეები ჩემს კისერს და ნელნელა ჩაასრიალა მკერდისკენ. ვნებამორეულს დაბალი ნოტა აღმომხვრა. თავი რომელიღაც ფილმში მეგონა სადაც ასეთი სიტუაცია ხდება. ჩემი ქვეცნობიერი ქვემოდან მეძახდა რომ ხელი მეკრა თუმცა არა! უფროსწორედ ვერა!. დებილივით უმოსამართოდ ვასრიალბდი მის სხეულზე ხელებს და სულაც ვერ ვაანალიზებდი იმას რომ ნებისმიერი ჩემი კლასელი შეიძლებოდა იმ დროს შემოსულიყო, ან უარესი რომელიმე მასწავლებელი.
-მომშორდი.ხელი მსუბუქად ვკარი და იმწამსვე ჩამოვხტი ნიჟარიდან როცა სიმსუბუქე ვიგრძენი, კარისკენ წავედი და გაღება დავაპირე თუმცა ჩაკეტილი დამხვდა, საკეტს ვეწვალებოდი როცა უკნიდან მომადგა მისკენ შემატრიალა და კარებზე ამაკრო, ხელით ფეხი ზემოთ ამაწევინა და მის წელამდე შემომახვევინა თვითონ კი გარუჯულ ბარძაყზე ასრიალებდა თითებს. მოღეღილ მკერდზე დამარსო თვალები და გემრიელად ამათვალიერა. იმ მომენტში ყველა ემოციამ ერთად მოიყარა თავი მაგრამ გაბრაზებამ უფრო და უფრო იმატა ამიტომ სახეში გავარტყი.-გესმის მაინც რას აკეთებ?.სიმწრისგან ამოვიოხრე და ფეხი ჩამოვწიე.
-მგონი მიყვარდები.თვალის გუგები ნელნელა გაუფართოვდა როცა ჩემს ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი დაინახა.
-თავი გამანებე.ისევ საკეტს მივუტრიალდი და გავაღე.
-რაგატირებს?.კარი ისევ მიხურა და ხელები ჩემს ირგვლივ შემოაჭდო.
-უბრალოდ გამიშვი.კარებს სახით ავეკარი და შეშინებულმა ამოვიკნავლე.
-არმინდა რომ გაგიშვა.ყურთან ტუჩები მომიტანა და ჩუმად ჩამჩურჩულა.მის მოახლოებაზე კანკალი ამიტყდა შიშისგან კინაღამ ჩავიკეცე ოღონდ არ ვიცი რისი მეშინოდა მისი თუ ჩემი თავის.
-მეშინია.უაზროდ დავაბრეხვე და გულში ჩემი თავი დავწყევლე.
-გეშინია? რისი?.მისკენ შემატრიალა და თავი მაღლა ამაწევინა.
-გთხოვ გამიშვი.მუდარით ვუთხარი და შემდეგი ცრემლი მოვიწმინდე.
-არმინდოდა შენი შეშინება.ხელები იმწუთასვე ჩამოუშვა და უკან დაიხია, მეც არაფერი მითქვამს სირბილით გავარდი გარეთ და სადღაც კუთხეში მივიმალე იქიდან მაშოს გავძახე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. იმ რესტორანში გაჩერება რომ აღარ შემეძლო ეს უკვე ნათელი იყო, ჩემს მაგიდასთან დავბრუნდი ტელეფონი და ჩანთა ავიღე შემდეგ კი გარეთ გავედი უკან დემეტრე გამომყვა.
-მოიცადე.ხელი მომკიდა და მისკენ შემატრიალა.
-რაგინდა?.
-სად მიდიხარ?.
-სახლში.
-მე წაგიყვან.
-არაჩემითაც მშვენივრად წავალ.
-გითხარი მე წაგიყვანთქო ჩაჯექი ახლავე მენქანაში.მკლავში ხელი ჩამავლო და ძალით მიმათრია მანქანამდე კარი გააღო და ღვედი გადამიჭირა. თვითონ მოუარა და თავის ადგილას დაჯდა. ტრასა თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ აქა იქ თუ შეინიშნებოდა რამოდენიმე ტაქსი და სატვირთო. წესების დარღვევით გაუყვა გზატკეცილს და სახლამდე მიმიყვანა.კარის გაღება ვცადე თუმცა ჩაკეტილი იყო.
-იქნებ გააღო.ამაყად გადავხედე.
-მომისმინე.
-არაფერის გაგონება არ მინდა.ყურებზე ხელი ავიფარე.
-მარიტა მომისმინეთქო ბავშვივით ნუ იქცევი.ხელები ჩამომაწევინა და დამიჭირა.-ეს ყველაფერი რაც იქ მოხვდა.
-არა მოიცადე შემეშვი და თავი გამანებე ეს რაღაც არ მომხვდარა და ვსო.გადაჭრით ვთქვი კარები გავაღებინე და მანქანიდან გადავხტი.სახლში სირბილით შვვარდი.-დედუ მოვედი.ხმამაღლა გავძახე და მის ოთახში შევიხედე. რომ არავინ დამხვდა სასტუმრო ოთახში გავედი და ხმამაღლა დავიყვირე.-დედა? რა დაგემართა?.სისხლის გუბეში გაწილილი რომ დავინახე სირბილით მივვარდი და მისი თავი კალთაში დავდე.-დედა თვალები გაახილე! გეხვეწები ხმა ამოიღე! გთხოვ რამე მითხარი!.ხმამაღლა შევკივლე და ტირილი დავიწყე.მუცლის არეში მიყენებულ ჭრილობას რომ დავხედე კინაღამ ცუდად გავხდი, გვერდით მიგდებულ ჟაკეტს დავწვდი და ჭრილობაზე დავდე სისხლდენა რომ შემწყდარიყო მაგრამ უშედეგოდ. იმწამსვე ავიღე ჩანთა და ტელეფონი ამოვიღე. ბოლომდე იყო დამჯდარი ამიტომ ვეღარ ჩავრთე და ისევ დედაჩემს მივუტრიალდი.პანიკებში ჩავარდი არვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა მხოლოდ ის მინდოდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო და მეტი არაფერი.-ვინმემ დამეხარეთ ხალხო!.თელი ძალით შევკივლე და თავი თავზე დავადე.ჩემს ხმაზე მაშოს დედა გამოვარდა უკან კი მამამისი მოჰყვა.
-ღმერთოჩემო ეს რა ამბავია!.გაოცებისგან თავზე ხელი შემოირტყა.-მახო სასწრაფოს დაურეკე ახლავე!.თავის ქმას გასძახა და ჩემსკენ მოვიდა. ამ ამბის გამო მთელი სამეზობლო შეიყარა, ყველას აინტერესებდა რა ხდებოდა ზოგმა უკვე დამნაშავეც იპოვა ზოგმა კი ყველაფერში დედაჩემი დაადანაშაულა.სასწრაფო დახმარების მუშაკებმაც არ დააყოვნეს საკაცეზე დაწვენილი სატვირთო ლიფტით წაიყვანეს მეკი ფეხშიშევა დავუყევი კიბეებს და ჩავასწარი კიდეც.მინდოდა დედაჩემთან ახლოს მივსულიყავი თუმცა უშედეგოდ არც სასწრაფოს მანქანაში მიშვებდნენ რომ მასთან ერთად ვყოფილიყავი ამას კი ჭკუიდან გადავყავდი.-დედაჩემის გვერდით უნდა ვიყო მასთან მიმიშვით გეხვეწებით დედაჩემთან მიმიშვით.ბოლო ხმაზე გავკიოდი და ვცდილობდი მივახლოვებოდი თუმცა ბოლოს ვიღაცამ ხელი დამავლო და მანქანაში ძალით შემტენა, დემეტრე იყო.მანქანა უხმოდ დაძრა და სასწრაფოს კვალდაკვალ გაყვა.საავადმყოფოში მისულები უცბად გადავხტი და ისევ ექიმებს ავედევნე ვცდილობდი დედაჩემისთვის ხელი შემეხო რათა ეგრძნო რომ მის გვერდით ვიყავი. ხელი იმწუთასვე უკუაგდეს და კარები ცხვირწინ მომიხურეს. გულმა რომ ვეღარ გაუძლო ამდენს მუხლებზე დავვარდი და უფრო ავტირდი.-გთხოვთ დედაჩემი გადაარჩინეთ გთხოვთ, თუგინდათ ჩემი სიცოცხლე წაიღეთ ოღონდ ჩემი დედიკო აცოცხლეთ.
-მარიტა დაწყნარდი გთხოვ დედაშენი ძლიერი ქალია კარგად იქნება.წინ ჩაიმუხლა და ხელები მომხვია.
-დედდაჩემს რომ რამე მოუვიდეს მოვკვდები! თავს არ ვიცოცხლებ.
-მარიტა შემომხედე სისულელეებს ნუ ლაპარაკობ კარგად იქნება.ხელში ამიტაცა და ექთანს რაღაც ანიშნა.ჩქარი ნაბიჯებით შვიდა ცარიელი პალატისკენ და საწოლზე მომათავსა. რომ გავაანალიზე რაც ხდებოდა წამოვჯექი და დავიყვირე.
-დედაჩემთან უნდა ვიყო.ჩამოსვლა დავაპირე თუმცა ხელებზე დავიხედე და დავიკივლე.სისხლით მოსვრილი თითები იმდენად შემზარავი იყო კინაღამ გონება დავკარგე.
-დაწყნარდით დედათქვენი კარგად იქნება თქვენ უნდა დაისვენოთ.თეთრებში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონა მოვიდა და ნევსი გამიკეთა.აქეთ დემეტრე იდგა და მაკავებდა რომ არსად გავქცეულიყავი.
-პირველმა მე უნდა დამინახოს როცა გაიღვიძებს! პირველმა მე უნდა გავიგო მისი ამბავი.თავბრუსხვევამ იმატა ამიტომ ნელნელა თავი ბალიშზე დავდე.-ასე ნუ მიკეთებთ დედაჩემის გვერდით უნდა ვიყო.ბოლო რაც დავინახე დემეტრე იყო აცრემლიანებული თვალებით მიყურებდა და თან მაკავებდა.


ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს.. იმედია მოგეწონებათ ეს ემოციური თავი.. კომენტარებს ნუ დაიშურებთ და მომიტევეთ შცდომები მიყვარხართ ძალიანნნ..



№1 სტუმარი mk

gaagrdzele dzalian kargi iyo ❤️❤️

 


№2  offline მოდერი desktop

სათაური აქვს ისეთი სულელური რაღა წაკითხვა მოგინდება.. :/
--------------------
© umanita' mi stai sul cazzo...

 


№3  offline წევრი isterichka123

კაია გაგრდზელე კაია ნუ აგვიანებ

 


№4 სტუმარი Tako

Exla wavikitxe yvela tavi da dzalian momewona gaagrdzele aucileblaad♥

 


№5 სტუმარი takk

dzalian magaria, dzalian momewona da dzalian gtxov gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent