შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


17-07-2016, 18:19
ავტორი kato wiklauri
ნანახია 2 915

დასაწყისიდან დასასრულამდე

1

მატარებელმა სვლა შეანელა და სადგურში შევიდა. ხალხი ახმაურდა და ჩასასვლელად დაიწყეს მზადება. წინ ორი ახალგაზრდა გოგო იდგა. ორივეს ზურგჩანთა მოეკიდებინა და ერთი სული ჰქონდათ როდის გაჩერდებოდა საბოლოოდ. ქვემოთ, სადგურის გასასვლელთან კიდევ ორი გოგონა იდგა და გულისყურით ათვალიერებდნენ ხალხს.
-აი დავინახე თაკო. წამოდი...ანამ ხელი ჩაჰკიდა მეგობარს და მათკენ გაიქცნენ. მალე ოთხივე ერთმანეთს მოეხვია და მონატრებული მეგობრები ხიხარულით ადგილზე ხტუნავდნენ.
-ძალიან მომენატრეთ- თქვა ქეთიმ. -ამ ზაფხულს კარგად დავისვენებთ.
-ჩვენც ძალიან მოგვენატრეთ. მოუთმენლად ველოდით როდის ჩამოხვიდოდით. ახლა ეს რამდენიმე თვე აქ იქნებით, გადადეთ ყველანაირი სამეცადინო და კარგი დრო გავატაროთ.-ჩაერთო ანა
-ხო სანამ ახალი სასწავლო წელი დაიწყება მანამდე აქ ვიქნებით.-ჩაერია ეკა.ღმერთო როგორ მომანტრა აქაური ჰაერი და აქაური სითბო. მან ღრმად ჩაისუნთქა ზაფხულის საღამოს გრილი ნიავი .
- აბა რაღას ვდგავართ აქ? წავიდეთ სახლებში დაისვენეთ და საღამოს შევიკრიბოთ. სადმე წავიდეთ და თქვენი ჩამოსვლა ავღნიშნოთ.
ანას იდეა ყველას მოეწონა და გადაწყვიტეს საღამოს შეკრებილიყვნენ.
- ახალი კლუბი გაიხსნა და იქ წავიდეთ. ჯერ ჩვენც არ ვყოფილვართ და ვნახოთ ერთი ჩვენმა ბიძაშვილმა ასეთი რა კლუბი გააკეთა რომ ყველა მასზე ლაპარაკობს.-თვა სიცილი ანამ
გოგოები საღამოს შეხვერდაზე შეთანხმდნენ და შინისკენ გაუყვნენ გზას...
*********

ისინი "პროვინციაში" ცხოვრობდნენ. ასე ეძახიან დედაქალაქელები ჩამოსულებს და იქ მცხოვრებ ხალხს..ქალაქი არც ისე პატარა იყო. სამაგიეროდ წყნარი, ლამაზი და მშვიდი იყო. ზაფხულში უამრავი დამსვენებელი იყრიდა თავს და ხმაური და ალიქოთი იყო ხოლმე....დროდარო მთვრალი ახალგაზრდების ხმაური და ჩხუბი ისმოდა .მაგრამ მალე ჩაწყნარდებოდა...
ოთხივე აქ დაიბადა და აქ გაიზარდა . ერთად გაირეს ჯერ საბავშვო ბაღი, მერე სკოლა. ანა და ეკა დები იყნენ, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდათ რომ ერთმანეთთან ემეგობრათ და დანარჩენებთანაც. მითუმეტეს რომ ერთმანეთ ოთხივე გვერდში ედგა გასაჭირშიც და ლხინშიც. ერთად დაამთავრეს და დედაქალქშიც ერთად წავიდნენ სასწავლებლად. მათ შორის ყველაზე ცელქი ქეთი იყო. სულ უკან დასდევდნენ მშობლები და გამზრდელი ბებია რომ არაფერი ეტკინა. მას არაფრით ჩამოუვარდებოდა სიცელქეში ეკა. ანა და თაკო მშვიდები იყვნენ და პრობლემებს ნაკლებად ქმნიდნენ .. სილამაზითაც არაჩვეულებრივები ერთმანეთზე ლამაზები იყვნენ. ბევრს რჩებოდათ მათზე თვალი. ყველა ოჯახში ვისაც მათი ასაკის ვაჟი ჰყავდათ სახლში სასურველ სარძლოებად თვლილდნენ.. მათ გულს კი სიყვარულისთვის არ ეცალათ. ბავშვებივით ლაღობდნენ და მხიარულობდნენ. თან სწავლაზე ეჭირათ თვალი. განსხვავებული პროფესიები აირჩიეს. ანამ საბანკო საქმე შეისწავლა. თაკომ პედაგოგობა ირჩია რადგან ბავშვები ძალიან უყვარდა, ეკამ იუიდიულზე ჩააბარა ქეთიმ კი სამედიცინოზე. ვინაიდან ქეთის მშობლები დედაქალაქში ცხოვრობდნენ ოთხივემ იქ დაიდო ბინა და რამდენიმე წელი იქ ცხოვრობნენ. შემდეგ კი ანამ და თაკომ სასწავლებელი დაამთავრეს და უკან დაბრუნდნენ ქალაქში. ეკა და ქეთი დარჩნენ მათ ჯერ კიდევ რამდენიმე წელი აკლდათ სწავლის დასრულებამდე და მხოლოდ არდადაგებზე და დასვენების დღეებში ნახულობდნენ ერთმანეთს .ისე კი სულ ტელეფონზე იყვნენ ჩამოიკდებულები და ერთმანეთის ამბებს კითხულობდნენ და ჭორაობდნენ.....
****************

საღამოს დათქმულ ადგილზე შეიკრიბნენ გოგოები და კლუბში შევიდნენ. მაგიდა კუთხეში დაიკავეს და წვენი შეუკვეთეს... ბარში ენერგიული მუსიკა ჟღერდა და ახალგაზრდებიც ცეკვავდნენ. ხალხი თანდათან ემატებოდა.. მიმტანმა შეკვეთა მოიტანა.
-მოიცადეთ. -შეაჩერა ქეთიმ როცაის წასვლას აპირებდა.- ორი პიცა და კიდევ კონიაკი მოგვიტანეთ ან ცივი შმპანური. გოგოებო რომელი ჯობია?-მიუბრუნდა გოგოებს.
-იქნებ არ ღირს დალევა? თქვა ანამ
-კარგი რა ანა. ხომ უნდა ავღნიშნოთ ჩვენი ჩამოსვლა. რამდენი ხანია ერთად არ გვიმხიარულია?
-დიდი ხანია. ახალი წლის მერე.-უპასუხა დის მაგივრად ეკამ და ოფიციანტს ახლა მან სთხოვა რომ შამპანური და პიცა მოეტანა.
გოგებმა საუბარი განაგრძეს და მხიარულობდნენ, თავგადასავლებს იხსენებდნენ იცინოდნენ. მათ ახალგაზრდა ყმაწვილი მიუახლოვდა და მიესალმა
-გოგოებო როგორ ხართ?-
-დათო? -წამოხტა ეკა და პირველი მიუესალმა.-კარგად შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად როდის ჩამოხვედით?
-დღეს ჩამოვედით.-უპასუხა ქეთიმ არ შემოგვიერთდები?
-კი როგო არა მაგრამ მანამდე წავალ რამეს მოვიტან.
-არა იყავი დათო. უკვე მოაქვთ შეკვეთა...
დათომ გოგოების გვერდით დაიკავა ადგილი და გართობას შეუდგნენ
-მოდით ჩვენს ჩამოსვლას გაუმარჯოს და ჩვენ გაგვიმარჯოს. -წარმოთვქვა სადღეგრძელო ქეთიმ. პასუხად ყველამ ასწია ჭიქები და სასმელი შესვეს... ერთი ორი სადღეგრძელო კიდევ თქვეს და მერე მოცეკვავეებს შეუერთდნენ.... რამდენიმე ენერგიულო ცეკვის შემდეგ კი ვალსი ჩაირთო. დათომ ქეთის ცეკვა სთხოვა. ისიც წაჰყვა საცეკვაოდ. სცენაზე წყვილები ცეკვავდნენ. თავიდან უხმოდ იყვნენ. ქეთი დისტანციას ინარჩუნებდა და უხერხულად გრძნობდა თავს. მიუხედავად იმისა რომ დათო თაკოს ძმა იყო მაინც ცუდად გრძნობდა მასთან თავს . გულის სიღრმეში არ ეპიტნავებოდა გულზე ეს ბიჭი მაგრამ თაკოს ხათრით ხმას არ იღებდა... რამდენიმე წამიანი დუმილი დათომ დაარღვია. - ქეთი შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი და არ ვიცი როგორ გითხრა. -მას ისეთი საცოდავი სახე ჰქონდა წამით შეეცოდა კიდეც
-პირდაპირ დათო. პირდაპირ მითხარი.
- ქეთი მე და შენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და მას შემდეგ სულ შენზე ვფიქრობ. სულ შენთან მინდა ყოფნა .
-დათო ძალიან არეული ხარ და არეულად საუბრობ. ვერაფერი გავიგე...
-რა ვერ გაიგე?ის რომ სულ შენზე ვფიქრობ და ძალიან მიყვარხარ
ქეთის გაეცინა და მერე უცებ სერიოზულობა აღებეჭდა სახეზე
-დათო ხომ იცი რომ ჩვენ შორის არასოდეს არაფერი არ იქნება და მეგობარი ხარ მხოლოდ? ისიც იცი თაკოს გამო გცემ პატივს? თუ გინდა რომ ეს მეგობრობა ისევ გაგრძელდეს მაშინ ამ თემაზე აღარასოდეს ვილაპარაკოთ კარგი?
-მე არ ვარ ამაზე თანახმა. მე მეტი მინდა მე შენ მინდიხარ და შენი სიყვარული.
-არასოდეს არ ვიქნები შენი.-უხეშად უთხრა ქეთიმ. ცეკვა შეწყვიტა და გოგოებისკენ გაემართა. დათო უკან გამოეკიდა. დარბაზში ნახევრად ჩაბნელებულიყო და ისე იყო გაცეცხლეული სიბნელეში ვერც კი შენიშნა როგორ დაეჯახა ახალგაზრდა ბიჭს. მას რომ ხელი არ შეეშველებინა ნამდვილად წაიქცეოდა. ქეთიმ მისი ხელები უხეშად მოიშორა და მიაძახა
-ნელა შე იდიოტო წინ არ უნდა იყურო?
-მე არაფერი დამიშავებია. თქვენ დამეჯახეთ და მე რომ არა ნამდვილად წაიქცეოდით.-უპასუხა მან აუღევებლად
-არა მე მადანაშაულებთ?-გაკვირვებულმა ჰკითხა ქეთიმ
ამ დროს დათო დაეწია და რომ დაინახა ქეთი ბიჭს ელაპარაკებოდა ეჭვიანობით დაბრმავებულმა მაშინვე უთხრა დაუფიქრებლად
-რა პირველივე შემხვედრს ეკიდები კისერზე ქუჩის ქალივით? შენ ხომ მეტი არაფერი შეგიძლია.
ქეთი გაოგნდა დათოს ასეთი საქციელით და ხმა ვერ ამოიღო. ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან. სამაგიეროდ ის უცხო ბიჭი არ დაბნეულა და დათოს ყბაში მუშტი უთავაზა.
-შენთვის არავის უსწავლებია ქალს როგორ უნდა მოექცე?
ამ გაწევ-გამოწევაში ქეთი შუში აღმოჩნდა და გაშველება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და ძირს დაეცა. ამასობაში ეს ყველაფერი გოგოებმაც შეამჩნიეს, სხვა ახალგაზრდებიც ჩაერივნენ და მოჩხუბრები გააშველეს. დატომ მაშინვე დათოვა იქაუობა და მიაძახა?
-კიდევ შევხვდებით ნაგავო
-როცა გინდა და სადაც გინდა. ალექსმა ისევ გაიწია საცემრად, მაგრამ ნიკამ დააკავა
-ალექს გეყო დამშვიდდი. წავიდა უთხრა იმ ბიჭს თავის მეგობარმა და რომ მოიუხედა ქეთი და გოგოები დაინახა.
-თქვენ აქ რაგინდათ?
-ნიკა ბიძაშვილო. ნუთუ ეს შენ ხარ? -არანაკლებ გაიცდა ანა
-როგორ ხარ ბიძაშვილო?-ჰკითხა ეკამ
-თქვენ როგო ხართ გოგოებო?-ნიკამ ყველა სათითაოდ მოიკითხა და მერე ქეთი მიუაბრუნდა
-აქ რა მოხდა? რატომ იჩხუბეს?
-არაფერი ისეთი.- უპასუხა მან
-ქეთი რა მოხდა?-გაუმეორა თაკომ.-უნდა ვიცოდე ჩემმ ძმამ რა გითხრა?
-შეურაცყოფა მომაყენა და ამ ყმაწვილმა პასუხი გასცა.- უპასუხა ქეთიმ
- ეს ყმაწვილი როგორც შენ ამბობ ჩემი მეგობარია ალექსი ახლა დაბრუნდა საქართველოში უფრო სწორად ჩვენს ქალაქში. ალექს ეს კი ქეთია ჩემი ძველი მეგობარი. რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი. გოგო სად დაიკარგე - გაიცინა ნიკამ
-ალბათ მას შემდეგ რაც აქედან წავედი სასწავლებლად.- ღიმილით უპასუხა ქეთიმ.
-მიხარია თქვენი გაცნობა.- უთხრა ალექსმა ქეთის და თბილად გაუღიმა
-აბა ასე ხო არ ვიდგებით. წამოდი სადმე დასვხდეთ და ვისაუბროთ ვიმხიარულოთ ძველი ამბები გავიხსენოთ. შესთავაზა ნიკამ გოგოებს თან ჩემს მეგობრებს გაგაცნობთ
ისინი დაეთანხმენ და მათ მაგიდასთან გადაინაცვლეს.იქ კიდევ ორი ახალგაზრდა ელოდა მათ.
- გოგოებო ესენიც ჩემი ძმაკაცები არიან თორნიკე და ბაჩო. ბიჭებო ესენი კი ჩემი ბიძაშვილები არიან ანა და ეკა და მათი მეგობრები ქეთი და თაკო. მივუსხდეთ სუფრას და ვიმხიარულოთ. ნიკა ძალიან აქტიურობდა და ცდილობა უხერხულობისგან შექმნილი სიჩუმე განემუხტა.მერე ოფიციანტს დაუძახა და უთხრა
-ზღაპრული სუფრა გაშალე. ჩემი ყველაზე საუკეთესო ადამიანები მყავს გვერდით...
მალე მართლაც დიდებული სუფრა იყო გაშლილი და რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ დაძაბულობაც მოიხსნა...
- ქეთი შენ ისევ ისეთი პირდაპირი და ბრაზიანი ხარ. გაცინა ნიკას
-რა ვქნა ხანდახან თავს ვერ ვთოკავ ხომ იცი უხეშობას და უსამართობას ვერ ვიტან.
-ასეთია ჩვენი ქეთი ნიკა ხანდახან მგონია რომ პროფესია არასწორად აირჩია და იურიდიულზე მას უნდა ჩაებარებინა. უპასუხა ეკამ
- მე კი უსამართლოდ გამიბრაზდი და.. გაეღიმა ალექსს
-მაპატიეთ მართლა ჩემი ბრალი იყო. ბოდიშს გიხდით
-ბოდიშის მოხდა არაა საჭირო. მაგრამ რომ გაპატიოთ მაშინ ერთხელ უნდა მეცეკვოთ. აბა რას იტყვით?
-სხვა გამოსავალი არ მაქვს?
-არა. ალექსმა ისე საყვარლა გაუღიმა რომ ქეთიმ ვერ გაუძლო და დათანხმდა. ისინი საცეკვაოდ წავიდნენ სუფრასთან კი მხიარულება გაგრძელდა....
-მაპატიებთ? -ჰკითხა ალექსმა ქეთის რომელსაც სახეზე გაოცება გამოესახა.
-რას? რა გაქვთ საპატიებელი?
-შენ და იმ ბიჭს შორის რომ ჩავდექი. იქნებ შენი შეყვარებული იყო და მე კი უნებურად შეყვარებულების ჩხუბის მიზეზი გავხდი?
-ჯერ ერთი ის ბიჭი ჩემი შეყვარბული არაა და მეორეც საბოდიშო არაფერი გაქვთ. თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი ეს დათოა, ცუდად მოიქცა. -უპასუხა ქეთიმ
-მაშინ რატომ კამათობდით? დაინტერესდა ალექსი
-ეს ჩემი პირადი საქმეა, მგრამ თქვენ რატომ ჩაერიეთ?
-იმიტომ რომ ვერც მე ვიტან უსამართლობას და მითუმეტს რომ ქალს შეურაცხოფას აყენებენ. დიდი ხნით აპირებ დარჩენას? საუბარი გადაიტანა სხვა თემაზე ალექსმა
-იქამდე სანამ სწავლა დამეწყება. უფრო სწორად პრაქტიკები.
საუბრის გაგრძელება არ დასცალდათ. მუსიკა დასრულდა ქეთი მეგობრებთან დაბრუნებას აპირებდა მაგრამ ალექსმა შეაჩერა
-არ გინდა გავისეირნოთ?არ დაიღალე ამ ხმაურით?
-იცი მეე მეე.. ქეთი დაიბნა
-გთხოვ. მშვიდად ვიქნებით და საუბარს გავაგრძელებთ. არავინ შეგვიშლის ხელს
-კარგი. ქეთი დაეთანხმა და ჩუმად წავიდნენ გასასვლელისკენ ისე რომ არავის შეუმჩნევიათ. თვითონაც არ იცოდა უცნობ ბიჭს რატომ დასთანხმდა რომ მეგობრები დაეტოვებინა და სასეირნოდ წაჰყოლოდა ამ შუაღამისას. საათი უკვე თორმეტს უჩვენებდა. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ რომ მათ გულში სიყვარულის ნაპერწკალი გაჩნდა და გაღვივებას ცდილობდა....გარეთ გავიდნენ. საოცარი სიმშვიდე იყო და სასიამოვნოდ გრილოდა.
-აბა სად წავიდეთ? ჰკითხა ქეთიმ.- ასე ვიდგეთ?
-არსად უბრალოდ გავისეირნოთ .ისინი ქუჩას გაუყვნენ .გზაში საუბარი გააგრძელეს
-მაშ ასე, ესეიგი ორი თვე კიდევ დარჩები ჩვენთან.-თქვა ალექსმა
-დიახ ორი თვე დაახლოებით მერე კი პრაქტიკები მეწყება.
-სად სწავლობ?საიდუმლო თუ არაა რათქმა უნდა
- არა რა თქმა უნდა. სამედიცინოზე. უფრო სწორად უნივერსიტეტი დავამთავრე და ახლა პრაქტიკებზე მიშვენებ საავადმყოფოში მაგრამ ზუსტად არ ვიცი რომელ საავადმყოფოში.
-ალბათ საინტერესო პროფესიაა არა? მიტუმეტეს რომ საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება.
-დიახ ძალიან საინტერესოა და საასიმოვნოა როცა ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენ და ისინი მადლიერი და თბილი თვალებით გიყურებენ. გულწრფალად გეფრებიან და გამოხატავენ სითბოს... ქეთი აღტაცებით საუბრობდა თავის პროფესიაზე და ვერც კი ხვდებოდა როგორ უტბებოდა მზერა ალექსს და თავის მხრივ ვერც ის გრძნობდა რომ ამ გოგოს მიმართ რაღაც უხილავს განიცდიდა..
-რამდენს ვლაპარაკობ ალბათ თავი მოგაბეზრე ?-ჰკითხა უცებ ქეთიმ
-არა, არა პირიქით ძალიან მსიამოვნებს შენი მოსმენა
-შენ რას საქმიანობ
-მე ჯარში ვმსახურობ, ლეიტენანტი ვარ. ახლა შვებულება მაქვს და ამ ზაფხულს აქ გავატარებ. სანამ შტაბში დავბრუნდები.
- საინტერესო იქნება შენიპროფესიაც. შენც ხომ ადამინების გადარჩენა გიწევს და სამშობლოს დაცვა, ჩვენი დაცვა...
-საინტერესო, მაგრამ რთული. დიდი ხნით მიწევს ხოლმე სამშობლოდან წასვლა. ხან სად მითენდება და მიღამდება და ხან სად. ალბათ ამიტომ ვერ შევქმენი აქამდე ოჯახი...
-ოჯახს ასე მარტივად ვერ შექმნი. ჯერ სასურველი კანდიდატურა უნდა გამოჩნდეს და მერე უნდა დარწმუნდე რომ ისაა ვისაც ამდენ ხანს ელოდი. ვისთვისაც ყველა გაჭირვებას გადალახავ და ვისთვისაც სიცოცხლეს დათმობ..
-ხო ალბათ მართალი ხარ არ გამოჩნდა აქამდე მითუმეტეს ჩემს ასაკში ადვილად ვერც ვწყვიტავ უკვე. მარტივი არაა
- კარგი რააა. რა ასაკიც შენ გაქვს?- გაეცინა ქეთის- ბებერი არ ხარ და ასაკსაც არ აქვს მნიშვნელობა. სიყვარულს არც ასაკი აქვს და არც საზღვრები. როცა მოვა მოვა და მორჩა. მერე ვეღარსად გაექცევი
-ბებერი ნამდვილად არ ვარ. ოცდარვა წლის ვარ და
-და არც გეტყობა საერთოდ.-გააწყვეტინა ქეთიმ -თიქმის ერთი ასაკის ვართ და მიხარია რომ ასეთი კარგი ადამინი გავიცანი...ქეთის თვითონაც უკვირდა ასე რომ ამჩატდა და ასე გახსნილად საუბრობდა სრულიად უცნობ ადამიანთან. თუმცა იმის მიუხედავად რომ რამდენიმე საათის გაცნობილი ჰყავდა მაინც დადებითად განეწყო მის მიმართ...
ალექსს მოსწონდა მისი მხიარურება ,მისი ბავშვური ხასიათი და ცდილობდა უფრო ახლოს გაეცნო, მაგრამ ხვდებოდა რომ მთელი ღამე ასე ვერ ისერნებდნენ და ასე უაზროდ ვერ იხეტიალებდნენ ქალაქში
-სად ცხოვრობ მიგაცილებ?-შესთავაზა ქეთის, უფრო მეტად კი მისი მისამართის გაგება უნდოდა... გულში უკვე გადაეწყვიტა რომ ამ გოგოს არავის დაუთმობდა...
-პარკთან რომ ახალი აშენებული სახლია იქ.-უთხრა ქეთიმ მისამართი და იქით წავიდნენ. შორს არ იყო და ისევ ფეხით გადაწყვიტეს წასვლა. ტელეფონმა დაურეკა. ეკრანს დახედა. ეკა იყო.
-ალბათ გვეძებენ.-გაეცინა ქეთის
-უპასუხე. თუ გინდა მარტო დაგტოვებ
-არა დარჩი.- ქეთიმ ზარი გათიშა და მეგობარს შეტყობინება გაუგზვნა რომ სახლში იყო და იძინებდა. მერე ტელეფონი საერთოდ გამორთო რომ არ შეეწუხებინა მათ ზარებს.. რამდენიმე წუთში ქეთის სახლთან იყვნენ.
-ახლა დაგემშვიდობები უკვე გვიანია.- უთხრა ალექსს
-იცი მინდა რომ კიდევ გნახო და უფრი ახლოს გაგიცნო -უთხრა მოულოდნელად ალექსმა.-ძალიან საყვარელი და ლამაზი ხარ
-შენ ყველა გოგოს ასე ეუბნები?
-არა შენ პირველი ხარ ვისაც ეს ვუთხარი.- მოუჭრა მოკლედ ალექსმა
-იცი ახლა გვიანია სხვა დროს იყოს. ნახვამდის- უთხრა ქეთიმ. მოულოდნელად ლოყაზე აკოცა და ალექსი დაბნეული და გაოგნებული დატოვა....



№1  offline წევრი nini31323

შინაარსი კარგია,მაგრამ ძაან პრიმიტიულად გადმოსცემ. მგონია უფრო კარგი იქნება დიალოგში თუ არ დააკონკრეტებ ვინ საუბრობს, არაა აუცილებელი თითოეულის მოძრაობა აღწერო ამის გარეშე უკეთესი იქნება. არგაკრიტიკებ უბრალოდ ეს ჩემი აზრია და თუ გაითვალისწინებ გამიხარდება. :) :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent