უშენოდ(10)
„კატო“ საშინლად მენატრება, ვზივარ ვუყურებ და ვგრძNობ როგორ მენატრება ეს დაწყევლილი თერთმეტი თვე და ხუთი დღე გავიდა და ისე მენატრება ეს საზიზღარი კაცი რომ ვხედავ მინდება ვეძგერო და ჩემი საყვარელი მსუყე ტუჩები დავუკოცნო,ისე მინდა მომეფეროს და გულში ჩამიკრას, თავზე მაკოცოს ისე გამიღიმოს როგორც იცის და ის ჭინკკები დავინახო მის თვალებში კმაყოფილებისგან რომ უთამაშებენ ,სუნთქვა მეკვრის. ახლა ვზივარ მაგიდასთან, ყველა ჩემი საყვარელლი ადამიანი აქაა, ყველა ვისტანაც წარსული და აწმყო მაკავშირებს და ვისთანაც მომავალს ვხედავ... მხოლოდ ელენა არ არის, მაგრამ როგორ არა ეს ხომ მისი საყვარელი სახლია, სადაც თითოეულ კუნჭულში მისი არსებობა ჩანს ჩემთვის, მე ხომ ვიცი როგორ გეგმავდნენ ერთად თიტოეულ დეტალს ამ სახლის მშენებლობისას, თან თანხას ხელმომწირნედ იყენებდა და თიტოეულ დეტალს გულით,ძლიერი სიყვარულით აკეთებდა, უნდოდა ბუდე აეშენებინათ ... მე და რატი რომ წავედით ელენა ფეხმძმედ იყო , შემდეგ მხოლოდ რამდენიმე დღით მოვახერხეთ დარჩენა, საშინელებაა როცა მეგობარს კრძალავ მის ქმარს ორ ბავშვთან ერთად ტოვებ და ვერ ეხმარები. მაგრამ არ შეგვეძლო,მხოლოდ რამდენჯერმე ჩამოვედით , ჩვენც ცუდ მდგომარეობაში ვიყავით აქ არაფერი გვქონდა იქაც ახალი დაწყებული იყო ყველაფერი და ისევ უკან ვერ დავბრუნდებოდით . რომ მახსენდება ის წლები ბრაზით ვივსები და მინდა რატი დავახრჩო. ეს ხისთავიანი იდიოტი ,როგორ გაბედა სხვისკენ გაეხედა,არა მაინც როგორ უყურებდა იმ გადაპრანჭულ თოჯინას დარწმუნებული ვარ შიშველი ეწვინა უკვე მკლავებში მე შევუშალე ხელი ფანტაზიის განხორციელებასი,როგორც კი ეს მახსენდება ბრაზი მიპყრობს. ახლაც ავიღე უკვე მერამდენე წიქა არაყი და გადავუშვი ყელში, არც კი ვიცი იმდენი რამე დავლიე, თავიდან წითელი ღვინით დავიწყე, მერე ვისკიც დავაგემოვნე ახლა არაყი მომხვდა ხელში ... ვიცი საკმაოდ ვარ შემთვრალი . უკვე აქ გაჩერება აღარ შემიძლია , ავდგები და გავალ როგორმე...თუნდაც კედელს გავყვები . კიდევ კარგი დაბლები მაცვია თორემ უთუოდ ავყირავდებოდი მაღლები რომ მეცვეს. და აი ეზოში ვარ... ელენას ბაღში ვზივარ , სიგრილეა, უკვე ოქტომბრის პირველი დღეა . თან ღამეა და გრილა , მაგრამ ეს ჩემს შნაგან სიმხურვალეს, რომელსაც ალკოჰოლი ქმნის საამოდ ერწყმის.თიტქოს კანი გამიგრილდა, სასიამოვნოდ დამეხორკლა, თვალები მივლულე და დაველოდე როდის გამოვფხიზლდებოდი . გამშრალი ტუჩები გავილოკე როცა მივხვდი რომ ის იქ იყო. ხო რა გიკვირთ ვხვდები რომ მიახლოვდება, მერე რა რომ არც ნაბიჯების ხმა გამიგია ,არც სიტყვა უთქვამს, არც შემხებია, ვიცი დგას და მიყურებს, სახეზე მიყურებს როგორც ჩვევია . თავს უკან ვწევ ისე როგორც კოცნისას, მინდა გავაგიჟო? თუ მინდა იმდენად გამოვიყვანო მწყობრიდან რომ მერე ვერც მე შევძლო თავის სეკავება. იქნებ აღარ მინდა ამდენი ბუტიაობა, იქნებ! თითებს ყელზე ვიცურებ და გრძილი შეხება მსიამოვნებს , ნელა მივუყვები ლავიწს და ტუჩებს ერთმანეთს ვაშორებ . არ მოდის! ვბრაზდები და თვალებს ვახელ ჩემს წინ დგას, სულ რამდენიმე ნაბიჯში და ვიცი როგორ უდუღს სისხლი, ყბები დაჭიმული აქვს და წამებს ითვლის ,ცდილობს თავი შეიკაოს. ფეხზე ვდგები , მთვრალი ღიმილი დამთამასებს სახეზე -ჩემი კა.. -ლამის წამომცდა მაგრამ გადავაკეთე- ბატონო რატი თქვენც აქ ხართ? რა სასიამოვნო სიგრილეა არა? - ტუჩებს ვაწკლაპუნებ, პირი სასინლად მაქ მშრალი ძალიან მინდა რამე დავლიო . ჭიქა უჭირას ხელში, მაშინვე ვართმევ და ნელა ვუჭვებ გამშრალ ყელში. თვალებდახუჭულმა დავლიე მაგრამ როგორც კი თვალი გავახილე უკვე იმდენად ახლოს იყო მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა, ასე დუმს როცა სურვილით იწვის, იცის რამე რომ თქვას მაშინვე შევატყობ,იცის თავს ვერ შეიკავებს და ისეთ რამეს მეტყვის რასც გასტეხს. მაგრამ ვეჭვობ ეს ანაღვლებდეს, ქიმია რომელიც ჩვენ შორისაა შეუძლებელია გაქრეს , რომ არ შემეხოს მაინც მაყრის ტაო, მისი სიახლოვეც კი ჟრუანტელს მგვრის. პირველად როცა ჩამეხუტა 17 წლის ვიყავი , მხოლოდ 17 მაშინ რომ ამიძგერდა მთელი სიძლიერით გული მას შემდეგ ასეა. მიყურებს, მერე სწრაფად მხვევს ხელს წელზე და ტუჩებზე მაცხრება, მგონია სულს განვუტევებ.როგორ მომენატრა ღმერთო მინდა მთლიანად შევისრუტო,არასდროს მოშორდეს. ყელზე ვხვევ ხელებს და კოცნაში ვყვები, როგორც ყოველთვის მთელი ველურიზმით მიკოცნის ბაგეებს , ტუჩებს კილებს ანაცვლებს და ჩემი კვნესაც არ აყოვნებს . შემდეგ მშორდება , ტუჩებს შორდება თორემ მეეჭვება მეტჯერ მომშორდეს -შენ! -ახლა არ თქვა ! არაფერი თქვა თორემ გეფიცები მეორედ მოგიტაცებ ! -მომიტაცებ? გადარეულხარ ამხელა კაცი , წაბრძანდი და ის შენი ქერა მოიტაცე - არც კი ვიცი რატომ ვაბრაზებ, მეტი ცეცხლი მინდა? მეტი ბრაზი? თითქოს არ გვიჩხუბია და ახლა განგებ ვთამაშობ მის ნერვებზე. ხომ ამბობენ- „ნერვების მოშლა სიყვარულის გამოხატულებააო“ მართალია ,ჩვენთან მართალია. მისი გაბრაზებული გამომეტყველების დანახვა ბედნიერებაა პირდაპირ. -ასე ხომ! ანუ არ აპირებ შემირიგდე ! და მეუბნები რომ არ გინდა! -დიახ ! - მტკიცედ ვაცხადებ და არც კი ვცდილობ მოვშორდე, ისე კომფორტულად ვარ მის დაძარღვულ მკლავებში ასე ძლიერ რომ მიჭერს და სხეულში მტეხს, როგორ გავიწევი -კარგი ... არაჩვეულებრივი აზრია ისე იმ კამილას დავურეკავ და მოტაცება აღარ დამჭირდება- ცივად მშვებს ხელებს და მინდა მოვკლა! ზურგს მაქცევს და მიდის . მაგრამ მოიცა? შეუძლებელია ასე წავიდეს , ვის ვატყუებ ახლა ისიც სეუძლებელია ამას ვინმესთან რამე ჰქონოდა, რა კამილა როცა მე ვარსებობ ! კარგი , ას ეიყოს დაველოდები შენს ნაბიჯს. ცოტა უნდა გამოვფხიზლდე ოღონს. საძინებელში ავდივარ... შხაპს ვიღებ და მაინც ვერ ვიშორებ ტუჩებზე დარჩენილ გემოს. ჯანდაბა! მალე გააკეთოს რამე თორემ მოვკვდი უკვე . პიჟამათი გავდივარ გარეთ , ხალათი გახსნილი მაქვს, მხრებზე ჩამოსრიალდა . ოდნავ არის შეკრული მუცელთან ,მაინც გელი უნდა წავისვა და რა აზრი აქვს იყოს ასე . თმაში ხელს ვიცურებ და სახიდან ვიშორებ, რას შევიჭერი ნერვებს მიშლის, იმაზე გაბრაზებულმა თმას მოვუღე ბოლო ! თავი ოდნავ მაქვს დახრილი, აქ არის? მისი სურნელია ოთახში .ესე იგი დიდი ხანია აქაა და მელოდება. იდიოტი სააბაზანოში ვერ შემოვიდა? პირველი იქნებოდა თუ ბოლო ,როგორ მიყვარს ქაფიან თითებს რომ დაატარებს ჩემს სხეულზე , მგონი ისევ მცხელა .ფიქრებში წასული ძლივს ვიაზრებ როგორ მხვევს ვიღაც ხელს და მხარზე მიდებს -ააა რა ჯანდაბააა რატიიიიი იდიოტო რატი დამსვი. სად მიგყავარ ადამიანო დამსვი .. გადარეულო , გიჟო სულელო დამსვი - რა პატარა ბავშვივით ვგიჟდები. არ არსებობს ,რა გამახსენდა? ის დღე გამახსენდა რომ მომიტაცა .მაშინაც ასე არ წამიყვანა? ჩამიტყუა ძირს და წამიყვანა . მაშინ მართლა მეშინოდა და ვკიოდი . ახლა კი ,ახლა იმის მეშინია მხოლოდ გვიან არ მივიდეთ დანიშნულების ადგილას-იდიოტო სად მიგყავარ ... ხისთავიანო ხეცურიანო დამსვი - უკანა კარით გამიყვანა და მანქანაში შემსვა . კარი მოხუურა და საჭესთან დაჯდა -სულ როგორ კივი გოგო შენ ! ერთხელ მოგიტაცო ისე რო არ აწივლდე -იდიოტო ! სად მიდიხარ ,მართლა ხო არ მიტაცებ ბიჭო რა ....- ხმა ვერ ამოვიღე ეს კაცი მაგიჟებს. ისე ჩქარა მიდის ,ღვედს ძლივს ვიკრავ . ქალქაიდან სიე უცებ გადის... არ მჯერა იქნებ ისევ იქ მივდივართ- სად მივდივართ რატი? -სადაც პირველად იქ! თუ თავიდან ვიწყებ დავიწყოთ ბარემ -შანსი არაა! -კაი ტო მეტს არაფერს იტყვი? კი ვიცი მაგრად გისწორდება ამ მოხუც ქალს ისევ რომ გიტაცებ მარა ცოტა შეიცხადე -ვინაა მოხუცი შე მართლა ცელულიტის გროვავ - ხელი მივარტყი გაბრაზებულმა, სადააქ ცხიმი , ერთი ღიპუცა ქმარი ვერ ავაგდე რა .. 40 გადავშორდით და მაინც ისეთ ფორმაშია ნუ თითქმის, აღარაა ისევ პატარა ბიჭივით ახლა უფრო მიმზიდველია, ნამდვილი კაცია და არა პაცანა ბიჭი- საზიზღარო -იდიოტო უფრო მომწონს ხო იცი ...პირდაპირ ვინთები -ინთება ! ინთები არა ის -გოგო! -რა -პატარა ბავშვივით გავხედე, რა სისულელეზე ვაბრაზებ უბრალოდ,მართლა ცანცარა ვარ ამხელა ქალი რა სწორი არიან ბავშვები, ჭკუას ვერ ვსწავლობ. ისე მიყურებდა მეგონა ..თუმცა არა ისევ განაგრძო გზა. დაახლოებით ნახევარი საათი ჩუმად ვიყავით . ფანჯრიდან სიცივე შემოდიოდა, ქარი თმას მირევდა, ხალათში აღწევდა და კიდევ უფრო მაშორებდა ნაჭერს, საშინლად მსიამვნებდა ეს შეგრძნება,თავი უკან გადავწიე ხელეი კალთაში ჩავიდე. პენუარი ბარძაყის შუაშიც აღარ იყო , თითქმის ბოლომდე აკეცილიყო ფეხები სულ მთლად მოშიშლებული მქონდა. გამახსენდა ყაზბეგში გატარებული საოცარი ერთი თვე სანამ მე მთელი საგვარეულო და ქალაქი დამეძებდა . საოცარი ერთი თვე სიხარულით,ბედნიერებით და ათასი სიგიჟით გაჯერებული. ამ გადარეულმა მაქცია ასეთად ,თორემ ადრე მორცხვი მაინც ვიყავი , არც ასეთი ეშმაკი და ყოვლისმცოდნე ვიყავი . მე და რატი ფაქტობრივად ერთად ჩამოვყალიბდით, ერთმანეთს ვასწავლეთ ყველაფერი და ვისწავლეთ ცხოვრება. რა გადარეულები ვართ ,ამდენი ხანი როგორ გავძელით ...თუმცა ჩვენს ურთიერთობაში ემოციური ჩავარდნა არასდროს ყოფილა,ყოველ დღე მთელი 25 წლის მანძილზე ,მეგონა რომ ისევ შეყვარეულები ვიყავით,ისევ ფლირტი გვქონდა და ცდილობდა ჩემს „შებმას“ იმდენჯერ მოუწყვია სიურპრიზი ჩემთვის დატვლაც კი არ შემიძლია, ყოველი დღე ბედნიერება იყო,თუნდაც გვეჩხუბა, ეს კამათიც კი აცოცხლებდა ჩვენს ურთიერთობას. ალბატ ამიტომ გვიყვარს ისევ ისე ძიერად და იმიტომ გვგონია თავი ისევ პატარა თინეიჯერები . ლამპიონებიც აღარ ანათებდნენ, უკვე საშინელ გზაზე ვიყავით, სულ ოღრო-ჩოღრო იყო. მინები ამოსწია და ფარებით განათებულ გზაზე დავინახე რომ სანამ მე ჩამთვლიმა უკვე გზის მესამედი გავლილი გვქონდა. მალე მზეც ამოვა მგონი. -გაიღვიძე? - გამიღიმა და ხელის ზურგი ლოყაზე ჩამომისვა, თბილი იყო როგორც ყოველთვის . მისკენ გადავიწიე და ჩემს საყვარელ მხარზე განვათავსე თავი, ხელები მოხვიე და ცხვირი გავუხახუნე მის პერანგს .როგორ მიყვარს მისი სურნელი, მხოლოდ რატის რომ აქვს და სხვას არავის . არაფერი უთქვამს, სასტუმროსთან გააჩერა და ეც მოვშორდი -ჯერ მე გადავალ . ოთახს ავიღებ და მერე გადმოდი თორემ ასე ვერ გატანტალებ - ჟაკეტი მომაწოდა და თვალი ხარბად ამაყოლა . მეც გამოვართვი მოვიცვი და უკან გავყევი. სიგიჟეა, თმაარეული, ნახევრად შიშველი,უზარმაზარ ჟაკეტში გახვეული, ფლოსტებით მივყვები უზარმაზარ სასტუმროში. ჰოლში სიმშვიდეა, სძინავს ალბათ ყველას, ან ამ დროს მეეჭვება დამსვენებლები იყვნენ . ყველაფერი ლამაზია მაგრამ ამ დროს ყველა მშაობს და ვის სცალია დიდი ხნით დასასვენებლად. მოკლედ იქვე ვიცდიდი,მზერას ვაიგნორებდი . შემდეგ უკან გავყევი რატის და მასთან ერთად შევედი ლიფტში. სულ ბოლო სართულზე ავდიოდით. ჩემს უკან იდგა და მიყურებდა, როგორ მაწამებს კიდევ არ მეხება და ასე უფრო მაგიჟებს ... ნერვები ამეწეწა ჯანდაბს ,ისევ მე ვიქნები პირველი - უკან სევბრუნდი საყელოში ვწვდი და ჩემსკენ მოვიზიდე ,ქვედა ტუჩის აღწერა დავიწყე ,ყველაზე ტკბილის და მსუყის შემდეგ ზედაზე გადავედი.ნერვებს მაწყვიტავს, უფრო მახელებს რომ არ მყვება უბრალოდ თვალებმიბნედილი დგას და ნელ-ნელა უჩქარდება სუნთქვა, გულმკერდი სწრაფად აუდ ჩაუდის , ენას ჯერ ტუჩზე ვატარებ შემდეგ ტუჩებს შორის ერთი ამოიგმინა და უკვე კარგა ხნის გაღებული კარიდან გამიყვანა . რამდენიმე წამით მომშორდა, კარი გააღო მხარზე გადაკიდებული ჩანთა დააგდო კარი მიიჯახუნა და კეფაზე მომიჭირა ხელი მეორე ჟაკეტის ქამარს მოკიდა და სწრაფად გამიხსნა . უკვე მის გულ-მკერდზე დავასრიალებდი თითებს არ მეყო , მთლიანად მინდოდა მისი სხეულის შეგრძნება,პერანგის ღილები გავგლიჯე და სადღაც მივაგდე პერანგი. ყელს მიკოცნიდა, უკვე საწოლთან ვიყავით . მოშიშვლებულ მხარზე მიმაწება ტუჩები და თითები პერანგის ქვეშ შეცურდა, მუცელზე მეფერებოდა და უკვე ბგერებს ვერარ ვაკონტროლებდი. კოცნისთ მიუყვებოდა ქვემოთ და პენუარიც მას მიჰყვებოდა ,თავი უკან მქონდა გადაგდებული და სიამოვნებისგან ტუჩებს ვიკვნეტდდი. თმაში ვწვდდი და ისევ ტუჩებზე დავაცხრი . საწოლზე დავაგდე და ამჯერად მე დავუწყე კოცნა,იმდენად მენატრებოდა რაღაც მეტი მინდოდა ,ვერ ვკმაყოფილდებოდი .რამდენიმე წუთში ერთ მთლიანობად ვიქეცით , ახურებულ სხეულზე ვყავდი მიკრული და ღრუბლებს მაწვდენდა განცდილი სიამოვნებით... ძალაგამოცლილი დავეშვით ბალიშების გროვაში,ესენი აშკარად ზედმეტი .რამდენიმე მოვისროლე და დაცვარულ გულ-მკერდზე თავი დავადე . -მორჩა ! ჩვენი ასწლიან საქორწინო ისტორიაში ეს იქნება უკანასკნელი ჩხუბი! -რამდენიმე წუთის შემდეგ მითხრა და დაწითლებულ ტუჩებზე ისევ მეძგერა- და კიდევ ,ჯვარი უნდა დავიწეროთ -არც აგვიყრია... -აბა გავაუქმეო? -სულელი გგონივარ? -გავუცინე და ყელლში ვაკოცე- ღმერთს ნამდვიად ვერ მოვატყუებდი ..ასე რომ კანონის წინასე თუ გინდა სულ ნუ ვიქნებით ცოლ-ქმარი . შენი საყვარლობა უფრო მიზიდავს - კბილებით წავეტანე და მერე ისევ ვაკოცე -აშკარად უფრო მიზიდავს,ახლა როცა საშენებელი აღარაფერია,როცა ყველაფერი გვაქ შვილებიც გვყავს და ვატყობ ქალიშვილი მალე გაგვითხოვდება იქნებ.. -რეზის გადავაბაროთ ბიზნესი, მე და შენ კი მარტოობით დავტკბეთ ყველაფრისგან შორს- ჩემი სათქმელი თქვა ... ასე გვქონდა გადაწყვეტილი სიბერეში მარტო ვიცხოვრებთთქო,მაგრამ რაღა ვუცადოთ დაბერებას ახლა უფრო საინტერესო ჩანს ეგ ამბავი -ბავშვები გაგიჟდებიან...- რა კარგ დროს მახსენდება რა , უპასუხისმგებლო ქალივარ? -მიხვდება რეზი ,ჩემი შვილი ტყუილადაა? -კი მაგრ... -რეზი და ნატა თაბაგარებთან კარგად იქნებიან ნუ ღელავ. მიხედავს ნატა თავს ნატას ასევე მიხედავს რეზი, იოანე, ბიჭები და რაც მთავარია ალექსი.თან აშკარად შეგირდნენ დღეს -არა მარტივად ურიგდება ეს გოგო სულ,ვგიჟდები.აწვალე ცოტა რაღაც ..სულ არ მგავს- ვაკოცე ხმაურით და წამოვდექი - შხაპს მივიღებ და მოვალ. გადავივლე უცებ და ისევ საწოლში დავბრუნდი ,რატის ბალიშზე ჩახუტებულს ეძინა, მეც დავწექი და გათიშულს დამეძინა. შუადღეს გავიღვიძეთ, რატი აივანზე იყო და ეწეოდა .სავარძელში იჯდა და მთებს შესცქეროდა. ხალათი მოვიცვი და გავკუსკუსდდი, კალთაში ჩავუჯექი და ჩავეხუტე . მანაც სიგარეტი საფერფლეზე დააგდო და ხელები მომხვია -დილამშვიდობისა -დილამშვიდობის - ტკბილად მაკოცა და არეული თმები გადამიწია- მოკლე არ მომწონს -ანუ არ მიხდება? -შენ ვაფშე რო გადაიპარსო ისედაც ლამაზი ხარ... ხო ციი როგორ მიყვარდა შენს კულულებზე თამაში ახლა რა ვქნა ტო-ისე თქვა კისკისი დავიწყე -სათამაშოს ნახავ როგორმე - ფეხები წელზე მოვხვიე და უფრო კომფორტულად მოვკალათდდი- მაინც დაურეკე რა ბავშ.. -დავურეკე უკვე ნუ ღელავ ...კარგად არიან. რეზიმ მგონი ხტუნვა დაიწყო და რაღაც დაამსხვრია ვერ გავიგე რა - იცინოდა და თან თითებს დააცოცებდა ჩემს ფეხებზე - ახლა ვისაუზმო,შევუკვეთე უკვე ..მერე გავისეირნოთ ,რამდენი წელია აქ არ ვყოფილვართ - მაინც ეთამაშებოდა ჩემი თმის ბოლოებს და სახის კონტურსაც მიხაზავდა . მხარზე დავადე თავი ,თვალები დავხუჭე და ნება მივეცი მის თითებს ეთაერშათ თავის ნებაზე -ცხენით გავისეირნოთ რა გთხოოოვ -ჩემთან ერთად დაჯდები იცოდე! -უკვე კარგად ვჯირითობ და აღარ გადმოვვარდები- გამახსენდა ძველი მომენტი და ტუჩები დავბრიცე მოტეხილობა რომ გამახსენდა, ისე შევაშინე რატი მაშინ დიდი ხანი აღარ მსვავდა ცხენზე. -არა! -კაი ხო შენთან დავჯდები ,ჩაგეხუტები და მოგეფერები -კაია მასე ორივე გადმოვვარდებით და კაცი შვილი არ გვეყოლება პატრონი- გადაიხარხარ და ხმაურით მაკოცა- ახტი ახლა კარს გავაღებ - უცებ დამსვა სავარძელზე თვითონ კი გავიდა. მალე მაგიდა შემოაგორა და სავარძლის წინ გააჩერა . მივხვდ რომ ძალიან მშიოდა . ისევ კალთაში ჩამისვა თიტქოს ადგილი არ იყო . ვიცოდი რომ თვითონ მაჭმევდა -მოკლედ სრულ აღდგენას ახდენ ჩვენი პირველი მოტაცების? -ბავშვი გამოგვივა ვითომ? -ხო არ გაგიჟდი რა ბავშვი რის ბავშვი -კაი ხო რა იყო ... მეეჭვება ბავშვი გაჩინო ამ ასაკში -არ ხარ შენ კარგად... მოიცა ბავშვი გინდა? - მივხვდი ასეთ რაღაცას გამოსაწვევად მეუბნებოდა . უცებ წამოვიკივლე შეშფოთებულმა და ნახევარი ტანით შევბრუნდი -არც გაიფიქრო ხეცურიანო! ახრადაც არ გაივლო გასაგებია? რამდენი ხანია.. -კაი ხო რა იყო ნუ გაგიჯდები . ათი წლის წინ არ გააჩინე და ახლა ვიცი რო არ გინდა -ისე ნუ მეუბნები თითქოს აბორტი მქონდეს განაკეთები -სამაგიეროდ არც ჩასახვისსაწინააღმდეგო ამბები დაგვიწყებია -რაზე ვლაპარაკობთ არ მესმის ! ისევ ნუ ვიჩხუბებთ ახლა , მორჩა ! -ისევ ავეკარი ბეჭით და პირი დავაფჩინე პატარა ბავშვივით- ყურძენი მინდა -ჭამე ჯერ ეს -ოო არ მინდა ეგ ლორი და კვერცხი და არაფერი არ მინდა უუფ -ენერგია ვერ დაგახარჯინე საკმარისად ვითომ? -შეიძლება -ხოდა კარგი -არა მოიცადე ადამიანო ...შევჭამ ხო აჰა - კარაქიანი პური ავიღე და გავუძახე ყბაში . გაეცინა ჩემს გამოტენილ პირს რო შეხედა და მიიღო კიდეც მუჯლუგუნი.. როგორც იქნა გავაღწიეთ ოთახიდან..დიდხანს დავბორიალებდით . ლამის მოვუყევი მთელი წლის ამბები ,რო არ უკვირდა არაფერი ბოლოს გავგიჟდი და შევუბრუნდი -მითხარი რო იქაც არ გყავდა შიკრიკები როგორც მაშინ პირველად რო წავედი -მე? რა შიკრიკი საიდან მოიტანე ახლა -რატი! რატი ხეცრიანო! -ნუ მიყურებ ეგრე არათქო ვაა -ნუ მატყუებ ! -აბა შენნაირი უგულო კი არ ვარ ერთხელაც რო არ გაგახსენდი, ყოველ თვეში ჩამოვდიოდი და გნახულობდი, საერთოდ ბინაშიც შემოვდიოდი ღამე . მალენას დამაძნებელს ვაყრევინებდი წვენში რო არ გაგღვძებოდა -რააა- გაიგნებული ვიყავი. იცოდა რომ მივხვდებოდი და გავიღვიძებდი, ამიტო ვითიშებოდი? მოიცა რაზე ვფიქრობ ანუ მოდიოდა და მნახულობდა? ჩემი საყვარელი,ჩემი ტკბილი და თბილი ჩემი კაცი ჩემი ,ჩემი და მხოლოდ ჩემი -შორს გაიწია ეგონა ვეჩხუბებოდი, მე კი მთელი ძალით მოვეხვიე- მიყვარხარ...სიგიჟემდე მიყვარხარ.. საოცრად, ენით აღუწერლად ყველა უჯრედს უყვარხარ და უგულო კიდე ვინ არის კამერებით ვინ გადევნებდა თვალს -ჰა? რა კამერებით -მომინდომა ბიჭმა.. ისე გაგეყრებოდი ახლა და დაგტოვებდი სახლში კამერას არ დავაყენებდი? მარტო საძინებელში -გადარეული ხარ -ხო და სხვათაშორის ის ჩემი ფოტო რო გადააგდო ნერვებ მოსლილმა მე რომ გელაპარაკე მობილურით მიყვარდა ის ფოტო -არ გაგებრაზებინე მერე ... -ხო დააწებე ისევ -აბა საძინებელში მარტოო? -რო შემოიტანე მაშინ დავინახე.ნუ მიყურებ ეგრე აბა რა გამაძლებინებდა ახლა ისე ... იმდენად აღარ მენატრებოდი. თანაც მე ხო შენი გადარეული გოგო ვარ -კი ნამდვილად ჩემი გადარეუი გოგო ხარ...ჩემი ტკბილი და ვნებიანი ქალიც ხარ და წვიმას იწყებ მგონიი -ამ ტყიდან რა გაგვიყვანს ახლა? -მოიცა აქ სადღაც ქოხი შევნიშნე იქ სევიდეთ -როგორ მიყვარს მიყრუებულ ადგილებში შენთან ერთად ხეტიალი ,თან წვიმაში- ტუჩი მოვიკვნიტე და სიცილით გავყევი უკან -ნუ გაქ გარყვნილი ფანტაზიები... თუ ვერ მივაგენი არ გიშველის ფანტაზია რომ გამიცივდები -ვითომ თვითონ არ დასველდება ... გაცივდება მერე ეგრევე -იმუნიტეტიც სენ დამისუსტე ტორე სანამ მოგიყვანდი კი ვიყავი კაჟივით -ოჰ ოჰ ოჰ ერთი შენ დადიოდი ცემთან სახლში სიცხეების გასაზომათ და ბულიონების გასაკეთებლად და მეორე მე -ერთხელ მოხვედი ისიც დედაჩემი არ იყო და სად გახსოვს. დებილური ბულიონი იყო -17 წლის ვიყავი იდიოტო! -რა ვიცი მე ჩაის კი აკეთებდი და -სად ჩაი სად ბულიონი .ისე მაშინ პირველად გავაკეთე -ანუ მკლავდი? -მკვდრის არაფერი გეტყობოდა არც მაშინ , მჭამდი თვალებით -სიცხე მქონდა,ვიწვოდი -კი როგორ არა -რას ჩაიცვი მერე ის შიფონის კაბა ..გიჩანდა ყველაფერი -სად გახსოვს ახლა -რა დამავიწყებს იმ კაბას... მაშინაც ის გეცვა ექსკურსიაზე რომ იყავი -სახლიი როგორც იქნა - დავინახე თუ არა იქეტ გავიქეცი. წვიმამ ცოტა დაგვასველა,მაგრამ მაინც გადავრჩით. ღამით გადაიღო მაგრამ გასვლას არც აზრი ჰქონდა არც სურვილი გვქონდა. მეორე დღეს გერგეტზე ავედით. მთელი დღე იქ ვიყავით , ფეხით ასვლას და ჩამოსვლას დიდი დრო სჭირდებოდა. ბავშვებს მეც ველაპარაკე და დავმშვიდდი. შემდეგ იყო ბედნიერი დღეები, როგორც ყოველთვის ჩემი გადარეულისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი და მეც ველოდი მის საოცარ იდეებს ,ან თავად მაწუხებდა რაიმე გიჟური აზრი და გადაფარავდა მის ყველანაირ ფანტაზიას. ^^^ სახლში დილიდან სიმშვიდე იყო . შაბათი დღე , სამსახურისგან თავისუფალი დღე იოანეს მკლავებში დავიწყე. გაღვიძებისას მისი დანახვა უბედნიერესი წამი იყო. ფრთხილად ვაკოცე მძინარეს და წამოდგომა ვსცადე მაგრამ შეიშმუშნა ,რაღაც ამოიფრუტუნა და ხელები უფრო მომიჭირა. -იოანეე -ჩშ.. დაიძინე- სხეულზე ამიკრა და თავი ჩემს ყელში ჩამალა,მერე მაკოცა და თვალები გაახილა - რონმელი საათია? -თერთმეტი -ჯანდაბა დამავიწყდა-უცებ წამოვარდა და გავარდა-მოვალ მალე. მართლა მალე მოვიდა თურმე წამალი უნდა მიეცა ლიზასთვის მაგრამ იქ დაჩი დახვდა და აღარ დასჭირდა იქ დარჩენა -აქ დარჩა წუხელ? -არა . მამა არ გაგიჟდებოდა? დილას მოსულა. გიჟები არიან ერთი - საწოლზე ამობობდა და თვალები მინაბა. ასე ჩამეხუტა . მეც მის სახეზე დავატარებდი თითებს -ჩემს დახატვას ხო არ აპირებ -არ ვიცი თორე დიდი სიამოვნებით -შვებულების აღებას როდისთვის შეძლებ? -რა შუასი იყო ახლა -მიპასუხე -არ ვიცი ალბათ ზამთარში -კარგი ხო ,ისე მაინც ვერ წავალთ სადმე დეკემბრამდე, მანამდე გოგონებიც ვერ მოიხსნიან თაბაშირებს ..მერე ბექასთან გვინდოდა წასვლა მარა დამტვრეულებს კიდე თოვლი და ყინვა უნდათ? -ხო სალოსაც ძაან უნდოდა წასვლა .. როგორ ელოდა არდადეგებს -მოვიფიქრებ რამეს - ჩამეხუტა და თავზე მაკოცა -არ ავდგეთ? სტუმრები გყავს -მიხედავენ თანიანთ თავს. აქ მაინც დავრჩეთ მარტონი -ჯერ ვერ დავილაპარაკეთ, მაკოცებდი და ვიღაც მოდიოდა,ახლა ეს საშინელება მოკლედ როდის გვეღირსება საკუთარი თავისთვის -სულ ცოტაც და მერე გპირდები ასე აღარ იქნება -მერე ჩემი სამსახური? შენი საქმეები -გავაქრობ ყველაფერს- გაიცინა და მაკოცა . ცოტა ხნით ჩუმად ვიყავი მის მკლავებში გატრუნული. მერე კარზე დააკაკუნა ვიღაცამ და ბოლოს შემოვიდა. ალექსი იყო -გამარჯობა გვრიტებო ... იყავი არ გავგიჟდები .. ისა საქმე მაქვს რაღაც -რა არი? -კატო და რატი გაიპარნენ...უფრო სწორად რატიმ ისევ მოიტაცა- გაეცინა და სავარძელზე დაჯდა. -ხოდა სიმამრის იდეა მომწონს ხო იცი ქეტუშ -არ გამაგიჟო ახლა ..არ გაბედო ბავშვია ჯერ სულ გაგიჟდი? -არ მოვიტაცებ ..ცოლად არ მოვიყვან უფრო სწორად -აბა? -უბრალოდ დიდი ხანია ერთად არსად ვყოფილვართ და რა უნდა ლიზასთან იმას დაჩი და იოც მიხედავს ეგ ორი იყოს და ლიზა კარგად იქნება ხო მეთანხმები სიძე? -გეთანხმები... რეზიმ რაო -რეზი .. რეზი ვიცი გაჭედავს... გამშვებაზე სულ ჭედავს რა ხოდა შენი დახმარება მჭირდება. -არ გამიკვირდა რატო არ მიყურებს გაბრაზებულითქო? -იოანე მართლა გიჟი კი არ ვარ არც ჩემი და არის 15 წლის ბავშვი რა უფლება მაქ რამე დავუშალო კატეგორიულად .. -დაგეხმარები -ჰა?? არა! არაფერსაც არ დაეხმარები ... აქ რომ ნახულობს არ ჰყოფნის? სად მიჰყავს... -არ მენდობი თუ რა გინდა ! -ნდობა რა შუაშია..მოგყვება ნატა? -წამომყვება -მე მგონია არ წამოგყვება ...ძალით წაიყვან და გააბრაზებ ისევ -რო მინდა შევურიგდე ნორმალურად იმიტო მიმყავს ქეთო.. აუ ვაფშე რა ტიპი ხარ რა სალომე რო იყოს მეტყოდა მომიტაცეო -სალომე ცანცარააო ვინ ამბობდა -ახლა სიცანცარე მინდა მეც - მოკლედ მომიჭრა და გავიდა. რაღა გამაჩერებდა გავყევი მეც. ნუ მოვწესრიგდი ჯერ. ყველა მისაღებში იყო დაჩის და ლიზას გარდა. იოანე ლიზიკოსთან შევიდა და მერე ჩამოვიდა ისევ ^^^ ანაბელი“ მიშო ორი კვირის განმავლობაში ისე იქცეოდა თითქოს მხოლოდ ზრუნვა ევალებოდა . ბავშვს ეფერებოდა, ელაპარაკებოდა მე კი ხმასაც არ მცემდა ზედმეტად. აღარც ჩვენი საუბრები იყო, აღარც მხიარული სიტორიები ...ყველაფერი გაქრა და ვიცი რატომაც, მას ეგონა რომ მე არ ვენდობოდი ,რომ მასში ეჭვი შემქონდა და მართალიცაა. ალბათ მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. ლიზას საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ სულ სახლში იყო...უბრალოდ ურეკავდა ბიჭებს და ელაპააკებოდა საკმაოდ დიდხანს.თან სიგარეტს ღერი ღერზე ეწეოდა . მერე ბავშვს უწვებოდა გვერდით და უყურებდა მძინარეს. ორივეს რომ ვუყურებდი გული მითბებოდა. -დილამშვიდობის -რატო ადექი მე მივხედავდი- არც მომესალმა ,უემოციოდ ჩამიარა გვერდი და ყავა გაიმზადა თავისთვის -ბავშვმა გაიღვიძა . წადი მე ამოგიტან ამათ -არ მინდა! -მოგინდება! საძინებელში ავედი, ბავშვი ხელში დავიჭირე და პენუარის მკლავი ჩამოვწიე ,როგორც კი საჭმელს მიაგნო მაშინვე ააცმაცუნა ტუჩები და უკვე ხმაც უფრო ძლიერად გამოსცა. ქალბატონი თანდათან ძლიერდება და მით უფრო მეტი უნდა ჭამოს,დამატებითაც მიირთმევს რა თქმა უნდა ,მაგრამ ღორმუცელაა . ნაბიჯების ხმა გავიგე , არც კი შემოუხედავს სინი დადო და შებრუნდა. უკვე ყელში ამომივიდა, ვეღარ ავიტან ამ მდგომარეობას . ბავშვს საწოლზე ვაწვენ და უკან მივყვები. უკვე საძინებელშია და როგორც სჩანს გამოცვლას აპირებს . მაისური მოიფრიალა და მისი შიშველი ზურგი დავინახე, მხრებზე ინსტიქტურად გავუშტერე მზერა ,ხელების მოძრაობისას კუნთები ეჭიმებოდა და სიმხურვალეს ვგრძნობდი . ეს ყველაფერი წამებში მოხდა,მაგრამ ისე ვიყავი გაცოფებული ეჭვი მაქ ეგ ნორმალურად აღმექვა -როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? აღარ მოგბეზრდა ? -ანაბელ? -ანაბელ ახლა ვარ ანაბელი? პირველივე წამიდან რაც მომმართე მზეთუნახავს მეძახდი და ახლა რატო აღარ მეძახი ისე, საერთოდ აღარ მელაპარაკები,მიბღვერ და გინდა ჭკუიდან შემშალო , ჯერ დაჟინებით მიყურებ მერე მომაშორებ მზერას და საერთოდ მაიგნორებ ! ჩვენ ხო თავიდანვე შევთანხმდით ეს ერთი თვე სასიამოვნო უნდა ყოფილიყო ორივესთვის და არა გამაღიზიანებელი ,მტანჯველი და საშინელი. კიდევ ერთი კვირა დარჩა მაგრამ არ მჭირდება! გადასარევად ვარ და შეგიძლია წახვიდე, უკვე ყელში თუ ამოგივიდა აქ ყოფნა მე არც თავიდან მითხოვია ,თავად მოხვედი შენი ნებით და ახლაც წაბრძანდი -მორჩი? მგონი დაასრულე ახლა შეგიძლია გახვიდე -რაა? ასე მშვიდად მეუბნები მაგას? -ყვირილი თუ გინდოდა უკვე რამდენიმე წუთია ამას აკეთებ, ვფიქრობ ემოციისგან უკვე გათავისუფლდი და კარგადაც ხარ . მე არაფერი მაქვს სათქმელი ,შესაბამისად შეგიძლია გახვიდე -ეს... ეს როგორ ანუ არ წახვალ? არც არაფერს მეტყვი? _ძალიან კარგად იცი რომ არაფერი მომბეზრდა, არაფერი მაწუხებს და ნამდვილი მიზეზიც იცი. ასე რომ - კარისკენ გაიშვირა ხელი . ალბათ ბოლს ვუსვებდი ბრაზიგან.რამდენი ხანია ასე არაფერს გავუბრაზებივარ. სწრაფად გავედი და კარი მივაჯახუნე . აღარც მე არ დაველაპარაკები და იყოს ისე ,არ მადარდებს .რაში მაინტერესებს ის ხომ ჩემთვის არაფერს ნიშნავს,მე მინდოდა კარგი ურთიერთობა გვქონოდა თუ არ უნდა იყოს ისე , მაინდამაინც უნდა მომეყოლა? ისე არ მიღებს? ხოდა კარგი არაფრის თქმას ვაპპირებ მე! ^^^ „ნატა“ საქართველოში დიდიხანია არ ვყოფილვარ. ბოლოს რომ ჩამოოვედით ძალიან პატარა ვიყავი და ფაქტიბრივად არაფერი მახსოვს. ახლა ყველანი აქეთ იყვნენ და მეც გადავწყვიტე წამოვსულიყავი , თანაც მინდოდა ლიზას და იოანეს გაცნობა. ბავშობაში კი შევხვედრილვართ მაგრამ არაფერი მახსოვს მათზე. ერთი ვიცი ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ, იოანესთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ჩემებს. ჩემი მშობლები ერთი წელია ნაჩხუბრები არიან,თავიდან მეგონა როგორც ჩვევიათ შერიგდებოდნენ ,მაგრამ ახლა ეჭვი მეპარება. მგონი ისე გაჯიუტდდა ორივე დიდხანს გააგრძელებენ ამ ბავშვურ ჩხუბს. ეჭვი არავის გვეპარება მათი გრძნობის სიწრფელეში და რაღატო კამათობენ ვერ ვხვდები. ჩემს ძმას საუკეთესო მეგობრები ჰყავს, სულ ერთად არიან, მართალია ასაკი სხვადასხვა აქვთ ერთ ან ორი წელია განსხვავება მაგრამ მაინც . საქართველოდან რომ წამოვიდნენ ჩვენი მშობლები ერთ უბანში ვცხოვრობდით და ერთად ვიზრდებოდით. მე უმცროსი ვარ მათთან შედარებით მაგრამ მაინც ასე ითქმის. ბიჭებთან ერთად დიდ დროს არ ვატარებდი ,რადგან ისინი სულ სადღაც დადიოდნენ, ვერც ვთამაშობდი ფეხბურტსა და კალათბურთს ,შესაბამისად მხოლოდ მაშინ ვიყავი მათთან როცა სახლში იყვნენ ან რაიმეს აღვნიშნავდით. ყველა ძმებივით მიყვარს ერთის გარდა, თითქოს თავიდანვე ვიცოდით რომ მას ძმასავით ვერასდროს შევხედავდი, არასდროს უწოდებია სხვების მსგავსად და , არც ისე მეხუტებოდა და მეფერებოდა როგორც სხვები. ის სულ ჯიქურ მიყურებდა და თვალებს გაავებული აბრიალებდა როგორც კი სხვა ბიჭთან დამინახავდა. ვიზრდებოდით და თანდათან ვიაზრებდი რომ ერთმანეთი გვიყვარდა, ეს ჩვენი სეირნობები, კინოში სიარული, სხვადასხვა ადგილას ბორიალი და ათას თემაზე საუბარი არ იყო უბრალოდ მეგობრული ქცევა. არც მისი გამუდმებული ეჭვიანობა, კამათი და უამრავი აკრძალვა . დედა რომ ყოფილიყო ჩემს ადგილას არავითარ შემტხვევაში დაემორჩილებოდა მე კი არ შემეძლო მასთან კამათი. არც ის მეჩხუბბოდა მშვიდად მეუბნებოდა და მეც ასე უბრალოდ ვასრულებდი. ისე გაუაზრებლად ვემორჩილებოდი თითქოს კანონი იყო მისი სიტყვა, არც კი ვიცი ამხელა გავლენა როგორ აქვს ჩემზე . არასდროს გვითქვამს სიტყვა მიყვარხარ, არც ჩახუტებას და შუბლზე კოცნას გაშორებია ჩვენი ურთიერთობა ,უბრალოდ ვიცი რომ ჩემი შეხებისას ისევე ძლიერად უცემს გული როგორც მე. მინდა სულ მასთან ვიყო , ვერ ვიტან როცა მიდის და გული მისკდება როცა ნაცემს ვხედავ, ან ვიცი რომ ვიღაცასთან პრობლემა აქვთ. იმდენად ფიცხი ხასიათი აქვს სულ მეშინია არაფერი დაუშაონ . ერთხელ მიშკა დაჭრეს , ისეთი ნაცემები იყვნენ ყველანი რომ დავინახე მეგონა მოვკვდებოდი. ახლაც წამოსვლის წინ ვიკამათეთ, უფრო სწორად მე არაფერი მითქვამს თვითონ იყო გაბრაზებული და ასე წამოვიდა აქეთ. შეხვედრამდე ისე ვრელავდი,მეგონა არ მოვიდოდა , რაგდან არ დაურეკავს მანამდე საერთოდ, არც მოუწერია და ვიფიქრე რომ არ შემირიგდებოდა. როცა მომეხვია ერთიანად მოვდუნდი და გავთბი,გული გამითბა . დედა ისევ მოიტაცა მამამ. მეეჭვება დედ აუარზე ყოფილიყო მაგრამ დარწმუნებული ვარ გაპარვა მაინც არ ერქვა ამ ამბავს. ყველანი აჟიტირებულები ვიყავით ამ ამბით. მისაღებში ვისხედით მე , რეზი, მიშო ბიძია და ბერდო . ქეთო და იოანე შემდეგ ჩამოვიდნენ, დაჩი კი ლიზასთან იყო რა თქმა უნდა. ალექსი კი არ ჩანდა . ვისაუზმეთ და შემდეგ საძინებელში ავედი. მგავრობისგან გამოწვეული დაღლილობა ჯერ კიდევ ვერ მოვიშორე. საწოლზე ვიწექი ,როცა კარი გაიღო და ალექსი შემოვიდა -გამარჯობა ფისუნია - სულ ასე მეძახის მეუბნება ფისოსავით თბილი, საყვარელი და ნაბა ხარო . -გამარჯობა ... რა ხდება? -სადღაც უნდა წაგიყვანო ...ხომ გინდა დაათვალიერო რაღაც-რაღაცეები -მინდა კი მაგრამ უხერხული არ იქნება? -რა იქნება უხერხული,ლიზიკოსთან დაჩია.მასთან დამეგობრებას მერეც მოახერხებ ! -კარგი წამოვალ .. სად წავალთ? თბილისს დავათვალიერებთ? -ხო - ხეი მომხვია და საფეთქელზე მაკოცა -მომენატრე ფისუნია -ჩუმად მითხრა და ისევ მიმიკრა სხეულზე. რამდენიმე წუთში მივხვდი რომ ქალაქიდან გავდიოდით -სად მიგყავარ ? -გიტაცებ ცოტა ხნით -რას ნიშნავს მიტაცებ ცოტა ხნით -მოგენატრე? -რა შუაშია -უბრალოდ მიპასუხე მოგენატრე თუ არა- ლოყები ამიხურდა, ასე რომ მიყურებს სულ ასე მემართება -ხო -ხოდა მე და შენ დავისვენებთ ცოტას ...ერთი კვირა მხოლოდ -რა? კი მაგრამ რეზი.. -იცის და მოgვარებულია .შორს არ მიმყავხარ ჩვენს სახლში მივდივართ ბორჯომში -კი მაგრამ სიცივე არ იქნება? ან ისედაც ტანს.. -მოვაგვარე ფისუნია - ტუჩის კუთხე ჩატეხა და გვერდულად გამომხედა,მერე ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და მაკოცა -ნუ ნერვიულობ რა ,გეფიცები უბრალოდ დავისვენებთ .იცი იქ რა მაგარია? თუ დიდხანს დარჩენა მოგვიხდება ექსკურსიებზეც წაგიყვან მაგრამ ახლა კურორტზე წასვლა სჯობს გზაში ხეტიალს .თან შორს არ არის- ასე აყრის არგუმენტებს სულ , ან საიდან ხვდება რომ ვნერვიულობ. თუმცა როგორ ვერ მიხვდება სულ მიკანკალებს ხელები და ვბურტყუნებდასჯილი ბავშივით . ჩემი ხელი არ გაუშვია , ცერა თითს შიგადაშიგ მისმევდა ხელის ზურგზე და საოცარი შეგრძნება მქონდა. იმედია ლოყები ისევ არ ამიწითლდება, უკვე მაღიზიანებს ეს ჩემი პომიდვრის ფერი .არადა რა გავაკეთო ინსტიქტურად მემართება ,ამდენი წელია ვიცნობ და მაინც მრცხვენია ხოლმე. -არ მომიყვები აქ რა ხდებოდა ჩემს ჩამოსვლამდე?-როგორც იქნა დუმილი დავარღვიე -ისეთი არაფერი... შენმა ძმამ ნიძლავი წააგო ჩემთან და დაჩისთან ჯოკერს გვეთამაშებოდა და დაჩი ხო იცი რა ტიპია რაღაც საოცრება მოუფიქრა. განცხადება სადაც ნახა ყველგან დაარეკინა მოსამსახურის პოსტზე. გაუმართლა ,ხო იცი რა ბედი აქ და მოხვდა იოსთან -მოიცა იქ მუშაობს? -ხო შენ არ გინახავს თორე ის კერძები სულ მაგან მოამზადა, კი უთხრა იომ არ გინდაო მარა ვინ შეაგნებინებს მაგას -აუუ რა მაგარია..სად წამომიყვანე რა ცოტას გავერთობოდი . ეგ საზიზღარი მე რო ვთხოვ არაფერს მიმზადებს - უცებ გავიბუტე,მართლა არაფერს მიკეთებს რისთვის იარა იმ სკოლაში ვერ გავიგე,თუმცა ეგ დედამ დააძალა კაცმა ყველაფრის კეთება უნდა იცოდე მარტო რო გადადიხარ საცხოვრებლად თორე ისე არ გიყიდი ბინას და შენი ხელფასით რას იზამ მაგასაც ვნახავო. დათანხმდა აბა რა ქენა, კატუსია მაგარია .ყველაზე მაგარი დედაა მთელს მსოფლიოში . -მე მოგიმზადებ- ფიქრებში წასულმა ძლივს გავიაზრე რა მითხრა ,თან როგორ თბილად ,მერე როგორ გამომხედა .შეიძლება ამ მზერამ ერთხელაც მომკლას , ნერწყვი ძლივს გადავაგორე . უცებ მომაშორა თვალი და გზას გახედა . ისევ თვითონ განაგრძო- მიშკა სხვაგან ცხოვრობს , თბილისში არაა .რაღაც საქმე აქვს და ისე მოვა მერე შენს სანახავად . -ისე მითხრა ანუ არ უნდა ვკითხო არაფერი- ბექას და მაკოს ამბავი კი იცი -როგორ არა ისინი იქაც ხვდებოდნენ . -ხო სად იპოვეს ერთმანეთი ამხელა ქალაქში -ბექა როგორც ამბობს ბედმა შენი ფეხით ჩამოგიყვანაო . სალომე რას შვება? რომ ვერ ვნახე გამიბრაზდება -ნუ ღელავ რომ ეტყვი სადაც ხარ დამშვიდდება . მალე გაივლის ნუ ღელავ ,რომ დავბრუნდებით მოხსნილიც ექნება თაბაშირი ეგ ხო იცი რა კატასავითაა . მარტივი მოტეხილობაა , თიკასააქ რაღაც წვივში ჩადგმული და დიდი დრო დასჭირდება რეაბილიტაციას ,მერე კიდე უნდა ამოუღონ ის მეტალი და ეგაა . მაკოს ხელი აქ მოტეხილი და ბევრი ნაკაწრები აქ მინის ნამსხვრევებით ჰქონდა სავსე სხეული. -როგორ შინაგანიც დააზიანა? -არა მადლობა ღმერთს ეგრე არ იყო უბრალოდმანქანა რომ მოსრიალდა ლიზას მხრიდან დაეჯახა ის მეორე მანქანა , მაგ მხარეს იჯდა მაკოც და მინის ნამსხვრევები პირდაპირ შეეყარა. ლიზაც იმიტო იყო მძიმედ -თათა არ იჯდაო მგონი ხო? აღარ ვიცი ზუსტად სახელები -არა თათა იჯდა უბრალოდ ისე მძიმედ არ იყო ,ღვედი ეკეთა და მხოლოდ სისხლჩაქცევები ,ზედაპირული ჭრილობები და შერყევა ჰქონდა . -კარგია , ესე იგი მალე გამოჯანმრთელდებიან, ძალიან მინდა გავიცნო სალო იმდენს მიყვებოდა მათზე -კოლეჯიდან როგორ წამოხვედი ამ დროს -რავიცი დედაჩემმა გააცდინე მე მოვაგვარე ეგ საქმეო და მაგის ამბავს რას გაიგებ ,მეც წამოვედი . კაცმა არ იცის რა ჩაიფიქრა .. მე ირაკლი ბიძია ვნახე და რაღაც მითხრა -მაინც ? -არაფერი დაივიწყე...მალე მივალთ? -კი ...ცენტრიდან ცოტა შორსაა ზემოთაა ტყეში -კარგია მიყვარს ეგეთი ადგილები -ვიცი ფისუნია- რა სულელი ვარ აბა რატო მივყავარ აქ და არა სხვაგან . ბევრი იფიქრა ალბათ. ხო უხეშია ხსირად მაგრამ მგონია რომ ჩემთან მიმართებაში ყველაზე თბილი და მზრუნველია და ეს სულაც არ არის შეყვარებული გოგოს გადმოსახედიდან ნათქვამი სიტყვები . რამდენიმე წუთში ქალქაში შევედით , ძალიან ლამაზია ყველაფერი . მარკეტთან გააჩერა და რამდენიმე წუთში პარკებით დახუნძლული დაბრუნდა. შემდეგ ცოტაოდენი გზა გავიარეთ და ტყეში ავედით . საოცარი ჰაეირია, თითქოს ფილტვები ერთიანად იწმინდება. საკმაოდ ცივა, თბილისთან შედარებით ყინავს მგონი. ერთსართულიან პატარა სახლთან გააჩერა. მანქანა ეზოში დააყენა . სულ მწვანეა ყველაფერი,შიგადაშინ ერევა სიყვითლეც ,შემოდგომის დამახასიათებელი მაგრამ ძირითადად წიწვოვანი ტყეა. ხის საშუალო ზომის სახლია, ძალიან მყუდრო და ლამაზია. მე სანამ გარემოს ვათვალიერებდი სახეგაბადრული , ალექსმა ყველაფერი სახლში შეიტანა და გვერდით ამესვეტა -მოგწონს? -ძალიან - გავხედე და მგონი ყურებამდე გავიღიმე -ჩემი პატარა ფისუნია - მომეხვია უცებ და თავზე მაკოცა . მერე ლოყას მიწვდა- ასე რო იღიმი ხო იცი ცუდად მხდი- ჩუმად მითხრა და მხრებზე მომხვია ხელი- შევიდეთ თორე შეგცივდება ...თან არ გინდა ნახო შიგნიდან როგორია სახლი? -წავედით- მის მხარზე მოხვეულ ხელს ჩემი თითები მოვხვიე და ისე შევედით. ხის სურნელი დამეტაკა, სასიამოვნოდ მიღიტინებდა ცხვირში. მტვრიანი იყო ყველაფერი ,მაგრამ არაუშავს. საშუალო ზომის სახლია ,რამდენიმე საძინებლით, მისაღები სადაც ბუხარიცაა , სამზარეულო და სააბაზანო მხოლოდ ერთი ოღონდ . ჩემი ოთახი მაჩვენა ალექსმა და გავიდა. მალევე მოვიდა ჩვრებით -თუ არ მივალაგეთ ისე ვერ დაისვენებ . ეს ვეღარ გავითვალისწინე ,უცებ გამახსენდა ეს სახლი და -არაუშავს .. ხო იცი ვერთობი რო ვალაგებ- გავუცინე ქურთუკი გავიძრე და ჩვრები გამოვართვი.-იატაკის საწმენდი დაასველე რა და მომიტანე-განკარგულება გავეცი და სწრაფად ჩამოვუქროლე ყველაფერს. ფანჯრები გავაღე და სუფთა ჰაერს ოთახში სემოსვლის საშუალება მივეცი . კიდევ უფრო სასიამოვნო გახდა სუნთქვა, რა დიდი განსხვავებაა აქაურობასა და მანქანებით გადატვირტულ ქალაქს შორის . იატაკი მოვწმინდე და სხვა ოთახებშიც გავედი .თვალები გამიფართოვდა საქმეში გართული ალექსი რომ დავინახე. -რა ? -შენ დაალაგე - გამეღიმა -ხო რა იყო მგონი იმ ძველს სჯობს - გაიღიმა და ავეჯს მოაშორა თეთრი საფარველი. -ამათ საკუჭნაოში გავიტან - ყველაფერი აიღო, შემდეგ საწოლებზე გადფარებული თეთრეულიც აიღო და რომელიღაც ოთახში შეიტანა. მე იატაკი მოვწმინდე და სააბაზანოში შევედი ხელების დასაბანად. შემდეგ სწრაფად გადავაკარი თეთრეული საწოლებს . ალექსს ისევ დრო უხელთია , პროდუქტისთვის ადგილი მიუჩენია და ახლა ონკანს ამოწმებდა - ცივი წყალი მოდის ნახე რა ყინულივითაა ... აქ გამატბობელი რომ არაა ? მხოლოდ აბაზანას აქვს ,ჯანდაბა ეს როგორ არ გააკეტეს ტო -არაუშავს რა ბევრი ჭურჭელი გვექნება გასარეცხი - შენ როგორ არაფერზე წუწუნებ ტო .. სალომე რო იყოს გამატყავებდა. თუმცა იმ ალქაჯს სულ არ გავხარ ,რა შედარება გავაკეთე მეც - საყვარლად ბურტყუნებდა მე კი ვუყურებდი შეკრულ წარბებზე და მეღიმებოდა -რატო მიყურებ ასე? -როგორ ასე -როგორ და ასე - მომიახლოვდა და თვითონაც ჯიქურ შემომხედა . მერე დაიხარა და ცხვირის წვერზე მაკოცა- ეშმაკუნა ფისოც ხარ შენ? -ნწ - ბავშივით გავაქნიე თავი და ქვემოდან ავხედე- არ გავისეირნოთ? -არ დაისვენებ? არც გშია? -ჯერ არა ..აუ წამო რა გთხოოვ -კაი მაშინ აქვე გავიაროთ . რომ მორბიხარ გარეთ სიცივე არ არის? -აუუუ -ჩაიცვი ახლა დროზე არ გამაგიჟო - დამიბრიალა თვალები და მეც გავბრუნდი უკან. თბილი მოსაცმელი ჩავიცვი და წინ ავესვეტე .თვალებდაწვრილებულმა შევხედე -შენ პერანგით რო მოდიხარ არ შეგცივდება ? -მანქანაში მაქ ქურთუკი - გაიცინა და წინ წავიდა. მანქანიდან ამოიღო შავი ტყავის ქურთუკი და გვერდით დამიდგა. იქვე ტყეში გავედით , ცოტა ვისეირნეთ.. მეზობელ სახლებში ბავშვები იყვნენ აშკარად და ისეთი ხმა გამოდიოდა მეცინებოდა. მერე გარეთაც გამოვარდა ორი პლასტმასის ხმლით შეიარაღებული რაინდი ,უკან გოგონა მოჰყვებოდათ, აშკარად ასაკით პატარა იყო და ძლივს ეწეოდა -დამელოდეთ ... ნუ ქალთ ცუდიები დამელოდეთ - ბიჭები ხმალაობდნენ ,თან ეცინებოდათ გოგონა კი იდგა და უყურებდა გაბუტული ,ხელი თეძოზე შემოიდო და ფეხი დააბაკუნა-გაჩელდით ,დედიტო მოვა და გიკილებთ გალეთ ლო გამოქედით,ტკეჩი მგლებია -სულელო სადაა მგელი -ლოგოლ ალააა ,დედიტომ თქა -მოგატყუა ! -ალა ,დედიტო ალ იტკუება -შედი მერე შენ ,ჩვენ არ გვეშინია მგლების -მეორე ბიჭმა თბილად უთხრა და გაუღიმა .ჩვენ ხის სკამზე ვისხედით და ვუყურებდით ამ სამეულს -რა ჯიგარი ბავშვია ტო -უხეშია -უნდა სახლში გაუშვას გოგო და იმიტო -მეორესაც უნდა და თბილად ეუბნება -იმიტო უჯერებს რა , პატარა ჯიუტი ფერია -თმა როგორააქ არეული -ტანსაცმელი ამოჩაჩული ? -მაგარი ბავშვები არიან - დავასკვენი უცებ და ალექსს გავხედე რომელიც მათკენ დაიძრა- სად მიდიხარ -უნდა გავიცნო მეზობლები ... წამო -ბავსვებთან მივიდა და თავზე დაადგა-საღამომშვიდობის ახალგაზრდებო -გამარჯობა - ქვემოდან ამოხედეს ალექსს და დააკვირდნენ- შენ ვინ ხარ? -აქ რა გინდა? -ეც გოგო ვინ ალიც? ჩენი ცოლია ? -დაახლოებით- ალექსმა გაიცინა და გოგონასთან ჩაიმუხლა- მე იმ სახლსი ვცხოვრობ ამ გოგონასთან ერთად. ალექსი მქვია ,შენ რა გქვია პატარა ქალბატონო? -მე მაჩო ,მაგლამ დედიკომ მითქლა ალ ელაპალაკო უცქო ბიძიებცო და -საერთოდ არ ეაპარაკები რა- ჩაიბურდღუნა ჯმუხმა და წინ გადაუდგა ალექსს- აქ აქამდე არ მინახავხარ და როდის ცამოხვედით? -დღეს ჩამოვედი და ცოტა ხნით დავრჩები,თქვენ სულ აქ ხართ? -ხო აქ ვცხოვრობთ ჩვენ , დედიკოსთან ერთად -რამდენი წლის ხართ? -მე რვის ეს ექვსის მაშო კიდე ოთხის -მერე ასე გვიან სახლიდან რატო გამოხვედით? დედა რომ დაბრუნდება ინერვიულებს -აქედან ვუყურებთ სახლს და რომ მოვა ჩვენც გავიქცევით და აღარ ინერვიულებს -მაინც სიცივეა და სჯობს დაბრუნდეთ ხო? თან მაშოს სცივა მგონი -აუ ქო ლა კველა დავბლუნდეთ. -მოდი ჩემთან მე წაგიყვან თორე შორია და დაიღლები- ალექსმა ხელში აიყვანა პატარა ქალბატონი და ხელები მოხვია, ბიჭები გვერდით ამოუდგნენ, ჩუმად ვუყურებდი და მეღიმებოდა,ისეთი თბილი მზერა ჰქონდა. უცებ დაარწმუნა ბავშვები და მოაგვარა ყველაფერი. -ჩენ ლა გქვია? -მე ნატა მქვია -ძალიან ლამაძი თმა გაქ ნატა ... მძესავით ანათებც - გადმოიხარა და თმებზე ჩამომისვა პატარა ხელები -რამდენს ლაპარაკობ მაშო -აუუ მომწონც და ლა ვქნა -დედამ ხომ გითხრა არაა ყველაფრის ხელით მოსინჯვა საჭირო, უზრდელობააო -ბოდიჩი -არა ჩემო ლამაზო ,რაღაც -რაღაცეები უნდა ნახო კიდეც .მეც მომწონს ჩემი თმის ფერი და კიდევ შენი კულულები მომწონს - ალექსს გამოვართვი ბავშვი და ლოყაზე ვაკოცე -ქოო? ამით მამიკოც ვგავალ ... მაცაც კულულა თმები აქ .ჩემც ძებსაც კულულა თმები აქვთ უბალოდ შეიჭლეც აქლა -ასე მეტიტინებოდა სანამ აღმართი ჩავიარეთ და მათ სახლთან გავჩერდით -ბავშვებო დედა მალე დაბრუნდება? -კი მაგაძიაჩია და მოვა მალე ..ალბათ -მაღაზიაში? ის ხო ცენტრშია და ამხელა გზაზე წავიდა? უკვე ცხრა საათია და -ამ დლოც მიდიც ცულ, სხვა დლოც სამსაქულჩია და ალ ცალია -გინდათ მანამდე ჩვენთან იყოთ? არ გშიათ? მე გემრიელი ბუტერბროდების გაკეთება ვიცი კიდევ შოკოლადები მაქვს- უცებ დავაინტერესე ბავშვები -კი გვინდა მაგრამ დედა ინერვიულებს - ნუ ღელავთ ,ჩვენი სახლიდან დავინახავთ კარგად -წავიდეთ? -არა ! უხერხულია- ბიჭებმა ჩუმად გადაულაპარაკეს ერთმანეთს და მერე ჩემს ხელში კომფორტულად მოთავსებულ დაიკოს ამოხედეს- მაშო სახლში წავიდეთ ... მადლობა შემოთავაზებისთვის -არ შეგვაწუხებთ დამიჯერეთ , არც დედა გაბრაზდება . ჩვენ დაველაპარაკებით -არა -წავიდეთ რა მარტო რა გვინდა ,თან სიცივეა სახლში და მაშოს შეციივდება -კარგი ხო ! წამოვალთ .მართლა არ შეგაწუხებთ? -აბა შოკოლადი უფრო გიყვართ თუ კანფეტი ? - უცებ ვუთხარი და გავუცინე -ორივე - სამივემ ერთხმად მითხრა. ეზოში შევედით. ბიჭები მორიდებულლად იყვნნენ. მაშო კიდე ყველაფერს ათვალიერებდა . შემოიარა მთელი სახლი ალექსთან ერთად, სანამ მე სამზარეულში ვიყავი. მაგიდა უცებ გავაწყვე,ჩვენთვისაც მოვამზადე რაღაც-რაღაცეები და საკმაოდ მსუყე ვახშმობაც გამოგვივა მგონი. -ხელები დაბანე ალექს და მოიყვანეე- სამზარეულოდან გავძახე და წვენის ბოთლს თავი მოვხსენი. მალე შემოვარდნენ ოთახში და სკამებზე დასკუპდნენ . უცებ წაიღო ხელი კატლეტისკენ უმცროსმა ბიჭმა როცა მეორემ ხელი დაავლო და თვალები დაუბრიალა . ისიც მოიღუშა . ალექსმა ჩანგალი დადო და ხელით აიღო რამდენიმე ცალი -დიდხანს გაჩერდით კიდე და რომ შევწამ სულ იქნებით მშივრები - ბავშვებს უთხრა და მადიანად ჩაკბიჩა . ბიჭებიც წაქეზდნენ და ერთბაშად დაიწყეს ჭამა. სიე უცებ ჭამდნენ,თან ხელებით რო ინსტიქტურად გამიფართოვდა თვალები , ალექსს რომ ვხედავდი მათსავით ლოყებგაბერილს სიცილი ვერ შევიკავე და ავკისკისდდი. რამდენიმე წუთში მოთუთხნულები, მუცელგაბერილები და დანაყრებულები ვიჯექით და შოკოლადის ჭამის თავი სადღა გვქონდა. ასე ბოლოს როდის მოვიქეცი არც ვიცი . ალექსმა საათს დახედა მეც ინსტიქტურად შევამოწმე დრო და უკვე თერთმეტი საათი იყო. მისაღებში გადავინაცვლეთ, ბავშვებმა ხელები დაიბანეს და ისე ჩასხდნენ სავარძლებში. ტელევიზორს ვუყურებდით . ალექსი ბიჭებს ელაპარაკებოდა თან თვალი ფანჯრისკენ ჰქონდა რომ დაენახა მეზობელი სახლის ჭიშკარი. მაშო ჩემსკენ გადმობობღდა და ჩამეხუტა. მერე თვალები მინაბა და დაეძინა . კომფორტულად დავიჭირე ხელში ,მის თმებში დავაცოცებდი თითებს, ტუჩები საყვარლად ჰქონდა გამობურცული და სიგადაშიგ აცმაცუნებდა. მერე ალექსი წამოდგა და ბჭებს გადახედა ,რომლებიც აშკარად ღელავდნენ -მგონი მოვიდა თქვენი დედიკო ... -მართლა?- ფანჯარას ვერ მისწვდა უმცროსი. სამაგიეროდ უფროსმა ჩაავლო ხელი და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ,უცებ გაახსენდა უმცროსი დაიკო და გაჩერდა -მე წამოვიყვან..- ალექსმა ხელში აიყვანა მაშო და თავისი ქურთუკი მიაფარა. ეზო ჩაბნელებული იყო ,მობილლურით გავანათე და ყვეანი გავედით. ბიჭები ვერც გარბოდნენ, დას არ ტოვებდნენ თან ეჩქარებოდათ. მალე შევედით მეზობელ ეზოსი. ქალი უკვე სახლში იყო და ბავშვებს ეძახდა -აქ ვართ დეე -სად იყავით ... გამარჯობა -გამარჯობათ..ჩვენ წინა მეზობლები ვართ .. ცოტა ხნით დასასვენებლად ვართ აქ ,არ გაუბრაზდეთ ბავშვებს ჩვენ დავპატიჟეთ მარტო ვახშმობა არ გვინდოდა და თან მეზობლებიც გავიცანით- ალექსმა მშვიდად უთხრა და უცებ გააჩუმა ქალი -მადლობთ... ხო არ გაგაბრაზეს? -არა , კარგი ბავშვები არიან- ქალს ბავშის აყვანა უნდოდა - მითხარით სად შევიყვანო და ბარემ მე დავაწვენ მძიმეა -უი სულ დამავიწყდა ,.. მობრძანდით - ქალი დაახლოებით 35 წლის იქნებოდა, სიმპატიური და მოხდენილი იყო . სახლში შევედით , ბავშვები დივანზე დასხდნენ. ალექსი და გოგონა მალე გამოვიდნენ. -მე მაია მქვია -ნატა ,სასიამოვნოა. ძალიან საყვარელი ბავშვები გყავთ -თქვენ როგორც ჩანს მოეწონეთ თორემ ისე გიჟები არიან... კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით -პირიქით, ნამდვილად კარგად ვივახშმეთ . გვესტუმრეთ აუცილებლად- ფეხზე წამოვდექი და დავემშვიდეობე -გმადლობთ , ნახვამდის სახლი დავტოვეთ და ჩვენს ეზოსი შევედით. უკვე მეც მეძინება, საკმაოდ დავიღალე .ბავშვები კი მომეხმარნენ ალაგებში -დავიღალე , დავიძნებ უკვე ხო ? -მეც მეძინება შენ წარმოიდგინე ... -სააბაზანოში ცხელი წყალი მოდის ხო? -კი მოდის ყველაფერი წესრიგშია ,შევამოწმე უკვე -კარგი - საძინებელში შევედი , ავიღე საჭირო რაღაცეები და სააბაზანოში შევიკეტე. შხაპმა მომადუნა, უფრო მომინდა ძილი . თბილი პიჟამა ჩავიცვი ,თმა გავიშრე და აფუებული , აბურდული თმით შევწექი საწოლში. ცენტრალური გათბობა არ იყო ,ამიტო საკმაოდ გრილოდა.მართალია ოქტომბერია მაგრამ მაინც ცივა აქ. საბანზე კიდევ პლედი გადავაფარე და მთლიანად ჩავძვერი . მერე ამოვიწიე ცოტა და თვალებამდე ავიტანე საბანი . რამდენიმე წუთი ვიტრიალე ,მერე ნერვები მომეშალა სულ რო გავიყინე. ბოლოს წამოვდექი და გავფრატუნდი ალექსის ოთახში , ასე დაუკაკუნებლად შევალაჯე , საწოლს მივუახლოვდი და მშვიდად დავწექი . უკვე ეძინა , ზურგზე იწვა, ერთი ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული ,მეორე მუცელზე ედო და ჰოი საოცრებავ წელს ზემოთ შიშველია ,ღუმელია რა სულ თბილია. საბანი ავწიე და მისკენ გადავცოცდი, მკერდზე დავადე თავი, ხელი მუცელზე და გავიტრუნე. რამდენიმე წუთში გავთბი , ზემოდან დამხედა და გამიცინა -ფისუნია შეგცივდა ? -ხო და ვიპოვე გამათბობელი ..ჩამეხუტე ახლა რომ ასწიე ეგ ხელი შემოვიდა სიცივე საბნიდან -ბოდიში .. მე მაპატიეთ ქალბატონო - გაიცინა ,საბანი ჩამიკეცა ზურგთან და ხელიც მომხვია, მერე აწეწილ თმაზე მაკოცა და გაიცინა- სულ არეული როგორ გაქ ეს თმები - ხელი ჩამომისვა და გამისწორა -ძილინებისა ფისუნია . -ძილინებისა - მისი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.