შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომყვები ცოლად! (თავი 10)


19-07-2016, 00:06
ავტორი llella
ნანახია 3 346

ხვიჩას ნაამბობი:

დილით როგორც ყოველთვის ყველანაერი თავის ტკივილისა და ა.შ. ამბების გარეშე გავიღვიძე, მოვწესრიგდი, აბაზანიდან გამოვედი თუ არა დათომ დამირეკა.
-რას შრები?
-ახლა გავიღვიძე, შენ ცოცხალი ხარ?
-რავიცი მგონი ჰო.
-მიდი გამოფხიზლდი და გადმოდი.
-კაი, მოვალ ასე ნახევარ-საათში.
ოთახიდან გამოვედი და რატის მივაკითხე.
-გღვიძავს?-გავიცინე და ფეხზე დამდგარ, მოქანავე სხეულს დავუწყე ცქერა.
-სადღაც ეგრე რა-გამეკრიჭა.
-მიდი გამოფხიზლდი და გამო, მოვა დათოც მალე.
-კაი მიდი.
ოთახიდან გამოვედი და პირველ სართულზე ჩავედი.
-ადექი ბებია?-გამომძახა სამზარეულოდან ციურიმ.
-აბა, რას შვრება ჩემი ბებო?
-რა ვიცი ბებია, ძლივს ჩამოგიყვანე და გაიქეცი ისევ.
-ხომ იცი ბებიკო, სავალდებულო რომ არ ყოფილიყო არ წავიდოდი.
-კი ვიცი ბებია მარა მაინც ვერ გელევი შვილო.
-შენ არ იცი როგორ მიყვარხარ მე.
-ბაბუაშენი 2 კვირით წავიდა მთაში.
-მოხდა რამე?
-არაფერი, მისი ჯარის მეგობრები ყოფილან ჩამოსულები და ისიც დაპატიჟეს.
-ოჰ, მაგას რა ჯობია მერე-გავიცინე და მაგიდაზე დადებული ფუნთუშა გავიქანე პირში.
დათო გადმოვიდა და რატიც როგორც იქნა გამოეტია ოთახიდან, ვჭამეთ, მერე კდიევ დათომ გამახსენა მამუკას დანაბარები, მეც დავურეკე და ვთოვე გადმოსულიყო.
ორიოდე წუთის შემდეგ მამუკაც გამოჩნდა.
-გამარჯობა.
-გაგიმარჯოს-გამეღიმა მისი საუბრისა და მიმოხრის შემხედვარეს, ვხვდებოდი როგორი მამაკაცი გაიზრდებოდა ის მომავალში და ვამაყობდი მომავალი ყაინით.
-როგორ ხართ?
-მაგრად ვართ-გაეცინა რატის.
-ამას სოფომ კი რო უთხრა მას მერე ესე აბდალასავით იცინის?-გვკითხა მამუკამ, ჩვენ კიდევ ამის გაგონების მერე როგორ გადავრჩით ცოცხლები არ ვიცით, აგვივარდა სიცილი და ვეღარ ვჩერდებოდით, რატი სიბრაზისგან გაწითლდა და როგორ არ გაგვწიწკნა არ ვიცი, ბოლოს როგორც იქნა დავმშვიდდით.
-ვახ ბიჭო ეს რაიყო-ამოიოხრა დათომ.
-მისმინე-ისევ მკაცრი ტონით გააგრძელა მამუკამ და მე გამომხედა-პრობლემა გვაქ.
-რა ხდება?-დაძაბულმა ვკითხე.
-ავთო ჩამოვიდა.
-რას ქვია ავთო ჩამოვიდა?
-რას ქვია და აქაა, სულ რაღაც 1 საათის წინ ჩამოვიდა.
-მოვკლავ მაგის ********-დავიღრინე.
-კაი მოიცა ერთი წუთით-გამაჩერა რატიმ-რაო რა თქვა რატო ჩამოვედიო?
-საქმეები დავამთავრე და ჩამოვედიო, მე ვიცი მაგის საქმეების დამთავრება, სუფთა მუსორია რა, ისე უყურებს კატოს ვცემო მინდა, კი დავუშვი ფეხზე ტაფა მარა რააზრი აქ.
-რა ქენი?-გადაიხარხარა დათომ.
-ფეხზე დავუშვი ტაფა-მასაც გაეცინა.
-ბიჭო ეს რა საშიში პიროვნება იზრდება.
-სხვა არაფერი რომ არ დავუშვი მადლობა თქვას.
-წასვლასთან დკავშირებით თქვა რამე?-უცებ ვკითხე.
-ხვალ დილით მიდის.
პასუხი აღარ გამიცია, მინდოდა ყველაფერი ამეწონა და ცივ გონებაზ არ მიმეღო გამოუსწორებელი შეცდომა.
-მაგის აქ ყოფნის ერთი დღეც კი არ გვაწყობს-ჩუმად თქვა რატიმ.
-თავი უნდ მომაკვლევინოს მაგ ნა*****მა!
-ამის გამო არ მინდოდა შენი ნახვა, ეს თემას მოვაყოლე.
-აბა მაშინ გისმენ, რაშია საქმე?
-ვიცი რომ ბავშვი ვარ და ბევრ რამეს ისე ვერ აღვიქვამ როგორც თქვენ და ისე ვერ ვმსჯელობ რაღაც საკითხებზე როგორ თქვენ, მაგრამ ვიცი რა უნდა გააკეთოს ადმიანმა როცა უყვარს! ამიტომ ხვიჩა, მინდა რაღაც გკითხო.
-გისმენ აბა.
-გიყვარს კატო?-ამ კითხვას ყველაზე ნაკლებად ველოდი.
-ეგ რა კითხვაა ბიჭო-გავუღიმე და თმები ავუჩეჩე.
-მე გკითხე და პასუხიც მაინტერესებს, მე კი ვიცი შენ რასაც გრძნობ, მაგრამ მაინც მინდა რომ შენ მიპასუხო, იმ დღეს წყალი რომ შეგასხი, აი მაშინაც კი გემჩნეოდა ჩემი დის მიმართ რასაც გრძნობდი.
-მიყვარს!-მკაცრად გავეცი პასუხი.
-მაშინ აქ რატომ ხარ?
-რას გულისხმობ? აქ იმიტომ ვარ რომ ის მისი შიში ჩემს მიმართ გავაქრო, მინდა შევიჩვიო კატო და რაც მთავარია მინდა ვუწოდო მას ჩემი!
-ჰოდა მერე აქ რატომ ხარ თქო? სახლში დაჯდომით და ჩემთან ლაპარაკით შეიჩვევ და უწოდებ შენსას? ვერ ხედავ ის ნაგავი რას შვრება? მივიდა და ვირთხასავით მიუცუცქდა იქ, მამაჩემზე ცდილობს კარგი შთაბეჭილება მოახდინოს, მამამაც იცის ეგ რაცაა და ვინცაა, მაგრამ სასიძოდ კარგი კანდიდატია კატოსთვის, ეტყობა რომ უყვარს და ამას ამტკიცებს კიდეც, გგონია რამე საქმე ქონდა მოსაგვარებელი, ალბათ ეგდო მძოროვით კლუბებში და ერთობოდა, აქ კიდევ ამბობს რომ საქმე ქონდა და იმიტო მოაგვარა, რომ 1 დღით მაინც ჩამოსულიყო და გვსტუმრებოდა, ჭკვიანური სვლა გააკეთა და როგორც ვატყობ ამ სვლამ მგონი შედეგიც უნდა გამოიღოს, თუ შენ ერთ ადგილს არ აწევ და არ მიათრევ კატოსთან, კი გეტყოდი მიდი და ცემე ეგ ნაგავი თქო, მაგრამ მაგას ხელი როგორ უნდა დააკარო საერთოდ არ ვიცი, მე ასე განვიხილე და დავინახე ეგ საქმე დანარჩენი შენ იცი, რომანტიკა რომანტიკაა და იმ რესტორანმაც მისი მისია შეასრულა, მაგრამ სასურველ საცოლეს რომ აგახევენ მერე ამათ ჩაუტარე ეგ რომანტიკა.
აი პირი ღია გვქონდა, ისე ვუსმენდით და ხმას ვერ ვიღებდითო ჩვენზე იყო ნათქვამი, ბოლომდე გამოდებილებული ვუყურებდი სულ რაღაც 15 წლის ბიჭს და რა უნდა მეთქვა აზრზე არ ვიყავი.
-ვახ ჩემი, ბიჭო რა ჩაატარა ნახე-დაიჩურჩულა ჩემზე არანაკლებ გაკვირვებულმა დათომ.
-მადლობა!-გავხედე მთელი მადლიერებით და გავუღიმე.
-არაფრის სიძე-გამიცინა და ფეხზე წამოდგა-კაი წავედი მე ჩემი ლავ სთორები მაქ მოსაგვარებელი-გაეცინა და ისე გააგრძელა-ერთ ინდივიდს დაჟეჟვა უწერია და ვერ ხვდება.
-დახმარება გინდა ბიჭო?-სიცილით კითხა რატიმ.
-არა, ჩემს პრობლემაც მე მოვაგვარებ!
დაგვემშვიდობა და წავიდა, ჯერ კიდევ გაოგნებული ვიჯექი და ვცდილობდი ყველაფერი რაც მამუკამ მითრა გადამეხარშა.
მე ამ ბავშვმა კიდევ ერთხელ გამაოცა.
-ადექით, მივდივართ!-ფეხზე წმოვდექი და ბიჭებს გავხედე.
-რას აპირებ?
-ცოლი მომყავს!
-შენ ბიჭო თავში ძროხა ბალახს ხომ არ გიძოვს?-წარბაწეულმა სიცილით მკითხა დათომ-აქამდე არაფერს არ აპირებდი და ახლა მოგყავს ცოლი? დედა ახლა ამიწევს წნევა და გულზე დამარტყამს.
-ეგ კაი იყო-გადაიხარხარა რატიმ.
როცა შემატყო რომ არ ვხუმრობდი და სრული სერიოზულად ვუთხარი, სიხარულით წამოიყვირა.
-ბიჭო შენ გენაცვალე რა-ხმაში იმხელა სიხარული შევატყვე.
-ვახ ჩემი რა ქორწილი, რა მეჯვარე, რა გოგოები, იფ იფ იფ-ხელები ერთმანეთს კმაყოფილმა გაუხახუნა დათომ.
-საჭმელი დაგავიწყდა ბიჭო-დასცინა რატიმ.
-ჰო ეგეც.
-რომ არ გამოგყვეს?-მკითა ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ დავლაძემ.
-ცოლად მომყავს!-მკაცრად ვუპასუხე.
მტკიცედ გამოვაცხადე, ბიჭებს გაეღიმათ, ისინიც ადგნენ და ჩვენც წავედით.
-აი ეგრე რა, მეტი შემართება ანთაძე!-გაიცინა რატიმ და მხარზე ხელი დამკრა.
-აი ახლა უკვე ვცნობ ჩემს ძმაკაცს!-მას დავითაც დაეთანხმა.
-მე არ გამოგყვებოდი-დაპრუწა ტუჩები რატიმ და ხელი აიქნია.
-შენ ვაფშე ვინ მოგიყვანდა-წაკბინა დავითამ.
-აი მე რომ გოგო ვყოფილიყავი, ჩემს გამო გადაიჭრიდნენ ვენებს რაა.
-ჰო ასეთი საშინელება როგორ არისო-გადაიხარხარა დათომ და სწრაფად წამოვარდა ფეხზე, როცა რატის გახედა.
-ვინ არი ბიჭო საშინელება, მოდი აქ-იცინოდა, თან ყვიროდა და თან მას მომსდევდა.
-შენ იქნებოდი სიხარულო-დაიყვირა.


კატოს ნაამბობი:

დილით დედის ძახილმა გამაღვიძა, მხამაღლა მეძახოდა, რომ ავმდგარიყვი და მოვწესრიგებულიყავი რადგანაც სტუმარი ჩამოვიდოდა მალე, არც კი ვიცოდი ვინ იყო ეგ სტუმარი, რომლის ჩამოსვლამაც ოჯახის წევრები ასე ფეთიანებივით აქცია.
მეც წამოვიზლაზნე და საათს გავხედე, გულზე დამარტყა კინაღამ როცა დავინახე რომ საათი 7-ს უჩვენებდა.
-დედა გული, ჯერ კიდევ 7 საათია, ჯანდაბა რა, რა წესია დილაადრიან სტუმრობა, ზაფხულია, დასვენებები, აცადე ადამიანს ძილი რა!-ვწუწუნებდი და ისე ვიცვამდი ტანსაცმელს.
ბოლოს როგორც იქნა მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი, დედას უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა მე უბრალოდ მაგიდის გაშლა მევალებოდა, ამიტომაც საქმეს შევუდექი.
-ვაიმე შვილო რა კარგია რომ ჩამოხვედი-გავიგე დედაჩემის გახარებული ხმა და გავიხედე მისაღებში.
შოკირებული ვიდექი ერთ ადგილას და ვერ ვექანებოდი, საშინლად მომინდა მეყვირა ბოლო ხმაზე და ტკივილისაგან დავცლილიყავი, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, ავთოს დანახვაზე გული კინაღან გამიჩერდა, გამახსენდა 2 კვირის წინანდელი ამბავი და კიდევ ერთელ შემზიზღდა ავთო და მეტად შემზიზღდა საკუთარიო თავი, რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. მიკვირდა ასეთი უნამუსო როგორ იყო, იმ დღის მერე როგორ გაბედა და როგორ ჩამოვიდა კიდევ ჩემს ოჯახში, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არც გამკვირვებია მისგან ასეთი საქციელი, როცა მან გაბედა და მე.... ეს იმასთან შედარებით არაფერი არ იყო.
მინდოდა წავსულიყავი სადღაც, აზრი არ ქონდა სად, მთავარი იყო მას არ გადავყროდი, მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც ჯერ მოქმედებაში არ შეყვანილი გეგმა თავზე დამემსხვრა.
-მამა მოდი სტუმარი გვყავს-უცებ მამაჩემის ხმა გავიგე.
მეც ნელა გავედი სამზარეულოდან და მამაჩემის გვერდით დავდექი.
-გამარჯობა ეკატერინე-გამიღიმა და ხელი გამომიწოდა.
-გაგიმარჯოს-მეც ჩემი ხელი შევაგებე მისას და სწრაფად გამოვართვი მის მარწუხებს ჩემი სუსტი ხელი, არ მინდოდა მომკარებოდა, სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემთვის მისი შეხება.
-როგორ ხარ?
-არამიშავს, თავად?-ღმერთო ჩემო რა უტუხია, გაცოფების პირას ვიყავი მისული.
-ახლა როცა შენ გიყურებ უკეთესად ვარ, დაღლილობაც მომეხსნა.
მისი უაზრო გამოხტომა პასუხის გარეშე დავტოვე.
-დედა მე წავალ, სოფოა რაღაც ცუდად და გადავალ ვნახავ რა დაემართა-სასწრაფოდ მოვიფიქრე დამაჯერებელი ტყუილი.
-კარგი, მაგრამ მალე გადმოდი, უხერხულია ავთოსთან.
-დედა გაფრთხილებ, ნუ ხლართავთ რაღაცეებს!-არ ვაპირებდი ამის თქმას მაგრამ თავის შეკავება ვეღარ მოვახერხე.
-რას უნდა ვხლართავდეთ შვილო, რას გულისხმობ?-ვითომ გაიკვირვა დედაჩემმა.
-ნანა 19 წელია გიცნობ და ვიცი როდის რას აკეთებ, რისთვის და რატომ, ამიტომ გაფრთხილებ ტყუილად არ დაიწყოთ აქ რაღაც ამბების ხლართვა!
-ვაიმე ეკატერინე რა-გაიცინა და მანიშნა წადიო.
მეც სახლიდან გამოვედი თუ არა სოფოსკენ გავეშურე, პირდაპირ მის ოთახში შევვარდი, ახალ ამდგარი იყო.
-სოფო...-ესღა ვთქვი და ცრემლებმაც გზა გაიკვლიეს აღაჟღაჟებულ ღაწვებზე.
-კატო... რა ხდება? რატომ ტირიხარ გოგო?-ხმაში ნერვიულობა შევატყვე.
ძალაგამოცლილი ავეკარი ბავშვობის მეგობარს და ტირილს ვუმატე, ბოლოს როგორც იქნა დავიცალე ემოციებისგან და ტირილიც შევწყვიტე.
-ახლა კიდევ მომიყევი რაშაი საქმე!
მეც ყველაფერი მოვუყევი,შუალებდებში ისევ ვტიროდი და უაზროდ მეცოდებოდა უძლური სული, რომელსაც უკვე ყველაფრის იმედი დაჰკარგვოდა.
-რა უნამუსოა ღმერთო! როგორ გაბედა მაგ არამზადამ და როგორ ჩამოეთრია!
-ძალიან ცუდად ვარ სოფო, აღარ შემილია, მეშინია გესმია?! სახლში შესვლის მეშინია...
-აქ დარჩი, მე დავურეკავ ნანა დეიდას და ვეტყვი, რომ ძალიან ცუდად ვარ, ჩემები არ არიან აქეთ ისეც და ვეტყვი რომ მარტო ვერ დავრჩები თქო, ვიცი რომ უარს არ მეტყვის.
-მაგაში რომ იყოს მარტო საქმე რა უჭირს... ეტყობა ჩემმა მშობლებმა საქმრო მინახეს-მწარედ ჩავილაპარაკე და გულის სიღრმეში ვერ ვაპატიე მშობლებს ეს საქციელი.
-რას გულისხმობ, რომ ნანამ და ნიკამ ის შენთვის...
-ჰო მაგიტომ ჩამოვიდა.
-არ მჯერა! რამ მოუარათ კიმარა.
-რად უნდა მაგას ფიქრი, ავთოს გაკეთებულია ყველაფერი.
-ნახე ბიჭებს რა დღეში შევაყვანინო ეგ არაადამიანი!
-არ უთრა გემის?! არ მინდა კიდევ ერთხელ ბიჭების პრობლემა გავხდე.
-ბიჭების თუ ხვიჩას?
-ეგ რაშუაშია სოფო ახლა?
-მიპასუხე კატო, ბიჭების პრობლემა არ გინდა იყო და ხვიჩას?
-უბრალოდ არ მინდა ვინმეს შევუქმნა პრობლემა.
-კატო!
-კარგი ხო, არ მინდა ხვიჩას პრობლემა შეექმნას ჩემს გამო.
-იმიტომ რომ...
-სოფო რა გინდა?-მსუბუქად გავიღიმე, მართალია სულაც არ ვიყავი ღიმილის ხასიათე, მაგრამ ამ მომენტში ბაგეებმა მისით ინაცვლეს ადგილი.
-ის რომ აღიარო ბოლოს და ბოლოს კატო, მინდა რომ აღიარო!
რამოდენიმე წუთი ჩუმად ვიყავი, ბოლოს კი დაქალს გავხედე და მტკიცე ხმით დავიწყე.
-ჰო, მიყვარს ხვიჩა თანაც უკვე დიდი ხანია, ხომ იცი არ მჯერა ამ ერთი ნახვით შეყვარების, მაგრამ არ ვიცი ეს რაიყო, არც ის ვიცი ზუსტად როდის შემიყვარდა მაშინ მის ავტომობილს ნაყიდი კვერცხები რომ ჩავახუტე, კოცონიდან სახლამდე რომ მიმაცილა, თუ რესტორანში რომ ვიყავით მაშინ, მაგრამ მთავარია რომ მე ის მიყვარს! ამიტომაც არ მინდა იმ ამბის მერე მასთან საუბარი, ვნადგურდები როცა ახლოს მყავს გესმის?! უაზროდ ვნადგურდები! მენატრება! იცი როგორ?! სიკვდილამდე მენატრება მაგრამ არ მინდა, მგონია რომ ჩემს გამო პრობლემები ექნება, ხომ ხედავ ავთომ იმ ამბის მერე კიდევ გაბედა და ჩამოვიდა, არ მინდა იმაზე ფიქრი რას აპირებს ის ხვიჩასთან დაკავშირებით, საკუთარ თავზე მეტად მასზე ვნერვიულობ სოფო... და რა გავაკეთო არ ვიცი!-ძალაგამოცლილმა დავხედე იატაკს და ერთი ღრმად ჩავისუნთქე.
-გაიზარდე კატო, გაიზარდე, უკვე დიდი გოგო ხარ!
მაგრად მომხვია ხელები და თავზე მაკოცა, ღმერთო ჩემო როგორ მშველის ეს გოგო.
სოფომ დედაჩემს დაურეკა და უთხრა რომ ცუდად იყო, სახლში არავი არ იყო და ამ 1 კვიარს არ იქნებოდნენ, მას კიდევ მარტო დარჩენის ეშინოდა და თხოვა, რომ მე დავრჩენილიყავი მასთან, მართალია დედამ დიდხანს იყოყმანა, მაგრამ ბოლოს სოფომ მაინც დაითანხმა ის.
ჰოდა, მეც ცოტათი დავწყნარდი.



- - - - - - - - - -

ხელოუ wink ახალი თავიც მოვაგიზგიზე wink
ველოდები შეფასებას და კომენტარებს request love



№1  offline წევრი isterichka123

აუ ჯიგარია რა სოფო აბა იმ ვირტხასტან როგორ უნდა დაეტოვენბინა კკაი ველოდები მოვლენების განვიტერებას

 


№2  offline წევრი malikuna

ახლა წავიკითხე რამდენიმე თავი ერთად და კარგია ძალიან♥♥..ეს ავთო ვაფშე რო აორთქლდეს არა? :/ .. უნიკალური ხარ, გყვარობ ლელა. ♥♥

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ჩაკვარელი ჩაკვარელი გოგოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent