შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომყვები ცოლად! (თავი 8)


17-07-2016, 00:01
ავტორი llella
ნანახია 3 761

ხვიჩას ნაამბობი:

ყველაფერი იმაზე ცუდად გამოვიდა ვიდრე ველოდი, ვიცოდი, რომ რატისა და სოფოს შეხვედრა ფურორს არ გამოიწვევდა და ა.შ. მაგრამ ჩემი ძმაკაცისგან ასეთ თავშეუკავებელ სიტყვებს არ ველოდი.
რომ ვთქვა სოფო არ იყო მართალი თქო, არასწორი ვიქნები, ყველაზე რეალური ვარიანტი შეარჩია, უბრალოდ ადგა და წავიდა.
მე და კატო უკვე აივანზე ვიჯექით, ის ეზოს გაჰყურებდა, მე კიდევ მას ვუყურებდი. ისევ ვივსებოდი მისით, ისევ ვაძლევდი უფლებას ბოლომდე გაბატონებულიყო ჩემზე და მოვეწყვიტე რეალობას.
-იმედია დაილაპარაკებენ მაინც-კატოს ხმამ მომიყვანა აზრზე.
-შერიგდებიან.
-სოფო ვერ გაუგებს მას.
-მაგრამ ხომ უყვარს.
-ეგ სხვა რამეა.
-მთავარია რომ უყვარს-გავიმეორე და მის სახეს დავაკვირდი, თითქოსდა მწუხარება ამოვიკითხე.
-რატისაც?-უცებ გამომხედა.
-ჰო! რომ არ უყვარდეს ასე იქნება?
-ეტყობა ნათია ეხმარება ტკივილის გადატანაში-ეს „ტკივილი“ მთელი ირონიით თქვა.
-შენ საიდან იცი ნათიაზე?
-სოფომაც იცის.
-კი მაგრამ...-დავიბენი, მართლა მაგრად დავიბენი.
-სოფო ვერ გაუგებს... ანდა, სიყვარული აიძულებს რომ გაიგოს, მაგრამ არ გაიაზროს.
-რას გულისხმობ?
-აპატიებს, მხოლოდ იმიტომ, რომ უყვარს და რატის გარეშე არ შეუძლია და არა იმიტომ, რომ ის ამას მართლა დაივიწყებს და ასე არხეინად გააგრძელებს ყველაფერს.
-მთავარია რომ ერთად იქნებიან, ყველაფერი მოგვარებადია.
-ჰო...-გაეღიმა.
-არ მეთანხმები?
-წარმოიდგინე, გიყვარს ადამიანი, არა... უფრო მეტიც, ამ ადამიანით ცხოვრობ, ცოცხლობ, სუნთქავ და საერთოდ ესაა ის ადამიანი ვის გამოც გინდა, რომ დედამიწაზე დააბიჯენდე, ტოვებდე შენს კვალს... და უცებ იგებ, რომ ის სხვისია, ხორციელად... და ამ დროს სულიერადაც... იცი რა გემართება?-თვალებში ჩამხედა და მსუბუქად გამიღიმა.
-იკარგები...-დავიჩურჩულე და თითქოს გულში რაღაცამ გამკრა.
-უფრო მეტიც... შენი თავი გძულს, იმის მაგივრად, რომ ის შეიძულო, მას დააბრალო ყველაფერი, გალანძღო და დაამცირო, შენს თავზე განახორციელებ იერიშს...! და იცი რატომ?-ისევ მისი კითხვა.
-იმიტომ, რომ ის გიყვარს სიცოცხლეზე მეტად..!
-ზუსტად, მას ვერ გაიმეტებ და საკუთარ თავს კიდევ...
-შენ?-უცებ ვკითხე.
-რა მე?
-შენ აპატიებდი?
-მხოლოდ იმიტომ, რომ მეყვარებოდა!
-ჰო...
რაც კი ემოცია მქონდა ყველა ამ რამოდენიმე წუთმა შეისრუტა და გააქრო, ისე დავმძიმდი, რომ მეტი არ შეიძლებოდა, მეც ვერ გამეაზრებინა ასეთი რა მოხდა, რაზე დავილაპარაკეთ ან ასეთ რა თემას შევეხეთ, რომ სულიერად გამოვიფიტე.
ისევ ღრმად ჩავისუნთქე და ჩუმად მყოფ კატოს გავხედე.
-სიყვარული გვაძლიერებს...!-უცებ დაიჩურჩულა, უფროსწორად მკაცრად გამოაცხადა.
-ჰო, მაგრამ მანამდე გვკლავს.
-წესია ეგეთი-გამიღიმა.
-მისმინე-უცებ თავში ერთმა აზრა გამიელვა-არვიცი ახლა ამ მომენტში და საერთოდ ახლა თუ ღირს ამის თქმა და ამ შემოთავაზების წამოწევა.
-რა ხდება?
-რესტორანში მინდა დაგპატიჟო.
-მე?-გაკვირვებულმა საჩვენებელი თითი მიიდო გულმკერდზე.
-ჰო, მე და შენ.
-როდის?
-ხვალ, 3 საათზე-სწრაფად ვუპასუხე.
„რა ხვალ 3 საათზე შე დებილო ჰა?! გოგოს გული გინდა მოიგო და ჯერ ისიც არ იცი სად მიგყავს ისე ეპატიჟები, დეგენერატი ხარ ანთაძე! დ ე გ ე ნ ე რ ა ტ ი!“ შემაქო საკუთარმა თავმა.
-არ არის ცუდი წინადადება-მაცდურად გამიღიმა.
-ანუ..?
-ანუ შენს წინადადებას ვღებულობ.
-მიხარია რომ დამთანხმდი-სწრაფად მივიწიე მისკენ და ლოყაზე ვაკოცე.
-წავედი მე, მივალ სოფოსთან, დამშვიდდებოდა ცოტას-დაბნეულმა მომაყარა და წასვლა დააპირა.
-ჰო მიდი და შეთანხმება არ დაგავიწყდეს.
-არ დამავიწყდება, ხვალ 3 საათზე მზად ვიქნები.
-კეთილი.
მეც ფეხზე წამოვდექი და ზემოდან დავაჩერდი თითქოსდა დაბნეულ სხეულს.
-ნახვამდის.
მომაძახა გარეთ გასულმა და დავითას სახლისაკენ წავიდა.
არა რა, გადაგრია ამ გოგომ ადამიანო!


კატოს ნაამბობი:


ჯმუხ მეზობელთან საუბრის მერე პირდაპირ სოფოსთან წავედი, ცოტახანი ვაცადე დამშვიდებულიყო და რატის დალაპარაკებოდა, სწრაფად შევედი სახლში, ლალი დეიდა თბილად მოვიკითხე, პირდაპირ მეორე სართულზე ავედი და ფრთხილად დავაკაკუნე კარებზე.
-შემოდით.
-როგორ ხარ?-ვკითხე ჩუმად.
-უკეთესად.
-რა ქენით? ილაპარაკეთ?
-ჰო, ვილაპარაკეთ...
-მერე?
-მერე ის, რომ... ის რომ საშინლად დავიღალე კატო...-ამოისლუკუნა და ცრემლებით სავსე თვალებით ამომხედა საბნის ქვემოდან-იცი როგორ დავიღალე?! მეტი რომ არ შეიძლება, დავიღალე იმით, რომ სულ ჩემში ვამართლებ რატის, სულ მის მხარს ვიკავებ, სულ ვცდილობ ვუპოვო გასასამართლებელი საბუთი და ამით მივცე მას ჩემში ისევ სიცოცხლის უფლება!
-კი მაგრამ...
-მაინც მიყვარს! არ შემიძლია გადავიყვარო, უბრალოდ არ შემიძლია და მორჩა.
-მიყვარხარ დაო!
მთელი გრძნობით ვუთხარი და გადავეხვიე.
-იცი... მაპატიეო მითხრა...-ჩუმად დაიწყო-არ მინდა უშენოდ არაფერიო, ჩემს თავს ვერ ვიტან, როცა ვიაზრებ შენ რა მდგომარეობაში იყავი როცა ეს გაიგეო-ხმა ისევ გაებზარა-იცი, მიყვარხარო მითხრა...
თავი მაღლა წამოსწია და გამიღიმა, გამიღიმა მთელი გრძნობითა და არსებით.
-შენ? შენ რა უპასუხე.
-მიყვარხარ მეთქი ვუთხარი...
-რა კარგია სოფო-სიხარულით წამოვიყვირე.
-იცი რა მიპასუხა?-თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე-ეს ვუთხარი თუ არა, მოვიდა შუბლზე მაკოცა და...-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ისე გააგრძელა-მაინც ვერ მპატიობო! მე კიდევ საკუთარ თავს ორმაგად ვერ ვპატიობ ვერთქმულ სიტყვებს და იმ სიჩუმესო-მაინც გაიღიმა-ვერ ვპატიობ, მაგრამ შენი თავი სხვისთვის არ მემეტებაო, იცი?! კატო, მითხრა მირჩევნია ჩემთან იყო, ჩემთან ვინც ასე გატკინა, ვიდრე სხვასთანო.
-მისიც მესმის... უყვარხარ სოფო...
-უმისოდ ვერ გავძლებ! მჭირდება გესმის?! წინ რომ მედგა და ვერ შევეხე, ვერ ჩავეხუტე კინაღამ მოვკვდი, თან მისი თვალები... ისე მიყურებდნენ ცოტაც და გავიგუდებოდი.
-აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება!
-ჰო... -უკვე დაწყნარებულმა მიპასუხა და შევატყვე, რომ ნელ-ნელა მშვიდდებოდა.
-ხვიჩამ რესტორანში დამპატიჟა-სიჩუმე დავარღვიე და ღიმილით გავხედე დაქალს.
-რა მაგარია!
-არვიცი ალბათ.
-რა არიცი, რა ალბათ, მაგარია გოგო აბა რაარი, რესტორანი, მხოლოდ თქვენ ორნი ოვალურ მაგიდავთან და რომანტიკა, უუფ აი მესმის საქმის წინ წაწევა.
-ძაან ოცნებებში ხომ არ გადაეშვი მეთქი, ჰა?-გავიცინე და საწოლზე გაშხლართულ და მეოცნებე დაქალს ზემოდან დავაჩერდი.
-მოდი მომიწექი გვერდით და ერთად გადავეშათ ოცნებებში-გაიცინა დ ლოგინზე რასაც ქვია დამაგდო.
-ვაიმე დედა-წამოვიყვირე შეშინებულმა.
-მართლა ვაიმე დედა-ფეხზე წამოვარდა და იქეთ-აქეთ დაიწყო სიარული.
-რა ხდება?-თავი წამოვწიე დ გაკვირვებულმა ვკითხე.
-რაღა რა ხდება ეკატერინე, რა უნდა ჩაიცვა ხვალ?-ცალი წარბი მაღლა აზიდა, დოინჯი შემოირტყა და მამისმკვლელი სახით გამომხედა.
-არვიცი-გულწასულმა დავიჩურჩულე და საწოლზე წამოვჯექი.
-ვაიმე ღმერთო, ყველაფერი მე როგორ უნდა გამახსენდეს?
-რა უნდა ვქნა?
-გამოვყრი ახლა გარდერობს და იქნება გვეშველოს რამე-გაიცინა და კარადას მიადგა.
-ვაიმე დედიკო დედა-მეც გავიცინე და ტანსაცმლის გამოყრაში დავეხმარე.
ბოლოს როგორც იქნა ვიპოვეთ საჭირო და შესაფერისი კაბა, რომელიც იმედი მქონდა ხვალ ხვიჩას თავს მოაწონებდა.
სახლში მისულმა კი პირდაპირ ოთახში ავედი და საწოლზე დავემხე, ისე ვიყავი დაღლილი, თითქოსდა ქვები მეზიდოს, მინდოდა ცოტახნით თვალები დამეხუჭა და უბრალოდ გავმქრალიყავი, უბრალოდ შემეცნო ცოტა ხნით საკუთარი თავი, მაგრამ ესეც არ დამცალდა სტუმრად მოსულმა ფიქრება, მე კი როგორც წესი ისინი თბილად შემოვიპატიჟე.
საკუთარ თავს დავუთმე ცოტახანი და ვესაუბრე კიდეც, არ ვიცი რადენი ხანი, მაგრამ შეშლის პირას მისულმა რეალობას რომ ჩავებღაუჭე ეს ვიცი, თვალები გავახილე, ერთი ამოვიოხრე და ოთახიდან გამოვედი.
სახლი მივალაგე, მერე მამუკას დაჟინებული თხოვნით ავეკარით დივანს და ვუყურეთ ფილმს, უკვე პირველი ხდებოდა დასაძინებლად რომ წავედით.
დილით თვალები გავახილე თუ არა მივხვდი, რომ ეს დღე რაღაც სასწაულებრივი იქნებოდა, გუშინდელი შეთანხმება გამახსენდა და მთელი გულით კმაყოფილს გამეღიმა, საწოლზე ღიმილით წამოვჯექი და ფანჯარას დავაკვირდი, უაზროდ დავიწყე ფიქრი უსულო შუშაზე, რომლიდანაც ყველაფერი ჩანდა, ყველაფრის დანახვა შეიძლებოდა, იმ მანძილით რასაც კი თვალი სწვდებოდა და წამით მომინდა, რომ ხვიჩაც ამ გამჭვირვალე შუშას დამსგავსებოდა, აი ასე, უაზროდ მომინდა.
ჩემს სულელურ ფიქრებზე გამეცინა და როგორც იქნა ვინამუსე და ოთაიდან გავედი.

ხვიჩას ნაამბობი:

კატო სახლში წავიდა თუ არა, იმწამსვე დათოს დავურეკე რომ გადმოსულიყო, მანაც ზუსტად 2 წუთში შემოაღო სახლის კარი. დათოს შემოსვლა და რატის გამოჩენაც ერთი იყო, დიდხანს მოგვიწია ხვეწნა, რომ ხმა ამოეღო ამხელა ვირს და ეთქვა რა მოხდა, ხომ წარმოგიდგენიათ დავითა რა დღეში იყო, მისი საყვარელი ბიძაშვილი ასეთ საშინელ მდგომარეობაში იყო, განადგურებული ტიროდა, ის კიდევ ვერაფერს ვერ აკეთებდა მის დასახმარებლად, მასთან ახლოსაც კი ვერ მიდიოდა, ეს კიდევ მას უარესად ტკენდა.
როგორც იქნა რატიმ ამოიღო ხმა, მაგრამ მაინც ისეთი ზუსტი პასუხი ვერ გაგვცა როგორიც ჩვენ გვინდოდა, ამაზე დავითა სულ გადაირია და ბოლოს როგორც იქნა რატიმ თქვა ვსო შევრიგდით, პროსტა ხო ხვდებით რა მომენტიც აქვსო, ამაზე კიდე მე გადავირიე, მერე თუ შერიგდით და ის გოგო იქ ტირის შენ აქ რა გინდა თქო და ასეა ახლა საჭირო ვსო მოგვარდა ყველაფერი დაწყნარდითო, დავითამ ერთი წამოარტყა მხარზე და მერე მაგრად გადაეხვია სიძეს ძახილით, მათ მერე მეც შევემატე.
ბევრი ვილაპარაკეთ, როგორც იქნა რატის მოეხსნა რამოდენიმე საათის წინანდელი დაძაბულობა და ახლა ჩვენთან ერთად იცინოდა და მხიარულობდა.
-შენ რას შვრები?-უცებ მკითხა დავითამ.
-რას გულისხმობ?
-ვის ხვიჩა-გაეცინა და ყურებამდე გაღიმებულ რატის გახედა.
-ანუ კატოს ბიჭო რა ბატივით დაიბენი რაიყო.
-გგონია ვიცი?-ხელი თავზე ნერვიულად გადავისვი და ვცადე ცოტა მაინც გამღიმებოდა, მაგრამ ეს არეულობა არ მაძლევდა ამის საშუალებას.
-აბა რა იცი?-მკითხა დავითამ.
-ის რომ მიყვარს! და კიდევ ის რომ ხვალ რესტორანში მიმყავს.
-ვახ ვახ ბიჭო, რა მაგარია-წამოიყვირა რატიმ.
-შენ რომ გიყვარს ეგეც საკმარისია-გამიცინა დავლაძემ.
-მე მიყვარს, მას კიარა.
-მთავარია, რომ შენ გიყვარს და სხვას უცებ ეშველება, ნუ ახლა უცებ 1-2 საათში ვერა, მაგრამ 1-2 კვირაში ბაზარი არაა-გაიცინა რატიმ-მომკალი და მაინც მგონია რომ მაგ გოგოს რაღაც გრძნობები აქ.
-მეშინია ბიჭო...
იატაკს ვუყურებდი, ისე უემოციოდ, რომ ვერც კი ვხვდებოდი რა ფერის იყო.
-რას ქვია გეშინია?-დაბნეულობა შევატყვე რატის.
-მეშინია კატოსთან ახლოს ყოფნის, სხვაა გესმით? ის არაა მათსავით, ვისაც ჩვენ ვიცნობთ, ვისაც ვესაუბრებით და უბრალოდ ვისაც ყოველდღე ქუჩაში ვხვდებით, აი ვაფშე სხვაა, იმ დონეზე სუფთა და წმინდაა, რომ მგონია ჩემი სიახლოვით მას დავუშავებ, რომ ვატკენ, ვიცი რომ ამას არ გავაკეთებ, მაგრამ ამ ფიქრებს თავიდან ვერ ვიგდებ, თანაც, ხომ გახსოვთ ის დღე.
-ეგ თქვენს ურთიეთობასთან არაფერ შუაშია!-დაიჩურჩულა დათომ.
-თავშია დავითა, თავში-მწარედ გავიცინე და კიდევ ერთხელ დავცინე საკუთარ თავს ასეთი უძლურების გამო-იმ შემთხვევის გამო, ხომ ხვდებით რომ ასე ადგომა და პირდაპირ გეგმის...
-„შევაყვაროთ ხვიჩას თავი ეკატერინეს, თორემ გადაგვერია ანთაძე და ეგაა“-არ დამასრულებინა დავითამ და გაიცინა.
-იმ შემთვევის მერე ვცდილობ, რომ რაიმე ფსიქოლოგიური ზიანი არ მივაყენო და არც „ცოტა ისე“ დაველაპარაკო, არადა როგორ მინდა რომ მივიდე, მაგრად მოვხვიო ხელები და არ გავუშვა, მინდა მისი სურნელით ავივსო ბიჭო ფილტვები, ვუთხრა რომ მიყვარს, რომ მომავალი მასთან ერთად მინდა, მასთან ერთად მინდა დაბერება და ვერ ვაკეთებ ამას.
-სულ ესე ხომ ვერ იქნები-გამომხედა რატიმ.
-ჰო ვიცი, მაგრამ ცოტა დროა საჭირო, ხომ გესმით არა?
-ყველფერი მაგრად იქნება, აი ნახავ თუ არა!-გამოაცხადა დავითამ მტკიცედ.
-იმედი მაქვს-მსუბუქად გავიღიმე.
-ვერ ვიტან ესეთ ხვიჩას!-გაბრაზებულმა დამიღრინა რატიმ-ისეთ სუსტს და უძლურს რომ აჩენს საკუთარ თავს, არადა თვითონაც იცის რომ არ არის ასეთი, რომ ეს უბრალო შიში გაადიდე და ისე გააღმერთე, რომ საცაა ჩაგსანსლოს და გაგაქროს, ცოტა მოდი აზრზე და გაიხსენე ვინ ხარ!
-ახლა რატის სრულიად ვეთანხმები!-გამოაცხადა დავითამაც.
მეც ვხვდებოდი, რომ რატი მართალი იყო, რომ ეს არ ვიყავი მე, ის მე რომელსაც ამდენი წელია ვაცოცხლებდი ჩემში.
ფიქრებით შორს წავედი, ისევე როგორც ადგილით, სახლს დიდი მანძილი მაშირებდა როცა გონს მოვედი, ტელეფონი ამოვაძვრინე ჯიბიდან და საათს დავხედე, უკვე გვიანი იყო, ცოტა კიდევ გავიარე და მერე უკვე სახლისაკენ გავეშურე.



№1 სტუმარი tikacho

კაიაა მალეე დადეე ❤

 


№2  offline წევრი aNuGi

რავქნა რომ ძალიან ძალიან მომწონს love
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვცემ ამ ხვიჩას joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent